შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ (თავი 2)


2-04-2018, 01:06
ავტორი ლიდია
ნანახია 321

მხოლოდ შენ (თავი 2)

თავი 2
მეორე დღეს კარებზე კაკუნის ხმა მაღვიძებს.
დილით ყოველთვის მიჭირდა გაღვიძება, ამის გამო ხშირად მომხვედრია.
ახლა დამფრთხალივით წამოვყავი თავი, შემდეგ კი გამახსენდა, რომ თავშესაფარში აღარ ვიყავი და დავმშვიდდი.
-შემოდით. - დავიძახე ნამძინარევი ხმით.
ოთახში სალომე შემოვიდა.
წითელი შარვალი და თეთრი ბრეტელიანი მაისური ეცვა, ფეხზე კოხტა სანდლები. ყურებზე პატარა მრგვალი საყურეები ჩამოეკიდა და იღიმოდა.
სპილენძისფერი თმა კუდად შეეკრა.
-სალამი ძილისგუდა! აბა ადექი სკოლაში პირველი დღე გაქვს! მოწესრიგდი და სამზარეულოში ჩამოდი, ვჭამოთ.
მხიარულ ნოტაზე შემოსული სალომე მხიარულ ნოტაზე გავიდა.
მე ბალიშში ჩავრგე თავი, ერთი ამოვიღმუვლე და ავდექი.
დღესაც შავებში გამოვეწყვე - სხვა არც არაფერი მქონდა.
თაფლისფერი გრძელი თმა ლამაზად გადავიყარე მხრებზე და სამზარეულოში ჩავედი.
მაგიდას მისხდომოდნენ ელზა, დაჩი და სალომე. ყველას მივესალმე და ვკითხე რას ისურვებდნენ საუზმედ.
-ჩვენ ყველაფერს ვჭამთ. მაცივარში საჭირო პროდუქტებია. - ელზა მაჩვენებდა ყველაფერს.
მასწავლა სად იყო ყავა, შაქარი, პური და ჭურჭელი. ყველაფერი ადვილად ავითვისე და ყიყლიყოებიც გავაკეთე.
-ძალიან გემრიელია. - შემიფასა დაჩიმ.
თავს უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ ზრდილობის გამო მეც მივუჯექი მათ გვერდზე მაგიდას და შევჭამე. შემდეგ კი სკოლისაკენ გავუყევით გზას.
-ნუცა, მე და შენ ერთ კლასში ვიქნებით მგონი. სალომე მეათე კლასშია. ჩემ კლასში კარგი გავშვები არიან, ყველას შეეწყობი. სკოლასაც დაგათვალიერებინებ. რაიმეს კითხვა თუ მოგინდება არ მოგერიდოს. - მელაპარაკებოდა დაჩი.
-გასაგებია, მადლობა.
ყოველთვის სიტყვაძუნწი ვიყავი.
სკოლაც გამოჩნდა. რატომღაც შემაჟრჟოლა, როდესაც ეზოში ბავშვები დავინახე. წინასწარ მტკენდა ის შეგრძნება რასაც დამცირება ჰქვია.
შეიძლება გაიგონ მშობლებზე და ამის გამო დამამცირონ,ან არ მოეწონოთ ჩემი ყოველდღიური ერთი და იგივე სამოსი - შავი ჯემპრი და შავი შარვალი. ტანსაცმლის ხამი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ პირველ ხელფასს რომ ავიღებ რაიმეს ვიყიდი.
თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო - დაჩიმ ხელი მომკიდა და მომიჭირა გამხნევების მიზნით. მისი შეხება თან მესიამოვნა, თან - არა. ხელი გავაშვებინე, უხერხულად გავუღიმე და საკლასო ოთახამდე გავყევი.
-დასვენებაზე გნახავთ! - სალომემ გადამკოცნა და გაიქცა.
რა უცნაური ბავშვია!
კლასში შევედით. ოცმა წყვილმა თვალმა ჩვენკენ გამოიხედა. არ ვარ მიჩვეული ზედმეტ ყურადღებას, თავშესაფარში თუ არ მამცირებდნენ ყურადღებას არც მაქცევდნენ.
დაჩის გვერდზე დავჯექი და ზარიც დაირეკა.
მასწავლებელმა ჩემი თავი ყველას საჯაროდ გააცნო, ესღა მაკლდა!
პირველი გაკვეთილი ისტორია იყო, მეორე მათემატიკა.
მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა. კარგადაც ვიცი ის რასაც მასწავლიდნენ იქ, მაგრამ სკოლის მასალა ცოტათი გამიჭირდება, რადგან რთულია.
დასვენებაზე გარეთ არ გავსულვარ, დაჩი მეხვეწა სალომე ვნახოთო, მაგრამ მაინც დავრჩი. მირჩევნია ჩემთვის წყანარად ვიჯდე.
თითქმის ყველა გავიდა კლასიდან, რამდენიმე გოგონამ უკვე მოასწრო ჩემთვის ამრეზით შემოხედვა.
ჩემ მერხს ერთი ბიჭი მოუახლოვდა.
დაახლოებით დაჩის სიმაღლისა იქნებოდა, მოწითალო-მოყავისფრო თმითა და ნაცრისფერი თვალებით.
მისი თვალები იმდენად მეცნობოდა...
ლურჯი მოტკეცილი ჯინსი ეცვა, გეგონებოდა ელასტიკიაო, საშინლად უხდებოდა, კოჭებიც უჩანდა.
გამოყვანილი ღაწვები ჰქონდა, ლამაზი ცხვირი და სქელი, კოხტა ტუჩები.
მის თვალიერებაში ვიყავი გართული, როდესაც გვერდით მომიჯდა.
-სალამი ნუცა, მე ზუკა ვარ. მაიას შვილი.
ახლა გასაგებია საიდან მეცნობოდა ასე ძალიან მისი ნაცრისფერი თვალები.
უფრო კარგად რომ დავაკვირდი, იმასაც მივხვდი, რომ ძალიან ჰგავდა დედამისს ნაკვთებით.
-გამარჯობა. - მოკლედ მივესალმე და თავი ისევ რვეულში ჩავრგე, სადაც გაკვეთილების ცხრილს ვიწერდი.
-დედა შენზე ბევრს მიყვებოდა.. იცი, თუ რაიმე დაგჭირდა შენ გვერდით მიგულე. დაჩი და სალომე კაი ბავშვები არიან. დარწმუნებული ვარ მათ დაუმეგობრდები.
-ხო, კარგები არიან. მადლობა.. ზუკა.
ამასობაში ზარიც დაირეკა და ყველა თავიანთ ადგილს დაუბრუნდა.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, ზედმეტად არავის არაფერი უთქვამს და მასწავლებლებიც მომეწონა.
დასვენებებზე გარეთ კვლავ არ გავდიოდი, დაჩი დაჟინებით მთხოვდა გამოსვლს, მაგრამ ვეუარებოდი.
მესამე დასვენებაზე თვით სალომე შემოვიდა კლასში, მაგრამ ვერც მისმა ბავშვურობამ და მაცდურმა ღიმილმა ვერ გატეხა ჩემი სიჯიუტე.
ზუკაც არ გადიოდა გარეთ, ხან გამომელაპარაკებოდა, ხან ჩუმად იჯდა და მიყურებდა, მათვალიერებდა. მე ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინაიდან და რადგანაც კაცების მოდგმა მძულს.
მაგრამ ის ისეთი ლამაზი იყო..
ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა, კეთილსა და ბუნებრივს, ლაღს.
მისი ნაცრისფერი თვალები ვერ შეედრებოდა დაჩის მუქ შავ თვალებს.
რამდენჯერაც დაჩის თვალებში ჩავხედე ის ბნელი ღამე გამახსენდა.
ზუკას თვალებში კი იმედს და ნათებას ვხედავდი.
მე ხანდახან თუ გავხედავდი ჩუმად, ის კი გამუდმებით დაჟინებით შემომცქეროდა, ისე მიყურებდა თითქოს ცდილობდა ჩემი შიგნეულობა წაეკითხა და სურდა სულს ჩასწვდომოდა.
მაგრამ რა იცოდა მან, რომ ჩემ სულს თავად მე ვერ ვწვდები.
მესამე გაკვეთილის შემდგომ დასვენებაზე, როდესაც ზუკა გვერდით მომიჯდა და საუბარი დამიწყო, კლასში დაჩი შემოვიდა და კუშტად მოგვაპყრო მზერა.
მის შავ თვალებსა და გრძელ სპილენძისფერ თმას თვალი ვერ ავარიდე.
მოგვიახლოვდა, ზუკა ადგა და დაჩი დასვა.
-ვინმე ხომ არ გაწუხებს? - მკითხა ხრინწიანი ხმით.
-არა. ყველაფერი რიგზეა.
სკოლიდან სახლამდე სამივე ერთად მივედით. სალომე ენას არ აჩერებდა, დაჩი და მე კი ვდუმდით.
სახლში რომ მივედი, პირველ რიგში ჭურჭელი დავრეცხე, მოვგავე და ყველაფერი მოვაკრიალე. სადილიც მივირთვით და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე მეცადინეობა. წიგნები დაჩიმ მომიტანა, სკოლიდან წამოუღია.
საღამოს ვახშმად სუპი გავაკეთე. ელზაც მალევე დაბრუნდა.
როდესაც ვჭამდით, უხერხულობა ჩამოწვა, რადგან ელზა ცუდ ხასიათზე იყო. ბოლოს სიჩუმე მან დაარღვია.
-მამათქვენი ჩამოდის. - ჩაილაპარაკა ჩუმად.
სალომეს პირთან მიტანილი კოვზი ძირს დაუვარდა, დაჩიც გაქვავდა.
დაბნეული ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა.
-რას ქვია ჩამოდის? - ფეხზე წამოხტა დაჩი.
-ბრუნდება. - ელზამ ახლაღა ამოიხედა, აქამდე თეფშს უყურებდა. - ნუცა შეგიძლია მაგიდა აალაგო? მე ბავშვებს დაველაპარაკები.
-რათქმაუნდა.
სალომე, დაჩი და ელზა სასტუმრო ოთახში გავიდნენ. მე ალაგება დავიწყე.
მესმოდა დაჩი როგორ ყვიროდა:
-ამ სახლში არ შემოვუშვებ!
დალაგებას რომ მოვრჩი ჩემ ოთახში ავედი და ვეცადე დამეძინა.
უკვე ძილის პირას ვიყავი, კარებზე რომ დააკაკუნეს.
დაჩი იყო.
შემოვიდა და იქვე, კედელთან ჩამოჯდა.
-ბოდიში დღევანდელის გამო. - ისეთი ხმით თქვა, გეგონება ახლახანს იტირაო.
-არაუშავს..
-მამა.. ის.. ის ცუდი კაცია. დედას უღალატა და.. ეს რომ გაიგო დედამ ძალიან ცუდად იყო. სალომემ შეუსწრო მამას სხვა ქალთან და წარმოიდგინე რა საშინელი ტრავმა იქნებოდა ეს 12 წლის ბავშვისთვის! სალომე არაფერს იძახდა, მაგრამ მე მაინც გამოვტეხე. ეს ყველაფერი - სახლი და ფული რაც გვაქვს, საერთოდ ყველაფერი, დედასია. მამას დავემუქრე და წავიდა, თუმცა დედამ მოისმინა ჩვენი დიალოგი და დეპრესიაში ჩავარდა, ძალიან უყვარდა მამა. ამ ამბის მერე სამი წელი გავიდა, დედა ძლივს გამოკეთდა და ახლა ბრუნდება ის არაკაცი... - იმდენად ტკივილნარევი ხმა ჰქონდა, მინდოდა მივსულიყავი და გულში ჩამეკრა და მეთქვა, რომ ყველფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელი..
-ძალიან ვწუხვარ.. რას აპირებთ?
-სხვაგან წასასვლელი არ აქვს, უცხოეთში იყო და იქაც გაიფუჭა საქმეები. ალბათ შემოუშვებს დედა.. მაგ კაცის ატანა არ მაქვს.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
-შენი.. შენი მშობლები სად არიან? ვიცი უხერხული კითხვაა, თავშესაფარში რომ იყავი ისიც ვიცი, უბრალოდ მაინტერესებს.. თუ რაიმეს თქმა მოგინდება, გულის გადაშლა ან რამე.. იცი ჩემი ოთახი სადაცაა..
-მე.. ამ თემაზე არასდროს ვსაუბრობ. ბოდიში.
-არაფერია. - დაჩი წამოდგა და ლოგინს მოუახლოვდა.
შევცბი და საბანი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე.
გადმოიხარა, კეფაზე ხელი შემომხვია და შუბლზე მაკოცა. შემდეგ უკან გაბრუნდა და სანამ ოთახს დატოვებდა, შემომხედა, სევდიანად გაიღიმა და მითხრა:
-ტკბილი ძილი ნუციკო.
და გავიდა.
ძლივს მოვთოკე თავი, რომ არ გავკიდებოდი და ჩავხუტებოდი, ისეთი საყვარელი იყო.
მაგრამ საკუთარ თავს გამოვუტყდი იმაში, რომ როდესაც მან შუბლზე მაკოცა, წარმოვიდგინე როგორ აკეთებდა ამას ზუკა და ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.
თავის ქნევით ვუკუაგდე ფიქრები და თვალები დავხუჭე.
სიზმარში დედა ვნახე.
მისი ფოტო არ მაქვს, დამრჩა მხოლოდ ფანტაზია და სიზმრები.
ვნახე მისი ლამაზი სახე.
თაფლისფერი თმა, ჭორფლებით დაფარული სახე, პატარა კოხტა ცხვირი, სავსე მუქი ტუჩები და ღია მწვანე თვალები.
ზუსტად მისნაირი ვარ მეც - დაბალი და კოხტა.
დედა აბიბინებულ მინდორზე იდგა და მიღიმოდა, მზე ლამაზად ანათებდა ყველაფერს და ცა ცაზე ღია ცისფერი იყო..
უეცრად ცა გაშავდა, ქარიშხალი ამოვარდა, დედას სახე შეეცვალა - მოიღუშა და ჩაიკეცა.
ქვევით დავიხედე, მაისურზე წითელი სისხლის ლაქები უჩნდებოდა და კიოდა.
მეც კივილით გამეღვიძა. ოფლში ვცურავდი და ძლივს ვსუნთქავდი.
ოთახის კარები დაუკითხავად შემოგლიჯა დაჩიმ, მწვანე მოკლემკლავიანი, ტანზე შემოტკეცილი მაისური და მოკლე შორტები ეცვა.
-ნუცა კარგად ხარ? - მოუახლოვდა საწოლს.
ასე მემართება ხშირად, კოშმარები მესიზმრება და ტირილის სურვილით ვიღვიძებ მაგრამ ვერ ვტირივარ, ცრემლები არ გადმომდის, ვერ ვახერხებ!
ასეთ დროს ძალიან გაღიზიანებული ვარ, ვყვირივარ და კედელს მუშტებს ვურტყავ ხოლმე.
-წადი გთხოვ. - ძლივს ამოვღერღე ორიოდე სიტყვა.
-ხომ ყველაფერი რიგზეა?
-უბრალოდ წადი! - ცოტა ხმამაღლა მომივიდა, დაჩის ნამდვილად ეწყინა,მაგრამ უხმოდ გაიხურა კარები.
თავი ბალიშში ჩავრგე და ვიყვირე, საოცრად მომინდა საკუთარი თავისთვის რამე დამეშავებინა.
ავდექი, რადგან ლოგინი სველი იყო და გამოვცვალე თეთრეული.
ცივი, ყინულივით ცივი წყალი გადავივლე.
მციოდა, მაგრამ მსიამოვნებდა, რომ მტკიოდა.
ვეღარ დავიძინე. საათი ექვსს უჩვენებდა.
მეც ავდექი და საჭმელები გავაკეთე, სარეცხი დავრეცხე.
რვისკენ სამზარეულოში სალომე გამოვიდა.
-სალამი ლამაზო! - გადამეხვია.
სალომე ნამდვილად მომეწონა, კარგი გოგონაა, თან მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ასეთი რაღაცები გადახდა, მომინდა დავმეგობრებულიყავით, შეიძლება პირველი ნამდვილი მეგობარი ყოფილიყო.
-აბა გაიცანი გუშინ ვინმე კაი ბიჭი? - მკითხა წარბების თამაშით.
გამეღიმა.
-არ მაინტერესებს ბიჭები.
-ღმერთო ჩემო! გოგოები მოგწონს?
ახლა გამეცინა, თუმცა მალევე დავსერიოზულდი, მგონი პირველად გავიცინე ათი წლის მანძილზე.
-არა.
-უუფ, ძალიან კარგი. ეს დაჩის არ მოეწონებოდა.
-რატომ?
სანამ პასუხს გამცემდა სამზარეულოში დაჩი და ელზა შემოვიდნენ. უკან უცხო კაცი მოჰყვებოდათ.
დავაკვირდი.
დაჩის თვალები და ყვრიმალები ჰქონდა.
დაჩი გაღიზიანებული იყო და ზედაც არ მიყურებდა.
-ნუციკო, გაიცანი ეს ავთოა. სალომეს და დაჩის მამა.
-სასიამოვნოა. - უხერხულად გავიღიმე.
სალომეს სულ არ ესიამოვნა მისი ნახვა.
ჩუმად ვისადილეთ.
სკოლამდეც ჩუმად მივედით.
კლასში შევედით და მე და დაჩიმ ერთად დასხდომა ვერ მოვახერხეთ, რადგან ერთი ადგილი ვიღაც გოგონას გვერდით იყო თავისუფალი, ხოლო მეორე ზუკას გვერდით.
დაუფიქრებლად მივუჯექი ზუკას და მივესალმე, თავად გამიღიმა.
ღმერთო რა სასწაულია მისი ღიმილი, მარცხენა ლოყა ეჩხვლიტება და ტუჩის კუთხეებში ნაოჭები უჩნდება.
ღიმილისას თვალებს ოდნავ ჭუტავს და ნაცრისფერი თვალები უბრჭყვიალებს.
-მაია როგორ არის? ძალიან მომენატრა.
-კარგადაა. მასაც, მერწმუნე. სულ შენზე ლაპარაკობს. შენთან ეს გამომატანა, არ ვიცი რა არის, სახლში გახსნასო ასე დამაბარა. - ზუკამ ჩანთიდან ოთხკუთხედი, პატარა შეფუთული ყუთი ამოიღო და მომაწოდა. გამოვართვი.
-მადლობა.
-არაფრის.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. ვგრძნობდი ზუკასა და დაჩის მწველ მზერას. მთელი დღე ერთმანეთს უბღვედნენ.
ეს რა შარში გავყავი თავი!
გაკვეთილების შემდეგ დაჩი სხვაგან წავიდა და სახლისკენ მე და სალომე წამოვედით.
-როგორც გავიგე დღეს ზუკას გვერდით იჯექი.
-აჰამ.
-მოგეწონა?
-რა სისულელეა.
-აი მე კი ზუკა ძალიან მიყვარს.. იცი, ადრე ეგ და დაჩი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და შემდეგ მამაჩვენმა ზუკას მამიდასთან გააბა რომანი.. ახლა აღარც ესალმებიან ერთმანეთს.
-ზუკა გიყვარს? - ვცდილობდი არ მეყვირა და უდარდელი ხმით მეკითხა.
-ჰო.. მისი ლამაზი თვალები.. ღმერთო ვგიჟდები მასზე! ვარსკვლავია... - “ვარსკვლავთბიჭუნაა” გავიფიქრე.
მისი ყოველი სიტყვა გულში სარივით მერჭობოდა.
სახლში შესვლისთანავე ოთახში ავედი და ზუკას მოცემული ყუთი გავხსენი.
გაოცებისაგან პირზე ხელი მივიფარე.
ყუთში ორი ფოტო იდო.
ერთზე დედაჩემი იყო გამოსახული, ბედნიერად იღიმოდა.
მეორეზე მასთან ერთად მეც ვიყავი.
ფოტოები გულში ჩავიკარი და ტკივილნარევი ხმა ამოვუშვი პირიდან.
ისევ ვერ ვტიროდი და ეს მაგიჟებდა!
დედაჩემი - ის ისეთი ლამაზი იყო..
თვალწინ დამიდგა მკვლელობის სცენა.
თვალწინ დამიდგა თავშესაფრის კოლოფი, საჭმელი და ბავშვები. ისიც თუ როგორ მცემდნენ.
თვალწინ დამიდგა ზუკა და დაჩი, როგორი ალერსით მიყურებდნენ და სალომე რომელსაც ზუკა უყვარდა..
თვალწინ დამიდგა დაჩის მამის სახე, წარმოვიდგინე როგორ ღალატობდა ელზას ზუკას მამიდასთან.
კედელს მუშტი იმხელა ძალით დავარტყი, რომ სისხლი წამომივიდა.



~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~
რას ფიქრობთ? დააკომენტარეთ აუცილებლად❤️❤️❤️скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

მაგარიაააააა ველი შემდეგს მოუთმენლად ყოჩაააღ კარგიაააა❤❤❤

 



№2  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
მაგარიაააააა ველი შემდეგს მოუთმენლად ყოჩაააღ კარგიაააა❤❤❤

ugrmesi madloba ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent