შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟობა ასაკს არ სცნობს (მეხუთე)


2-04-2018, 18:11
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 343

გიჟობა ასაკს არ სცნობს (მეხუთე)

-საყვარელო არანორმალურო ახლა იწყება გართობა
- ჰოო? ისე ძაან საყვარელი დედიკო გყავს
- ჰოო ვიცი
- კაი გადი გამოვიცვლი და ჩამოვალ
- კაიცც,- ლოყაზე მაკოცა და გავიდა, ოთახს თვალი მოვავლე ლამაზი და ნათელი ოთახი იყო, თავისი აივნით, დიდი სარკეებიანი კარადები ჰქონდა, კარადა გამოვაღე და ჩემი სარაფნები შევკიდე და ის ორი შორტი და რამდენიმე მაისური შევკეცე, მართლა სარაფნები მიყვარს ძალიან, ვგიჟდები ამიტომაც ბევრი მაქვს, აი იმ დღეს კოკასთან ერთად ყავა რომ უნდა დამელია რატო მოვინდომე შორტის ჩაცმა მეც არ ვიცი. მერე ჩემოდანი გავწმინდე და ისიც მოვათავსე კარადაში, ჩემი ყველაზე საყვარელი ატმისფერი სარაფანი ჩავიცვი, თმები ნახევრად გავიშალე, და ქვემოთ ჩავედი.
- მოდი პრინცესა, ახლა გამოვაცხვე ხაჭაპურები, ხომ გიყვარს
- ვგიჟდები, კოკა სადაა?
- კოკა გავიდა დამიბარა მალე მოვალ ანამ არ მოიწყინოს უჩემოდო
- თქვენთან ერთად როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწყინოს - საპასუხოდ უბრალოდ გამიღიმა
- შენ კოკას შეყვარებული ხარ?
- ნუ დაახლოებით - ისე ამაზე არ მიფიქრია ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის, ან რა ქვია ჩვენს ურთიერთობას
- იცი, კოკასთვის ალბათ მართლა მნიშვნელოვანი ხარ თორე აქ არ მოგიყვანდა
- გოგოები არ მოყავს ხოლმე??
- პირველი ხარ - გაოცებას ვერ ვმალავ
- ღმერთო ჩემო, პირველი ვარ ვინც თქვენ გაგაცნოთ?
- ჰოო, ისე მართლა კარგი გემოვნება ჰქონია
- ვერ შეგედავები, ისე ძალიან უყვარხართ თქვენზე ისეთი გრძნობით მელაპარაკებოდა უნახავად შემაყვარდით
- ჰოო, კოკა სხვანაირია, ალექსისგან განსხვავებული, პატარებიც განსხვავებულები იყვნენ ვერ იტყოდი რომ ძმები იყვნენ, - თავისთვის გაეცინა
- რა გაგახსენდათ?
- ერთხელ ცუდად გავხდი, მაღალი სიცხე მქონდა და ლოგინში ვიწექი, ცუდ ხასიათზე ვიყავი, ალექსი დინჯად მიჯდა თავთან და მეფერებოდა კოკამ კიდე აიკლო სახლი დახტოდა მღეროდა ცეკვავდა რომ რამენაირად გამცინებოდა, (იცინის) მერე ცოტა ხნით დაიკარგა, ვიცოდი გაუფრთხილებლად არ წავიდოდა არსად და ვიფიქრე კიდე რაიმეს აპირებსთქო და ხელი არ შევუშალე და არ დავუძახე, ათ წუთში შემოვიდა, ჩემი კაბა ეცვა და ჩემი მაღალქუსლიანები, თმები აჩეჩილი ქონდა და პომადა ტუჩებზე და ლოყებზე ესვა, ფერადი ყელსაბამები ჰქონდა ჩამოკიდებული რაც ნახა ყველა, ისეთი სასაცილო იყო, მართლა გულიანად ვიცინე, თვითონაც უხაროდა ჩემი გამხიარულება და დაკაკუნობდა და გაიძახოდა ჩემი ყავა სად არისო წვრილი ხმით, თამაშობდა ისე როგორც თეატრში, არ ეცინებოდა და ეს უფრო სასაცილოს ხდიდა, ხანდახან ისეთს იტყოდა რომ სიცილისგან გული მიმდიოდა, უსაყვარლესი იყო.
- ახლაც უსაყვარლესია (გამეღიმა)
- შვილო, იმიტომ არ გეუბნები რომ ჩემი შვილია, მაგრამ კოკასნაირ ბიჭს ვერ ნახავ, თუ უყვარს, უყვარს სიცოცხლის ბოლომდე, და ყველაფერზეა წამსვლელი მის გამო
- ვიცი, ძალიან განსხვავებული და საყვარელია პირველი პაემანი ისეთი გვქონდა ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი
- ეჭვიც არ მეპარება, ქორწილში გაიცანით ხომ ერთმანეთი?
- კიი, ნინის და ილიას ქორწილი იყო და კოკაც იყო დაპატიჟებული, იქ გავიცანი, თან სანამ მე გამიცნობდა მანამ გაიცნო ჩემი ოჯახი, მერე ყავაზე დამპატიჟა და მეც დავთანხმდი, აბა რომელი სულელი არ დათანხმდებოდა ასეთ შემოთავაზებას, მეორე დღეს ველოსიპედით მომაკითხა სასტუმროში და ულამაზეს ადგილას წამიყვანა, გარშემო სულ გვირილები იყო, სენდვიჩები და რაღაცეები ჰქონდა წამოღებული, ბევრი ვისაუბრეთ თანაც გულახდილად, მიყვარს გულახდილი ადამიანები.
- კოკასაც უყვარს, ალბათ ამან მოხიბლა, არ უყვარს ტრიპაჩა და თავში ავარდნილი ადამიანები
- იმიტომ რომ თვითონაც არ არის ასეთი
- კარგია რომ შეგიძლია ამის დანახვა
- ბრმაც კი დაინახავდა, ისე უგემრიელესი ხაჭაპურია, სიმართლე გითხრათ არ ვარ გათამამებული ამით, ყველაზე დიდი რაც შემიძლია კვერცხის შეწვაა - ამაზე ორივეს გაგვეცინა
- გინდა გასწავლო?
- რათქმაუნდა
- აი ეს წინსაფარი გაიკეთე
- ცომი და ყველი გვაქვს ორივე, ცომს გააბრტყელებ და ყველს დაყრი........ აი, ასე.... ახლა კიდეები ხინკალივით უნდა შეაერთო ...... ძალიან კარგიიი, ახლა ხელით გააბრტყელე ..... ესეც ჩვენი ხაჭაპურიიი
- გოგოებო რას საქმიანობთ? - შემოვიდა კოკა დიდი პარკებით ხელში, ჯერ დედამისს აკოცა მერე მე - ეს ხაჭაპური ანამ გააკეთა?
- დიახაც მე გავაკეთე, ლილი დეიდამ მასწავლა
- რა დეიდა საყვარელო ლილი დამიძახე
- მაშინ ლილიკომ მასწავლა
- იცოდე ჯერ შენ შეჭამ ამას და თუ გადარჩი მერე მე
- მე თუ შევჭამ შენ აღარ დაგრჩება
- მერე მე შენ შეგჭამ
- არ გადაგცდე - ლილიკოს გაეცინა და სამზარეულოდან გავიდა, - აიღდ ხაჭაპური ლილიკოს გამომცხვარია - ერთი ნაჭერი მივაწოდე და მეორე ჩემთვის ავიღე
- დედიკოს რა ხელი აქ, შენ კიდე ჩაის მოდუღებაც არ იცი
- უკაცრავად? ვიცი,
- მაშინ მომიდუღე
- ამ სიცხეში ჩაი რად გინდა
- არ იცი და მაგიტო არ მიდუღებ
- ახლავე მოვადუღებ - წყალი დავადგი, ჭიქაში ორი კოვზი შაქარი და ერთი კოვზი მარილი ჩავყარე, სულ ცოტა სოდა და ეგ არის, წყალიც ადუღდა და ჩავასხი, ჩაის ფერი ჩავუდე მოვურიე და მივაწოდე, როგორც კი პირველი ყლუპი მოსვა მაშინვე გავიქეცი სამზარეულოდან
- ანაააა, რა არის ეს გოგოო? ფუუუუ, - ღრიალ ღრიალით მომსდევდა, ჩემს ოთახში შევასწარი მაგრამ კარია დაკეტვა ვეღარ მოვასწარი და შემოვიდა, კარები ჩაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა, მიახლოვდება, უფრო და უფრო, ჩემი გულის ცემა ალბათ მთელ რუსთავს ესმის, დამიჭირა და კარადაზე მიმაყრდნო.
- კოკა ვეღარ ვსუნთქავ
- არაუშავს, ისუნთებ - ტუჩებზე დამაცხრა, წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია ისე ავყევი, ხელები კისერზე და ფეხები წელზე შემოვხვიე და ისიც საწოლისკენ წავიდა, გვერდიდან დამიწვა ჩამეხუტა და მკოცნიდა, არც მიფიქრია რომ რამეს აპირებდა თუმცა ალბათ რომც ეცადა ხელს არ შევუშლიდი, დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები, მყუდროება კი კოკამ დაარღვია.
- ან
- ჰოო
- მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ - მერე ორსაათიანი მიშტერება, მოწყვეილი კოცნა და ჩემი ლოგინიდან წამოხტომა
- სად მიდიხარ?
- ხაჭაპური დამეწვება
- წადი მიდი, წაცუნცულდი მეც მალე მოვალ
- კაიიც - კარები გამოვიხურე და სამზარეულოში ჩავედი, ლილიკო იღებდა ჩემ ხაჭაპურს და რომ ჩავედი გამეღიმა.
- უკვე გამოცხვა?
- კიი, ახლა გამოვიღე
- ხოომ დაგინახეთ... სხვათაშორის იმ ვაჟბატონის ბრალია თქვენ რომ გამოიღეთ
- საყვარელო თქვენობით ნუ მომმართავ თორე ჩემი თავი ბებერი მგონია
- არა რას ამბობთ, ამბობ - უცებ გავასწორე, მერე ხაჭაპური გავჭერი და კოკას დავუძახე, ისიც მაშინვე ჩამოვიდა და ზურგიდან მომეხუტა, ლილიკოს ეღიმებოდა მის ასეთ საქციელზე,
- კოკაა, იქნებ გამიშვა
- არ გაგიშვებ
- გამიშვი ხელები უნდა დავიბანო
- არ გაგიშვებ - მისკენ შევტრიალდი და ეს ცხიმიანი ხელები სახეზე ვუსვი, რათქმაუნდა არ გამიშვა
- სულ რო ცხელი ხაჭაპური მისვა სახეზე მაინც არ გაგიშვებ
- ლილიკოოო უთხარი რამეე
- რა ვქნა საყვარელო ეგ ვირზე რო შეჯდება, ვერ გადააფიქრებინებ
- არ გამიშვებ ხოო?
- არა, არ გაგიშვებ - ჭიქას დავწვდი და ერთი ჭიქა ყინულებიანი წყალი სახეში შევასხი მოულოდნელად, წამით შემიშვა ხელი თუმცა მერე ისევ დამიჭირა,
- აუუუ, კოკააა, გამიშვი რააა,
- არათქოო
- რა გავაკეთო რო გამიშვა?
- ამ საღამოს ჩემთან ერთად დაიძინე - ლილიკოს ფხუკუნი მესმის
- აუფ, არაა
- მაშინ ვიყოთ ასე ჩახუტებულები
- ვიყოთ
- ვიყოთ
- ვიყოთ
- ხელებს დავიბან რაა
- არათქოო
- კაი, დავიძინებ დღეს შენთან ერთად ოღინდ გამიშვი
- არ მჯერა
- ოოოოჰ, გაგებუტები ახლა
- გამებუტე
- გაგებუტე - ისევ ზურგი ვაქციე და ლილიკოსკენ შევტრიალდი, თავისთვის ეღიმებოდა
- აუუუ, ლილიკოოო უთხარი რამე რააა გამიშვააას
- კოკაა, გაუშვიიიიი
- ხომ ვუთხარი ჩემს ოთახში თუ დაიძინებს გავუშვებ
- ხო გითხარი დავიძინებთქო
- ჩემი თავი დაიფიცე და დაგიჯერებ
- შენ თავს ვფიცავარ ამ საღამოს შენს ოთახში დავიძინებ
- ახლა წადი - ხელები გამიშვა, მეც დავეჭყანე და ხელების დასაბანად გავედი, მერე სამივე მაგიდასთან დავჯექით და ჩემს გამომცხვარ ხაჭაპურს ბოლო მოვუღეთ
- მმმმ, უგემრიელესი იყო - შემაქო სადედამთილომ
- რა იყო უგემრიელესი ძალით შევჭამე
- ძალით შეჭამე ნახევარი ხაჭაპური ხოო?
- ძაან მშიოდა თორე ამას შევჭამდი
- ანუ რა გინდა რო თქვა, მე და ანას გემოვნება არ გვაქვს? - სადედამთილოს უყურე შენ
- არა დედიკო რას ამბობ, გემოვნება შენ გაქვს და ამან ისიც არ იცის ეგ რა ხილია
- მართალი ხარ საყვარელო, შენ მარტო უგემოვნო თუ აგირჩევს თორე გემოვნებიანს შენთან რა უნდა
- რაც მთავარია ჩემს უგემოვნოს ვუყვარვარ და გემოვნებიანი თუ დამიწუნებს არ მაინტერესებს
- კარგი ბავშვებო გავედი მე დავისვენებ ცოტას
- აბა საყვარელო გოგო არ გინდა ჩემი მეგობრები გაიცნო?
- სიმპატიური ბიჭების გაცნობაზე უარს გეტყვი? - აი როგორი თვალებით გაკომხედა იციით? აი "ჩემზე სიმპატიურს ელოდები?" თვალებით
- წარმატებები საყვარელო გოგო
- ხომ მომეხმარები
- რაში?
- რაში და ყველაზე სიმპატიური ბიჭის არჩევაში
- აბა რას ვიზამ, ჩემი იმედი გქონდეს, დავურეკავ და აქ გაჩნდებიან მაშინვე
- კაიიც - გავიდა და ვიღაცას დაურეკა და ორ წუთში ისევ დამიბრუნდა
- დავურეკე და ათ წუთში აქ იქნებიან
- ლუდი გვააქ?
- მოიტანენ
- ააჰ კაიც, წავედი გამოვიცვალე თორე შენი წყალობით სულ დავისვარე
- მალე ჩამოდი თორე იძულებული გავხდები ამოგაკითხო
- ცუდი ბიჭიი
ოთახში ავედი და ლურჯი შიფონის სარაფანი ჩავიცვი, თმები გავიშალე და ქვემოთ ჩავედი, ბიჭები უკვე მოსულები იყვნენ, ყველა ხმაურობდა, რომ დამინახეს ჩემსკენ შემოტრიალდნენ და გაჩუმდნენ, მერე ერთერთი მომესალმა
- პრივეეეტ, შენ ანასტასია ხარ ხოო? - რა მხიარული ტიპია
- პრივეტებიიი, კიი ანასტასია ვაარ, და თქვენ არ გამეცნობიით??
- ოჰ, მე ანდრია ვარ, ეს სანდროა, ეს ნოდო, ეს ლუკა და ეს საბა
- ანაა, ჩამოდიი? გაიცანი უკვე ბიჭებიი?
- კიი გავიცანი - კოკასთან მივედი და არჩევანი დიდიათქო ჩავჩურჩულე, საპასუხოდ არც იოცნებოო ჩამჩურჩულა და მერე ლუდების ამოსალაგებლად წავიდა.
- აბაა ბიჭებოო რას ვაკეთებთ?
- რავი ლუდი დავლიოთ და რამეს ვუყუროთ
- ცისფერების კრუიზს
- კაიც
ლუდი მოიტანეს და ცისფერების კრუიზს ჩავუჯექით, გავიგუდეთ სიცილით, მერე უცებ ანდრიამ დააპაუზა.
- ლილიჩკა სადაა?
- არვიციი - გაახსენდა დედა ბიჭს
- ოჰ, მარინასთან გავიდა და მოვა მალე
- შენ დაგიბარა?
- ჰოო, რაიყოო
- არაფერი, სულ მეუბნება ხოლმე როცა სადმე მიდის და გამიკვირდა უბრალოდ
- ახლა მე მითხრა გააგრძელეთ ახლა ყურება
ფილმი დამთავრდა თითო ლიტრა ლუდი დავლიეთ ყურებისას.
- ახლა რამე ვითამაშოთ - რამ წამოუარა ახლა სანდროს
- რა ვითამაშოთ? - აყვა საბაც
- ბრისლი მიაუუუუ - ლუკა წარსდგა თავისი იდეით
- აუ ხოოოოო მეც მინდააა
- კაი მე დედა ვარ, და ანდრია დაიხუჭება - ერთი გოგო ვარ და იმედია დედობაზე არ შემეცილებიან
- კაიიც, ანდრია ბრისლი მიაუ
- ბრისლ
- ბრისლი მიაუ
- ბრისლ
- ბრისლი მიაუ
- მიაუუუუუუუ
- რა ფერი???
- მოდი ლურჯი იყოს
- ეგ რაღაა?
- პანღური არა სამი პანღური
- კაიიცცც, აბა კოკააა ადექი
- კოკა ამოვიდააა?
- ჰოოო
ვაიმე ისე სასაცილოები იყვნენ დანარჩენები გავწექით სიცილით, კოკასაც კი ეღიმებოდა,
- კოკა დაიხუჭე
- ბრისლი მიაუ
- ბრისლ
- ბრისლი მიაუ
- ბრისლ
- ბრისლი მიაუ
- ბრისლ
- ბრისლი მიაუ
- მიაუუ
- რა ფერიიი?
- მაგარი წითელი, ვინ ამოვიდაა?
- ანდრია ამოვიდა
- ეეე, რატო იტყუებიიიი
- მე არ ამოვსულვარ
- ანასტასია ამოვიდააა, იტყუებააა
- ოუუუ, საყვარელო არანორმალურო და უკვე მატყუარა გოგო
- კაი ჯანდაბას ჰა? - ლოყა გავუშვირე, და კოკა ვისი კოკა იქნებოდა ტუჩებზე თუარ დამაცხრებოდა, გაისმა აქედან იქედან თვრამეტი პლიუსიო, პატარები ვართ ჩვენ ჯერო თვალები დახუჭეთო და ა.შ. ჩემი ტელეფონი რეკავს
- ვაიმეე, სულ დამავიწყდა ჩემებთან დარეკვა - ახლა გამახსენდა ჩემი ბავშვები და სამზარეულოში გავედი სალაპარაკოდ
- ჰოო რომელი ხარ შენ?
- ანი ვარ
- რას შვები?
- რავი ახლა კოკას მეგობრები არიან მოსულები და ვერთობით
- ვაა, კაიაა, ჩვენ ვიყიდეთ ბილეთები და ხვალ მივდივართ
- ვაა რა მაგარიააა,
- იცოდე მაგათზე არ გაგვცვალოო
- არა გოგო ხოარ გაგიჟდი, თქვენ რას შვებით?
- რავიცი, თოკამ და დემემ დაწყვიტეს ერთმანეთი შავი ჩემოდნის გამო გიო და ანდრია კიდე ჯეოსტიკებზე თამაშობენ, მე ტანსაცმელს ვალაგებდი, მართლა კოკას დედა როგორი ქალია?
- ვაიმეე, ლილიკოოო? უსაყვარლესიიი, ძაან მაგარი ქალია ოღონდ მართლაა, კუ ვიყო თუ ვიტყუებოდე
- კაიააა
- კაი, გავიქეცი მე და დაგირეკავ საღამოს
- კაიიც
ოთახში შევიჭყიტე და ანდრიას დავუძახე.
- ხო მშვიდობაა
- ჯერჯერობით კიი
- ჯერჯერობიიით?
- ჰოო მოდი რაღაცა მოვიფიქრე
- კაი მითხარი ვეღარ ვითმენ - ყურში ჩავჩურჩულე ჩემი ნაფიქრალი და ორივემ ერთად გავიცინეთ,
- მოგვკლავენ
- კაი გადავიტანთ, მერე შევვარდეთ და კოკას ოთახში ჩავიკეტოთ, ეგ კიბესთან ყველაზე ახლოსაა
- კაიიც, ანუ ჩვენ გვინდა სკოჩიიი და სათლებიიი
- კაი მარა რამე რო იეჭვოონ, რომელიმე უნდა გავიდეთ, შენ რო გახვიდე კოკა უეჭველი მომძებნის და შენ დარჩი და ვეტყვი ცუდათაათქო
- არ დაიჯერებენ
- აბა მაშინ უთხარი ანის ელაპარაკებათქო და დაგიჯერებენ, აუუუ ჩემი გოგო, ჩვალ ამერიკაში მიდიიის, რამდენი ხანი ვეღარ ვნახაავ
- მოიცაააა, მოიცაა ანი ჭოლაძეეე?
- იცნოოობ?
- მეღადავებიიი??? ანისთან ერთად ვცხოვრობ
- შენ ანასტასია ხარ თუ ტასოო კაცო,
- ანასტასია ვარ ტასოს მიძახიან, და შენ და ანი საიდან სად
- ოჰ, მე და ანი ერთ თვეზე მეტია ერთმანეთს ვხვდებით
- და მე ეგ არ ვიცოდიიიიიი,
- სად გაიცანიიი? ქორწილში რატო ვერ გნახეე? ანის გავასამარებ.....
- ჰოუუუუუ, ანააა, მაცადე გეტყვი, ერთხელ შემხვდა მარკეტში, დამეჯახა და კალათაში რაც ეყარა ყველაფერი დაუცვივდა, მერე დავეხმარე და ძაააააალიან მომეწონა, მთელ სუპერმარკეტში დავსდევდი, სადაც მიდიოდა ყველგან მივყვებოდი, მერე სახლამდე მოვაცილე, ინტერნეტში გადავქექე ყველაფერი და მაინც ვიპოვე, მერე დავიმატე მიცნო ალბათ და მომწერა რა გინდაო თავს რატო არ მანებებო, მე ვუთხარი მომეწონეთქო, ძლივს დავიყოლიე შეხვედრაზე და აი იმ დღეს ქობულეთში რომ მიდიოდით შემხვდა, ვილაპარაკეთ, მერე ქობულეთში წახვედით და მეც წამოვედი, ყველგან დაგყვებოდით სადაც წახვიდოდით სხვათაშორის კოკაც ჩემთან ერთად იყო, თავიდან მიძახოდა ნუ ბავშვობო ამხელა კაციო ჯაშუშივით რას დაყვები ყველგან უკანო, მერე შენც შეგამჩნია, და ხანდახან მიძახოდა ანი სადმე არ გაგეპაროსო, მე კი მივხვდი რაშიც იყო საქმე, ხოო, იმ დღეს კაბები რო შეარჩიეთ, მეც იქვე ვიდექი უკან ალბათ არ შეგიმჩნევივარ, ანი რომ დავინახე ისე ლამაზი იყო, ისე ლამაზი ვერ გეტყვი რა დამემართა ხოდა მერე ვლაპარაკობთ და ვართ ასე.
- ვაიმეეე და მე რატო არ მითხრა? ქორწილში იყავი შენ?
- ქორწილში არ ვყოფილვარ, მაგ დღეს საფრანგეთში ვიყავი, ფეხბურთის ფედერაციამ წამიყვანა, რამდენი ვეხვეწე არ წამიყვანოთთქო მარა არ გამოვიდა, ჰოო და არ გაუბრაზდე, არ უნდოდა ეთქვა სანამ არ დარწმუნდებოდა რო სერიოზული იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა ისე ანდრია კაი ბიჭია, გუშინ გაიგო, და რო ველაპარაკე არ დაუწყია რაღაცა შტერობები პროსტა მითხრა არ აწყენიოო, ვიცი იმ არაკაცმა თემომ რაც გაუკეთა
- ანუ გიომაც თოკამაც და დემომაც იცის?
- კიი, ეგენიც ანდრიასთან ერთად იყვნენ, აუ თოკა რა ტიპია პროსტა
- და მე არ ვიციიი?
- ხოო თქვეს გაგიჟდება ტასოო, მაგრამ მაშინ გაბრაზებული იყავი მაგათზე და კოკასთან იყავი სახლში გადმოსული
- ე.ი. გავგიჟ ...
- თქვენ რას ჩურჩულებთ აქააა? - გავახსენდით კოკას და საბას
- არაფერს ისეთს
- კაი ანის დავურეკავ და მოვალ ბიჭებო
- იცოდე რამე არ დაგავიწყდეს, ლაპარაკისას
- რა უნდა დაავიწყდეს?
- აააარაა არააფერიიი მოკითხვა შევუთვალე ანის დაა
- კაი 10 წუთში დავამთავრებ ლაპარაკს,
- კაიიიც - კოკამ ხელი გადამხვია და ისე გავედით სანდროსთან და ლუკასთან, საბას ლუდის ახალი ბოთლები მოჰქონდა,
- ლილიკოოო მოსულააა - შევამჩნიე სანდროს მიხუტებული ჩემი საყვარელი სადედამთილო
- ანაა სად იყავი?
- აჰ, ანდრიას ვეჭორავე ცოტა
- ეგ რო დაიწყებს ლაპარაკს ვეღარ გააჩერებ მერე
- გამოვცადე
- დღეს რჩებით ხოო? - იკითხა ლილიკომ
- რათქმაუნდა რჩებიან - გავეცი პასუხი
- კოკა არ გვყოფნიდა და მოიყვანა მისნაირი მეორე
- არ უნდა ბევრი ლაპარაკი რჩებითთქო და ვსიო - კოკას გვერდით ვიჯექი ხელი ქონდა გადახვეული და ახლა ლოყაზეც მაკოცა
- თუ ჩემი ქალბატონი ამბობს რომ რჩებით ანუ რჩებით
- ჰოო, კაი ვრჩებით რად გვინდა ამდენი ხვეწნა
- ბიჭებო წყალს დავლევ და მოვალ კაიიი?
- გამოგყვეე?
- რად მინდა კოკა შენი წაყოლა
- კაი მალე მოდი
ლილიკოსთან მივედი და ჩავჩურჩულე სამზარეულოში გამოდიმეთქი, გაკვირვებული მიყურებდა და წამომყვა
- ლილიკო დაგვიტოვეეე
- მოვა მალე რა იყოთ
....................................
- ხო მშვიდობაა შვილოო?
- მშვიდობაა არ ინერვიულოთ უბრალოდ ახლა მე ანდრიამ ბიჭები უნდა დავბანოთ ცივ წყალში და არ მინდოდა დასველებულიყავით
- ვაიმეე გაგიჟდებიაააან
- არაუშავს, თქვენ აქ იყავით და აქედან უყურეთ. ანდრიააა, სად ხაარ?
- აქ ვარ
- სკოჩები გააკარი?
- კიი
- წყალი სადაა?
- აქაა - და ორი დიდი სათლი გამომიწოდა მეც გამეღიმა და ერთი გამოვართვი, მერე უკნიდან მოვუარეთ და საბად ლუკას სანდროს და კოკას წყალი დავასხით თან ოთხივე ერთად იჯდა და ხელი შეგვიწყეს, მერე კიბეებზე ავვარდით, ქვემოთ სკოჩები იყო გაკრული და ვინც გამოგვეკიდებოდა წამოედებოდა და წაიქცეოდა, და ეს ბედნიერი სანდრო აღმოჩნდა, მე და ანდრია კოკას ოთახში შევვარდით გული ამოვარდნაზე გვქონდა, კარი ჩავკვეტეთ და სიცილით ვიგუდებოდით
- ვაიმეეე ანააა მაგარი რაღაცა მოვიფიქრეე
- გამოუშვი აბა
- პირსახოცებზე შუაგულში დავაყაროთ თეთრი პუდრი და ისე მივცეთ სახეზე აეწებებათ ეს პუდრები
- ვაიმეეე ხოოო, ჩემ ოთახში მაქვს თეთრი და ხორცისფერი და გამოვიტან
ჩანაფიქრი განვახორციელეთ მერე ეს თეთრი პირსახოცები დავკეცეთ ისე რომ პუდრები არ დაყრილიყო და ოთახიდან გავედით, ბიჭებს სამზარეულოში გადაენაცვლათ და ლილიკო დაკითხვაზე ყავდათ.
- აი ეგერ მოდის ის ორი, მე არაფერი არ ვიცი, იმათ კითხეთ
- მოდით აქ
- აქ მოდით
- მოვდივართ კიარ გვეშინია, ჰათ პირსახოცები გაიმშრალეთ და აგიხსნით,
რათქმაუნდა არც ერთი არ დაკვირვებია და აიფარენ ეს პირსახოცები სველ სახეზე მერე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და თეთფ სახიანები რომ დავინახეთ ხელახლა აგვიტყდა სიცილი მე და ანდრიას. ახლა ჩავიკეცეთ სიცილისგან ისეთ სახეებს გვიკერავდა ის ოთხი, კუთხეში ლილიკოც ფხუკუნებდა.
- ბიჭებო გამომხედეთ - დაუძახა ლილიკომ და ოთხივემ ინსტიქტურად გაიხედა და თან გადაუღო ფოტო ლილიკომ
- დედააა, შენ რაღა დაგემართააა, თქვენ სამმა პირი შეკარით ხოო?
- რა ხდება კოკა, ლუკა ბიჭებო რას გავხართ? ანდროოო ეს გოგო ვინაა? - შემოაბიჯა ალექსიმ ღიმილიანი სახით, მე და ანდრიას კიდე სიცილი აგვიტყდა, ბიჭები ვინმესთვის რამის ახსნის ხასიათზე აშკარად არ ჩანდნენ და ისევ ლილიკო ჩაერია.
- მოდი ალექსი დეე, როგორ ხარ? გაიცანი ეს ანააა, კოკას შეყვარებული, და აი ესენი ასე რო არიან ანდრიას და ანას დამსახურებაა
- გამარჯობა ანა
- გაგიმარჯოს ალექსი როგორ ხარ?
- საბაზე სანდროზე ლუკაზე და კოკაზე უკეთესად, შენ?
- უკეთესად არც შეიძლება
- ანდრია ბიჭო შენ როგორ ხარ?
- ჯერჯერობით კარგად
- ჯერჯერობით მომეწონა - გამოცრა კოკამ და ანდრიასკენ წამოვიდა ძმაკაცებითურთ, მაგრამ ანდრიას გადავეფარე
- დაუბრუნდით ადგილებს - ცალი წარბი ავწიე
- ოჰ, კიდე რა გინდა მადლობაც ხოარ გადაგიხადოთ?
- არ იქნებოდა ურიგო
- ხოდა ეგრე ბიჭო, რას მიზამთ ? ვერაფერს, ყოჩაღ რძალო ჩაარტყი - ხელი გამოწია მეც ჩავარტყი, ისე რძალო მომეწონა, ჰმმმ, ანა რძალი, ან რძალი ანა რაებს ვფიქრობ, სულ გამოვშტერდი, ნუ რატომაც არა.
- წადით ახლა და დაიბანეთ და გამოიცვალეთ, გაცივდებით
- ლილიკო ანდრიასგან ველოდი, მაგრამ შენ თუ გაპატიო რააა - დაემუქრა ნახევრად მთვრალი ლუკა
- კაი ლუკიტო რამე რეალური თქვი, წადით ახლა, სტუმრები არ ხართ თქვენ, ჩვენ მივალაგებთ მანამდე.
ბიჭები წავიდნენ მე და ანდრიამ ლუდის ბოთლების ალაგება დავიწყეთ, მალე ალექსიც შემოგვიერთდა, ოღონდ ვერ გეტყვით კოსყიუმის გახდა სპორტულების ჩაცმა როდის მოასწრო, ისე საკმაოდ სიმპატიურია, ნუ ჩემი კოკა მაინც ჩემიაა. მერე ალექსიც გვეხმარებოდა.
- რა უქენით ხალხო იმათ, საგიჟედან გამოქცეულებს რომ გავდნენ
- ვაიმეე, ნუ მკითხავ დედა, ანდრიამ და ანამ რა უქნეს, საწყალი სანდრო ისე მწარედ დაეცა,
- ანდრია რა უქენით?
- მეეე? მე არაფერი, აი, ამან უქნა აგერ
- ოჰ, გადმომაბრალე ახლა მე, სინამდვეში მე და ანდრიამ ჯერ წყალი დავასხით მაგათ წყალზე და რო გამოგვეკიდნენ სანდრო გამოედო იმ სკოჩს კიბესთან მიმაგრებული რო გვქონდა, მერე ცოტა პუდრიანი პირსახოცები მივაწოდეთ და ეგ იყო. ნუ თუ ორსაათიან ჩემი და ანდრიას სიცილებს და ლილიკოს ფოტოს არ ჩავთვლით
- ლილიკოს ფოტოო?
- ჰოო, ლილიკომ გადაუღო ფოტო, წარმომიდგენია რა სიფათები ექნებათ, აუუუ ლილიკოოოო გვანახეე რაააა.. .......... აუუუ, ახლა მოვკვდებიიიი ნახე რა სახეები აააქვთ, ვაიმეეე გავგიჟდები ახლააა, ანდრუა ალექსი ნახეთ მოდიიით - ახლა ოთხივე ხმაში ვიცინოდით, - ჩემთან დაგავაგზავნი რაა, და მაგათაც გავუგზავნოთ, გაგიჟდებიან ხვალ რო ნახავენ.
ფოტო ჩემთან ანდრიასთან ალექსისთან და ბიჭებთან გადავაგზავნე, და ის იყო უნდა დავმჯდარიყავით დივანზე ბიჭები რომ ჩამოვიდნენ, რათქმაუნდა კოკამ ხელი გადამხვია და გვერდით დამისვა, მეც მეტი რა მინდოდა, თავი მხარზე დავადე და გავიტრუნე.
- ანაა - გამომეხმაურა ალექსი
- რა არის?
- იცი კოკას ერთი გოგო რო უყვარდა პატარაობაშიი?
- ვაიმე არაა, არ მოუყოლიაა, მომიყევით რაა
- ალექსი ღმერთი არ გაგიწყრეს არ თქვა
- კაი რაა მიდი მოყევიიი
- ლუკა დაიწყე და მე გავაგრძელებ
- ანუ მეორე კლასში ვართ და .........скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძაან კაი იყო

 


№2 სტუმარი mariami

uuuudzalianmagresi iyooo :-Dtanac saintereso plus iumori zogiert adgilze muclis atkiebamde vicinodi klichkebi kide sakmaod saintereso d saaaaaaasacilo xrigina joli xo saertod...;-)rom wavikitxe amovtrialdi gadavbundi amovyiravdi da ra vice kide ra ar damemarta 5 tavi ertad wavikitxe da ar meyo kide mindaaaaa
shens more istorias vkixulob da isic ukargesia as rom...swrafad dade tavebi tore movkvdebi da sikvdili jer ar mindaaaaa....

ise erti kitxva maqvs.. she ana xo ar gqvia?imitom rom meore istoriashic mtavar personajs ana qvia aqac da sheni saxelic "a"ze iwyeba...

 


№3  offline წევრი a.bochorishvili

meocnebe avadmyopi
ძაან კაი იყო

♡ ♡

mariami
uuuudzalianmagresi iyooo :-Dtanac saintereso plus iumori zogiert adgilze muclis atkiebamde vicinodi klichkebi kide sakmaod saintereso d saaaaaaasacilo xrigina joli xo saertod...;-)rom wavikitxe amovtrialdi gadavbundi amovyiravdi da ra vice kide ra ar damemarta 5 tavi ertad wavikitxe da ar meyo kide mindaaaaa
shens more istorias vkixulob da isic ukargesia as rom...swrafad dade tavebi tore movkvdebi da sikvdili jer ar mindaaaaa....

ise erti kitxva maqvs.. she ana xo ar gqvia?imitom rom meore istoriashic mtavar personajs ana qvia aqac da sheni saxelic "a"ze iwyeba...

შენმა კომენტარმა გამყინა ერთ ადგილას, აი ვერ აგიღწერ რა დამემართა რომ ვკითხულობდი შენ რომ მოკვდე არ გაპატიებ, მერე მე ვინღა გამახარებს, და ანი მქვია, წინა ისტორია მალე წაიკითხე შენ შეფასებას ველი სასწაულად

mariami
uuuudzalianmagresi iyooo :-Dtanac saintereso plus iumori zogiert adgilze muclis atkiebamde vicinodi klichkebi kide sakmaod saintereso d saaaaaaasacilo xrigina joli xo saertod...;-)rom wavikitxe amovtrialdi gadavbundi amovyiravdi da ra vice kide ra ar damemarta 5 tavi ertad wavikitxe da ar meyo kide mindaaaaa
shens more istorias vkixulob da isic ukargesia as rom...swrafad dade tavebi tore movkvdebi da sikvdili jer ar mindaaaaa....

ise erti kitxva maqvs.. she ana xo ar gqvia?imitom rom meore istoriashic mtavar personajs ana qvia aqac da sheni saxelic "a"ze iwyeba...

ამის მერე დავიჯერებ ერთი ნახვით სიყვარულს, იმიტომ რომ უნახავად შემოყვარდი, და კიდე ა_ზე იმიტომ იწყება მთავარი პერსონაჟების სახელები რომ ასე უფრო მიადვილდება რაღაცნაირად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent