შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი ტყუილები #3 დასასრული


3-04-2018, 10:49
ავტორი TeddyBear
ნანახია 700

ტკბილი ტყუილები #3 დასასრული

03.04.18

ყველა ძველი დანგრეული შენობის უკან დგას ისტორია, რომელიც საიდუმლოებებსა და საოცარ ამბებს ინახავს.


*-*-*-*-*-*
ელი ოთახის ერთ-ერთ კუთხეში ჩამალულიყო, ხელში სურათებით სავსე ძველი ალმობი ჩაებღუჯა და მწვანეთვალება ბიჭისა და საკუთარი თავის გამოსახულებით ღიმილიან სახეებს დასცქეროდა. ოთახში ისევ ხმამაღლა ჟღერდა წარსულიდან გადმონაშთი, გრძნობებით სავსე სიმღერა. ელი ფეხზე წამოიმართა, გრძნობებისაგან თავბრუდახვეულს მთელი სხეული დაბუჟებოდა, დინჯი ნაბიჯებით გაიარა გზა კარადისაკენ, ალბომი კუთხეში მდგარ მაგიდაზე დადო და კარადიდან ტანისამოსის გამოლაგება დაიწყო. ხელებიცა და თითებიც ინსტიქტურად მოქმედებდნენ, ელის გარეშე გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი და გაუჩერებლივ ალაგებდნენ მაისურებსა და შარვლებს მუქ ლურჯ ზურგჩანთაში.
დერეფნიდან სწრაფი, ნერვიული ნაბიჯების ხმა ისმოდა, ვიღაც შეუსვენებლად მოდიოდა ელის ოთახისაკენ. ელი კარებისაკენ გაემართა, ძლიერად ჩაბღუჯა სახელური და დაუფიქრებლად გამოხსნა კარი. ელის წინ მამის შეშინებული სახე და არეული თვალები წარმოუდგა. ვალტერ ბრაუნი ძალაგამოცლილი მიყრდნობოდა კედელს და გულთან ხელებმიბჯენილი ცდილობდა თავის დამშვიდებას. მღვრიე, ცრემლნარევი ყავისფერი თვალებით ევედრებოდა ვალტერი შვილს პატიებას. ელი გაქვავებული სხეულის ამოძრავებასა და მთრთოლვარე ბაგეების დამშვდიდებას ცდილობდა, მაგრამ ყელთან მობჯენილი მძიმე ბურთულა არაფრის საშუალებას არ აძლევდა.
-ელი..- დერეფნის ბოლოდან დედის ხმა მოესმა გოგონას, ქალი გაკვირვებული სახით შესცქეროდა მეუღლესა და შვილს.- რა მოხდა ?.- რამდენიმე ნაბიჯით წაიწია მეუღლისაკენ.- ვალტერ.- ახლა მეუღლეს მიმართა ქალმა. ვალტერ ბრაუნმა ქალს ამოხედა, მკრთალი ღიმილით გაუქნია თავი და კედელს მიყრდნობილი ძლივს-ძლივობით წამოიმართა.
-მე და ელიმ უნდა ვისაუბროთ, სარა.- ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა და კარებში მდგარი ელისაკენ წავიდა.
-კი, მაგრამ...- დაბნეული ადგილზე შეირყა.- რამე მოხდა ?
-ჰო, სარა. მოხდა.- ისევ მკრთალად გაუღიმა ვალტერმა და მავედრებელი თვალებით გაიხედა მეუღლისაკენ.
სარა პირველად ხედავდა ქმრის თვალებში ჩაბუდებულ შიშსა და სევდას. სიტყვის უთქმელად მიბრუნდა უკან და დინჯი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი. ვალტერი შვილისაკენ მიბრუნდა, ელი კარებს მოშორდა, საწოლისაკენ გადაადგა ნაბიჯები, ვალტერსა და ელის ახლა მხოლოდ ერთი რამ აკავშირებდათ, ორივეს ერთნაირად აწვალებდა რაღაც, უღრღნიდა გულს და ორივე ისე ჩათრეულიყო ტკბილი ტყუილების ქსელში, რომ იქიდან თავის დაღწევა უჭირდათ.
-მინდა ვიცოდე, რატომ ?.- ელი მამისაკენ შეტრიალდა, ვალტერი ხელებჩამოყრილი ჩამომჯდარიყო იატაკზე და სევდიანი ღიმილით შესცქეროდა ელის.
-ელი, მე მამა ვარ. მშობელი ვარ შენი და ჩემი მოვალეობა, სასიამოვნო მოვალეობა, ყოველთვის ის იყო, რომ დამეცავი შენ და მყვარებოდი ისე, როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი.
-და ამისათვის საჭირო იყო ტკბილი ტყუილებით გამოგეტენა ჩემი თავი ?
-თუ საჭირო იქნებოდა, ჰო! მე ყველანაირი ტკივილი უნდა ამეშორებინა შენთვის, გესმის ? 16 წლის იყავი, და მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ უნდა ვყოფილიყავი კარგი მშობელი.
-გახსოვს რამდენიმე დღის წინ გითხარი, ტკბილი ტყუილები ანადგურებენ ადამიანს, ისე ანადგურებენ, რომ მიწაზე დაცემულს წამოდგომაში კი არ ეხმარებიან უფრო მეტად უკარგავენ წამოდგომის შანსებს-მეთქი.
-მახსოვს, ელი.
-და მაინც მომატყუე მამა, ისე გამხვიე ტყუილების ქსელში, რომ ახლა იქიდან თავის დაღწევა მიჭირს.
-ელი...
-ვინ არის ნოა ?
-თქვენ გიყვარდათ ერთმანეთი.- ღრმად ამოისუნთქა მამაკაცმა.- ყოველშემთხვევაში ის ასე ამბობდა.
-და შენ არ დაუჯერე მას, ხომ ასეა ?
-ჰო, ასეა.- ფეხზე წამოიმართა ვალტერი.- არ დავუჯერე, რადგან ის იყო მამაკაცი დაულაგებელი ცხოვრებით, არაფერი ჰქონდა ელი, საერთოდ არაფერი.
-როდიდან წყვეტს სიყვარულის არსებობას მატერიალური მხარე ?
-ელი, მე...
-ჰო, შენ მამა ხარ, მშობელი ხარ ჩემი.- მკრთალად ჩაეღიმა ელის.- მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ტყუილში მაცხოვრო, დამაკარგვინო ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და თან რის გამო, მისი მატერიალური მხარის გამო.
-ავარიაში მის გამო მოყევი ელი, ახლა რომ არაფერი გახსოვს მისი ბრალია, გესმის ?
-იცი, ადამიანის დადანაშაულება ძალიან ადვილია. ყველაფერს მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებ და არ გაინტერესებს რა ხდება მეორე მხარეს.
-მაპატიე, ელი.- ცრემლნარევი ხმით ამოიჩურჩულა მამაკაცმა.- მაპატიე, რომ არცერთხელ მოვუსმინე ნოას.
-მიპატიებია მამა.- მკრთალად გაიღიმა ელიმ და მამაკაცს მიუახლოვდა, ცრემლიანი ტუჩებით შეეხო მამის უხეშ ლოყასა და შეჭმუხნულ შუბლს.- მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
ელი საწოლზე მიგდებულ ჩანთასა და ქურთუკს დასწვდა, უკანმოუხედავად დატოვა ოთახი და საწოლზე ჩამომჯდარი მხრებაკანკალებული მამა.

ელის ნაბიჯები დერეფანში გაიფანტა, თითქოს შესუსტდა და ისევე გაქრა თვალსაწიერიდან, როგორც ბუმბული.

*-*-*-*-*-*-*

ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ ქუჩები ელის თვალსაწიერიდან, გოგონა მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო, ფანჯრიდან შემომავალი თბილი ჰაერი ნაზად უწვავდა სახესა და თვალებს. მანქანაში ისევ ნაცნობი მუსიკა და სურნელი ტრიალებდა, ნოას აქაც დაეტოვებინა საკუთარი კვალი და ელიც მთლიანად ჩაძირულიყო ბიჭის მიერ მოტანილ ზმანებაში. ალექსანდერი ჩუმი ღიმილით შესცქეროდა ბედნიერ ელის, ორი წლის შემდეგ პირველად ხედავდა ელის სახეზე გამოსახულ ღიმილსა და თვალებში ათამაშებულ ჭინკებს. ელის ხელებს შორის ისევ ძლიერად ჩაებღუჯებინა ძველი ალბომი და თითების ნაზი რხევით ეფერებოდა მის კიდეებს. მანქანა მატარებლის სადგურზე გაჩერდა, ელიმ სასწრაფოს წამოკრიბა სავარძელზე მიმოყრილი ნივთები და ზურგჩანთაში დაუდევრად ჩაყარა. ალექსანდერი ისევ ღიმილით შესცქეროდა მოუსვენარ ელის, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, ელის მხარეს მიუახლოვდა და კარები გამოაღო.
-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, მის ელი.
-გმადლობ.- ღიმილისაგან გაპობილი ბაგეებით უპასუხა ელიმ.- ალექსანდრ, სასწაულების გჯერათ ?
-მჯერა, მის ელი. მჯერა, რომ ყველა ჩვენგანს პატარა საიდუმლოებებითა და სასწაულებით სავსე ყუთი გველოდება სადღაც.
-და იმედია ყველანი ვიპოვით.- მკრთალი ღიმილით დაუკრა თავი ელიმ და ბედნიერი გამობრუნდა მატარებლისაკენ.
მატარებლის კუპე, სადაც ელი „დასახლებულიყო“ წითელი და შავი ფერებით შემოსილიყო. ფანჯარასთან ჩამოკიდებული შვინდისფერი ფარდა გაცრეცილიყო, მაგიდასაც გადასვლოდა უწინდელი ფერი და ახლა წარწერებითა და ნახატებით იმშვენებდა თავს. ელი ფანჯარასთან ახლოს ჩამოჯდა, ყურსასმენები გაიკეთა და სიმშვიდეში ჩაფლულმა გადაშალა ალბომის ყრდა. პირველ ფურცელზე შავი კალმით წაეწერათ - „ილაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო“.

*-*-*-*-*-*

„-სიყვარული რა ფერია ?
-ცისფერი
-რატომ ?
-ცა ღმერთთანაა ახლოს. სიყვარული კი ერთადერთი გრძნობაა, რომელიც შენი გაღმერთების საშუალებას მაძლევს.“


*-*-*-*-*-*

ელი პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩაზე იდგა ზურგჩანთით ხელში, ქუჩის ორივე კუთხიდან მუსიკისა და ჟრიამულის ხმა გამოდიოდა. მოსაღამოვებულიყო, მზესაც ჩაემალა პირი და მთვარისათვის დაეთმო ადგილი ცაზე. ქუჩის ბოლოს წითელი სპორტული მანქანა დაეყენებინათ, ელი მანქანისაკენ გაემართა, ნერვიულად მოჭმუჭნა ხელში ჩაბღაუჭებული ფურცელი და ერთ-ერთი ბარიდან გამოსულ მამაკაცს დააკვირდა. მამაკაცი მანქანისაკენ წავიდა, კარები გამოაღო და მხოლოდ წამით გამოხედა ელის, მკრთალად გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა. მამაკაცი ძალიან განსხვავდებოდა ნოასაგან.
-აქვე ახლოს რბოლები იმართება, ამიტომაც აქ ხშირად შეხვდები სპორტულ მანქანებს.- ელის უკნიდან მოუახლოვდა გოგონა.- გამარჯობა, მე სანდრა მქვია.- სანდრას მწვანე თვალები და ქერა თმა ჰქონდა, ძალიან ჰგავდა ნოას და მასსავით ცივი სურნელი ასდიოდა.
-ელი, მე ელი ვარ.- მკრთალად გაუღიმა სანდრას და სასტუმროსაკენ გაემართა.- დღესაც იქნება რბოლა ?.- ჩუმი ხმით ჩაიჩურჩულა და სანდრასაკენ გაიხედა.
-ჰო, პირველზე დაიწყება. თითქმის ყოველ კვირას იმართება.
სასტუმროში შესულ ელის ისევ მუსიკა უკვალავდა გზას, მისი ცხოვრება მუსიკითა და ნოათი იმართებოდა. ნოა წამყვანი თოკი იყო, რომელიც ძლიერად ჩასჭიდებოდა ელის და მთელი ძალით ცდილობდა საყვარელი ქალის დაბრუნებას. სასტუმრო ზღვის ტალღებს მოგაგონებდათ ხან აბობქრებულსა, და ხანაც მშვიდს. კედლებისათვის მუქი ლურჯი შეეხამებინათ, იატაკი კი ხისაგან იყო დამზადებული, გავლისას ერთიანად ჭრაჭუნობდა და სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
სასტუმროც ძველი იყო, ფანჯრები და კარებები უკვე მორყეულიყო, ადამიანებიც კი სიძველის სურნელს ატარებდნენ და ერთიანად ცდილობდნენ ელის გულში შეღწეულიყვნენ.
ელი მისთვის განკუთვნილ ოთახს მიუახლოვდა, „ნომერი 247“ წაეწერათ კარებზე. ელის ჩაეღიმა, სასტუმრო ძალზედ პატარა იყო და შეუძლებლად მიაჩნდა 247 ოთახი ასეთ პატარა შენობაში დატეულიყო.
ოთახი ღია ცისფრად შეეღებათ, კუთხეში ერთი საწოლი და დივანი მიედგათ. მთავარ კედელზე მუქი ლურჯი და თეთრი ფერებით გამოესახათ ტალღები. სასტუმროს პატრონს ძალიან უნდა ჰყვარებოდა ზღვა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი.
ელი ახლაღა მიხვდა, თუ რისი სურნელი ასდიოდა ნოას - ციტრუსის, რომელიც მთლიანად გაბნეულიყო ელის საწოლზე.
წითელი მანქანა,
ზღვისპირა სახლი...
ყველა და ყველაფერი ისევ ნოასთან მიდიოდა და ეს აგიჟებდა ელის, აგიჟებდა, თუ როგორ შეეძლო ნოას ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მომენტებში ჩაედო მათი წარსულის კადრები.

*-*-*-*-*-*

სიგარეტისა და ალკოჰოლის სურნელით გაჟღენთილიყო ოთახი, მამაკაცები საბილიარდოსთან შეკრებილიყვნენ და ღიმილნარევი სახეებით გადაჰყურებდნენ ერთმანეთს. სპორტული მანქანები ერთმანეთის მიყოლებით ჩაეყენებინათ, ვიღაც მთელი ხმით გაყვიროდა და მის ყვირილში მთლიანად ჩაკარგულიყო მუსიკის ხმა. გოგონა მოკლე შორტებითა და მაისურით მანქანების წინ ჩამომდგარიყო და წითელი დროშა აღემართა. ყველაფერი ფილმის სიუჟეტს დამსგავსებულიყო, ელი სანდრას გვერდით ჩამომდგარიყო და წითელ მანქანაში მჯდარი მამაკაცის დანახვას ცდილობდა. მამაკაცის გამოკვეთილი ყბების, კისრისა და შავი პერანგის გარდა თითქმის არაფერი ჩანდა. ელის გონებაში აფუთფუთებული აზრი, რომ მანქანაში ნოა იჯდა მთელი სიძლიერით აწვლებდა.
საყვირის ხმა გაისმა, გოგონამ სექსუალური მოძრაობით ააფრიალა დროშა და ეშმაკური ღიმილით გახედა გზაზე გავარდნილ მანქანებს.
-მეგონა ასეთი სიტუაციები მხოლოდ ფილმებში იყო.- გაეღიმა ელის.
-არა, დამიჯერე ასეთი სიტუაციები რეალურ ცხოვრებაში უფრო ჭარბობს. მთელი ცხოვრებაა აქ ვარ, პატარაობიდან ამ ქალაქს ვუყურებ, ამ ადამიანებს ვიცნობ და ეს ფილმი ნამდვილად არ არის.
-არ ეშინიათ ?
-რისი ?.- გაეცინა სანდრას.- ანდრენალინი მათი ცხოვრებაა, შეუძლებელია რომელიმე მათგანს ეშინოდეს იმის, რაც უყვართ.
-ჰო, ალბათ.- მკრთალად გაიღიმა ელიმ და ფინიშთან მოსულ წითელ მანქანას გააყოლა მზერა.- ეს ნოაა, არა ?
-ალბათ, შესაძლებელია.- თვალი ჩაუკრა სანდრამ და ბარისაკენ მიტრიალდა.- არაყი.- ბარმენს მიუთითა ჭიქისაკენ.
მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა, შავ თმაზე გადაისვა ხელი და დინჯი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისაკენ. ელიმ სანდრას გახედა, გოგონა არყის ჭიქას დაჰყურებდა და თან ღიმილით ესაუბრებოდა ბარმენს. სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვა გასასვლელისკენ წასულ მამაკაცს. ხელები ნერვიულობისაგან გაოფლიანებოდა ელის, მამაკაცი კი ისევ მშვიდად მიიწევდა წინ, გვირაბი იწყდებოდა, ბნელი და საშიში, მამაკაცს კი ერთხელაც არ გამოუხედავს ელისაკენ, ელიმ კი ზუსტად იცოდა, რომ მამაკაცი ხვდებოდა ელი რომ უკან მიჰყვებოდა.
სიბნელე შემოეპარათ, საკუთარი ნაბიჯების ხმის გარდა აღარაფერი ესმოდა ელის. აღარც მამაკაცის ნაბიჯებისა და სუნთქვის ხმა ამშვიდებდა ელის. ხელებაკანკალებული მიუახლოვდა გვირაბის კედელს და მასზე მიწებებულმა განაგრძო გზა. გვირაბს დასასრული არ უჩანდა, შეუძლებელი იყო ასე გამქრალიყო მამაკაცი.
-ელი.- მამაკაცის ხელი იგრძნო წელზე და ადგილზე გაშეშდა.- ჯერ ადრეა.
-რატომ ?.- ყელში გაჩხერილი ცრემლებით ძლივს-ძლივობით ამოიჩურჩულა ელიმ.- პირიქით, ნოა. უკვე გვიანიც კია, საკმარისი არ იყო ეს დრო ?
-შენ არ გახსოვარ.- მამაკაცის ტუჩების მოძრაობა იგრძნო ლოყასთან.- არ გიყვარვარ. მე კი მინდა გახსოვდე, გახსოვდეს ის, თუ როგორ გიყვარვარ და ვინ ვარ შენთვის.
-ნოა.- ამოიჩურჩულა ელიმ.
-ჰო.
-ციტრუსის სურნელი აგდის.- ისევ დაიჩურჩულა ელიმ.
-ვიცი, შენ კი იის.- ჩაეცინა ბიჭს.
-არ წახვიდე, რა. რთულია ასე.
-ვიცი.- ლოყაზე მიაკრა ტუჩები ბიჭმა. ელიმ სიცარიელე იგრძნო, მამაკაცის სხეული მოშორდა მისას, ნაბიჯები კი ისევ გასასვლელისკენ მიიწევდნენ. ელის ყელთან გაჩხერილი ცრემლები ლოყებზე დაედინა.
-არ წახვიდე! არ მახსოვხარ, მაგრამ ვიცი, რომ ციტრსუსის სურნელი აგდის, ვიცი რომ ჩემს ოთახში ერთმანეთზე გაგიჟებულებს ხშირად გვიცეკვია საკუთარი სურვილების ჩასახშობად. ვიცი, რომ ჩვენს საყვარელ სიმღერას „Feeling Good” ქვია. ვიცი, რომ არსებობს ზღვისპირა სახლი, სადაც ერთ დროს ბედნიერები ვიყავით. ჰოდა წამიყვანე იქ ნოა, წამიყვანე და ნუღარ წელავ დროს.- ტირილისაგან ხმაჩახლეჩილი ძლივს-ძლივობით აბამდა სიტყვებს ელი. ყველაფერი ჩაჩუმდა გარშემო, მხოლოდ ელის სლუკუნის ხმა არღვევდა სიჩუმეს.

და ნოას ნაბიჯები, რომლებიც ელისაკენ მიიწევდნენ.
ელიმ რბილი ტუჩების შეხება იგრძნო თავისაზე, ნაზი მოფერება ლოყებსა და ყელზე. ნოას ციტრუსის სურნელი შერეულიყო ელის - იისას.


*****
მოკლედ, ასე დასრულდა..
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ცოტა სხვანაირად მინდოდა, მაგრამ დრო არ მაქვს, არც დაუსრულებელი მინდოდა დამრჩენო და მუზამაც აქეთ უფრო წამიყვანა.
მიყვარხართ kissing_heartскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 აქტიური მკითხველი La-Na

არ მინდოდა ასე მალე დაგესრულებინა,თუმცა უცნაურად კი დაასრულე.არც ბანალური დასასრული ჰქონდა.ელის და ნიას შეხვედრაც მომეწონა,მაგრამ პატარა იყო და მალე დასრულდა,მე კიდევ მინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო,თუმცა შეიძლება ისეთი არ ყოფილიყო რაც ახლა გამოგივიდა. მართლა კარგი და უცხოა.მალე დაგვიბრუნდი ტკბილო ხო?❤❤❤❤❤
--------------------
ლანა

 



№2  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

La-Na
არ მინდოდა ასე მალე დაგესრულებინა,თუმცა უცნაურად კი დაასრულე.არც ბანალური დასასრული ჰქონდა.ელის და ნიას შეხვედრაც მომეწონა,მაგრამ პატარა იყო და მალე დასრულდა,მე კიდევ მინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო,თუმცა შეიძლება ისეთი არ ყოფილიყო რაც ახლა გამოგივიდა. მართლა კარგი და უცხოა.მალე დაგვიბრუნდი ტკბილო ხო?❤❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა, ლანა ❤️
მიხარია, რომ ჩემს გვერდით იყავით ამ დროის მანძილზე ❤️
მეც მინდოდა ცოტათი სხვანაირი დასასრული, ნოასა და ელის მეტი მომენტი, მაგრამ არ გამოვიდა სამწუხაროდ :/
მოკლედ, უღრმესი მადლობა ❤️
ყველანაირად შევეცდები მალე დაგიბრუნდეთ ❤️

 



№3  offline წევრი N1penguin

მოკლედ, ახალი ვარ საიტზე და არ ვიცნობ ბევრ ისტორიას. ახალბედა მწერლების ისტორიები არ მაქვს წაკითხული (სინამდვილეში ადრე ვიყავი საიტზე, მერე რამდენიმე წელი ჩავარდნა მქონდა და ახლა ისევ დავბრუნდი, საერთოდ რა შუაშია ეს ამ ისტორიასთან joy ) დროის სიმცირის გამო ვკითხულობ პატარ-პატარა ისტორიებს. ახალბედა მწერლებიდან რატომღაც ამ ისტორიამ მიმიზიდა. ჯერ არასდროს არ მომწონებია ასე დაწერილი ისტორია. სხვანაირი წერის სტილი გაქვს (მხოლოდ ამ ისტორიით ვმსჯელობ). რატომღაც იმდენად მომეწონა ეს გამოყოფილი აბზაცები, რომ გვერდს ვერ ავუვლი აუღნიშნავად heart_eyes თითქოს არაფერია, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ამ მცირე პაუზებმა მოახდინა (ნეტავ რას ვბოდავ sweat_smile ). ახლა ვხვდები რატომ არის ისტორიების უმეტესობა დიდი. რთულია ჩაატიო პატარა მოცულობაში დიდი გრძნობა ან ემოცია. თუმცა ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიის კითხვით heart_eyes
მგონი, ძალიან შორს წავედი ამდენი საუბრით. უამრავ თემას მოვედე და საბოლოოდ მაინც არ მითქვამს რას ვფიქრობ laughing ძალიან მომეწონა. ვხდები, როგორი რთულია, როცა გინდა წერო, მაგრამ არ იცი რა, გინდა წერო, მაგრამ მუზა ჯინაზე არ მოდის.
ამ ერთი ისტორიით დავრწმუნდი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი დევს შენში. ახლო მომავალში (როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ) აუცილებლად წავიკითხავ შენს სხვა ისტორიებსაც. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სასწაული იქნება kissing_heart
იმედია ზედმეტად არ დაგაბნიე ამ კომენტარით sweat_smile და არეულად არ მიწერია. ხშირად ემოციურობის დროს სათქმელს ვერ ვაყალიბებ sweat_smile

 



№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

N1penguin
მოკლედ, ახალი ვარ საიტზე და არ ვიცნობ ბევრ ისტორიას. ახალბედა მწერლების ისტორიები არ მაქვს წაკითხული (სინამდვილეში ადრე ვიყავი საიტზე, მერე რამდენიმე წელი ჩავარდნა მქონდა და ახლა ისევ დავბრუნდი, საერთოდ რა შუაშია ეს ამ ისტორიასთან joy ) დროის სიმცირის გამო ვკითხულობ პატარ-პატარა ისტორიებს. ახალბედა მწერლებიდან რატომღაც ამ ისტორიამ მიმიზიდა. ჯერ არასდროს არ მომწონებია ასე დაწერილი ისტორია. სხვანაირი წერის სტილი გაქვს (მხოლოდ ამ ისტორიით ვმსჯელობ). რატომღაც იმდენად მომეწონა ეს გამოყოფილი აბზაცები, რომ გვერდს ვერ ავუვლი აუღნიშნავად heart_eyes თითქოს არაფერია, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ამ მცირე პაუზებმა მოახდინა (ნეტავ რას ვბოდავ sweat_smile ). ახლა ვხვდები რატომ არის ისტორიების უმეტესობა დიდი. რთულია ჩაატიო პატარა მოცულობაში დიდი გრძნობა ან ემოცია. თუმცა ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიის კითხვით heart_eyes
მგონი, ძალიან შორს წავედი ამდენი საუბრით. უამრავ თემას მოვედე და საბოლოოდ მაინც არ მითქვამს რას ვფიქრობ laughing ძალიან მომეწონა. ვხდები, როგორი რთულია, როცა გინდა წერო, მაგრამ არ იცი რა, გინდა წერო, მაგრამ მუზა ჯინაზე არ მოდის.
ამ ერთი ისტორიით დავრწმუნდი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი დევს შენში. ახლო მომავალში (როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ) აუცილებლად წავიკითხავ შენს სხვა ისტორიებსაც. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სასწაული იქნება kissing_heart
იმედია ზედმეტად არ დაგაბნიე ამ კომენტარით sweat_smile და არეულად არ მიწერია. ხშირად ემოციურობის დროს სათქმელს ვერ ვაყალიბებ sweat_smile


ახლა ისე გამაბედნიერე, ისე რომ ვერც კი წარმოიდგენ heart_eyes
ძილის წინ საოცარი პოზიტივი მაჩუქე. ვზივარ ახლა გაღიმებული და მერამდენედ ვკითხულობ ამ კომენტარს თვითონაც არ ვიცი.
გმადლობ.
ეს პატარა გამოყოფილი აბზაცები მოდიოდა უცაბედად, ისე რომ დაგეგმილი არც ყოფილა, გულთან ახლოს რაიმე თუ მაწუხებდა, მიხაროდა ან უბრალოდ მეფიქრებოდა მათში გადმოვიტანე და მიხარია რომ ეს დაინახე...
ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent