შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 6თავი


2-04-2018, 19:14
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 929

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 6თავი

დღევანდელი დღეც ასე შიშებში გავატარე,ბოლოს კი.არა ბოლოს არა,ერთი კვირის შემდეგ უკვე ჩვენი ჯვრისწერაც დაიგეგმა,ამიტომ მისგან შორს ყოფნას ვერანაირად შევძლებდი.
დილიდანვე სამზადისში ვიყავი,გამაღვიძეს და ყველა თავზე დამადგა.ჯერ კი გაუკვირდათ სტუმრებს ერთ ოთახში რატომ არ არიანო,მაგრამ შემდეგ ძველი ხერხი გავიხსენეთ.“პატარძალს და სიძესერთმანეთი არ უნდა ენახათ“თუ რაღაც მსგავსი.იმათაც დაიჯერეს,სხვა რა გზა იყო.ოთახკდან რკცა გამოვედი,მუხლებამდე გაშლილი სპილოსძვლისფერი კაბა მეცვა.თმა გაშლილი მქონდა ფეხზე კი კრემისფერი მაღლები,მაკიაჟი სადა გამიკეთეს.
ოთახიდან როგორც კი გავედი ყველას ყურადღება ჩემკენ წამოვიდა რაც რა თქმა უნდა არ მესიამოვნა.მაგრამ ყველანაირად ვცადე ყურადღების გადატანე და დავუყევი კიბეებს,ანდრო იქვე იდგა.უცებ გაჩდა ჩემ წინ,ცოტახანი მიყურა შემდეგ კი დაიხარა და ნაზად შემეხო ლოყაზე.მისმა ტუჩებმა ისევ გამოიწვია ჩემში ჟრუანტელი,ოღონდ არა ისეთი როგორც ადრე იყო.თითქოს რაღაც შეცვლილიყო,თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა.მაგრამ ვიცოდი და მჯეროდა,რომ მე ეს ყველაფერი მეჩვენებოდა.
ყურადღების გადატანის მიზნით ფიქრი სხვა რამეზე დავიწყემ.მაგალითად იმაზე რატომ ესწრებოდა ჩვენ დაქორწინებას ამდენი ხალხი.მაგრამ მერე მახსენდება
,რომ მე ახლა ერთ-ერთი მდიდარი ოჯახის რძალი ვარ.ჩვენ ხელმოწერს,ჟურნალისტებიც უნდა დაესწრონ.ეს კი სულაც არ მხიბლავს,უარესად მომიწევს მსახიობობა.მაგრამ რა საჭიროა ის თუ აქ მყოფებიდან არავის უნდა ჩვენი ერთად ყოფნა,რა საჭიროა მათი მოტყუება თუ სიმართლით გაახარებ და მათ სახეზე უკვე აღარ ირბენს ყალვი ღიმილი.ფიქრებიდან ანდროს ხმას გამოვყავარ.
-ანა.
-გისმენ-უხეშად ვპასუხობ,მაგრამ შემდეგ ვხვდები,რომ სხვები გვიყურებენ ამიტომაც მაშინვე ვიკრავ ღიმილს სახეზე.არ მინდა,რომ გარშემო მყოფებს ვგავდე,მაგრამ ამ მომენტში ეს გარდაუვალია.
-საყვარელო წასვლის დროა-ისიც მიღიმის და ხელს მიწვდის.მორჩილად ვყვები უკან და ხელსაც ვკიდებ.შემდეგ კი სხვებიც მოგვყვებიან.სანამ მანქანას მივუახლოვდით ფოტოების გადაღებაც მოასწრეს.
მე და ანდრო ერთ მანქანში ვიჯექით,ჩვენ გარდა კი იქ არავინ იყო.
ახლა მაინც არ მომიწევდა როლის მორგება,მაგრა მასთან სიახლოვე მაინც არ მასვენებდა.
-ანა.-ისევ გამომხედა.არაფერი მიპასუხია,უბრალოდ მისკენ მივაბრუნე თავი.
-მომისმინე.იმ დღეს,როცა…მოკლედ,საშინლად მთვრალი ვიყავი.როცა ლილიანა ვიღაც სხვასთან დავინახე რაღაც სისულელე გავაკეთე,ნასვამი სახლში როცა დავბრუნდი ყველაფერი დავლეწე.შემდეგ კი შენ გამოჩდი.გეფიცები,არ ვიცი რა მოხდა.ეს არც მე მინდოდა,სასმელმა საშინლად იმოქმედა…ბოდიში რა,ვიცი,რომ ვერ მაპატიებ მაგრამ მაინც ბოდიში.-გამეცინა,ვხედავდი მის თვალებში რაღაცას და იმასაც ვხვდებოდი,რომ მართალს ამბონდა მაგრამ ბოდიში წამალი არაა.
-ბოდიში,ნეტავ ეს სიტყვა შველიდეს ანდრო.მაგრამ ვხვდები შენ მდგომარეობას,მაგრამ ახკა მე ვარ საშინელ დღეში.-მეტი არაფერი მითქვამს,ისევ გზას გავხედე.არც მას უთქვამს რაიმე,უბრალოდ ამოიოხრა და ისევ განაგრძო გზა.

ხალხი მოთმინებით ელოდა ჩვენ პასუხს.მე კი ვიდექი ანდროს გვერდით და ვფიქრობდი.იქნებ უნდა მეთქვა “არა,არ ვარ თანახმა,რომ გავხდე ანდრონიკე არგვლიანის მეუღლე“ მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი და მშობლებს ვერ შევიწირავდი.ამიტომაც ჩუმად განვაცხადე.
-თანახმა ვარ-ამის შემდეგ კი ველოდი ანდროს პასუხს.ქალმა ისევ იმავე კითხვა გაიმეორა ოღონდ ამჯერად ჩემი სახელი და გვარი წარმოთქვა.ჩემგან განსხვავებით არ უყოყმანია ანდრონიკეს ბევრი და მაშინვე განაცხადა თანხმობა.ყვეკაზე მეტად არ მომეწონა ის მომენტი როდესაც საშუალო ასაკის ქალბატონმა ცოლ-ქმრად გამოგვაცხადა,შემდეგ კი კოცნის მომენტი.ახლოს მუვედი ანდროსთან და ყურში ჩავჩურჩულე.
-იცოდე,მხოლოდ ლოყაზე.-თავი უკან გამივწიე,ყველა კი მოთმინებით გველოდა.ან რას უყურებდნენ?!ჩართონ ტელევიზორი და კოცნის სცენების მეტს რას ნახავენ?მაგრამ არა,მათ ეს არ უნდათ.
თვალებში ვუყურებდი აწ უკვე ქმრად წოდებულს და ვიძირებოდი მათში,მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს როცა მისი ბაგეების შეხება ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი.თვალები უნებლიე დამეხუჭა,თმაში შევუცურე ხელი და მეც ავყვეი კოცნაში.და მივხვდი,რომ როლში ღრმად შევიჭერი,მაგრამ ეს არ ყოფილა როლი,ეს უნებლიე გავაკეთე.თითქოს გულს მივყევი.
უჰაერობა,რომ არა ალბათ ეს მომენტი ძალიან დიდი ხნით გაიწელებოდა მაგრამ ერთმანეთს მოვშორდით,ხალხის კი გვიყურებდა და ტაშს გვიკრავდა.მაგრამ ახლა მათ ფიქრებში ჩვენი ლანძღვის მეტი არაფერი იქნება,ეს კი ნერვებს მიშლის.
-მგონი ლოყას ტუჩები ჯობს,არა?-ანდრომ ყურში მიჩურჩულა.
-არც გაბედო ამის გახსენება,ეს შემთხვევით მოხდა…-დებილობა წამოვროშე თავდაცვის მიზნით,მაგრამ პასუხად მხოლოდ სიცილი მივიღე.
სტუმრები რიგრიგობით მოდიოდნენ და გვილოცავდნენ,ჩვენც მადლობის ნიშნად ვუღიმოდით.
რამდენიმე ჟურნალისტიც მოვიდა და კითხვები დაგვისვა.
აინტერესებდათ რას ვგეგმავდით ახლო მომავალში,მაგრამ ჩვენ,არა ჩვენ რა მე და ანდრო ვეუბნებოდით,რომ ეს პირადული იყო და ამის გამხელას არ ვაპირებდით.ვიცი სასაცილოდ ჟღერს მაგრამ.ამდენი ტყუილის მოფიქრება შეუძლებელი იყო,თან ეს ტყუილი ისეთი უნდა იყოს,რომ რეალობას გავდეს და სხვა ტყუილებთან გადაბმული/კავშირში იყოს,ეს კი არც ისე ადვილი საქმეა.
-აუ დავიღალე-ამოვიწუწუნე როცა მანქანაში ჩავჯექით.ახლა სადღაც რესტორიანში მივდიოდით “პატარა“სუფრაზე.
-კი მაგრამ,რამ დაგღალა?-გაკვირვებულმა გამომხედა ანდრომ.მართლა არაფერი გაგვიკეთებია ისეთი,რომ დავღლილიყავი მაგრამ არ ვიცი.
-არ ვიცი-მხრებს ვიჩეჩ,შემდეგ კი ისევ ვუბრუნდები-აუ სანამ მივალთ დავიძინებ და შემდეგ გამაღვიძე-როცა თანხმობას ვიღებ კომფორტულად ვთავსდები და თვალებს ვხუჭავ.ვსარგებლობ იმით,რომ რესტორანი ქალაქიდან ოდნავ მოშორებითაა და არც გზაა პატარა.
ამ ხნის განმავლობაში კი გაბრაზება და შიში სულ გადამავიწყდა,ახლა სულ სხვა გრძნობამ შემიბყრო რომელსაც ვერ ვუძებნი სახელს.
თვალები დავხუჭე და ფიქრში გართულს მალე ჩამეძინა.ასე ალბათ დიდი ხანი ვიძინებიდ,მაგრამ ბოლოს ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამაღვიძა.საინტერესო არაფერი იყო,მხოლოდ სარეკლამო წერილი მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო,რომ.მანქანაში არ ვიყავი.არც დარბაზში,უცხო ოთახში ვიწექი,პლედი მეხურა და ტკბილად მეძინა.მაშინვე წამოვხტი ფეხზე,მართალია თავბრუ დამეხვა რადგან ვიჩქარე,მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე,ფეხსაცმელი ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.ანდრო სამზარეულოში იყო,გაზქურასთან უდგა და კარტოფილის შეწვას ცდილიბდა.
-ანდრო-დავიღრინე.
-გაიღვიძე მძინარე.
-მე შენ რა გითხარი?რა გვინდა აქ?
-მეც არ მინდოდა დარბაზში მისვლა,ამიტომ ჩემებს დავურეკე და ვუთხარი,რომ ჩაგეძინა და აქ მოვედით.
-კარგი ეგ გასაგებია,მაგრამ.სად ვართ?
-სახლში.
-კარგი ერთი,მე მეგონა გამოქვაბულში ვიყავით.ვისი სახლია ანდრო?
-ჩვენი.
-ჩვენ არა არსებობს-ისევ ვიღრინები და მაცივრის ჯარებს ვაღებ.იქვე შოკოლადის ტორტს ვხედავ,ვიღებ და ჭამას ვიწყებ.სულა მავიწყდება იმ მომენტში ის,რომ ჩემი ქმარიც აქაა და შეიძლება მსაც უნდოდეს ტორტი.
-ანა,მე რა ვჭამო?-გაკვირვებული მიყურებს,მეც მხრებს ვიჩეჩავ და ტუჩებს ვილოკავ.-ვიცი რაც უნდა ვჭამო-მაშინვე მავლებს ხელს და სხულზე.მიკრავს,შემდეგ კი ისევ ხვდება მისი გავარვარებული ტუჩები ჩემსაზე.მე კი ვერ ვინძრევი,თითქოს პარალიზებული ვარ.
როცა მშორდება წარბებს ვკრავ და ვეკითხები.
-ესეც მთვრალმა გააკეთე?
-სიმართლე გითხრა მთვრალი ვარ,ზუსტად მაგ ტუჩებმა დამათრო.მაგრამ.გაუაზრებლად არ გამიკეთებია.-ისევ ბრუნდება და გაზის ღილაკს ატრიალებს რათა ცეცხლი ჩააქროს.
-სულელი-ვბურტყუნებ და ოთახიდან გავდივარ.
-არ გშია?
-არა-მეორე სართულიდან ვუყუვირი და აბაზანაში ვიკეტები.მხოლოდ.მერე ვაცნობიერებ,რომ პიჟამა არ მაქვს.ამიტომ პირსახოც შემოხვეული გავდივარ გარეთ და ანდროს ცხვირწინ ვუდგები.
-ტანსაცმელი მინდა.
-ხვალ მოიტანენ.
-მე რა ვქნა მანამდე?
-შიშველმა დაიძინე.
-ანდრონიკე.
-კარგი,ჩემ.მაისურს მოგცემ-მიცინის და ჩემთან ერთად მოიყვება ოთახისკენ მიმავალ გზას.მაისურს მიწვდის დამეც მაშინვე ვავლებ ხელს,შემდეგ ისევ აბაზანაში ვიკეტები და უკან გამოწყობილი ვბრუნდები.
-ოთახიდანნგასვკას არ აპირებ?-საწოლში ადგილს ვიკვებ და ვეკითხები.
-აქ ვწვები.-ამაყად მეუბნება და ჩემ გაბრაზებულ მზერას სულ არ აქცევს ყურადღებას.
-არა.
-კი.
-არა ანდრო.
-აუ,ეს ვინა რა.აქ დავწვები,ამ ოთახში.
-ამ ოთხაში?-ცინიკურად ვუყურებ.
-ხო ტო,რა გჭირს?
-კარგი,ოღონდ ერთი პირობით.
-რაც გინდა-მაშინვე ჯდება.
-საწოლზე არ დაწვები.
-რაა?-პირღია მიყურებს.
-ესაა პირობა,შენ კი ვალდებული ხარ შეასრულო.-ვუცინი და ბალიშ და პლედს ვაჩეჩებ ხელში.ისიც მართმევს და იქვე იატაკზე იკეთებს საწოლს.
-ჯანდაბა-ბოლოს მხოლოდ ეს გავიგონე და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.

ღამით კი სიტყვით უთქმელი გრძნობები მითრევდა მორევში.თითქოს ვიღაც თავის თითებს ჩემ სახეზე და სხეულზე ნაზად დაათარაშებს,მეფერება და შიგადაშიგ მკოცნის.ეს გრძნობა კი იმდენად სასიამოვნოა,რომ უფრო ღრმად მიბიძგებს ძილისკე და თვაკების გახელაც ნეზარება,იმის შიშით,რონ ეს შეწყდება.



აბა,მოგეწინათ?იმედია გამომივიდა.ბოდიში,რომ დავაგვიანე უბრალოდ გუშინ ხასიათზე არ ვიყავი და უგულოდ დაწერილს ჯობია საერთოდ არ დამეწერა,როგირც ანიმ მითხრა.ამიტო,დღეს დავწერე და დავდე.იმედია არ გამიბრაზდით მიყვარხართскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

აიტ პირველი ვარ
ძალიან კარგი იყო
მაგრამ შენ არ გგავდა
პატარა იყო
გაადიდე
კაი ძალიან მიყვარხარ და მომეწონა

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
აიტ პირველი ვარ
ძალიან კარგი იყო
მაგრამ შენ არ გგავდა
პატარა იყო
გაადიდე
კაი ძალიან მიყვარხარ და მომეწონა

Mixaria tu mogewona.ra tkma unda gavzrdi tavebs))

 



№3  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო რაღაც ეჭვეი მაქ ეს გოგოპავშვს ხო არ ელოდება ეთქი და იქნებ თუ მოგესურვება დამიდასტურო ა უარი მითხრა შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 



№4 სტუმარი სტუმარი shalo

ozurgetis interneti aseti xleoba tuiyo ar megona:( tan sashineli qaria blin

 



№5  offline წევრი Girl with pretty smile

blondeangel631
ძალიან კარგი იყო რაღაც ეჭვეი მაქ ეს გოგოპავშვს ხო არ ელოდება ეთქი და იქნებ თუ მოგესურვება დამიდასტურო ა უარი მითხრა შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

მიხარია ,რომ მოგწონს ხოლო რაც შეეხება პასუხს მოგწერ,არ მინდა ასე გავამჟღავნო მოვლენები))

 



№6 სტუმარი Ani gafrindashvili

Auuuu sityvebis maragi ar maq rac am tavs sheefereba warmatebebi ufro meti shtagoneba shenn auu cota shecdomac ki araa an me ver vxedav mokled udzalianmagresi tavi iyo aba shen ici ise echvi mec gamichnda orsulad xo araatqo mara ravici aba shen iseti intrigani xar rame daavadebasac moifiqreb joy warmatebebi sayvarelooo miyvarxart 3-Ve shen andronike da ana

 



№7  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Auuuu sityvebis maragi ar maq rac am tavs sheefereba warmatebebi ufro meti shtagoneba shenn auu cota shecdomac ki araa an me ver vxedav mokled udzalianmagresi tavi iyo aba shen ici ise echvi mec gamichnda orsulad xo araatqo mara ravici aba shen iseti intrigani xar rame daavadebasac moifiqreb joy warmatebebi sayvarelooo miyvarxart 3-Ve shen andronike da ana

ინტრიგანიი)) მომწონს ეს ზედმეტსახელი.მოვლენებს კი ნუ გავუსწრებთ,ახალი თავებიც მალე დაიდება))

 



№8  offline წევრი mariam m.k

Saertod Shen istorias pirvelad vkitxulob magram ukve gavige ra xilic xar amitom moutmenlad davelodebi Shen nikis gamochenas p.s xo da kidev andros personaji momwons wina tavshi cota cudad gamovida anu uaryofiti aura sheqmna magram kargia Shen xar istoris damweridashenve gadaeyvetttt gyvarob shenc da androsac ?

 



№9  offline წევრი Girl with pretty smile

mariam m.k
Saertod Shen istorias pirvelad vkitxulob magram ukve gavige ra xilic xar amitom moutmenlad davelodebi Shen nikis gamochenas p.s xo da kidev andros personaji momwons wina tavshi cota cudad gamovida anu uaryofiti aura sheqmna magram kargia Shen xar istoris damweridashenve gadaeyvetttt gyvarob shenc da androsac ?

ვაიმე როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ )) მიხარია,როცა მოსწონთ ისტორია.ახლა ძალიან გამახარე და შევეცდები იმედები არ გაგიცრუო ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent