სიყვარულის დემონი (თავი I)
ვფიქრობ, ადამიანი არასოდეს უნდა იყოს სხვაზე დამოკიდებული.მხოლოდ მაშინ შეძლებს გაიგოს თუ რა სურს მას რეალურად. როდესაც მე ვიყავი ოცი წლის, ავირჩიე ადამიანი ვისთან ერთადაც გავატარებდი მთელ ჩემს ცხოვრებას. მაგრამ, როგორც ყოველთვის, სამყაროს მხოლოდ ნათელი ფერები არ გააჩნია, ხანდახან მას ბნელი მხარეც აქვს. ჰანა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ეს ის ადამიანია , ვისთანაც უამრავი სულელური, სასაცილო, სასიხარულო თუ სამწუხარო მოგონებები მაკავშირებს. ამასთანავე ის ჩემი არაბიოლოგიური დაა. სკოლაშიც ერთად დავდივართ, გაგვიმართლა რომ ორივე ერთი ასაკის ვართ. მე მასზე რამდენიმე დღით გვიან დავიბადე, მაგრამ მთავარი მაინც ის არის რომ, ორივე 17 წლის ვართ. მოკლედ ჰანა ჩემი სულის ნაწილია. 2010 წლის 30 მარტი იყო. სწორედ ისეთი დღით მე რომ შემეფერება. დილით სკოლა 8:30 წუთზე მეწყება, ამიტომაც დედა ყოველ დღე 6:30-ზე მაღვიძებს. დილით ჩამესმის ბუნდოვნად ხმა. -ვიქტორია...გაიღვიძე... ვიქტორია, დაიგვიანებ. ყველაფრის ატანა შემიძლია. მაგრამ, ჩემი ფსიქიკა ყოველ დღე ამ სიტყვებით ზიანდება. ვერ ვიტან იმ ფაქტს როდესაც, საწოლში ჩემთვის თბილად მოკეცილი ვწევარ და... თვალები გავახილე, ძლივს ძლიობით თავი ბალიშიდან ავწიე. გარეთ ჯერ სინათლის ერთი სხივიც კი არ მოჩანდა, ბურუსი ჩამოწოლილიყო და ტოტებს ნაზი ქარი ოდნავ არხევდა. ღამის სანათი ავანთე, შუქი ოდნავ ბჟუტავდა. ავიღე ჩემი აბაზანის ხალათი, პირსაწმენდი და სააბაზანოსაკენ გავეშურე. მანამ სანამ მე აბაზანაში ვწესრიგდებოდი და შხაპს ვიღებდი, დედა საუზმეს ამზადებდა. სახლში მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით. მამას ქალაქგარეთ ჰქონდა სამსახური, ამიტომაც ის თვეში ერთხელ ან ორჯერ ახერხებდა ჩვენთან ყოფნას. აბაზანიდან რომ გამოვედი, პირდაპირ სამზარეულოში ჩავედი. დედას საუზმე უკვე გაემზადებინა. -ძვირფასო, ჰანამ დარეკა და შემოგითვალა რომ, დღეს გამოგივლიდა. მას სურს რომ ერთად წახვიდეთ სკოლაში. -მას ალბათ რაღაც საქმე აქვს. მკრთალი ღიმილით მივუგე. -სხვაგვარად ის ხომ თავს არ შეიწუხებდა. მიპასუხა დედამ და მის სახეზე რამდენიმე სიცილის ნაოჭი გამოჩნდა. საუზმის დასრულების შემდეგ, ჩემს ოთახში ავედი, და ამინდის შესაფერისად ჩავიცვი. წვიმდა და აქაურობას ნისლი ფარავდა. ფეხზე შავი ბათინკი ჩავიცვი, შავი შარვალი, თეთრი მაისური (რომელიც არც თუ ისე მითბობდა ტანს), და ზემოდან შავი ტყავის ქურთუკი შემოვიცვი. ჩემი გრძელი და წაბლისფერი თმა, მაღლა ავწიე და შევიკარი. ამასობაში ჩემს სახლს ჰანას სერი ჰაილენდერიც მოადგა. ჩანთა ავიღე, დაბლა ჩამოვედი, დედას დავემშვიდობე და სახლიდან გავედი. როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ჰანამ ლაპარაკი დაიწყო. -ვიკ, ვიცი არ ხარ ხასიათზე მაააგრამ, ჩემო მახინჯო, ეს ხომ იცი აუცილებელი რომ არ იყოს... შევაწყვეტინე მას, "მახინჯი" ჩემი ზედმეტსახელი იყო, რომელსაც მხოლოდ ჰანა და დედა მეძახდნენ ხუმრობით. -ჰანა, პირდაპირ თქვი. მივუგე სერიოზული ტონით. -კარგი. ჩაისუნთქა ღრმად და მოყოლა დაიწყო, -ჰეეი აუცილებლად უნდა შევხვდე ერთ ტიპს, ჩვენს სკოლაში განაგრძობს ის სწავლას. მის შესახებ მისტერ იანმა გამაგებინა, თავად ვერ ახერხებს შეხვედრას აუცილებელი საქმე აქვს, ამიტომ მისი საქმე ამ ერთხელ დროებით მე გადმომაბარა. მისი პირადი საქმე ზედაპირულად გამაცნო. მოკლედ თან სიმპათიური ბიჭი ჩანს, იქნებ... -ჰანა შეწყვიტე. -კი მაგრამ, მას აუცილებლად უნდა გავაცნო ყველაფერი ჩვენი სკოლის შესახებ. - ჰანა ხომ იცი... არ მაცადა საუბარი. ძალიან გავბრაზდი, ეს გოგო არანორმალურია, იცის როგორ ვბრაზდები ამ ყველაფერზე, მაგრამ ამას მაინც ყოველთვის აკეთებს. როგორ ახერხებს არ ვიცი. -ვიკ, შენ ამ უბრალო საქმის გულისთვის ჩვენს მეგობრობას გააფუჭებდი? -მაგრამ ეს... კვლავ მაწყვეტინებს. -ვი ქტო რი აა!. გამოძვერი შენი ბუნაგიდან, ეს ხომ ყველაზე უმნიშვნელოა. -დაიმახსოვრე! ეს იქნება უკანასკნელი! -ჰეეეი ჩემო მახინჯო... ძაალიან მიყვარხარ. დაიწყო მანქანაში სასაცილოდ მოძრაობა. სკოლის შემდეგ VICTORIA'S SECRET-ის მაღაზიაში წავედით,ეს უბრალოდ ჰანას ჩვევებია, ის ხომ უბრალო ტანსაცმლით არ წარადგენს თავს ასეთ დროს. ამასობაში მოსაღამოვდა, შეხვედრა 20:00-ზე უნდა ყოფილიყო, ახლა კი 17:04-ია. მანამ სანამ ჰანა არჩევდა თუ რომელი ტუჩსაცხი უნდა წაესვა, და რომელი ფრჩხილის ლაქი მოუხდებოდა მის ახალ ზედას, მე მოვასწარი ბიოლოგიის ტესტების გადამეორება ხოლო ფიზიკის დავალება სრულად დავწერე. დრო საკმაოდ მალე გავიდა, გადავწყვიტე შესაბამისად ჩამეცვა რადგან ჰანას ფონზე ამ ჩაცმულობით ქუჩის გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებდი.სიმართლე გითხრათ არ მიყვარს ოფიციალური სტილი, მხოლოდ ის რაც მომწონდ ან მინდა. -დღეს ვიქტორია ვიქტორიას არ ჰგავს. მომაძახა ღიმილით დედამ. -დედა უბრალოდ კაბაა. -ხო საყვარელო, უბრალოდ კაბა, უბრალოდ გაშლილი თმით,და უბრალოდ ფერმკრთალი მაკიაჟით. -საკმარისია. ხმაში სერიოზული ტემბრი იგრძნობოდა. როდესაც ბარში შევედით ჰანა დაიძრა კუთხის მაგიდისკენ, სადაც მაღალი აღნაგობის, წითური ბიჭი იჯდა მოკრძალებულად, თავისთვის. დავიბენი, მაგრამ ჰანას არ ჩამოვრჩენილვარ. მაგიდასთან მიახლოებისას ის ფეხზე წამოდგა და მიმართა ჰანას -ალბათ შენ ჰანა ხარ. მან სიტყვის დასრულებაც კი არ აცადა -შენ კი ალბათ გრეი ხარ ხომ? -გრეი ჰასტინგსი -ეს ჩემი მეგობარი და ასევე სკოლის კლასელი, ვიქტორია სვომი გახლავს. უცბათ დავიბენი ჩემი სახელის ხსენებისას, მაგრამ ეს ყველაფერი მალევე გამოვასწორე, გრეის თავი ოდნავ დავუხარე მისალმების სანაცვლოდ და მკრთალად გავუღიმე. ფანჯრის მხარეს დავჯექი , ამასობაში მიმტანიც მოვიდა. -რას შეუკვეთავთ? ჰანამ ღიმილიანი სახით ჩამოთვლა დაიწყო. -თუ შეიძლება: სამი ნაყინი ვანილის, მილკშეიქი მე მარწყვის, დანარჩენს ჩემს მეგობრებს გადმოვაბარებ, ვიკ-გრეი თუ შეიძლება. -ერთი კაპუჩინო დარიჩინით თუ შეიძლება. ვუთხარი მე ჰანამ ყურადღება გრეის მიაპყრო, ის ჰანას სიტყვას არ დალოდებია. -ერთი წყალი მომითანეთ. თქვა სერიოზული ხმით. სანამ ჰანა საქმეებს აგვარებდა და თავს აბეზრებდა გრეის ამბის მოყოლით,თუ როგორ გაატარა უქმეები, ვიჯექი ფანჯრის კუთხეში ყავით ხელში და ჩაფიქრებული გავყურებდი წვიმიან ქუჩებს.უცბათ წამიერმა სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ კოვზის ხარახურის ხმა ისმოდა ჰანას ადგილიდან.დრო საშინლად გაიწელა, ვცდილობდი ჩემი დაღლილი სახე არ დაენახათ მაგრამ ამის დამალვა დიდხანს ვერ მოვახერხე.ბოლოს აშკარა იყო გრეიმ ჩემი შეწუხებული სახე დაინახა და თქვა. -მგონი საკმარისად გავეცანი თქვენს წესებს, წასვლის დროა თორემ შენი მეგობარი ძალიან შევაწუხეთ. ადგილზე გავშრი , დავიბენი, ვერაფერი ვთქვი გარდა ამისა: -უბრალოდ... ეს... ხომ ხვდებით... გადავიღალე -ამდენ ხანს ასე მარტო მეც დავიღლებოდი. მის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაიელვა. მაგიდაზე საკმარისი თანხა დატოვა, აიღო ქურთუკი, მოკრძალლებულად დაგვემშვიდობა და ბარიდან გავიდა. საღამოს სახლიდან გამოვედი, უცნაური ღამე იყო.მთვარის შუქი საგრძნობლად ანათებდა ქუჩებს. ჩემი სახლი ცენტრალურ პარკთან ახლოს იყო, ამიტომ საღამოობით ხშირად ვსეირნობდი მარტო. ყველას სჭირდება განმარტოვება, ხშირად თუ არა იშვიათად მაინც. პარკში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი. არავინ იყო, ძალიან წყნარად ვიყავი, სასიამოვნოდ ქროდა სიო, ნაზად მეხებოდა სახეზე, გრილი მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო იყო ეს. ბევრი ვიფიქრე, თითქმის ყველაზე და ყველაფერზე. ცოტახანში ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ბარში შევედი და ჩემი "განუყრელი მეგობარი" ყავა შევუკვეთე. აქ სიწყნარე იყო, მხოლოდ დაბალ ხმაზე ისმოდა Sting - Shape of My Heart-ის ჰანგები, ეს ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო ჩემთვის. ყურადღება არ მიმიქცევია ხალხისათვის, ვიჯექი ჩემთვის მარტო, ვუსმენდი ჩემს საყვარელ სიმღერას და ჩემს ყავას შევექცეოდი. ეს ჰარმონია დიდხანს ნამდვილად ვერ გაგრძელდა.უეცრად ჩემს მაგიდასთან გამოჩნდა კოპიშონიანი ადამიანი, რომლის სახეც გარკვევით ვერ დავინახე, მაგრამ აშკარად ნაცნობს ჰგავდა. ჩემი მაგიდის სკამი გამოწია, ჩამოჯდა მაგიდასთან და მითხრა, -მიხარია, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს!. I თავის დასასრული გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
![]() |
ახალბედა მწერალი » თუკა ჯიქური |

![]() |
ახალბედა მწერალი » ლინდა ზედგინიძე |

![]() |
ახალბედა მწერალი » ანა მურაჩაშვილი |

![]() |
ახალბედა მწერალი » ელენიკო სიხარულიძე |

![]() |
ახალბედა მწერალი » ანა კეკელია |

![]() |
ახალბედა მწერალი » მარიამ წიკლაური |

![]() |
ახალბედა მწერალი » მარგარიტა ლოკი |

![]() |
ახალბედა მწერალი » მარიამ შენგელია |

![]() |
ახალბედა მწერალი » ანა გელაშვილი |

![]() |
ახალბედა მწერალი » თაკო წულაია |
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.