შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 9 )


6-04-2018, 01:18
ავტორი teengirllove
ნანახია 1 021

მაღალი საზოგადოება (თავი 9 )

-რახდება? ჩვენი სახის დანახვაზე ,თვალები გაუფართოვდა სანდროს..მე ისევ ნუცას შევხედე ,მან თვალებით მანიშნა არაფერი თქვაო და მეც დავუჯერე..
-არაფერი რაუნდა იყოს?
-რავიცი სულ გაფითრდი..
-სულაც არ გავფითრებულვარ,უბრალოდ სინათლე მომხვდა ალბათ სახეზე ცუდად ..
-გასაგებია...
მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა..სწრაფად გადმოვედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,სანდრო მომიახლოვდა და ლოყაზე ნაზად მაკოცა, მის გამოხედვაზე მივხვდი ჩემს სიტყვებს არ ენდო..-ყველაფერი კარგად იქნება..ჩამჩურჩულა ყურში და მაგრად ჩამკიდა ხელი,დასამშვიდებლად თითები კიდევ უფრო მომიჭირა ,ნუცას გავხედე , მშვიდი მზერა ჰქონდა , ნიკამ მისთვის ხელის მოკიდება სცადა მაგრამ მან არ დაუთმო და მარტო შევიდა ეზოში..სახლი ულამაზესი იყო, ეზო ხომ ნამდვილი სამოთხე , შიგნიდან მუსიკების ხმა ისმოდა ,ირგვლივ დაცვა ტრიალებდა , ეზოში უნიფორმაში გამიწყობილი ქალები ტრიალებდნენ,ზოგიერთს ლანგარი ეჭირა ხელში ...უკვე კარებთან ვიდექით ,დაძაბულობა რომ ვიგრძენი მთელ სხეულში,ხალხმრავლობა არ მიყვარს ეს ხომ იცით ,სანდრო მიხვდა ჩემი დაძაბვის მიზეზს და მაგრად მომხვია ხელი, ლურჯი თვალები შემომანათა რამაც დამამშვიდა ,მეორე მხრიდან ნუცა მომიდგა ,ნაზად გამიღიმა და პირველი თვითონ შევიდა ,მას ნიკა მიჰყვა ,ნიკას კი ჩვენ ..ყველას ბოლო დონეზე ეცვა , მაღალი ქუსლები, ჩანთები და სწერვა სახეები, აი რას ვხედავდი იმწუთას იქ , ხელში ზოგს ვისკის,ზოგს შამპანურის ,ზოგს კი წვენის ჭიქები ეჭირათ, ჯგუფებად იდფნენ და საუბრობდნენ, მეორე კუთხეში სცენასავით იყო გამოყოფილი სადაც რამდენიმე გოგო და ბიჭი ცეკვავდა ,ნუ ცეკვავდა რა უფრო კლუბურ მუსიკაზე იმანჭებოდნენ...იქაურობის თვალიერებით ისე გავერთე ვერცკი მივხვდი მარტო რომ ვიდექი, ირგვლივ მიმოვიხედე ,არც სანდრო იდგა ,არც ნუცა და არც ნიკა ,ასე როგორ წავიდნენ ,რომ არაფერიცმითხრეს? როგორ დამტოვეს ,თანაც იციან ხალხმრავლობა არ მიყვარს? ცოტა გავბრაზდი, მომეჩვენა რომ ყველა მე მიყურებდა , უცერხულად ვიდექი და ხელების ვისრესდი ...
-ნიტა ,გამარჯობა ,მიხარია რომ მოხვედი ... ყალბი ღიმილით მომესალმა გვანცა , ცისფერი თვალები უელავდა , მოკლე თმა დაეხვია,მისი თვალების ფერი მოკლე კაბა ეცვა ,გრძელი საყურეები ეკეთა და კიდევ უფრო გრძელი ქუსლიანები ეცვა ..-მარტო ხარ?
-მე ..არა ნუცაც აქ არის.. ჩემს უკან მიიხედა და ჩაეღიმა
-აქ არავინაა ნიტა ..არაუშავს თუ მარტო მოხვედი ,მერე რამოხდა ..მითხრა და გადაიკისკისა
-მარტო არ არის ,ჩემთან ერთადაა..მომემსმა უკნიდან სანდროს ოდნავ გაღიზიანებული ხმა , შემდეგ მომიახლოვდა ხელი მხარზე შემომხვია და თავისკენ მიმიკრო,გვანცამ გაიცებულმა შემოგვხედა და ოდნავ ჩაიღიმა -სანდროო,შენ..
-ხო გვანცი,როგორ ხარ?
-მე კარგად ..ნიტა სასმელს დალევ? მითხრა და ვისკით სავსე ჭიქა გამომიწოდა
-არა გმადლობ არ ვსვავ ..უხეშად გავწიე მისი ხელი
- უი ,რატომ? გეშინია დამოკიდებული არ გახდე? თუ მშობლები გიშლიან?
-გვანცა!! გამოცრა კბილებიდან სანდრომ
-არაფერია სანდრ, გვანცი საყვარელო,მშობლები არაფერს არასოდეს არ მიშლიან ,რადგან უკვე დიდი ვარ და თავად ვიცი რაარის ჩემთვის კარგი და რა არა..რაც შეეხება დამოკიდებულებას არამგონია ერთი დალევით ვინმე დამოკიდებული გახდეს მასზე არა? ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე
-ხო..უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა -სან ,წამო რა ერთს გაგაცნობ ...
-კაი..უთხრა და ხელი დამავლო შენც წამოდიო
-არა ნიტა დარჩეს ,ისეთი ვინმეა ხომ ხვდები...წარბი ასწია და თან ამათვალიერა
-რას გულისხმობ გვანცა?ვერ ვხვდები..
-კაი ხო, მერე გაგაცნობ..ამოიოხრა და დაგვტოვა ..სანდრო წინ დამიდგა და ნაზად ამისვა კისერზე ხელები..
-სად გაქრი? გაბრაზებულმა მივახალე
-მე ისა..სასმელი მომქონდა შენთვის
-მერე სასმელი სად არის? ვკითხე დაეჭვებულმა
-ხოო სასმელი..იცი დავფიქრდი და მივხვდი რომ შენსავით ტკბილი ,ცივი და გემრიელი არაფერი მოიპოვებოდა აქ ,ამიტომ აღარ წამოვიღე...ცხვირი ჩემს ცხვირს მიადო და ოდნავ გაიღიმა
-როგორი პირფერი ხარ..ვუთხარი სიცილით და მოვიშორე..
-ნიტა ,სანდრო ..აქ რას დგახართ? მოგვიახლოვდა უკნიდან ნუცა
-ვსაუბრობთ და გარემოს ვეჩვევით...უპასუხა სანდრომ
-გასაგებია მაგრამ ასე ხომარ იდგებით..სანდრო ნიტას წაგართმევ ორი წუთით..ხვეწნით შეხედა სანდროს
-კიმაგრამ სად მიგყავს?
-ისა...გაყოლა მინდა საპირფარეშოში..თავიდან მისი ნათქვამი გამიკვირდა მაგრამ მერე მივხვდი რაც ხდებოდა და ავყევი -ხო სანდრო წავყვები, მეც მაინტერესებს სად არის..
-თქვენ სულ ესე კოლექტიურად დადიხართ ტუალეტში? გადაიხარხარა და გაგვეცალა...ნუცამ სწრაფად ჩამავლო ხელი და ერთ-ერთ ოთახში შემათრია,კარები მაგრად მიკეტა და ცისფერი თვალები მომანათა
-შენც იგივე მოგწერეს?
-კი..
-ვინარის?
-აზრზე არ ვარ ,დაფარულია ნომერი
-გადარეკვა ვცადე ,მესიჯის გაგზავნაც მაგრამ არ მიდის..
-ჩვენს შესახებ კიდევ ვინ იცის?!
-მხოლოდ ჩვენ ორმა და ჩემმა ძმამ ბექამ..
-ბექა არ იქნება ხო? ვეკითხები თუმცა პასუხი ისედაც ვიცი
-არა რათქმაუნდა ,რაში უნდა დასჭირვებოდა ჩემს ძმას ჩვენთვის ფარული ნომრიდან მოწერა და დახმარების შემოთავაზება?
მხრები ავიჩეჩე ..-იქნებ ვინმემ იცის კიდევ რამოხდა წარსულში?
-შენი აზრით კიდევ მესამე პირია ჩარეული ამ საქმეში? მეკითხება შეშინებული ნუცა
-ნუ გეშინია ,ისეთი მესიჯი იყო მხოლოდ დახმარება ენდომება..
-ხო ,უბრალოდ ეს ყველაფერი მაშინებს ,ისეთი რა უნდა მომხდარიყო ,ასე რომ გაასაიდუმლა ყველამ...
-არვიცი, ასეთი რა ჩაიდინა მამაჩემმა ? ვერ ვხვდები...
-ბექამ მითხრა საქმე ქალს ეხებოდაო...მორცხვად მითხრა ნუცამ და თვალები ძირს დახარა ..
-მაგით რისი თქმა გინდა? ვიგრძენი როგორ წამოვხურდი..
-არაფრის ...
-ნუცა!!!
-უფ..იქნებ დედაშენიცაა ამ ამბავში გარეული?
-დედაჩემი? ის რაშუაში უნდა იყოს?
ნუცამ მხრები აიჩეჩა ..-აპირებ დათანხმდე?
-არვიცი,როგორ ვენდო უცხოს რომელიც დაფარული ნომრიდან მწერს ?
-სხვა გზა არ გვაქ ,უნდა დავთანხმდეთ..
-ნუცა ეს ,სისულელედ მეჩევენება.. მაგრამ მგონი უნდა მოვუსმინოთ და გავიგოთ რაიცის ...
-ჩვენ ვერ შევეხმიანებით ,დაველოდოთ თვითონ როდის მოგვწერს...
თავს ვუქნევ ,შემდეგ ოთახიდან გავდივარ, ნუცა სააბაზანოსკენ მიდის , მეკი ისევ მარტო ვრჩები..
-პრივეტ!! მესმის უკნიდან უცნობი ხმა და მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ,ფრთხილად ვტრიალდები, უკან ახალგაზრდა ყმაწვილი დგას , თეთრ მაისურსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი, შავი თმა უკან აქვს გადავარცხნილი და ამავე ფერის თვალები ეშმაკურად უცინის..მის ხელს უხეშად ვიშორებ და ვცდილობ დავაიგნორო..
-ნიტა არა? ჩემი სახელის გაგონებაზე ვკრთები
-საიდან იცი?
-აქ ყველამ ყველაფერი იცის...ლამაზი ხარ ნიტა..მეუბნება და დაუფარავად მათვალიერებს ,ამაზე ვბრაზდები და ზურს ვაქცევ ,ვცდილობ წამოვიდე მაგრამ წინ მისწრებს,წამში ჩემს წინ დგება ,ისევ იღიმის -უზრდელობაა ადამიანს ზურგი შეაქციო როცა გელაპარაკება ..
-რაგინდა?
-ერთი ცეკვა ..
-არ ვცეკვავ, მითუმეტეს უცხოებთან..უხეშად ვეუბნები და ისევ ვცდილობ წასვალას
-ლუკა ასათიანი...მეუბნება შემდეგ და ხელს მიწვდის
-ას..ასათიანი?
-ხო ,ნინოს უმცროსი ძმა ვარ ...
-აჰ..აი თურმე რა , არ გავხართ..
-ხო ვიცი, აბა ეხლა იცეკვებ ჩემთან?
-ხომ გითხარი..სიტყვის დასრულება არ მაცადა
-უკვე ნაცნობი ვარ...ხელი დამავლო და ისე აღმოვჩნდი სცენაზე მის მკლავებში გახლართული გონზე ვერ მოვედი, წყნარი მუსიკა იყო, ცალი ხელი წელზე მაგრად მომიჭირა ,მეირე კი მტევენზე დამავლო და მხარზე დაიდო..
-რას აკეთებ?
-ბცეკვავ შენთან ერთად..კმაყოფილი იღიმის
-ხომ გითხარი ,ცეკვა არ მინდა!!! გამიშვი!!!! ვცდილობ მისი მკლავებისგან განვთავისუფლდე მაგრამ მაგრად მიჭერს...
-ლამაზი თვალები გაქვს , დამაფიქრებელი და ჩამწვდომი ..
მკაცრ მზერას ვესვრი -შემეშვი!!
-უკარებას როლი გიხდება ..მეუბნება და ცხვირს თავზე მადებს ,ისევ ვცდილობ შევეწინააღმდეგო მაგრამ არ გამომდის ,მაგრად ვყავარ მიკრული
-იქნებ ეხლა მე მაცადო ჩემს გოგოსთან ცეკვა!!! მესმის სანდროს მკაცრი ხმა ,შემდეგ მის სახეს ვხედავ ლუკას ზურგს უკან ,თვალები მოეჭუტა ,ხელები მაგრად მოემუშტა ,ისიც შევამჩნიე როგორ გააპარა მზერა ჩემს წელზე მოხვეულ ხელებზე ..
-ვაა სანდრუშ ,არ ვიცოდი შენი გოგო თუიყო..ღიმილით უთხრა ლუკამ
-ეხლა ხომიცი? მკაცრი ტონი არ იცვლებოდა
-ეხლა კი..
-ხოდა მოაშორე შენი ხელები..ლუკამ წელზე მოხვეული ხელი გამიშვა ,ღიმილით შემომხედა ჯერ მე შემდეგ სანდროს ,რომლიც მალევე მომიახლოვდა ხელი მაგრად ჩამკიდა..
-ისე ლამაზი გოგო გყავს ,მაგრამ ძალიან უკარებაა..როგორ მოახერხე შებმა?
ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სანდროს სხეული - მოშორდი ასათიანო აქედან სანამ ისევ არ მიცემიხარ..
-ამჯერად დაიკოს წვეულებას არ ჩავაშხამებ ...ირონიით თქვა ლუაკმ და დაგვტოვა ..სანდრომ მაგრად მომიჭირა ხელი,იმდენად მაგრად რომ სისხლი გამიჩერდა , შემდეგ წინ გამიძღვა ,ეზოში გამათრია..შეშინებული ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი
-ესეიგი ცეკვა არ გიყვარს არა? პირდაპირ შემომანათა თავისი ლურჯი თვალები ,ხმა მშვიდი ქონდა მაგრამ სწირედა ამ თვაკებმა გაყიდა,ვიგრძენი როგორ ბრაზობდა
-მე...ვერცკი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი იქ..მოედანზე..
-ნიტა მას მეორედ არ დაელაპარაკები და თუ ისევ შეგეხება , იმ სიფათს მივუნგრევ...ბოლო სიტყვები იმხელა ზიზღით თქვა შემეშინდა
-ასე რატომ ბრაზობ? ერთი თავხდი ბიჭია , მე რომ გავბრაზდი კიდე ხო მაგრამ შენ რაგჭირს?
-რამჭირს? ვერ ხვდები? ჩემი შეყვარებული რომელიც მფონია რომ დაქალთან დავტოვე ,ბიჭთან ერთად მეჩითება ,ცეკვავს და ამ ბიჭს მის წელზე აქვს ხელები შემოხვეული..და კიდევ მეკითხები რამაბრაზებს?
-არა ეს არ მიგულისხმია სანრო,უბრალოდ ის ნინოს ძმაა ,მეგონა მასთან კარგი ურთიერთობა გქონდა..
-ნახევარძმაა , მამა ჰყავთ ერთი..საშინელი ტიპია ,ვერვხვდები ნინომ როსთვის დაპატიჟა ...
-ეხლა გასაგებია გარეგნულად რატომ არ გვანან...
-ფეხზე ვის ჰგავს ,ერთი ვიცი თუ ისევ მოგეკარე..თუ მოგეკარა...
-სანდრო დამშვიდდი...მივუახლოვდი ,ნელა ავიღე მისი ხელი და ნაზად მოვეფერე სახეზე -ხომ მიცნობ ,რაც არ უნდა გააკეთოს თვითონ არ მივიკარებ არავის სურვილი თუ არ გამიჩნდა....
სანდროს ოდნავ ჩაეღიმა ..-ვიცი , უბრალოდ ის დიდი გაიძვერა ვინმეა , კარგად იცის გოგონებს როგორ ელაპარაკოს და თავგზა აუბნიოს ,უამრავი გოგო ყავს გაუბედურებული.. ისეთი სახე მიიღო თითქოს წარსულის იარები გაახსენდაო
-მე ეგ არ მემუქრება...
-ვიცი.. ოდნავ მშვიდდება ,თმას ზურგსუკან მიგდებს ,შემდეგ კისერზე ნაზად მისვავს ხელებს ,მის სუნთქვას და სითბოს ვგრძნობ რომელიც ერთდროულად მივლის სხეულში ,ცხვირს ყურთან მადებს და ნაზად მკოცნის კისერში , შემდეგ ცხვირის წვერს ნელა მისვავს კანზე , მთელ სხეულში მივლის ჟრუანტელი, უცებ წელზე მაგრად მხვევს ხელს მისკენ მიზიდავს - შენ მხოლოდ ჩემი ხარ..მეუბნება მკაცრად და მკოცნის...
-ნიტა !!! მესმის ნუცას ხმა , უხერხულად ვშორდები სანდროს და გაწითლებული ვტრიალდები მისკენ ,ტელეფონი უჭირავს ხლელში ,
-ნიტა წამო რა საქმე მაქვს ..
-რახდება ნუცა? ჩემსმაგივრად კითხულობს სანდრო ..
-არაფერი ისეთი ..
-ისევ ტუალეტში ხომარ მოგინდათ ორივეს? ეშმაკურად იღიმის
-გეყოფა დაცინვა..მუჯლუგუნს ვურტყავ და მეც მეცინება
-ვწუხვარ ნუცა მაგრამ ამჯერად ნიტას ვერ დაგითმობ..
-რაა რატომ?
-იმიტომ რომ ბოლოს რომ დაგითმე სხვა ბიჭის მკლავებში აღმოვაჩინე..სახე დაუსერიოზულდა და მე გადმომხედა მკაცრი მზერით
-რაა? ვერ გავიგე!!
-არაფერი, ეს გოგო მთელი ღამით მხოლოდ ჩემია..
-არა სანდრო ორი წუთით მჭირდება და შემდეგ სულ შენ გყავდეს...
ემიდარება ნუცა
-ჰეი..რა მალე დამთმე ..სიცილით ვეუბნები და მას მივყვები..
-რამოხდა? ვეკითხები მას შემდეგ რაც მარტო ვრჩებით
-ისევ მომწერა....скачать dle 11.3




№1  offline წევრი mariam m.k

Intrigac amas qvia sad gachere ginda guli gamiskdes p.s pirveli var

 



№2  offline წევრი teengirllove

mariam m.k
Intrigac amas qvia sad gachere ginda guli gamiskdes p.s pirveli var

:))) xoo , ar gagiskdeba nu geshinia :)))

 



№3  offline წევრი talia

ჩემ კნუტი საoცარი იყო

 



№4  offline წევრი skida

აუუ რა საყვარლები არიან

 



№5 სტუმარი mariami

ar vici es ewvi uazroa tu azriani magram vfiqrob luka "genealogiis xestanaa" dakavshirebuli male dade ra momdevno dzaan momwons ise<3<3

kaiaa male dade ra ar vici es ewvi uazroa tu azriani magram vfiqrob Luka am "genealogiis xestanaa" dakavshirebuli...

 



№6  offline წევრი teengirllove

talia
ჩემ კნუტი საoცარი იყო

madloba talush

skida
აუუ რა საყვარლები არიან

:))))

mariami
ar vici es ewvi uazroa tu azriani magram vfiqrob luka "genealogiis xestanaa" dakavshirebuli male dade ra momdevno dzaan momwons ise<3<3

kaiaa male dade ra ar vici es ewvi uazroa tu azriani magram vfiqrob Luka am "genealogiis xestanaa" dakavshirebuli...

ara genealogiastan kavshirshi araa, magram gamadgeba mavalshi :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent