შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ (თავი 3)


3-04-2018, 08:29
ავტორი ლიდია
ნანახია 347

მხოლოდ შენ (თავი 3)

თავი 3
მომდევნო დღეს ნამდვილად ზეციური ძალების წყალობით მოვახერხე ადგომა, საჭმლის მომზადება, ჭამა და სკოლაში წასვლა.
დაჩი დღეს სკოლაში არ მოდიოდა.
სალომე კი ჩვეულ ნოტაზე იყო. მუხლებამდე წითელი კაბა ეცვა, თეთრი კოპლებით. იღიმოდა და პოზიტივი მოჰქონდა, მაგრამ მე ნამდვილად არ მეღიმებოდა.
კლასში ისევ ზუკას გვერდით მომიწია დაჯდომა. ვცდილობდი აღარ შემეხედა, სალომეს ის უყვარდა, მე კი სალომეს მეგობარი ვარ ან მალე ვიქნები და არ მინდა მათ შორის ჩავდგე.
როგორც ჩანს შეამჩნია ჩემი უხასიათობა.
-რა გჭირს? ბევრს არასდროს ლაპარაკობ, მაგრამ დღეს არც მომესალმე.. - ნაწყენისავით ჩაილაპარაკა.
-სალამი.
-დღეს სადღაცას უნდა წაგიყვანო.
-ბატონო?! - მოვუბრუნდი სერიოზული სახით, ჩემდა გასაკვირად ისიც სერიოზული იყო.
-დედამ დამავალა შენი ერთ ადგილას წაყვანა. ბევრს მუშაობს და თავად ვერ ახერხებს შენ ნახვას. ჰოდა.. მე უნდა წაგიყვანო, ეს აუცილებელია.
-თუ არ მეტყვი სად, არც გამოგყვები!
-დედაშენის საფლავზე.
ძარღვებში სისხლი გამეყინა, უსიამოვნო შეგრძნებამ მთელ ტანში დამიარა. ვცდილობდი სკამიანად არ გადავყირავებულიყავი.
-ხომ კარგად ხარ? - ზუკამ მხარზე დამადო ხელი.
ხელზე დავხედე.
ვარსკვლავთბიჭუნას ძალიან ლამაზი, გრძელი და თლილი თითები ჰქონდა, დაჩიზე ლამაზი თითები.
მაინც ჩავხედე ნაცრისფერ თვალებში.
სახე ხელებში ჩავრგე და თავი დაუქნიე.
-კარგად ვარ.
-ეს.. ეს რა არის? - მკითხა დაძაბული ხმით.
-რაზე ამბობ?
-შენი ხელი...
ჩემი მტევანი ხელებში მოიქცია.
მტევანს დავაკვირდი, ჩამწითლებოდა და ნელ-ნელა სილურჯე ეპარებიდა. ზუკამ ხელი გადაუსვა და ტკივილისგან შევკრთი.
-ბოდიში.. ვინმე ცემე? - იმდენად დაძაბული და გაოგნებული იყო გამეცინა.
-არა. კედელს დავარტყი.
-რატომ?
-მე.. ასეთი ვარ. გიჟი. წამომივლის ხოლმე ხანდახან და რადგან საკუთარ თავს არაფერს ვუშავებ, მინდა ენერგია რამეზე დავხარჯო. მეც კედელს ვურტყამ, რადგან სხვასაც ვერაფერს დავუშავებ. - პირიდან სიტყვები თავისით ამომდიოდა.
არ ვიცი რატომ ვენდობი ზუკას. რატომ მიზიდავს ასე ძალიან. რატომ ვუშლი გულს?
-ასე არ შეიძლება. ეგეთ მომენტებში მიპოვე და მე დამარტყი ხოლმე.
გამეცინა.
-სერიოზულად?
-ჩემ ტკივილს არ დავეძებ, უბრალოდ შენ თავს არ მიაყენო ზიანი. არ გენანება მაინც ეს ლამაზი მტევნები?
ზუკას თითებს ჩემ მკლავზე ვგრძნობდი და მთელ ტანზე ბუსუსები მივლიდა.
ხელი გავაშვებინე და მასწავლებლისკენ მივმართე მთელი ყურადღება.
არ უნდა შემიყვარდეს!
მასსა და სალომეს შორის ვერ ჩავდგები.
ეს არასწორია.
ქართულის გაკვეთილი მოსაწყენი იყო. მეც ამოვიღე თაბახის ფურცელი და ხატვა დავიწყე. უბრალოდ ვხატავდი, არც ვიცოდი რას.
მაგრამ როდესაც კარგად დავაკვირდი და ფურცელზე ბიჭი დავინახე, კანკალმა ამიტანა.
თაბახზე ზუკა დამიხატავს, გაუცნობიერებლად.
მისი თმა და ყბის მოყვანილობა ვიცანი.
-ვინ დახატე? - გადმოიხარა ზუკა და სანამ ნახატს დაინახავდა სასწრაფოდ დავკუჭე და გადავაგდე.
-არავინ.
გაკვეთილების შემდეგ ზუკას მანქანით უცნობ ადგილას წავედით. ხმას არცერთი ვიღებდით.
სასაფლაოს მივუახლოვდით.
-მზად ხარ? - მკითხა მან.
-კი. - ყოყმანით წარმოვთქვი.
მანქანიდან გადავედით. ზუკამ გზა კარგად იცოდა,ალბათ მაიამ ასწავლა, მალევე მიაგნო დედაჩემის საფლავს.
“სოფი”.
მხოლოდ და მხოლოდ ეს ეწერა.
მივუახლოვდი საფლავს და ცივ მიწაზე დავიჩოქე. საფლავის ქვას გადავუსვი ხელი, შემდეგ კი მიწას მოვეფერე.
-დე... - ამოვღერღე და ლოყაზე წყლის წვეთი დამეცა.
მაგრამ შემდეგ გავიაზრე, რომ ეს წყლის წვეთი კი არა ჩემი ცრემლები იყო.
ჩემი ცრემლები!
მე.. მე ვტიროდი!
თითქოს ათი წლის დაგროვილმა ცრემლებმა ერთად იფეთქაო. მოთქმით ვტიროდი და ვეკვროდი ცივ მიწას, რომლის ქვეშაც დედაჩემის გახრწნილი სხეული ესვენა.
-დე როგორ მაკლიხარ ნეტა იცოდე, როგორ მინდა შენთან ყოფნა, როგორ მინდა მყავდეს ვინმე მრჩეველი. ახლა ძალიან მიჭირს, ძალიან. არ ვიცი რა გავაკეთო, ვის ვენდო და ვინ მიყვარდეს.. - გავჩუმდი, რადგან გამახსენდა, რომ უკან ზუკა მედგა.
მომიახლოვდა და დამელოდა.
როდესაც წამოვდექი ისევ ვტიროდი.
უხმოდ დავტოვეთ სასაფლო და ის-ის იყო მანქანაში ვჯდებოდი, რომ ვარსკვლავთბიჭუნამ შემაჩერა.თავისკენ მიმაბრუნდა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
პირველად ვეხუტები ბიჭს, ადრე ბავშვობაში, მხოლოდ მამას ჩახუტება მახსოვს.
მჭიდროდ მოვხვიე ხელები ძლიერ ზურგზე და ჩემი თავი მის კისერში ჩავრგე.
თავისი თლილი თითებით თმაზე მეთამაშებოდა და თავზე მკოცნიდა.
ვგრძნობდი მის სუნს - მამაკაცის სუნამოსა და რაღაც ტკბილ სურნელს.
-დამშვიდდი ნუციკო. ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი ახლა გიჭირს, მაგრამ უნდა გაუშვა ეს დარდი, ნუღა იქნები ჩაკეტილი საკუთარ თავში და გამოცოცხლდი. ხშირად გაიღიმე, არც კი იცი როგორ გიხდება ღიმილი, არც ის იცი რა ლამაზი ხარ, განსაკუთრებული.. გასაოცარი ხარ. მზე ხარ, რომელსაც მთვარის ჩრდილი ფარავს.
ხმა ვერ ამოვიღე.
სახლამდე მიმიყვანა.
-ძალიან დიდი მადლობა ზუკა.. ყველაფრისთვის. - ვუთხარი, გავუღიმე და უცბად გადავედი მანქანიდან.
სახლის ეზოში დაჩი დამხვდა.
-რატომ დაიგვიანე? სალომემ მითხრა ზუკას გაჰყვა სადღაცო..
-ჰო. ზუკამ წამიყვანა და მომიყვანა.
-და სად?
-გრძელი ამბავია.
-მე არსად მეჩქარება.
-კარგი. მაშინ სახლში შევიდეთ, საქმეები მაქვს, მცივა და მშია.
სახლში შევედით, თან ვჭამდი და თან შიგადაშიგ ვლაპარაკობდი.
-თავშესაფარში თვეში ერთხელ ერთი პოლიციელი ქალი მაია მაკითხავდა, რომელმაც აქ მიშოვა სამსახური, სკოლაშიც მისი ხელშეწყობით ჩავირიცხე. ხოდა მაიას შვილია ზუკა, აქედან ვიცნობ და აქედან ვენდობი.
-ვიცი ვინცაა მაია, ეგ და დედაჩემი კვლავ მეგობრობენ, მე არ მომწონს ეგ ტიპი.
-მხოლოდ და მხოლოდ მამიდამისის გამო? კაი დაჩი რა! რა მაგისი ბრალია. ძალიან კარგი ბავშვია.
-მამიდამისზე საიდან იცი?
-სალომემ მითხრა.
-ისე სხვა ვინ გეტყოდა.. ნუ მე მაინც არ მომწონს ზუკა.
-დაჩი მისმინე, მგონი ზედმეტები მოგდის! მე ამ სახლში მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მსახური ვარ. არ გაქვს უფლება მიმითითო ვისთან ვიარო და ვისთან არა. ზუკამ დედაჩემის საფლავზე წამიყვანა, პირველად ვნახე დედაჩემის საფლავი და მან მაიას დანაბარებით წამიყვანა! დაკმაყოფილდი? - ავდექი და ოთახში ისე ავედი პასუხისთვის არც მომისმენია.
საღამოს ვახშმისთვის ჩავედი დაბლა. ელზა უკვე მოსულიყო.
-ნუციკო ესეც შენი პირველი ხელფასი. კარგი გოგო ხარ. - თვალი ჩამიკრა და კონვერტი გამომიწოდა. მადლობა გადავიხადე და გამოვართვი. გადავწყვიტე ვახშმის შემდეგ საყიდლებზე წავსულიყავი.
გარეთ გასვლას ვაპირებდი დაჩის ხმამ რომ შემაჩერა.
-სადმე მიდიხარ?
-საყიდლებზე, ტანსაცმელი მინდა ვიყიდო..
-წაგიყვან, არ იცნობ აქაურობას კარგად.
-არ არის საჭირო..
-საჭიროა. წავედით.
სპილენძისფერ თმაში შეიცურა ხელი დაჩიმ და გოგონას გარეთ გაჰყვა.
დიდ სავაჭრო ცენტრში მივიდნენ.
-მე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მაისურის და ერთი ჯინსის ყიდვა მინდა, თავადაც გავართმევ თავს.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ.
ბევრი ჭირვეულობის შემდეგ დაჩიმ დამიყოლია, რომ შავი ფერის გარდა სხვა ფერის მაისურები მეყიდა.
წითელი ჰუდი, ყვითელი ზურგამოჭრილი მაისური და ლურჯი ტოპიკი ვიყიდე. ასევე ერთი მაღალწელიანი ლურჯი ჯინსი. ბოლოს მხოლოდ 30 ლარი შემომრჩა და გადავწყვიტე შემენახა.
ის-ის იყო გასახდელიდან გამოვედი, რომ ვიღაცას შევასკდი.
-ღმერთო ჩემო, ბოდიშით! - ვთქვი.
-ნუცა?
ზუკა აღმოჩნდა.
დაჩი გარეთ მიცდიდა.
-აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაოცებულმა.
მან კი იმ სიცილით გაიცინა, ასე ძალიან რომ უხდება.
-ტანსაცმელს ვყიდულობ, რას უნდა ვაკეთებდე. მარტო ხარ?
-მე.. არა.. დაჩიმ მომიყვანა..
-გასაგებია.. - ნამდვილად დაიძაბა ზუკა. - კარგი აბა ხვალამდე.
უხერხულად გადამკოცნა და წავიდა.
გარეთ გავედი და დაჩის მანქანაში ჩავჯექი.
-სად ხარ ამდენ ხანს?
-იქ.. ზუკას შევხვდი და შევყოვნდი.
-ოჰ..
-რა?
-არაფერი.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. სახლამდე ჩუმად მივედით. სანამ ოთახში შევიდოდი დაჩიმ თავისკენ მიმაბრუნა და მასსა და კედელს შორის მომიმწყვდია.
-არც კი იცი ახლა თავს როგორ ვიკავებ, რომ არ გაკოცო.. მაგიჟებ ნუცა, შენი მწვანე თვალები და იდუმალებით მოცული სამყარო მაგიჯებს. ვიცი ზუკა მოგწონს, ამას ვგრძნობ, მაგრამ ერთი ის იცოდე, რომ არასდროს დავნებდები. ოდესღაც ჩემი იქნები.
ყელში მაკოცა და ოთახში შევიდა. გაოგნებული დიდხანს ვიდექი კედელთან. სალომემ გამოიარა.
-ეიი - ხელები ამიფრიალა სახის წინ და ახლაღა დავაკვირდი მას. - ისე გამოიყურები თითქოს ახლახანს სიყვარული აგიხსნესო. კარგად ხარ?
-მე... კი კარგად ვარ.
ოთახში როგორც კი შევედი ვიტირე.
დღეს უკვე მეორედ. ვიცლებოდი ცუდი აურისგან.
ვიცი დაჩისა და ზუკას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს. თუ ზუკას ავირჩევ სალომე გადამემტერება, ხოლო თუ დაჩის ავირჩევ მის ყოველ შეხებაზე ტკივილს ვიგრძნობ, რადგან ვარსკვლავთბიჭუნა გამახსენდება.
ასე გავიდა ორი თვე. გაურკვევლობაში.
ცალკე ზუკა.
ცალკე დაჩი.
ცალკე ჩემი უფერულო ცხოვრება, რომლის გაფერადებასაც უიმედოდ ვცდილობდი.
-ნუცა არ გინდა დღეს ერთად გავისეირნოთ? - მითხრა ზუკამ სკოლის მერე.
-მე სამსახური მაქვს და ვერ მოვახერხებ. შეგვიძლია ახლა გავიაროთ ცოტა ხნით.
-კარგი.
ათი წუთი ჩუმად ვიყავით, სიჩუმე მან დაარღვია.
-ნუციკო რაღაც მინდა გითხრა. - ნერვიულად გამიღიმა. უეცრად მოულოდნელმა სურვილმა შემიპყრო, რომ იმ დაჩხვლეტილ ლოყაზე მეკოცნა.
-გისმენ.
“ოღონდ ახლა არ მითხრას მომწონხარო, თორემ თავს ვერ შევიკავებ”-ვფიქრობდი ჩემთვის.
-მე.. იცი, მიყვარხარ.
რაო?
მომესმა?
ზუკამ მითხრა.. მიყვარხარო?
ვარსკვლავთბიჭუნამ ეს მითხრა?
ყოველღამე რომ მესიზმრება როგორ მიხსნის სიყვარულს, ახლა ცხადში ამიხდა?
-ხუმრობ?
-მიყვარხარ! როგორ შეიძელბა ასეთ რამეზე ვიხუმრო? ჩემი სიყვარული შენ მიმართ ზეციურზე მაღლა დგას... ახლა ვეღარ გავჩერდები, ვკვდები ისე მინდა რომ... - სიტყვა არ დაუმთავრებია ისე მაკოცა ტუჩებში.
გაოცებულმა თვალები დავჭყიტე.
ათასჯერ მაინც დამსიზმრებია როგორ მპარავდნენ პირველ კოცნა.
მაგრამ ეს.. ეს რაღაც საოცარი გრძნობა იყო, ვგრძნობდი ჩვენი გულისცემა როგორ გაერთიანდა.
კოცნაში ინსტიქტურად ავეყვი და მჭიდროდ მოვეხვიე, ფაფუკ თმაში შევუცურე ხელი, მან კი წელზე მომხვია.
ვნებით, მაგრამ ამავდროულად საშინლად ნაზად მკოცნიდა.
ძლივს მოვწყდით ერთმანეთს.
-მეც მი... - ის-ის იყო უნდა დამევიწყებინა ყველაფერი და მეთქვა მეც მიყვარხართქო, რომ ზუკას უკან, მოშორებით მდგარი სალომე შევნიშნე, რომელიც ცრემლიანი თვალებით გვიყურებდა.
ეს რა ჩავიდინე!
სალომე გაიქცა, მე ზუკა მოვიშორე და სახტად დავტოვე. თავად კი სალომეს გავეკიდე. ვყვიროდი მის სახელს მაგრამ არ იხედებოდა.
გზაზე გადადიოდა და ვერ შეამჩნია მანქანა, რომელმაც დაარტყა.
-აარააააა! - იმხელაზე დავიყვირე, ალბათ ჩემი განწირული ხმა მთელმა ქალაქმა გაიგო.





დამდადადაამ! :დდ
დავძაბე სიტუაცია.
დააკომენტარეთскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

მართლაც დაძაბეე:დდ არვიცი რატომ მარა ნუცა დაჩისთან მინდაა იმედია სალომე კარგად იქნებაა რაღაცმხრივ მაინც დაალაგე სიტუაციაა ველი შემდეგს❤❤❤

 



№2  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
მართლაც დაძაბეე:დდ არვიცი რატომ მარა ნუცა დაჩისთან მინდაა იმედია სალომე კარგად იქნებაა რაღაცმხრივ მაინც დაალაგე სიტუაციაა ველი შემდეგს❤❤❤

ვნახოთ ვნახოოთ :დდ ❤️❤️❤️❤️❤️

 



№3 სტუმარი Nini

maledade ra movkvdi

 



№4  offline წევრი ლიდია

Nini
maledade ra movkvdi

xval davdeb❤️❤️❤️

 



№5 სტუმარი Nini

Dges dadebxo ? malera dacotadidi dzalianmagaria ????????????

 



№6  offline წევრი ლიდია

Nini
Dges dadebxo ? malera dacotadidi dzalianmagaria ????????????

madloba, ai vwer axla da vecdebi yvelabairad rom davdo❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent