შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი ტყუილები (სრულად)


3-04-2018, 22:26
ავტორი TeddyBear
ნანახია 3 043

ტკბილი ტყუილები (სრულად)

ეძღვნება ელის,
ყველაზე თბილ და საყვარელ გოგოს მსოფლიოში...

19. 03. 18


ტყუილი - ადამიანის თანმდევი არსება, რომელიც უნამუსოდ ეხვევა ძარღვებსა და კაპილარებში და სიმწრითა თუ სიტკბილით ედება ადამიანის სხეულის ყველა უჯრედს.

*-*-*-*-*-*

ადამიანები ცხოვრობენ იმ ყუთებში, რომლებიც გონების ღრმა კუნჭულში ჰყავთ ჩამალული და თვითონაც არ იციან, როდის ან როგორი სახით გამოჩნდება ის.
ჩვენს გონებაში ცხოვრობენ ეშმაკებიცა და ანგელოზებიც, დაე მივცეთ მათ გასაქანი, დაე დაგვიპყრონ საკუთარი ბინძური თუ წმინდა ხელებით და გაგვქანონ ჩვენთვის შექმნილ „სასუფეველში“.

*-*-*-*-*-*

2017 წელი, 18 ნოემბერი.

დილის 7 საათია, წვიმა თქეშით მოედინება ციდან და გულსაკლავად ეცემა მიწაზე. ფარდებით დაფარულ ოთახს მხოლოდ კარების ღრიჭოდან შემორჩენილი სინათლის სხივი ანათებს, ბნელა, ჩამი-ჩუმიც კი არ ისმის. მხოლოდ ოთახის კუთხეში, საწოლში მწოლიარე გოგონა ტრიალებს მოუსვენრად და ზეწარს აშრიალებს. კარების მეორე მხარეს ადამიანების ნაბიჯების ხმა ისმის, დრაგ-დრუგ, დრაგ-დრუგ, განუწყევტლივ დაიარებიან ოთახიდან ოთახში და ისე აკვირდებიან ნივთებს, თითქოს სამეცნიერო ექსპერიმენტის საბოლოო ნაბიჯს უახლოვდებოდნენ.

საწოლში მწოლიარე მოძრაობას წყვეტს. გოგონა თვალებს ახელს, საკუთარი წამწამების შრიალის ხმა ჩაესმის ყურებში. ეშინია, გარშემო ყველასი და ყველაფრის ეშინია, ფეხზე ძლივს-ძლივობით დგება და კარებისკენ მიიწევს ნელი ნაბიჯებით. კარებს ეყრდნობა შუბლით, ნაბიჯების ხმა ისევ ისმის, განუწყვეტლივ დაიარებიან ისევ და ისევ. წვიმის წვეთებიც გამეტებით ეხეთქებიან ფანჯრებს და... კაკუნი ისმის კარზე.

-მის ელი.- მოხუცი ქალი მშვიდი ხმით მიმართავს გოგონას და კიდევ ერთხელ აკაკუნებს კარზე.- მის ელი, საუზმე უკვე მზად არის.
-ჩ...- ყელში გაჩხერილი ბგერებით თავს აქნევს ელი.- ჩ.. ჩამოვალ...
-ოჰ, კარგით. დახმარება ხომ არ გჭირდებათ რამეში ?
-ა..რა.- თავს ისევ აქეთ-იქით იქნევს გოგონა და უკან მოუხედავად ბრუნდება კარადისაკენ.

საკიდიდან მუქ ლურჯ მოსაცმელსა და წითელ კლეტკიან კაბას ხსნის. ნელი, დინჯი მოძრაობით იცვამს და კედლის კუთხეში მიყრილი ფეხსაცმლისაკენ მიდის.
ეს ფრანგულ მუსიკას ჰგავს, თითქოს მის ჰანგებში ჩაკარგულს ქვეყნიერების ხმა აღარ ესმის, მუსიკის ხმას მიჰყვება და მასთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.
თითქოს მუსიკის თითოეული ნოტის დაწერისას ელიც გადადგავს ნაბიჯს...

*-*-*-*-*-*

მანქანის სალონში, რადიოდან დაბალ ხმაზე ისმის “Sweet Lies”, ელის ბაგეებს კი დაუკითხავად გამოესახათ ღიმილი მის სახეზე.
„-თქვენ ადამიანები ერთმანეთს ტკბილი ტყუილებით თაფლავთ, იზიდავთ თქვენკენ და ბოლოს ისე უკლავთ გულს, როგორც ტყვია ირემს.“

sometimes the truth,
Hurts more than lies,
We’re scared of getting hurt,
We turn away from the truth…

მანქანა ოთხსართულიანი შენობის წინ ჩერდება, ელი ჯერ კიდევ ფიქრებში ჩაფლული გაჰყურებს ფანჯრიდან მოსიარულე ადამიანებს. ადამიანები რობოტებს ჰგვანან, იმ განსხვავებით რომ ისინი სუნთქავენ და ხანდახან ფიქრობენ, მაგრამ გრძნობები... გრძნობები ისეთივე დაქვეითებული აქვთ, როგორც რობოტებს.
დილის 9 საათია, ოთხსართულიანი შენობიდან გამაყრუებელი ზარის ხმა ისმის, მოსწავლეები კი ისევ ზლაზვნით მიიწევენ შესასვლელისკენ.
-მის ელი.- მკლავზე ფრთხილად ეხება მძღოლი გოგონას.- შესვლის დროა, გაკვეთილები დაიწყო.- ფიქრებიდან გამორკვეული ელი მძღოლს უღიმის და მკრთალად უქნევს თავს.- მშვიდ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ, მის ელი.
-გმადლობ ა..ლექსანდრ.- გოგონა დინჯი ნაბიჯებით უახლოვდება შენობას, კარების სახელურს ეჭიდება და შიგნით შედის. ადამიანების დანახვისას გაუცნობიერებლად იკიდებს სასმენ აპარატზე ხელს და ჩქარი ნაბიჯებით ეცლება ადგილს.

მე-12 ბ კლასს უახლოვდება ელი, ხელები დაძაბულობისგან დასჭიმვია და ნერვიულად დასჭიდებია ჩანთის სახელურებს. კლასიდან ყვირილისა და კივილის ხმა გამოდის, მისტერ სმითი ღრიალით მოუწოდებს ბავშვებს გაჩუმებისკენ, ელი კი პირველად გრძნობს, თუ როგორ ეზიზღება ეს სკოლა, კლასი და სამყარო ერთდროულად.
-შემოდი, რაღას უდგახარ!.- მისტერ სმითის ხმა რეალობაში აბრუნებს ელის.
-მისტერ სმით, ელის არ ესმის დაგავიწყდათ ?.- გორდონის ხმა მჭახედ ედება ელის ყურთასმენას და თავს სწრაფი მოძრაობით სწევს მაღლა.
-ჰო, ჰო, ჯანდაბა!.- იღრინება სმითი და ხელით მოუწოდებს ელის საკუთარი ადგილისკენ. ელი სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება მერხს, სკამს სწევს და მოცელილივით ესვენება მასზე. უცნაური შეგრძნება ეუფლება ელის, თითქოს რაღაც მიეკრა კაბაზე. მის უკან მჯდომი გოგონა გამეტებით იქცევს პირში საღეჭ რეზინს, ვიღაც კი კალამს უბრახუნებს მერხს, ქაოსურად დატრიალებული მშვიდი სამეფო აშინებს ელის. სმენადაქვეითებულმა ელიმ პირველად შენიშნა, თუ როგორი საზიზღარი შეიძლება იყოს ადამიანის მიერ გამოცემული თითოეული ხმა.
კლასში სიჩუმე ისადგურებს, მაღალი, შავგვრემანი ბიჭი შემოდის და ღიმილით გადაჰყურებს თვალებგაფართოებულ გოგონებსა და უკმაყოფილო სახით მსხდომ ბიჭებს.
-ახალი კლასელია ?.- ჩურჩულებს ვიღაც.
-შეუძლებელია, უკვე მეორე სემესტრი დაიწყო.- პასუხობს მეორე. ბიჭი კი ისევ ღიმილიანი სახით მოემართება ელის გვერდით მდგომი ცარიელი მერხისკენ. ელი იძაბება, თორმეტი წლის მანძილზე პირველად ზის ვიღაც მის გვერდზე.
ბიჭი ყურსასმენებს იკეთებს, თავს მერხზე დებს და გაუნძრევლად შეცქერის ელის. ყურსასმენებიდან გამომავალი ხმიდან ნაცნობი სიტყვები ესმის გოგონას.

I tell her sweet lies…
If this is what you want, I’ll give it all to you…

ბიჭის თითებს შორის მოქცეული ფანქარი ნაზი მოძრაობით ელამუნება ფურცელს, ელი გაუცნობიერებლად დასცქერის ფურცელზე გამოსახულ მწვანე თვალებს. სხივებ ჩამდგარსა და ბედნიერ მწვანე თვალებს. ნაცნობ მზერასა და სხივებს ეჩეხება ელი, ციებიანივით ეწყება გოგონას კანკალი და განერვიულებული დგება ფეხზე.
-ელი... ელი...- მისტერ სმითის ხმა ედევნება უკნიდან, მაგრამ გოგონა მაინც სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს გასასვლელისკენ. შეშინებულს სწრაფად უცემს გული, საპირფარეშოს უახლოვდება და შიგნიდან კეტავს კარს.
სარკეში უყურებს საკუთარ თვალებსა და გრძელ თმებს. ახლაღა ამჩნევს თმებში ჩაწებებულ საღეჭ რეზინს, შემდეგ კაბისკენ ისვამს თითებს და იქაც ხვდება სველი, დატკეპნილი ზედაპირი.
-ცხოვრება რთულია არა, პატარა ელი ?.- უკნიდან ესმის ბიჭის ხმა, ტრიალდება და ნაცნობ მწვანე ირისებს უსწორებს მზერას.- მიცნობ ელი, იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე გგონია.
-ა..არა არ გიცნობ.- ენა ებმის ელის.- არ გიცნობ!.- ბიჭს ეღიმება, რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება გოგონას და წინ უდგება.- არ გიცნობ, არა!
-როდემდე უნდა მოატყუო საკუთარი თავი, ელი ?
-გაჩუმდი!.- ყურებზე იფარებს ხელებს და სწრაფი ნაბიჯებით სცილდება მწვანე თვალებს.

*-*-*-*-*-*

სასადილო ოთახში ჩანგლებისა და კოვზების მოძრაობის ხმა ისმის, ელისთვის თითოეული გამოცემული ხმა ახალია, პატარა ბავშვივით დაჰყურებს საკუთარ ხელებში მოქცეულ ჩანგალს და ფრთხილი მოძრაობით აკაკუნებს თეფშზე.
-ელი, საყვარელო მორჩი თამაშს.- უღიმის დედა და წითელი ღვინით ისველებს ტუჩებს.
„ელი, საყვარელო მორჩი თამაშს.“- ეს სიტყვები უკვე გაეგონა ელის სადღაც...
-შეიძლება ჩემს ოთახში ავიდე ?.- ჩუმი ხმით პასუხობს ელი დედას.
-აღარ გშია ?
-ა.. არა.- თავს იქნევს ელი და ფეხზე დგება.
-რა თქმა უნდა, შეგიძლია წახვიდე.
ელი საკუთარ ოთახში ბრუნდება, სარკის წინ დგება და თავის გრძელ, შავ თმას აყოლებს მზერას. თითებით ეჭიდება რბილ ზედაპირს და ბასრი მაკრატლით იჭრის ალაგ-ალაგ. მოჭრილი თმის ღერები შრიალით ეცემიან იატაკზე, ელის ყურთასმენა ეძაბება, რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება კარებს, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, საკუთარი ტერფებით გამოწვეული ხმა მოსწონს, ნაზი შრიალი იატაკზე, რომელიც სასიამოვნოდ ედება ყურთასმენას. ხელისგულებს უხახუნებს ერთმანეთს, მკრთალად ეღიმება იმავე შრიალის გაგონებისას, ხელისგულები უფრო ახლოს მიაქვს ყურთან და გაგიკვირდებათ და მისით ტკბება, ჰო ტკბება.
მძაფრი ემოციის მისაღებად დედის ნაჩუქარ ფაიფურის თოჯინას სწვდება, სწრაფი მოძრაობით ისვრის კედლისკენ და მისი მსხვრევის ხმა ექოსავით ედება მთელ ოთახს. კიბეებზე სწრაფი, ნერვიული ნაბიჯების ხმა ესმის, ესეც ახალია, მაგრამ თითქოს ეცნობა, თითქოს იცის, აქამდეც გაუგია.
-ელი, ძვირფასო... ყველაფერი რიგზეა ?.- დედის ანერვიულებულ ხმაზე უცნაურად ხრის თავს და იატაკზე ჯდება.- ელი ? გამიღე კარები საყვარელო.
-მე ავადმყოფი არ ვარ!.- იმეორებს ელი თავისთვის.- მე ყველაფერი მესმის, ყველაფერს ვხვდები.- იატაკზე ხელგაშლილი წვება და ჭერზე ბროლის ჭაღს აკვირდება.- მწვანე თვალები, იმ ბიჭის თვალებიც ვიცი, ვიცნობ.
-ელი!.- მამის მკაცრი ხმა მჭახედ ისმის ოთახში. მამაკაცი ნერვიულად ატარებს თვალებს დამსხვრეულ ნივთებსა და ელის შეჭრილ თმას.- ელი.. ეს რა არის, მა ?.- გვერდით უწვება ელის და გოგონას გაშტერებულ თვალებს უსწორებს მზერას.
-დღეს წარსულიდან მეწვია ვიღაც.
-ვინ ?
-არ ვიცი რა ქვია, მე მხოლოდ მისი თვალები ვიცი, მეცნობა.- ჩურჩულებს ელი და მამისაკენ ბრუნდება.- ტკბილი ტყუილები ანადგურებენ ადამიანს მამა, ისე ანადგურებენ, რომ მიწაზე დაცემულს წამოდგომაში კი არ ეხმარებიან უფრო მეტად უკარგავენ წამოდგომის შანსებს.

I tell her sweet lies…
If this is what you want, I’ll give it all to you…
The sweetest lie in the world baby


*-*-*-*-*-*

წარსული პატარა გაკვეთილია, რომელიც მისი განვლილი დროის ხანგრძლივობაზე არ დგას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი წამი, წუთი ან საათი იქნება განვლილი, წარსულს შეუძლია ცხოვრება დაგინგრიოს ან პირიქით ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანოს.

*-*-*-*-*-*
2017 წელი 19 ნოემბერი.
ტკბილი ტყუილები ბუმერანგივით ტრიალდება უკან, როცა გგონია რომ ყველაფერი მორჩა, სწორედ მაშინ გიტრიალდება თვალწინ საკუთარი სიცრუე.
ვალტერ ბრაუნი გაშეშებული სხეულითა და ცრემლიანი თვალებით იწვა საკუთარი შვილის გვერდით ცივ იატაკზე და ჭერში გამოკიდებულ ბროლის ძვირფას ჭაღს ასცქეროდა. საკუთარი პირითა და ხელებით შექმნილი სიცრუე სჭამდა, ღრღნიდა შიგნიდან და ყელთან მობჯენილნი ითხოვდნენ ამოხეთქვას, სიმართლის თქმას.
ელი მამის სახეს შესცქეროდა, ნაღვლიანსა და სასოწარკვეთილს, გონებაში აფუთფუთებული ფიქრები განუწყვეტილ უბრუნდებოდნენ საწყის ადგილს და ისევ თავიდან იწყებდნენ ძიებას, საკუთარი წარსულისა და მომავლის ძიებას.
ვალტერი დაღლილი სხეულითა და შეშუპებული თვალებით წამოიწია იატაკიდან, ელიმ მამაკაცის მოცახცახე სხეულს ააყოლა მზერა და თვითონაც ხელებზე დაბჯენილი გაუთანაბრდა მამას.
-მე სიმართლე მჭირდება.- ჯერ კიდევ საუბარს გადაჩვეულმა ძლივს-ძლივობით ამოიჩურჩულა და ფეხზე წამოიმართა.- ტკბილი ტყუილები აღარ მინდა მამა, საკმარისად ვიგემე და მივხვდი, რომ მწარე სიმართლე, ისეთიც კი, რომელიც გულს კლავს და ძვლებს გვიღრღნის უკეთესია ვიდრე სიცრუე.
-ელი.- ამოიჩურჩულა ვალტერმა.- მა...- იატაკზე დამხობილმა ძლივს-ძლივობით წაიწია შვილისკენ, ელიმ უკან დაიხია, დინჯი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და სააბაზანოში შეიკეტა.

*-*-*-*-*-*

ელის მშობლებთან თანაცხოვრების პერიოდში არასდროს ენახა მამის შეშლილი, იმედგაცრუებული სახე და დედის შეშინებული, აღელვებული ხმა. ახლა კი, სასაუზმოდ შეკრებილი თბილი ოჯახიდან აღარაფერი დარჩენოდა, არც ვალტერის ღიმილნარევი სახე, რომელიც დიდი ინტერესითა და მოთმინებით ელოდა ელის ხმის გაგონებას, არც დედის, სარას, ბულბულივით ნაზი ხმა ისმოდა ოთახში. საერთოდ არაფერი დარჩენილიყო ძველი, „უკეთესი“ დროიდან.
ელი ისევ მუქი ლურჯი მოსაცმლითა და წითელი კლეტკიანი კაბით გაეშურა სკოლისაკენ, მხოლოდ ორად-ორი რამ შეცვლილიყო გოგონაში, ელის გრძელი თმის ნაცვლად კარედ შეჭრილი თმა უმშვენებდა სახეს, ყავისფერ თვალებში კი შიშის ნაცვლად ცნობისმოყვარეობასა და სიძლიერეს დაედოთ ბინა. მანქანის სალონში კი ისევ ხმადაბალი ტონალობით ისმოდა - Sweet lies.
-ალექსანდრ, დღეს თვითონ მოვალ სახლში.- მკრთალი ღიმილით გადავიდა მანქანიდან ელი და დინჯი ნაბიჯებით გაუყვა გზას სკოლის შესასვლელისკენ.
დერეფანი ცარიელი აღმოჩნდა, სკოლაში უკვე დარეკილიყო ზარი. ელი დინჯი, მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას საკუთარი კლასისკენ.
სიცარიელითა და სიმშვიდით სავსე დერეფანში მხოლოდ ელის ნაბიჯებისა და მამაკაცის მშვიდი ღიღინი ისმოდა. ელი უკან მიბრუნდა, კიბეებზე მწვანეთვალება ამოდიოდა და ეშმაკური სახით შესცქეროდა ელის მოკლე თმებსა და თვალებს.
-დილამშვიდობისა, პატარა ელი.- უცნაური ხმით ამოიჩურჩულა მწვანეთვალებამ და ელის გაუსწორდა.- კლასში რატომ არ ხარ ?
-დამაგვიანდა და თვითონ ?.- ახლა ელიმ ააყოლა მისთვის ნაცნობ სხეულსა და თვალებს მზერა.
-მე აქ არ ვსწავლობ, ელი.- ისევ ჩაეღიმა მწვანეთვალებას.- შენ, ჩემზე კარგად იცი ეს.
-მე შენ არ გიცნობ.- თავი გაიქნია ელიმ და სწრაფად გადაადგა ნაბიჯები კიბეებისაკენ.- შესაბამისად შეუძლებელია შენ შესახებ რაიმე ვიცოდე.
-დარწმუნებული ხარ, ელი ?.- ყურთან ახლოს დაუჩურჩულა მწვანეთვალებამ.- მე კი მეგონა ყველაფრის გახსენება მოგინდებოდა, მეგონა ეს გჭირდებოდა.
-რის გახსენება ?
-ყველაფრის, რაც მე და შენ, ჩვენ, გვეხება.
-ჩვენ ?
-ჰო, ელი, ჩვენ.- გაუღიმა მწვანეთვალებამ და დინჯად აუარა გვერდი აღელვებულ და შეშინებულ პატარა ელის.- ელი.
-ჰო ?
-გიხდება მოკლე თმა.- ჩაიღიმა მწვანეთვალებამ.- ადრეც გიხდებოდა.- ჩუმი ხმით დაამატა ბიჭმა და ნელი ნაბიჯებით აიარა კიბე.
ელი დაბნეული გონებითა და არეული ნაბიჯებით მიიწევდა კლასისაკენ. ახლა გარკვევით ესმოდა მისტერ სმითის გამყინავი ხმა, რომელიც სიჩუმისაკენ მოუწოდებდა მოსწავლეებს. ნახევარი საათით დაეგვიანებინა ელის, გაკვეთილის დასრულებამდე მხოლოდ თხუთმეტი წუთიღა დარჩენილიყო. კედელთან ახლოს იატაკზე ჩამოჯდა, ბეჭებით ძლიერად მიებჯინა მყარ ზედაპირს და თვალები დახუჭა. დერეფანში ისევ სიჩუმეს დაესადგურა. აღარც მამაკაცის ღიღინისა და ელის ნაბიჯების ხმა ისმოდა. მხოლოდ და მხოლოდ ელის სუნთქვისა და გულის ბაგა-ბუგის ხმა ისმოდა და ისიც ელისთან, მხოლოდ ელის ესმოდა, თუ როგორი სისწრაფით ეხეთქებოდა გული კედელს, თუ როგორი სიძლიერით ცდილობდა საკუთარი ღელვისა და შფოთვის გადმოცემას.

*-*-*-*-*-*
-მინდა, რომ გამიხსენო. გთხოვ, შენთან მოსასვლელი გზები არ გადამიკეტო.

*-*-*-*-*-*
მოსაღამოვებულიყო, ელის სავარძელზე, წიგნის კითხვისას ჩასძინებოდა. ოთახში ჩამოწოლილ სიმშვიდეს ქარისა და მამაკაცის ნაბიჯების ხმა არღვევდა. მაღალი სილუეტი ელის წინ გაჩერებულიყო, მის მშვიდ, ძილისაგან შეშუპებულ თვალის უპეებსა და დაბჟუებულ ბაგეებს დასცქეროდა. ფრთხილი მოძრაობით ჩაიმუხლა მამაკაცი, მარჯვენა ხელით ნაზად მოეფერა ელის თმებს, შუბლსა და ძილისაგან შეფაკლულ ლოყას. ელის ისევ ბავშვივით ჩაებღუჯა მისთვის საყვარელი წიგნი - კლოუნის თვალთახედვა. მამაკაცს მკრთალი ღიმილით გაპობოდა ბაგეები, გოგონას სახეს მიუახლოვდა, ცხვირის წვერით ფრთხილად შეეხო ელის ლოყას, ყელსა და მხარს. ელის ისევ იის სურნელი ასდიოდა.
-არ იცვლები ელი, ისევ ისეთი ხარ.- დაიჩურჩულა მამაკაცმა და ელის ნაზ კანს მიკრობილმა ღრმად ამოისუნთქა.
მამაკაცი ძლივს-ძლივობით მოშორდა ელის სითბოთი გაჟღენთილ სხეულს, ფეხზე წამოიმართა და ოთახის იმ კუთხისკენ წავიდა, სადაც ძველის-ძველ ფირფიტებს ინახავდა ელი.
ნოა ელისათვის საყვარელ ფირფიტას დასწვდა, ახლაც ახსოვს გოგონასთან გატარებული თითოეული ღამე ამ ოთახში, ამ მუსიკით გაჟღენთილები როგორ მიიწევდნენ ერთმანეთის სხეულებისაკენ და ცეკვავდნენ, ცეკვავდნენ იქამდე სანამ ფანჯრიდან არ გამოჩნდებოდა მზის სხივები და არ გაანათებდა ოთახს.
-ჩვენ იმ დაკარგულ სულებს ვგავართ ერთმანეთს, რომ ეძებენ. და მე შენ გიპოვი ელი, აუცილებლად გიპოვი.
ოთახში წარსულიდან გამოგზავნილი მუსიკის ხმამ გაიჟღერა, ელის გამოეღვიძა. აივნიდან შემომავალი სიგრილისა და მამაკაცის სასიამოვნო სურნელის შერწყმა იგრძნო ელიმ, სწრაფად წამოდგა ფეხზე და ფირფიტასკენ გააპარა მზერა. ნაცნობი სიმღერა, ნაცნობი გრძნობები, წარსულში ჩამალული, ღრმად დალექილი და ელისათვის მიუწვდომელი, მაგრამ მაინც საოცრად ნაცნობი და ერთ დროს საყვარელი.
-და ჩვენ ვიტრიალებთ იქამდე, სანამ თავბრუ არ დაგვეხვევა, სანამ არ გავექცევით უსიამოვნო რეალობას და ჩავვარდებით იმ ზღაპრის ფურცელზე, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. იტრიალე ელი, იტრიალე იქამდე, სანამ საკუთარ თავს არ იპოვი...
Freedom is mine,
And i know how i feel

“-რატომ მიყურებ ?
-არ შეიძლება ?
-ასე, არა!
-რატომ ?
-ისე მიყურებ თითქოს ღმერთი ვიყო, მე კიდევ ღმერთი არ ვარ, ყველაზე შორს ვარ მისგან.
-მერე ? ყველაზე ბინძური არსებაც, რომ იყო მსოფლიოში მე მაინც ისე შემოგხედავ თითქოს სისუფთავისაგან ბრწყინავდე, თითქოს ღმერთი ცაში კი არა, არამედ ჩემ წინ იდგეს და შენი სახე ჰქონდეს. ასე შემოგხედავ და იცი რატომ ?
-რატომ ?
-იმიტომ, რომ რასაც ვხედავ და აღვიქვამ ყველა და ყველაფერი შენ ხარ, შენს იქით არაფერია. სიცარიელეა, მე კიდევ არ მიყვარს სიცარიელე.
-და მე თუ ცარიელი ვიქნები ?
-შენ ცარიელი არასდროს იქნები, იმიტომ, რომ მე მიყვარხარ და როცა ვინმეს უყვარხარ შეუძლებელია ცარიელი იყო.
-რომ დაგავიწყდე ?
-არ დამავიწყდები!
-და მაინც, რომ დაგავიწყდე ?
-იცი, ასეთი შემთხვევისათვის შეგიძლია უბრალოდ გამახსენო საკუთარი თავი. გული ხომ ყველაფერს ინახავს,რაც გვიყვარს!
-გიყვარვარ ელი ?
-მიყვარხარ ნოა.“

ვარსკვლავები ისევ ანათებენ ცაზე და არც არასოდეს მიატოვებენ ღამეს.

*-*-*-*-*-*
სექსი- ეს არის ვნება ორ ადამიანს შორის, სხეულისა და სულის ერთმანეთთან შერწყმა. ნაცნობი სხეულისა და სურნელის დავიწყება შეუძლებელია,თუ იგრძენი ის სულით ხორცამდე, მაშინ სამუდამოდ შენია და სულელი უნდა იყო რომ დაკარგო ის, რაც შენთვის მოუძღვნიათ.“

*-*-*-*-*-*

1. შენ უნდა გამოყვე იმ გზას, რომელიც ჩემთან მოგიყვანს.
-წითელი მანქანა და ტრასა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება.
-კაფე „იტალიანო“
-ზღვისპირა სახლი და მასში მცხოვრები მოხუცი წყვილი.
-წვიმიანი ქალაქი.
-და ადგილი სადაც შენ გახდი ჩემი - სულით ხორცამდე.
ხის პატარა ყუთში ელისათვის დაეტოვებინათ პატარა ფურცელზე ჩამოწერილი სია და კულონი იის გამოსახულებით.

*-*-*-*-*-*

ყველა ძველი დანგრეული შენობის უკან დგას ისტორია, რომელიც საიდუმლოებებსა და საოცარ ამბებს ინახავს.

*-*-*-*-*-*
ელი ოთახის ერთ-ერთ კუთხეში ჩამალულიყო, ხელში სურათებით სავსე ძველი ალმობი ჩაებღუჯა და მწვანეთვალება ბიჭისა და საკუთარი თავის გამოსახულებით ღიმილიან სახეებს დასცქეროდა. ოთახში ისევ ხმამაღლა ჟღერდა წარსულიდან გადმონაშთი, გრძნობებით სავსე სიმღერა. ელი ფეხზე წამოიმართა, გრძნობებისაგან თავბრუდახვეულს მთელი სხეული დაბუჟებოდა, დინჯი ნაბიჯებით გაიარა გზა კარადისაკენ, ალბომი კუთხეში მდგარ მაგიდაზე დადო და კარადიდან ტანისამოსის გამოლაგება დაიწყო. ხელებიცა და თითებიც ინსტიქტურად მოქმედებდნენ, ელის გარეშე გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი და გაუჩერებლივ ალაგებდნენ მაისურებსა და შარვლებს მუქ ლურჯ ზურგჩანთაში.
დერეფნიდან სწრაფი, ნერვიული ნაბიჯების ხმა ისმოდა, ვიღაც შეუსვენებლად მოდიოდა ელის ოთახისაკენ. ელი კარებისაკენ გაემართა, ძლიერად ჩაბღუჯა სახელური და დაუფიქრებლად გამოხსნა კარი. ელის წინ მამის შეშინებული სახე და არეული თვალები წარმოუდგა. ვალტერ ბრაუნი ძალაგამოცლილი მიყრდნობოდა კედელს და გულთან ხელებმიბჯენილი ცდილობდა თავის დამშვიდებას. მღვრიე, ცრემლნარევი ყავისფერი თვალებით ევედრებოდა ვალტერი შვილს პატიებას. ელი გაქვავებული სხეულის ამოძრავებასა და მთრთოლვარე ბაგეების დამშვდიდებას ცდილობდა, მაგრამ ყელთან მობჯენილი მძიმე ბურთულა არაფრის საშუალებას არ აძლევდა.
-ელი..- დერეფნის ბოლოდან დედის ხმა მოესმა გოგონას, ქალი გაკვირვებული სახით შესცქეროდა მეუღლესა და შვილს.- რა მოხდა ?.- რამდენიმე ნაბიჯით წაიწია მეუღლისაკენ.- ვალტერ.- ახლა მეუღლეს მიმართა ქალმა. ვალტერ ბრაუნმა ქალს ამოხედა, მკრთალი ღიმილით გაუქნია თავი და კედელს მიყრდნობილი ძლივს-ძლივობით წამოიმართა.
-მე და ელიმ უნდა ვისაუბროთ, სარა.- ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა და კარებში მდგარი ელისაკენ წავიდა.
-კი, მაგრამ...- დაბნეული ადგილზე შეირყა.- რამე მოხდა ?
-ჰო, სარა. მოხდა.- ისევ მკრთალად გაუღიმა ვალტერმა და მავედრებელი თვალებით გაიხედა მეუღლისაკენ.
სარა პირველად ხედავდა ქმრის თვალებში ჩაბუდებულ შიშსა და სევდას. სიტყვის უთქმელად მიბრუნდა უკან და დინჯი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი. ვალტერი შვილისაკენ მიბრუნდა, ელი კარებს მოშორდა, საწოლისაკენ გადაადგა ნაბიჯები, ვალტერსა და ელის ახლა მხოლოდ ერთი რამ აკავშირებდათ, ორივეს ერთნაირად აწვალებდა რაღაც, უღრღნიდა გულს და ორივე ისე ჩათრეულიყო ტკბილი ტყუილების ქსელში, რომ იქიდან თავის დაღწევა უჭირდათ.
-მინდა ვიცოდე, რატომ ?.- ელი მამისაკენ შეტრიალდა, ვალტერი ხელებჩამოყრილი ჩამომჯდარიყო იატაკზე და სევდიანი ღიმილით შესცქეროდა ელის.
-ელი, მე მამა ვარ. მშობელი ვარ შენი და ჩემი მოვალეობა, სასიამოვნო მოვალეობა, ყოველთვის ის იყო, რომ დამეცავი შენ და მყვარებოდი ისე, როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი.
-და ამისათვის საჭირო იყო ტკბილი ტყუილებით გამოგეტენა ჩემი თავი ?
-თუ საჭირო იქნებოდა, ჰო! მე ყველანაირი ტკივილი უნდა ამეშორებინა შენთვის, გესმის ? 16 წლის იყავი, და მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ უნდა ვყოფილიყავი კარგი მშობელი.
-გახსოვს რამდენიმე დღის წინ გითხარი, ტკბილი ტყუილები ანადგურებენ ადამიანს, ისე ანადგურებენ, რომ მიწაზე დაცემულს წამოდგომაში კი არ ეხმარებიან უფრო მეტად უკარგავენ წამოდგომის შანსებს-მეთქი.
-მახსოვს, ელი.
-და მაინც მომატყუე მამა, ისე გამხვიე ტყუილების ქსელში, რომ ახლა იქიდან თავის დაღწევა მიჭირს.
-ელი...
-ვინ არის ნოა ?
-თქვენ გიყვარდათ ერთმანეთი.- ღრმად ამოისუნთქა მამაკაცმა.- ყოველშემთხვევაში ის ასე ამბობდა.
-და შენ არ დაუჯერე მას, ხომ ასეა ?
-ჰო, ასეა.- ფეხზე წამოიმართა ვალტერი.- არ დავუჯერე, რადგან ის იყო მამაკაცი დაულაგებელი ცხოვრებით, არაფერი ჰქონდა ელი, საერთოდ არაფერი.
-როდიდან წყვეტს სიყვარულის არსებობას მატერიალური მხარე ?
-ელი, მე...
-ჰო, შენ მამა ხარ, მშობელი ხარ ჩემი.- მკრთალად ჩაეღიმა ელის.- მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ტყუილში მაცხოვრო, დამაკარგვინო ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და თან რის გამო, მისი მატერიალური მხარის გამო.
-ავარიაში მის გამო მოყევი ელი, ახლა რომ არაფერი გახსოვს მისი ბრალია, გესმის ?
-იცი, ადამიანის დადანაშაულება ძალიან ადვილია. ყველაფერს მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებ და არ გაინტერესებს რა ხდება მეორე მხარეს.
-მაპატიე, ელი.- ცრემლნარევი ხმით ამოიჩურჩულა მამაკაცმა.- მაპატიე, რომ არცერთხელ მოვუსმინე ნოას.
-მიპატიებია მამა.- მკრთალად გაიღიმა ელიმ და მამაკაცს მიუახლოვდა, ცრემლიანი ტუჩებით შეეხო მამის უხეშ ლოყასა და შეჭმუხნულ შუბლს.- მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
ელი საწოლზე მიგდებულ ჩანთასა და ქურთუკს დასწვდა, უკანმოუხედავად დატოვა ოთახი და საწოლზე ჩამომჯდარი მხრებაკანკალებული მამა.
ელის ნაბიჯები დერეფანში გაიფანტა, თითქოს შესუსტდა და ისევე გაქრა თვალსაწიერიდან, როგორც ბუმბული.

*-*-*-*-*-*-*

ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ ქუჩები ელის თვალსაწიერიდან, გოგონა მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო, ფანჯრიდან შემომავალი თბილი ჰაერი ნაზად უწვავდა სახესა და თვალებს. მანქანაში ისევ ნაცნობი მუსიკა და სურნელი ტრიალებდა, ნოას აქაც დაეტოვებინა საკუთარი კვალი და ელიც მთლიანად ჩაძირულიყო ბიჭის მიერ მოტანილ ზმანებაში. ალექსანდერი ჩუმი ღიმილით შესცქეროდა ბედნიერ ელის, ორი წლის შემდეგ პირველად ხედავდა ელის სახეზე გამოსახულ ღიმილსა და თვალებში ათამაშებულ ჭინკებს. ელის ხელებს შორის ისევ ძლიერად ჩაებღუჯებინა ძველი ალბომი და თითების ნაზი რხევით ეფერებოდა მის კიდეებს. მანქანა მატარებლის სადგურზე გაჩერდა, ელიმ სასწრაფოს წამოკრიბა სავარძელზე მიმოყრილი ნივთები და ზურგჩანთაში დაუდევრად ჩაყარა. ალექსანდერი ისევ ღიმილით შესცქეროდა მოუსვენარ ელის, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, ელის მხარეს მიუახლოვდა და კარები გამოაღო.
-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, მის ელი.
-გმადლობ.- ღიმილისაგან გაპობილი ბაგეებით უპასუხა ელიმ.- ალექსანდრ, სასწაულების გჯერათ ?
-მჯერა, მის ელი. მჯერა, რომ ყველა ჩვენგანს პატარა საიდუმლოებებითა და სასწაულებით სავსე ყუთი გველოდება სადღაც.
-და იმედია ყველანი ვიპოვით.- მკრთალი ღიმილით დაუკრა თავი ელიმ და ბედნიერი გამობრუნდა მატარებლისაკენ.
მატარებლის კუპე, სადაც ელი „დასახლებულიყო“ წითელი და შავი ფერებით შემოსილიყო. ფანჯარასთან ჩამოკიდებული შვინდისფერი ფარდა გაცრეცილიყო, მაგიდასაც გადასვლოდა უწინდელი ფერი და ახლა წარწერებითა და ნახატებით იმშვენებდა თავს. ელი ფანჯარასთან ახლოს ჩამოჯდა, ყურსასმენები გაიკეთა და სიმშვიდეში ჩაფლულმა გადაშალა ალბომის ყრდა. პირველ ფურცელზე შავი კალმით წაეწერათ - „ილაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო“.

*-*-*-*-*-*

„-სიყვარული რა ფერია ?
-ცისფერი
-რატომ ?
-ცა ღმერთთანაა ახლოს. სიყვარული კი ერთადერთი გრძნობაა, რომელიც შენი გაღმერთების საშუალებას მაძლევს.“


*-*-*-*-*-*
ელი პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩაზე იდგა ზურგჩანთით ხელში, ქუჩის ორივე კუთხიდან მუსიკისა და ჟრიამულის ხმა გამოდიოდა. მოსაღამოვებულიყო, მზესაც ჩაემალა პირი და მთვარისათვის დაეთმო ადგილი ცაზე. ქუჩის ბოლოს წითელი სპორტული მანქანა დაეყენებინათ, ელი მანქანისაკენ გაემართა, ნერვიულად მოჭმუჭნა ხელში ჩაბღაუჭებული ფურცელი და ერთ-ერთი ბარიდან გამოსულ მამაკაცს დააკვირდა. მამაკაცი მანქანისაკენ წავიდა, კარები გამოაღო და მხოლოდ წამით გამოხედა ელის, მკრთალად გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა. მამაკაცი ძალიან განსხვავდებოდა ნოასაგან.
-აქვე ახლოს რბოლები იმართება, ამიტომაც აქ ხშირად შეხვდები სპორტულ მანქანებს.- ელის უკნიდან მოუახლოვდა გოგონა.- გამარჯობა, მე სანდრა მქვია.- სანდრას მწვანე თვალები და ქერა თმა ჰქონდა, ძალიან ჰგავდა ნოას და მასსავით ცივი სურნელი ასდიოდა.
-ელი, მე ელი ვარ.- მკრთალად გაუღიმა სანდრას და სასტუმროსაკენ გაემართა.- დღესაც იქნება რბოლა ?.- ჩუმი ხმით ჩაიჩურჩულა და სანდრასაკენ გაიხედა.
-ჰო, პირველზე დაიწყება. თითქმის ყოველ კვირას იმართება.
სასტუმროში შესულ ელის ისევ მუსიკა უკვალავდა გზას, მისი ცხოვრება მუსიკითა და ნოათი იმართებოდა. ნოა წამყვანი თოკი იყო, რომელიც ძლიერად ჩასჭიდებოდა ელის და მთელი ძალით ცდილობდა საყვარელი ქალის დაბრუნებას. სასტუმრო ზღვის ტალღებს მოგაგონებდათ ხან აბობქრებულსა, და ხანაც მშვიდს. კედლებისათვის მუქი ლურჯი შეეხამებინათ, იატაკი კი ხისაგან იყო დამზადებული, გავლისას ერთიანად ჭრაჭუნობდა და სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
სასტუმროც ძველი იყო, ფანჯრები და კარებები უკვე მორყეულიყო, ადამიანებიც კი სიძველის სურნელს ატარებდნენ და ერთიანად ცდილობდნენ ელის გულში შეღწეულიყვნენ.
ელი მისთვის განკუთვნილ ოთახს მიუახლოვდა, „ნომერი 247“ წაეწერათ კარებზე. ელის ჩაეღიმა, სასტუმრო ძალზედ პატარა იყო და შეუძლებლად მიაჩნდა 247 ოთახი ასეთ პატარა შენობაში დატეულიყო.
ოთახი ღია ცისფრად შეეღებათ, კუთხეში ერთი საწოლი და დივანი მიედგათ. მთავარ კედელზე მუქი ლურჯი და თეთრი ფერებით გამოესახათ ტალღები. სასტუმროს პატრონს ძალიან უნდა ჰყვარებოდა ზღვა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი.
ელი ახლაღა მიხვდა, თუ რისი სურნელი ასდიოდა ნოას - ციტრუსის, რომელიც მთლიანად გაბნეულიყო ელის საწოლზე.
წითელი მანქანა,
ზღვისპირა სახლი...
ყველა და ყველაფერი ისევ ნოასთან მიდიოდა და ეს აგიჟებდა ელის, აგიჟებდა, თუ როგორ შეეძლო ნოას ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მომენტებში ჩაედო მათი წარსულის კადრები.

*-*-*-*-*-*
სიგარეტისა და ალკოჰოლის სურნელით გაჟღენთილიყო ოთახი, მამაკაცები საბილიარდოსთან შეკრებილიყვნენ და ღიმილნარევი სახეებით გადაჰყურებდნენ ერთმანეთს. სპორტული მანქანები ერთმანეთის მიყოლებით ჩაეყენებინათ, ვიღაც მთელი ხმით გაყვიროდა და მის ყვირილში მთლიანად ჩაკარგულიყო მუსიკის ხმა. გოგონა მოკლე შორტებითა და მაისურით მანქანების წინ ჩამომდგარიყო და წითელი დროშა აღემართა. ყველაფერი ფილმის სიუჟეტს დამსგავსებულიყო, ელი სანდრას გვერდით ჩამომდგარიყო და წითელ მანქანაში მჯდარი მამაკაცის დანახვას ცდილობდა. მამაკაცის გამოკვეთილი ყბების, კისრისა და შავი პერანგის გარდა თითქმის არაფერი ჩანდა. ელის გონებაში აფუთფუთებული აზრი, რომ მანქანაში ნოა იჯდა მთელი სიძლიერით აწვლებდა.
საყვირის ხმა გაისმა, გოგონამ სექსუალური მოძრაობით ააფრიალა დროშა და ეშმაკური ღიმილით გახედა გზაზე გავარდნილ მანქანებს.
-მეგონა ასეთი სიტუაციები მხოლოდ ფილმებში იყო.- გაეღიმა ელის.
-არა, დამიჯერე ასეთი სიტუაციები რეალურ ცხოვრებაში უფრო ჭარბობს. მთელი ცხოვრებაა აქ ვარ, პატარაობიდან ამ ქალაქს ვუყურებ, ამ ადამიანებს ვიცნობ და ეს ფილმი ნამდვილად არ არის.
-არ ეშინიათ ?
-რისი ?.- გაეცინა სანდრას.- ანდრენალინი მათი ცხოვრებაა, შეუძლებელია რომელიმე მათგანს ეშინოდეს იმის, რაც უყვართ.
-ჰო, ალბათ.- მკრთალად გაიღიმა ელიმ და ფინიშთან მოსულ წითელ მანქანას გააყოლა მზერა.- ეს ნოაა, არა ?
-ალბათ, შესაძლებელია.- თვალი ჩაუკრა სანდრამ და ბარისაკენ მიტრიალდა.- არაყი.- ბარმენს მიუთითა ჭიქისაკენ.
მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა, შავ თმაზე გადაისვა ხელი და დინჯი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისაკენ. ელიმ სანდრას გახედა, გოგონა არყის ჭიქას დაჰყურებდა და თან ღიმილით ესაუბრებოდა ბარმენს. სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვა გასასვლელისკენ წასულ მამაკაცს. ხელები ნერვიულობისაგან გაოფლიანებოდა ელის, მამაკაცი კი ისევ მშვიდად მიიწევდა წინ, გვირაბი იწყდებოდა, ბნელი და საშიში, მამაკაცს კი ერთხელაც არ გამოუხედავს ელისაკენ, ელიმ კი ზუსტად იცოდა, რომ მამაკაცი ხვდებოდა ელი რომ უკან მიჰყვებოდა.
სიბნელე შემოეპარათ, საკუთარი ნაბიჯების ხმის გარდა აღარაფერი ესმოდა ელის. აღარც მამაკაცის ნაბიჯებისა და სუნთქვის ხმა ამშვიდებდა ელის. ხელებაკანკალებული მიუახლოვდა გვირაბის კედელს და მასზე მიწებებულმა განაგრძო გზა. გვირაბს დასასრული არ უჩანდა, შეუძლებელი იყო ასე გამქრალიყო მამაკაცი.
-ელი.- მამაკაცის ხელი იგრძნო წელზე და ადგილზე გაშეშდა.- ჯერ ადრეა.
-რატომ ?.- ყელში გაჩხერილი ცრემლებით ძლივს-ძლივობით ამოიჩურჩულა ელიმ.- პირიქით, ნოა. უკვე გვიანიც კია, საკმარისი არ იყო ეს დრო ?
-შენ არ გახსოვარ.- მამაკაცის ტუჩების მოძრაობა იგრძნო ლოყასთან.- არ გიყვარვარ. მე კი მინდა გახსოვდე, გახსოვდეს ის, თუ როგორ გიყვარვარ და ვინ ვარ შენთვის.
-ნოა.- ამოიჩურჩულა ელიმ.
-ჰო.
-ციტრუსის სურნელი აგდის.- ისევ დაიჩურჩულა ელიმ.
-ვიცი, შენ კი იის.- ჩაეცინა ბიჭს.
-არ წახვიდე, რა. რთულია ასე.
-ვიცი.- ლოყაზე მიაკრა ტუჩები ბიჭმა. ელიმ სიცარიელე იგრძნო, მამაკაცის სხეული მოშორდა მისას, ნაბიჯები კი ისევ გასასვლელისკენ მიიწევდნენ. ელის ყელთან გაჩხერილი ცრემლები ლოყებზე დაედინა.
-არ წახვიდე! არ მახსოვხარ, მაგრამ ვიცი, რომ ციტრსუსის სურნელი აგდის, ვიცი რომ ჩემს ოთახში ერთმანეთზე გაგიჟებულებს ხშირად გვიცეკვია საკუთარი სურვილების ჩასახშობად. ვიცი, რომ ჩვენს საყვარელ სიმღერას „Feeling Good” ქვია. ვიცი, რომ არსებობს ზღვისპირა სახლი, სადაც ერთ დროს ბედნიერები ვიყავით. ჰოდა წამიყვანე იქ ნოა, წამიყვანე და ნუღარ წელავ დროს.- ტირილისაგან ხმაჩახლეჩილი ძლივს-ძლივობით აბამდა სიტყვებს ელი. ყველაფერი ჩაჩუმდა გარშემო, მხოლოდ ელის სლუკუნის ხმა არღვევდა სიჩუმეს.
და ნოას ნაბიჯები, რომლებიც ელისაკენ მიიწევდნენ.
ელიმ რბილი ტუჩების შეხება იგრძნო თავისაზე, ნაზი მოფერება ლოყებსა და ყელზე. ნოას ციტრუსის სურნელი შერეულიყო ელის - იისას.

03.04.18- დასასრული

ელეს,
როგორც ჩემს მუზას, მეგობარსა და საყვარელ მწერალს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი გვანცა))

მომეწონაა <3 ძალიან კარგი იყო!

 



№2 სტუმარი “პატარა ელი”

ყველაზე მეტად მიჭირს წერა მაშინ, როცა საქმე ამდენად ემოციურ სიტუაციას ეხება. ან მიმარტივდება, შეიძლება ... ჯერ ვერ გავერკვიე. ჩემი საიტიდან წასვლის შემდეგ მეორედ შემოვედი აქ. პირველად ჩემი ისტორიების საკითხის გამო, მეორედ ახლა. დღეს რომ მომწერე, ცოტა ვერ დავიჯერე. ვერ დავიჯერე იმის გამო, რომ უკვე შენს მიერ დაწერილი ასეთი საოცრება მერამდენეა ჩემს მიმართ, აღარც ვიცი.

დავიწყებ იმით, რომ პირველივე წარწერამ შემიკრა სუნთქვა, ჩავისუნთქე და მხოლოდ ბოლო წერტილის აღქმისას ამოვისუნთქე. არ ვიცი ამ ყველაფერს რა უნდა დავარქვა, ან საერთოდ მაქვ თუ არა უფლება მე ასე ვიბოდიალო ამ კომენტარით მაშინ, როცა ზემოთ ასეთი სასწაული წერია, მაგრამ ისეც არ მინდა ... ვერ მინდა ... ამაზე რამე როგორ არ დავწერო. როგორ არ გითხრა, რონ უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ. როგორ არ გითხრა, რომ ეს ყველაზე მაგარი საჩუქარია! როგორ არ გითხრა, რომ ამას ისე ვაფასებ, როგორც არასდროს არაფერს და როგორ არ გითხრა, რომ უნიჭიერესი ხარ, უდიდესი გულითა და სიყვარულით! სითბოთი! აქ ეგოისტურად მინდა, რომ მხოლოდ ჩემს მიამეთ იყო ასე! და ჰო, შენმა ყველა მეგობარმა მაპატიოს ამხელა ამბიცია, მაგრმ მინდა და რა გავაკეთო.:))) ასეთი საოცრება მაქვს მხოლოდ მე! ასეთი საოცრებები მხოლოდ ჩემია! შენიდან გამომდინარე არის ჩემი! როგორ მოგაფიქრდა, როგორ მოგინდა, აი შოკში ვარ ჩვეულებრივად! თოთოეული სიტყვა ისეთი ნაზი იყო, სათუთი ... კითხვისას ვფიქრობდი თითოეულისთვის უხეშად არ გამეყოლებინა თვალი და ისეთივე მოსულიყო ჩემთან, როგორც შენ გინდოდა! გეტყვი, რომ გამოგივიდა. 10-ზე, 100-ზე, უსასრულოდ ... !!! მე მიყვარს ეს შეგრძნევა იმიტომ, რომ მიყვარხარ შენ და მიყვარს შენი ნაწერები. ამაზე საკმარისი მადლობა როგორ უნდა ვთქვა არ ვიცი. რგორი ეპითეტები იყო, გაგიჟება შეიძლება და შენ ეს არაჩვეულებრივად გამოგდის!

მარიამ, შენ ხარ მზის სხივი! ბევრი, ბევრი, ბევრი სხივი!!! თან ისეთი, მარტო მე რომ მათბობს ))) არა ბიჭოს რია :)))) ამაყი ვარ უზომოდ და მადლიერი! უბედნიერესი! შენ კიდევ არანორმალური! დედამიწელი არა, სადღაც სხვა პლანეტიდან მოხვედი, რომ მე ასე გამაბედნიერო. “პატარა ელი” ასე გააბედნიერო! არასდროს დაგივიწყებ. არხერთ სიტყვას, ასოს, მძიმეს, წერტილს, სიტყვებს შორის გამოტოვებებს არ დაგივიწყებ. არც ისე და არც ასე. - ჩემთვის რომ გაქვს მოძღვნილი. მე ახლა ყველაზე ამაყი ვარ, რომ შემიძლია თამამად ვთქვა - ეს ჩემია ხალხნო! დიახ, ჩემი! ციტრუსის სურნელი, იის! სახლი ზღვის პირას და ჩვეულებრივად ავბღავლდი! ეს ზედმეტად რეალური იყო, რაღაც და რაღაცების გამო.

მადლობა!
რა მეთქმის სხვა?
უბრალოდ მადლობა, რომელშიც ვგულისხმობ ჩემს ყველა ცრემლს, გაღიმებას, შენთან საუბარს, მადლიერებას, სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, სიამაყეს, მეგობრობას, უხილავ კავშირს! ყველაფერს, რაც ჩვენს შორის იყო, არის და იქნება იმ დღიდან პირველი კომენტარი რომ დამიწერე სიახლეზე!

შენ ხარ განძი
და
გავიმეორებ,
მზის სხივი, რომელიც მარტო ჩემთვისაა!

მიყვარხარ!

 



№3  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

“პატარა ელი”
ყველაზე მეტად მიჭირს წერა მაშინ, როცა საქმე ამდენად ემოციურ სიტუაციას ეხება. ან მიმარტივდება, შეიძლება ... ჯერ ვერ გავერკვიე. ჩემი საიტიდან წასვლის შემდეგ მეორედ შემოვედი აქ. პირველად ჩემი ისტორიების საკითხის გამო, მეორედ ახლა. დღეს რომ მომწერე, ცოტა ვერ დავიჯერე. ვერ დავიჯერე იმის გამო, რომ უკვე შენს მიერ დაწერილი ასეთი საოცრება მერამდენეა ჩემს მიმართ, აღარც ვიცი.

დავიწყებ იმით, რომ პირველივე წარწერამ შემიკრა სუნთქვა, ჩავისუნთქე და მხოლოდ ბოლო წერტილის აღქმისას ამოვისუნთქე. არ ვიცი ამ ყველაფერს რა უნდა დავარქვა, ან საერთოდ მაქვ თუ არა უფლება მე ასე ვიბოდიალო ამ კომენტარით მაშინ, როცა ზემოთ ასეთი სასწაული წერია, მაგრამ ისეც არ მინდა ... ვერ მინდა ... ამაზე რამე როგორ არ დავწერო. როგორ არ გითხრა, რონ უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ. როგორ არ გითხრა, რომ ეს ყველაზე მაგარი საჩუქარია! როგორ არ გითხრა, რომ ამას ისე ვაფასებ, როგორც არასდროს არაფერს და როგორ არ გითხრა, რომ უნიჭიერესი ხარ, უდიდესი გულითა და სიყვარულით! სითბოთი! აქ ეგოისტურად მინდა, რომ მხოლოდ ჩემს მიამეთ იყო ასე! და ჰო, შენმა ყველა მეგობარმა მაპატიოს ამხელა ამბიცია, მაგრმ მინდა და რა გავაკეთო.:))) ასეთი საოცრება მაქვს მხოლოდ მე! ასეთი საოცრებები მხოლოდ ჩემია! შენიდან გამომდინარე არის ჩემი! როგორ მოგაფიქრდა, როგორ მოგინდა, აი შოკში ვარ ჩვეულებრივად! თოთოეული სიტყვა ისეთი ნაზი იყო, სათუთი ... კითხვისას ვფიქრობდი თითოეულისთვის უხეშად არ გამეყოლებინა თვალი და ისეთივე მოსულიყო ჩემთან, როგორც შენ გინდოდა! გეტყვი, რომ გამოგივიდა. 10-ზე, 100-ზე, უსასრულოდ ... !!! მე მიყვარს ეს შეგრძნევა იმიტომ, რომ მიყვარხარ შენ და მიყვარს შენი ნაწერები. ამაზე საკმარისი მადლობა როგორ უნდა ვთქვა არ ვიცი. რგორი ეპითეტები იყო, გაგიჟება შეიძლება და შენ ეს არაჩვეულებრივად გამოგდის!

მარიამ, შენ ხარ მზის სხივი! ბევრი, ბევრი, ბევრი სხივი!!! თან ისეთი, მარტო მე რომ მათბობს ))) არა ბიჭოს რია :)))) ამაყი ვარ უზომოდ და მადლიერი! უბედნიერესი! შენ კიდევ არანორმალური! დედამიწელი არა, სადღაც სხვა პლანეტიდან მოხვედი, რომ მე ასე გამაბედნიერო. “პატარა ელი” ასე გააბედნიერო! არასდროს დაგივიწყებ. არხერთ სიტყვას, ასოს, მძიმეს, წერტილს, სიტყვებს შორის გამოტოვებებს არ დაგივიწყებ. არც ისე და არც ასე. - ჩემთვის რომ გაქვს მოძღვნილი. მე ახლა ყველაზე ამაყი ვარ, რომ შემიძლია თამამად ვთქვა - ეს ჩემია ხალხნო! დიახ, ჩემი! ციტრუსის სურნელი, იის! სახლი ზღვის პირას და ჩვეულებრივად ავბღავლდი! ეს ზედმეტად რეალური იყო, რაღაც და რაღაცების გამო.

მადლობა!
რა მეთქმის სხვა?
უბრალოდ მადლობა, რომელშიც ვგულისხმობ ჩემს ყველა ცრემლს, გაღიმებას, შენთან საუბარს, მადლიერებას, სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას, სიამაყეს, მეგობრობას, უხილავ კავშირს! ყველაფერს, რაც ჩვენს შორის იყო, არის და იქნება იმ დღიდან პირველი კომენტარი რომ დამიწერე სიახლეზე!

შენ ხარ განძი
და
გავიმეორებ,
მზის სხივი, რომელიც მარტო ჩემთვისაა!

მიყვარხარ!


ჩემო პატარა ელი,
ჩემო თბილო და საყვარელო გოგო.
მე კიდევ მადლობას გიხდი, რომ მომეცი საშუალება შენი
მეგობარი ვყოფილიყავი და გამეცანი შენი შინაგანი სამყაროთი ❤️❤️❤️
ჩემი ადამიანი ხარ შენ, უზომოდ მიხარია შენზე დაწერილი თითოეული სიტყვა, მიხარია თუ შევძელი შენს სახეზე ღიმილის გამოსახვა, მიხარია ბედნიერი ემოციისაგან ცრემლებიც.
ადრე გითხარი ემოცია ხარ ჩემი-მეთქი! და ასეცაა.
ემოცია ხარ ჩემი,
მუზა ხარ ჩემი,
მეგობარი ხარ ჩემი,
საყვარელი მწერალი ხარ ჩემი და ჯანდაბა ტავტოლოგიას...
უზომოდ მიყვარხარ მე შენ! ❤️
პატარა ელი,
პატარა ნენე,
ჩემი ნე ❤️

გვანცა))
მომეწონაა <3 ძალიან კარგი იყო!

გმადლობ ❤️ ძალიან გამიხარდი ❤️

 



№4 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მომეწონა გავთბი ????ასეთი თბილი და ტკიბილი ისტორიით

 



№5  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

სტუმარი თამო
როგორ მომეწონა გავთბი ????ასეთი თბილი და ტკიბილი ისტორიით

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია kissing_heart

 



№6  offline წევრი mimimimo

როგორ მომეწონა.
ერთიანად გავთბი.
მიყვარს შენი ისტორიები მე!
თბილო და ტკბილო.
წარმატებები!

 



№7  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

mimimimo
როგორ მომეწონა.
ერთიანად გავთბი.
მიყვარს შენი ისტორიები მე!
თბილო და ტკბილო.
წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა თბილო ❤️
ძალიან გამიხარდი ❤️

 



№8  offline ადმინი ლორელაი

მართლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძალიან მიხარია რომ არსებობს ასეთი პატარა, ლამაზი და სათუთი ამბები. ბევრ დიდ ისტორიას ჯობია. მიხარია რომ როგორც მწერალი ამ ნაწარმოებით გაგიცანი.
უკეთესი იქნებოდა ცოტა უფრო ვრცლად ყოფილიყო განხილული ელის სიტუაცია, ზედმეტად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ გასაგებიც კია რატომაც, მოთხრობაა თავად პატარა.
აღწერები ძალიან კარგი გაქვს, არც ძალიან გაწელილი და არც დამღლელი. აი, კლეტკიანი არ მომეწონა. არც ვიცი რა სიტყვა, რომელი განსაზღვრება შეესაბამება მაგრამ ის ვიცი, რომ კლეტკიანი ცუდად ჟღერს.
წარმატებები, მარიამ
--------------------
თათა

 



№9  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ლორელაი
მართლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძალიან მიხარია რომ არსებობს ასეთი პატარა, ლამაზი და სათუთი ამბები. ბევრ დიდ ისტორიას ჯობია. მიხარია რომ როგორც მწერალი ამ ნაწარმოებით გაგიცანი.
უკეთესი იქნებოდა ცოტა უფრო ვრცლად ყოფილიყო განხილული ელის სიტუაცია, ზედმეტად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ გასაგებიც კია რატომაც, მოთხრობაა თავად პატარა.
აღწერები ძალიან კარგი გაქვს, არც ძალიან გაწელილი და არც დამღლელი. აი, კლეტკიანი არ მომეწონა. არც ვიცი რა სიტყვა, რომელი განსაზღვრება შეესაბამება მაგრამ ის ვიცი, რომ კლეტკიანი ცუდად ჟღერს.
წარმატებები, მარიამ


ძალიან დიდი მადლობა თათა kissing_heart
არც მე მომწონს ეს სიტყვა, უბრალოდ სხვა განსაზღვრება ვეღარ მოვიფიქრე.
ძალიან გამიხარდი kissing_heart

 



№10  offline ახალბედა მწერალი Ans...

მარიამ ! heart_eyes heart_eyes
იმდენი ხანი დამჭირდა ამ ისტორიამდე სანამ მოვედი, რომ ინტერესისგან დავილიე და ახლა ისე ვარ დანაღვლიანებული და გაოცებული, რომ არ ვიცი რა ვქნა!
ისე მომეწონა, იმდენად მომეწონა, რომ არ მეყო კიდეც!
შენი ისტორიები ჩემთვის ნათელი მაგალითია იმის, რომ შეიძლება სხვებთან შედარებით პატარა ისტორია დაიწეროს, მაგრამ იყოს მათზე ბევრად მაგარი, ბევრად განსხვავებული და ემოციური. შენ ამის შექმნა შეგიძლია.
ყველაფერს ზუსტად უსვამ ხაზს. ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს...
სიყვარულიც, სინანულიც, ცრემლიც, სიხარულიც, ტკივილიც...
სასწაული გოგო ხარ !!!!
"ტკბილი ტყუილები ანადგურებენ ადამიანს, ისე ანადგურებენ, რომ მიწაზე დაცემულს წამოდგომაშიც კი არ ეხმარებიან"
ჯერ კიდევ წერის პროცესში მოვიხიბლე ამ ფრაზით და მივხვდი, რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდა ! <33333
ძალიან მაგარი გოგო ხარ! და ძალიან მიყვარხარ !!!!! kissing_heart kissing_heart

 



№11  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Ans...
მარიამ ! heart_eyes heart_eyes
იმდენი ხანი დამჭირდა ამ ისტორიამდე სანამ მოვედი, რომ ინტერესისგან დავილიე და ახლა ისე ვარ დანაღვლიანებული და გაოცებული, რომ არ ვიცი რა ვქნა!
ისე მომეწონა, იმდენად მომეწონა, რომ არ მეყო კიდეც!
შენი ისტორიები ჩემთვის ნათელი მაგალითია იმის, რომ შეიძლება სხვებთან შედარებით პატარა ისტორია დაიწეროს, მაგრამ იყოს მათზე ბევრად მაგარი, ბევრად განსხვავებული და ემოციური. შენ ამის შექმნა შეგიძლია.
ყველაფერს ზუსტად უსვამ ხაზს. ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს...
სიყვარულიც, სინანულიც, ცრემლიც, სიხარულიც, ტკივილიც...
სასწაული გოგო ხარ !!!!
"ტკბილი ტყუილები ანადგურებენ ადამიანს, ისე ანადგურებენ, რომ მიწაზე დაცემულს წამოდგომაშიც კი არ ეხმარებიან"
ჯერ კიდევ წერის პროცესში მოვიხიბლე ამ ფრაზით და მივხვდი, რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდა ! <33333
ძალიან მაგარი გოგო ხარ! და ძალიან მიყვარხარ !!!!! kissing_heart kissing_heart

ანს,
ჩემო საყვარელო და თბილო გოგო,
ძალიან დიდი მადლობა. ვერც კი წარმოიდგენ, თუ როგორ გამიხარდი heart_eyes kissing_heart kissing_heart
არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან გამაბედნიერე heart_eyes
მეც მიყვარხარ kissing_heart

 



№12  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

იმედი მაქვს მელოდებოდი
ვაღიარებ ძალიან ცუდი გოგო ვარ აქამდე რომ ვერ დაგიწერე კომენტარი
მაგრამ შენც ძალიან ცუდი გოგო ხარ რომ ახლა მე მატირე !
რატომ მარიამ?
რატომ ხარ ასეთი კარგი?
რატომ არის შენი მოთხრობები ყოველთვის სითბოთი სავსე?
ოჰ ეს დამპალი “ტკბილი ტყუილები”
იმდენად საოცარი იყო სიტყვები არმყოფნის და იმდენად დაბნეული ვარ ისიც არვიცი რა გითხრა
გეტყვი იმას რომ ელი საოცარი გოგოა
და მხოლოდ იმას რომ ნოა და ელის ბედი ერთმანეთთან მაინც მიიყვანდა
“პატარა ელი” ჩემი ნენე , იცი ამმოთხრობის წაკითხვის მერე ორჯერ უფრო მეტად მომენატრა
შენ ხარ საოცარი გოგო
ს ა ო ც ა რ ი
მიყვარხარ შენ და პატარა ნენე
და თქვენი მოთხრობები

სიყვარულით “ჭინკა” :))

 



№13  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

LuckyGirl
იმედი მაქვს მელოდებოდი
ვაღიარებ ძალიან ცუდი გოგო ვარ აქამდე რომ ვერ დაგიწერე კომენტარი
მაგრამ შენც ძალიან ცუდი გოგო ხარ რომ ახლა მე მატირე !
რატომ მარიამ?
რატომ ხარ ასეთი კარგი?
რატომ არის შენი მოთხრობები ყოველთვის სითბოთი სავსე?
ოჰ ეს დამპალი “ტკბილი ტყუილები”
იმდენად საოცარი იყო სიტყვები არმყოფნის და იმდენად დაბნეული ვარ ისიც არვიცი რა გითხრა
გეტყვი იმას რომ ელი საოცარი გოგოა
და მხოლოდ იმას რომ ნოა და ელის ბედი ერთმანეთთან მაინც მიიყვანდა
“პატარა ელი” ჩემი ნენე , იცი ამმოთხრობის წაკითხვის მერე ორჯერ უფრო მეტად მომენატრა
შენ ხარ საოცარი გოგო
ს ა ო ც ა რ ი
მიყვარხარ შენ და პატარა ნენე
და თქვენი მოთხრობები

სიყვარულით “ჭინკა” :))

ჩემო სითბო'ვ kissing_heart
ძალიან გამახარე heart_eyes kissing_heart
მეც და ნენესაც ძალიან გვიყვარხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent