შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა-7თავი


3-04-2018, 19:36
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 939

დროებითი მუდმივად გადაიქცა-7თავი

დილით მზის სხივებმა გამაღვიძა,რომლებიც ნაზად დათარეშებდნენ ჩემ სახეზე და მათბობდნენ.ზანტად გავახილე თვალები და გავიღიმე.გამახსენდა გუშინდელი ღამე და ისე აუღწერელი შეგრძნება რომელიც ძილში მქონდა.მაგრამ ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც,როგორ უნდა მეგრძნო ესეთი რაღაც სიზმარში?მაგრამ ამისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია,წამოვჯექი და საათს გავხედე რომელიც უჩვენებდა,რომ უკვე ათის ნახევარი იყო.საბანი გადავიძვრე და საწოლიდან ავდექი,შემდეგ კი ოთახს თვალი მოვავლე.
ანდრო ისევ ძირში იწვა,ბალიშის ქვეშ ამოეწყო ხელები და საყვარლად ბშვინავდა.
წელზემოთ შვიშველი იყო,საბანი კი ნახევრად გადამძვრალი ქონდა.თავი გავაქნიე,ისევ მისი მაისურით მომიწია ყოფნა,ამიტომ ჩუსტები ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.ჭიქაში წვენი ჩავისხი და სანამ მას დავლევდი სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი.უკან,რომ დავბრუნდი
ჩემი წვენი გამქრალიყო.მივხვდი,რომ ანდრომ.დალია ამიტომ.მისაღებში გავედი.მას წვენის ჭიქა ხელში ეჭირა და გემრიელად სვამდა მე კი გაცეცხლებული ვუმზერდი.
-ანდრონიკე-დავუძახე და მაშინვე გამომხედა.
-გისმენ პრინცესა.
-არ ვარ მე პრინცესა,ახლა კი ის მითხარი ჩემ წვენს რატომ სვამ?
-აუ შენი იყო?მომინდა და დავლიე,რავიცი აბა-მხრებს იჩეჩავს.
-აუ,მეც მინდოდა-ამოვიზმუილე და ხელები გადავიჯვარედინე.
-დაგისხა?
-არა,აღარ მინდა-იქვე დავჯექი და ფეხები მაგიდაზე დავაწყვე.მწველი მზერა ვიგრძენი და მივხვდი,რომ ეს კარგ რანეს არ მომიტანდა,ამიტომ უმალვე ჩამოვიღე ფეხები მაგიდიდან და უსევ ჩუსტებში გავუყარე.გაზაფხული სრულდება,მაგრამ.სიცივე მაინც იგრძნობა.ახლაც უსიამოვნოდ გამცრა ტანში და ავიბუზე.
-შეგცივდა?-როგირც ჩანს მიხვდა ანდრო ჩემი აბუზვის მიზეზს.
-კი-ჩუმად ვამბობ და გათბობას ვცდილობ,ის უცებ ქრება და სადღაც მიდის,მალე ისევჩდება და ამჯერად ხელში თბილი პლედი უჭირავს.გვერდით მომიჯდა და პლედი მომაფარა,მეც თვალები მივნაბე და ჩამეძინა.არ ვიცი რა მომივუდა,ასე უცებ არასდროს მეძინებოდა მითუმეტეს დილით.
მაგრამ დაღლილობას დავაბრალე და დავტკბი ძილით.არც ამჯერად უღალატია გუშინდელ გრძნობებს და სახეზე ვგრძნობდი ნაზზ შეხებას.
არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა ასე,მაგრამ როცა გავიღვიძე ისევ მისაღებში ვიყავი.თავი ანდროს მუხლებში მედო,ის კი თმაზე მეფერებოდა.ნელა წამოვდექი.
-კარჰად გეძინა?-გამიღიმა,მე კი გაბრუებულმა მხოლოდ თავი დავუქნიე.ფეხზე წამოვდექი,მაგრამ თავბრუ დამეხვა და ,რომ არა იქვე მყოფი ანდრო წავიქცეოდი.
-ანა,კარგად ხარ?-თავი დავუქნიე,ყელიც გამშრალი მქონდა.-დაჯექი და წყალს მოგიტან-ასე მეგინა ჩემი ფიქრები წაიკითხა,დავემორჩილე და იქვე დავიკავე ადგილი.მალე ისიც გამოჩდა,ჭიქით ხელში.გამოვართვი და სულ მოუთქმენლად დავცალე ცივი წ**ით სავსე ჭიქა.
-მადლობა-ჩუმად ვუთხარი და პლედი ისევ მოვიხვე.
-ტანსაცმელი მოიტანეს-მაშინვე მეუბნება როცა ისევ აბუზულს მხედავს.ახლა უკვ მყარად ვდგები ფეხზე და მეორე სართულზე ავდივარ,ჩემოდანს ვხსნი და სვიტერს და სპორტულს შარვალს ვიღებ.თბილ წინდებს ვიცვამ და ისევ ქვევით ჩავდივარ.
-ანა სახეზე ფერი არ გადევს,მართლა კარგად ხარ?-ისევ მიმეორებს კითხვას.
-კი ანდრო,მართლა კარგად ვარ.-მეც იმავეს ვპასუხობ და ტელევიზორს ვრთავ.ბევრი არხის გადაქექვის შემდეგ ისევ დედექტიური ჟანრის სერიალს ჩავუჯექი და ყურება დავიწყე.ინტერესით ვუყურებდი და ირგვლივ მყოფებს ვერც კი ვამჩნევდი,როგორც ჩანს ყველას აქ მოეყარა თავი,მე კი სპენსერის საუბარს ვუსმენდი და ვცდილობდი მეც გამეხსნა საქმე.
-ანუსიი-ბოლოს მარიამის ხმამ მომიყვანა აზრზე.
-მარო,აქ ხარ?-გავიკვირვე და ოთახი მოვთვალიერე.როცა ყველა აქ დავინახე შეკრებილი ოდნავ გამიკვირდა კიდეც.
-ბავშევბო,დიდი ხანია მოსულები ხართ?-ახლა ყველს ერთად ვეკითხები.
-წასვლას ვაპირებთ უკვე-ნაინა მიცინის და გვერდით მისკუოდება.
-აუ,ბოდიშით რა-თავს ვხრი სირცხვილის ნიშნად.
-არაუშავს რძალო-მიკო მიცინის და ტელევიზორისკენ აპარებს მზერას.
-აბა,შეეწყვე ცოლის სტატუს და დაგვივიწყე ხო?-მარიამი თითქოს გაბრაზებული მისკუპდება გვერდით.
-აუ კაი რა მარო-ხეკს ვიქნევ და ვეჯღანები.
-ანა კარგად ხარ?ფერი არ გადევს-ნიკამაც იგივე მითხრა რაც ანდრომ და ახლა მართლა დავეჭვდი ჩემ ჯანმრთელობაზე,შემეშინდა კიდეც.
-ხალხო მოლანდებები გაწუხებთ?კარგად ვად-ვიცინი,მაგრამ ამ სიცილში შიშიც კარგი რაოდენობითაა შერეული.
-კაი ბოდიში,უი მართლა ტორტი მოვიტანეთ,არ გინდა?-უცებ დგება ბატონი ნიკოლოზი ფეხზე და სამზარეუკოდან დატვირთული ბრუნდება.ახლა მართკა უხერხულად ვგრძნობ თავს,ისინი ჩემთან და ანდროსთან მოვიდნენ,იმის ნაცვლად,რომ მე ვემსახურო მათ ისინი მემსახურებიან მე.
-ნიკუშ მე ვიზამ-ფეხზე ვდგები,ჩუსტებს ვიცვამ და ნიკას დაწყებულ საქმეს ვასრულებ.შემდეგ ჩემ ადგიკს ვუბრუნდები და ბავშვების მსგავსად მეც ვაგემოვნებ მარწყვის ტორტს.
საღამო ლაპარაკში და გართობაში გავატარეთ,ტორტიც შემოგვეჭამა.ბევრი ვიცინეთ და ბევრიც ვიეჭვე.
ვიეჭვე მარიამთან და მიკოსთან დაკავშირებით.
რაღაც სხვა დავინახე,ერთმანეთს ისე უყურებდნენ თითქოს ადრე ყავდათ სადმე ერთმანეთი ნანახი და ეს შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,თითქოს ერთმანეთის მიმართ უკვე დიდი ხანია რაღაცას გრძნობენ.
ერთმამეთს სულ სხვანაირი თაველბით უმზერენ.
ბავშვები როცა წავიდნენ ყვეკაფერი მივალაგეთ და ისევ მისაღებს დავუბრუნდით.
-ანა.
-გისმენ ანდრო.
-მაპატიე?-სევდიანი თვალებით მიმზერს.
-იცი ანდრი ეს რა ძნელია?მაგ კითხვაზე პასუხს მიიღებ,ოღონდ ჯერ არა.-ვუყურებდი,ის კი ამას ვერ ბედავდა.თავჩაღუნული იჯდა,და იატაკს დასცქეროდა.თან თითებს ათამაშებდა და დროდადრო კეფას იფხანდა.
-კარგი,დაველოდები პასუხს.
-დიდი ხანი,რომ მოგიწიოს ლოდინი?
-თუნდაც სამუდამოდ.
-რა აზრი ექნება მაშინ ჩემ პასუხ ანდრო როცა მე შენთან არ ვიქნები?სულ რაღაც 11 თვე და წავალ.
-მსგავს ზღაპრებს ნუ ამბობ,და მასეც,რომ იყოს.შენ პასუხს ჩემთვის ყოვეკთვის ექნება აზრი.
-რითია ის ასეთი გამორჩეული?
-არ ვიცი,მაგრამ გული ამბობს ასე.ის კი არასდროს ცდება-მიღიმის და ფეხზე დგება,შემდეგ კი კიბეებს მიუყვება და ოთახში ადგის.
მე კი ქვევით დავრჩი და ფიქრი დავიწყე თითოეულ მის ნათქვამ სიტყვაზე მაგრამ ხკა ვერაფეს ვიაზრებდი.შემდეგ მეც ოთახში ავედი,და საწოლზე განკუთვნილი ადგილი დავიკავე.ის ისევ იატაკზე იწვა,და ისევე ბავშვივით ეძინა.
გამეღიმა,და მის ყურებაში ჩამეძინა.არც ამჯერად ჩაუვლია ღამეს მოფერების გარეშე.
მეორე დილით უნივერსიტეტში წავედი,ანდროს უკვე იშვიათად ვხედავდი რადგან სამსახურში უწევდა წასვკა და გვიან დაბრუნება.არც მე ვიყავი ნაკლებ დაკავებული.
უნივერსიტეტი,ბიბლიოთეკა,სახლი,შემდეგ სახლს ვალაგებდი და ბოლოს ვმეცადინეობდი.საჭმელასაც ვაკეთებდი.გიკვირთნარა ის,რომ დამხმარე არ გვყავს..აგრამ მე განვაცხადე უარი.
მიკლედ მეც დატვირთული ვარ და უმეტეს წილად,ანდროს მოსვლისას მძინავს.
ძილში კი,ეს ერთი თვე ისევ არ მღალატობს ანგელოზები და ისევ მეფერებიან.
ერთი თვე ასე გადის,არაფერი ახალი.
უბრალოდ ამ რუტინამ უკვე საშინლად გადამღალა და ჩემზე ცუდად მოქმედებს.თავბრუს ხვევა მაქვს საშინელი და სულ მეძინება.მაგრამ ეს არაფერია,უნივერსიტეტში ყველაფერი კარგად მიდის.
დღეს დილითაც ყველაფერი ისევ ისე განმეორდა.საწოლიდან ავდექი,წყალი გადავივლე და კარადის წინ დავდექი.ქაბა ჩავიცვი და მოვწესრიგდი.ზაფხული დაეტყო თბილისს და საშინლად დაცხა.
ალბათ ეს სიცხეც იწვევს გამუდმებით თავბრუსზვევას.
სახლიდან რიცა გამივედი კარები ჩავკეტე და გასაღები ჩანთაში ჩავიგდე.
უნივერსიტეტში მივედი და ისევ შევხვდი მარიამს.ბევრი ვიჭორიკბეთ და ლექციაც დაიწყო,მაგრამ იქაც არ შეგვიწყვეტია საუბარი.
კექციები როცა დასრულდა კაფეში დავჯექით.
-ანუსი,შენი ფერ არ მომწონს.-სალომე დაღონებული მიყურებს.
-აუ არ დაიწყო რა.რამდენჯერ გითხრათ,რომ კარგად ვარ?
-მოდი რა დღეს ექიმთან გავიდეთ და ანალოზები ავიღოთ,თან ხვალ უნივერსიტეტში რ ვართ მისასვლელები.
-კარგი ჯანდაბას-დავყევი მის ნებას და კაფის შემდეგ პირდაპირ საავადმყოფოში წავედით.ანალიზები ავიღე და ექიმმა გვითხრა,რომ დღესვე იქნებოდა პასუხები და შეგვეძლო იქვე დაგვეცადა.მარიამმა ბარემ ვიყოთ აქო და დამაჯინა სკამზე.დიდიხანი ლოდინი არ მოგვიხდა,მალ დაბრუნდა ექიმი გახარებული სახით და ანალიზების პასუხით.ვიფიქრე მისი სიხარული მეც გადამედება როცა პასუხებს გავიგენ მეთქი მაგრამ.ამას სიხარული არ ერქვა.ეს უფრო შეშფოთება და გაოცება იყო,არა როგირ არა სიხარულიც ერეოდა ამ გრძნობას ოღონდ არა ისე როგორც საჭირო იყო.
როგორც ამას სხვები გამოხატავენ იმ მომენტში რცა იგებენ,რომ დედები ხდებიან.
გავშეშდი და არც კი ვიცოდი რა მექნა,რა უნდა გამეკეთებია.მარიამმაც შეამჩნია ჩემი რეაქცია და ფურცელი ხელიდან გამომტაცა,არც თვითონ იყო ნაკლებ დღეში.გონს როცა მოვეგე ექიმს მადლობა გადავუხადე და ჩანთაში ჩაგდებულ ტელეფონს დავავლე ხელი.
ანდროას ნომერი მოვძებნე და დავურეკე,ზარი გავიდა და როგორც იქნა მიპასიხა.
-ანა რა ხდება?მშვიდობაა?
-სასწრაფიდ მოდი სახლში.
-ანა,კარგად ხარ.
-არა,არ ვარ-ჩუმდ ვთქვი და ტელეფონი გავუთიშე.არა,როგორ არ მახარებდა ის ფაქტი,რომ დედა გავხდებოდი.მაგრამ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი meocnebe avadmyopi

არა არ ვარ კარგად
მაგ საავადმყოფოში ერთი კარგი კარდიოლოგიც ეყოლებათ ალბათ და მიმასწავლე რა
ეს რა იყო?ახლა რა იქნება?ამ ჩემ წვეტიან ფიქრებს რა ვუყო?
ანი მითხარი რა ახლა რა იქნება
რატომ?????????როდის?როდიიიიიიიიიიიიიიიის?
მართლა საოცარიი იყო
მომეწონა(შენ ხომ იცი მე რომ იშვიათად მომწონს ვიღაცეები)ხოდა გამონაკლის

 



№2  offline წევრი blondeangel631

ეხლა არ თქვა ბავშვი უნდა მოიშოროო ძალიან საყვარელი წყვილია და თან ანდრო სიკარგისკენ შეიცვალა აბა ველოდები ამათ ბედნიერ გაგრძელებას მალე დადე შემდეგი heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№3 წევრი Girl with pretty smile

blondeangel631
ეხლა არ თქვა ბავშვი უნდა მოიშოროო ძალიან საყვარელი წყვილია და თან ანდრო სიკარგისკენ შეიცვალა აბა ველოდები ამათ ბედნიერ გაგრძელებას მალე დადე შემდეგი heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

არა მაგ ცოდვას არ ჩავადენიებ და ბავშვს არ მოვაშორებიებ)) მიხარია,რომ მოგეწონა))) დანარჩენს შემდეგ თავში გაიგებბ))

meocnebe avadmyopi
არა არ ვარ კარგად
მაგ საავადმყოფოში ერთი კარგი კარდიოლოგიც ეყოლებათ ალბათ და მიმასწავლე რა
ეს რა იყო?ახლა რა იქნება?ამ ჩემ წვეტიან ფიქრებს რა ვუყო?
ანი მითხარი რა ახლა რა იქნება
რატომ?????????როდის?როდიიიიიიიიიიიიიიიის?
მართლა საოცარიი იყო
მომეწონა(შენ ხომ იცი მე რომ იშვიათად მომწონს ვიღაცეები)ხოდა გამონაკლის

აუუ როგორ გამახარებშენ არ იცი)) მიყვარხარ და მიხარია,რომ იმ იშვიათ ადამიანებში მეც შევდივარ სიცოცხლეე))

 



№4 წევრი mariam m.k

ici rogor shemiyvardi am 7 tavshi ubralod ver warmoidgen rogorc sxvebi esec zee umagresi iyo chemo karamelo

 



№5 წევრი Girl with pretty smile

mariam m.k
ici rogor shemiyvardi am 7 tavshi ubralod ver warmoidgen rogorc sxvebi esec zee umagresi iyo chemo karamelo

ვაიმე,ვაიმე ,ვაიმე ახლა ჭკუიდან შევიშლებიი.მეც შემიყვატდი ტკბილოო)))შენი გამოჩენაცც მახარებს უკვეეე))

 



№6 სტუმარი Ani gafrindashvili

Mokled ra vtqva agar vici dzalian momwons imdenad rom tito tavs dgshi atjer vkitxulob ar vici emocia rogor gadmogce magram am temis danaxva sul sxvanairad maxarebs. Aba vnaxot erti ana ras izavs an andronike warmatebebiii yochag dzalian momewonaa

 



№7 წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Mokled ra vtqva agar vici dzalian momwons imdenad rom tito tavs dgshi atjer vkitxulob ar vici emocia rogor gadmogce magram am temis danaxva sul sxvanairad maxarebs. Aba vnaxot erti ana ras izavs an andronike warmatebebiii yochag dzalian momewonaa

როგორ მახარებ არ იცი შეენ )) იმედია მოგეწონება ანდროს და ანუსის გადაწყვეტილება )) არ ვიცი რა ვტქვა,მიხარია,რომ ამდენს წარმოვადგენ ))

 



№8  offline წევრი მალუ

როგორ მომეწონაა <3 პირველი ისტორიაა შენი რომელიც წავიკითხე, უმეტესად ვცდილობ არ წავიკითხო დაუსრულებელი ისტორია და ბოლოს ერთიანად ვისიამოვნო არ მიყვარს ლოდინი მაგრამ რომ გადავხედე თავების დადების სიხშირეს გავრისკე და წავიკითხე იმედია ასე გააგრძელებ <3

 



№9 წევრი Girl with pretty smile

მალუ
როგორ მომეწონაა <3 პირველი ისტორიაა შენი რომელიც წავიკითხე, უმეტესად ვცდილობ არ წავიკითხო დაუსრულებელი ისტორია და ბოლოს ერთიანად ვისიამოვნო არ მიყვარს ლოდინი მაგრამ რომ გადავხედე თავების დადების სიხშირეს გავრისკე და წავიკითხე იმედია ასე გააგრძელებ <3

არ მიყვარს დაგვიანება,მიხარია,რომ გასიამოვმე და შევწცდები მუდან ასე გავაგრძელო )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent