შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება ( თავი 8)


4-04-2018, 22:08
ავტორი teengirllove
ნანახია 688

მაღალი საზოგადოება ( თავი 8)

ბიჭმა ტუჩებზე ცერი დაადო რათა შეემოწმებინა თუ შეკრთებოდა , ნიტა არ განძრეულა , ბიჭი მისკენ დაიხარა,გოგონას რბილი და თბილი ტუჩები ჰქონდა ,სანდრომ მის ლოყაზე პულსის ფეთქვა იგრძნო..კოცნის შეწყვეტა არ სურდა ,მაგრამ სუნთქვა არ ეყო და იძულებული გახდა მის ტუჩებს მოსწყვეტოდა, გოგონას თვალები დახუჭული ქონდა ,ლამპიონის სინათლე სახეზე ეღვრებოდა , იმწუთას მისთვის იქ ნიტა კიარა ანგელოზი იდგა მისი სახით .. წამის შემდეგ ნიტამ თავი დახარა გამბედაობა არ ეყო ბიჭისთვის თვალებში შეეხედა , გული ისე უცემდა ლამის ამოვარდნოდა , წესიერად ვერც ხვდებოდა რამოხდა , მხოლოდ ის იცოდა რომ საშინლად უხურდა სახე და ბედნიერი იყო..სანდრომ მხარზე დაადო ხელი -კარგად ხარ?
გოგონამ თავი დაუქნია, სანდრომ ის თავისკენ მიიზიდა და კისერში აკოცა , კიდევ უფრო იგრძნო როგორ დაიჭიმა ნიტას სხეული,ბიჭს ოდნავ ჩაეღიმა , ტუჩები ყურთან მიუტანა და ნაზად ჩასჩურჩულა -ხვალ გამოგივლი, ერთად წავიდეთ...შემდეგ ნიკაპი აუწია ..მესამედ კიდევ უფრო საამო იყო...
დილით , როდესაც სახლიდან გამოვიდა და ტროტუარს მიუყვებოდა წინ მდგომი სანდრო დაინახა, კინაღამ სირბილით შეეგება და გულზე მიეკრო ,მაგრამ თავის შესაკავებლად ,კიდევ უფრო მოუჭირა ჩანთას ხელები ,იგრძნო როგორ დაეუფლა საოცარი განცდა , ლოყები აუღაჟღაჟდა და ნელი ნაბიჯებით წავიდა თავისი ცისფერთვალებასკენ,მპბიჭი ღიმილით შეეგება , საოცრად სიმპატიურად გამოიყურებოდა ,გულში ჩაიკრა გოგონა , ნიტა ეხლაღა მიხვდა რომ მიხუტებისას ყურს ზუსტად მის გულზე ადებდა , ამის გამო კარგად გრძნობდა როგორ უცემდა სანდროს გული..
-ძალიან ლამაზი ხარ..ჩასჩურჩულა ნაზად ყურში , ნიტას ოდნავ ჩაეღიმა ,შემდეგ თავი აწია და პირდაპირ შიგნით ლურჯ თვალებში ჩააჩერდა ,თვალებში რომელიც ასე ძალიან მოსწონდა..
გზაში ნერვიულობა ემჩნეოდა , ხმას არ იღებდა და ქვედა ტუჩზე კბილებს აჭერდა ,რის გამოც ტუჩი გაუთეთრდა ..
-დღეს წვეულებაზე ხომ მოდიხართ? ცდილობდა რამეზე წამოეწყო ლაპარაკო
-კი ,მოვდივართ ... არც შეუხედავს ისე უპასუხა გოგონამ..
-რაღაც უნდა გთხოვო...
-გისმენ ,პატარა ანგელოზო..ღიმილით მიმართა ,თან საჭეზე მაგრად იყო ჩაბღაიჭებული
-სკოლაში ნუ ვიტყვით ჩვენს ურთიერთობაზე რა ყველასთან...
-რატომ? გაკვირვებულმა იკითხა სანდრომ -ჩემი შეყვარებულობა ხომარ გიტყდება? დაამატა სიცილით
-არა ეგ რა შუაშია , უბრალოდ ..რავი...მხრები აიჩეჩა გოგონამ
-მესმის ,არ გიყვარს როდესაც ყურადღების ცენტრში ხარ ხო?... ნიტამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -კარგი, არავის არაფერს ვეტყვი, მეც უნდა შემომეთავაზებინა ეს ..
-კარგია რომ გესმის ,გეტყოდი შეგიძლია შენს მეგობრებს უთხრათქო მაგრამ არამგონია ნინოს ან გვანცას ენაზე დაადგეს ..
-ხო მართალი ხარ ,არც ნუცას ეტყვი?
-კი ვეტყვი..წინააღმდეგი ხომარხარ?
სანდრომ მხრები აიჩეჩა და უარის ნიშნად თავი გააქნია...მანქანა სკოლისგან მოშორებით გააჩერა , ღრმად ამოისუნთქა ,გოგონას მიაჩერდა , მის თმას ეთამაშებოდა ..ნიტა დაძაბული მიყრდნობოდა საზურგეს , ხელებს უხერხულად იფშვნეტდა და წინ იყურებოდა ..
-კარგი მე გადავალ ..თქვა ბოლოს, კარები გააღო , ცალი ფეხი უკვე გადადგმული ჰქონდა სანდრომ რომ ხელზე მოქაჩა თავისკენ მიატრიალა და ისევ აკოცა ...შემდეგ თვალებში შეხედა - სკოლაში შევხვდებით..უთხრა და სექსუალური ღიმილით დააჯილდოვა..
-მაშინ შეხვედრამდე ..უთხრა და მანქანიდან სწრაფად გადმოხტა , ასევე სწრაფად შევიდა სკოლაში და დაიკავა თავისი ადგილი..
-როგორ ხარ?
-კარგად ნუცა შენ?
-რავი , სანამ ყველაფერს არ გავიგებთ მანამდე ვერ მოვისვენებ..
-ხო, ჩემი იმედი გქონდეს ამჯერად ..
-ჰმ..სად გაქრა ის გოგო რომელიც მეუბნებოდა ეს სისულელეაო? თვალებმოჭუტულმა იკითხა ნუცამ
-არსად აქ არის..უბრალოდ მამაჩემის რეაქციისა და დედაჩემის სიტყვების შემდეგ დავინტრიგდი..
-გასაგებია...გავიგებთ არ იდარდო,არვიცი როგორ მაგრამ ..კარგი არ გვინდა ამ აზე , აბა კაბის ასარჩევად მომყვები? ღიმილით მეკითხება
-კიი რათქმაუნდა ..თან ჯიბის ფული შევაგროვე და მეც ვიყიდი რამეს ..
-ოჰო ,დღეს რაღაც სხვანაირი ხარ..აბა მჯთხარი რახდება
-გეტყვი ოღონდ აქ არა ..დასვენებაზე ეზოში...ნუცამ თავი დამიქნია და გამიღიმა...
ბაღში ვიჯექით , უცნაური მაგრამ არავინ იყო აქ ,ხის ძირას მოვკალათდით ..
-აბა რაუნდა გეთქვა?
-რადააა....
-როგორ არის ჩემი გოგო? მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა , შემდეგ ზურგზე ხელები ვიგრძენი ,ამას დიდი სხეულიც მოყვა და თბილი ტუჩებიც ლოყაზე...სანდრო ჩემს ზურგს უკან დაჯდა, გულზე მიმიკრო და ლოყა ლოყაზე მომადო,ორივე ნუცას გაკვირვებულ სახეზე ვიცინოდით,ხან მე მიყურებდა ხან სანდროს ..ბოლოს კოპები შეკრა -რას დამცინით? ახლავე მითხარით რახდება !!
-რადა მე და სანდრო ერთად ვართ..ვუთხარი და ცოტა დავიმორცხვე
-რააააა!!!!! არარსებობს!! კისკისით მომმვარდა და ჩამეხუტა -ჰეი, ბიჭი ..მუშფი მიარტყა მხარზე -იცოდე ჩემს დაქალს თუ აწყენინებ მოგკლავ ..
სანდრომ თვალებში შემომხედა - არასოდეს ..თქვა ბოლოს
-ნუცა ოღონდ არ ვაბაზრებთ, ნიტას ასე სურს..
-რა რატომ?
-უბრალოდ ასე მინდა...
-რა უცნაური დაქალი მყავს ...კარგი არავის ვეტყვ...მითხრა და თვალი ჩამიკრა
-ნუცი დღეს დაქალს მოგტაცებ რა ...
-ჩვენ კაბაზე უნდა წავსულიყავით დღევანდელი წვეულებისთვის,ასე რომ დაქალი მჭირდება..
-ხო მართლა წვეულება ,კარგით ,როგორც ჩანს გადადება მომიწევს ...ოდნავ გაიღიმა სანდრომ..
ნუცა დაგვემშვიდობა ,მითხრა სკოლის მერე წავიდეთო და კლასში შევიდა..სანდრომ კიდევ უფრო მომიჭირა მკლავები,ცხვირი თმაში ჩამიყო ,ცხვირის წვერით რაღაცეებს ხაზავდა ,შემდეგ ყურათან მომიტანა ტუჩები - საოცარი სურნელი გაქვს ...მისმა სიტყვებმა შემაკრთო , ოდნავ გამეღიმა ,თავი მისკენ მივატრიალე და ნაზად ვაკოცე..
ლურჯი თვალები შემომანათა ,სახეზე ნაზად დამისვა ხელები და გამიღიმა ..
-საღამოს მე წაგიყვან წვეულებაზე ,როგორც ჩემი მეწყვილე..თუ რთქმაუნდა თანახმა ხარ ..
-კი რატომაც არა.. ბატონ ალექსანდრესთან ერთად მისვლა ჩემთვის დიდი პატივია..
-ჩემთვისაც დიდი პატივია თქვენი მეწყვილეობა მის უკარებავ..
-ბატონო..მე ვარ უკარება?
-დიახ შენ..გახსოვს თავიდან როგორი ცივი და უკარება იყავი?
-ეს შენ იყავი ზედმეტად მომაბეზრებელი..აბა რა გინდოდა თავიდანვე მანქანაში ჩაგხტომოდი? ჩემს სიტყვებზე გაეცინა
-შენ თავიდანვე არ ჰგავდი სხვებს ..იცი პირველად როდის მივხვდი რომ შემიყვარდი?
-როდის?
-ის კაბა რომ ჩაიცვი....მითხრა და გადაიხარხარა
-ჰეი,შენ მაშინ არც მიცნობდი...ვუთხარი და მუშტი ვუთავაზე
-რასამბობ ,მე შენ სიზმრებში გხედავდი...მითხრა და ფეხზე წამოხტა
-მატყუარავ..ენა გამოვუყავი
-ეს მატყუარა მაგ საქციელისთვის დაგსჯის ...მითხრა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ
-არა..არა ..არაა!!! გაქცევა ვცადე მაგრამ ხელი დამავლო ,მის მკლავებში მომიქცია და ნაზად მაკოცა ..
-ეს სასჯელი არასაკმარისად მომეჩვენა ..დაამატა ბოლოს ,ისევ საკოცნელად გამოიწია მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და სკოლაში შევედი...
შუადღეს უკვე მოლში ვიყავი ,ნუცამ ყველაფერი მომატარა ,მაღაზია და კაბა არ დატოვა გაუსინჯავი, ბოლოს ძლივს აარჩია ერთი,მეც ვიყიდე თეთრი სადა კაბა და ჩემთან ავედით სახლში გამოსაცვლელად ...ნუცა ულამაზესი იყო , შავი ტანზე მომდგარი მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა , ხელში ოქროსფერი კლაჩი ეკავა , ქერა თმა ლამაზად ჩაეხვია , სახეზე კი მსუბუქი მაკიაჟი წაესვა ,ნამდვილ მზეთუნახავს ჰგავდა ..
-უკამაზესი ბიძაშვილი მყავს...ღიმილით ვუთხარი და კიდევ ერთხელკ შევავლე თვალი
-მადლობა ..მითხრა და დატრიალდა..შემდეგ ამათვალიერა და მანაც გაიღიმა -მეც შემიძლია იგივე ვთქვა ..მითხრა და დამატრიალა ...თეთრი მოკლე ,წელში გამოყვანილი და ქვევით გაშვებული კაბა მეცვა , მკერდს ზევით სულ მოღებულული, თმა გაშლილი მქონდა ,ფეხზე ბალეტკები მეცვა ოდნავ მაღალ ძირზე ...
ქვევით ჩავედით,კიბესთან მამაჩემი დაგვხვდა ,ჯერ მე შემომხედა ,ჩემს უკან მდგარი ნუცა რომ დაინახა ღიმილი სახეზე მიეყინა და თვალები აემღვრა ..ნუცამ სვლა შეანელა ,ჯერ მამას შეხედა შემდეგ მე ,ოდნავ დაძაბული მომეჩვენა..
-მან იცის ...ვუთხარი მამას და ნუცაზე ვანიშნე ...მამამ თვალებზე მოისვა ხელი , შემდეგ ნუცას გაუწოდა და თავისკენ მიიზიდა ,მაგრად ჩაიკრა გულში, უკნიდან დავინახე როგორ ჩამოუგორდა მამას ცრემლი..
-ძალიან გავხარ მამაშენს ...ძლივს თქვა ბოლოს და ნუცას სახე ხელებში მოიქცია
-მადლობა , ხშირად მეუბნებიან...
-ისეთი პატარა იყავი რომ დაგტოვე ,ჯერ სიარულიც არ იცოდი..დიდ ლურჯ თვალებს შემომანათებდი და თმას მქაჩავდი...ამაზე სამივეს გავეცინა
-რატომ დაგვტოვეთ? სეოარვით ჰკითხა ნუცამ....მამას თეთრმა ფერმა გადაურბინა სახეზე -ეს გრძელი ამაბავია ,თანაც დიდი ხნის წინ მოხდა ....თქვა ბოლოს
-ვიცი თქვენ ჩემმა ოჯახმა ძალიან გაწყენინათ მაგრამ,მამაც ძალიან ცუდად არის ,მართლა...
-თქვენობით ნუღარ მომმართავ ,ბიძია დამიძახე შვილო გთხოვ...ესღა თქვა და ოთახი დატოვა ,შემდეგ შემობრუნდა -ნუცა შვილო ბექა მომიკითხე და უთხარი რომ ბიძიას ახსოვს რასაც შეპირდა...
მე და ნუცა დიდხანს ვუყურებით გაკვირვებულები ერთმანეთს ,ვერ გაგვეგო მამას ბოლო სიტყვები რას ნიშნავდა ,შემდეგ ქვევით ჩავედით,სანდრო უკვე მოსულიყოა ,მას ნიკაც ახლდა ..
-პრივეტ ნიტ ,პრივეტ ნუცა...მოგვესალმა ნიკა
-პრივეტ ნუკუშ ..შენც მოდიხარ? ვკითხე ინტერესით
-კიი,ჩემს მეწყვილეს მოვაკითხე ,რომელიც დედოფალს ჰგავს..მითხრა და ნუცასკენ მანიშნა
-არ ვიცოდი ჩემი მეწყვილე თუ იყო მისტერ ამპარტავნება..ცხვირი აიბზუა ნუცამ
-ეხლა ხომ გაიგე ...ღიმილით წავიდა ნიკა მისკენ -სხვათაშორის კარგად გამოიყურები
-ჰმ..გმადლობთ ისედაც ვიცი...
-ერთი წუთით ..ჩემს შეყვარებულთან ლაპარაკი მაცადეთ ..მანქანიდან გადმოვიდა სანდრო ,ნელა მომიახლოვდა ხელი მომკიდა და დამატრიალა -იცით რომ ყველაზე ლამაზი შეყვარებული მყავს ? მკითხა უცებ
-მართლა ? არ გამაცნობ ? ვეკითხები და თვალს ვუკრავ
-ვერა,კოშკში მყავს სათანადოდ ჩაკეტილი რომ არ მომტაცონ...
-ოჰო , უყურე ერთი ამას ..ვუთხარი და გავუღიმე
-იცი რომ ძალიან კარგად გამოიყურები? მიჩურჩულებს ყურში
-მადლობა..შენ კი არაგიშავს ...ისევ ვეუბნები და ისაა უნდა მაკოცოს რომ ხელს ვკრავ და მანქანაში ვჯდები..
-ხედავ როგორი უკარება შეყვარებული შემხვდა? ეკითხება ნიკას და იცინის
-ნეტავ მე როგორი შემხვდება .. სიცილითვე პასუხობს და თვალს ნუცასკენ აპარებს ..ნიცა ამას გრძნობს და ოდნავ იღიმის..
-კარგი წავედით ...
ყველანი მანქანაში ვჯდებით ,მე სანდროს გვერდით, ნუცა ნიკასი და ადგილს ვწყდებით...სარკეში ვხედავ როგორ მონუსხულივით უყურებს ნიკა ,ამაზე მეღიმება და თვალს სანდროსკენ ვაპარებ , ისისც გრძნობს ჩემს მზერას და ხელს ხეკზე მადებს , მაგრად მკიდებს და მიჭერს ,შემდეგ ცერა თითს მისვავს ნაზად , ტანში ჟრუანტელი მივლის და ოდნავ ვკრთები , ამაზე ეღიმება ,მისი შემხედვარე მეც მეღიმება ..
მესიჯის მოსვლის ხმა მაფხიზლებს ,ჩემი და ნუცას ტელეფონი ერთდროულად უკრავს , კოდს ვხსნი და ეკრანს დავყურებ, მსიჯს ვხსნი,ცოტახანს ვკითხულობ , სარკეში ჩემი და ნუცას თვალები ერთმანეთს ეფეთება , მაშინვე ვხვდები მასაც იგივე მისწერეს რაც მე ,რადგან შეშინებული და დაბნეული მიყურებს...



აბა შემიფასეთ..ველოდები თქვენს აზრს :))))скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაიმე ცუდად ვარ რა მიწერეს რახდება
შენს გამო ერთხელ ინფაქტი დამარტყამს
არა ამ საიტზე ვის შემოქმედებასაც ვკითხულობ ყველამ ერთხმად უნდა მომიძებნოთ კარგი კარდიოლოგი

გადასარევი თავი იყო heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

ინტრიგანობას შეეშვიი)) კარგია,გააგრძელე)))

 



№3  offline წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
ვაიმე ცუდად ვარ რა მიწერეს რახდება
შენს გამო ერთხელ ინფაქტი დამარტყამს
არა ამ საიტზე ვის შემოქმედებასაც ვკითხულობ ყველამ ერთხმად უნდა მომიძებნოთ კარგი კარდიოლოგი

გადასარევი თავი იყო heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

Madloba ???? ????????

Girl with pretty smile
ინტრიგანობას შეეშვიი)) კარგია,გააგრძელე)))

Didi madloba

 



№4  offline წევრი talia

ჰაიმეეეე სად გაწყვიტე გოგოეს? არ მეყოფა.ახლავე მინდა წავიკიტხო, რა მოხდება შჰემდეგ თავსში? გავრეკავ გთხოვ მალე დადეეე

 



№5  offline წევრი teengirllove

talia
ჰაიმეეეე სად გაწყვიტე გოგოეს? არ მეყოფა.ახლავე მინდა წავიკიტხო, რა მოხდება შჰემდეგ თავსში? გავრეკავ გთხოვ მალე დადეეე

ხვალ დავდებ :)))

 



№6 სტუმარი tako

rodis dadeb?

 



№7  offline წევრი mariam m.k

Saertod sheni itoria pirvelad wavikitxe da momwons pirvel tavshi rogorc vtqvi bindis asli iyo magram shemdeg sxvanairad ganvitarda movlenebi xo momewona gpirdebi sxva Shen istoriebsac wavikitxav da azrs gagiziareb p.S Xo da kidev tavebi gazarde ra.

 



№8  offline წევრი teengirllove

mariam m.k
Saertod sheni itoria pirvelad wavikitxe da momwons pirvel tavshi rogorc vtqvi bindis asli iyo magram shemdeg sxvanairad ganvitarda movlenebi xo momewona gpirdebi sxva Shen istoriebsac wavikitxav da azrs gagiziareb p.S Xo da kidev tavebi gazarde ra.

მადლობა მარიამ,მოუთმენლად ველოდები შენს აზრს ჩემი ნაწერების შესახებ და აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაფერ :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent