შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 5


2-04-2018, 00:05
ავტორი Saally Saally
ნანახია 490

შენს მკლავებში დავლევ სულს 5

მძიმე ნაბიჯებით დადის უფროსი,ადგილზე ვერ ჩერდება,ნერვიულად ქვედა ტუჩს კბენს და თვალები უსისხლიანდება,სავარჯელში ჯდება,ფეხს ფეხზე იდებს და კარებს გაჰყურებს.იოანე შემოდის რამდენიმე კაცთან ერთად,ნიკა ბრძანებას იძლევა რომ ყველა გავიდეს.
-გისმენ. მის ერთ სიტყვაში მთელი დაძაბულობა იშლება
იოანე ხელებს ჯიბეებიდან იღებს,საათს ისწორებს მაჯაზე და მის წინ ჯდება კომფორტულად.
-რაიყო ნიკა,რა არ მოგეწონა?გაიგო ვინმემ რამე?
-შენ ბიჭო ხოარ უბერავ?? მე რო გაძლევ დავალებას ესეიგი უნდა გააკეთო!!!!!
-ხოდა გავაკეთე,ევა გაქრა,არავინ იცის სადაა,რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალია ახლა თუ მკვდარი? შენც ეხლა,მისი ცხედარი არ მიგეტანა მისი მშობლებისთვის..ცინიკურად იღიმის.
ნიკას მოთმინების ფიალა ევსება,ფეხზე დგება და მაგიდას ატრიალებს,ვისკის ბოთლების და ჭიქების მსხვრევა ერთხმად ისმის. იოანე ისევ მშვიდად ზის და მას უყურებს.
-შენ... შენ...ჩვენს კანონებს აბიჯებ..თითის ქნევით ლაპარაკობს გაცეცხლებული
-ჩვენი კანონი ესეთია,ქალების და ბავშვების გარდა,არა???
ნიკა იოანეს უახლოვდება და მისკენ იხრება ბრაზისგან ტუჩებმოკუმული რომელსაც საფეთქლებზე ძარღვები ეჭიმება
მუშტს იოანეს უკან კედელს არტყავს და პასუხობს:
-გაგიმეორებ,ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა ისინი ჩვენ საქმეში არ არიან. მაისურის სახელოებს იწევს ჯერ მარჯვენა ხელზე,შემდეგ კი მარცხენაზე.
****
იოანეს ხელს სჭიდებენ აქეთ იქით მდგომი ტიპები,საპყრობილეში აგდებენ და კარს მაგრად კეტავენ,იოანე ახლა გისოსბს მიღმაა,კედელთან ჯდება და ზურგით ეკრობა,თავს გვერდით სწევს და დაღლილი ცემისგან გონებას კარგავს.
*****
თორნიკე ნერვიულად დარბის აქეთ იქით,თავში ხელებს ირტყავს და ფიქრობს რა ქნას... ილიას უტრიალდება და ერთად სხდებიან იოანეს სახლში.
-რითი ვუშველოთ?
-აზრზე არ ვარ..მოიცა..იოანემ ტელეფონი სახლში დატოვა?
-კი მე მაქვს,რათ გინდა?
-მომეცი მომეცი,ეგ მე ვიცი. თორნიკე ფეხზე დგება,ნერვიულად ატრიალებს სენსორს და სასურველ ნომერს ხედავს.
-ხო იოანე,რას შვრები?
-დავით,მე ვარ,თორნიკე
-რახდება?
-დარხეული გვაქვს.. ნიკას იოანეს მოკვლა აქვს გადაწყვეტილი..ახლა ჯერ ჯერობით საპყრობილეშია..მინდა რომ დავეხმაროთ,შენი დახმარება გვჭირდება.
-საპყრობილეში???რატოო?რა მოხდა??
-ნიკამ ყველაფერი გაიგო,ახლა კი შანსს ხელიდან არ გაუშვებს რომ იოანე მოიშოროს.
დავითი თვალებს ხუჭავს და შუბლზე ხელს იდებს,რამოდენიმე წამი გაჩუმებულია და ისევ თორნიკესთან საუბარს უბრუნდება.
-რა თქმა უნდა დაგეხმარებით,რა გავაკეთო?
დავითის ლაპარაკი მესმის,თეფში ხელიდან მივარდება და მისკენ გავრბივარ,ვცდილობ ვათქმევინო რა ხდება.
-დავით??რა ხდება? იოანეს რა სჭირს??რა დაემართა გთხოვ მითხარი გთხოვ...
თვალებიდან ცრემლებს ვერ ვიკავებ და მეშინია იმ პასუხის გაგების რომლის მოსმენა არმინდა...
დათო ხმას არ იღებს და ნერვები ტვინზე აწვება.
-დათო ხმა გამეცი!!!
-ნიკამ ყველაფერი გაიგო და იოანეს... ფუ ამის. ღრიალებს დათო და მუშტს არტყავს მაგიდას.
-რაა?? არა არაა არაა... ჩემი ბრალია,ყველაფერი ჩემი ბრალია.. ღმერთო გთხოვ არაფერი დაუშავდეს იოს...გთხოვ...შენ კარგად იქნები.. კარგად იქნები.. ცრემლები მცვივა და მუხლებში ვრგავ თავს.
თვალებს ვახელ ოთახში,თბილი სიო ნაზად აფრიალებს ფარდებს რომლებიც შიშველ სხეულზე მედებიან სასიამოვნოდ..გვერდით ვტრიალდები და მძინარეს ვუყურებ,ახლოს ვეკრობი და ტუჩებში ვკოცნი ვნებიანად. თვალებს ნელნელა ახელს და ეღიმება,წელზე ხელებს მხვევს და მის ზემოთ მაქცევს,გულზე მიკრავს და მეჩურჩულება
-იოანე.. გაიღვიძე? ვკისკისებ ჩუმად
-ნეტა ყოველ დილით ასე ვიღვიძებდე..
ისევ აგრძელებს კოცნას,ტუჩებზე,ყელზე,მუცელზე,მისი ცხელი ჰაერი და მხურვალე ტუჩები სხეულის თითოეულ წერტილზე მხვდება და სიამოვნებისგან მგონია გონებას დავკარგავ..მისაღებში მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის..იოანე.. იოანე გაჩერდი სახლში ვიღაც არის.. ჩემი ხმა იკარგება მას არ ესმის,ვყვირი მაგრამ არ ისმის.. კარები ფეხის კვრით იღება,ნიკა დგას კარებში იარაღით ხელში და რამოდენიმე წამში მთელი ოთახი სისხლით ისვრება.
კივილით მეღვიძება. ოფლში ვცურავ,წყლით სავსე ჭიქას ვწვდები და ერთ ჩასუნთქვაზე ვცლი.
დათო ჩემს კივილზე კარს აღებს და გაფითრებული ოთახში შემოდის.
-ხომ კარგად ხარ??
-ტირილს ვიწყებ..
-საშინელი სიზმარი ვნახე..არმინდა მას რამე დაემართოს არმინდა...
დათო მიახლოვდება,მეხვევა და მამშვიდებს,იმედს მაძლევს რომ დაეხმარება თავის ძმაკაცს.
-ნეტავ არასდროს გაეცვალა შენთვის ადგილი.. ნეტავ მე არ გადავერჩინე..
-ევა,ყველაფერი ასე მარტივად არ არის როგორც გგონია..
-აბა როგორ არის?? როგორ არის? მითხარი დათო
-ეს იოანემ უნდა გითხრას,მე ვერ გეტყვი..
-მითხარი დათო გთხოვ..ისედაც ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს..
-შენ გგონია ნიკა მიიღებდა ჩემს ადგილას ვინმე გამოუცდელ ტიპს და ნებას მომცემდა ჩემი ადგილი დაეკავებინა?
-აბა??
-მოკლედ..ნიკას მამას ზუსტად ეს ბიზნესი ჰქონდა რაც ახლა ნიკას აბარია..მამამისი,კოტე,ქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი იყო ამ საქმიანობით,რა თქმა უნდა...ყველა ქურდს,მკვლელს და ამ გაგების ადამიანს იცნობდა. ნიკასაც ასე ზრდიდა,ასწავლიდა ყველაფერს,ჯერ მარტო ათი წლის იყო ნიკა როდესაც მამამისმა დაბადების დღეზე იარაღების კოლექცია აჩუქა...წლები გადიოდა.. იოანეს დედა კი,ნიკას მამას საყვარელი იყო..ძალიან,ძალიან ლამაზი ქალი იყო ალექსანდრა,მთელს თბილისში კიარა ალბათ მთელ საქართველოში.. კოტემ ამ ქალზე ყველაფერი გაარკვია,დაინახა თუარა მაშინვე მოეწონა და ხელში ჩაიგდო.წლები ერთად იყვნენ,ალექსანდრა იოანეზე ფეხმძიმედ დარჩა,იოანე რომ დაიბადა კოტეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,კიდევ ერთი ბიჭი რომ შეეძინა..კოტე მათ არაფერს აკლებდა,ყველაფერს აკეთებდა რომ ალექსანდრაც კარგად ყოფილიყო და იოანე მითუმეტეს. კოტეს ცოლმა,მარიამმა როცა თავისი ქმრის ღალატი გაიგო და ამასთანავე ის რომ უკვე დიდი შვილი ჰყავდა სხვა ქალისგან,ნერვიულობას გადაჰყვა და დაიღუპა..ამის შემდეგ კოტე ცდილობდა ძმები ერთმანეთს დაახლოვებოდნენ და იოანე აჰყავდა თავისთან,ნიკას კი ეზიზღებოდა,სულ ფიქრობდა რომ იოანეს ბრალი იყო დედის სიკვდილი.. ის რომ არა ისევ ბედნიერი ოჯახი ექნებოდათ..კოტემ რა თქმა უნდა გადაწყვიტა რომ ამჯერად მისი ქონება და ბიზნესი ორად გაეყო და რაც ნიკას ასწავლა,ის ასწავლა იოანესაც.. ამ კაცმა შვილები პროფესიონალ მკვლელებად გაზარდა.. მამის გარდაცვალების შემდეგ,იოანეს არ სურდა ბიზნესი ნიკასთან ერთდ ემართა,რადგან დაუნდობელია ნიკა და მასთან ერთად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა..მას ვერ შეუთანხმდებოდა ვერაფერში.. უნდოდა ცალკე წამოეწყო ეს ბიზნესი და თავისი ხალხი ჰყოლოდა მაგრამ ბოლოს ჩემი ამბები რომ გაიგო... ჩაეშალა იოანეს ეს გეგმები ამის გამო...ნიკა სრული დიქტატორი იყო...არავის არაფერს პატიობდა..ნიკამაც სიხარულით მიიღო ჩემს ადგილას იოანე,იფიქრა ჩემი ნახევარძმა ჩემი მონა გახდებაო... იოანე რა თქმა უნდა როგორც მონა კიარა,როგორც კოლეგა ისე აკეთებდა ყველაფერს მაგრამ მაინც გამოდის რო ნიკას ბრძანებებს ასრულებდა,ბოლო დროს ვატყობდი ვეღარ ითმენდა და მის დასაპირისპირებლად საბაბი უნდოდა..ჩემი აზრით საბაბიც შენ იყავი..ბრძანება არ შეასრულა და არ მოგკლა..
-ახლა რა იქნება?
-იმედია იოანეს დახმარებას შევძლებთ მე და ჩემი ყოფილი კოლეგები.
-გთხოვ მასთან წამიყვანე,გთხოვ მისი ნახვა მინდა..
-ევა,ეხლა არ შემიძლია თუ შევძლებ გპირდები წაგიყვან მასთან
-არა მატყუებ... მატყუებ... გთხოვ,გამოგყვები.
-ევა,ბავშვივით ნუ იქცევი,იოანემ რო გაიგოს სისულელეებს ფიქრობ ხომ იცი როგორ ინერვიულებს?
-კარგი..
-კარგი.
-დათო
-ჰო?
-იოანეს რომ ნახავ,უთხარი რომ... ძალიან მაგრად მენატრება..
-ვეტყვი..ევა.. დროებით
-დროებით..
*****
-იოანე,ბიჭო,იოანე..თორნიკე რკინის გისოსებს მიღმა მყოფ მეგობარს აფხიზლებს.
იოანე იშმუშნება და ნელნელა ახელს თვალს.
-აი,ნახე შენთან ვინ მოვიდნენ,ვაჩე,უტა და დავითი
-როგორ ხარ იოანე?
-ამაზე კარგადაც ვყოფილვარ.. ეღიმება
-რამეს უეჭველად მოვიფიქრებთ და გაგიყვანთ ხომ იცი... იოანე თავს ხრის თანხმობის ნიშნად და სახე ეცვლება,ტუჩზე ხელს იდებს საიდანაც სისხლი სდის.
-იმ ნაბ**ჭვარმა გცემა ეგრე ხო?
-ნიკამ?ჩაეცინა იოანეს... როდის იყო მაგდენი ძალა ჰქონდა მე მომრეოდა... მომიყვანა ათი კაცი და უყურებდა კონცერტს მაგის......მეცინება
-რა გაცინებს?მემგონი თავში უფრო მაგრდ გირტყეს. კითხულობს უტა და ყველას წამიერად ეცინება.
იოანე ამჯერად თვალს ავლებს დავითს და ისიც თვალს უკრავს,უახლოვდება და ევას სიტყვებს გადასცემს.
-ევამ მითხრა ძალიან მაგრად მენატრებაო,ასე გადაეციო.
-მართლა ეგრე გითხრა? იოანე ფიქრებში მიდის და მომენტალურად იღიმის.
-ჰო.
-მოიცა ამათ ერთმანეთი დაევასათ?ისევ უტა კითხულობს
-აუ ბიჭო შენ რა ტვინი გაბურღე ტოო (ვაჩე)
დავითს და იოანეს ეცინებათ და სიჩუმეს ისევ მეგობარი არღვევს.
-წავედით,წავედით,ნიკას ხალხმა მაინც არ მინდა რომ შემამჩნიონ რა,ხოიცი..
-დავით
-გისმენ ძმაო
-ევა კარგადაა?
-კი,კი,კარგადაა
-უთხარი რომ მეც მენატრება...
-ერთმანეთს მალე ნახავთ და პირდაპირ ეტყვით მაგას.. წავედი ეხლა.
-და რაც არ უნდა მოხდეს,გთხოვ ევას მიხედე
-იოანე! დავითი ბრაზდება
-უბრალოდ მითხარი რომ მიხედავ
-მივხედავ.
-კარგი დროებით,წავედით ჩვენ.

-ბოსს,რაღაც მინდა გაჩვენოთ.
-რა ხდება?
-დღეს იოანესთან სანახავად იყვნენ მოსულები ჩვენიანები,მაგრამ ერთი ტიპი გვეუცნაურა,კამერამ დააფიქსირა და აი ეს არის...

ჩემო კარგებო,ესეც ახალი თავი,იმედია მოგეწონებათскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Wero

სასწაული თავი იყო <3 გთხოვ შემდეგიც მალე დადო<3

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაი გული მიშველეთ
ან კარგი კარდიოლოგი მირჩიეთ
ძალიან მაგარი თავი იყო
მაგრამ დღემდე ვერ მივხვდი იოანე "მკვლელია"????????????????????????

 



№3 სტუმარი სტუმარი tati

გთხოვ დღეს დადე ახალი თავი <3

 



№4  offline წევრი Saally Saally

სტუმარი tati
გთხოვ დღეს დადე ახალი თავი <3

meocnebe avadmyopi
ვაი გული მიშველეთ
ან კარგი კარდიოლოგი მირჩიეთ
ძალიან მაგარი თავი იყო
მაგრამ დღემდე ვერ მივხვდი იოანე "მკვლელია"????????????????????????

Wero
სასწაული თავი იყო <3 გთხოვ შემდეგიც მალე დადო<3

ვეცდები მალე დავდო ჩემო საყვარლებო <3 ბოდიში დაგვიანებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent