შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 6


5-04-2018, 19:07
ავტორი Saally Saally
ნანახია 451

შენს მკლავებში დავლევ სულს 6

გავიდა ორი დღე.. დავითი თავის ძმაკაცებთან ერთად დადის რაღაც საქმეებზე,ხალხს კრიბავენ,იმ დღეს მთელი ღამე რაღაც გეგმას აწყობდნენ და ვერ თანხმდებოდნენ. მეც ვზივარ და ვათენებ,ვუსმენ,მაგრამ ძირითადად ვერ ვიგებ ვერაფერს.. გაგიკვირდებათ და გუშინ ცივი იარაღის ხმარება მასწავლა დათომ,რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში ყოველდღე ვთხოვდი რამე ესწავლა ჩემთვის.. დღეს იარაღის ხმარების დრო დადგა...
-ევა მზად ხარ?
-კი.
-ეხლა მომისმინე ყურადღებით. თავს ვუქნევ და მას ვუყურებ დაკვირვებით.
-აი ამ სამიზნეს , თითით მაჩვენებს იარაღის ნაწილს და აგრძელებს
ამ სამიზნეს ბოლოს ხსნი,როცა უკვე იცი ვის უნდა ესროლო და სად,დაიმახსოვრე,ყოველთვის შავი ფერის ტანსაცმელი უნდა გეცვას რომ ნაკლებად შესამჩნევი იყო,არ აღელდე და რომ დარწმუნდები მსხვერპლი მიზანში გყავს აი აქ ასე გადატენი და ჩახმახს ხელს გამოჰკრავ.
ცხოვრებაში რამდენი რამ შეიძლება მოხდეს..ოდესმე წარმოვიდგენდი რომ ნამდვილ იარაღს დავიჭერდი ან ვისვრიდი? ან საერთოდ დანას სხვა რამეში გამოვიყენებდი?არა რა თქმა უნდა...დათოს ვუსმენ და უკვე ფიქრებით იოანესთან ვარ. მისი ლაპარაკი უკვე ბუნდოვნად მესმის როცა იოანეს სახეს ვიხსენებ.
-ევაა,ხელს მიტრიალებს თვალებთან
-ხო?
-გაიგე რაც აგიხსენი ?
-კი კი .. აბა რა.. დამაჯერებლად თავს ვუქნევ ,საცდელ იარაღს მაძლევს და სამიზნეს მაჩვენებს. მესამე ცდაზე ზუსტად მიზანში ვარტყავ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს.
"გამომივიდააააა!' შევკივლე და დათომ ხარხარი ატეხა.
-მოკლედ ცოტახანში ჩემზე მაგრად დაიწყებ სროლას
-ნუ დამცინი! ენა გამოვყავი და დავეჯღანე,ორივე ისევ სიცილს ვაგრძელებდით,რამდენიმე წუთში კი კარზე კაკუნი გაისმა,თორნიკე და უტა შემოდიან და დათოს ესაუბრებიან. მაშინვე ოთახში შევბრივარ და ლაპარაკში ვეჩრები.
-თორნიკე,იოანე როგორ არის?
თავს ხრის და ჩუმად ამბობს
-კარგად,კარგად
ცრემლები თავისით მომდის და მას ვემუდარები რომ მისი ნახვის საშუალება მომცეს..
-გთხოვ.. მასთან წამიყვანე..გთხოვ..
-ევა არ შეიძლება,ვერ წაგიყვან,საშიშია! ნიკამ რომ გაიგოს ხომ იცი კარგი დღე არ გელის.
-ევა შედი შენს ოთახში.
დათო ხელს მკიდებს და საძინებელშ გავყავარ,ისევ კართან ვდგები და მათ დიალოგს ყურს ვუგდებ
-მოკლედ,ამ ორ დღეში უნდა მოვასწროთ ყველაფერი.
-ორ დღეში?
-ნიკა იტალიელ მაფიოზებს ხვდება,აი იმათ რა,შენც გეცოდინება,ანტონიოს და კლაუდიოს.. ხოდა ეხლა ნიკას იოანესთვის კიარა ღმერთისთვისაც არ ეცლება..
-ამდენ ხანს რატო წელავდა იოანეს ბედს?
-რატო არ გაწელავს? თავის ხალხს აცემინებს იოანეს მანამ სანამ სისხლის გუბეს არ აყენებს ხოლმე.. სადისტია ხო გეუბნები..
-ე.ი დღეს უნდა შევკრიბოთ ბიჭები?
-ხო.. დღეს შევიკრიბებით,გეგმას გავაცნობთ და ზეგ დილით თავდასხმაზე გადავდივართ.
-კაი დავით,დღეს ასე ღამის ორისკენ გამოვდივართ ნიკას სახლთან,მანამდე ვერ ვახერხებთ ნიკას ბრძანება გვაქვს შესასრულებელი ამიტომ ჯერ მაგას მოვაგვარებთ,ფორმა გაქვს,ნიღაბი,იარაღები.. რომ დაგირეკავთ მზად იყავი და მაშინვე გამოდი.
ოთახიდან გადიან და ემშვიდობებიან ერთმანეთს,სწრაფად ვწვები საწოლში.დავითი კარს ფრთხილად აღებს,მამოწმებს მძინავს თუ არა.. კარს ხურავს და ადგილს შორდება,
მაშინვე საწოლიდან ვდგები,შავ შარვალს და შავ ქურთუკს ვიცვამ,ნიღაბს ვიკეთებ და ფანჯრიდან ვიყურები. მანქანების ხმა მესმის როგორ შემოდიან ეზოში,მაშინვე სახლის უკანა ფანჯრიდან ვხტები,ორი შავი ბმვ დგას... ნიღბიანები მანქანიდან გადმოდიან და დათოს ურეკავენ.. უკნიდან ვეპარები ყველას და მათ გვერდით ვდგები. დროა... აი დათოს სილუეტიც მოჩანს.. ყველანი მანქანაში ვსხდებით და მეც მათ გვერდით ვარ. ღმერთო..იმედია არ შემამჩნევენ..ვფიქრობ და ვფორიაქობ.. ყველას ნიღაბი უკეთია,ხმაზე უკვე ვცნობ რამოდენიმეს,დათო წინ ზის და თორნიკეს ელაპარაკება,მე კი ვცდილობ ნერვებს არ ავყვე და არ შემამჩნიონ.
იმ ადგილს მივუახლოვდით სადაც იოანეა გამოკეტილი. თორნიკე კარს აღებს და მანქანიდან გადმოვდივართ ყველა,უტა მიდი და დაცვას მხარზე ხელს ავლებს,5 წუთში ოთხივე კაცი ძირს გდია... სასტიკად უსწორდებიან მათ მე კი პირღია ვდგავარ,უცებ მხარზე ვიღაც ხელს მავლებს და ვიშმუშნები
-წამოდი ბიჭო აქ რას დგახარ? იარაღს მაწვდის და მანიშნებს გავყვე. ეხლა ნამდვილად ისტერიული სიცილი ამივარდება... კიბეებს სწრაფად ჩავუყვებით ყველანი...დანარჩენები ცდილობდნენ კამერები გაეტეხათ და დაემსხვრიათ. საპყრობილე მხოლოდ ფილმებში მეგონა ასეთი საზარელი თუმცა რეალურად უფრო საშინელი აღმოჩნდა.. გვირაბივით გრძელ გასასვლელში სადაც საშინლად დახუთული ჰაერი იყო,როგორც იქნა იოანეს ზონას მივუახლოვდით...
-აქ რა ხდება? იოანე გისოსებს ეკრობა და ცდილობს გაერკვეს.დათო,თორნიკე და კიდევ რამდენიმე ნიღაბს იხსნის და მას ელაპარაკებიან.
დათო გულამოვარდნილი ავლებს ხელს იოანეს გისოსს მიღმა:
-რა უნდა ხდებოდეს ძმაო,ზეგ შენი გათავისუფლლების დღეა.. უღიმის და ისევ ლაპარაკს აგრძელებენ.
მე.. მე რას ვაკეთებ?მე მათი დიალოგი ყრუდ ჩამესმის.. ნელნელა ხმები ძალიან ძალიან შორს მესმის მიუხედავად იმისა რომ მათ გვერდით ვდგავარ... ნიღაბი ისე მეკრობა ჩემი ხშირი სუნთქვა მესმის და მხოლოდ იოანეს ვუყურებ,მის ყველა მოძრაობას,რეპლიკას,მიმიკას.. ყველაფერს ვაკვირდები და ვშტერდები,ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი ჩერდება.
-მოკლედ წავედით,აქ ერთი-ორი კაცი დარჩთ,გაიგეთ?
-ჩვენ დავრჩებით პასუხობს ორი ტიპი და მეც მათ გვერდით ვდგები.
-კაი,მალე დავბრუნდებით,ჩვენიანები ნიკას სახლთან გველოდებიან.
ჩემს გვერდით მდგომი ტიპები იოანეს ელაპარაკებიან,მაგრამ ჩემი იქ ყოფნა როგორც ჩანს ასე ცოტა ხალხში უკვე შესამჩნევი ხდება..
-შენ ხმას რატო არ იღებ? კითხულობს ერთ-ერთი.
მე უკან უკან მივდივარ და კედელს ვედები.. იოანეს ვუყურებ და სახე ეცვლება. იარაღს ხელს ვუჭერ და მიკანკალებს ხელები..ერთ-ერთი ისევ ჩემკენ იწევა და თავისი იარაღს მიმიზნიებს.
-იარაღი დააგდე,დროზე!!
მას წამიერად ვაგდებ,მეორე ტიპი მოულოდნელად ჩემს უკან ჩნდება და ნიღაბს მხსნის.
-ევა?? გაფართოებული თვალებით მიყურებს ვაჩე... იოანესკენ გახედვა უკვე მრცხვენია და სლუკუნს ვიწყებ.
-ევა აქ რა გინდა? ისევ მისი უხეში ხმა მესმის,უხეში და ბრაზნარევი, იოანე ლამისაა გისოსებიდან გადმოხტეს იმდენად იძაბება.
მასთან ძალიან სწრაფად მივდივარ და ხელს ვადებ დალურჯებულ ხელზე,ვცდილობ ჩემი თხელი ხელები გისოსებს გასცდეს და მის სახეს ვეხები.
-იოანე,ძალიან მენატრებოდი...შენ არა?
-ევა,საქმე შენს სიცოცხლეს ეხება,რატომ მოხვედი?როგორ გაბედე ესე გამოპარვა?
-ახლა ხომ აქ ვარ? საფრთხეს ახლა ხომ აღარ აქვს მნიშნელობა..
-ახლავე ვეტყვი ამათ სახლში წაგიყვანონ.
რკინის გისოსებს ვშორდები..ხელებს ვითავისუფლებ მისი ხელებისგან და იმედგაცრუებული შევყურებ.
-რა იდიოტი ვარ.. როგორ მეგონა..საერთოდ.. რატომ მეგონა ჩემი ნახვა გაგიხარდებოდა? დათო მართალი იყო... შენ მხოლოდ შურისძიების გამო გადამარჩინე.. მხოლოდ იმის გამო,რომ ნიკას დაპირისპირებოდი...
-ევა!!არა!
-გაჩუმდი,გაჩუმდი იოანე... შენი დანახვა აღარ მინდა.. შენი ყურება ძალიან მტკენს გულს..
-გთხოვ ევა მაგას ნუ ამბობ..შენ უბრალოდ ვერ ხვდები რომ მე შენთვის კარგი მინდა... შენთვის კარგი ცხოვრება მინდა და არა აი ასეთი.
-ჯანდაბა იოანე!!! ჯანდაბაშიც წასულა შენი კარგი ცხოვრება! აღარ მინდა გესმის?მე რაც მინდოდა გავაკეთე,დღეს გავაკეთე და აქ მოვედი... მაგრამ თურმე სულ ტყუილად...მიმაგდე შენს მეგობართან და სანახავადაც არ მოსულხარ.. ჩემთვის არც დაგირეკავს.. არც შეტყობინებაზე გიპასუხია..და შენ კიდევ რამეს უარყოფ?
-აქედან როცა გამოვალ ყველაფერს აგიხსნი...გპირდები..
-არა იოანე... არაფრის ახსნა არ მჭირდება..კარგად იყავი.
-უტა,ევა სახლში წაიყვანე.
თავი გავაქნიე,სწრაფად დავტოვე საპყრობილე და ტირილით მივრბოდი მანქანამდე.
*****
-მართლა ვერ წარმოვიდგენდი ევა თუ ესე გამოიპარებოდა.. სულ სხვა რამეზე ვფიქრობდით,სხვა გეგმები გვიტრიალებდა თავში..რას წარმოვიდგენდით,რას შევამჩნევდით,თან ეგეც ნიღბით იყო.. მაპატიე რა ძმაო
-კაი დავით რას მიხსნი,არაუშავს
-აბა,გააქცია გოგო... როგორ ტიროდა თან.. კაი რა (თორნიკე)
-რა ბიჭო? რა უთხარი? (დავითი)
-რა უნდა მეთქვა?აქედან რას უნდა დავპირდე?ან გაამართლებს ჩვენი გეგმა ან არა.. არ მინდა იმედები შემექმნა... თუ ვერ გადავრჩები,ჯობია ისე გავახსნედე როგორც ერთი მკვლელი ვიდრე ჩემს გამო იტიროს და ინერვიულოს...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი tati

zalian kari tavi iko <3 minda ioanem auxsnas evas siyvaruli daa datkbnen ertmanetit <3

 



№2  offline წევრი Saally Saally

მადლობა ჩემო კარგებო,თქვენი თითოეული კომენტარი ჩემთვის დიდი სტიმულია და მიხარია რომ მოგწონთ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent