შავი მარგალიტი (2 თავი)
2 თავი იმაზე გახარებული მივიდა სახლში, ვიდრე ეგონა რომ იქნებოდა. ტანსაცმელი ოთახში შესვლიდ თანავე მოიშორა. სამზარეულოში მხოლოდ საცვლების ამარა შევიდა. სახლში ყოველთვის თავისუფალი იყო და არანაირი შეზღუდვა არ გააჩნდა. შეიძლება სასამართლოში მყოფ ქალსა და ამ ქალს შორის მსგავსრბა ვერ გეპოვნათ. გარეთ ყოველთვის თავშეკავებული, უემოციო ჩანდა. ჩანდა არა, უფრო თავს აჩვენებდა.ცხოვრებამ ასწავლა რომ ასეთი უნდა იყოს. ღვინისა და შავი შოკოლადით ხელში დაიძრა მისაღებისკენ. მეგობრები არ ჰყავდა , რომ მათთან ერთად გახარებოდა გამარჯვება. იყო დრო როცა „მოსიყვარულეთა“ მთელი არმია ჰყავდა გვერდში, მაგრამ ეს მანამ სანამ ყველაფერს დაკარგავდა. დადიოდა წვეულებებზე, ყოველთვის ჰქონდა ის რაც ტრენდული იყო ან უბრალოდ მას უნდოდა. ეგონა რომ სამყარო მის ირგვლივ ბრუნავდა და რომ ეს ყველაფერი მუდამ ასე იქნებოდა. წამითაც არ უფიქრია რა შეიძლებოდა მომხდარიყო, სანამ ყველაფერი არ მოხდა. ღვინის ჭიქით ხელში მის რბილ სავარძელში ჩასვენა და ტკბილეული გვერდით შემოიწყო. მისი წელამდე შავი თმა სკამის საზურგეს გადაფინა და ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოაწყო. ყოველთვის ასეთ პოზიციაში იჯდა, როცა რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობდა, გეგმებს აწყობდა ან რაიმეს ზეიმობდა. შავ შოკოლადს ღვინო დააყოლა და ტუჩები გემრიელად გააცმაცუნა. პირველი გამარჯვება გაუადვილდა, მაგრამ იცოდა რომ მეორე ნაბიჯი ასეთი ადვილი აღარ იქნებოდა. მისი სიძლიერის გარკვეული პატარა ნაწილი გამოავლინა. იცოდა რომ ამ ბრძოლაში მარტო იყო. უფრო სწორად, მან ასე იცოდა. სინამდვილეში კი არ იყო მარტო, არც ფიზიკურად და არც სულიერად. კომპამიის საქმეები , როგორც ვარაუდობდნენ, უკან წავიდა. აქციებმა იკლო. კომპანიას ფართო ბაზარზე სიტყვა აღარ ეთქმოდა, არადა მანამდე ყველაფერი ისე იყო როგორც ბატონ ვაჟას სურდა. ახლა კი კომპანიამ დიდი ზარალი მიიღო და ცდილობდა ეს სიტუაცია დაელაგებინა. სასამართლოზე ფიქრის დროც აღარ ჰქონდა. მისი შვილის ჩართვა სურდა ამ საქმეში მაგრამ როგორც ყოველთვის, დიმიტრი ამ მხრივ უყურადღებობას იჩენდა. მისი ყურადღება სხვისკენ იყო მიმართული. თავისუფალ დროს ახსენდებოდა სასამართლო დარბაზში მჯდომი შავგვრემანი ქალი. ან როგორ არ უნდა ეფიქრა. ახსენდებოდა შავი თმის მოლივლივე ტალღები , ამაყი ნაბიჯები და სუფთა მზერა. იცოდა რომ ამ ყველაფრის უკან სხვა რამ იმალებოდა. ამ ქალს თავისი საიდუმლო ჰქონდა. საქმეებზე დადიოდა და გზაში ელიზაბედზე ფიქრობდა. მხოლოდ ეს ორი იყო მისი ინტერესის სფერო ამ სიტუაციაში და სულაც არ აინტერესებდა, რომ მამამისს ახლა ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდა, რომ მისი საქმეში ჩართვა ყველაფერს გააადვილებდა. მისთვის ამ ყველაფერს ფასი არ ჰქონდა. ელიზაბედი კი უკვე მის მაგიდას ეჯდა და შემდეგი გამარჯვებისათვის გეგმებს აწყობდა. უკვე ორი საათი იყო გასული მას შემდეგ რაც ამაზე დაიწყო ფიქრი. დაღლილმა შემოსასვლელში დაკიდებულ ქურთუკს ხელი დასტაცა და კარები მიიხურა. ღამის გრილი ნიავი სასიამოვნოდ მოხვდა სახეში. აპრილის მოუხედავად მაინც შემორჩენოდა ამინდა მარტია სუსხი, ამას დამატებული თბილისის უჩვეულო ქარიანობა. შედეგად ნამდვილად არ იგრძნობოდა შუა გაზაფხულის მოახლოება. ქუჩას გაუყვა და სასაფლაოებისაკენ აიღო გეზი. სძულდა ეს მარშუტი, ყოველთვის იცოდა რომ დასასრულა უნდა ეტირა. საკუთარ თავს ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში შეპირდა რომ ცრემლს აღარ ჩამოაგდებდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ეხებოდა მისი მშობლების სასაფლაოს ნახვას. არ შეეძლო იქ მშვიდად ასულიყო და ცრემლების გარეშე დაბრუნებულიყო უკან. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როცა პირობის დარღვევის უფლებას აძლევდა თავს. მშობლების სასაფლაოს მიუახლოვდა და მუხლებზე დაიჩოქა. ნაწვიმარი მიწა ტალახად იყო ქცეული. უყურებდა მშობლების საფლავის ქვებს, კითხულობდა წარწერებს და ვერ იჯერებდა რომ ასე უნდა წასულიყვნენ. ბევრჯერ წარმოედგინა როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება მშობლები რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ. დილით დედა გააღვიძებდა , ბუზღუნით გავიდოდა მისი ძმის გამოსაფხიზლებლად, რომელთანაც ბრძოლა მოუწევდა ასაყენებლად. და შემდეგ ერთად გაუყვებოდნენ სკოლის გზას. მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა. ამის მაგივრად, დილით მაღვიძარა ურღვევდა ძილს, ძმის ოთახში შედიოდა და მის ფოტოებს უყურებდა. ერთ მაგიდაზე ჰქონდა შეკრებილი ყველა ფოტო, რაც მას ჰქონდა ძმის ან მშობლების. ჯდებოდა მაგიდია წინ და მათ მონატრებას “იკლავდა”. ან როგორ უნდა მოიკლა მონატრება უბრალო ფოტოებით. ძმის საფლავის ქვას გახედა და ცრემლები წასკდა. საფლავის ქვაზე ეფერებოდა მის გამოსახულებას. უნდოდა გაექრო ეს ქვები , ყვეკაფერი გამქრალიყო, თითებით მიწას ჯიჯგნიდა. უნდოდა დამთავრებულიყო ეს კოშმარი და ისევ გაეღვიძებინა დედას კოცნას, მის თითებს თმებში ახლართულს. აღარ შეეძლო, ცრემლებთან ერთად არაამქვეყნიური ხმა ამოსდიოდა და ნელ-ნელა იცლებოდა.გულის ამოგლეჯვა სურდა და მისი ძმისთვის მიცემა, უნდოდა ეცოცხლა მის სისხლსა და ხორცს . სურვილი კლავდა რომ ყველაფერი დაბრუნებულიყო. უნდოდა დედისთვის ნათქვამი ყოველი ხმამაღალი სიტყვა უკან დაბრუნებულიყო, უნდოდა ბოდიში მოეხადა , ძმისთვის ეთქვა რომ იმ უხეშობის მიუხედავად სიცოცხლეს ერჩივნა. ყველაფერი გვიანი იყო. ფრჩხილებ ქვეშ მიწით ჰქონდა სავსე, თვალები დასიებოდა. ყოველ აქ ამოსვლაზე ამ მდგომარეობაში ვარდებოდა. და როგორც ყოველთვის, ახლაც გაითიშა. ძმისა და მშობლების საფლავებს შორის იწვა. ნელ-ნელა გაითიშა და ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. ოდნავ მოშორებით იდგა და შუბშეკრული უყურებდა როგორ ჯიჯგნიდა ახალგაზრდა ქალი მიწას. ის ქალი რომელიც რამოდენიმე დღის წინ ქვისგან გამოთლილს ჰგავდა. უყურებდა იმ უგრძნობ, უემოციო ქალს, რომელსაც ახლა მის წინ მყოფ ქალთან ვერ აიგივებდა. აინტერესებდა ვისი საფლავი იყო. მიხვდა რომ მშობლებისა იქნებოდა, მაგრამ მესამეს საფლავს ვერ ხედავდა . დაინახა როგორ დაეცა ქალის ნაზი სხეული მიწაზე და როგორ მოეფერა გათიშვამდე გრძელი თითები მესამე საფლავის ქვას. ფრთხილად მიუახლოვდა. დარწმუნდაა რომ მის წინ ნამდვილად იგივე ქალი იწვა, შეშუპებული თვალებით და ჭუჭყიანი ხელებით. საფლავის ქვებს მიუახლოვდა და ეცადა სიძველისაგან გაცრეცილი ასოები ამოეკითხა. “ დავით ახვლედიანი 1970-2012 წწ.” “ ლალი შენგელია 1975-2012წწ. “ “ ლუკა ახვლედიანი 2004- 2012 წწ “ დაბნეული თვალებით უყურებდა ჯერ საფლავის ქვებს, მერე კი მის წინ მწოლიარე ქალს- ელიზაბედ ასათიანს. ---- პატარა თავია მაგრამ არაფერის დადებას ვამჯობინე ასე დამედო. მომდევნო თავი აღარ დაგვიანდება გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
![]() |
ახალბედა მწერალი » თუკა ჯიქური |

![]() |
ახალბედა მწერალი » ლინდა ზედგინიძე |

![]() |
ახალბედა მწერალი » ანა მურაჩაშვილი |

![]() |
ახალბედა მწერალი » ელენიკო სიხარულიძე |

![]() |
ახალბედა მწერალი » ანა კეკელია |

![]() |
ახალბედა მწერალი » მარიამ წიკლაური |

![]() |
ახალბედა მწერალი » მარგარიტა ლოკი |

![]() |
ახალბედა მწერალი » მარიამ შენგელია |

![]() |
ახალბედა მწერალი » ანა გელაშვილი |

![]() |
ახალბედა მწერალი » თაკო წულაია |
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.