შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა-9თავი


7-04-2018, 10:23
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 934

დროებითი მუდმივად გადაიქცა-9თავი

ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ ერთი პატარა მაგიდა იდგა,მასთან ორი სკამი და სანათი.სკამებზე ორ მამაკაც დაეკავებია ადგილი,არცერთის სახე ჩანდა,თითქოს ორივე სიბელემ შთანთქაო.
-იცოდე,ხვალინდელ სხდომაზე ყველაფერს მოაგვარებ-ერთ-ერთი საშინლად ბოხი ხმით გასცემს ბრძანებას.
-გასაგებია-მეორეც მორჩილად უქნევს თავს.
-ჟურნალისტების წინაშე,უბრალოდ ესროლე და მოკალი-ამას ამბობს და თოფს მაგიდაზე უდებს.ისიც ხელს ავლებს და ჯიბეში იდებს,შემდეგ კი ფეხზე დგება და ოთახს ტოვებს.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_
სახლში როცა შევედით ყველა მისაღებში იყო შეკრებილი.ცქმუტავდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ,ჩვენ,რომ დაგვინახეს ყველაფერი შეწყვიტეს და მიგვანიშნეს,რომ მათთან დავმჯდარიყავით და საუბარი დაგვეწყო.
-აბა,კარგი ამბავია?-დედაჩემმა წამოყო თავი.
-კი-ანდრო პასუხობს და უცინის.
-არ იტყვით აწი?-ახლა ნინა ბრაზდება.
-მოკლედ,სულ რაღაც 8 თვეში შვილიშვილი გეყოლებათ.-ყველას რეაქციას ვაკვირდები,სახეზე ათასი გრძნობა ერთად იკითხება.გაოცება,სიხარული,შეშფოთება და ცოტაოდენი შიშიც.
-თქვენ…ანუ აღარ შორდებით?-ნინამ ისეთი სახით შემოგვხედა თითქოს სამყაროს დასასრული ჩვენზე იყოს დამოკიდებული.
-არა,აღარ ვშორდებით-ყველას ვუღიმი და ანდროსკენ ვაპარებ მზერას,გაოცებულია მაგრამ სახეზე საშონელი ბედნიერება აქვს გამოსახული.
-ღმერთო რა მაგარია,ანუ დროებითი მუდმივად გადაიქცა-დედაჩემი იცინის მაგრამ კაცები ჩუმად არიან.ბოლოს როგორც იქნა ამოიღეს ხმა და მოგვილოცეს.გაუგებრობაში იყვნენ,მაგრამ უხაროდათ.ეს სიხარული კი მათ თვალებში იკითხებოდა.
-კარგი ჩვენი წასვლის დროა-ანდრო ფეხზე დგება და მეც მას მივყვები,ყველა გადავკოცნეთ და სახლიდან გამოვედით.ნელა მივუახლოვდით მანქანას და შემდეგ ადგილები დავიკავეთ.
უხერხული დუმილი ანდრომ დაარღვია.
-ანა,მართლა გინდა,რომ ა რ გავშორდეთ?
-ყველა იმსახურებს ერთ შანსს-ვიღიმი,მოვატყუე მაგრამ არაფერია.უბრალოდ არ შემიძლია ახლა მასთან სიმართლის თქმა,ვერ ვეტყვი,რომ მართალი იყო.გიკვირთ არა?ხო,ანდრონიკე შემიყვარდა.
ასე,რომ არ ყოფილიყო მე ეს ბავშვი არ გამიხარდებოდა და მოვიშორებდი.ასე,რომ არ ყოფილყო მე ამ ქორწინებას დიდი ხნის წინ ჩავშლიდი.ასე,რომ არ ყოფილიყო ვერ ვაპატიებდი.
შემომხედა და გამიღიმა,მადლობაო მითხრა და ისევ გზას გახედა.ამის შემდეგ ხმა არ ამოგვიღია.სახლშინროცა მივედით სალათი მოვამზადეთ,მეხმარებოდა და სულ იმას გაიძახდა შენი გადაღლა არ შეიძლება-ო.მე კი ვიცინოდი მის ისტერიულ ნერვიულობაზე.როცა ყველაფერი დავასრულეთ სუფრას შემოვუსხედით და გემრიელად ვილუკმებოდით.
სამზარეულოც ერთად დავალაგეთ.
-ანა,ხვალ სხდომა იმართება სადაც ორივე უნდა წავრსდგეთ.-მისაღებში ვისხედით როცა ეს მითხრა,მართალია იქ წასვლა არ მინდიდა მაგრამ სხვა გზა არ იყო.
-რომელ საათზეა?
-2 საათზე იქ უნდა ვიყოთ-მეც თავს ვუქნევ და კომფორტულად ვთავსდები.თვალებს როგორც კი ვხუჭავ მაშინვე გადავდივარ მორფეოსის სამყაროში.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
ისევ ჩაბნელებული ოთახი,და განათებული სანათი რომელიც ოთახში,სულ ოდნავ აფრქვევს სინათელეს.შავებში მოსილი ორი კაცი ისევ ისე სხედან,ერთმანეთს შესცქრეიან და სახეზე ბოროტული ღიმილი დასთამაშებთ.
-ამის შემდეგ,მათი ქონება ჩვენ ხელში გადმოვა-სიჩუმეს ერთ-ერთი მათგანი არღვევს.შემდეგ კი იცინის,ამ სიცილში ბოროტება და ირონია ერთამენთშია არეული და მისი გაგონებისას ტანში ჟრუანტელი დაგივლის.არა ისეთი,რომ გესიამოვნოს.პირიქით მთელ ტანში საშინლად გაგცრის და აგაკანკალებს.
-და,რომ არ მოვკლათ?-ახლა მეორე გამოდის სიტყვით.ეტყობა,რომ არ უნდა იმის გაკეთება რასაც ავალებენ.უცებ შეწყვიტა პირველმა სიცილი და დასერიოზულდა,მის მეწყვილეს შეხედა და ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-სხვაგვარად ვერ მოხერხდება.ის უნდა მოკვდეს,მის ბიზნეს კი სათავეში ვერავინ ჩაუდგება.იმ გოგოს არ ექნება ამის უფლება რადგან კომპანიები ჯერ-ჯერონით არ დაკავშირებულან.ამიტომ ამის უფლება არ ექნება,ვერც მამამისი გააწყობს რამეს,სხვა მემკვიდრეც არ ყავთ.ამიტომ ის ჩვენ დაგვრჩება-თავიდან უხსნის მეწყვილეს ყველაფერს მკაცრი სახით და სერიოზული ტონით,შემდეგ შუქი ჩააქრო და ორივემ დატოვა ბნელი კაბინეტი.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
მზის სხივებმა ისევ დამირღვია ძილი.ზანტად გავახილე თვალები და გვერდით მწოლ ანდროს გადავხედე.ვიცი უკვე გითხარით მაგრამ ისევ გერყვით,ძილის დროს საშინლად საყვარელია.
ძალიან მინდოდა მეკოცნა,მაგრამ ვერ გავბედე.შემეშინდა,ისევ ბალიშს დავუბრუნდი და თვალები დავხუჭე.მაგრამ ვერ დავიძინე.უცებ წელზე ვიგრძენი თბილი ხელების მოხვევა და თვალები ვჭყიტე,თავი მივაბრუნე და ანდროს ზღვისფერბთვალებს შევეჩეხე.უნებლიე გამეღიმა,მისი ღიმილის შემყურეს.
-დილამშვიდობისა ანუსი-ლოყაზე მაკოცა და ტანში გამცრა.
-დილამშვიდობისა ანდრო-მეც ვუღიმი,მაგრამ კოცნას ვერ ვბედავ.
-აბა,დღევანდელი დღისთვის მზად ხარ?
-კი,მზად ვარ.
-კარგია,რადგან იქ უამრავი ჟურნალისტი იქნება.
-ჩვენ პატარაზე ვეტყვით რამეს?-თვალებს აციმციმებულმა გავხედე.
-შესაძლოა-ენა გამომიყო და საწოლიდან წამოდგა.მეც ნელა ავდექი და თავი მოვიწერსიგე,შემდეგ კი ანდროს მივუბრუნდი.ჰალსტუჰის შეკვრაში დავეხმარე და ოთახი დავტოვე.ვისაუზმეთ და ისევ ერთად დავალაგეთ სამზარეულო,შემდეგ კი ბატონი ანდრონიკე სამსახურში გავუშვი.მე კომფორტულად მოვთავდი ტელევიზორთან და დროის გაყვანას ვცდილობდი.ხან რას ვუყურე,ხან რას.მოკლედ ასე გავიდა დრო და პირველის ნახევარზე მომზადებაც დავიწყე.ჯერ სააბაზანოში ვინებივრე,შემდეგ სარკეს წინ ავესვეტე და სადა მაკიაჟი გავიკეთე,თმები დავისწორე.კარადა გამოვაღე და მუხლებამდე გაშლილი შავი კაბა ჩავიცვი.არ ვიცი რატომ მაგრამ ტამზე მომდგარ ტანსაცმელს ვეღარ ვიცვამ,ასე მგონია ბავშვი ხდება ცუდად.
დაბლებზე შევდექი და ტელეფონს დავავლე ხელი,ისევ ავესვეტე სარკეს წინ და დავტრიალდი.
-მზად ვარ-ჩემ თავს გავუცინე და ოთახი დავტოვე,სახლიც ჩავკეტე და ანდროს მივწერე,რომ გამოვედი.მაგრამ ის თურმე უკვე სახლთან იდგა და მელოდა,მისმა ამ ქცევამ გამაღიმა.მადლობა-მეთქი ვუთხარი და ადგილი დავიკავე.
გზაში ჩუმად ვიყავით,ხმას არცერთი ვიღებდით.
ცოტას ვნერვიულობდი რადგან ასეთ შეხვედრაზე,თუ სხდომებზე პირველად ვარ და არ ვიცი რა ვთქვა.მაგრამ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება,ამით ვამხნევებ ჩემ თავს და სხვა რამეზე ვიწყებ ფიქრს.
როგორც იქნა მანქანა დიდი ქომპანიის წინ გაჩერდა.ღვედი შევიხსენი და კარები გამოვაღე,მაგრამ ჩვენი გადასვლა და ჟურნალისტების მოცვენა ერთი იყო.ყველა სათითაოდ გვაყრიდა კითხვებს რამაც ძალიან ამატკივა თავი და,რომ არა ანდრო ალბათ იქვე წავიქცეოდი.
-ანა,კარგად ხარ?
-უკეთესად-ჩუმად ვეუბნები და ვსწორდები.
-მეგიბრებო,კითხვებზე პასუხს მოგვიანებით მიიღებთ,ახლა კი გაგვატარეთ.-ანდროსთან ერთად გავიარე დაუშოშმინებელი ხალხის ბრბო და კომპანიაში შევედით.
მაშინვე ბოლო სართულზე ავედით და რაღაც დიდ დარბაზში შევედით სადაც თითქმის ყველა ადგილი დაკავებული იყო.
მე იქვე დავჯექი ანდრომ კი მთავარი ადგილი დაიკავა და საუბარი დაიწყო.დიდ და ხალხით სავსე დარბაზში მხოლოდ მისი ხმა ისმოდა,ყველა გარინდული ისმენდა მის ბოხ და მიმზიდველ ბარიტონს.მაგრამ ეს ხმა ასეთი ალბათ მხოლოდ მე მეჩვენა ეს ხმა ასეთი.
უკვე მოწყენილობისგან არ ვიცი რა ვქნა,მიუხედავად იმისა,რომ ანდროს საუბარს დიდი სიამოვნებით ვუსმენდი,ახლა საშინლად მეძინება.
უეცრად დარბაზში საშინელმა ხმამ გაიელვა,თითქოს ყვეკაფერი დაანგრია და ხალხში შიში გამოიწვია.ყველამ კივილი ატეხა,მე კი ჯერ კიდევ ასტრალში მყოფი ვერ ვიზარებდი რა ხდებოდა.მალევე მოვეგე გონს და მომკივარ ხალხს დავაკვირდი,ყველა იმ ადგილას შეკრებილიყო სადაც ანდრო იდგა,მაგრამ თვითონ ანდრო არსად ჩანდა.
მივხვდი რაც მოხდა,ამან კი ჩენში პანიკა გამოიწვია და ბოლო ხმაზე ავკივლდი.
-ანდრო-ხალხი იქედან გავყარე და ჩემი საყვარელი ადამიანის მქშვინავ სხეულს დავაკვირდი.თეთრი პერანგი,სულ გაწითლებოდა და ძლივს სუნთქვადა.არ ვიცი ეიფორიაში მყოფმა როგორ მოვახერხე ამის გააზრება,მაგრამ 112-ში დავრეკე.
5 წუთში კი მივყვებოდი იმ საკაცეს სადაც ანდრო იწვა და სიცოცხლისთვის იბრძოდა.
მე კი მასთან ვიჯექი და ვეხვეწებოდი,რომ არ დავეტოვებიე.
-ანდრო,ხომ.არ დამტივებ?ჩემთან დარჩი კარგი.ჩვენ ხომ ვთქვით,რომ ყვეკა იმსახურებდა ერთ შანს.შენთან ვრჩებოდი ანდრო,შენ კი მიდიხარ.ჩვენ პატარას ჭირდები ანდრო,შენ არ ამბობდი,რომ მისი გაზრდა მარტო გამიჭირდებოდა.ან ახლა რატომ მანერვიულებ,არ დამტოვო რა ანდრო.არ დამტოვო-ვტიროდი და თან ვეფერებოდი,ვიცოდი,რომ ესმოდა მაგრამ ვერაფერს ამბობდა.არ მინდოდა მისი წასვლა,ახლა ის ყველაზე მტად მჭირდება.
საავადმყოფოში როცა მივედით ის პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს,მე კი იქ დავჯექი და ვტიროდი.
უცებ ჩემ წინ მთელი სანათესაო გაჩდა.ისინიც მსგავსად ნერვიულობდნენ,მაგრამ ვერავინ ხვდებოდა იმას თუ რატომ ვტიროდი მე.
ყველა მათგანმა იცოდა როგორ დავქორწინდით მე და ანდრო,მათი ჭკუით მე მხოლოდ ნერვიულობით უნდა შემოვიფარგლებოდე მაგრამ არა.მე ვტირი,იმიტომ,რომ მისი დაკარგვის მეშინია.ვიცი,რომ ამით ვერაფერს შევცვლი,მაგრამ ახლა შევაბას ამაში ვპოვებ.
ექიმი როგორც კი გამივიდა ყველა მასთან მიცვივდა,არ მესმოდა ის თუ რას ამბობდა,მხოლოდ ყველას მიმიკას ვაკვირდებოდი და მივხვდი,რომ რაღაც შეიცვალა.შვებისგან ამოისუნთქეს და მივხვდი,რომ გადარჩა.მაგრამ შემდეგ ისევ დაღონდნენ,რადგან ექიმს უთქვამს რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია გააგრძელოს სიცოცხლე თუ არაო.
-მისი ნახვა შეიძლება?-ყელი დამშრალი მქონდა და ჩემი ხმა ძლივს ვიცანი.
-მხოლოდ 5 წუთით-თავს ვუქნევ და პალატის კარს ვაღებ.უსევ მასთან ვჯდები და იმავეს ვუმეორებ.ვთხოვ,რომ არ წავიდეს და ჩემთვის და ჩვენი პატარასთვის დარჩეს.
-მიყვარხარ ანდრონიკე-ჩუმათ ვეუბნები და მის გულს თავს ვადებ.შემიძლია დავიფიცო,რომ ვიგრძენი თუ როგორ აჩქარდა ის.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი blondeangel631

ანდრონიკე აბა შენ იცი მოდი გონზე და არ გაგვიუბედურა ეს ანგელოზივით გოგო შემდეგსვ ველოდები მალე დადე heart_eyes

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

blondeangel631
ანდრონიკე აბა შენ იცი მოდი გონზე და არ გაგვიუბედურა ეს ანგელოზივით გოგო შემდეგსვ ველოდები მალე დადე heart_eyes

მიხარია,რომ მოგწონს )))

 



№3  offline მოდერი ენემი

ანდრონიკეს ძმა ჰყავს? ან ანას? ნუ ვიღაც ძალიან ახლობელა თუ მაგას ფქრობს imp ჩემ ნიკეს არ მოუვიდეს არაფერი თორე ნახავენ ეგენი laughing ახალი თავი მინდა მე პატარავ kissing_heart

 



№4  offline წევრი Girl with pretty smile

ენემი
ანდრონიკეს ძმა ჰყავს? ან ანას? ნუ ვიღაც ძალიან ახლობელა თუ მაგას ფქრობს imp ჩემ ნიკეს არ მოუვიდეს არაფერი თორე ნახავენ ეგენი laughing ახალი თავი მინდა მე პატარავ kissing_heart

მალე დაგიბრუნდება შენი პატარა ახალი თავით ცქმაფოო,იმედია მოგეწონება და ახლობელი ძალიან ბერვი ყავს ანდროს ;) :)))

 



№5 სტუმარი Ani gafrindashvili

ოხხხ რა გოგო ხარ რაა ანდრონიკე არგვლიანო ახლა ნებითა შენითა მოხვალ გონს თუ ძალითა ჩემითა მოგიყვანო, არაჩვეულებრივი ხარრ წარმატებებიიი

 



№6  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
ოხხხ რა გოგო ხარ რაა ანდრონიკე არგვლიანო ახლა ნებითა შენითა მოხვალ გონს თუ ძალითა ჩემითა მოგიყვანო, არაჩვეულებრივი ხარრ წარმატებებიიი

Nebita shenita Ra gitxra,magram nebita chemita ki mova ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent