შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [თავი 1]


7-04-2018, 11:30
ავტორი ჰაიკო
ნანახია 188

წყურვილი [თავი 1]

... ის თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, მისთვის აღარ არსებობდა დაბრკოლება, მდინარის ადიდებისას გამორიყული ქვები, საუკუნეთა სიავისგან წაქცეული, დაცემული ხეები, წყვდიადი, რომელიც ამ უსიერ ტყეში გამეფებულიყო, ის მიჰქროდა, არაადამიანური სისწრაფით და მონდომებით და გრძნობდა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, თუ არ გაექცეოდა იმ აუხსნელ შიშს და სასოწარკვეთას, რასაც გაურბოდა, იცოდა, ხვალინდელი დღე აღარ დადგებოდა, აღარ წავიდოდა კოლეჯში, აღარც მეგობრები ეყოლებოდა გვერდით, არც მშობლები, ვეღარც სწრაფი კვების ობიექტს მიაშურებდა სირბილით, ლექციებს შორის შესვენებისას,... და ვერც მშვენიერ, ლურჯთვალა და თვალის ფერთან შედარებით უჩვეულოდ შავგვრემან გოგონას შეხვდებოდა..
- მარკუს... - სადღაც შორიდან მოისმა.
მან სისწრაფეს უმატა, არ იცოდა სად გარბოდა, ან კონკრეტულად რას გაურბოდა, ეს "რაღაც" ყველგან იყო, მის უკან, წინ, მაღლა-ცადატყორცნილი ხეების მუქ კენწეროებში, ყოველი ხის უკან, ყოველი ბალახის ღეროში, ყოველი ქვის ქვეშ, ეძახდა შემზარავად, საშინლად ნაღვლიანი ხმით და ამიტომაც გარბოდა.
- მარკუს... - თითქოს ზედ ყურთან ჩაესმა ქშინვა.
ის გაოგნებული შედგა, შემდეგ ნელ-ნელა დაეშვა მუხლებზე. არა, დაღლილობა არ ყოფილა ამის მიზეზი, მიზეზი კი ისეთი წარმოუდგენელი იყო, თვითონაც ვერ დაიჯერა. ეს მიზეზი იყო მისი საკუთარი ორეული, რომელიც ჩაბნელებულ ტყეს გამოეყო და სწრაფი ნაბიჯით გამოემართა მისკენ, რამოდენიმე მეტრის გავლას დაახლოებით ნახევარ წამს ანდომებდა.. ის მის წინ შედგა, ერთხანს ირონიულად დაჰყურებდა თავის "ორიგინალ" ორეულს, შემდეგ ყელში სწვდა, ფეხზე წამოაყენა და თვალი თვალში გაუყარა.
"ორიგინალმა" ორეულმა თვალები დახუჭა, საკუთარ თავს იმის მტკიცება დაუწყო, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო ახლა საკუთარი ორეულის წინ მდგარიყო.. მან თვალები გაახილა, ორეული თითქოს უკვალოდ გამქრალიყო, მხოლოდ სიბნელე, მარცხნივ ტყის მდინარის ჩხრიალი და რომელიღაც ტყის ფრინველი არღვევდნენ გარსშემოჯარულ მყუდროებას...შემდეგ უცნაური რამ მოხდა, თითქოს პირში ერთბაშად დამდნარი ფოლადი ჩაასხეს, ის მიწაზე გაგორდა, ყვირილით ითხოვდა შველას და შემწეობას, მაგრამ თითქოს დრო გაჩერდა, მდინარემ შეწყვიტა ჩხრიალი, ფოთლებმა შეწყვიტა რხევა, ჰაერი გაიყინა...
მარკს საზარელი ყვირილით გამოეღვიძა. საფექლებზე წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი, რომელიც ნიკაპთან ერთდებოდა და მაისურის საყელოში უჩინარდებოდა. მარკმა მიმოიხედა, ოთახს თვალი მოავლო, ფანჯარასთან ისევ იდგა კომპიუტერის მაგიდა ჩართული კომპიუტერით, მაგიდის გვერდით ისევ იწონებდა თავს ქოთნის ყვავილი, რომლის სახელიც მარკმა ვერა და ვერ დაიმახსოვრა. სააბაზანოდან კი წყლის ჩხრიალი ისმოდა, წყლის ჩხრიალი... მდინარის ჩხრიალი... წყლის ჩხრიალი... მარკი ფრთხილად, თითქმის უხმაუროდ წამოდგა, საწოლის ქვემოდან ბეისბოლის ბიტა გამოაცოცა, მოიმარჯვა და კატის ნაბიჯით დაიძრა აბაზანისკენ, პანიკა დაუფლებოდა მის სულს.. აბაზანას მიუახლოვდა, წყლის ჩხრიალი უფრო გარკვევით მოისმა, მარკმა ბიტა მარჯვენა ხელში გადაიტანა და მარცხენათი ნელა, ძალიან ნელა და უხმაუროდ გასწია აბაზანის გამყოფი ტიხარი. აბაზანაში საშუალო სიმაღლის, ქერა მოზარდი იმ ამქვეყნიურ სიამოვნებას მისცემოდა, რასაც აბაზანის მიღება ჰქვია. მარკმა ამოიოხრა და ბიტა დაუშვა, ამოოხვრის ხმაზე ქერა ბიჭი მოტრიალდა და მარკს გაკვირვებული მზერა შეავლო.
- მარკ, ძმაო, მართალია ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ და ძალიანაც მიყვარხარ, მაგრამ არც იმდენად ძლიერადაც, რომ შენთან დაწოლის პერსპექტივა მხიბლავდეს, - ქერა ბიჭმა გადაიხარხარა და შეცბუნებულ მარკს, რომელიც უკვე საპირფარეშოსკენ მიდიოდა, რამოდენიმე უხამსი სიტყვა მიაყოლა ზურგში მხიარულად...
... "გამარჯობა ჩემო დღიურო, დღეს 15 მარტია და ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე, რომ დავიწყო შენთან ურთიერთობა, მართალია ზოგი ამბობს დღიურის წარმოება მხოლოდ ქალების და ქალაჩუნა ბიჭების საქმეაო, მაგრამ მთლად ასეც არ უნდა იყოს. არც ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ იძულებით მივედი ამ გადაწყვეტილებამდე, ამის დედაც... ჩემს თავს ისეთი რაღაცეები ხდება, უეჭველად გიჟად ჩამთვლიან ვინმეს რომ მოვუყვე. შენ ყველაფერს ვერ გაგანდობ, უბრალოდ იმდენი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ამის ფიზიკურად არც დრო მაქვს, და არც სურვილი, ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებზე გავამახვილებ ყურადღებას... "
"... 17 მარტი. წუხელ თავს მოუსვენრად ვგრძნობდი, ვერაფრით დავიძინე, თითქოს რაღაც შიგნიდან მწვავდა, სისხლი, რომელიც ჩემს ძარღვებში მიედინება.. მოკლედ მთელი სხეულით ვგრძნობდი სისხლის მოძრაობას ძარღვებში!! უცნაურია ხომ? შუაღამისას ძალიან ცუდად გავხდი, ცუდად ყოფნაში ვგულისხმობ არა რომელიმე კონკრეტულ დაავადებას, არამედ უსაზღვრო ენერგიის და ძალის შეგრძნებას.. ღმერთო მიშველე... დედას ვერაფერს ვეუბნები, ვიცი, რომ მაშინვე პანიკის შეტევა ექნება, რის შედეგადაც ჩვენი ქალაქის რომელიმე კლინიკაში აღმოვჩნდები, სადაც რომელიმე ოთხთვალა ექიმი იტყვის, რომ მსოფლიოს სამედიცინო ისტორიის პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს 45° ჰქონდეს სხეულის ტემპერატურა და ამავდროულად თავს ხარივით ჯანმთელად გრძნობდეს... არ ვიცი რა მოვიმოქმედო.. "
"... 24 მარტი. ყველაფერი ძალიან ცუდადაა... ღმერთო მიხსენი.. გამუდმებით შიმშილის თუ წყურვილის შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც შიგნიდან მჭამს.. ჯანმთელობაც შესამჩნევად გამიუარესდა, სინათლეზე თვალების ძლიერ ტკივილს განვიცდი... "
"... 3 აპრილი. ღმერთო... დღეს ჩემი ძაღლი, რომელიც ჯერ კიდევ ლეკვი იყო, რომ შევიფარე და ვზრდიდი... მოკლედ, მე ის მოვკალი, არ ვიცი რა მემართება.. თითქოს გული გამიქვავდა და შიგნიდან რაღაც მიბიძგებს საშინელი საქციელისკენ.მეშინია, ისეთი რამ არ ჩავიდინო, რასაც შემდგომში ვეღარ გამოვასწორებ... "
ქერა ბიჭმა დღიური დახურა, დემონსტრაციულად მიაგდო დივანზე და სავარძელში გადაწვა, გაიზმორა, გადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამოიდო და მოლოდინის გამომხატველი მზერით მიაჩერდა მარკს...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჰაიკო

"წყურვილის" მეორე თავი დაემატება ხვალ... მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება.

 



№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

არადა ისეთი ამბავი გაქვს მოსაყოლი, რომ მოვლენებს ელვის სისწრაფით განვითარება არაფრით მოუხდება. ცოტა გაშალე სიუჟეტი და დაგვანახე გარემო, სადაც პერსონაჟები ტრიალებენ ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent