შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ (თავი 6)


7-04-2018, 10:21
ავტორი ლიდია
ნანახია 336

მხოლოდ შენ (თავი 6)

თავი 6
იტალიაში მინდოდა წასვლა, ზუკასთან, იქ მინდოდა სწავლის გაგრძელება და ქიმიის ფაკულტეტზე ჩაბარება. მაგრამ ორი პრობლემა იყო, პირველი - ენა არ ვიცოდი. ამას კიდევ ეშველებოდა, მაგრამ მეორე პრობლემა ის იყო, რომ მაიამ ვერაფრით მოახერხა ჩემი იტალიის სკოლაში გადაყვანა.
ბევრი ტირილისა და თავის გაგიჟების შემდეგ გადავწყვიტე აქ დამემთავრებინა სკოლა და ქიმიის ფაკულტეტი იტალიაში დამეწყო, მანამდე კი ენასაც ვისწავლიდი.
ზუკას მონატრება ჩემში ფესვებს დღითიდღე უფრო იდგამდა, მაფორიქებდა მასზე ფიქრი.
ქუჩაში წყვილების დანახვისას გული მეწურებოდა.
ის ცდილობდა მღელვარება ჩემთვის დაემალა, მაგრამ ვამჩნევდი მის ჩაშავებულ თვალებს, რაც უდავოდ გათენებული ღამეების ბრალი იყო, ამიტომ მეც ვცდილობდი ნაკლებად დრამატული ვყოფილიყავი.
დაჩისთან და სალომესთან კონტაქტი არ მქონდა.
გადატვირთული გრაფიკი მქონდა, დილას სკოლა, შემდეგ სამსახური და იტალიური. სახლში 11 საათზე ვბრუნდებოდი და ვმეცადინეობდი.
გადიოდა დრო და ახლოვდებოდა გამოცდები.
ატესტატი წარმატებულად ავიღე, არ შემშინებია, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი.
ყველაზე მეტად არდადეგები გამიხარდა. მე ხომ იტალიაში მივდიოდი - ზუკასთან.
დადგა ეს ნანატრი დღეც, ძალიან აღელვებული ვიყავი, იმდენად, რომ ფრენის შიში არც გამხსენებია. ისე ჩავედი იტალიაში ვერც კი გავიგე.
ვიცოდი, რომ ის გარეთ მელოდა, ნაბიჯებს ძლივს ვდგამდი.
მთელი სხეულით ვკანკალებდი.
და დავინახე.
მოვკარი თვალი მის სხეულს, მოტკეცილს ჯინსსა და მაისურს, კოჭები როგორც ყოველთვის ახლაც უჩანდა. თლილ თითებს ერთ ადგილას ვერ აჩერებდა. ნაცრისფერ თვალებს ნერვიულად აცეცებდა და ყბები უთამაშებდა.
მანაც დამინახა.
გამიღიმა.
ჩემი საყვარელი ღიმილით გამიღიმა.
ერთმანეთს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით, ბოლოს პირისპირ აღმოვჩნდით.
-ნუცა.. - ზედმეტად დაბოხებული ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი, გული გამალებით მიცემდა.
-ზუკა...
ჩემოდანს ხელი გავუშვი და ტანზე მივეკარი ტკიპასავით, ხელებს ჩემს წელზე უმისამართოთ დაატარებდა, ხანაც თმას შეეხებოდა. მეც მის ზურგს ვეფერებოდი და ვისუნთქავდი მის მამაკაცურ სურნელს.
რომ მოვშორდით ერთმანეთს ორივემ გავიღიმეთ.
მისი ტუჩებისკენ გამეპარა მზერა, ეს რომ შეამჩნია ჩაეცინა და ცხვირით ცხვირზე შემეხო. ჯერ ცხვირის წვერზე მაკოცა, შემდეგ ლოყაზე, შემდეგ საფეთქელთან, შუბლზე.
ტუჩის კუთხეშიც მაკოცა და ლამის ხელებში ჩავადნი, როდესაც ტუჩებით ტუჩებზე შემეხო, ძალიან ნაზად დამიკოცნა ბაგეები და მომშორდა.
კაი ხანი ვიდექი ასე, მთელი სხეული მიხურდა.
-ასე გაგიჟებ? - ჩამჩურჩულა ხავერდოვანი ბარიტონით.
-ნუ ხარ დამპალი! - ხელი ვკარი სიცილით.
ჩემოდანს თავად მოჰკიდა ხელი.
-წამოდი ნუციკო, სახლში წავიდეთ.
გზას ერთად გავუყევით, ხელი-ხელ ჩაკიდებულები.
სულელებივით ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და ვიცინოდით.
პატარა კერძო სახლში შემიყვანა. შიგნით მწვანე ფერი ჭარბობდა, ძალიან მომეწონა.
სასტუმრო ოთახი და სამზარეულო თანამედროვე სტილში იყო მოწყობილი.
ოთახებში ხის ავეჯი იყო.
კომფორტულად მოვეწყვე.
იმ დღეს ზუკამ ქალაქი დამათვალიერებინა, ბევრს ვიცინოდით და ვერთობოდით.
სახლში გვიან დავბრუნდით და ეგრევე დავიძინეთ, ერთად, ისევე როგორც იმ ღამეს.
ზუკასთან ყოველი დღე მრავალფეროვანი იყო. ვხვდებოდი, რომ მასზე ძვირფასი არავინ მყავდა და მასზე ძლიერ არავის ვუყვარდი. არდადეგებზე ერთად ვმუშაობდით.
სხვადასხვა ოთახში გვეძინა, რადგან ასე ვთვლიდით საჭიროდ. ეს ხომ წრფელი სიყვარულია, ზუკა ძალიან მიფრთხილდება.
ერთ საღამოს გასეირნება გადავწყვიტეთ. რომის ქუჩებს მივუყვებოდით, როდესაც ერთმა კაცმა რაღაც მომაძახა, რაც ზუკას არ ესიამოვნა.
-კაი დაწყნარდი, წავიდეთ. - დავამშვიდე.
მაგრამ მეორედაც რომ მოგვაძახეს : “ეგ გოგო გვათხოვე ცოტახნითო” აი ეგ ვეღარ მოითმინა და ორი კაცისკენ გაექანა.
მუშტებს იქნევდა.
-ზუკა შეეშვი, წავიდეთ!
დავინახე როგორ დაარტყეს დანა, რომელიც მუცლისკენ იყო გათვლილი, მაგრამ ზუკა გამოვწიე და მხოლოდ მხარში მოხვდა.
ავაყენე და წამოვიყვანე.
ხელი გავუშვი, როდესაც დავრწმუნდი, რომ სიარული შეეძლო და ავტირდი.
ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ უკან დავიხიე.
-შემეშვი.
-ნუცა.. მე არ მინდოდა..
-დაგჭრეს! შენ დაგჭრეს!
-სერიოზული არაფერია, ნაკაწრია. მაპატიე.
-ხმა არ გავიგო შენი!
სახლამდე უხმოდ მივედით.
გამოვიტანე სპირტი, ბამბა და ბინტი.
ზუკა დივანზე დაჯდა.
-მაისური გაიხადე. - ვუთხარი.
-რაა? - წამით გაოცდა. - აა, ხო.
მაისური გადაიძრო. ბამბაზე სპირტი დავასხი და ზუკას რომ შევხედე გავშეშდი.
პირველად ვხედავდი მის პრესს, საერთოდ პირველად ვხედავდი ნახევრად შიშველ მამაკაცს.
თვალს ვერ ვაცილებდი “კუბიკების” მოყვანილობას.
გონს მოვეგე და ჭრილობა ხელის კანკალით დავუმუშავე.
ბინტითაც შევუხვიე.
ის-ის იყო მაისური უნდა გადაეცვა, რომ მოულოდნელად შევაჩერე:
-არა!
-რა იყო?
-არ ჩაიცვა!
გაუკვირდა, მაგრამ მაისური მაინც მოისროლა.
ხელი მისი მკერდისკენ წავიღე, ნაცრისფერ თვალებში შევხედე და ვკითხე:
-შეიძლება?
თავი დამიქნია.
თითები მკერდზე მივადე და მთელ სიგრძეზე ჩამოვაყოლე, პრესზე ვასრიალებდი უმისამართოთ, თითქოს რაღაც ახალს ვსწავლობდი.
ზუკას ხელები მოემუშტა და ძარღვები დაბერვოდა.
კალთაში ჩავუჯექი და ვაკოცე.
გაშმაგებით მიკოცნიდა ხან ზედა, ხანაც ქვედა ტუჩს, მაისურის ქვეშ შემიცურა ხელები და თითქოს ახლაღა მივხვდით, რომ შორს შევტოპეთ. ავდექი და სულ გავწითლდი.
ზუკამ გაიცინა.
-წამო დავიძინოთ - მითხრა.
ასეც მოვიქეცით.
ასე გავიდა რამდენიმე კვირა.
ერთ დღეს კი წერილი მოგვივიდა:
“ზუკას და ნუცას.
სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდით. მაია ცუდადაა.
სალომე.”
წაკითხვისთანავე ბილეთები ვიყიდეთ და გამოვფრინდით. ზუკა ძალიან ნერვიულობდა, ზედაც არ მიყურებდა.
მეც ვნერვიულობდი. ბოლო-ბოლო მაია დედად მიმაჩნდა.
ჩუმად ვტიროდი, ზუკას უყურადღებობა გულს მიკლავდა.
თბილისში ჩასვლისთანავე სალომეს დავურეკეთ და საავადმყოფოში წავედით.
მაიას პალატაში ეძინა.
-მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს. რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა, მის გვერდზე იყავით.
უდიდესი ტკივილი ვიგრძენი. ზუკა ჩუმად იყო, ნაცრისფერი თვალები ჩამუქებოდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
მე მოთქმით ვტიროდი ჩემ წყეულ ცხოვრებას.
არ მეღირსა ამოსუნთქვა!
მაიას სიკვდილს ვერ გავუძლებდი.
სამი დღე გაგრძელდა მისი სიცოცხლე. ამ დროის განმავლობაში ზუკა ერთხელაც არ დამლაპარაკებია, არ შემხებია.
მთელი გულით მტკიოდა უუნარობა. მას ვერ ვამშვიდებდი. საავადმყოფოდან არ გადიოდა, არ სვამდა და არ ჭამდა.
სიკვდილის დრო რომ გამოაცხადეს არც მაშინ უტირია.
უხმოდ დატოვა იქაურობა და წავიდა.
ღმერთმა იცის სად.
ჩემთან დაჩი მოვიდა.
-გამარჯობა. - მომესალმა.
-გამარჯობა.
-როგორ ხარ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ.
-ვწუხვარ.
-მეც.
-ზუკა სად არის?
-არ ვიცი...
-ჩვენ ბორცვზე იქნება. წადი, სკოლის უკანაა.
-მადლობა.
წავედი.
ის მართლაც იქ იყო. ერთ ხელში ლუდის ქილა ეჭირა, მეორეში მოკიდებული სიგარეტი, ხველებით იხრჩობოდა. ხმამაღლა შეიგინა და სიგარეტი ჩააქრო და გადააგდო.
მოულოდნელად შემობრუნდა და ლუდის ქილაც გამოისროლა, რა იცოდა მე რომ ვიდექი იქ, გვერდზე გავიწიე და ამცდა, მაგრამ ერთი ნატეხი მაინც შემერჭო ფეხში.
სახეზე ერთდროულად ათასგვარი ემოცია გამოესახა. დაიყვირა და მოწყვეტით დაეშვა მიწაზე. მასთან მივედი.
-ახლა არა ნუცა..
-ვწუხვარ.
-...
-მაია მეც მიყვარდა და მეც დედად მიმაჩნდა. მეც მტკივა. შენ ამ ტკივილს აძლიერებ..რატომ არ მელაპარაკები?
-მეშინია. ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი კვდება.. უნდა წავიდე!
-სად?
-უნდა წავიდე. - გაიმეორა, ადგა და წავიდა.
დამტოვა მწვანე ბორცვზე მარტო...





ღმერთო ჩემო ძალიან ემოციური თავია!
რომ ვწერდი მეტირებოდა..
სავარაუდოდ მეშვიდე თავით დასრულდება.
დააკომენატრეთскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

ემოციური იყო ნამდვილად ვერ ვიტან ასეთ სევდიან მომენტებს გული მეთუთქებაა იმედია კარგად დაასრულეებ❤❤❤

 



№2  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
ემოციური იყო ნამდვილად ვერ ვიტან ასეთ სევდიან მომენტებს გული მეთუთქებაა იმედია კარგად დაასრულეებ❤❤❤

მეც მაგის იმედი მაქვს ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent