შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 7 )


2-04-2018, 23:52
ავტორი teengirllove
ნანახია 684

მაღალი საზოგადოება (თავი 7 )

ცოტახანს ,ისევ დავაკვირდი : ქაღალდზე ამობეჭდილი ფოტოსურათი იყო, ზედ მამაჩემი და ნუცას მამა იყო გამოსახული ,გვერდიგვერდ იჯდნენ და კარგი ნაცნობებივით უღიმოდნენ ერთმანეთს,უკან ნუცას დედაც ჩანდა , მის გვერდით კი ნუცას ძმა ბექა..
-ეს მამაშენია ნიტა..არ უარყო
-არა ,არა რათქმაუნდა მამაჩემია ..მაგრამ მამაშენთან ერთად რას ამეთებს?
-აგიხსნი ..მეუბნება ,გვერდით მიჯდება და ახსნას იწყებს ,ყველაფერს მიყვება რაც იცის..
-ანუ გგონია რომ ის ბავშვი რომელიც ბებიაშენმა და ბაბუაშენმა გაზარდა მამაჩემია? ცოტახანს ინფორმაციის გადახარშვას ვცდილობ ,ეს ყველაფერი ზღაპარს გავს..
-ხო ნიტა ასე ვფიქრობ ,შენკი ჩემი ბიძაშვილი გამოდიხარ..მეუბნება სიცილით და მეხვევა
-მოიცა ,ყველაფერი უნდა გავიგო,მამაჩემს უნდა ვკითხო,უნდა ვკითხო გესმის ,ის სიმართლეს მეტყვის..
-სიმართლე ეს არის ნიტა ,მამაშენი მამაჩემის ნათესავია..
-მაგრამ თუ ასეა რატომ არ ახსენეს ერთმანეთი , რატომ არ ვიცოდი მას ოჯახი თუ ყავდა ?
-აი ეგ კი გასარკვევია ...და გავარკვევ... მხარული ტონი სერიოზულით შეცვალა , იმ წუთას სულ სხვა ნუცა დავინახე , საყვარელი მხიარული გოგოსს ადგილას ,უკვე ზდასრული, თავდაჯერებული ნუცა იდგა ..ქაღალდი შეინახა დაწიგნები ამოალაგა ..
-ხო მართლა ,სანდრომ ასათიანის წბეულებაზე დაგვპატიჟა..ცოტახნის შემდეგ ვეუბნები
-რა ეტაკა ასათიანს?
-ბოდიშის მოხდის მიზნითო და რავი..
-როდის არის?
-ხვალ საღამოს ..წავიდეთ?
-კი წავიდეთ, ცოტას გავერთობით...
-კარგი..მხრები ავიჩეჩე -მაგრამ ..
-რა?
-მე არ მინდა წამოსვლა..
-რატომ , მაღალ საზოგადოებაში გაერევი, გაერთობი...
-იმიტომაც არ მინდა , ეს მაღალი საზოგადოება ს ულაც არ მხიბლავს ,ყველა გაბერილი ცხვირებით და დაბუშტული ტუჩებით დადიან, ამაყი სახეებით,ყველას ზევიდან უყურებენ ,მათი ასეთი ქცევა არ მსიამოვნებს..
-ყველა ეგეთი არაა,მეც მდიდარი ოჯახიდან ვარ მაგრამ ესეთი არ ვარ..წყენით ჩაილაპარაკა ნუცამ
- ვიცი ნუც,შენ და სანდრო სხვანაირები ხართ..
-ხოდა წამოხვალ..გთხოვ
-კარგი კარგი ,წამოვალ..
გახარებული გადამეხვია ...

უკვე საღამოა ,მამას მოსვლას მოუთმენლად ველოდები, უამრავი კითხვა მაქვს დასასმელი, მოუწევს სიმართლე მითხრას ...კარებზე კაკუნის ხმის გაგებისთანავე გავვარდი ოთახიდან და დედას გაღება დავასწარი, მამა იყო ,დაღლილი თვალები მომანათა და ოთახში შემოვიდა ..დაველოდე სანამ შხაპს მიიღებდა და შეჭამდა ..
-მა შენთან საქმე მაქვს ..
-რახდება შვილო? მამის მაგივრად დედამ მკითხა
-რაღაც უნდა ვკითხო..
-ნიტა საყვარელო ეხლა ძალიან დაღლილი ვარ,სკოლას ეხება?
-არა სკოლას არ ეხება ..მეე ..მამა შენი ოჯახი რას საქმიანობდა?
წამში შეეცვალა სახე , ჯერ მე გადმომხედა შემდეგ დედას რომელიც აღელვებას ვერ მალავდა -დედა ,მამა ..ასე რატომ ღელავთ? მითხარით რახდება,მამა შენი მშობლები ვინ იყვნენ? რატომ არასოდეს ვლაპარაკობთ ამაზე?
-ნიტა,დედი მამა დაღლილია სხვა დროს ილაპარაკეთ..
-არა დედა ,ეხლა მინდა გავიგო..მამა გისმენ
-მე მშობლები ძალიან პატარა ვიყავი რომ დავკარგე , მას შემდეგ დედაჩემის ძმამ და ცოლამა გამზარდეს ..
-რა ბედი ეწიათ მათ?
-არვიცი..დიდიხანია არ მინახავს..ეხლა ხომ გაიგე რაც გაინტერესებდა ,თქვენის ნებართვით ოთახში ავალ!! ბოლო სიტყვებში სიმკაცრე და ამავდროულად აღელვება დაეტყო..
-რა გვარის იყო? ბიძაშენი...
-რაგჭირს შვილო ,ამდენ კითხვას რატომ სვავ ? დედას თვალებზე ცრემლი მოადგა
-რატომ ტირი დედა? ჯერ მიპასუხეთ და მერე გეტყვით
-შვილო მამაშენს არც ისე კარგი მოგონებები აქვს წარსულთან, ნუ ეკითხები ამდენს ,ხომ გიპასუხა ,დაანებე ეხლა თავი..მემუდარებოდა დედა
-მამა გისმენ...მივუბრუნდი კედელთან ატუზულ მამაჩემს
-დადიანი..ნიკოლოზ დადიანი...
მის სიტყვებზე ცრემლები მომადგა -ესეიგი მართალი იყო ,ანუ ნუცა სიმარGლეს ამბობდა ,ჩვენ ბიძაშვილები ვართ..ჩავიტიტინე და სკამზე დავჯექი
-რას ნიშნავს ნუცა სიმართლეს ამბობდა? ნუცა ვინარის? წამოენთო მამაჩემი
-ნუცა ჩემი მეგობარია მამა, შენ მას იცნობ ?
ცოტახანს ჩაფიქრდა ,შემდეგ ისეთი სახე მიიღო მივხვდი გაახსენდა ..
-ნუცა დადიანია მამა..შეპარვით ვუთხარი..შავი თვალები შემომანათა ,სკამზე მოწყვეტით დაეშვა და ხელები თავში ჩარგო - რომ დავინახე კი გამკრა გულში ,ძალიან გავს დათოს ,მამამისს..ძმაც ყავს ხომ?
-კი მა,მაგრამ მას არ ვიცნობ..თუმცა ეხლა გავიცნობ რადგან ჩემი ბიძაშ..
-გაჩუმდი..გაჩუმდი ნიტა!!! ის ოჯახი ჩვენთვის აღარავინ არის გასაგებია?!!ხმა აღარ ამოიღო მათზე ,ნუცასთან იმეგობრე არ გიშლი ,მაგრამ მისი ბიძაშვილად მონათვლა არ გაბედო ..
-კიმაგრამ რატომ? რაჯობია იმას რომ ბიძაშვილი მყავს ?
-გითხარი და აღარ გავიმეორებ ,ის ოჯახი ჩვენი ნთესავები არ არიან!! აღარ არიან და მეორედ ამ საკითხს აღარ შეეხები!!! ხმა ვეღარ ამოვიღე ისე ყვიროდა , შემდეგ ოთახში შევიდა და მე და დედა ასე დაგვტოვა ჩუმად ..
-ნიტა შვილო...ცრემლები მოიწმინდა და გვარძე მომიჯდა -დედი ,დაანებე მამას თავი ხო..გულნატკენია
-კიმაგრამ რატომ არ უნდა მის ოჯახთან იურთიერთოს?
-შვილო, მამამ ბიძასთან დიდი ხნის წინ იჩხუბა , იმათმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს..
-ასეთი რამოხდა დედა?
დედამ აცრემლებული თვალები შემომანათა ,ნათლად დავინახე როგორ ჩასდგომოდა შიში შიგნით ,თვალი ამარიდა -ამას ვერ გეტყვი ,უბრალოდ დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის ..მამას მეტჯერ ნუღარ შეაწუხებ ..
თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი ,კარებთან ვიდექი რომ დამიძახა -ნიტა დამიჯერე დაანებე თავი, შენ უფრო გეტკინება ...ესღა მითხრა და დამტოვა ..რას ნიშნავდა ეს? მე რატომ მეტკინება? რა იგულისხმა დედამ ამ სიტყვებით...დამტოვეს მარტო სამზარეულოში ,სიმართლე გავიგე მაგრამ უფრო მეტი კითხვა დამიგროვდა ..
ანალოგიური სიტუაცია იყო ნიცასთანაც , მას დედაც ,მამაც და ძმაც ერთად შეეკრიბა კაბინეტში,ყველაფერი მოუყვა ...ცოტახანს ჩუმად იყვნენ დადიანები
-მამა ,სიმართლე მითხარი , რატი ჯაფარიძეა ის კაცი ვინც პორტრეტზეა დახატული?
მამა ცოტახანს დუმდა,თავი ჩაეხარა და ღრმად სუნთქავდა ,შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია...
-მაგარია..სიხარული ვერ დამალა ნუცამ
-ნუცა!!! გაჩუმდი და შენს ოთახში წადი
-მამა. მე
-ნუცამეთქი!!!
-რატომ უნდა წავიდე ითახში, რახდება საერთოდ? რატომ გააგდო ბაბუამ ბიძია სახლიდან ? სხაპასხუპით მიაყაერა კითხვები
-ნუცა ,ეხლავე წადი შენს ოთახში..გაგიჟებული ჩააფრინდა კაცი შვილს მკლავში და კაბინეტიდან ძალით გაიყვანა ,ვაჟიც იმავე გზას გაუყენა ...
კიბეზე ჩამოჯდა ნუცა და თავი ხელებში ჩარგო, პირველი შემთხვევა იყო მამა ასე რომ დაელაპარაკა,იგრძნო როგორ მიუჯდა ბექა გვერდით და როგორ მოხვია მკლავები..
-დაწყნარდი რა .. ხომიცი მამას ძველი იარები გავუღვიძეთ და ასე იმიტომ მოიქცა
-ასეთი რავკითხე? რატომ არ შეიძლება მეც ვიცოდე სიმართლე?
-ნუცა ეს დროის ამბავია ..ყველაფერი გაირკვევა,მოთმინება გვმართებს..
-მე გავარკვევ ყველაფერს ,მაინც გავიგებ..წამოვდექი და ოთახში ავედი..
კაბინეტში დავით დადიანი ცოლთან ერთად იყო დარჩენილი და ცოფებს ყრიდა
-ის აქ არის აქ ..გესმის დაბრუნდა ,იმ ყველაფრის შემდეგ მაინც დაბრუნდა!!
ჩემი ბრალია ,ჩემი ბრალია ეხლა ასეთ დღეში რომ ვართ..ჩემი ბრალია ბავშვს კითხვებზე რომ ვერ ვპასუხობ..გამწარებული ყვიროდა დადიანი და მაგიდას მუშტებს ურტყამდა
-შენი არა მამაშენის ბრალია!! ქმრის დამშვიდებას ცდიკობდა მაია ,ნელა მიუახლოვდა და მოეხვია - მე აღმოვჩნდი ლაჩარი ,მე ..ჩემი ბრალია ,რაც იმის შემდეგ გავაკეთე..მე ვარ დამნაშავე!!
-რა გააკეთე დათო,მითხარი..რა მოხდა მას შემდეგ? ..
-არ შემიძლია...მიხლებზე დაეცა დადიანი -არ შემიძლია ჩემი არაკაცობის მოყოლა არა ...წადი..მარტო დამტოვე მაი ,წადი...
მაიაც ადგა და უხმოდ დატოვა ოთახი...

-მამაჩემმა კაბინეტიდან გამომაგდო ,ძალიან გაცეცხლდა....
-არც მე მინახავს მამა ასეთი გაბრაზებული ნუც , წესიერად არაფერი ამიხსნა ..
-ხო ,მითხრა ...მითხრა ეგ კაცი ჩვენი ოჯახის წევრი აღარაა და თავი დაანებეო..შეპარვით უპასუხა ნუცამ და ნიტას რეაქციას დაელოდა
-მამაჩემმაც , მითხრა რომ შემიძლია შენთან ვიმეგობრო მაგრამ ბიძაშვილად ვერ მოგიხსენიებ...
-არ მაინტერესებს მაინც ჩემი ბიძაშვილი ხარ...
-დედამ მითხრა რომ წარსულის გაგება პირველ რიგში მე მატკენს გულს..
-მოიცა შენ რა შუაში ხარ?
-არვივი..უნდა გავიგოთ ...
-ხო ,აუცილებლად გავიგებთ..
-ნიტ..ხვალ საყიდლებზე წავიდეთ რა
-წვეულებისთვის უნდა მომზადო?
-კი...შენც აგარჩევინებ რამეს..
-კარგი წავიდეთ..

დელეფონის გათიშვა და სანდროს ზარი ერთი იყო ,ნითა ისე წამოდგა გეგონება სანდრო მის წინ მდგარიყოს ..
-გისმენ ...როგორციქნა უპასუხა
-ნიტა ჩამოდი გთხოვ ,შენთან საქმე მაქვს
-რახდება?
-გეხვეწები ცოტახნით ჩამოდი..მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სამქ მაქვს ქვევით ვდგავარ
-იცი ეხლა ძალიან გვიანია..
-ჩამოდი თორემ მე ამოვალ..იმდენად კატეგორიული ხმა ქონდა ნიტამ უარი ვეღარ გაუბედა და ჩასასვლელად მომზადა..15 წუთში უკვე ქვევით იდგა სანდროს წინ ..
-მალე მითხარი უნდა ავიდე..
-ნიტა მე...შენ ჩემი კარგი მეგობარი ხარ ხომასეა...
-სანდრო რატომ ნერვიულობ? ასეთი რამოხდა?
-მე შემიყვარდი ნიტა ...სწრაფად მიახალა და ღრმად ამოისუნთქა ,თითქოს ლოდი მოეხსნაო..ნიტა ცოტახანს გაკვირვებული უყურებდა , ხმას ვერ იღებდა , თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა ,გული გამალებით უცემდა ,ერთდროულად სიხარული, ბედნიერება , სიამაყე და შიში იგრძნო..
-სანდრო მე..შენ..რა ? მართლა? ზლივს მოაბრუნა ენა პირში
-ხო ნიტა მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ..დღე არ გავა შენზე არ ვიფიქრო, შენ ისეთი სუფთა ხარ ,ისეთი კარგი...ვიცი შენს სიყვარულს არ ვიმსახურებ მაგრამ...უცებ გოგონას ხელები იგრძნო კისერზე , თვითონაც მიიკრა გულზე , პატარა სიფრიფანა გოგონა , ისეთი თბილი იყო ,ისეთი ნაზი ,ეშინოდა ხელში არ გაეჭყლიტა , უნდოდა სულ ესე ყოლოდა გულზე მიხუტებული ,მის სურნელს გრძნობდა ,ლიმნის სურნელი ასდიოდა ,შემდეგ ხელი გაუშვა , გოგონას სახე ხელებში მოიქცია ,კიდევ ერთხელ ჩახედა თბილ ,ყავისფერ თვალებში -ეს იმას ნიშნავს რომ შენც გიყვარვარ?
,მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა როცა გოგონამ თავი დაუქნია ,ცოტახანს კიდევ უყურა თვალებში შემდეგ კი ამდენი ხნის ნატვრა აისრულა ,აი მაშინ იგრძნო ნიტამ რა იყო პირველი კოცნა ..скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი talia

ეგრე პირველიიიი,ვაიმე ისე გამახარე ჩემო კნუტო შენი მოთხრობით რო ჭკუაზე აღარ ვარ გავიქეცი წავიკითxო. kissing_heart

 



№2  offline წევრი teengirllove

talia
ეგრე პირველიიიი,ვაიმე ისე გამახარე ჩემო კნუტო შენი მოთხრობით რო ჭკუაზე აღარ ვარ გავიქეცი წავიკითxო. kissing_heart

martlaa? :)))) mixaria , mteli gulit

 



№3  offline წევრი naniko mindia

Magaria kargia warmatebebi, veli shemdegs ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№4  offline წევრი teengirllove

naniko mindia
Magaria kargia warmatebebi, veli shemdegs ❤️❤️❤️

madloba :))

 



№5  offline წევრი Girl with pretty smile

ისევ ინტრიგა მაგრამმ მთავარი მოხდაა)) აუ როგორ გამახარე შენ არ იციი))ასე გააგრძელე წარმატებები))

 



№6  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
ისევ ინტრიგა მაგრამმ მთავარი მოხდაა)) აუ როგორ გამახარე შენ არ იციი))ასე გააგრძელე წარმატებები))

madloba , es shen gamaxare sheni komenyarit :))

 



№7 სტუმარი სტუმარი shalo

radros atareb feiqsbuqze

 



№8  offline წევრი skida

აჰ როგორც იქნა. კარგი იყო შემდეგსაც ასეთს ველი

 



№9  offline წევრი teengirllove

skida
აჰ როგორც იქნა. კარგი იყო შემდეგსაც ასეთს ველი

madloba :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent