შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 3)


2-04-2018, 00:08
ნანახია 386

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 3)

ღამით უცნაური ხმაური მაღვიძებს. არც ვიცი, რომელი საათია, დაახლოებით ოთხი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს საათს, როცა...
გვერდით გადატრიალებულს საწოლში ჩემ გვერდით მწოლიარე, მკლავ-ფეხ გაშლილი ბიჭი მხვდება. აბა გამოიცანით, ვინ არის. რათქმაუნდა ის უზრდელია, სახლიდან რომ გამომაგდო და ახლა მის შეფასების სკალაზე (სავარაუდოდ ცოდვების ფურცელზე), ჩემს გვერდით კოტრიალიც მიეწერება. ნერვიულად ვიცინი, როცა ვამჩნევ, რომ მას უკვე ღრმად და ტკბილად ჩასძინებია, მე კი ვწევარ განაბული ზურგზე და ცხვრებს ვითვლი რომ დამეძინოს. მაგრამ რა დროს ცხვრებია, როცა გვერდით უცხო ადამიანი გიწევს და ერთ ჰაერს სუნთქავთ? საკუთარი გულისცემა ყურში ჩამესმის და მისი ქშინვა მთელ ოთახში მელოდიურად ვრცელდება. ან მე ვფიქრობ ასე. როგორ მინდა, გავაღვიძო და ვეჩხუბო, გამოვლანძღო, გავაგდო, მაგრამ მეცოდება. არ ვიცი ეს ადამიანური გრძნობაა თუ სუბიექტური გრძნობა გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ.
სახის ნაკვთებზე ინტერესით ვაკვირდები, თეთრ სახეზე ოდნავ ჭორფლი მოსდებია წითლად (თმისფრად). მრგვალი, ბავშვური ტუჩები ძილისაგან უფრო მუქ წითლად შეფერადებია, ასევე ლოყებიც, რომელიც სავარაუდოდ გაუცხელდა და ახლა უხურს. ამის წარმოდგენა მსიამოვნებს და ვერ ვხვდები რატომ. აქამდე ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია. არასოდეს მნდომებია, ვინმეს ძილში ლოყებზე მოვფერებოდი.
გრძელ წარბებს სასაცილოდ იჭმუხნიდა ძილში და მეც სასიამოვნოდ მეღიმებოდა. მერე ვრჩებოდი გაღიმებული ჩემს თავთან და ვერ ვარკვევდი, რა მაღიმებდა.
განთიადმა ჩვენს ოთახშიც შემოაღწია და მზის სხივები ჯერ იატაკს მოედო, მერე კი თანდათან საწოლზეც ამოცოცდა და ბიჭს სახეზე მოელამუნა. არ გაუღვიძია. თან მინდოდა, რომ გაეღვიძა, თან არა. არ გაუღვიძია, ტუჩზე ენა გადაიტარა და ძილი უდარდელად განაგრძო. რა ენაღვლებოდა, თვითონ კი არ მიყურებდა ისე, როგორც საყვარელ ბავშვს.
მერე, გაღებული ფანჯრიდან მსუბუქმა ნიავმა დაუბერა და გამაკანკალა, ამიტომ გადასაფარებელს ვწვდი, მაგრამ აბა გამოიცანით რა ვქენი?-სულელური იდეა თავიდან ვერ ამოვიგდე და ვერც ხელი ვაიძულე, ჯერ ჩემთვის დაეფარებინა საბანი. მატერია ბიჭის განიერ მხრებზე გადავაფარე და მერე თავად დავიფარე. სითბოში მეორედ ჩამეძინა, ამჯერად უფრო მშვიდად.
**************************************************
მომეჩვენა, დილით ადრე გამეღვიძა, ბინაში კი ქარს ფანკრები გაეღო და მინებს საშინლად ლეწავდა. მსხვრევის ხმაზე თომაც ფეხზე წამოვარდა და ფანჯრისკენ გაიქცა. უკან გავეკიდე. საშინელი წინათგრძნობა მქონდა და თომას დავუყვირე, მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა. არც ტირილი და არც კივილი. ქარი ჯერ კიდევ აჯახუნებდა ფანჯარას და შუშები ძირს ცვიოდა. ახლოს მისულ ბიჭს ფანჯარა უნდა დაეჭირა, რომ ერთ-ერთი ნამსხვრევი მისკენ გადმოვარდა და მკერდში ჩაერჭო.
დაჭრილმა ჩუმად ამოიგმინა, თითქოს არ უნდოდა მე გამეგო, ან თუნდაც დამენახა მისი სისუსტე. მუხლებში ძალადაკარგული ჩამესვენა მკლავებში და მოთქმა დავიწყე. უსე ვგლოვობდი, მეგონა მთელი ქალაქი ჩემთან შევყარე, სანამ კიდევ ერთი, თუმცაღა სიტუაციისთვის სრულიად არაადეკვატური ხმა გავიგე-თომას ჩაცინება. აჰ, რა ირონიაა, გაღვიძებს ეს უბადრუკი თავისი სულელური ჩაცინებით, როცა სიზმარში მთელ საპნის ოპერას უფასოდ უყურებ. მეტი ცინიზმი არ შეიძლება. მიდი ცხოვრებავ კიდევ დამცინე, ვარიანტები ხომ არ ამოგეწურა?
-გაახელ თვალებს თუ იძინებ კიდევ და აგრძელებ მოთქმას?-ოხ ეს ახალი ტვინისწამღები ყოველდღიურობა. ნეტავ ჩემ გვერდით წამოგორებული ნეანდერტალელისთვის არსებობს ისეთი მცნება, რასაც მოკეტვა ჰქვია?
-ვინ გითხრა გვერდით მომიწექიო?-თვალს არც ვახელ ისე ვეპასუხები. მეტი საქმე არ მაქვს, მზერაც მას მივაბყრო, როცა ჩემს საკონტაქტო წყაროსაც მისთვის ვიყენებ.
-ზედმეტად კონფორტულად ხომ არ წევხარ, ბევრს რომ ლაპარაკობ?-ჩვეულებრივრივი, სასიამოვნო ბარიტონით მკითხა და გამიკვირდა, რომ ამჯერად "შემოსახლებაზე" კრინტიც არ დაუძრავს, მაგრამ უფრო გავთამამდი და მისკენ ახლოს მივიჩოჩე. თვალები არ გამიხელია, ისე ვიგრძენი, როგორ ავაკარი მის მხარს შუბლი და ჩამეღიმა. არ ვიცი ის რას გრძნობდა, მაგრამ მე ძალიან მშვიდად ვიყავი, ისე მსიამოვნებდა მისი სიგრილე.
-არა, ასე არ გამოვა-წამოიწია და მომშორდა. თვალები ზანტად გავახილე და მის თეთრ კანს მოვკარი თვალი. მერე; უფრო ზემოთაც ავიხედე და საწოლზე წამომჯდარ თომას თვალებში მივაშტერდი დაჟინებით. არც ამან გაჭრა, არ მოალბო ეს გულქვა და არც სურვილი გაუღვივა, მომახლოებოდა.
-თამაში ხომ არ მოგინდა?-სახე უბრალო, მცირედი ღიმილითტ შეუთამაშდა და გაშეშებულ ნაკვთებს სხვა ფორმა მიეცათ. ახლა ამაზე უფრო მეტად ვღელავდი, ვიდრე თავის გადარჩენაზე, ანუ საკადრისი პასუხის გაცემაზე, თუმცა მაინც მოვახერხე ხმის ამოღება, ბალიშზე რბილად დავდე თავი და გავუღიმე:
-დიდი ხანია უკვე, რაც თამაში დაიწყო. იმ წამიდან, რაც ცხვირწინ კარი მომიხურე.
-მომწონს შენი შემართება-სახე ახლოს მომიტანა და ამჯერად აშკარად ვიგრძენი მისი ცხელზე მწველი სუნთქვა. ყელი გამიშრა. სუნთქვა ვცადე, მაგრამ მიჭირდა, სანამ ის ასე ახლოს იყო-მაგრამ გამოცდილება გაკლია ამ თამაშში პატარავ.
მერე, ისევ ისე დაუბრუნდა თავის ადგილზე და მეც მომეცა სუნთქვის თავისუფლება. მაგრამ სულ ეს არ იყო. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. რაღაც შეფარვით და გამოცანებით ლაპარაკობდა. ვიცოდი, რა თამაშშაც თამაშობდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორი მოთამაშე იყო და რამდენ გოგოსთან მოეგო.
მაგრამ მაშინ არ დავფიქრებულვარ-ნეტავ გული თუ მეტკინებათქო. უცნაურია, მაგრამ იმ წამს ეს სულ არ მადარდებდა, რადგან თავს კარგად ვგრძნობდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ადამიანი საკუთარი თავის მოღალატეა, ვიდრე სხვის, რადგან ცუდის ცდუნება უფრო სასიამოვნო გვეჩვენება, ვიდრე კარგის.
**************
დილით ომლეტი გავაკეთე. ალბათ გაინტერესებთ, საჭმლის კეთება გამომდის თუ არა. მოდი, სიმართლეს გეტყვით-არ ვიცი. ვაკეთებ ზღვის პროდუქტებიდან სუშის, კიბორჩხალებს, ნამცხვრებიდან მთვრალ ალუბალს და ანიუტას, ტრადიციული კერძებიდან ვაცხობ ხაჭაპურს და მჭადს, გამომდის სუპის ნასახიც და უბრალო რაღაცეები (კარტოფილის შეწვა/მიხარშვა, კვერცხის შეწვა..). ალბათ საკმარისი არ არის ქართველი გოგოსთვის, მაჰრამ ვფიქრობ, თავის სარჩენად საკმარისი იქნებოდა. ასეც გამოდგა. დედას არასოდეს უწუწუნია, საჭმლის კეთებაში არ მეხმარებიო, მიუხედავად იმისა, რონ ასე იყო. ჰო, არ ვეხმარებოდი, იმიტომ რომ აზრზე არ ვიყავი. სახლში სად რა იდო, ამოსაცნობად მკითხავს მივმართავდი (ინტუიციით ათასში ერთს ვარტყამდი), სახლის დალაგებაზეც არ გვქონდა ჩხუბი, როგორც სხვა დედა-შვილს რადგან ჩემი ოთახის მილაგება ფანტასტიურად გამომდიოდა, მაგდამ მომკალი და ჩემს ოთახს გარეთ ვერაფერს ვაკარებდი ხელს, რომ მიმელაგებინა.
დედა გამახსენდა და უცნაური გრძნობა დამეუფლა. ვიცოდი და ვგრძნობდი, როგორ მაკლდა მაგრამ არაფერს ვაკეთებდი.
გამიკვირდა, როცა გავიგე, როგორ გავიდა სახლიდან თომა ისე, რომ არც უსაუზმია. მაგრამ მისთვის არც შემიწვავს. ბავშვურად გამომივიდა, მაგრამ ჭამა მაინც თავად გადაიფიქრა, ამიტომ ჩემი სიზარმაცეც გადაიფარა.
ჭამის შემდეგ სავარკიშოდ ჩავედი ეზოში (ჰო, მე ასეთი უკუღმართი ვარ და წესით უკვე უნდა მიჩვეულიყავით). ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე შვიდჯერ შემივირბინს, მერე დაღლილი ჩამოვჯექი რომელიღაც უბანში მარტო მდგარ კუნძზე და ქოშინი დავიწყე, უცხო, ბოხი ხმა რომ მომესმა თავსზემოთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent