შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Forever together {9}


6-04-2018, 17:33
ავტორი Tamusia Egutidze
ნანახია 320

Forever together {9}

9თავი
...07:00...
-ვიკიი
-მმმ
-ვიი ადექი! ამოიხრიალა ნამძინარევი ხმით ჯერ კიდევ თვალებ დახუჭულმა ემილიმ და ვიკის ხელები სახეზე ააფარა.
-რა ჯანდაბაა?! მისი ხელი მოიშორა ვიკიმ და გვერდი შეიბრუნა
-ოოჰ! მე ვდგები შენ ეგდე.. ჯერ ერთი თვალი გაახილა გოგონამ მერე მეორე და თვალები მოისრისა. მერე მის გვერდით მძინარე და თმააწეწილ წითურს დააკვირდა და ძლივს ძლივობით წამოდგა საწოლიდან, დგუშის ქვეშ რამოდენიმე წუთი დაჰყო რამაც ცოტა არ იყოს კარგად იმოქმედა მასზე და გამობხიზლება შეძლო. შემდეგ სხეულიდან პირსახოცი მოიშორა და ტანსაცმელი გამოიცვალა: სქელი ნაცრისფერი სპორტული შარვალი, ამავე ფერის კაპიუშინიანი ზედა, შავი ტყავის კურტკა ჩაიცვა, ფეხსაცმელებიც მოირგო თმა შეისწორა და ღრმად ჩაისუნთქა. წითურს ისევ გაუნძერევლად, მკვდარივით ეძინა ემილი კი საშინლად მოწყენილი იყო.. ახლა კი ოთახში ფანჯარასთან იდგა და დათოვლილ მთებს აკვირდებოდა გარეთ თითქმის არავინ იყო მომუშავე პერსონალის გარდა რომლებიც ეზოს ასუფთავებდნენ და საქმიანოვდნენ..
-გასეირნების დროა! ჩაილაპარაკა ემილიმ და ჩაიღიმა. მერე მზერა მძინარე დაქალისკენ გააპარა და ოთახიდან ჩუმათ გავიდა.
გარეთ გასულს მაშინვე დაეტაკა სახეზე ზამთრის სასიამოვნო სუსხი, დილით გუდაური შედარებით წყნარი და ძალიან ლამაზი იყო სასტუმროს გვერდზე მარცხენა მხარებს შენობის ცოტა მოშორებით პატარა ხის ხიდი იყო რომლის იქითაც პწვანეში ჩაფლული ლამაზი ადგილი იყო და საკმაოდ კარგიც განმარტოვებისთვის ან უბრალოდ გასეირნებისთვის, ემილიმაც არ დააყოვნა და ხიდისკენ წავიდა ხიდის სახელურებს თითები გადააყოლა რასაც თოვლისთხელი ფენის ძირს დაყრა მოჰყვა ერთი ნაბიჯიც და... გოგონა უკვე უზარმაზარ მწვანე ხეებს შორის იდგა ხეებს რომლებზეც თეთრი თოვლი აბდა-უბდა ედო ხეების მწვანე ფოთლებზე ხეებს შორის კი ოთხკუთხედი პატარა ხის მაგიდა იდგა რომლის ირგვლივაც ხის პატარა მრგვალი სკამები იდგა მიწაზე დაყრილი გაყვითლებული გაუფერავებული ფოთლები კი ამ ადგილს უფრო საინტერესოს ხდიდა.. ემილი მაგიდას მიუახლოვდა და დაცვარულ მაგიდაზე თითებით ვარსკვლავების დახატვა დაიწყო თან იღიმებოდა.. შემდეგ მისი ყურადღება მაგიდის მოპირდაპირე მხარეს არა! უფროს სწორი იქნება თუ ვიტყვით ცოტა გვერდძე ხე იდგა რომელზეც რაღაც წარწერები იყო ამოტვიფრული გოგონა ხეს მიუახლოვდა და თვალები დააწვრილა. *Do not forget me* (არ დამივიწყო) ეწერა ხის შუაში მის გვერდით კი პატარა გული იყო ამოკაწრული ალბათ დანით, ემილის ამან ერთი პატარა მოგონება ამოუტივტივა გონებაში..
-ემილიი ემილი მოდი შეხედე! არ გინდა ამ ხეზე ჩვენი სახელები ამოვტვიფროთ? მე კი შენ თუ არ გინდა არაუშავს მაინც ამოკაწრე კაი? გაიღიმა პატარა სადღაც 6-7 წლის ვიკიმ თმა კოსად შეეკრა და ისე აბურდვოდა თმები თვალებში ებლარდებოდა
-მოდი ნუ ვიზამთ შეიძლება ხელი გავიჭრათ, თანაც ხე ცოდოა ამასაც ხომ ეტკინება? გულუბრყვილოდ ამოილაპარაკა ემილიმ და გამხმარ ხეზე გამხდარი, წვრილი თითები ჩამოუსვა.
-ეტკინება?.. ისე ჰო შეიძლება მართლა ეტკინოს თავი დავანებოთ ცოდოა.. დაეთანხმა ვიკიც ემილის ხელი ჩაჰკიდა და მერე ორივე სახლისკენ გაიქცა.
.....
ემილის თავის ამ პატარა მოგონებაზე ჩაეღიმა და ხეს ზუსტად ისე ჩამოუსვა თითები როგორც მაშინ იმ დღეს
-სად გამოიპარე? გაისმა ემილის ზურგს უკან მისი საყვარელი ოდნავ ბარიტონი და გოგონაც იმ წამსვე შეტრიალდა უკან, მის წინ მომღიმარი ალეკი იდგა თმა როგორც ყოველთვის თვალებში ჩამოშლოდა თვალებში რომლებიც ეშმაკურად უელავდა და უბრწყინავდა.
-ალეკ.. ჩაილაპარაკა თითქმის თავისთვის ემილიმ და ღრმად ჩაისუნთქა.
-არ შეგაწუხებდი მაგრამ დანარჩენებმა უკვე გაიღვიძეს და ყველა სამზარეულოშია წამოდი შენც უნდა ჭამო ისედაც ძვალი და ტყავი ხარ, გაიღიმა ალეკმა და კისერი უკან გადასწია თან მის წინ მდგარ თვალებაბრჭყვიალებულ გოგონას დააკვირდა.
-ჭამა არ მიყვარს და რა ვქნა? გაეცინა ემილის და ძირს დაყრილ გაუფერულებულ და სველ ფოთლებს დააშტერდა,
-ჰო შეიძლება მაგრამ ძალიან გამხდარი ხარ... ისე სხვათაშორის მოდელობას ხომ არ აპიტრებ? თვალები ეჭვით დააწვრილა ალეკმა და მოელვარე თეთრი კბილები ისევ გამოაჩინა.
-არა ახლა აღარ, ბავშვობაში ვაპირებდი თურმე... გაეცინა ემილის და მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაიდო მარჯვენათი კი კურტკის ბოლოს წვალება დაიწყო.
-შეგცივდა?
-ნწ არა.. თავი გააქნია ემილიმ და გაიცინა
-გაცივდები წამოდი ხელზე ხელი ჩაავლო ალეკმა და გასასვლელისკენ წაიყვანა,
-ჩემით წამოვალ, ალეკის ტორიდან თავის დაღწევა სცადა ემილიმ.. სინამდვილეში არ უნდოდა მაგრამ... ალეკმა მაინც არ გაუშვა უფრო ჩასჭიდა ხელი და თავისი თლილი თითები ემილის თითებში გადახლართა.
-ხელები გაყინული გაქვს მაინც და მაინც უნდა გაცივდე? ლაპარაკს აგრძელებდა ალეკი
-არა სიცივე არ არის.. თმა ყურს უკან გადაიწია ემიმ და პირიდან ამოსუნთქული ჰაერის თეთრი ორთქლი გამოუშვა, ამასობაში სასტუმროშიც შევიდნენ და აივანზე გავიდნენ მერე მარცხნივ შეუხვისეს და პირდაპირ კარში სასადილოში შევიდნენ, იქ კი სასტუმროს ყველა დამსვენებელი იყო თავმოყრილი საკმაოდ ბევრი ხალხი ფართე ოთახის ერთ-ერთ კუთხეში კი ნიკი, ვიკი, ანა, თინა, ლიზა და კირა ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ ემი და ალეკი მაგიდისკენ წავიდნენ და იქ მისულები თინას ხმამ შეაჩერათ.
-ემილი! რა არის ეს? სულ წითელი ხარ რომ გაცივდე? რისთვის მწირავ ჰა? მერე ვინ ვაყვინაო თოვლში ჰა? ცუდო გოგო შენ!.. მაიმუნებო! გაეცინა ბოლოს თინას და წყვილს მიაშტერდა,
-არ გავცივდები ნუ ნერვიანობ, გაეცინა ემილის თუმცა ხასიათი კირას და ლიზას მზერამ შეუცვალა ისინი ისე უბღვერდნენ როგორც ყველაზე დიდ მტერს ცხოვრებაში..
-მეც მინდოდა წამოსვლა ამ გლუვტვინიან არსებასთან ერთად დამსვეს და ცუდად ვხვდები მგონი! ხელები მკერდთან გადააჯვარედინა წითურმა და პატარა აპრეხილი ცხვირი აიბზუა.
-ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო მეთქი გითხარი შენ მე! რას მეტაკე ახლა? შენ თვითონ ვერ ისვენებ ისე რომ არ მაჩხუბო რა ჩემი ბრალია? მოუტრიალდა ნიკი თუმცა ბრაზი მაინც და მაინც არ ეტყობოდა უბრალოდ ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქაზე გრძელი თლილი თითები შემოეხვია და დრო და დრო თითებს თეთრ ჭიქაზე ათამაშებდა.
-ზუსტად! შენთან ჩხუბის და შენი გაბრაზების გარეშე უკვე მოსაწყენიც კია, აბა რა გავაკეთო? თოვლში ჯერ არ გავდივართ და შეთვის ნერვების მოშლა კარგია.. განაცხადა ვიკიმ თუმცა მერე მიხვდა რომ სისულელე დააბრეხვა რომ ეს არ უნდა ეთქვა და გაჩუმდა.
-აჰ აი თურმე! ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკმა და ენის წვერი ტუჩებზე გადაიტარა,
ანას ჩაეღიმა და წარბი ოდნავ აპრიხა.
-რამე შევუკვეთოთ მშია! განაცხადა მან..
-შენ სულ გშია! გშია, გშია და ისევ გშია, სულ როგორ ჭამ? გეტყობოდეს მაინც რამე ფიცარივით ხარ! შეუბღვირა თინამ.
-ჰაჰ! გასკტი გულზე! ენა გამოუყო თინას ანამ და ცისფერი თვალები დააელამა. ამმაზე დანარჩენებს გაეცინათ
-კარგი მიდი დაჯექი რამე შევუკვეთოთ. უჩურჩულა ალეკმა ემილის და გოგონას ხელი გაუშვა ემილი კი მხოლოდ იმ წამს მიხხვდა რომ ადენი ხანი მეგობრების წინ ასე ალეკზე ჩაბღაუჭებული იდგა და გაოგნებული დააშტერდა უკვე ალეკის გაშვებულ ხელს და ამიტომ სახეზე ოდნავ წამოწითლდა. მაგიდას მიუჯდა და თეთრ სალფეთქზე ფრჩხილებით თამაში დაიწყო. ალეკს გოგონას ამ საქციელზე გაეღიმა სულ არ აინტერესებდა ლიზას და კირას მკვლელი და გამზწარებული მზერა. ყველაზე მეტად კი ნიკის მზერა ჭამდა სახელად *რა მოხდა აქ?* თუმცა არ აინტერესებდა რატომ? ჰაჰ! რატო უნდა გითხრათ? ჯერ ადრეა დამელოდეთ!..
თეთრ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი ალეკს მიუახლოვდა შეკვეთა მიიღო და ისევ უკან გაბრუნდა.
- დღეს გავისეირნებთ! თქვა გაკრეჭილმა ანამ და ემილის გახედა უნდოდა მისი სიმორცხვე და ეს უხერხული სიტუაცია განემუხტა.
-სად? ერთდროულად იკითხეს ვიკიმ კირამ და ლიზამ, ემილიმ უბრალოდ თავი მაღლა ასწია და ანას კითხვისნიშნებით სავსე მზერა მიანათა.
-ანუ ვისაც გინდათ, საღამოს წახვალთ რაა
-სად? შეეკითხა ვიკი
-სად და მანქანით ყვლაზე მაღალ მთაზე, მერე მწვერვალზე ავალთ ვისელფავებთ დაა ყველაზე მაგარი იქედან თხილამურებით დავეშვებიითთ... დაბეშვებით რა დაეშვებით! ჩაიდუდუნა ანამ და ალეკს გაბუსხულმა გახედა.
-ანა ნუ მიყურებ ეგრე!
-...
-ანუშკებიი გაუღიმა ალეკმა,
-...
-ანჩოო აგრძელებდა ისევ ბიჭი ანა კი თავისთვის იცინოდა.
-ალეექს გველურად ამოხედა გოგონამ და გაიცნინა.
-ალექს? ერთხმად იკითხეს ემიმ და ვიკიმ მერე ჯერ ალეკს გახედეს მერე ნიკს და ბოლოს ისევ ალეკს. მას კი გაეცინა და თავი უკან სიცილით გადახარა.
-სინამდვილეში ალექსი მქვია, დაიწყო მან
-მაგრამ პატარა რომ იყო თავის სახელს ვერ ამბობდა და რომ შეეკითხებოდი რა გქვიაო
-ალეკი ასე ამბობდა ხოლმე თურმე.. და მაგის შემდეგ ყველა ალეკს ეძახის გააგრძელა ღიმილით ლიზამ..
-ვაიმეე გაეცინა ვიკის. ალეკმა მზერა ემილისკენ გააპარა რომელსაც სახეზე აშკარა გაოცება გადაჰფენოდა და იღიმოდა.
-ანუ ახლა ალექსი დაგიახო ალეკ? გაიკრიჭა წითური
-რავიცი როგორც გინდა. მაგრამ ყველა ალეკს მეძახის და მეც უკვე ალეკს მივეჩვიე... სხვათაშორის სახელი ალეკი მართლა არსებობს გაუღიმა წითურს ბიჭმა და მაგიდას დახედა რომელზეც ოფიციანტი ბიჭი სხვადასხვა გემრიელოებს ალაგებდა.
-არა ჰო ვიცი ეგ ალეკი ემილის საყვარელი ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს ერქვა. გაეცინა ვიკის და მზერა ემილისკენ გააპარა.
-ჰოო? და ვინ იყო ის ალეკი? იკითხა ცისფერთვალებამ.
-გეი იყო! ახარხარდა ვიკი
-ვინ? აფხუკუნდა თინა. ემილი კი ჩავჩაქინდრული იჯდა იცინოდა.
-ვაუ! ხელები ჰაერში აიქნია ნიკმა და სახე დამანჭულ ალეკს მიაშტერდა.
-ferfect! შეწყვიტეთ სიცილი! გეყოთ უკვე! გაიბუსხა ალეკი..
-კაი ხო მართლა გეი ხო არა ხარ შენც კიდე უფ! ფხუკუნებდა ლიზა..
-ნუ აწვალებთ ჩემს ძამიკოს მაიმუნებო! ცხვირი სიცილით აიბზუა ანამ..
-მორჩით! სახეზე ღიმილმა გადაურბინა ალეკს
-კარგი ხო მორჩა ჩუმად ვართ! ხელები მაღლა ასიწა კირამ
-წავიდეთ ახლა! ფეხზე წამოდგა ლიზა,
-სად? შეეკითხა ანა.
-ტრაკში წამოხვალ?! თვალები გადაატრიალა გოგონამ
-არაა იყოს შენ წადი კარგ ი დრო ატარე მანდ! ტუჩები ბრაზით მოკუმა ანამ და თვალები გადაატრიალა.
-ჰე გეყოთ ახლა! საბაგიროებზე დავსხდეთ არ გინდათ? სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიკმა და გამოუვიდა კიდეც. ყველანი წამოიშალნენ და გარეთ გაცვივდნენ. საბაგიროსთან მივიდნენ იქ არც ისე ბევრი ხალხი იყო იქვე კი ორი შუა ხნის კაცი იდგა,
-უნდა ჩასხდეთ? შეეკითხა ერთ-ერთი
-დიახ, დაეთანხმა ღიმილით ალეკი.
-კარგით მაშინ წამობრძანდით დაა რამდენი ხართ სულ? შეეკითხა ახლა მეორე.
-რვა ვართ, გაუღიმა ნიკმა.
-კარგით მაშინ წამომყევით, გაუღიმა მწვანეთვალებმა კაცმა ნიკს და ყველანი ამაღლებული ადგილისკენ წაიყვანა იქ მისულ ემილისა და ალეკს ნაცნობი ფიგურები შეეფეთნენ: გოდერძი, ანა, სისილიკო, და ტატო. გოდერძი ტატოს რაღაცას უყვებოდა ანა კი სესილის ყუყუნს უსმენდა.
-მინა ანაა, ზედაზე მოქაჩა თავისი პატარა ხელებით ბავშვმა.
-მარტო ვერ ჩაგაჯენ მე სიმაღლის მეშინია და მამიკო ვერ წამოვა ძამიკო არ უშვებს! ხელში აიტაცა ანამ ბავშვი და ამოიხვნეშა.
-მინაა თვალები აუწყლიანდა პატარას.
-მინა კაია მეც ბევრი რამე მინა მარა სად არი? გაეცინა ანას და ბავშვის წაყვანა დააპირა უკან შემოტრიალდა და მომღიმარი ემილისა და მის გვერდით მდგარი ალეკის დანახვაზე გაეღიმა.
-თქვენ? წყვილს მიუახლოვდა ანა თან უკან იხედებოდა გოდერძისაც რომ გამოეხედა მათთვის ცოტახანში მეუღლემაც გამოხედა და ისინიც სიცილით წამოვიდა წყვილისკენ.
-გამარჯობა ბრატ გაუღიმა ალეკს გოდერძიმ.
-გაგიმარჯოს, მგონი ამ ქალბატონს საბაგიროში ჩასკუპება უნდა ხო? გაეცინა ალეკს და სესილის ფუმფულა ლოყაზე გემრიელად აკოცა.
-ჰო მაგრამ..
-მამა მელე მე აგალ? წარბები შეკრა ტატომ და მამამისს ჩაებღაუჭა.
-ვაა მამიკოს ბიჭი ხარ? გაეღიმა ემილის.
-კი, შენ არ ხარ მამიტოს გოგო? შეეკითხა ტატო. ემილის კი მაშინვე შეეცვალა სახე და ნერწყვი მძიმნედ გადააგორა მაგრამ ტატოს რას ერჩოდა? ის ჯერ პატარა იყო არაფერი იცოდა..
-კი მეც მამიკოსინ ვარ ნაძალადევად გაუღიმა მანაც და ბეტონის იატაკს დახედა ალეკს ეს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია ემილის ათრთოლებული ხელი თავისაში მოაქცია და ძლიერად მოუჭირა გოგონას თითქოს ამით აგრძნობინა რომ ის მარტო არ იყო.
-როგორ არა? ანა ბაბუასია აბა ეს ბიჭი ვინ ალის? ისევ იკითხა ტატომ და პაატარა, საჩვენებელი თითი ალკისკენ გაიშვირა, ალეკს კი ჩაეცინა და თავისუფალი ხელი ნიკაპზე მოისვა.
-ტატო! მორჩი შეკითხვებს! შვილს მკაცრად უთხრა გოდემ როცა ემილის აწითლებული ლოყები და დაბნეული ალეკი შეათვალიერა.
-არაფერია თქვა ალეკმა და გუდაურის ცივი, საამო ჰაერით ფილტვები აივსო.
-კარგი ჩვენ წავიდეთ თანაც ისინი საბაგიროზე უნდა დასხდნენ. გოდერძის გახედა ანამ და წასვლა დააპირა მაგრამ სესილი ისევ აყუყუნდა და ტირილი დაიწყო.
-ანაა ინდა მე იიქ! ასლუკუნდა პატარა.
-სესილი მეთქი! თვალები დაუბრიალა ანამ, ემილიმ ალეკს გახედა და..
-ჩვენ ჩავისვამთ! თქვა ემილიმ.
-ჰო, დაეთანხმა ალეკი
-არა შეგაწუხებთ. არ არის საჭირო გაღიმა ანამ.
-არა არ შეგვაწუხებს, ხო სესოო? გაუღიმა ალეკმა პატარას.
-ქო, თავი დაუქნია სესილიმ და ალეკს თავისი პატარა ხელები შეაგება.
-მოდი ჩემთან ხელში აიტაცა ალეკმა და ლოყაზე აკოცა პატარას.
-ვაიმე არა არ არის საჭირო მერე დავსვამთ რპგპრმე, უხერხულად გაიღიმა ანამ.
-არა არ არის პრობლემა, გაიღიმა ემილიმ..
-ალეკ ემილიი, მოდით ჩქარა უნდა ჩავსხდეთ!! დაიყვორა მეორე მხრიდან ანამ.
-წავედით აბა, გაიღიმა ალეკმა და ბავშვი კარგად დაიჭირა ხელში.
-სესი დეე ჩვენ აქ დაგელოდებით, იცოდე ჭკვიანად იყავი და არ გააბრაზო ალეკი და ემილი კარგი?
-კაქი გაიღიმა სესილიმ და მერე სამივე ადგილს გაშორდა კაბინასთან მივიდნენ და იქ მდგომ შუა ხნის მამაკაცს გაუღიმეს.
-რა ლამაზი ბავშვიაა თქვენი შვილია? შეეკითხა კაცი.
-არა! ერთხმად უთხრეს ალეკმა და ემიმ.
-აჰ! უი ბოდიში. ნაძალადევად გაიღიმა მოხუცმა და წყვილს საბაგირში ჩასხდომაში დაეხმარა, ჩასხდნენ კიდეც სესილი ალეკზე იყო მიწებებული და თავის დიდ, ლამაზ ცისფერ თვალებს აქეთ-იქით წამ და უწუმ აცეცებდა. საბაგირო დაიძრა პატარა კი შეკრთა და აფეთებული ალეკს თავისი პატარა ხელებით ჩაეჭიდა.
-ნუ გეშინია სესი გაეცინა ალეკს და პატარას თეთრ ფითქინა სუბლზე აკოცა. საბაგიროდან ძალიან ლამაზად მოჩანდა გუდაური, და მისი გადათეთრებული მთები თანაც იმ მომენტშიდაც დიდი ფიფქებით თოვდა და ყველაფერი უფრო ლამაზი ხდებოდა.
-ა თოლი, თავი წამოსწია სესილიმ ალეკს გაუცინა და თითით საბაგიროს მინიდან თოვლი დაანახა ალეკს, მერე ემილისკენ შეტრიალდა და მასთანაც იგივე გაიმეორა.
-რა ლამაზია! შეიცხაა ემილიმ და ბავშვს გაუღიმა..
-აჰამ, თავი დაუქნია სესილიმ და ფანჯრისკენ მიიწია ქვემოთ ჩაიხედა და...
იიი, ცისფერი თვალები გაუფართოვდა პატარას და ალეკისკენ ფერდაკარგულმა და დაფეთებულმა გაიხედა.
ნუ გეშინია არ გადავარდები. ნახე გიჭერ! პატარა გულზე მიიხუტა ალეკმა და გაიცინა. ემილის კი მათ შემხედვარეს ეღიმებოდა, ალეკმა კი ეს შეამჩნია და თავისი ლამაზი თვალები ემის მიაპყრო.
-რატომ იღიმი?
-ბავშვები ძალიან გიყვარს ხო? კითხვაზე კითხვით უპასუხა ემილიმ.
-ძალიან! გაეღიმა ალეკს..
-კარგია..
-და შენ არა?
-მეც მაგრამ ძირითადად ვცდილობ ბავშვებისგან თავი შორს დავიჭირო.. თავი ჩახარა ემილიმ და ჩაიფხუკუნა.
-ჰმმ, და რატომ? მისკენ მთელი ტანით შებრუნდა ალეკი და გოგონას თვალებ დაწვრილრბულმა გახედა.
-იმიტომ რომ ერთხელ ჩემი მეზობლის ბავშვი მეთამაშებოდა და ისეთი ფუმფულა ლოყები მქონდა შემომეკბინდ და მაგიტომ.. მწარედ ჩაცინა ემიმ და ხელები სახეზე აიფარა.
-სერიოზული მიზეზია! ვაუ!
-აბა აბა! თავი გააქნია ემილიმ..
-სესილი მახეში ხარ! ბავშვს სიცილით დახედა ალეკმა და ლოყები გემრიელად დაუწელა.
-ალა! გაუბრზადა სესილი და წარბებშეკეულმა ალეკს შეუყვირა.
-უი! ბრაზიანი გოგო შემოგვაპარეს! შეიცხადა ემილიმ მის სახეზე კი ბავშვს რატომღაც სიცილი აუტყდა.
-ვაიმე ამას ახლა შევჭამ! ნახე როგორ კისკისებს.. ემილი მომაშორე ეს ბავშვი თორე მართლა შემომეჭმება. თავი უკან გადასწია ბიჭმა და გაიცინა.
-არც ჩემთან დაადგება კარგი დღე მაგრამ კარგი მომიყვანე თქვა ემიმ და პატარა სესილი გულზე მიიკრა მანაც თავისი პატარა თავი გულზე დაადო და ამოიგმინა..
-სესილი.. რამდენი წლის ხარ შენ? შეეკითხა ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ემილი და თან პატარას დახედა ზემოდან.
-ოლიშ ბუტბუტით უთხრა ბავშვმა და ოდნავ შეიშმუშნა.
-აჰა და დედიკოს რა ქვია? მის ბუტბუტზე და ლაპარაკზე ეღიმებოდა ემილის..
-ანა
-მამას? ისევ შეეკითხა ემი
-დერძი.. უპასუხა ბავშვმაც
-რა ქვია? თავი გაასწორა ალეკმა და გაფართოვებული თვალებით მიაშტერდა ბავშვს.
-დერძი. გაიმეორა სესიმ.
-დერძი ანუ გოდერძი ხო? ჩაეკითხა ბიჭი. სესილიმ კი თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
-დერძი... ჩაილაპარაკა თავისთვის ალეკმა და პატარა ბარტყს ღიმილით დააკვირდა. ცოტახანში საბაგიროც გაჩერდა და ყველანი გადმოვიდნენ იქიდან, ბავშვი ალეკმა დაიჭირა ემილი კი ბავშვს ქუდს უსწორებდა.
-გავუსწორე, გაიღიმა ემილიმ და ბავშვს თითი პატარა ცხვირზე ოდნავ მიაჭირა.
-კარგი მაშიინ წაგიყვანო ანასთან? ბავშვს ჩააშტერდა ალეკი და ლოყები გემრიელად ჩაუკოცნა, მერეე ორივე წავიდნენ სესილიკო გოდეს და ანას მიუვანეს და ერთმანეთს გადახედეს..
-დანარჩენები სად არიან? იკითხა ემილიმ და მისი ეს კითხვა და ანას წვრილი ხელების შემოხლართვა მკლავებზე ერთი იყო.
-ის ბავშვი ვინ იყო ხელში რომ გეჭირა? შეეკითხა ალეკს ანამ.
-სესილი
-აუ არ ვიცი მე სესილი ქვია თუ ბესიკი მაგრამ ერთი კარგად უნდა დავუმშავო ის ფუმფულა ლოყები თორემ არ გამოვა ისე! გადაიკისკისა ანჩომ და ღრმად ჩაისუნთქა.
-დანარჩენები სად დაქრნენ? შეეკითხა ალეკი.
-სასტუმროში შეიკრიბნენ არ გვინდაო გუნდაობაო ცივაო, ვიყინებითო, და რავიცი კიდე ხოდა ანუ იქ ვართ რაა და წამოდით ქვენ, და მითუმეტეს შენ ემილი დახოცეს ვიკიმ და ნიკუშამ ერთმანეთი! თავი გააქნია ანამ და თავისი ვარდისფერი ქუდი შეისწორა.
-აუ წავედით ახლა მართლა თორემ ჩემი ანჩხლი დაქალის ამბავი რომ ვიცი...
-კაი წამო წამო გაეცინა ალეკს და გოგონებს წინ გაუძღვა.
.......
- აუ არა გუჩი მე არ მომწონს! შანელია ნამდვილი შოკი, პიკი, პანიკა ხელები გაასავსავა კირამ და თავისი აბურდული თმა თითზე დაიხვია თან მზერა მის პირდაპირ მჯდომი ალეკისკენ გააპარა რომელსაც თავისი ცისფერი სფეროები თეთრად უელავდა და ემილის უღიმოდა.
-ალეე სიხა იცი რა მაინტერესებს? შენი საყვარელი საჭმელი ხო სპაგეტია? შეეკითხა მომნუსხველი ღიმილით თან მზერა ბრაზისგან აწითლებული ემილისკენ გააპარა რომელიც ხელებს ნერვიულად ათამაშებდა და მზერა იატაკზე ჰქონდა დაშტერებული მომენტებში კი ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს აკვირდებოდა.
ჰო.. ისინი ახლა სასტუმროს შემოსასვლელში ისხდნენ კუთხეში მიდგმულ დივანზე.
-ჰო მერე?.. ამოიგმინა ალეკმა და კირას უემოციო სახით გახედა.
-ისე... თუ გინდა ვეტყვი მზარეულებს და და მოამზადებენ. გაიღიმა გოგონამ
-ეტყვის თურმე, ჩაიფრუტუნა ავისთვის გაბრაზებულმა ემილიმ და შავი თვალები გადაატრიალა.
-ემი რამე თქვი? ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით შეეკითხა ემის გვერდით მჯდომმა თინამ და ცხელი შოკოლადით შავსე ფაიფურის, თეთრი, ნახატებიანი ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
-არაა არაფერი! თავი გააქნია ემილიმ და სავარძელს ზურგით მიეყრდნო.
-აუ რაარის რაა! როგორი სიტუაციაა!! წარბები უკმაყოფილოდ შეკრა წითურმა თან ტანზე მორგებული შავი სვიტერის ცხვირზე აწეული საყელო ჩამოიწია და დაბურცული ტუჩები გამოაჩინა.
-როგორი სიტუაციაა? შეეკითხა ალეკი
-რავიცი უჟმური...
-და როგორ უნდა გამოგიკეთოთ განწყობა თქვენო უდიდებულესობავ? გაიღიმა ნიკმა და მწვანე თვალები მიანათა წითურს.
-არ ვიცი, რომ არ ვიცი რატომაა ცუდი სიტუაცია და რატომ ვართ ასე მაგიტომ ვამბობ, მხრები აიცეჩა გოგონამ და ამჯერად სვიტერის სახელოზე დაიწყო ფრჩხილებით თამაში.
-მე ვიცი! თქვა გაკრეჭილმა ლიზამ.
-აბა? წამოიწია თვალებგაფართოვებული ვიკი და თავისი შავი, დიდი, თვალებით გახედა ლიზის თან ხელები დაიჭდო და გაიღიმა.
-სასაცილო ისტორიები მოვყვეთ, ან რა ვიცი რამე თუ გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან ან მშობლების მონაყოლი.. ესეთი რაღაცები არ გინდათ? იკითხა გოგონამ და მეგობრებს მზერა მოავლო.
-კარგი იდეაა მომწონს! დაეთანხმა თინა.
-მეც
-მეც! დაეთანხმნენ დანარჩენებიც.
-კარგით აბაა ვინ დაიწყებსს!! თითები დაატკაცუნა ლიზამ და მეგობრებს ისევ მოავლო მზერა.
-ეუჰ! ამან ისე დაიტკაცუნა თითები ცემას გვიპირებს მგონი!.. ლიზა მომისმინე მე შენ ძალიან მიყვარხარ ხო იცი? გაეცინა ალეკს და ვითომ ასადგომად მოემზადა.
-ნუ ხარ ტაკი მასხარა! შეუბღვირა ლიზამ თუმცა მერე მაინც გაეცინა.
-კარგით ჰო! ადგილს დაუბრუნდა ნიკი და წუჭუჭა თმა უკან გადაიწია.
-ჰმმ, შენ დაიწყე! ვიკის გაუღიმა ლიზამ და ქერა თმა კოსად შეიკრა
-კარგით, გაეცინა ვიკის და მზერა ფხუკუნით გააპარა ემილისკენ.
-მოგკლავ იცოდე! სიცილი აუტყდა ემილისაც იმიტომ რომ უკვე მიხვდა რა გაახსენდა დაქალს,
-მოყევი მოყევიი, ერთ ადგილზე ცქმუტვა დაიწყო ანამ და ვიკის პირდაღებული მიაჩერდა.
-მოკლედ! როცა მე და ემი პატარები ვიყავით...
-ვიკი!
-სადღაც 5-6 წლიის, აგრძელებდა სიცილით გოგონა. - პატარები ვიყავით ჰოდა მე და ეს ქალბატონი ბაღში ვეგდეთ მაგ დროს, ემილის კიდე ერთი პერიოდი ამოჩემებული ჰქონდა კლოუნების ხატვა ნუ, მართალია არ გამოსდიოდა ხოლმე მაგრამ მაინც ხატავდა სასაცილო კლოუნებს თუმცა სინამდვილეში კლოუნების ეშინოდა სასტიკად აი ძაააალიან ეშინოდა მხოლოდ თავის დახატული კლოუნების არა კლოუნების რომლებსაც ყველა ფერის ფანქრით უკეთებდა რაღაც დეტალს.. ხოდაა ერთ მშვენიერ დღეს ეს გაიგო ემილის “იმ დროინდელმა“ დიდმა თაყვანისმცემელმა...
-ვააახ ჩემი მერე? ჩაიხითხითა თინამ
-ვყვები! სასაცილო სახით გახედა წითურმა
-სორიი ტუჩები ელვა შესაკრავით “გადაიკეტა“ თინამ და დადუმდა.
-ხოდა მოაფიქრდა რაღაც ანუ ემილი ამ ბიჭს არ იმჩნევდა რა... ანუ არ იმჩნევდაც არა უფრო სწორად ვერ ხოდა ერთ დღეს მამაჩემმა მიგვიყვანა ბაღში მე და ემი და ჩვენც ეხლა რათქმაუნდა გავვარდით სათამაშოებთან ემილი თავის საყვარელ სათამაშოსთან მივიდა “პაზლი“ ამ თავსატეხებზე ყოველთვის გიჟდებოდა ხოლმე ბავშვობაში ასე ვთქვათ ბაღში პაზლებს მხოლოდ ემილის გამო იტოვებდნენ სხვა ბავშვები თოჯინებზე და მანქანებზე უფრო ერთობოდნენ ჩემი ჩათვლით. ეს პაზლი კიდე სათამაშოების კარადაზე იდო ყოველთვის მეორე თაროზე პატარა თხელ ხის ყუთში იმიტომ რომ უფრო ზევით ემილი ვერ წვდებოდა. ხოდა ამ თაროს გვერდით იყო პატარა კარადის მაგვარი რაღაცა ანუ კარი ქონდა რაა ხოდა შიგნით ძირითადად პლასტმასის ბოულინგებს ინახავდნენ ჩვენთვის ხოდა ეხლა ემილი ეპორჭყიალება ამ პაზლის ჩამოსაღებად და ის დროა რომ უნდა გამობრუნდეს პაზლით ხელში რომ ეს კარადა გაიღო და იქედან კლოუნის ნიღბიანი ბავში გამოვარდა.
-ემილიის ძახილით. ემილი გადაირია რათქმაუნდა შეეშინდა ძალიან მახსოვს მაშინ წითელი კაბა ეცვა და ნაწნავები ორივე მხარეს ეკეთა ხოლმე ხოდა
-აააააო ატეხა კივილი და ეს პაზლის ყუთი პირდაპირ სახეში ჩაანათა იმ საცოდავ ბავშვს, საწყალი შუბლი ქონდა გატეხილი კიდევ კარგი არაფერი დამართნია, მერე მასწავლებლები შეიკრიბნენ რა თქმა უნდა ბავშვი დაეპერტყა ძირს დარეტიანებული იყო ემილი კიდე ამ პაზლის ყუთით ხელში დაფეთებული იდგა.
-ვაიმეე რომ მახსენდება ყვითელი ფერი რომ ედო სახეზეე აუ ციდად ვხდები ხოლმეე!! გადაიხარხარა წითურმა.
-ანუ ჩაეშალა თაყვანისმცემელს გეგმები ხო? გაეღიმა ალეკს.
-კი გეგმებიც ჩაეშალა და მორყეული წინა კბილიც ექიმთან მიუსვლელად მოიძრო თან მუცელშიც შეინახა! დააზუსტა სიცილით ვიკიმ.
-მოიცა რაა?? თველები გაუფართოვდა ნიკს.
-რა და ამან პაზლის ყუთი რომ ჩაარტყა იმას კბილი მოძვრა და გადაეყლაპა. გაეცინა ვიკის.
-ვაიმეეე სახეში ჩაარტყი თუ პირში? მოცინარ ემილის გახედა ნიკმა და სახეზე ხელი მოისვა
-რას გაიგებ ალბათ მიყვარხარო თქმას აპირებდა და.. ჩაიფხუკუნა ანამ.
-ალბათ, მაგრამ თქვენ როგორ გაიგეთ ემი რომ უყვარდა? იკითხა ალეკმა
-როგორ და რომ მოხსნეს ის ნიღაბი ვერ აზროვნებდა ვაბშე გამოშტერებული იყო ხოდა მერე რომ გამობხიზლდა შეიკრიბნენ რათქმაუნდა მისი მშობლებიც დედაჩემი და სალომე დეიდაც და მერე ჰკითხა იმ ბიჭს დედამისმა რატომ შეაშინე ემილიო და იმანაც უპასუხა: მინოდოდა გამეხარებინა აბა მიყვარს და რა გავაკეთოო და..
-და რაო მერე დედამისმა? ახლა ანამ იკითხა
-რაო და ამ ცხვირ-პირ დალეწილ ბავშვს კიდე დაუმატა და ჩაფეთქა!
-მეღადავები?? რატოო?? თვალები გაუფართოვდა ლიზას
-მე რა ვიცი კი ლეწა და... მხრები სიცილთ აიჩეჩა ვიკიმ.
-ვახ ჩემი რა უცნეურობაა, კბილს რომ გადაყლაპავ ეხაც მუცელშიაქ ნეტა?... იკითხა ჩაფიქრებულმა ნიკმა
-ვინ იცის... წადი იპოვე და კითხე თუ გინდა გაეღიმა ვიკის
-ნწ არ მინდა გაეცინა ნიკსაც..
-მდაა მძიმე იდტორიაა, ახლა სხვისი ჯერიაა ისე ვიკუშ ემის უფრთხილდი რო რამე მისი ჯერიც დადგება. თვალი ჩაუკრა ლიზამ
-აუ ხოო მაგაზეარ მიფიქრია! გაეცინა წითურს,
-მე ვიფიქრებ! ცხვირი ირონიული ღიმილით აიბზუა ემილიმ..
-კაიც ახლაა შენ ჩემო საყვარელო დაიკო იცოდე ჩემზე არაფერი მოყვე! ვითომ ხმა დაბლა უთხრა ლიზამ და გაიცინა.
-მოიცა მოვიფიქროო თითი ნიკაპთან მიიტანა ანამ და ტუჩები დაბრიცა.
-ამდენი ხანი მღეროდი? შეუბღვირა ლიზამ.
-აუუ ვუსმენდი ვიკის ვაა! თვალები გადაატრიალა ანამ
-მომიტევე! ხელის გულები დაანახა ლიზამ და გაიცინა
-მოკლედ... არაფერი მახსენდება! სახე დაებრიცა ანას.
-არაუშავს მაშინ შენ კირა, მეგობრისკენ შეტრიალდა ლიზა და გაუღიმა მას.
-მეე, მე პატარა რო ვიყავი დედაჩემის მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და დავდიოდი ხოლმე აქეთ-იქით. თქვა კირამ თან საღეჭი რეზინის “ტკლაპუნი“ გააგრძელა.
-მორჩი? თავი გვერძე გადახარა ლიზამ და დაქალს შეუბღვირა.
-კი დაემოწმა კირა.
-კარგი კარგი თავი გაასწორა ლიზამ და თვალები მოისრისა
-ახლა მე! თქვა ნიკმა და თითები ერთმანეთში გადახლართა.
-კარგი მიდი გაეცინა ლიზას
-ეს არავინ არ იცის ჩემი და ალეს გარდა.
-დაგბრიდავ იცოდე! თვალები შუბლზე აუვიდა ალეკს და ძმაკაცს ბალიში გაუქანა.
-ცეკვაზე დავდიოდით მედა ალეკი ხოდა...
-ხეკვაზე? შეაწყვეტინა ემილიმ
-ხო
-ქართულებზე?
-არა
-ეხლა აღარ ხო?
-არა
-რატომ?
-რატომ და მე ერთი გოგო მომწონდა იქ პრინციპში მაგ გოგოს გამო ვაიძულე ალეკი ევლო ჩემთან ერთად ცეკვაზე. თქვა ნიკმა თან მზერა დაბღვერილი ვიკისკენ გააპარა და გაეღიმა...
-მერე აღარ მოვყვები ცუდებია! განაცხადა ბოლოს
-ცუდებია? ნიკს გახედა ალეკმა.
-ხო ცუდები არ ახსოვს როგორ გამიბრაზდი მაშინ იმ გოგოს რომ შენს თვალწინ ვაკოცე? რა მექნა ისე საყვარლად იყურებდა თავი ვერ შევიკავე და... გაეცინა ნიკს და ალეკის გამოშტერებულ სიფათზე მას თვალებით რაღაცები ანიშნა.
-აა ხო ხო გამახსენდა! მართლა რანაირად ეტაკე იმდენ ხალხში ძლივს გამოგაწიწკნე ხელიდან.. თავს უქნევდა უემოციო სახით ალეკი.
-აუ დავიღალე დავისვენოთ მერე ხომ უნდა წავიდეთ იქ სადღაც! ფეხზე წამოდგა ვიკი.
-ხო.... დაეთანხმა თავის ქიცინით და სიცილით თინა და ისიც წამოდგაა.
-მართალია წადით წადით ღიმილს ძლივს იკავებდა ნიკი.
-ჰოო ავალთ ჩვენ, თავი დაუქნია დაბნეულმა ემილიმ და ფეხზე წამოფრენილ დაქალს მზერა შეავლო ცოტახანში კი ნიკის და ალეკის გარდა ყველა თავთავიანთ ოთახებში გაიკრიფნენ.
-რა იყო ახლა ეს? ძმაკაცს მიუტრიალდა ალეკი
-კაი ვერ შეამჩნიე იმ გადარეულს რა რეაქცია ჰქონდა? ცალი თვალი ოდნაავ მოჭუტა ბიჭმა და ტუჩები მოკუმა
-მერე?
-რა მერე შვილო ბრმა ხარ?! თვალები მობეზრებულად გადაატრიალა ბიჭმა
-ეგ კარგი მაგრამ რას აპირებ? თლილი თითები თმაში შეიცურა ალეკმა და ღრმად ჩაისუნთქა.
-რას და... ლაპარაკი დაიწყო ნიკმა ალეკი კი მას დაბნეული აკვირდებოდა.
*
-ვიკი დებილი ხარ? ოთახში შესვლის თანავე შეუყვირა ემილიმ დაქალს და კარებს სურგით მიეყრდნო.
-არა! საწოლზე მოწყვეტით დაეშვა წითური და გაგულისებულმა მზერა კედელს მიაპყრო
-აბა რა იყო ეხლა ეს? მიხვდა ყველაფერს!
-ვერ მიხვდა!
-მიხვდა!
-აი ნახავ თუ ვერა! საერთოდ როდემდე იქნები ასე?
-აუ ემილი რა გინდა? რა გავაკეთო აბა? მივიდე და... ჯანდაბა! შემეშვი გთხოვ, სახეზე თეთრი ფითხინა თითები აიფარა ვიკიმ და რაღაცეების დუდუნი დააიწყო თავისთვის.
-ჰო ზუსტად! მიდი! არაფერი მოხდება ყოველ შემთხვევაში ეგრე არ იქნები, მე დავიტანჯე უკვე ვაა!
-შენ საერთოდ ნუ მარიგებ ჭკუას თვითონ მიბრძანდი ალეკთან!
-მეე? ალექსთან? რა მინდა ალექსთან? ჩაიკისკისა ემილიმ თუმცა მის კისკისს მხიარული გამომეტყველება აკლდა.
-აჰ! გადაწყვიტე ალექსით მიმართო? გაეღიმა ვიკის.
-ჰო.. ღიმილით უპასუხა ემილიმაც
-კარგია
-კარგია კი არა გაიგონე რომ გეუბნები! იპოვის ვინმე სხვას და მერე...
-მერე იმ სხვას სიცოცხლეს მოვუსწრაფებ! დაასწრო ვიკიმ.
-ოოო იყავი მაშინ ეგრე და უყურე შორიდან! თვალები აატრიალა ემილიმ და ჯუჯღუნით შევიდა სააბაზანოში,
-ეტაკა თურმე! ჩაიდუდუნა თავისთვის წითურმა და საწოლზე ზურგით დაეცა.

-ჰეი ალე შეიძლება შემოვიდე? ალეკის ოთახის კარში თავი შყო თინამ და მის პასუხს დაელოდა.
-კი თინუ შემოდი, გაუღიმა საწოლზე გაშხლართულმა ალეკმა და თინაც მაშინვე შევიდა შიგნით ალეკს გვერდით მიუწვა და თავი მხარზე დაადო.
-რა მოგეპრიამა ჩემან შემოსვლა? გაეცინა ბიჭს და თინას ხუჭუჭა თმას წაეთამაშა
-რა იყო წავალ თუ გინდა! ბიძაშვილთან ლაპარაკი რომ მომინდეს არა? ნაწყენი ხმით უთხრა გოგონამ.
-არა ეგ არ მითქვამს, და რაზე გინდა ლაპარაკი?? შეეითხა ალეკი ინტერესით სავსე თვალებით დახედა ბიძაშვილს.
-ემილიზე მოკლედ მოუჭრა მან
-ემილიზე?
-ჰო ემილიზე დაემოწმა გოგონა
-ემილი რა შუაშია? ხმაში მღელვარება შეეპარა ბიჭს
-თავშია თავში! ვიცი რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები გაქვს ეს შენს ყველა მოქმედებაში და მზერაში ჩანს! იცოდე მოტყუებაზე არც იოცნებო ძმა ხარ ჩემი და გადასარევად გიცნობ! ცხვირზე თითი ოდნავ აარტყა ბიჭს თინამ და გაიცინა.
-კარგი ჰო..
-მან ამაზე იცის?
-არა რათქმაუნდა!
-მაგრამ მე ვიცი რომ მასაც უყვარხარ. უთხრა თინამ
-საიდან იცი? გაეცინა ალეკს
-დებილი ხარ თორე შენც მიხვდებოდი ამდენი ხანი.
-რას მივხვდებოდი?
-რას და ვერ უყურებ როგორ უნათდება თვალები შენ რომ გიყურებს? ეს ერთი, და მეორეც, დააკვირდი როცა ეხები როგორი რეაქციები აქვს ხოლმე? ეს გასცემს მას. რა გოიმი ხარ!
-შენ რომ არ გეთქვა კი არ ვიცოდი! ირონიული ღიმილი მიაფრქვია ამანაც.
-ჰოდა თუ იცოდი სადა ხარ ამდენი ხანი?? მოიშორე ის ძუკნა თორემ თმით ვითრევ! სპაგეტი ხომ გიყვარს ალეკ? გინდა მოვამზადებინო? ხმა დაიწვრილა თინამ და სახე დამანჭა.
-კაი გეყოს ახლა ნუ სკდებით გულზე შენ და ემი, გაიღიმა ბიჭმა..
-ოოჰ! ჰალილუია! მიმხვდარა ბიჭი!
-რათქმაუნდა მივხვდი მაგრამ არ მინდა ასე უბრალოდ მივახალო. თანაც მისი ეს ვითომ მხიარული განწყობა არ არის ნამდვილი მე ეს ვიცი. ხმა გაებზარა ალეკს
-ვერ გავიგე.. რას გულისხმობ? საწოლზე წამოჯდა თინა და ფეხებზე ხელები შემოიხვია
-ემილის მშობლები გარდაცვლილები არიან, მამა მოუკლეს ისე რომ მისი განცობაც კი ვერ მოასწრო დედამ კი... უღონოდ ამოიოხრა ბიჭმა.
-რა დედამ? შეეკითხა თინა
-დედამ თავი ჩამოიხრჩო..
-ნუ მომაყოლებ რა გთხოვ.. თუ მე ასე მიმძიმს ამ ამბის მოყოლა წარმოიდგინე ემი რა დღეში იქნება...
-მართალი ხარ. მაგრამ შენც ხომ... ხმა გაებზარა თინას
-ჰო მამა მეც დავკარგე ვიცი მაგრამ, მაგრამ ემილის მისთვის ვერ მოასწრო მამის დაძახება. ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო როცა... კარგი კარგი მოკლედ ასე ვერ მივახლი პირდაპირ მინდა გავახარო. ცოტახანი უნდა გავუძლო კიდევ.
-ვააააა დაჟეე? ანუ თავს ძლივს იკავებ რომ არ ჩაპროშნოო? აკისკისდა თინა.
-ენა!
-სორი აღარ ვიზაამ, აუუუ ჯიგარი ხარ რაა! ალეკს კალთაში ჩაუხტა თინა და გახარებულმა იმდენი კოცნა ლოყაზე სანამ არ ეტკინა ტუჩები.
-ნუ შემჭამე! და იცოდე ანნასთან სიტყვა არ დაძრა თორემ წამოცდება უეჭველი.
-კაი კაი გავქანდი ახლა მე, ფეხზე წამოგა თინა და საწლიდან გადავიდა.
-საით?
-ნიკს უნდა დავეხმარო
-ა, ხო ხო წადი მეც მოგეხმაროთ?
-არაა იყოს არ გვინდა. მოაძახა გოგონამ და ოთახიდან გავარდა. მოსაღამოვდა და ყველანი ვინც მთაზე ასვლას და იქედან თხილამურებით დაშვებას აპირებდნენ ყველა გარეთ გაიკრიფა ასევე იყო: ვიკი, ნიკი, თინა, ლიზა, კირა, და ანა. ჰო ნუ გიკვირთ ბევრი ხვეწნა მუდარის და კისრის “გამოღების“ შემდეგ ანამაც დაითანხმა ალეკი თინამ კი ალეკს განუცხადა ფეხს ვერ გამოადგამ იქ ანას მე მივხედავ-ო და ვინაიდან ემილიც სასტუმროში რჩებოდა ალეკმაც გადაწყვიტა დარჩენილიყო.
-აუ ჩემს ტელეფონს ვერ ვპოულობ სად არის? ყუყუნებდა ვიკი.
-ხელში გიჭირავს! გაეცინა ემილის
-უიმე! შეიცხადა მანაც და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-ხომ..
-წამოსულიყავი შენც..
-აუ ვერა..
-კაი ჯანდაბას წავალ მარტო მაგრამ მოვალ ისევ უკან და ნახე რა გიქნა!
-მოხვალ მოხვალ აბა რას იზავ! დაემოწმა ღიმილით ემილი.
-ქალბატონო ვიკი, თქვენ იმ მანქანაში უნდა ჩაჯდეთ მე წაგიყვანთ ვიკის გვერდით ამოუდგა შუა ხნის კაცი და სანდომიანდ გაუღიმა მას.
-თქვენ? თქვენ რატომ?
-რატომ და ქალბატონი თინას მანქანაში ყველანი ვერ ჩაეტევით, უფროსწორად ტქვენ ვერ ჰოდა მე წაგივანთ.
-კარგი, გაიღიმა ვიკიმ და მანქანისკენ წავოდა.
-ჭკვიანად! მოიაძახა უკნიდან ემილიმ..
-ოქეეეიმ გამოსძახა წითურმა..
-ხომ იცით სადაც უნდა მიიყვანოთ? მამაკაცს გაუღიმა ემილიმ.
-დიახ რა თქმა უნდა! ნშვიდათ იყავით გაუღიმა კაცმა და ისიც მანქანას მიუჯდა. საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ მანქანამ მარცხნივ, მაღალი ხეებით გადაჭედილ შესახვევში შეუხვია და ცოტა ხანში მანქანა ერთ ლამაზ საშუალო ზომის სახლთან გააჩერა.
-აქ რა გვინდა?
-აქ იმიტომ გავაჩერე რომ მემგონი გაზი გათავდა უნდა ჩავასხა, თუ შეიძლება ცოტა ხნით მანქანიდან გადადით. სარკეში გაუღიმა ვიკის კაცმა.
-დიახ რა პრობლემაა გულუბრყვილოდ გაუღიმა ვიკიმაც და მანქანიდან გადმოვიდა, ისე იყო სახლის თვალიერებით გართული ვერც კი მიხვდა მძღოლმა როგორ დაქოქა ნანქანა და ადგილს მოსწყდა.
-მოიცადეთ! რას აკეთეთ? აქ უნდა დამტოვოთ? სად ჯანდაბაში მიდიხართ? შუა გზაში წიოდა ვიკი და უკვე თვალთახედვიდან გამქრალ მანქანას ეჩხუბებოდა. ახლა რა ჯანდაბა ვქნა? ამოიყუყუნა და მხრებზე ჩამოშლილი წითური თმა ყურს უკან გადაიწია. ცოტა ხანს ასე იდგა და ელოდებოდა იქნებ დაბრუნდესო მაგრამ შენც არ მომიკვდე! მერე იმაზე ყოყმანობდა შესულიყო თუ არა მის გვერდით ცოტა მოშორებით აღმართულ სახლში და ბოლოს გადაწყვტა შიგნით შესულიყო, შავი რკინის კარზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა ხმა არავინ გასცა მერე კარი მოსინჯა ღიათ იყო. ამიტომ შიგნით შევიდა გარეთ ძალიან ციოდა ქუდი კი მანქანაში დარჩა, სახლი ძალიან ლამაზი იყო ძირითადად ხით იყო გაწყობილი და თეთრი ავეჯიც ძალიან უხდებოდა იქაურობას.
-არის აქ ვინმე? იკითხა ჩამწყდარი ხმით და გულის ფანცქალით წითურმა. მაგრამ ხმა არავინ გასცა მერე შემთხვევით კარზე ხელი ეყრა და კარი მიიხურა გასაღებად შებრუნდა მაგრამ უკნიდან ვიღაც დაეტაკა მკალვებში ხელი ჩაავლო და კარებზე ზურგით ააკრა.
-როგორც იქნა მოხვედი! გაისმა სახლში ძალიან ნაცნობი რბილი ბარიტონუ, ცოტა ხანში კი ვიკისაც მოშორდა თვალებში ჩამოყრილი თმა და ნათლად გაარჩია მის წინ მდგარი ნიკი რომელიც გოგონას თავისი მწვანე სფეროებით დაჰყურებდა და იღიმოდა.
**********************************************************************
დავბერუნდიიი მაპატიეთ რომ ამდენი ხანი გალოდინეთ
მართლა ძალიან ძალიან დიიიიდი ბოდიში და მადლობა ჩემს ერდგულ მკითხველებს მიყვარხართ უზომოდ ყველანი ♥
იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ .
ველი თქვენს აზრს კომენტარებში თუ რამე არ მოგწონთ დააკომეთ თუ მოგწონთ ეგეც გთხოვთ ასე უ მტოვებთ ხოლმე გამაგებინეთ რა აზრის ხართ.
პ.ს გრამატიკული შეცდომები მაპატიეთ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი naniko mindia

Vaime ragamaxare gelodi ❤️❤️❤️❤️❤️magariaaaaa
--------------------
lomidze

 



№2  offline წევრი Tamusia Egutidze

naniko mindia
Vaime ragamaxare gelodi ❤️❤️❤️❤️❤️magariaaaaa

მადლობა სიხარულოო <3 ნეტავ იცოდე როგორ მახარებს შენი კომენტარები და ის რომ ასე გამოხატავ ხოლმე შენს აზრს კომებში მადლობაა innocent heart_eyes

 



№3 სტუმარი maria

shemdegs rodos dadebb

 



№4 სტუმარი nene

male dade ra ramdeni xania velodebii

 



№5 სტუმარი სტუმარი maka

auff male dade raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent