შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(გული უკონტროლოა) თავი 17

2-04-2018, 16:08
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 589

ამნეზია_(გული უკონტროლოა) თავი 17

თავი 17.

ვინმე თუ მკითხავს რონელია შენს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდიო ვეტყოდი ის დრო როცა მაქსიმეს სახლიდან წამოვედითქო. გზაში ყველაფრის გაანალიზება დავიწყე. აქამდე ის მაცოცხლებდა რომ მაქსიმეს ავუხსნიდი და გამიგებდა, ახლა კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირად წარიმართა. აქეთ ამიხსნა და ნათლად დამანახა რომ შევცდი. მართალია მაქსიმემ არ იცის რა გრძნობაა როცა საყვარელი ადამიანის ნაცვლად ვიღაც ქონებაზე დახამებულ ადამიანს მიყვები ცოლად, არ იცის რა რთულია როცა იმის ცოლი ხდები ვინც მამა მოგიკლა, მაგრამ მე შემეძლო ეს ყველაფერი გაცილებით უმტკივნეულო ყოფილიყო ჩემთვისაც, მაქსიმესთვისაც, ჩემი მეგობრებისა და ოჯახისწევრებისთვისაც, მაგრამ იმ კრიტიკულ მომენტი ეს აზრადაც არ მომსვლია. მეგონა ამით მათ ვიცავდი, თანაც არ ვარ დარწმუნებული რომ მათნაირი ფეთქებადი ადამიანები თავს შეიკავებდნენ, მაგრამ მაქსიმე ხომ სულ გაწონასწორებული იყო, გიორგისა და სანდროსთვის თუ არა მაქსიმესთვის უნდა მეთქვა, ასე არც გვეტკინებოდა და ახლაც ერთად ვიქნებოდით. მაგრამ, დამიჯერეთ, ურთულესია მსგავს სიტუაციაში ყველაფერზე ერთდროულად ფიქრი.

სოლოლაკში ფეხით აღმართს ავუყები და მთაწმინდის გზას დავადექი. ამ ქუჩებს მე და მაქსიმე ყველაზე ხშირად ვსტუმრობდით. ხელჩაკიდებულები დავსეირნობდით და ათას უაზრო თუ აზრიან თემაზე ვლაპარაკობდით.

-მაქსიმე სიყვარული რაარის?_ერთხელ ვკითხე, მაშინ ჯერ კიდევ მეგობრები ვიყავით.
მახსოვს ცოტა დაიბნა, ლარგახანს ფიქრობდა პასუხზე, ბოლოს გაჩერდა, მთელი ძალით მიმიკრო სხეულზე და ყურთან ძლივსგასაგონად დამჩურჩულა
-სიყვარული ხარ შენ, ქეთა.
გამეღიმა, ხელები წელზე მოვხვიე და კიდევ უფრო ავეკარი.
მაშინ მეგონა მაქსიმემ ჩემი კითხვა არასწორად გაიგო და სიყვარულში მეგობრული გრძნობები იგულისხმათქო, მაგრამ ახლა მივხვდი რომ ეს პირველი აღიარება იყო მაქსიმესგან. მე კი ამას ძალიან გვიან ვაცნობიერებდი.
იმ დაღმართს დავუყევი სადაც ეს დიალოგი შედგა. თბილისის ხედს გადავყურებდი პარალელურად რომელიც ათასი განათებით აჭრელებულიყო, შუქები ყველა მხრიდან ანათებდა დაბნელებულ თბილისს, მანქანისა თუ საახალწლო განათებების. მაგრამ ყურადღებას არაფერს ვაქცევ, გარდა მოგონებებისა რომელიც ამ ქალაქთან მაკავშირებს. უცნაური შეგრძნებაა, ხანდახან მინდებ რომ გინდა გავიქცე ამ მოსაწყენი ქალაქიდან, სინამდვილეში კი მზად ვარ ჩავეხუტო ასფალტს, იმიტომ რომ ყველა ნაბიჯზე მოგონებებია. თან უცნაური შიში მიპყრობს, შიში იმისა რომ მოგონებები აღარ გამეორდებიან.
გათოშილ სხეულზე ქურთუკს ვიჭერ და სახლში ისევ ფეხით ვბრუნდები. ანა და ზურა გაგიჟებულები დააბოტებენ აქეთ-იქით. სულ დამავიწყდა მათთვის ახალი ამბის თქმა. ზურა განრისხებულ თვალებს მავლებს, მაგრამ როცა იგებს რომ სესილიმ იმშობიარა ორივეს თბილი ღიმილი გადასდით სახეზე. ოთახში ვიკეტები და ისევ იგივეს ვაკეთებ რასაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში. წერას ვიწყებ. მეთვითონაც არ ვიცი რას ვწერ მაგრამ ვხვდები რომ მშველის. ბოლოს ნაწერს თვალს ვავლებ.
!"შენი უღმერთობის თეორია,
შენი სკეპტიკური მიდგომები,
თუ კი ქორწინება ტერორია
მხოლოდ სიყვარულად გინდომებდი.
ახლა ბოლო ღერი სიმარტოვე
და ტომ უეიტსი მეჩემება
ყველა ილუზია მივატოვე,
ყველა სიმართლე და შეჩვენება.
მახსოვს ყველა ჩვენი აპათია,
ვნება, მდუმარება, პრელუდია.
ბევრმა ყველაფერი მაპატია,
ზოგსაც არაფერი შეუნდვია.
მწვავდა ჩემი წილი ფორიაქი,
უტყვი ბაგეების ანარქია
ტანში სისხლზე მეტი კოკაინი
თუმცა არაფერი დამმართვია.
მხოლოდ სიყვარულად გინდომებდი
თუ კი ქორწინება ტერორია,
შენი სკეპტიკური მიდგომები,
შენი უღმერთობის თეორია."

"ჯერ არნახული განცდით და არგავლილი გზით, მე ყველა საზღვარს გავცდი, რომელიც თავში ზის"

სინამდვილეში არც კი მახსოვს როდის შემიყვარდა მაქსიმე, ჰო აი ასე, კონკრეტული თარიღი არ ვიცი, მაგრამ ახლა ისე მწარედ ვგრძნობ მის დაკარგვას, მგონია რომ მთელი ჩემი ცხორება ქრება. რომ დავფიქრდე ასეცაა, მაქსიმე ვიბლიანი მთელი ჩემი ცხოვრებაა.
•I don't remember falling in love with you, I just remember holding your hand realizing how much it was going to hurt when I would have to let it go.
მომდევნო ერთმა თვემ ძალიან სწრაფად გაირბინა, ერთადერთი სიახლე ჩემს ცხოვრებაში ის იყო რომ საცხოვრებლად მარტო გადავედი. ანა კი დიდი პროტესტით შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა მშველოდა.

-დღეს ანდროს ველაპარაკე_ჩემს კალთაში ედო ვაკოს თავი და ისე მებურდღუნებოდა რაღაცას
-რაზე?
-მარიამზე.
-რა უთხარი?
-შენი და მიყვარს თქო
-რაო მერე_ჩამეცინა მის აბნეულობაზე
-არც არაფერი, კისერს მოგაჭრი რამე რო აწყენინოო, ისე კარგი ბიჭიხარ დ ამაგარ შარში გაყავი თავიო ბოლოს დაამატა.
-მარიამი რასამბობს?
-მეურჩება და არის, გამითეთრა თმა, ნახე ნახე რამდენი ჭაღარა მაქ_თმები სასაცილოდ აიბურდა
-კაი რა ვაკო რადროს შენი ჭაღარაა
-რამე უნდა მოვუხერხო მაგ გოგოს
-ამდენხანს შენ თუ გოგოს ვერ დაკერავდი ვერ წარმოვიდგენდი.
-გოგო კიარა ტირანია
-კიდე ისაა ტირანი, ნერვებს უშლი სულ
-არც თვითონ მაკლებს ნუ გეშინია შენ
-რას აპირებ?
-არვიცი. შენ?
-რა მე?
-ახალი არაფერია?
-არა, არც იქნება ვაკო, გთხოვა მაზე არ დამელაპარაკო რა.
-როგორ ითმენ ყოველდღე რო ხედავ?
-ყოველდღე ვკვდები.

საღამოს ანდროს განწირული ხმა ჩამესმის ტელეფონიდან და მამცნობს რომ ბიჭის მამა გახდა.
-აქამდე რატო არ დამირეკე?
-გოგო ისე მალე დაეწყო მშობიარობა ლამის მანქანაში გააჩინა.
-კაი გამოვდივარ.
-არა არგინდა აქ მაინც აღარ მიშვებენ. ბავშვებს დაურეკე და ჩემთან ამოდით.

ისევ ქართული აღნიშვნები, ისევ რუტინა, ისევ მაქსიმეს გახარებული სახე, ისევ დიდი ტკივილი და ისევ უსიტყვოდ სახლში წამოსვლა. ეს ჩვეული ამბავია რომელიც ჩემი და მაქსიმეს შეხვერისას ხდება, მისთვის ცარიელი ადგილი ვარ, თითქოს არცკი ვარსებობ.
ახალწლამდე სულ ერთი დღე იყო დარჩენილი თამო რომ არყდა სადმე წავიდეთო. მერე ყველამ აიტაცა იდეა, პატარები მშობლებთან დატოვეს და ყველანი გუდაურში გავიკრიფეთ. 31ში დილიდან ერთი ამბავი იყო, ყველა იმას ვაკეთებდით რაც კარგად გამოგვდიოდა. ანუ მე უსაქმურად ვიჯექი დაა ბიჭებს ჯოკერს ვეთამაშებოდი.
-შენ მაინც ვერ ისწავლე საჭმლის გაკეთება ხო?_იმით გაბრაზებულმა რომ ჯოკერში ვუგებდი ვაკოს სუსტ ადგილას მიკბინა
-ნუტლიკინებ რა
-ცოლად არავინ მოგიყვანს
-მადლობა, არ ვაპირებ გათხოვებას.
ჩავისისინე და კუთხეში მჯდარი მაქსიმესკენ გავიხედე. რეაქცია ნული.
10 საათი იყო ბიჭებმა ოთახებში რომ შეგვყარეს, გაემზადეთ სუფრას ჩვენ გავაწყობთო. ყველანი ცდილობდნენ ლამაზები ყოფილიყვნენ, ყველა ვიღაცას ეპრანჭებოდა, ქმარს, შეყვარებულს, თაყვანისმცემელს. მხოლოდ მე მოვირგე უხალისოდ შავი კაბა და ოდნავი მაკიაჟიც გავიკეთე წითელთმიანის თხოვნით.
12ის ნახევარზე სუფრასთან ვისხედით, მაქსიმეს კლასიკურ სტილზე მე ხომ საოცრებები მემართება, ხოდა ახლა მუქი შარვლითა და თეთრი პერანგით რომ დავინახე ოთახიდან გამოსულმა ლამის გულის შეტევა მომივიდა. მკლავები იდაყვებამდე აეკეცა, ჰუგო ბოსის სურნელს აფრქვევდა დ აჩემი საყვარელი არტერიაც კარგად ეტყობოდა ყელთან. სიკვდილამდე მომინდა მეკოცნა მის გაუპარსავ ყელში, დაუფიქრებლად ავდგებოდი და სურვილს შევისრულებდი მისი ცივი მზერა რომ არა.
ყურადღება გიორგის ხმამ მიიპყრო, ფეხზე ნერვიულად ადგა და ყვალას ყურადღება მოითხოვა.
-მოკლედ....ჩემი რომანტიულობის პიკი ნუცასთვის სიყვარულის ახსნა იყო, ხოიცით_ნერვიულად ჩაიცინა_ახლაც მინდოდა რამე კარგის მოფიქრება მარა ნუ არშემიძლია და რაგავაკეთო, იგივეს გამეორება კიდევ ზედმეტად ბანალურობაში გადადიოდა, არც დაჩოქებას ვაპირებ და ღც კითხვის დასმას,პროსტა, ნუცი, 1 თვეში ქორწილი გვაქვს, ვიცი რო თანახმა ხარ და აღარ გაწვალებ პასუხზე._სასაცილოდ მოჯღანა სახე კმაყოფილების გამოსახატავად და ნუცას არათითზე ბეჭედი წამოაცვა. წითელთმიანი ხან საკუთარ ხელს დახედავდა დაბნეული ხანაც გიორგის ახედავდა გაშტერებული.
-ნუცა ამოიღე ხმა თორე მეშინია_მაინც დაიძაბა გიორგი.
-მთელი ბავშვიბა ვოცნებობდი როგორ მთხოვდნენ ხელს და შენ რანაირი კაციხარ?
ყველას სიცილი აგვივარდა, ბოლოს გიომ მთელი ძალიტ ჩაიკრა გულში ნუცა და საყვარელი ტუჩებიც დააგემოვნა.
შეძახილებს ფეიერვერკების ხმა შეერია და თორმეტიც გახდა.
-შენ როდის უნდა მაკოცო ესე ვნებიანად?_გიორგის ხმა მომესმა რომელიც გაწითლებულ მარიამს უღრიჭვოდა
-ნუ ოცნებობ ბატონო ლექტორო
-კიდევ ერთხელ მაგას დამიძახებ და..
-და რა?_უდარდელად აწკაპა ტუჩები და გარემო მოათვალიერა ხომ არავინ უსმენდა
-რა და...._წამის მეასედებში ააკრა კედელზე ვაკომ და საყვარელი ქალის ტუჩები დააგემოვნა. კიდევ კაი ყველა ზურგით იდგა, ანდრომ კი იცოდა, მაგრამ არცისე კაი სანახავი იქნებოდა ალბათ
-გაგიჟდი ჩემი ძმაა აქ
ძლივს მოსულიერდაა მარიამი.
-შენმა ძმამ ყ ელაფერი იცის
-რა ყველაფერი
-რომ მიყვარხარ
-შენ ელაპარაკე? ვინ მოგცა მაგის უფლებ....მოიცა რა თქვი? გიყვარვარ?
-ხო მიყვარხარ
-და ის დიდმკერდიანი ჩემი კურსელი?
-ნუ სულელობ რა
-კაი
-რა კაი?
-უბრალოდ კაი
-არშეგიძლია ახალიწლის ღამეს მაინც მოიქცე ადამიანურად?
-რასეძახი ადამიანობას?
-მაბრაზებ
-მიყვარს რომ ბრაზდები_ეშმაკურად ჩაიცინა და ახლა თავისი სურვილით მიაწება ტუჩები ვაკოს. მასაც მეტი რა უნდოდა, წამში ააფრიალა ხელში მარიამი და ბოლოხმაზე დაიყვირა
-ანდრუშ შენი და უკვე ჩემი გოგოა
გაკვირვებული მოტრიალდა ანდრია, თავის დის აწითლებულ სახეს რომ გადააწყდა იმხელა ხმაზე გაეცინა გუდაურს ზვავი არ ასცდება.
-ხოდა გაუბარჯოს სიყვარულს.-კმაყოფილმა სანდრომ ახალი სადღეგრძელო შემოგვთავაზა. მაქსიმეს ჭიქა არ აუწიევია. აი მე კი აშკარად მჭირდებოდა დალევა. არც კი მახსოვს რამდენი ჭიქა დავლიე, მხოლოდ ის მახსოვს რომ უფრო და უფრო მკვეთრად ვხედავდი მაქსიმეს ყელზე გამობურცულ არტერიას რომელიც ასე მიზიდავდა. ბოლოს ვიღაცამ დაურეკა და აივანზე გავიდა.
მეც გავყევი.
ზურგიდან ვაკვირდებოდი.
მეგის, თავის ბიძაშვილს ულოცავდა.
კარისკენ რომ მოტრიალდა ჩემს დანახვას არ ელოდა.
-რამე მოხდა?_სასხვათაშორისოდ მკითხა
-კი მოხდა
-რა?
-არტერია მიზიდავს
-რაა?
პასუხი არ გავეცი, უცებ მივუახოვდი და ყელში ვაკოცე, მხრებზე მოვხვიე ხელი და ტუჩები ლიყაზე გადავატარე, უფრო შევისუნთქე საყვარელი სურნელი და ამჯერად სველი კოცნა დავუტოვე ყელთან. მერე ისევ ჩემს საწყის პოზიციას დავუბრუნდი.
-ეს რომ არ მექნა მოვკვდებოდი_სასმლისგან არეულმა ძლივს ამოვილაპარაკე მაგრამ მაქსიმეს ამღვრეული და ვნებამორეული თვალების დანახვა არ გამჭირვებია. იმ მომენტში სამყაროს ცენტრი მეგონა თავი, დამიჯერეთ, არაფერი სჯობს იმ ვნებიან მზერას რომლითაც საყ არელი მამაკაცი გიყურებს. მაგრამ წამში გაეყინა ისევ სახე.
-შედი გაცივდები.
მაგიდასთან უხმოდ დავბრუნდით. მაქსიმეს აღარ დაულევია, მე პირიქით, უგონოდ დავთვერი და ბოლოს საწოლამდე ვინ მიმიტანა არცკი მახოვს.

პ.ს ლექსის ავტორი ვინ არის სამწუხაროდ არ ვიცი თორემ მივუთითებდი.
______
ესეც ახალი თავი❤скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1 წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან ძალიან მაგარი იყო
არა ეს მართლა მობუსული ბიჭი ეს
რა ჭირს კაცო ამას ყინული უდევს გულის მაგივრად თუ მთელი ანტრაქტიდა
მომიკლა ეს გოგო
ვინაა ვაჰ

ხო მართლა ძალიან კარგი იყო

№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

№3  offline წევრი Tskrialashvili Mariami

გიორგი რომანტიულობის პიკი რაა :დ :დ
საყვარელი ეგ , ესეთი ორიგინალურობაც არ უნდოდა :დდ

აი ვაკო კი არის #ჩემიშოკიპიკიპანიკა #სიყვარულიიიი ♥♥♥

სიყვარულს ყველაფრის პატიება შეუძლიაო გამიგია და მაქსიმეს რა სჭირს არ ვიცი.
ნუ მესმის მოატყუა , მაგრამ იმ მომენტში ეგრე თვლიდა საჭიროდ და მგონი მთლად ეგეთი იგნორის ღირსიც არ არის ქეთი.
ქეთის ადგილზე მეც ალბათ ეგრე მოვიქცეოდი.
ნუ რავიცი რა, ვნახოთ როგორ განავითარებ მარიამ მოვლენებს ♥
წარმატებები ჩენო ნიჭიეროო ♥♥♥

№4  offline წევრი Girl with pretty smile

ახალი თავი და ახალი გრძნობები))საშინლად მიხარია გვრიტების ამბავი.))
მაგრამ ამ ორმა ვერ დააყენა საშველი)) კარგი ახლა ვსულელობ.
დროა სერიოზულად გითხრა,რომ არ არსებობს ამ ისტორიის თავი,სადაც მე რაღაც ახალს არ განვიცდი და არ აღმოცაჩენ.)) ამას კი,ყველაფერს შენ აკეთებ))
მადლობა,რომ ამხელა სიამოვნებას მანიჭებ))
ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ამ ისტორიის თითო სიტყვა ჩემთვის))
მეტს არ ვიტყვი რადგან სიტყვის მარაგი ამომეწურა))
უკვე ყველაფერი გითხარი,მაგრამ დამიჯერე არ ეს ყველაფერი არაფერია რადგან ისევ დამრჩა რაღაცეები სათქმელი)))

№5  offline წევრი blondeangel631

კარგი რა გამოუჩინე ერთი სიმპაწიაკა ბიჭი ამ გოგოს მაქსიმეს გასაბრაზებლად რომელიც მაგათ სასტავში გაიჩითება ძალიან მომეწონა შემეგს ელოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

№6  offline მოდერი D-roni

ეს თავი ჩემი ფეიერვერკია! ❤️
რომ არ აგვიანებ ისე მიხარია ვერ აგიღწერ , დილით ახალი თავი დამხვდეს თორე კოჭებს დაგიხვრიტავ! :დ
მაქსიმესე ვგიჟდები , მაინტერესებს სადამდე გაუძლებს ქეთას სექსუალურობებს , ქეთას ადგილზე ძალიან გავამწარებდი , კი იყო გასაბრაზებელი მაგრამ საპატიო მიზეზი ჰქონსა , მიასვა ერთი ორჯერ და საკმარისია უკვე მაქსიმე !
ნეტა ქეთა ვიყო რას ვუზავდიი!
აქეთ გავაგიჟებდი , ვაეჭვიანებდი და იქ რომ ყავს მომცრო ზომის თავისიანი მაგასაც გამოვიყვანდი წყობიდან :დ
ძალიან შევიჭერი როლებში :დ გელოდები ❤️

№7  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

meocnebe avadmyopi
ძალიან ძალიან მაგარი იყო
არა ეს მართლა მობუსული ბიჭი ეს
რა ჭირს კაცო ამას ყინული უდევს გულის მაგივრად თუ მთელი ანტრაქტიდა
მომიკლა ეს გოგო
ვინაა ვაჰ

ხო მართლა ძალიან კარგი იყო

დიდი მადლობა :დდ ❤

mia15
ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

მადლობა❤❤

Tskrialashvili Mariami
გიორგი რომანტიულობის პიკი რაა :დ :დ
საყვარელი ეგ , ესეთი ორიგინალურობაც არ უნდოდა :დდ

აი ვაკო კი არის #ჩემიშოკიპიკიპანიკა #სიყვარულიიიი ♥♥♥

სიყვარულს ყველაფრის პატიება შეუძლიაო გამიგია და მაქსიმეს რა სჭირს არ ვიცი.
ნუ მესმის მოატყუა , მაგრამ იმ მომენტში ეგრე თვლიდა საჭიროდ და მგონი მთლად ეგეთი იგნორის ღირსიც არ არის ქეთი.
ქეთის ადგილზე მეც ალბათ ეგრე მოვიქცეოდი.
ნუ რავიცი რა, ვნახოთ როგორ განავითარებ მარიამ მოვლენებს ♥
წარმატებები ჩენო ნიჭიეროო ♥♥♥

ჩემო საყვარელო შენ????❤❤ დიდი მადლობა და იმედია უფრო დაუფრო მოგეწონება

Girl with pretty smile
ახალი თავი და ახალი გრძნობები))საშინლად მიხარია გვრიტების ამბავი.))
მაგრამ ამ ორმა ვერ დააყენა საშველი)) კარგი ახლა ვსულელობ.
დროა სერიოზულად გითხრა,რომ არ არსებობს ამ ისტორიის თავი,სადაც მე რაღაც ახალს არ განვიცდი და არ აღმოცაჩენ.)) ამას კი,ყველაფერს შენ აკეთებ))
მადლობა,რომ ამხელა სიამოვნებას მანიჭებ))
ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ამ ისტორიის თითო სიტყვა ჩემთვის))
მეტს არ ვიტყვი რადგან სიტყვის მარაგი ამომეწურა))
უკვე ყველაფერი გითხარი,მაგრამ დამიჯერე არ ეს ყველაფერი არაფერია რადგან ისევ დამრჩა რაღაცეები სათქმელი)))

საყვარელო შენ❤ მიყვარს შენი კომენტარები და დიდი მადლობა❤❤❤

blondeangel631
კარგი რა გამოუჩინე ერთი სიმპაწიაკა ბიჭი ამ გოგოს მაქსიმეს გასაბრაზებლად რომელიც მაგათ სასტავში გაიჩითება ძალიან მომეწონა შემეგს ელოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ვნახოთვნახოთ❤ მადლობა რომ კითხულობ

D-roni

ჯერ იმას გეტყვი რომ შენი ისტორიებიდან რამდენიმე ჩემი ფავორიტია❤
ჰო რაც შეეხება შენს როლებში შესვლას ძააალიან მიხარია, კარგის ნიშანია ეგ ჩემთვის :დდდ
დიდი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ და რაღადაგიმალო და შემდეგ თავებში ქეთა შენს აზრზე დგება როიცოდე :დდდდ❤

№8  offline წევრი naniko mindia

Kargia dzan, marim warmatebebi, veli shemdegs ❤️❤️❤️❤️shemtxvevit dges kidev xom ar dadeb?
--------------------
lomidze

№9  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

naniko mindia
Kargia dzan, marim warmatebebi, veli shemdegs ❤️❤️❤️❤️shemtxvevit dges kidev xom ar dadeb?

დღეს ვერა. მაგრამ არდავაგვიანებ ძალიან❤მადლიბაშენ

№10  offline მოდერი D-roni

Mariam Shengelia_3
meocnebe avadmyopi
ძალიან ძალიან მაგარი იყო
არა ეს მართლა მობუსული ბიჭი ეს
რა ჭირს კაცო ამას ყინული უდევს გულის მაგივრად თუ მთელი ანტრაქტიდა
მომიკლა ეს გოგო
ვინაა ვაჰ

ხო მართლა ძალიან კარგი იყო

დიდი მადლობა :დდ ❤

mia15
ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

მადლობა❤❤

Tskrialashvili Mariami
გიორგი რომანტიულობის პიკი რაა :დ :დ
საყვარელი ეგ , ესეთი ორიგინალურობაც არ უნდოდა :დდ

აი ვაკო კი არის #ჩემიშოკიპიკიპანიკა #სიყვარულიიიი ♥♥♥

სიყვარულს ყველაფრის პატიება შეუძლიაო გამიგია და მაქსიმეს რა სჭირს არ ვიცი.
ნუ მესმის მოატყუა , მაგრამ იმ მომენტში ეგრე თვლიდა საჭიროდ და მგონი მთლად ეგეთი იგნორის ღირსიც არ არის ქეთი.
ქეთის ადგილზე მეც ალბათ ეგრე მოვიქცეოდი.
ნუ რავიცი რა, ვნახოთ როგორ განავითარებ მარიამ მოვლენებს ♥
წარმატებები ჩენო ნიჭიეროო ♥♥♥

ჩემო საყვარელო შენ????❤❤ დიდი მადლობა და იმედია უფრო დაუფრო მოგეწონება

Girl with pretty smile
ახალი თავი და ახალი გრძნობები))საშინლად მიხარია გვრიტების ამბავი.))
მაგრამ ამ ორმა ვერ დააყენა საშველი)) კარგი ახლა ვსულელობ.
დროა სერიოზულად გითხრა,რომ არ არსებობს ამ ისტორიის თავი,სადაც მე რაღაც ახალს არ განვიცდი და არ აღმოცაჩენ.)) ამას კი,ყველაფერს შენ აკეთებ))
მადლობა,რომ ამხელა სიამოვნებას მანიჭებ))
ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ამ ისტორიის თითო სიტყვა ჩემთვის))
მეტს არ ვიტყვი რადგან სიტყვის მარაგი ამომეწურა))
უკვე ყველაფერი გითხარი,მაგრამ დამიჯერე არ ეს ყველაფერი არაფერია რადგან ისევ დამრჩა რაღაცეები სათქმელი)))

საყვარელო შენ❤ მიყვარს შენი კომენტარები და დიდი მადლობა❤❤❤

blondeangel631
კარგი რა გამოუჩინე ერთი სიმპაწიაკა ბიჭი ამ გოგოს მაქსიმეს გასაბრაზებლად რომელიც მაგათ სასტავში გაიჩითება ძალიან მომეწონა შემეგს ელოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ვნახოთვნახოთ❤ მადლობა რომ კითხულობ

D-roni
ეს თავი ჩემი ფეიერვერკია! ❤️
რომ არ აგვიანებ ისე მიხარია ვერ აგიღწერ , დილით ახალი თავი დამხვდეს თორე კოჭებს დაგიხვრიტავ! :დ
მაქსიმესე ვგიჟდები , მაინტერესებს სადამდე გაუძლებს ქეთას სექსუალურობებს , ქეთას ადგილზე ძალიან გავამწარებდი , კი იყო გასაბრაზებელი მაგრამ საპატიო მიზეზი ჰქონსა , მიასვა ერთი ორჯერ და საკმარისია უკვე მაქსიმე !
ნეტა ქეთა ვიყო რას ვუზავდიი!
აქეთ გავაგიჟებდი , ვაეჭვიანებდი და იქ რომ ყავს მომცრო ზომის თავისიანი მაგასაც გამოვიყვანდი წყობიდან :დ
ძალიან შევიჭერი როლებში :დ გელოდები ❤️

ჯერ იმას გეტყვი რომ შენი ისტორიებიდან რამდენიმე ჩემი ფავორიტია❤
ჰო რაც შეეხება შენს როლებში შესვლას ძააალიან მიხარია, კარგის ნიშანია ეგ ჩემთვის :დდდ
დიდი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ და რაღადაგიმალო და შემდეგ თავებში ქეთა შენს აზრზე დგება როიცოდე :დდდდ❤

ვიცი და ძალიან მიხარია შენ რომ მოგწონს ჩემი ისტორიები❤️
რქც შეეხება ქეთას დიდი იმედი მაქვს მაქსიკოს წყობილებიდან ბოლომდე გამოიყვანს , ვნახოთ ერთი როფორი სექსობები შეუძლია ქეთინოს :დ

№11 სტუმარი სტუმარი Leo

dzalian nijhieri xart. Did momavals vxedav shenshi gurwfelad geubnevit.

№12  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი Leo
dzalian nijhieri xart. Did momavals vxedav shenshi gurwfelad geubnevit.

ვაიიჰ ძაან დიდი მადლობაა❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent