შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [პროლოგი]


6-04-2018, 17:44
ავტორი ჰაიკო
ნანახია 194

წყურვილი [პროლოგი]

....სალემი, 1945 წელი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. ნეონის შუქით განათებული ბარიდან რწევა-რწევით გამოვიდა ქალი, რომელიც მამაკაცის მხარს ეყრდნობოდა, რათა სიმთვრალისგან არ წაქცეულიყო. ამ უკანასკნელს მაგრად ეჭირა ალკოჰოლის ზემოქმედებისგან მორღვეული მანდილოსნის სხეული. ქალი იყო საშუალო სიმაღლის, სწორი წითური თმით, ჭორფლიანი სახით და თითქმის წვეტიანი კბილებით, რომელიც სიცილის დროს თითქოს გამაფრთხილებლად გაიელვებდა ხოლმე.
- ღმერთო ჩემო, იზ, - ეუბნებოდა მამაკაცს, თან ალკოჰოლის მძაფრ ოხშივარს აორთქლებდა სახეში, - ნუთუ არ შეგიძლია რომ დღეს მაინც გაიღიმო, ან იქნებ ოდნავ მეტი პატივისცემა გამოგეჩინა ჩემი მეგობრების მიმართ, მათ ხომ სწორედაც შენს საპატივსაცემულოდ მოაწყვეს ეს დამპალი წვეულება, დიახაც, ევროპიდან და იმ უაზრო ომიდან შენი დაბრუნების აღსანიშნავად.
მამაკაცმა ქალს ხელი შეუშვა და მკაცრი სახით გადგა გვერდზე, ქალი კი - საყრდენის გარეშე დარჩენილი, უღონოდ მიეყრდნო განათების ბოძს.
- მე არ მითხოვია თქვენთვის წვეულების მოწყობა, - ცივი ხმით თქვა მამაკაცმა და სიგარეტს მოუკიდა, რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერში წვრილი ცისფერი რგოლი გამოუშვა, - იცი, საერთოდ, როდესაც შენ ომში ხარ და იქ იგებ საყვარელი ქალის ღალატის ამბავს, ეს უბრალოდ საშინელებაა... - მამაკაცმა პაუზა გააკეთა, - მე დღეს როჯერი მოვკალი, შენს მოკვლას კი ახლა ვაპირებ, - ის ფოლადივით მტკიცე ხელით სწვდა წითურთმიან ქალს ყელში და მაღლა ასწია, ფეხქვეშ მიწაგამოცლილი ქალი უმწეოდ აფართხალდა ჰაერში, ორივე ხელით მამაკაცის მაჯას ჩამოეკიდა და სცადა სიმძიმის ძალის მოქმედება შეესუსტებინა, ასე უმოწყალოდ რომ ექაჩებოდა დაბლა. სწორედ ამ დროს თვალი მოჰკრა მამაკაცის სახეს და ძარღვებში სისხლი გაეყინა, მამაკაცის თვალები სისხლისფერ ტბებად გადაქცეულიყვნენ, გუგებს გარშემო შავი ზოლი დაჰყვებოდა, გუგების ცენტრიდან კი ქალს გააფთრებით შემოჰყურებდა ორი მოელვარე თეთრი წერტილი, მამაკაცს თითქოს სახე გაუქვავდა, სახეზე სისხლძარღვები შავად დაებერა, ქალმა ისიც შეამჩნია, როგორ მოძრაობდა ამ სისხლძარღვებში ალისფერი სითხე ლოყებიდან თვალების მიმართულებით.
მამაკაცმა პირი გააღო და თავზარდაცემული ქალის თვალწინ მისმა ეშვებმა საოცარი ტრანსფორმაცია დაიწყო, დაინახა, როგორ ჩამოეზარდა ორივე მხარეს ეშვები... მამაკაცმა თავი უკან გადასწია და ის იყო ქალის ყელზე ვარდისფრად მფეთქავ ვენას უნდა ჩაფრენოდა, რომ სპექტაკლს მესამე მხარე შემოუერთდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - ფოლადივით მჟღერი ხმა მოესმა მამაკაცს ზურგსუკან.
მამაკაცმა, გაღიზიანებულმა იმით, რომ შურისძიება ასე უცერემონიოდ შეაწყვეტინეს, ქალს ხელი უშვა და წამის მეასედში უკვე უცნობი მეტოქის წინ იდგა.
- იზი, - აუჩქარებლად წარმოთქვა უცნობმა, მარჯვენა ხელიდან თეატრალური ჟესტით გაიძრო შავი ტყავის ხელთათმანი და მიწაზე დააგდო, - იზი, ვგონებ, თქვენი სახელი სწორად წარმოვთქვი, - მან მოკლე წვერზე ხელი მოისვა და ამ დროს იზმა მის თითზე რკინის ბეჭედი შეამჩნია, ზედ ოსტატურად გამოყვანილი სამეფო გვირგვინით.
- პირველყოფილი, - შიშისგან გააცია იზს, - პრიმუმი, მხოლოდ ისინი ატარებენ ასეთ ბეჭდებს, მაგრამ იქნებ თვითმარქვიაა...
ამ ფიქრში იყო იზი, როდესაც უცნობი ისე სწრაფად გაჩნდა მის წინ, იზსაც კი გაუკვირდა ასეთი სისწრაფე. უცნობმა ფიქრი არ აცალა მკერდში ხელისგულით უძლიერესი დარტყმა მიაყენა და რამოდენიმე მეტრის იქით მოისროლა, შემდეგ ყელში სწვდა, ფეხზე წამოაყენა და ყინულივით ცისფერი თვალებით თვალებში ჩახედა.
იზი მიხვდა, ყველაფერს მიხვდა, მას ვეღარაფერი იხსნიდა, მის სიცოცხლეს ვეღარავინ გადაარჩენდა, მისგან, ვისგანაც იზზე გაცილებით ძლიერნიც კი ვერ წასულან ცოცხალნი.
- მაპატიეთ, - ამოიხავლა იზმა, რამდენადაც ამის საშუალებას ყელზე შემოჭდობილი ფოლადის თითები აძლევდა, - ნუ მომკლავ... მე ყველაფერს გამოვასწორებ, გთხოვთ...
უცნობმა ირონიულად ჩაიცინა.
- იზი, შენ ჩვენი რასა გამოაშკარავების საშიშროების წინაშე დააყენე, ამასთანავე, მე მეორე შანსს არ ვიძლევი, შენ შენი საქციელით სიკვდილი დაიმსახურე, ასეთია კანონის ნება, ასეთია პრიმუმთა სურვილი, მშვიდობით იარე მეორე მხარეს, - უცნობის ფოლადის თითებმა იზის მკერდი გაუპო და უკანასკნელი, რაც იზმა იგრძნო, იყო ის, თუ როგორ შემოეჭდო ეს უმოწყალო თითები მის გულს, შემდეგ უცნობმა ერთი მარტივი მოძრაობით ჯერ კიდევ მფეთქავი გული სხეულიდან ამოგლიჯა და იზის უსულო გვამი მის ფეხებთან დაეცა....скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჰაიკო

მეგობრებო, ფენტეზის და მისტიკის ჟანრის მოყვარულებო, მზად ხართ შესცუროთ გაუგონარი სისასტიკის, სიყვარულის და ზებუნებრიობის მორევში? თუ კი, მაშინ მომყევიიით!!! ???? "წყურვილის" პირველი თავი მალე დაემატება.

 



№2 სტუმარი Med25

საინტერესო ჩანს. მიყვარს ფენტეზი..ვამპირები განსაკუთრებით :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent