შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 6 )


1-04-2018, 12:54
ავტორი teengirllove
ნანახია 718

მაღალი საზოგადოება (თავი 6 )

ეს კვირაც სწრაფად გავიდა ,ჯერჯერობით ახალი არაფერი მომხდარა ,ნუცაც არ დამლაპარაკებია კარგახანია , გატაცებულია ამ გამოძიებით და სულ ამაზე ფიქრობს , მამაისთან ლაპარაკის შემდეგ ცდილობს დედა აალაპარაკოს მაგრამ არ გამოსდის ,რაზეც კიდევ უფრო ეშლება ნერვები, ვეუბნები ეს ყველაფერი სისულელე და უბრალო დამთხვევაათქო მაგრამ არ ესმის,დადის თავისთვის ,გონებაში რაც იცის ერთმანეთს უკავშირებს,თუმცა მაინც არაფერია..მე და სანდროც დავახლოვდით ,ყოველ დღე ვსაუბრობთ ,ვგრძნობ რაც უფრო უკეთ ვიცნობ მით უფრო მიღრმავდება ინტერესი მის მიმართ ,სულაც არ არის ისეთი პირველ დღეს ნუცამ რომ ამიღწერა,თბილად და მეგობრულად მექცევა ,ყოველი საუბრის შემდეგ კი ნაზად მკოცნის ლოყაზე და მიდის ..ყოველ დღე მასზე ვფიქრობ ,ყველა ჩემს ოცნებაში ისმის სახელი სანდრო, უკვე ავტომატურად ვხტავ მის სახეს ფურცელზე ,შემდეგ ამ ფურცელს ვკუჭავ და ვაგდებ ,არავინ რომ არ ნახოს...
....ნუცასთან....
მშობლებზე გაბრაზებული ვარ , არცერთი არაფერს ამბობს , ეს კიდევ უფრო მაფიქრებს ,როგორ შეიძლება დაივიწყო ადამიან ნრომელიც შენს საიჯახო პორტრეტზეა დახატული ,რომელსაც ყოვედღე ხედავ ,რომელიც შენი ოჯახის წევრი იყო ოდესღაც ,იმასაც არ მეუბნებიან რაქვია ,ვინ არის ან სად გაქრა...არა ყველაფერ უნდა გავარკვიო, ასე არ დავტოვებ.. სამზარეულოში შევდივარ და ნანის წინ ვჯდები, შემდეგ საჭმელს მიდებს და მეც ჭამას ვიწყებ ..ცოტახანს კიდევ ვათვალიერებ ქალს , იმდენი ხანია ვიცნობ ,მის გარეშე ერთი დღეც არ მახსოვს ,ფაქტიურად მან გამზარდა ,ჩვენი ოჯახის წევრივითაა..მოიცა დიდი ხანია ..რაღაც მაფიქრდება და თითქოს გონება მინათდებაო ვიძახი -ნანი, ჩემო საყვარელო ძიძა , დაჯექი დაისვენე ...ჩემს თავაზიანობაზე ეღიმება და წინ მიჯდება..
-ნანი..რამდენი ხანია რაც ჩვენს ოჯახში ხარ? ვეკითხები და ვუღიმი
-უფ ,ძალიან დიდი ხანია შვილო, ფაქტიურად მამაშენიც ჩემი გაზრდილია ..
-როგორ მდენი ხანი?
-კი, ბებიაშენმა მომიყვანა თავიდან ,ძალიან ლამაზი ქალი იყო მახსოვს , მისით მონუსხული ვიყავი, ხოდა შემოვრჩი აქ..
-ნანი მამა როგორი ბავშვი იყო? ამ კითხვაზე იცინის
-ძალიან ცელქი ,უცელქესი ბავშვი იყო, სულ აქეთ-იქით დარბოდა და ბებიაშენს ქეთევანს სულ აყვირებდა ..
-ვინ მამა?
-ხო მამაშენი,იმ საშინელ დღემდე ყველაფერი კარგად იყო..უკანასკნელი სიტყვები ჩუმად თქვა ,მოწყენით..
-ბაბუაჩემის დის გარდაცვალები შემდეგ?
-ხო, ქალბატონი ანასტასიის გარდაცვალების დღე დიდი ტრაგედია იყო მთელი ოჯახისათვის..
-ნანი ,ის და მისი მეუღლე ,ბიძია გიორგი ერთდროულად გარდაიცვალნენ ხო? ჩავეკითხე და მის პასუხს სუნთქვაშეკვრული დაველოდე...
-კი ,ერთ დღეს ,ავარიაში...
-სამწუხაროა ,ნანი მათი ფოტო ხომ არ გაქვს?
-უი,კი როგორ არა , საოჯახო ალბომში,შენ არ გინახავს?
-არა ,აღარ მახსოვს ,მიდი რა მანახე...
წამოდგა , ცოტახანში კი ალბომით ხელში დაბრუნდა...წინ დამიდო და ლამაზ ,შავგვრემან ქალზე მანიშნა ეს არისო,ქალს ხელში პატარა ბავშვი ეჭირა ,გვერდით კი შავგვრემანი კაცი ედგა ,შავი ,დიდრონი თვალებით და ამაყი გამოხედვით..
-ნანი ეს მათი შვილია ?
-კი , პატარა ბიჭი..
-მათ შვილს რა მოუვიდათ? ნანი ჩემმა კითხვამ დააბნია , თვალები გაუფართოვდა , თითქოს არ იცოდა რა ეთქვა ..-ნანი ,მითხარი მათ შვილს რა ბედი ეწია..
-არაფერი რა ბედი უნდა სწეოდა ,კარგად არის ,საზღვარგარეთ ცხოვრობს..
-რა ჰქვია , რატომ არ ჩამოდის ? რატომ არ მყავს ნანახი?
-ვაიმე შვილო,შენთან ლაპარაკი კი კარგია მაგრამ სარეცხი უნდა გავფინო ..მითხრა და სწრაფად წამოდგა ..
-ნანი ასეთი რა გკითხე ,ნანი!!!
არ მომისმინა ისე გავიდა ,მეკი დავრჩი მარტო სამზარეულოში, ისევ უამრავ კითხვებთან ერთად ..

საღამოს ,კიდევ ერთხელ ვცდილობ დავაკავშირო ყველაფერი ერთმანეთთან ,მაგრამ მაინც არ ჯდება,არავინ არაფერს ამბობს ,დედა დუმს ,მამა ხმას არ იღებს ,ნანი თავს იშტერებს,ერთადერთი იმედიღა მრჩება ..ფეხზე ვდგები ,ხალათს ვიცვავ და ოთახიდან გავდივარ, დერეფნის ბოლოს კართან ვჩერდები ,ხმამაღლა ვაკაკუნებ ,შემდეგ ვაღებ და შიგნით ვიხედები..
-გღვიძავს?
-კი..მესმის შიგნიდან მოგუდული ხმა -შემოდი...მეც უხმოდ შევდივარ და საწოლთან ვჯდები..
-მხოლოდ შენ თუ დამეხმარები, გთხოვ შენ მაინც ნუ გამიცრუვებ იმედებს ..
საწოლიზე ჯდება ,ხელს მხვევს და თავზე მკოცნის..
-ხომ იცი შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ ნუცი,მითხარი რახდება..
-ბევრი კითხვა მაწუხებს,ძალიან ბევრი და პასუხებს ვერ ვპოულობ ,დედასაც ვკითხე ,მამასაც და ნანისაც მაგრამ არაფერს ამბობენ ,შენ უნდა დამეხმარო ძმაო..ვეუბნები და ტუჩს ვბზიკავ ..
-რახდება ნუცა? ეხლა უკვე სერიოზული სახით მეუბნება..
-მისაღებში რომ პორტრეტი კიდია , ხომ იცი...
-ხო მერე..
-იმ პორტრეტმა ბოლო დროს ჩემი ყურადღება მიიქცია, პორტრეტმა რა ,იმ კაცმა ,ბაბუას და ბებიას გვერდით რომ დგას..ვერ გავიგე ვინ არის ან სად გაქრა , ან რა ქვია , მამამ დაივიწყეო ,თუ უნდა დავივიწყო რას კიდია ის იქ ,მაშინ ჩამოხსნან და მორჩა...
-მე ბევრი არაფერი ვიცი მაგრამ რაც ვიცი გეტყვი..
-გენაცვალე შენ ბექუშ ,მართალია რომ ამბობენ ძმა თუ დაგიდგება გვერდით გაჭირვებაშიო...
-ჰაჰაჰ ,ჩემი პატარა გოგო , როგორ მალე გაიზარდე ,მაგრამ მაინც პატარა ხარ..
-იმით ნუ ამაყობ რომ ჩემზე ცოტათი დიდი ხარ..ვეუბნები ბუზღუნით
-ხოო ,ცოტათი ,სულ რაღაც 8 წლით..მეუბნება და იცინის
-კაი ხო..მოკლედ მაინტერესებს ის კაცი ვინაა ,რაქვია , სად არის და საერთოდ ყველაფერი..
-ნუც ხომ გითხარი ბევრი არაფერი ვიცი ,მხოლოდ ის ვიცი,ვიცი რომ ეგ კაცი როგორც შენ ეძახი ,ბაბუამ და ბებიამ გაზარდეს , ბაბუას დის ანასტასიას და მისი ქმრის გიორგს გარდაცვალების შემდეგ ...მეც მახსოვს ბიძია ,მამას და მას ერთმანეთი ძმებივით უყვარდათ ,მამა იცინოდა ხოლმე ჩემს გვარზე ჩავწერ და ნამდვილი ძმებივით ვიქნებითო, მაშინ მამა სხვანაირი იყო..ბოლო სიტყვებს სევდიანად წარმოთქვავს..
-თუ ასეა რა მოხდა? ბიძია რა გვარის იყო?
-არვიცი რა მოხდა ნუც ,იმ დღეს ,ზუსტად 15 წლის წინ ამ სახლში საშინელება დატრიალდა ,მისაღებში ბაბუა ჩხუბობდა ,ბიძიას ეჩხუბებოდა ,გვარის შემარცხვენელს უწოდებდა , ასე ეუბნებოდა შენი მშობლები საფლავში ტრიალებენ შენივე შეცდომის გამოო, ისეთი გაბრაზებული იყო ბაბუა შემეშინდა და ოთახში გავიქეცი, მას შემდეგ ბიძია აღარ გამოჩენილა ...
-ნეტავ ასეთი რაქნა?..ვეკითხები ჩემს თავს.. გვარი არ გითქვამს ბექა..
-გვარი არ მახსოვს ნუც ,მაგრამ საქმე მგონი ქალს ეხებოდა..
-ქალს?
-ხო ქალს , ბიძიას წასვლის შემდეგ ,ბაბუას ინფაქტმა დაარტყა ,მამა კი სევდამ მოიცვა..
-ბებიას უნდა დაველაპარაკო...ვთქვი ჩემთვის ,ფეხზე წამოვდეწქი ,ბექუნას მადლობა გადავუხადე ,მანაც საპასუხოდ გულში ჩამიკრა ...
-ნუცა ...დამიძახა როცა უკვე გავდიოდი ..-პასუხების ძებნა მამის კაბინეტიდან დაიწყე..მითხრა და გამიღიმა ,საოასუხოდ მეც გავუღიმე და ოთახში წავედი..
.......ნიტა ....
დღეს წვიმიანი ამინდია , სკოლაში მამიკომ მომიყვანა , კლასში ვზივარ და როგორც ყოველთვის ფანჯარაში ვიყურები, მიყვარს წვიმა , მაგრამ არ მიყვარს ჩაშავებული ცა , წვიმა და მზე ერთად მირჩევნია ...
-რას შვები ლამაზო? გვერდიდან მომესმა სანდროს ხმა
-არაფერს ...
-ვისზე ფიქრობ? მეკითხება და ფართოდ მიღიმის
-ამინდზე...ვეუბნები და მის წამიერ სახეცვლილებაზე მეცინება..
-ამინდზე? სხვა არავიზე?
-არა ,სხვაზე ვისზე უნდა ვიფიქრო?
-მაგალითად ჩემზე ..მეუბნება შეპარვით და ლოყაზე მკოცნის
-შენზე ? ..მოჩვენებით ვიცინი...რა ხუმარა ხარ სანდრო..ვეუბნები და თვალს ვარიდებ
-ხო ,ვარ...თავს დაბლა ხრის,ცოტახანს ფიქრობს ,შემდეგ სახე უნათდება და ისევ თვალებში შემომციცინებს -ნიტუშ, ნინოზე ნაწყენი ხარ?
-ვინ ნინოზე
-ნინო ასათიანზე
-რავი...იმდენად აღარ..რატომ მეკითხები?
-ზეგ საღამოს წვეულებას აწყობს ,ბოდიშის მოხდის მიზნით დაგპატიჟა..
-მე?
-ხო შენც და ნუცაც ..წამოხვალ?
-არვიცი ..წვეულებები არ მიყვარს დიდად
-კარგი რა ,გაერთობი ,იცეკვებ ,დალევ..
-არ ვცეკვავ სანდრო და არც ვსვავ..
-როგორ არასოდეს დაგილევია?
-არა დალევა არ მიყვარს ,ცეკვა კი არ გამომდის..
სანდრო ჩემსკენ იხრება ,ხელს ხელზე მადებს და თვალებში მიყურებს ,მის შეხებაზე ოდნავ ვკრთები -ნიტუშ,შენ ძალიან კარგი ,თბილი და საყვარელი გოგო ხარ..ვიცი ეს წვეულებები და ხალხმრავლობა არ გიყვარს მაგრამ ჩემი ხათრით მოდი , ნუცაც წამოიყვანე ,გთხოვ..
-ჰმ...კარგი დავფიქრდები ,შევთავაზებ ნუცას ..
-ჩემი გოგო..მეუბნება , ისევ ნაზად მკოცნის ლოყაზე და კლასიდან სწრაფად გადის ..მე ღიმილით ვაყოლებ თვალს ,შემდეგ კი გაკვეთილს ვიმეორებ ..
-ნიტა!! .. ტავს ვწევ და ნუაცს გაკვირვებული ვუყურებ
-რახდება ნუც , სახეზე ფერი არ გადევს ..
-დილას მამაჩემის კაბინეტში შევიპარე ...
-ღმერთო, ნუცა ხომ გთხოვე თავი დაანებე მაგ საქმესთქო, არ აქვს ჩვენს ოჯახებს საერთო, მამაჩემს მშობლები არ ყავს ,არც ოჯახი ,თორემ მეცოდინებოდა ..
-არც ბიძაჩემს ყავდა ოჯახი ,მშობლები ავარიაში დაკარგა , მერე ბაბუაჩემმა გაზარდა...
-და რა? უამრავ ადამიანს ემართება მსგავსი რამ ..ვერ ვხვდები რას ცდილობ..
-ბევრი დამთხვევაა ნიტა ,დღეს კი ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი..
-დღეს რა მოხდა?
ნუცა ჩანთიდან პატარა თეთრ ქაღლდს იღებს და წინ მიდებს, ცოტახანს მუყაოს ქაღალდს ვაკვირდები, შემდეგ ნუცას ,მერე ისევ ქაღალდს,თველებს ვერ ვუჯერებ ,გაოცებისაგან კი ხმას ვერ ვიღებ
-არ არსებობს ..ვამბობ ბოლოს ბლუყუნით...


აი შემდეგი თავი, ველი თქვენს შეფასებებს..ხო და ფოტოზე რომელიც ამ თავს ერთვის ,ჩვენი გმირებია ასახული, ხვალ ნინოს, გვანცას და ნიკას ფოტოსაც დავდებ...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeta

Pirveli var zalian momwons txov male dade

 



№2  offline წევრი teengirllove

Qeta
Pirveli var zalian momwons txov male dade

dgeshi tito tavs vwer ,plius axal motxrobas ..magram sheni xatrit yoveldge davdeb :)))

 



№3  offline წევრი talia

ვაიმე, ვაიმე, მოლოდინს გადააჭარბე, ძალიან მაგრად მოიფიქრე აი, ყოჩახ ჩემო კნუტო. heart_eyes

 



№4  offline წევრი teengirllove

talia
ვაიმე, ვაიმე, მოლოდინს გადააჭარბე, ძალიან მაგრად მოიფიქრე აი, ყოჩახ ჩემო კნუტო. heart_eyes

ვსწავლობ ნელნელა ტალუშ :))) მადლობა , მიხარია თუ მოგეწონა :)))

 



№5  offline წევრი teengirllove

სტუმარი shalo
saxlshi ramdeni kata gyavs

1175

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent