შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 4)


6-04-2018, 15:50
ნანახია 394

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 4)

-ხომ არ დაიკარგე?-უცნობმა მზრუნველად ჩამომხედა და მისი მზერით შეწუხებულმა თავი ავწიე. არც შევმცდარვარ-აქამდე არასოდეს მენახა ჩემს წინ მდგომი ადამიანი.
-არ დავკარგულვარ-მშვიდად ამოვილაპარაკე-ვისვენებ, რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვს? მაგალითად ის, რომ ეს კუნძი ვინმე შენი წინაპრისაა და ჩემი უფლებები აქ ჯდომას ჯერ არ გასწდომია.
-ნუ ღელავ, მაგაზე სანერვიულო რომ გქონდეს, უკვე ფეხზე იდგებოდი, მე საქმის გაჭინაურება არ მიყვარს.
-რასაც თავის ქებაზე ვერ ვიტყოდით არა?-ირონიულად ჩავიქირქლე.
-კარგი, გავიგეთ რომ მწარე ენა გაქვს და ენის ტრიალის ხელოვნებაშიც განსწავლული ხარ, დიდი ხანი არ უნდა იყოს, აქ რაც ცხოვრობ, არა?-გამომცდელად მომაშტერდა თვალებში და მეც, უცნაურად დაჰიპნოზებულმა, დაუფიქრებლად სიმართლე ვუპასუხე:
-ორი დღეა, გადმოვედი. მაგრამ ჩემს სახლს საკმაოდ გამოვცდი სირბილისას.
-ანუ გვერდიგვერდ არ ვცხოვრობთ, გასაგებია-თავისთვის ჩაიცინა და წარბი უცნაურად ასწია-მაგრამ, ხომ არ გინდა დღეს საღამოს ახალმოსახლეობა აღგვენიშნა? ხომ იცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
-სამაგიეროდ მე მტკივა ამდენი ლაპარაკით.
-აჰა, გავითვალისწინებ შენს პირდაპირობას და შეიარაღებული დაგხვდები. კარგი, დაიმახსოვრე, მეთორმეტეს კორპუსის ბინა 34, ტკბილეული წამოიღე, ან ის, რასაც ჭამ, სასმელი მე მაქვს.
რათქმაუნდა, რთული მისახვედრი არ იყო, რომ მის ტვინში სისხლძარღვები არასწორად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. ალბათ ამიტომაც ჰქონდა არაადეკვატური საქციელი და არაკორექტული დიალოგი, მაგრამ როგორც კი საუბარი დაასრულა, მეგობრულად დამემშვიდობა, გაცივდები ასეო-მომაძახა და წავიდა. რა უნდა მექნა. არა, სირცხვილი იყო რომ არ მივსულიყავი-ეს კი ჩემი თავის გასამართლებელი "მე" გახლდათ, რომელიც ყველა სიტუაციაში პოულობდა ჩემი საქციელის გასასამართლებელ სიტყვებს. ამჯერად კი, იმდენად ლაღი მეჩვენა ახლადგაცნობილი (მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ჯერ კიდევ უსახელი და უგვარო იყო), დიდი სიამოვნებით დავაპირე მასთან სტუმრად წასვლა.
ვარჯიში, რომელიც დაწყებულიც არ მქონდა, კიბეზე არბენის შემდეგ დასრულდა. კარზე ფრთხილად მივაკაკუნე, მაგრამ არავინ იყო, რადგან ბინიდან ჩამიჩუმიც არ გამოდიოდა.
შხაპის მიღების შემდეგ "ჩემი" ოთახისკებ გავეშურე და თავი მოვიწესრიგე. მას მერე; რაც სახის კანის გამომკვები, მკლავების და ყელის კრემის წასმას, თმის შეძლებისდაგვარად გაშრობას, სარკიანი კარადიდან ჯინსების ყველა შესაძლო ვარიანტის გამოღება და ირგვლივ მიმოყრას და უსაფუძვლოდ ღელვას მოვრჩი, კატოსთაბ აუცილებელი ზარის განხორციელება განვიზრახე. საწოლზე ფეხმორთხმით წამომჯარს ტელეფონი სურზე მიმედო და გამოცემულ ზუზუნს ვუსმენდი, სანამ კატო (რომელიც ალბათ თხუთმეტი წუთი მოუნდებოდა ტელეფონის ადგილსამყოფელის აღმოჩენას) საჭმლისგან გამოტენილი პირიდან საჭმელს გადაყლაპავდა და ჩემთვისაც მოიცლიდა (რავქნა, რომ საჭმელზე ძვირფასი არ ვარ?!) .
-ჰო, ჩემოვ.
-რჩევების მოსაცემად მზად ხარ?
-უკვე გაყოლებელ თურქეთის სულთნის ცოლად ჰარამხანაში თუ ჯერ ქორწილის წინ უნდა გაიგულაო?
-ნუ ბზუი ერთი რა. ჩაყლაპე საჭმელი და ისე ილაპარაკე, პირგამოტენილი ლაპარაკი რა უბედურებაა!-გამწარებულმა მასთანაც ქოთქოთი დავიწყე.
-კარგი ჩემო ლამაზო, ოღონდ შენი ნერვები აფუნქციონირე და მე ყველაფერზე ხელი ამიწევია!
ამ დროს კი, სრულიად თავისით წარმომედგინება ხოლმე კატოს ძალზედ სერიოზული სახე, დაჭიმული ნაკვთები და ძალით მობრეცილი ტუჩები, და მეღიმება.
-მომისმენ თუ სხვას მოვუყვე?
-ვის სხვას შე უბედურო, ვინ...
-კატო, მკვლელს ნუ გამხდი-ვაფრთხილებ ისე სასტიკად, რომ ამ წუთისთვის მაინც გაითვალისწინოს; მაგრამ არ ჭრის. იმიტომ ხომ არა, რომ ხისთავიანია? წყალი არ გაუვა ამ აზრს.
-სკაიპში დაგერეკა, იმას მაინც შევამჩნევდი, რამდენი კილო მოიმატე და გულის ჭიას გავიხარებდი, რომ მხოლოდ 15 კილოთი მსუქანი ვარ შენზე.
ისევ, ისევ ლაპარაკობს. ლაპარაკობს და ლაპარაკობს. ბოლოს კი, როცა სიტყვების მარაგი ეწურება, ჩემი ამბის ჯერიც დგება:
-კატო, პაემანზე მივდივარ.
-სად? პურის რიგზე მიდიხარ? რაღაც კარგად არ ისმის?-ყურმილში ხმაჩამწყდარი ყვავივით ჩამჩხავის კატო. არა, ნამდვილად დამცინის.
-უი, შენც გინდოდა ხო წამოსვლა?
-მიდი, მოყევი.
-დღეს დილით გავიცანი. ახალი მეზობელი ვარ და გაცნობას თუ რაღაცას აღვნიშნავთ. დაიმახსოვრე, თუ დავლევ, რამეს მოგწერ. თუ მოგწერე ისეთი რამე; რასაც ფიზიკურად ვერ შეათანწყობ, რეკავ ნომერზე 599 92...
-მოიცა, მოიცა, შენს ნომერზე რა პონტში ვრეკავ?იმ ბიჭის ნომერი მომე. თუ გინდა, მისამართიც.
-ეუფ, კატო შენ მანდ ქათმებს მიხედონ, დედლები მამალს არ დაესხან თავს, თორემ მერე ან ის მამალი ასწავლის ჭკუას დედლებს ან შენ თვითონ ინანებ უყურადღებობას.
-ისე კარგად ეწყობიან ერთამენთს ეს ქათმები; როგორც დაგიბარებია. მოდი, მათ პირადში ნუ ჩავერევით, ოჯახი ოჯახია მაინც.
-კატო, რა ჩავიცვა?
-ტანსაცმელი.
-მართლა?
-გეხუმრე გოგო.
-ტორტი წავიღო თუ ნაყინები?
-კაი კახური არაყი.
-თმა ავიკოსო თუ ცხენის კუდივით შევიკრა?
-გაიშალე.
-თომა?
-რა თომა?
-რა ვუთხრა,
-რა უნდა უთხრა?
-სად მივდივართქო?
-და მაგას რატომ უნდა უთხრა?
-თუ დააინტერესა?
-ვაიმე ნინა, ნუ გადამრევ. ტოპი და მაღალწელიანი მუქი ფერის ჯინსი ჩაიცვი. თმა თავისუფლად აიკოსე, ჯობია ნაყინი წაიღო, რგ უფრო გიყვარს.
-კარგი კატო, მგონი მეც მომშივდა.
-გინდა რძის ნაღები გამოგიგზავნო? ისეთი კარგი სულგუნი გვაქვს, ცივი, გემრიელი მაწონი..
კატომ იცოდა, როგორ შეეძულებინა ჩემთვის საჭმელი. კონკრეტულად იმ დროისთვის კი ეს არაჩვეულებრივად მოახერხა (ვეგისთვის რძის პროდუქტები შორეული ქვის ხანაა).
ტელეფონი რომ გავთიშე, სახლის ჩუსტებით და გაწეწილი თმით გავედი მისაღებში ტელევიზორის საყურებლად, მაგრამ ბრაზილიური სერიალის ცოცხალი სცენა რომ დამხვდა, ლამის გული ამირია საზიზღრობის შეგრძნებამ.
მისაღების ტახტზე ფეხებგაშლილი თომა სამკაოდ მოხერხებულად იჯდა, აი ის ქალი კი, რომელიც ზედ (ბარძაყებზე) ეჯდა, ოდნავ არაკომფორტულად მომეჩვენა. ქალის მოკლე, ტანზე შემიჭერილი კაბა თანდათან ზემოთ აწეულიყო და სწორედ ბარძაყზე გამოჩენილ შიშველ კანზე უჭერდა თომა ხელის გულს.
ამაზრზენი იყო ის კოცნაც, რომელიც მე დავინახე. პირი ფართოდ გაეხსნათ და ენას ურცხვად ამოძრავებდნენ. ცოტაც და უკანმოუხედავად გავტრიალდებოდი, ანდროს თვალებმა რომ შემამჩნიეს და მისი ტუჩები ქალის ენას დაშორდნენ.
-გართობა ხომ არ გინდა?-მშვიდად და სერიოზული სახით დამაკვირდა სახეზე, მერე ტანზე და ჩემს მოკლე შორტზე.
-რატომ იფიქრე, რომ მეც შენნაირი ვარ?-უემოციოდ მივუგე და ოთახში სწრაფად შევბრუნდი.
ის, რაც მაკადრა, გაცილებით დიდი იყო იმაზე, რასაც სამაგიეროს გადახდისას გავუკეთებდი.
***************************
შებინდებისას გონს მოვეგე და ნაყინის ბისკვიტები წავიყოლე ახალ მეზობელთან. გონებაში ბინის ნომერს ვატრიალებდი, რომ არ დამვიწყებოდა. სასაცილოა, მაღაზიაში გაგზავნილ ბავშვს ვგავდი, პურის ნაცვლად კიტრს რომ ყიდულობს.
სანამ მაღაზიიდან ბიჭის კორპუსამდე მივაღწევდი, სახეში ცივი ნიავი მცემდა და ლოყები მთვარის შუქზეც კი შესამჩნევად გამწითლებოდა. ლურჯი ცა ვარსკვლავებს დაეკავებინათ, სულ არ ფიქრობდნენ, განცალკევებით მდგარი მთვარისთვისაც დაეთმოთ თავიანთთან ადგილი. რატომღაც ბრაზი მომაწვა და გაოცებული ვიყავი, რადგან მეგონა ეს ბრაზი ნიავსა და მთვარის სიმარტოვეს ეხებოდა, მაგრამ მალევე ჩემს გულში აღმოვაჩინე, როგორ ვწუხდი თომას საშინელი დამოკიდებულების გამო. ეს მხოლოდ ჩემთან ურთიერთობის მინუსი არამგონია ყოფილიყო, ბიჭს არ შეეძლო ქალი დაეფასებინა. იქნებ ვინმეკ აიძულა, ყველა ქალზე დაეკარგა წარმოდგენა? "და ყველასთვის შეურაცხყოფის მიყენება?"-გამომეპასუხა უკმაყოფილო თვითცნობიერი და სიბრძნეში ჩაკარგულს რეალობაში ამომაყოფინა თავი. კორპუსის კიბეზე ისე გრაციოზულად ავირბინე, რომ სისწრაფისთვის მოქნილობაც შემეთავსებინა და ძლივს არჩეული ტკბილეული ხელიდან არ გამცვივნოდა.
კარზე კაკუნის წინ თავიც არ მომიწესრიგებია. უცნაურია, მაგრამ ამ ბიჭთან საოცარი გულახდილობა ვიგრძენი პირველივე შეხვედრისას, ამიტომ აღარ ვაპირებდი, ნიღაბი მომერგო.
ჯინსის შორტის კომბინიზონი ოდნავ ქვემოთ დავწიე და როგორც კი კანზე ხელი მომიხვდა, შევამჩნიე, გავყინულიყავი.
სანამ თავის აწევას მოვასწრებდი, სეზამი გაიღო და ჩემ წინ მისი უმაღლესობა.. (ჰმ, სახელი არ ვიცი) წარსდგა.
-შემოდი ნინუც-ღიმილით განმითავისუფლა შესასვლელში გზა. სახლში ისე შევაბიჯე, არც მიგრძვნია, რომ ჩემი სულაც არ იყო. ისეთი სითბო ტრიალებდა, კანზე ბუსუსებმა დამაყარა. მთელ სახლში დაფქული ყავის სუნი იდგა და რატომღაც, ესეც კი სიამოვნებას მანიჭებდა.
დივანზე ჩამოჯდომა მასპინძელს მე დავასწარი და ღიმილით გავხედე.
-ჩემი სახელი იცი..-საუბარი წამოვიწყე.-არ გკითხავ, საიდან გაიგე.
-კონსტანტინე მქვია-თბილად და ფართოდ გაიღიმა, მარჯვენა ხელი კი მარჯვედ გამოიშვირა ჩემკენ და ჩამორთმევა არც მე დავაყოვნე.
-რატომ ვგრძნობ, რომ ამ ყველაფერში სულაც არაა უცნაურობა?
-ალბათ იმიტომ, რომ უცნაურობა სხვა სიტუაციებს უფრო შეეფერება, ვიდრე ამას.-კონსტა ფეხზე წამოდგა. ამ დროს შევამჩნიე მუქი ფერის ოდნავ დახეული ჯინსი და თავისუფალი სტილის მწვანე ფერის ნახატებიანი მაიკა. რა ეხატა? არაფერი განსაკუთრებული, ნახატში მწანე ცის ქვეშ ფირუზისფერი ხეები ქსოვილის სხვაობის გამო პრიალებდნენ.
ბიჭი წამოდგა და მეც მთხოვა,
წამოვმდგარიყავი:
-დროა, ვიდიასახლისოთ. იცი; ეჭვიც არ მეპარება, რონ ცხოვრებაში პირველად გიწევს შენი კულინარიული ნიჭის ბიჭთან გამომჟღავნება, ამიტომ შენს ღია ტონალურს ვფიცავ, არ დაგცინებ.
-ასე რატომ ფიქრობ?-მართალია, სამზარეულოსკენ მივყვებოდი და ჩემ წინ მიდიოდა, მაგრამ ვიცოდი,,გულისყურით მისმენდა.-რატომ გგონია რომ სახეს ტონალური მითეთრებს და ბუნებრივად შეუძლებელია თეთრი კანი მქონდეს? -კარგი, მე აჯანყების მოწინააღმდეგე ვარ.
-თუ ხელებს წევ მაშინ კარგი, დავზავდეთ-ჭკუამხიარულივით გავუცინე და დახლთან მზარეულობაში გართულს გვერდით მივუდექი.
-მოდი, პომიდორს მე დავჭრი-კალათა ავაცალე და ხელსაწყოები გავამზადე. ვგრძნობდი, საღამოს საუცხოოდ გატარება რომ ეწერა და გულისსიღრმეშჯ ჩემი თავის ასეთი თავისუფლება გიჟივით მიხაროდა. ვბედავდი და საკუთარ თავს ჩემს რეალურ სურვილებშუ ვარწმუნებდი.
-ნინა, სუნელს თავი დაანებე, ნუ ყნოსავ-კონსტანტინემ თვალები გადაატრიალა, როცა უცხო პაკეტში ყოველდღიურისგან განსხვავებულ სუნელს მოვკარი თვალი და ჩემი ცნობისმოყვარეობის მადლით ბიჭის შენიშვნაც დავიმსახურე.ბოლოს, გვერდიგვერდ ვისხედით სამზარეულოში, რაღაც უცნაური, ევროპული სალათი გვედგა წინ, რომელშიც ბარდა, სტაფილო და ათასი ბოსტნეული ერია. მიუხედავად მადის დაკარგვისა, მაინც მაიძულა კონსტამ-შენს მომზადებულს შენვე თუ არ გასინჯავ სხვამ ვინ უნდა გაგისინჯოსო.
შესაძლოა, სხვანაირად თქვა, მაგრამ როგორც ხედავთ, მე ასეთი შინაარსი გამოვიტანე და შინშილთან ერთად, ბიჭის ხათრმა მაიძულა, მეჭამა.
მერე კი, როდესაც "პაემანი საჭმელთან" წარსულს ჩავაბარეთ, დატკბობა ვიწყეთ. რათქმაუნდა, შოკოლადის გემრიელი ნაყინებით. მისი განიერეკრანიანი ტელევიზორის DVDში თურქული სერიალის დახაზული დისკი ჩავტენეთ და როცა გვეგონა, ბედნიერი დასვენების დრო მოვიდაო, მაშიბ დაიწყო ნამდვილი ტანჯვა. როგორც კი რომანტიკული და ამაღელვებელი მომენტები გამოჩნდებოდა ეკრანზე, დახაზული დისკის ბედიც მაშინ ტრიალებდა უკუღმა და ჩვენც გვაცოდვილებდა.
დაღლილს, აღარც მახსოვს, როგორ გადავწექი რბილ დივანზე პლედში თავიდან ფეხებამდე გახვეული და ნელ-ნელა თვალებიც მიმელულა.
-ნინა, დაგეძინა გოგო?-კონსტას ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა, მაგრამ არც სურვილი და არც ძალა მქონდა თვალების გახელის, ამიტომ უბრალოდ ჩავიღიმე, მაგრამ არ ვიცი, დაინახა თუ არა მან.
უკვე ღრმა ძილი მითრევდა, როცა ჩემი ტელეფონი ტვინისწამღებ ხმაზე აწრიპინდა და ამ ტანჯვისგან ვიღაცამ მიხსნა.
-გისმენთ-კონსანტინეს ხმა რომ გავიგე, მივხვდი, ჩემს ტელეფონს მან უპასუხა, მაგრამ გაბრაზება ერთი წამითაც არ მომრევია, თავს საოცრად მშვიდად და თავისუფლად ვგრძნობდი.
-ჩემთან არის... ვერ დაგალაპარაკებ, სძინავს... მომისმინე, ხვალ დილით ყველაფერს გადავცემ, ახლა დაწყნარდი და ნინას ძიძაობას მოეშვი... შენთან ჩხუბი რომ მნდომოდა გგონია ასე დაგელაპარაკებოდი?... კარგად... კარგად ძმაო.
მის ლაპარაკს ნახევრად ძილში ვუსმენდი და მაიბც ვხვდებოდი, ვის ელაპარაკებოდა. ბედავდა და ჩემთან რეკავდა. გაისტუმრა გოგო? დარჩა მარტო?
ჩემი გადაწყვეტილება, რომ სულის სიყვარული ადამიანის მთავარი ღირსება იყო, არ ვიცი, მე რამდენად მამაღლებდა სხვის თვალში, თუმცა თომად ნამდვილად ამდაბლებლად ჩემთან მიმართებაში.



ესეც ასე. იგივე ისტორია.. იმედია გული არ დაგწყვიტეთ იმით, რომ ჯერ ამ ისტორიის თავი გამოვაქვეყნე. მეორე ისტორიის შემდეგ თავსაც მალე დავდებ. ვინც კითხულობთ და მოგწონთ კომენტარები დატოვეთ, რომ გავიგო, ორმხრივია თუ არა ჩემი გრძნობები ჩემი მკითხველების მიმართ :დ იმედი მაქვს, მოგეწონათ .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Firefly

კარგია გააგრძელე
--------------------
M.T

 


Firefly
კარგია გააგრძელე

heart_eyes აუცილებლად გავაგრძელებ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent