შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი და უკანასკნელი პაემანი (სრულად)


7-04-2018, 21:59
ნანახია 1 998

პირველი და უკანასკნელი პაემანი (სრულად)

-რა ლამაზი დღეაა.... რა ნათელი მზეა... იმიტომ, რომ დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეაა... ჩემო სიყვარულო, ჩემო ულამაზესო, ჩემო პატარავ, ჩემო ბედნიერებავ, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი ჩემთან ერთად. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარხარ. ჩემი არაბიოლოგიური და ხარ და მინდა მუდამ ასეთი შესაშური ურთიერთობა გვქონდეს...- ელენემ სიტყვა დაასრულა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა. მის გამოსვლაზე ყველამ ტაში დაუკრა. მე და ელენე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ბაღშიც, სკოლაშიც და სწავლის დაწყებისას უკვე ინსტიტუტშიც.
დღეს ჩემი დაბადების დღეა, 19 წლის გავხდი. შვიდი ივნისია და როგორც ზაფხულის პირველმა თვემ იცის ძალიან ცხელა. ყველა რესტორანში ვართ შეკრებილნი ოჯახისწევრები, მეზობლები და უმეტესწილად კლასელები. ყველა სვამს, ცეკვავს და ბოლომდე ერთობა. ტორტის გაჭრის დროს, ჩემს გარშემო შემოიკრიბნენ. რამდენიმე სიტყვით მომილოცეს, თუ ელენეს არ ჩავთვლით, რომელმაც მატირა ფაქტიურად მისი სიტყვებით. შემდეგ ტორტი გავჭერი, ტრადიციულად გული მე შემხვდა. საშინლად გემრიელი იყო, ტკბილი და ფაფუკი, ისეთი "პირში, რომ ჩაგადნება". მოკლედ მომილოცეს, იცეკვეს და იმხიარულეს.. მეგონა მათი დაბადების დღე უფრო იყო, ვიდრე ჩემი, რადგან ყველა თავისი თავის გართობაზე ფიქრობდა. ელენეს გარდა, რომელიც გვერდიდან არ მშორდებოდა.
შუა ქეიფში იყვნენ, როდესაც რესტორნიდან გამოვედი, რადგან საშინელი დახუთულობა იყო და ჰაერი მჭირდებოდა. რესტორანთან ახლოს ჩიხი იყო, იმის იქით კი კარუსელები. ძალიან მომინდა წასვლა და ბავშვობის გახსენება. იმ დროის, როდესაც მე და ელენე ამ კარუსელებზე ვკატაობდით, როცა დრო გვაქვს ახლაც აქ მოვდივართ, მაგრამ უმეტესწილად ვერ ვახერხებთ ხოლმე. საბოლოოდ გადავწყვიტე წავსულიყავი და გზას დავადექი. ჩიხი მალევე გავიარე, ყველაფერი სიბნელეს მოეცვა და სანამ გზატკეცილამდე გავიდოდი ცოტა შემეშინდა კიდეც. კარუსელებამდე მალევე მივედი. ჭიშკართან დიდი ასოებით ეწერა პარკი, "კარუსელები". სიხარულით შევედი შიგნით და პირველი რაზეც დავჯექი, საქანელა იყო, რადგან ეს კარუსელი ბავშვობიდან მიყვარს.
ერთხელ მე და ელენე ვკატაობდით, ელენეს ძმას, დათოს დიდზე მოუხდა ჩემი გაქანება და გადმოვვარდი. თავი ძირს დავარტყი, მაგრამ მსუბუქად. მართალია მეტკინა, მაგრამ მნიშნველოვანი არაფერი იყო. მე რის მარიამი ვარ, თუ ვინმეს თავი არ შევაცოდე, ისე გავაკეთე თითქოს გონება დავკარგე. მომვარდა დათო და ელენე. ეს ბოთე ბოლო ხმაზე ტიროდა, ოღონდ მარი არ მოკვდეს და ყველა სურვილს შევუსრულებო. მშობლების მოსვლამდე გავამხილე სიმართლე, რადგან არ მინდოდა ენერვიულათ. მას შემდეგ, ელენე ორი დღე მებუტებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და შემირიგდა. ჩვენ სულ ასე ვართ, შეიძლება ერთ წამს ტირილამდე ვიჩხუბოთ, მაგრამ იმდენად გვიყვარს ერთმანეთი, მეორე წამს უკვე ჩახუტებულები ვზივართ. მოგონებების გახსენებამ ღიმილი მომგვარა და სევდა შემომაწვა. ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც მამაკაცის ბარიტონი გავიგონე.
-ამ დროს აქ რა გინდა?-
-შენ ვინ ხარ?- მკვირცხლად წამოვხტი ფეხზე და უკან გავიხედე. ჩემს წინ მაღალი, შავგვრემანი, კარგად ჩაცმული ბიჭი იდგა, რომელსაც სახეზე ღიმილი დაკრავდა. თმები აჩეჩილი, ტუჩები მსხვილი და გამოკვეთილი, თვალებს კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ ვამჩნევდი, რომ ძალიან მუქ ყავისფერში გადაკრავდა.
-კითხვას ნუ მიბრუნებ.- ჩემსკენ წამოვიდა, მეც უნებურად რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან.
-უბრალოდ ეს ადგილი ძალიან მიყვარს.-
-მერე ასე ჩაცმული ვინ დადის "კარუსელებზე?"- მკითხა და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა. მოკლე, წელში გამოყვანილი, იასამნისფერი კაბა მეცვა, თმა გაშლილი და დახვეული, ფეხზე კი შავი მაღალქუსლიანები. მართლა უაზროდ გამოვიყურებოდი აქ მოსვლისთვის და თამაშისთვის. -დაბადების დღე მაქვს და...- ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი. ჭინკები აუთამაშდნენ, სახე გაებადრა და დიდი ნაცნობივით ჩემს ჩასახუტებლად გამოემართა.
-მაპატიე თუ შეგაშინე, შენ იუბილარი ხარ მე კი...-
-არაუშავს- შევაწყვეტიე სიტყვა.
-მოკლედ, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.-
-მადლობა.- ვუთხარი და მეც მოვხვიე ხელები. მისი ნაზი და ფაფუკი თითები ჩემს წელზე იყვნენ შემოხვეული, სახე ჩემს კისერში ედო, მისი ცხელი სუნთქვა კი ლავიწებზე მელამუნებოდა. ერთი თავით დაბალი ვიყავი მასზე, ამიტომ ვგრძნობდი როგორ უცემდა გული, ისევე როგორც მე. მის არომატს ბოლომდე ვისრუტავდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო. რამდენი წამში მომშორდა, რომელიც ჩემთვის საუკუნედაც გაიწელა. წამიერად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
მე ვეღარ გაავუძელი მის დაჟინებულ მზერას და თავი დავხარე. მომესმა მისი სიცილის ხმა, მაგრამ მალევე გაჩერდა.
-მე.. უნდა წავიდე.- ვუთხარი მისით მონუსხულმა. მართალია, არ მინდოდა წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. უცხო ბიჭთან ერთად, რომლის სახელიც არ ვიცი მარტო პარკში ხომ ვერ დავრჩებოდი. იმისდამიუხედავად, რომ ძალიან მინდოდა შევეჩერებინე, უკან გავტრიალდი. პირველი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი, როდესაც მისი ხმა მომესმა. ხმა, რომელიც უკვე ყურებშიდაც ჩამესმოდა და დავინახე ადამიანი, რომელიც უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე მელანდებოდა. განა არსებობს ასეთი რამ სამყაროში? ერთი ნახვით შეყვარება? როგორი ბანალურია, მაგრამ მთავარია რომ არის.
-მოიცადე.- დაიძახა და მომიახლოვდა.
-იქიდან გამომდინარე, რომ დღეს დაბადების დღე გაქვს, ჩემს თავს უფლებას ვაძლევ დაგპატიჟო "პირველ და უკანასკნელ" პაემანზე. სიტყვა უკანასკნელი ყურში ცუდად მომხვდა, მაგრამ გავატარე. ახლა ძალიან მინდოდა მასთან ერთად სადმე, მყუდრო ადგილას წასვლა, ამიტომ დავთანხმდი. დედაჩემს მივწერე, რომ დამაგვიანდებოდა, რადგან ძველი მეგობრები ვნახე და მათთან ერთად ვვახშომბდი, შემდეგ კი უცნობი ადგილისკენ გავყევი, სრულიად უცნობ ბიჭს. ძალიან უცნაურია არა? ვერც მე ვიჯერებ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ ხდება. მანამდე არცერთ ბიჭთან არ ვყოფილვარ პაემანზე, თუ ვინმე მომწონდა ან მოვეწონებოდი, მალევე მთავრდებოდა ურთიერთობა. ახლა კი ამ ბიჭს ისეთი სიძლიერით ვუახლოვდები. მგონია მაგნიტია და შეუძლია ჩემი მიზიდვა ისე, რომ ვეღარც კი დავშორდე. საერთოდ არ ვფიქრობ იმ ფაქტზე, რომ შესაძლოა ბანდიტი ან ხულიგანი იყოს, რადგან მის თვალებში ვხედავ როგორი წმინდა სულის ადამიანია.
გზაში ხშირად აპარებდა ჩემსკენ თვალს. თავიდან ბოლომდე შემათვალიერებდა და კვლავ მეორე მხარეს გაიხედავდა. ასეთი გრძნობა ცხოვრებაში პირველად განვიცადე, მინდოდა უბრალოდ მივახლოვებოდი და ძლიერად ჩავხუტებოდი. თავი მის მკერდზე დამედო და უბრალოდ მისი გულის ძგერისთვის მომესმინა.
-რაზე ფიქრობ?- გავიგე კვლავ მისი ხმა.
-იმაზე, რომ ჩემი პირველი პაემანი სრულიად უცნობ ბიჭთან მექნება და ეს ცოტა უცნაურიცაა.-
-არ მეგონა მართლა პირველი პაემანი თუ იყო.- მითხრა ღიმილით.
-აბა რატომ მითხარი პირველ პაემანზე გპატიჟებიო?-
-ეგ ისე სიტყვას მოჰყვა.-
-ამ გასაგებია. სად მივდივართ?-
-ძალიან მაგარ ადგილას. იმედია არ გეჩქარება.-
-არა რათქმაუნდა. ვუთხარი და ბოლომდე მივენდე. ვუყურებდი მის თითოეულ დახვეწილ მოძრაობას, რომელიც ბოლომდე მიპყრობდა.
ეს რაღაც, ფეხის თითებიდან მოდიოდა. ნელ-ნელა მუცლამდე ამოაღწევდა იქ მთელ კორიანტელს დაატრიალებდა. ის გრძნობა რასაც ახლა განვიცდიდი, ამ წამს ყველაზე სასიამოვნოსა და თბილს. პეპლები დაიწყებდნენ ფარფატს. შემდეგ კი მკერდისკენ წაუყვებოდა, იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა. გული სწრაფად დაიწყებს ძგერას, კიდევ უფრო სწრაფად და უფრო სწრაფად. გულის დაპყრობის შემდეგ ნელ-ნელა ყელამდე აცოცდება, ხელს ძლიერად მოგიჭერს, ნერწყვის გადაყლაპვას არ დაგაცდის ისე გააგრძელებს გზას. სუნთქვას შეგიკრავს, თვალებს დაგიბნელებს, აღთქმის უნარს წაგართმევს, დაგაყრუებს და ბოლოს ტვიანამდეც მიაღწევს. თითოეული ნერვი, თითოეული ორგანო, ტვინიდან იმართება და ტვინს თუ დაეპატრონა საბოლოოდ დაგიპატრონებს. შენი გონება მხოლოდ მასთან იქნება. იფიქრებ მის თვალებზე, ცხვირზე, ლამაზად მოყვანილ ტუჩებზე, ღაწვებზე, გამოკვეთილ ყბაზე, მის სწრაფად აძგერებულ გულზე და მოხდენილ სხეულზე.
ასე დამეპატრონა ამ უცნობი ბიჭის სიყვარული ერთ ღამეში. ღამეში, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ამომატრიალა და ყველაფერს შეყვარებულის თვალებით შემახედა. ეჰ! რა კარგი გრძნობაა ეს სიყვარული, მაგრამ ამავე დროს საშიში, საფრთხის შემცველი და დაუნდობელი. არვიცი რამდენი ხანი ვიარეთ ფეხით, მაგრამ დანიშნულების ადგილას მისვლისას ჩემს წინ ულამაზესი შენობა აღიმართა. პატარა იყო კოტეჯივით, მაგრამ შიგნით შესვლისას ჩემი გული ნამდვილად დაიპყრო. მეწამული ფერებით იყო კედლები შეღებილი, უზარმაზარი ჭაღი, რომელიც მარგალიტის ქვებით იყო მორთული. იატაკი ბრწყინავდა, ვერცხლის ფერებში ირეოდა. ზედ კი ლანდები დახტოდნენ. მაგიდები მწკრივად იყო ჩალაგებული. სცენაზე ბენდი რომანტიულ სიმღერას უკრავდა. მათ გვერდით ულამაზესი ბაღი იყო გაშენებული. იისფერი ქვებით მოპირკეთებული ღობე, გარს ერტყა უზარმაზარ ხეს, რომელიც ვარდისფრად აყვავილებულიყო. ზედ მელანქოლიურად ჟღურტულებდნენ ჩიტები, მწვანე ხელოვნურ მინდორზე იასამანები გაეშენებინათ. ხალხი საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ მაინც მყუდროება და სიმშვიდე სუფევდა, რადგან ყველანი დადუმებულიყვნენ ამ საოცრების ცქერით.
ჩვენ ადგილი ფანჯარასთან დავიკავეთ. აქედან ულამაზესი ხედი იშლებოდა. გარეთ უზუნდარას ქალსავით არხევდა ქარი, ზეატყორცნილ შადრევნის ღეროს. იმდენად ლამაზი იყო ეს ყველაფერი, რომ საუბრის უნარი წამერთვა და სანამ ჩემს წინ მჯდომმა არ ამოიღო ხმა, მანამდე ისიც კი დამავიწყდა, რომ უცნობ ადამიანთან ერთად ვიყავი პაემანზე.
-რა შევუკვეთოთ?- მკითხა მან.
-მე ტორტს შევჭამდი.- ვუპასუხე, რადგან წვეულებაზე ჩემი ტორტი დაიტაცეს და მხოლოდ ერთი ნაჭერი შემხვდა. ტორტი და წითელი ღვინო შევუკვეთეთ. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, თითქოს ასე ვსაუბრობდით და ერთმანეთის გრძნობებს ვკითხულობდით. მის მუქ თაფლისფერ თვალებში დაკარგვა შეიძლებოდა, თანაც სასიამოვნოდ.
-რა გქვია?- მკითხა ისე, რომ ჩემთვის მზერა არ მოუშორებია.
-მარიამი შენ?-
-მე ანდრია.-
-კარგი სახელია ყოველთვის მომწონდა.- ვუთხარი. ჩემს სიტყვებზე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთდა. როცა გავიაზრე თუ რა ვთქვი სირცხვილისგან ლოყებზე წამოვწითლდი და თავი დავხარე. მომესმა მისი ხითხითის ხმა, რომელიც მაშინვე შეწყდა, როდესაც ოფიციანტმა შეკვეთა მოგვიტანა. ტორტი მადისამღძვრელად გამოიყურებოდა. ერთი ნაჭერი ავიღე და თეფშზე დავიდე. პირველი ლუკმა გადავყლაპე თუ არა ნეტარებისგან ავივსე. ისეთი ტკბილი იყო მე, რომ მიყვარს. ანდრია არ ჭამდა, მე მიყურებდა მონუსხული. ბოლოს ენამ გონებას გაუსწრო და ვკითხე.
-რატომ მიყურებ ასე დაჟინებით?-
-მგონი მიყვარხარ. მითხრა ისე, რომ ჩემთვის თვალიც არ მოუშორებია. ლუკმა გადამცდა და ხველება დავიწყე.
-მარი კარგად ხარ? ანდრია მომვარდა და წყალი დამალევინა. ცოტა დავმშვიდდი თუ არა, თავის ადგილს დაუბრუნდა. იღიმებოდა, თან მომაჯადოებლად. თვალებში ჭინკები უხტოდნენ. მის ლამაზ დამატყვევებელ თაფლისფერ თვალებში ჩემს ანარეკს ვხედავდი და ახლა მივხვდი, რომ ცხოვრებაში პირველად, ვიღაცას შევუყვარდი ისე ძალიან, როგორც მე მიყვარს. უწინ ვინმეს რომ მეტყოდა ერთი ნახვით სიყვარული არსებობსო, ხელს ავიქნევდი და ხმამაღლა ვიცინოდი. ახლა კი ჩემს თავსაც ვერ ვცნობ. იმდენად ვიყავი შეპყრობილი, ერთი ნახვით კიარა ერთ წამში შემიყვარდა ეს ბიჭი, მის პირველივე შემოხედვაზე, პირველივე სიტყვაზე და პირველივე ამოსუნთქვაზე შემიყვარდა, უზომოდ და ბრმად.
-მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე.-
-მაინც?-
-რამდენი წლის ხარ?-
-19-ის გავხდი.-
-სწავლობ სადმე?-
-ინსტიტუტში ვიწყებ მომავალ წელს.-
-რა დარგზე?-
-სამედიცინო.-
-კაია მაშინ შენი იმედი მექნება ხომ მიმკურნალებ?- მკითხა ღიმილით.
-კი, როცა გაციებული იქნები. სხვა რა უნდა დაგემართოს.-
-რაიცი რახდება.- მისმა სიტყვებმა რატომღაც დამაფიქრა და ისეთი გრძნობა გამიჩინა, მეგონა ანდრიას რაღაც სჭირდა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ის ამ ყველაფერს მხოლოდ ხუმრობით ამბობდა სერიოზული კი არაფერია.
-საყვარელი ფერი?-
-იასამნისფერი.
-წიგნი?-
-დელირიუმი.-
-მომღერალი?-
-ed sheeren.-
-სიმღერა?-
-perfect.-
-ყველაზე მეტად რა გინდა ახლა?- ჩამჭრელი კითხვა დამისვა. ადრე, რომ გეკითხათ რაგინდა ცხოვრებისგან ყველაზე მეტადო, უამრავ რაღაცას ჩამოვთვლიდი: სწავლა, ჯანმრთელობა, პატარა ძამიკო, ბევრი მეგობრები, ტანსცმელები, წიგნები და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა იცით რა მინდა ყველაზე მეტად? ანდრიას ტუჩების შეგრძნება და მისი გემოს გასინჯვა. თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა და მაგიტო მკითხა. თითქოს თავიდანვე იცოდა პასუხი და ჩემი გამოჭერა უნდოდა.
-ისეთი არაფერი შენ?- დიდი ძალისხმევა დამჭირდა ასეთი არაფრის მომცემი პასუხის გასაცემად. მის სახეზე უამრავ გრძნობას ვკითხულობდი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დიდი სითბო და სიყვარული იკითხებოდა. თითქოს ჩემს კითხვას ელოდაო ისე წამოდგა ფეხზე და ჩემსკენ გამოემართა. მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა. მის ნაზ, ფაფუკ და თეთრ თითებს ჩემი ხელი ჩავჭიდე და ფეხზე წამოვდექი.
-იცი ახლა რა მინდა ყველაზე მეტად?- მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, არადა მთელი სხეულით, სულით ვგრძნობდი მის სიმხურვალეს და ლტოლვას ჩემდამი. რამდენიმე წამში კი მისი ტუჩებიც ვიგრძენი ჩემსაზე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მთელი სხეული ამითრთოლდა და სიამოვნებისგან ავკანკალდი. ტუჩებზე ტკბილი ალუბლის გემო დაჰკრავდა, მისი ფაფუკი ბაგეები ჩემს ტუჩებზე ღრუბლებივით იყვნენ მოწეპებული. თვალები დახუჭული მქონდა და ამ განცდას ბოლომდე შევიგრძნობდი. ბენდი მოცარტის სასიყვარულო სონატას აჟღერებდა. ჩვენ კი ამ რომანტიულ გარემოში ერთმანეთს ვკოცნიდით. არ მინდოდა ოდესმე მომშორებოდა მისი ბაგეები, მინდოდა ყოველთვის შემეგრძნო მათი ტკბილი გემო და სიფაფუკე.
ერთმანეთს მხოლოდ მაშინ მოვშორდით, როდესაც სუნთქვა აღარ გვეყო. გული გამალებით მიცემდა ღრმად ვსუნთქავდი. ანდრიას კი თვალებში ვუყურებდი, რომლებიც ცეცხლივით წამონთებულიყვნენ. იმ ყველაფრის გააზრების შემდეგ, რაც რამდენიმე წამის წინ მოხდა, კვლავ დავიმორცხვე. ჩემი პირველი კოცნა, ჩემს პირველ პაემანზე განხორციელდა და ეს ყველაზე სასიამოვნო რამ იყო მთელ ცხოვრებაში. აქამდე, რომ გეკითხათ შენი საუკეთესო მომენტი რომელია მთელი 19 წლის განმავლობაშიო, გეტყოდით ის, როდესაც უზარმაზარი ტორტი მიყიდა მამიკომ ოქროს დაბადების დღეზეთქო. ახლა კი გონება სულ მთლად ამერია, ბრინჯივით მიმოიფანტა სადღაც და მიიმალა. ანდრიამ წელზე ხელი მომხვია, მისკენ მიმიზიდა და გულზე მიმიკრა. კვლავ ვიგრძენი მისი გულის გამალებით ძგერა. აჩქარებულიყო ისევე როგორც ჩემი. მისი სხეულის ვიბრირებით ვგრძნობდი როგორ ხითხითებდა. თავზე მაკოცა და მომშორდა. მისი ეს ჟესტი ყველაზე სასიამოვნო რამ იყო, ახლა ვიგრძენი პირველადმ რომ მისთვის რაღაცას წარმოვადგენ და მეცხრე ცაზე ავიჭერი სიხარულისგან, რადგან ვგრძნობდი, რომ ისიც იმავეს განიცდიდა რასაც მე. შეიძლება პირველად არა, შეიძლება მეორედ, ან მესამედ, მაგრამ მთავარია, რომ განიცდიდა. კვლავ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.
-მეც მინდა შენზე რაღაცების გაგება.- ვუთხარი უკვე დაწყნარებულმა.
-გისმენ.- მითხრა ანდრიამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ, რისი კეთება გიყვარს, რაზე ოცნებონ და ასე შემდეგ?
-22 წლის ვარ. მამაჩემის კომპანიას ვმართავდი, მაგრამ ბოლო ერთი წელია ეს საქმე შევწყვიტე, ახლა თავისუფალი ვარ. არ ვოცნებობ, ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მინდა.-
- ცოტათი თავნებაც ხარ.- დავამატე მე.
-შენ კი ეს თავნება ბიჭი ძალიან მოგწონს.- მითხრა და თვალი ჩამიკრა. მის სიტყვებზე დავდუმდი. კიარ მომწონდა, უკვე სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ცოტათი მაინც მეუცნაურა ასე უცებ როგორ მიხვდა ჩემს გრძნობებს.
-და ან ძმა გყავს?- მკითხა რამდენიმე წამის შემდეგ.
-კი პატარა და მყავს. შენ?
-მეც.- მითხრა და საყვარლად გაიკრიჭა.
-კარგია. მიყვარს პატარა ბავშვები.-
-მე არა ჩემს დას თუარ ჩავთვლით.-
-რატო? ისინი ხომ ასეთი საყვარლები არიან.-
-და სუნიანები.- მის სიტყვებზე ორივეს გულიანად გაგვეცინა
- ხო ეგ მართალია.- ვუთხარი და ღვინო მოვწრუპე. ცოტახანი კიდევ დავყავით რესტორანში, შემდეგ თორნიკემ თანხა გადაიხადა და ორივე კვლავ თბილისის ქუჩებში აღმოვჩნდით. საშინლად დაღლილი ვიყავი უკვე ფეხზედაც ვეღარ დავდიოდი. გზად პატარა სკამი შეგვხვდა.
-გინდა ჩამოჯდე?- მკითხა ანდრიამ. მეც თავი დავუქნიე და მოწყვეტით დავეპერტყე. თვითონაც გვერდით მომიჯდა. ცაში ავიხედე, უამრავი ვარკსვლავით იყო მოჭედილი, რაც ძალიან ლამაზ ფონს ქმნიდა.
-აი, აი ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა, სწრაფად სურვილი ჩაიფიქრე.- წამოვიკივლე, თვალები დავხუჭე და ჩავიფიქრე, რომ ანდრიას არასდროს დავშორებოდი. თვალები, რომ გავახილე ის მონუსხული მიყურებდა ისე, რომ თვალსაც არ ახამხამებდა.
-მოასწარი?- ვკითხე. მან კი თავი დამიქნია. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ანდრიამ სურვილი, რომ ჩაიფიქრა, რადგან ერთი წამი მეგონა, რომ პირიქით დამცინებდა, მაგრამ ის ხომ თვით ანდრია მესხორაძეა. ერთადერთი და განუმეორებელი. ბიჭი, რომელიც არავის არ ჰგავს საკუთარი თავის გარდა.
-რა ჩაიფიქრე?- ვკითხე ინტერესით.
-თუ გეტყვი აღარ ამისრულდება, ამიტომ ჩუმად ვარ.- მითხრა და გაიცინა. მისი სიცილი მთელ სამყაროში ერთადერთი რამ იყო, რომელიც ყველას და ყველაფერს მერჩივნა. ყველაზე მომხიბვლელი, მიმზიდველი და ლამაზი. ისეთი თვალს, რომ ვერ მოწყვიტავ. რატომღაც მომინდა თავი ანდრიას მხარზე დამედო და ასეც მოვიქეცი. ვიგრძენი როგორ გაუკვირდა და შეიშმუშნა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კვლავ ვარსკვლავების ყურება განვაგრძე და ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.
-მარიამ... მარიამ გაიღვიძე გვიანია უკვე.- მომესმა ბოხი ბარიტონი.
-რახდება? ვინ მაღვიძებს?- ვიკითხე და გაბრაზებულს გვერდის მოცვლა მინდოდა, როდესაც ძირს გავადინე ზღართანი. ცივ მიწას შევეხე თუ არა, გამაყრუებელი სიცილის ხმა მომესმა და სწრაფად ვჭყიტე თვალები. პირდაპირ ანდრიას შევეფეთე, რომელიც მთელ ხმაზე იცინოდა. ღმერთო, რა დებილი ვარ, პირდაპირ ცივ ასფალტზე, რომ მოვინდომე დაცემა, ჯერ გამერკვია სად ვიყავი, ვინ მაღვიძებდა და რას ვაკეთებდი აქ. არა რა მარიამ, ჭკუა გაქვს სასწავლი. ჩემს თავს ვლანძღავდი გულში და ფეხზე წამოდგომას ვცდილობდი, თითოეული ნეკნი მტკიოდა. ცალ ფეხს უნდა დავყრდნობოდი, როდესაც კოჭის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და კვლავ ძირს დავვარდი.
-ვაიმეე როგორ მტკივაა.- დავიწყე კივილი ანდრია კი კვლავ იცინოდა. მანამ არ გაჩუმდა, სანამ ჩემს თვალებზე ცრემლები არ შეამჩნია.
-მარი რა გჭირს? კარგად ხარ? ფეხი ძალიან გტკივა?- მომვარდა და სახეზე ხელი მომისვა
-ოჰ ახლა გაგახსენდი?- ვკითხე და ავზლუქუნდი. არვიცი როდიდან გავხდი ასეთი გულჩვილი, მაგრამ ფეხი ისე მტკიოდა, უეჭველი მოტეხილი მქონდა.
-კაი რა, არ იტირო. ახლავეს ექიმთან წაგიყვან.- მითხრა და ხელში ამიყვანა. თავით მის მკერდს მივეყრდენი და ცრემლების შემშრალება დავიწყე. ანდრიამ ტაქსი გააჩერა და უკანა სავარძელზე დამსვა, თვითონაც გვერდით მომიჯდა, ხელები კი წელზე მომხვია. დანიშნულების ადგილას მალევე მივედით. მძღოლმა მანქანა გააჩერა, ანდრიამ ფული გადაუხადა და კვლავ ხელში ამიყვანა. ასე შევედით საავადმყოფოში. ექიმმა გამსინჯა, ფეხი თაბაშირში ჩამისვა, წამლები გამომიწერა და გამომწერა. ანდრიამ სახლში წამიყვანა. ვიცოდი დედაჩემს რა რეაქციაც ექნებოდა, ამიტომ შეტყობინა გავუგზავნე და შევამზადე ძალიან, რომ არ ენერვიულა. სახლში მისვლისას ყველა მე და ანდრიას მოგვაშტერდა. დედა დამეხმარა და ჩემს ოთახში ამიყვანა, ანდრია კი მამიკომ დაიტოვა, ალბათ მადლობა უნდა გადაეხადა.
*********************
დაწოლის შემდეგ მალევე ჩამეძინა. დილით კი 12 საათი იყო, როდესაც ტელეფონის ზარის ხმამ გამაღვიძა. ელენე მირეკვდა. ალბათ აინტერესებდა რა მოხდა გუშინ. თვალები მოვიფშვნიტე, ძლივძლივობით წამოვჯექი საწოლზე და ტელეფონს ვუპასუხე.
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს. მთელი დღეა გირეკავ, ინტერესით ვკვდები უკვე.- ჩამყვირა ტელეფონში.
-რა გაკივლებს გოგო, გამო ჩემთან და მოგიყვები.- ვუთხარი სიცილით.
-კაი კაი მოვქრივარ.- მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ამოვიოხრე და დედიკოს სახელი დავიყვირე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. საპირფარეშოში გასვლა კი ნამდვილად მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე როგორმე ჩემით წამოვმდგარიყავი. თავისუფალი ფეხი იატაკზე დავდგი, საწოლის თავს მოვეჭიდე და ასკინკილით გადავჭერი ნახევარი ოთახი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, აქ ვიღაცას წყალი დაეღვარა და ისე აღმოვჩნდი იატაკზე, რომ ვერც კი გავიაზრე. მთელ ხმაზე ვღრიალებდი მიშველეთთქო მანამ, სანამ ოთახში შეშინებული ელენე არ შემოვარდა.
-რა იყო გოგო, რა გაღრიალებს შენი ხმა ჩემს სახლშიდაც ისმის.- მითხრა და ჩემს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას სიცილი აუტყდა.
-გველო, ანაკონდა, პითონო რა გაცინებს? მოდი მომეხმარე ადგომაში, თორე არაფერსაც არ მოგიყვები.- ჩემს სიტყვებზე სწრაფად შეწყვიტა სიცილი და მოილეკვა. ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა და საპირფარეშოსკენ წამიყვანა. იქიდან რამდენიმე წუთში გამოვედი და კვლავ ელენეს დავეყრდენი, შემდეგ კი საწოლზე მოვკალათდი.
-ჩემები სად არიან?- ვკითხე ბოლოს.
-ნანა დეიდა შენი წამლების საყიდლად წავიდა, ზურა ბიძია სამსახურშია, ნინიკო ბაღში.- მიპასუხა მან.
-მეც არ გამიკვირდა? მთელი დილაა ვღრიალებ ვინმემ მომხედეთთქო და ამათ უკვე თავიანთი საქმისთვის მიუხედავთ.- ვითომ დანანებით ჩავილაპარაკე, მაგრამ მაინც წამსკდა სიცილი.
-მერე მე აქ არ ვარ? მთელი დღე შენს განკარგულებაში მიგულე. ახლა კი დაფრქვი სად გაიპარე წუხელ, ვისთან ერთად და რა მოხდა.- მითხრა და სმენა დაძაბა. მე რის მარიამი ვარ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ თუ არ შემოვატრიალე.
-კაი მოგიყვები, ოღონდ რამდენიმე სურვილი უნდა შემისრულო.- ვუთხარი ელენეს.
-თქვენს განკარგულებაში მიგულეთ დიდო ქალბატონო, მარიამ.- მითხრა სიცილით და თავი პატივისცემის ნიშნად დამიხარა.
-მონავ, პირველ რიგში მე, რომ მიყვარს ის კოტლეტები, ჰამბურგერი და პიცა უნდა მომიტანო, სამზარეულოში ყველაფერი გამზადებული იქნება, კიდევ ფორთოხლის ცივი წვენი, თორე დავიხრჩვი, ჩემი საყვარელი წიგნიც წამომიყოლე, მისაღებ ოთახში მაგიდაზე, რომ დევს, ნოუთბუქიც წამოაყოლე და ჰო ტელეფონი შემიერთე, სულ ესაა.- ვუთხარი ღიმილით და მის რეაქციას დაველოდე. მან კი ვითომ მკვდარივით თვალები გადაატრიალა და პირდაპირ თაბაშირიან ფეხზე გადაწვა.
-ააა გოგო, შენ ნორმალური ხააარ?- ვუღრიალე, რაზეც დაფეთებული წამოხტა.
-მაპატიეთ, დიდო დედოფალო.- მითხრა და ენა გამომიყო.
-ნუ თავხედობთ მონავ.- დავაწიე სანამ კარში გავიდოდა და ავკისკისდი. არა რა, რა მეშველებოდა ასეთი გიჟი დაქალი, რომ არ მყავდეს. ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი. ერთად იმდენი სისულელე და სიგიჟე გვაქვს გაკეთებული, მთელი თბილისი წივილ -კივილით მოვლილი და ასე შემდეგ...
ჩემი დავალებების შესრულებას ნახევარი საათი მოუნდა. თან ოთახიდან ოთახში დარბოდა კივილით ვერაფერს ვასწრებო. ბოლოს ჩემს გვერდით წამოწვა საწოლზე და პიცის ჭამა დაიწყო.
-ახლა მაინც მომიყევი, ამდენი საქმე, რაც მთელი სიცოცხლე არ გამიკეთებია, ახლა გამაკეთებინე და ცოდო არ ვარ?- მითხრა და საწყლად შემომხედა.
-კარგი, კარგი მოგვიყვები.- ვუთხარი, ერთი ნაჭერი პიცა ავიღე და ყველაფრის მოყოლა დავიწყე. მთელი ისტორიის განმავლობაში ყურადღებით მისმენდა, გზადაგზა კი გადაიკისკისებდა ხოლმე. მოყოლა დავასრულე და მანაც ხმა ამოიღო.
-პირველი დასკვნა: ეგ ბიჭი მართლა სიგიჟემდე გიყვარს. მეორე დასკვნა: მასაც სიგიჟემდე უყვარხარ. მესამე დასკვნა: მალე ქორწილია, ქორწილიიიიი...- წამოიკივლა და ძლიერად ჩამეხუტა, როდესაც ოთახში დედაჩემი შემოვიდა.
-რა ხდება ვისი ქორწილია? რა გაკივლებთ შვილო, გამისკდა გული.- ქოთქოთებდა და თან ჩემს წამლებს ალაგებდა.
-არაფერი დე, ხო იცი რა დებილი მყავს.- ვუთხარი ნანას და ელენეს თვალი ჩავუკარი, მან კი ტუჩები მოკუმა, რომ არაფერი წამოსცდენოდა და ნანას გაუღიმა. დედიკომ წამლები დამალევინა, ოთახიდან ჩვენი თეფშები გაიტანა და ცოტახნით დაგვემშვიდობა, სახლი უნდა მივალაგა, სანამ ნინიკოს გამოვიყვან ბაღიდანო. მე და ელენემ კი სოციალურ ქსელში შევიხედეთ. ფეისბუქში ვიყავი და სიახლეებს ვათვალიერებდი, როდესაც შეტყობინება მოვიდა. -ანდრეა მესხორაძე?- წამოიყვირა ელენემ და პირზე ხელები აიფარა. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ? მის პროფილზე გადავედი და რა თქმაუნდა, ეს ხომ ანდრეაა.
"როგორ ხარ?" მწერდა ის.
-გოგო მიდი სწრაფად მიწერე- მუჯლუგუნი მკრა ელენემ, მეც თავი დავუქნიე და კლავიატურაზე შეტყობინების წერა დავიწყე.
"რავი, ფეხი მტკივა შენ?" მალევე წაიკითხა და ახლის წერა დაიწყო.
"მეც არამიშავს, მაპატიე გუშინ ჩემს გამო მოიტეხე ფეხი"
"არა შენ რა შუაში ხარ, მე ვარ ზედმეტად მოუხერხებელი"
"როგორც არის, მინდა მოტეხილი ფეხისთვის დანაშაული გამოვისყიდო."
"ეგ როგორ?"
"პიკნიკზე გეპატიჟები." მის მოწერილზე ელენეს სიცილი აუტყდა. მე კი სახეზე ღიმილი გამიკრთდა
-რა ვუპასუხო?- ვკითხე შეშინებული ხმით ელენეს.
-დათახმდი ჩემო მარიამ, დათანხმდიიი.- დაიყვირა ბოლო ხმაზე.
-მერე ამ ფეხით სად წავიდე?-
-ფეხს დარდობ? ბიჭი პიკნიკზე გპატიჟებს, ეს კიდე ფეხზე დარდობს. ღმერთო, შენ მიშველე- ხელები სასაცილოდ აღაპრო მაღლა.
-კარგი, კარგი დავთანხმდები- ვუთხარი და გადავიკისკისე.
"კარგი თანახმა ვარ." მივწერე ანდრიას და მის პასუხს დაველოდე.
"მშვენიერია, ხვალ დილას გამოგივლი და მზად იყავი"
"კარგი წავედი მე."
"კაი თავს მიხედე." მის მოწერილზე გამეღიმა, ფეისბუქიდან გამოვედი და საწოლზე გადავწექი.
-ჩემი დაქალი შეყვარებულიააა, ვაშააა...- ტაში შემოკრა ელემ.
-რა გაკივლებს გოგო, გაიგო მთელმა თბილისმა.- ვუთხარი სიცილით და მუშტი მსუბუქად ჩავარტყი მხარში.
-კარგი, კარგი ჩუმად ვარ.- მითხრა და ვითომ ზმეიკა შეიბნა ტუჩებზე. მის ქცევაზე კი ორივეს გაგვეცინა. ელენე ცოტახანი კიდევ იყო ჩემთან, შემდეგ კი სახლში წავიდა. ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ და თქვენ წარმოიდგინეთ კარის მეზობლებიც ვართ. მართალია, გაგვიმართლა, რადგან ერთმანეთისთვის დებივით ვართ. ერთად ბაღში, სკოლაში, ინსტიტუტში და სახლშიც კი. ერთად ვჭამთ და ყველგან ერთად დავდივართ. მოკლედ, რომ ვთქვათ ჩემი და მისი ოჯახი, უკვე ერთ ოჯახად მოვიხსენიებით.
საღამოს მამიკოც მოვიდა და ნინი მოიყვანა ბაღიდან სახლში. დედამ უგემრიელესი ვახშამი მოგვიმზადა და საღამოს ყველამ ერთად მივირთვით. აჟიტირებული ვიყავი, რადგან ხვალ ანდრიას ვნახავდი, მასთან ერთად პიკნიკზე მივდიოდი და ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელ მსოფლიოში და ყველაზე მეტად შეყვარებული.
****************************
-მარიაამ, ადექი მოვედი. გვაგვიანდება მარიაამ.- გავიგე ბოხი და ძალიან თბილი ხმა. თავიდან მამიკო მეგონა ამიტომ, თავზე ბალიში დავიფარე და ამოვიბუტბუტე.
-მამიკო, მეძინება ცოტახანი კიდევ რა.-
-მამიკო არა, ანდრია ვარ- მის სიტყვებზე სწრაფად ვჭყიტე თვალები. ბალიში გვერდით გადავაგდე და ანდრიასკენ გავიხედე. მართლა ანდრია იყო, არაფერი მეშლებოდა, მისი მომცინარი თვალები დაუხამხამებლად მიყურებდნენ, სითბოთი და სიყვარულით.
-მოიცა შენ აქ რა გინდა?- ვკითხე გაკვირვებულმა.
-დღეს პიკნიკზე არ უნდა წავსულიყავით?-
-ხომ მაგრამ ჩემები?-
-მათთან მოვაგვარე უკვე საქმე, ახლა ყველანი გასულები არიან.-
-ანუ მე და შენ ახლა სახლში მარტო ვართ?-
-კი ბატონო.- მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-ნუ მიკრავ მაგ თვალს თორე ამოგაძრობ იცოდე.- ვუთხარი და მსუბუქად ვკარი ხელი. შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ძლივძლივობით გავედი სააბაზანოში. ანდრია... მესხორაძე... ახლა ჩემს სახლშია... მარტოები ვართ... პიკნიკზე მივდივართ... ყველაფრის თავში გადახარშვას ვცდილობდი და ასეა თუ ისე, ცოტათი მაინც მოვარხე იმის გააზრება, რომ მე და ანდრიას მთელი დღე ერთად უნდა გაგვეტარებინა. მიხაროდა, რადგან მას უფრო კარგად გავიცნობდი და მისი ცხოვრების შესახებაც მეტ ინფორმაციას მოვიპოვებდი. ხელ-პირი დავიბანე, თმები დავივარცხნე და ჩემს ოთახში გავედი. ანდრია დივანზე იჯდა და ჩემს ტელეფონში იქექებოდა ისე, რომ ჩემი მისვლა არც კი გაუგია.
-ჰეი, რას აკეთებ?-
-ტელეფონს ვათვალიერებ.- მიპასუხე ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.
-ვისი ტელეფონია ეგ, თუ ხვდები?- უკვე ბრაზი მერეოდა.
-კი შენი. მერე რა?-
-რა მერე რა, მომეცი ეხლავეს.- ვუთხარი, მასთან მივედი და ტელეფონი ხელიდან გამოვტაცე. მხოლოდ ახლა მომაპყრო თაფლისფერი თვალები, რომელიც სასწაულად უციმციმებდნენ.
-შენ არ იცი, რომ სხვის ტელეფონში ქექვა უზრდელობაა?- დავუყვირე.
-მერე შენ სხვა ხარ?- მიპასუხა -გარეთ დაგელოდები, მალე მოემზადე.- გავიდა ოთახიდან და დამტოვა ასე, ერთ ადგილას მიყინული. მისი სიტყვები კვლავ ყურში ჩამესმოდა. რას ნიშნავდა, რომ მე სხვა არ ვარ მისთვის? ანუ რაღაცას ვნიშნავ და ჩემი ვარაუდები იმ პაემანთან დაკავშირებით მცდარი არ იყო. ამ ქვეყანაზე შეცდომით ხომ არაფერი ხდება. სულ, სულ არაფერი... სწორედ ამიტომ შევხვდით ღამის 2 საათზე მე და ანდრია მესხორაძე საბავშვო პარკში. სწორედ ჩემს დაბადების დღეზე გადაიკვეთა ჩვენი გზები.
მომზადებას ნახევარი საათი მოვუნდი, რადგან ჩემი თაბაშირიანი ფეხის გამო ერთი ნაბიჯის გადადგმას ათი წუთი ვუნდებოდი. ანდრიამ რამდენჯერმე დამიძახა, რას აკეთებ ამდენ ხანსო, მაგრამ არაფერი უჭირს მელოდოს ცოტახანი. იმისმიუხედავად, რომ ყველა გოგოსგან განსხვავებით მომზადებას ძალიან მალე ვასწრებდი, ახლა გაჭინაურდა ეს პროცესი. როგორც იქნება დავასრულო და კიბეებზე ნელა დავიწყე სვლა. ოჰ, რამდენჯერ დავგორებულვარ აქ ჩემი სისწრაფის გამო, მაგრამ ახლა იგივეს ნამდვილად ვერ გავიმეორებდი, რადგან პირველი ქვევით ის ადამიანი მელოდა, რომელზეც მთელი ღამე ვოცნებობდი და მეორე ფეხი მოტეხილი მქონდა და ძალიანაც, რომ მდომოდა სწრაფად ვერაფრით ჩავიდოდი. ანდრია სამზარეულოში დამხვდა. მისაღები ოთახიდანვე გემრიელ არომატს და მეგონა, რომ ნანამ დამიტოვა საუზმე, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იქ მისულს სამზარეულოში მოფუსფუსე ანდრია დამხვდებოდა. თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან, მაგრამ რამდენიმე წუთში გაოცება სიამოვნებამ შეცვალა და თვალებში ჭინკებმა გამირბინეს. ძალიან უხდებოდა სამზარეულოს წინსაფარი და ქუდი საყვარლად და სიმპათიურად გამოიყურებოდა. ძალიან მომინდა მასთან მისვლა, თბილად ჩახუტება და მისი არომატის კვლავ შეგრძნება, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი, არვიცი რა ძალა მაკავებდა. ალბათ ის, რომ ჩემი და ანდრიას ურთიერთობა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩახველების ხმა გავიგე. თავი ავწიე და ჩემს წინ ასვეტებული ანდრია დავინახე, რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ჩემთან ძალიან ახლოს იდგა. ვგრძნობდი მის სუნთქვას, მის არომატს, მის სიმხურვალეს. ვუყურებდი მის ლამაზად მოყვანილ სახის ნაკვთებს და გაგიჟების საზღვარზე ვიდექი. ეს ბიჭი მართლა მაგიჟებდა. სულ რაღაც ორი დღეა რაც ვიცნობ, მაგრამ ასე მოკლე დროში მან მოახერხა ჩემი გულის დაპყრობა სამუდამოდ და ამავე დროს სასიამოვნოდ. თავი ჩემკენ დახარა, მეგონა კიდევ ერთხელ შევიგრძნობდი მისი ტუჩების გემოს და კვლავ ჩემს ბაგეებზე მოწეპებულს, ნეტარებაში გავეხვეოდი, მაგრამ ამის მაგივრად მისი შეხება შუბლზე ვიგრძენი. გაკვირვებისგან თვალები ვჭყიტე და ანდრიას ავხედე, რომელიც მაცდურად მიყურებდა. ჰმ, ჩემი შეცდენა უნდოდა არა? ვერ მოესწრები ანდრია მახარაძევ. არადა როგორ მინდოდა მისი კოცნა, რა ბოთე ვარ, რა კოცნა რის კოცნა. ისე ვიყავი ფიქრებში გართული, ბიჭმა ჩემი სურვილების შესახებაც კი გაიგო.
-არ ისაუზმებ?- მის ხმის გაგონებაზე გამოვფხიზლდი, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაუხევია. შვებისგან ღრმად ვისუნთქავდი ჰაერს და ფილტვებში დიდი დოზით ვუშვებდი, რადგან ჟანგბადი აღარ მკმაროდა. მისი მოახლოება, ჩემთვის სუნთქვის შეკვრის ტოლფასი იყო.
-შენ მოამზადე?- ვკითხე და მაგიდასთან დავიკავე ადგილი. მან თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
-იმედია მოგეწონება, რადგან არც ისე ცუდი მზარეული ვარ. როცა კაცი მარტო ცხოვრობ საჭმლის კეთებაც უნდა გეხერხებოდეს.- მითხრა ღიმილით.
-მარტო რატომ ცხოვრობ?- მისი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გავიგე და რამდენიმე ვერსიაც ჩამოვთვალე, თუ რატომ შეიძლებოდა მარტო ეცხოვრა 22 წლის ბიჭს. პირველი ის იყო, რომ ოჯახისწევრებთან პრობლემა შეექმნა და მარტო გადაწყვიტა ცხოვრება, ახალგაზრდული ამბიციების გამო. მეორე ვერსია კი ის იყო, რომ მშობლები დაეხოცა. ყველაზე მეტად მინდოდა მეორე ვერსია მცდარი აღმოჩენილიყო. რისი გაგებისთვისაც ყველაფერს ვიღონებდი.
-ახლა მაგის დრო არ არის, მერე მოგიყვები.-
-მერე როდის?-
-არ ვიცი ალბათ დღეს ან მომავალ შეხვედრაზე.-
-მპირდები?- ვკითხე მაცდურად.
-გპირდები, გპირდები. ახლა ვისაუზმოთ და მერე წავიდეთ.- საუზმეს მალევე მოვრჩით. მე იქაურობა მივალაგე, შემდეგ კი ანდრიას დახმარებით ჩავჯექი მანქანაში. ჩემთვის უცნობი მიმართულებით მივდიოდით. არ ვიცი სად ვაწყობდით პიკნიკს, ან რა საჭირო იყო ეს ყველაფერი. ყავაზე დაპატიჟებასაც დავთანხმდებოდი.
-სად მივდივართ?- მოუსვენრად ვიყავი უკვე.
-ნუ ცქმუტავ, ძალიან მაგარ ადგილას მიმყავხარ.-
-კარგი, გენდობი.- ვუთხარი და თავით მინას მივეყრდენი. დიდი ხანი არ გასულა ჩვენი მოკლე დიალოგის შემდეგ, რომ ანდრიამ მანქანა გააჩერა და მითხრა.
-თვალები უნდა აგიხვიო.-
-რა საჭიროა?-
-მინდა, რომ ეს სურპრიზი იყოს.-
-სიბნელის მეშინია.-
-ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ, სანამ არ მივალთ ხელს არ გაგიშვებ, შემდეგ კი სახვევებს მოგხსნი.-
-კარგი, კარგი ოღონდ იქამდე მომხსენი სანამ პანიკაში ჩავვარდები.- ვუთხარი და მისკენ მივიწიე, რომ ცისფერი თავსაფარი გაეკეთებინა ჩემთვის. თვალები ამიხვია და ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. თავიდან შემეშინდა კიდეც, მაგრამ მალევე გადამიარა. ანდრიას ჩემთვის ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული და გზას მიკვლევდა.
-მალე მივალთ?- ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ.
-კი სულ ცოტაც და...
მართლაც ცოტახანში გავჩერდით.
-მალე მომხსენი, თორე უკვე ვეღარ ვითმენ.-
-კარგი, კარგი.- მითხრა ანდრიამ და გავიგე როგორ ჩაიცინა. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო თავსაფრის მოხსნა. მთლიანად მომაშორა თუ არა მატერია, თვალები მზის სხივებმა მომჭრეს. ხელები ავიფარე თავდაცვის მიზნით, რამდენჯერმე დავახამხამე და უკვე კარგადაც გამოვიხედე. ჩემს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. სახეზე უამრავმა ემოციამ დაიწყო თამაში, თვალები გამიფართოვდა და გულში სასიამოვნოდ ჩამეღვარა რაღაც თბილი და სიყვარულით სავსე. ტბასთან ვიყავით. ულამაზეს ტბასთან. არც ისე დიდი იყო და არც ისე ღრმა იქნებოდა. მზის სხივები ეცემოდა და ზედაპირზე ათასფრად ირეკლებოდა. ირგვლივ კი სულ ყვავილები იყო ამოსული. იები, მიხაკები, ყაყაჩოები, ვარდები ათას ფერებში ირეოდნენ, ზედ კი პეპლები დაფარფატნენ. მელანქოლიურად ჟღურტულებდნენ იქვე მოლივლივე ჩიტები. ჩვენ მობიბინე მინდორზე ვიდექით. აქაც იყო ყვავილები ამოსული, მაგრამ არა იმდენი რამდენიც ტბასთან. საოცარი პეიზაჟი გამოუვიდოდა კარგ მხატვარს აქ ყოფნისას. ნაღვლიანი, თბილი, სიყვარილით სავსე, ისეთი ყველა ემოცია, თითოეული სიტყვა, რომ იქნებოდა ჩაქსოვილი და ადამიანი პირველივე შეხედვისთანავე ამოიცნობდა ამ იდუმალებით მოცული ადგილის საიდუმლოებებს. ანდრიასკენ მივბრუნდი და სახე გაბადრულმა ვუთხარი.
-ეს... ეს ყველაზე მაგარი ადგილია... მართლა ულამაზესია... სიტყვები არ მყოფნის... ძალიან დიდი მადლობა.- ვეღარ მოვითმინე და მხურვალედ ჩავეხუტე. ის გავაკეთე, რაც მთელი დღის განმავლობაში მინდოდა და რასაც ვერ ვბედავდი. ამ ადგილმა გულის კარი გამიღო, ამ გულში კი მხოლოდ ანდრიას შეეძლო შემოსვლა, დამკვიდრება სამუდამოდ და არასოდეს წასვლა. თავი მის გულზე მედო, ვგრძნობდი როგორ ჰქონდა აჩქარებული პულსი, როგორ ღრმად ისუნთქავდა ჩემს არომატს, ისევე როგორც მე, მისას. ძლიერად მხვევდა ხელებს წელზე, თითქოს ჩემს თავს ვინმე ართმევდა, თავი ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული და მთელი ძალით მეკვროდა. დიდი ხანი ვიდექით ასე. არ გვინდოდა ერთმანეთს ოდესმე დავშორებოდით. მინდოდა ერთმანეთში ჩავმარხულიყავით, ერთმანეთის სხეულებში გვეცხოვრა, ოღონდ მთელი სიცოცხლე ერთად ვყოფილიყავით. იმ ქვეყნად თუ არა, ამ მოკლე და წამიერ წუთისოფელში მაინც.
-კარგი მოდი აქაურობა მოვაწყოთ და ვისადილოთ.- მითხრა მან და მანქანიდან კალათების გადმოზიდვა დაიწყო. მე ნელა დავდიოდი, მაგრამ რაღაცებში მაინც ვეხმარებოდი. სუფრა გადავაფინე მინდორზე. ზედ კი თეფშები და ის საკვები დავალაგე, რაც ანდრიას ჰქონდა წამოღებული. ყველაფერი უგემრიელესი იყო. მიკვირდა როგორ შეეძლო ამ ბიჭს ყოფილიყო ასეთი თბილი, მზრუნველი და თან ასე კარგად შეძლებოდა უგემრიელესი კერძების მომზადება. -დღეს დილას რაღაცას შემპირდი.- ვუთხარი და მისკენ მივიჩოჩე. მან კი ხელი გადამხვია და გულ-მკერდზე მიმიკრა.
-კარგი მოგიყვები, მერე კი წავიდეთ.- მითხრა, მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სმენად ვიქეცი.
-ათი წლის ვიყავი, როდესაც მამამ მიმატოვა. საყვარელთან გაიქცა, მე და დედა კი მარტო დაგვტოვა ბედის ანაბარა, ფულის გარეშე. დედა ფეხმძიმედ აღმოჩნდა, უნდოდა აბორტი გაეკეთებინა, მაგრამ ბებიამ გადააფიქრებინა. უსუსურ ბავშვს ამისთვის ნუ გაწირავ და ასეთ ცოდვას ნუ ჩაიდენ, მის აღზრდაში მე დაგეხმარებიო. ბებია ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ მე უმამობა და დედას უქმრობა არ გვეგრძნო. ფინანსურადაც და მატერიალურადაც გვეხმარებოდა. რაც ჰქონდა მამის მემკვიდრეობით დატოვებული ყველაფერი ჩვენ შეგვალია და თვითონაც გაღატაკდა. ისე ვიყავით, რომ გამათბობელსაც კი ვერ ვრთავდით. ზამთარი იყო, დედა პნევმონიით დაავადდა. ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დედას მუცლიდან გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს, თვითონ კი ძლივს გადაარჩინეს. გადაარჩინეს, მაგრამ როგორ? ფსიქიკა შეერყა და საგიჟეთში გამოამწყვდიეს. ჩემი მეურვეობა ბებიამ გადაიბარა, მაგრამ მოხუცებულმა ლიანამ შვილის და შვილიშვილის ამდენ ტანჯვას ვეღარ გაუძლო და გულმა დაარტყა. გარდაიცვალა... მამაჩემი ვერ იპოვეს, რომ ჩემი თავი ჩაებარებინათ, უგზო-უკვლოდ გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. მანამ ვიყავი იქ სანამ ერთმა ოჯახმა არ მიშვილა. ძალიან კარგი ხალხია. მივლიდნენ, ჩემზე ზრუნავდნენ ისე, როგორც საკუთარ შვილზე შეიძლება იზრუნოს ადამიანმა და შეიძლება უფრო მეტადაც კი. ჩემი აყვანიდან რამდენიმე წელში გოგონა შეეძინათ. მე კი სრულწლოვანი გავხვდი თუ არა დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება. სახლი ვიქირავე და იქ გადავედი. რამდენიმე წელია მარტო ვცხოვრობ. ოჯახის წევრებს ყოველდღე ვნახულონ და მათთან კარგი ურთიერთობაც მაქვს. ბიოლოგიურ დედას ვერ ვაკითხავ. ვერ...რადგან არ შემიძლია მის თვალებში ყველაფერი თავიდან ამოვიკითხო, დეტალებში. თითოეული ტანჯვა და ტკივილი, რომელსაც ის გრძნობდა. არ შემიძლია ამ ყველაფრის თავიდან გამეორება.- თხრობა დაასრულა და თვალებში ჩამაშტერდა. გულაჩუყებულს კი ტირილი ამივარდა. რა ბევრი რამ გადაუტანია ასეთ პატარა ასაკში და კვლავ როგორი ძლიერია, ან არ არის და ასე აჩვენებს ყველას თავს, მაგრამ მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ მე უკვე ვიცი როგორი ადამიანია ის შინაგანად, ისეთივე სიმპათიური და ლამაზი როგორიც გარეგნულადაა. და მე ვიცი... ეს ბიჭი მთელი არსებით მიყვარს.
-ბოთევ რა გატირებს? კაი დაწყნარდი და წავიდეთ სახლში გვიანია უკვე.- მამშვიდებმა, მეხუტებოდა და შუბლზე მკოცნიდა. ხან ლოყებზე, ხან ნიკაპზე, ხან ხელისგულზე, მაგრამ არა ტუჩებზე. მალევე დავწყნარდი, ფეხზე წამოვდექით, იქაურობა მივალაგეთ და მანქანისკენ წავედით. ბოლოჯერ მოვავლე იქაურობას თვალი და სურათი გადავუღე, რადგან მინდოდა ეს პეიზაჟი ჩემს გონებაში და გულში სამუდამოდ აღბეჭდილიყო.
მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ გავეშურეთ. გზაში რადიო სასიამოვნო მუსიკას უკრავდა. გულში ჩამწვდომს, მტკივნეულს, მაგრამ ამავე დროს სიყვარულით აღსავსეს. ვიხსენებდი ანდრიასთან გატარებულ განვლილ წამებს და სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა. ისიც გადმომხედავდა, ჩემს ხელს თავისაში მოიმწყვდევდა და ხელისგულზე მხურვალედ მაკოცებდა. მის ყოველ ასეთ ჟესტზე კი სიამოვნებისგან ვკანკალებდი, ჟრუანტელი მივლიდა და ფართედ მეღიმებოდა.
***************************
ერთი კვირის შემდეგ:
ერთი კვირა გავიდა რაც ანდრია არ მინახავს, მაგრამ სოციალურ ქსელში ყოველდღე მწერდა. მეუბნებოდა, რომ აუცილებელი საქმე გამოუჩნდა და ქალაქიდან მოუხდა წასვლა, ხოლო როგორც კი ჩამოვიდოდა აუცილებლად მნახავდა. თაბაშირი მოვიხსენი, ახლა უკვე ჩვეულებრივად დავდივარ, მაგრამ მთელი დღეები სახლში ვარ. იმიტომ, რომ ელენე სოფელში წავიდა, ანდრიაც არ არის აქეთ, ყველა ნაცნობი დასასვენებლადაა წასული. სტუდენტობის წინ თავიანთ თავებს განტვირთვის დღეებს უწყობენ, მე კი ალბათ თბილისში აღმომხდება სული, მაგრამ თავს იმით ვიიმედებ, რომ ელენე რამდენიმე დღეში ჩამოვა და ერთად წავალთ ზღვაზე, უკვე ბინებსაც კი ვარჩევ, რომ ვიქირაოთ. ოთახში ნინი შემოდის
-აუ მალი მსიაა.- ჯერ ხუთი წლისაა ამიტომ გამართულად ვერ საუბრობს, მის დამახინჯებულ სიტყვებზე კი ყოველთვის მეცინება, ხანდახან მეც ავყვები ხოლმე. მას კი უხარია მისი დაც პატარა ბავშვივით, რომ საუბრობს.
-მელე წამე ვინ გისლის?- ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-აუუ დედიკო ალაა სახლსი წამო ლა ლამე მაწამეე.- მითხრა და კატის თვალებით შემომხედა. ოჰ ვინ იქნება ეს, რომ გაიზრდება? მთებს გადადგამს და ყველას თავის ჭკუაზე ატარებს. ერთი მოღუშული შემოხედვა და მთელი ოჯახი მის ფეხქვეშ ვედებით და რომ გაიზრდება მერე რას გვიზამს.
-კაი კაი წამოდი- ვუთხარი და ხელი მოვკიდე.
-ვაშაა.- წამოიყვირა და ხტუნვა-ხტუნვით წამომყვა. სამზარეულოში შევედით. მაცივარში ისეთი არაფერი იყო ნინისთვის, რომ მეჭმია ამიტომ გადავწყვიტე მისთვის რამე ახალი მომემზადებინა და მესიამოვნებინა.
-ნინიკო რა მოვამზადოთ?- მის წინ ჩავიმუხლე და ვკითხე.
-ამმ მე მინდა კატელტები და ნამცქვალი.-
-კაი კაი გავაკეთოთ.- ვუთხარი სიცილით და მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გამოვალაგე. წინსაფარს ვიკეთებდი, როდესაც ნინიმაც მოითხოვა მეც გამიკეთეო. მისთვის განკუთვნილი პატარა წინსაფარი გამოვიღე კარადიდან და მოვარგე. საათივით ჰქონდა, ისე საყვარლად იყო შიგნით, რომ შეჭამდით. კატლეტები მე გავაკეთე, ნინიმ არ იცოდა მისი გაკეთება ამიტომ ხელიც არ გაუნძრევია, პირიქით ნერვებს მიშლიდა და მეტიტინებოდა. ჯერი ნამცხვარზე მიდგა და მანაც ხელები სასაცილოდ წაიკაპიწა, ვეღარ მოვითმინე და გულიანად ჩავკოცნე. ფქვილს ვიღებდი, როდესაც ნინიმ დამასწრო და ერთი მუჭი ფქვილი მთლიანად სახეში შემაყარა. ხველება დავიწყე.
-ვაიმეე ნინიი, ამჯერად ვერ გადამირჩებიი... მოგკლაავ... გოგო რა მიქენი ეს... გინდა ახლა აღარ გაგიკეთო...-
-ლაიკო მასედაც ლამაზი ქალ.- მითხრა და გაიპრანჭა.
-ლამაზს მოგცემ გოგო, ნახე რა მიქენი.-
-დიდი ალაფელი უბლალოდ აქლა თეთლი დაიკო მკავს.- კვლავ აგრძელებდა ლაპარაკს.
-ვაიმე გამასწარი ეხლა სანამ ჩაგაგდე ამ ფქვილის ტომარაში.- ვუთხარი ვითომ გაბრაზებით, მაგრამ ბოლო სიტყვებზე მაინც წამსკდა სიცილი.
-აბა დამიწილე თუ კაია.- მითხრა და როგორც შეეძლო ისე გაიქცა.
-მიფრთხილდი იცოდე, მაინც დაგიჭერ.- ხელით მოვასწარი ცოტა ფქვილის ამოღება და მთელი სისწრაფით გავეკიდე ნინის. გარბოდა და თან ბოლო ხმაზე იცინოდა. ბევრი ვირბინეთ ვიცოდი, რომ მალე დაიღლებოდა და ასეც მოხდა. მაგიდასთან დავიჭირე, დივანზე დავაგდე და ხელში რა ფქვილიც მქონდა დარჩენილი სახეში მივაყარე.
-ესეც შენ.- ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე.
-აუუ მალიი ლა მიქენი ეეც, აუუ იცოდე დედას ვეტკვიი ცუდოო სეენ.- მითხრა და გამებუტა.
-ჰმ დედას ეტყვი ხომ? იცოდე კიდევ დაგაყრი.- ვუთხარი და ვითომ წამოდგომა ვცადე.
-ალა ალა ალ ვეტკვი, ოგონდ ალ დამაკალო.- მითხრა.
-და შემირიგდები ხო?- ვკითხე და ეჭვის თვალით შევხედე, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და კვლავ კისკისი დაიწყო.
-აქლა ოლივე თეთლი დედოფლები ვალთ.-
-ვაიმეე როგორ მიყვარს ეს თეთრი დედოფალი მე ვერც კი წარმოიდგენ.- ვუთხარი, ხელში ავიტაცე და დავაბზრიალე. თან ვკოცნიდი.
-კაი ლა დამსვი თავბლუ დამექვა.-
-კაი კაი ვჩერდები.- ვუთხარი სიცილით და ნინი იატაკზე დავსვი. მართლა თავბრუ ეხვეოდა და რამდენჯერმე აერია ნაბიჯი, მის შემხედვარეს ხმამაღლა გამეცინა.
-წამოდი ახლა დავიბანოთ ხელ-პირი და მივალაგოთ აქაურობა, თორე დედა, რომ მოვა ხო იცი რასაც გვიზამს. მანაც დამჯერი ბავშვივით თავი დამიქნია და სააბაზანოში წამყვა. ხელ-პირი დავბანე, მეც მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედით. იქაურობა ფქვილით იყო მოსვრილი, ისევე როგორც მისაღები ოთახი, მაგრამ ჩვენ ხომ საჭმელზე უარს არასდროს ვიტყვით. მე და ნინიჩომ გადავწყვიტეთ ჯერ ნამცხვარი გამოგვეცხო. ყველაფერში გამოცდილი ქალივით მეხმარებოდა და მიჯერებდა. მის ქცევებზე კი სახეზე ღიმილი მეფინებოდა. ჩემი პატარა, ჩემი ერთადერთი და ჩემი სიყვარულია ეს ბავშვი. ნინიკო, რომ არ მყავდეს არც კი ვიცი რა მეშველებოდა, ვინ გამაღვიძებდა ყოველ დილით კივილით, ვინ ჩამარტყამდა ბალიშებს თავში, ვინ დამასხამდა მძინარეს წყალს და ვინ გამათეთრებდა ფქვილით. იმისმიუხედავად, რომ ხანდახან ნერვებს საშინლად მიშლის, მაინც კარგად ვერთობით ერთად. დედა გვეუბნება ერთი ტვინის ხართ ორივეო და ამაზე ჩავბჟირდებით ხოლმე.
ნამცხვარიც მოვამზადეთ, სუფრა გავშალეთ და გემრიელად ვისადილეთ. ნინიკო დანაყრდა თუ არა თავის ოთახში წავიდა, თოჯინებს უნდა მოვუაროო. მარტო არასდროს თამაშობს ყოველთვის ჩემთან ერთად, მაგრამ ეს მიზეზი იყო, რომ არ მეთქვა მომეხმარე დალაგებაშითქო. სანამ დედა მოვიდა ყველაფერი წესრიგში მოვიყვანე და ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.
მე ჩემს ოთახში ავედი და სოციალურ ქსელში შევედი. ელენე მწერდა, რომ დროზე ადრე ბრუნდებოდა თბილისში და ზეგ უკვე აქ იქნებოდა. ანდრიას შეტყობინებას ველოდებოდი, მაგრამ ამაოდ. მისგან ვერაფერი მივიღე. ცოტა გულიც დამწყდა, რადგან გუშინ ბოლო საუბრისას მითხრა, რომ დღეს ჩამოდიოდა და აუცილებლად მნახავდა. რამდენიმე წუთში ტელეფონის ზარის ხმა გავიგე. ანდრია დაეწერა თუ არა სიხარულისგან წამოვიკივლე და ხელის კანკალით ვუპასუხე.
-მარიამ, როგორ ხარ?- ის ყოველთვის ასე მომმართავდა, რაც ძალიან მომწონდა.
-კარგად შენ?-
-მეც. შეგიძლია ცოტა ხნით გარეთ გამოხვიდე? საქმე მაქვს.-
-მოიცა ჩამოხვედი?- ვკითხე აჟიტირებულმა, რადგან უკვე სიხარულს ვეღარ ვმალავდი.
-კი, შენს სახლთან ვარ და გამოხვალ?-
-ამ დროს?-
-ცოტა ხანი მინდა მხოლოდ, ძალიან მომენატრე.- მისმა ამ სიტყვებმა სრულიად ჩამიხშო გონება, კვლავ სიყვარულის ალი მომეკიდა და წამში დავთანხმდი.
-კარგი, ახლავეს მანდ ვიქნები.- ტელეფონი გავუთიშე, სწრაფად ჩავიცვი კეტები და მისაღებ ოთახში გავედი. დედიკო და მამიკო უკვე მოსულიყვნენ და ნინის ეთამაშებოდნენ.
-დეე, მაა ორი წუთი გარეთ გავალ მეგობარს უნდა შევხვდე.-
-ვახშამზე არ დაიგვიანო. მომაძახა მამიკომ, მე კი სწრაფად გავვარდი გარეთ. ჭიშკარი გავაღე და თვალებით ანდრიას ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად შევამჩნიე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა.
„ჩემს მითითებებს მიყევი და იმ მიმართულებით იარე. ახლა რამდენიმე კვარტალი პირდაპირ.“ მის მითითებას დავემორჩილე და რამდენიმე კვარტალი გავიარე, დანიშნულების ადგილას მივედი, მარცხნივ პარკი იყო, მარჯვნივ ბინები. დარწმუნებული ვიყავი, რომ ანდრია პარკში დამხვდებოდა, ამიტომ მისი მითითების გარეშე გავიკვლიე გზა.
„სწორად მოდიხარ. პარკის შუაგულში ვარ.“ ნახევარი გზა გავიარე და შუაგულამდეც მივედი, მაგრამ ანდრია არსად დამხვდა. უკვე მიწერას ვაპირებდი, როდესაც ისე, რომ გააზრებაც ვერ მოვახერხე ყველაფერი განათდა, ცაში ფეიერვეკები გაისროლეს, სიმღერაც ჩაირთო. წინ კი ანდრია მესხორაძე გამომეცხადა. შოკში ვიყავი, აზრზედაც ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა .ed sheeren-ის perfect ჟღერდა მთელს ხმაზე. ანდრია მომიახლოვდა, მის გამოსახულებას უკვე ცხადად ვხედავდი, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ყველა მხრიდან უამრავი ახალგაზრდა გვიახლოვდებოდა, ხელში კი რაღაც პლაგატები ეჭირათ. მათი ახლოს მოსვლისას ლოზუნგი გავარჩიე „იქნები ჩემი შეყვარებული?“ რამდენჯერმე გადავიკითხე ერთი და იგივე წინანადადება და სახეზე ხელები ავიფარე. არ მჯეროდა, მეგონა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო. ნუთუ ანდრიას მართლა ვუყვარდი? ნუთუ მართლა მოითხოვდა ამ ყველაფერს? სიმღერა შეწყდა. მივხვდი, რომ ყველა ჩემს გადაწყვეტილებას ელოდა, ელოდნენ, რომ თანხმობას ვეტყოდი, ამ მსოფლიოში ყველაზე სიმპატიურ და საყვარელ ბიჭს. ემოციებისგან კი ხმის ამოღებასაც ვეღარ ვბედავდი, უბრალოდ თავი დავაქნიე თანხმობის ნიშნად. მე ხომ ის პირველივე შეხვედრისას, პირველივე დანახვისას, მთელი გულით, მთელი სულით და არსებით შემიყვარდა. როგორ ვეტყოდი უარს, როდესაც ეს მე თვითონაც მინდოდა? პლაგატები მინდორზე დაალაგეს, თვითონ კი სადღაც გაქრნენ, თითქოს წუთის წინ ამ ადგილას უამრავი ახალგაზრდა არ იდგა და ჩემს გადაწყვეტილებას არ ელოდა.
- სუნთქვად მეკვრები, როცა გეხები...
გული მიდნება, როცა მედები,,,
კოცნად მინდიხარ, როცა მიდიხარ...
ბედად მოხვედი... ბედად მოხვედი!
ჩემი სუნთქვა ხარ!
ამოსუნთქვა ხარ!
და ჩასუნთქვაც ხარ!
ყველაფერი ხარ!
ჩემი გული ხარ!
ძალიან მიყვარხარ!- მის ლექსზე დავდნი, მზის გამოჭყიტების დროს დამდნარი ყინულივით დავიწყე ლღობა. როგორი გულწრფელი იყო ეს მისი სიტყვები. როგორი სიყვარულით სავსე. მე რა უნდა მეთქვა? თავში არაფერი მომდიოდა, უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდი, უსაზღვროს და გიჟურს, მაგრამ არ ვიცოდი სიტყვებით როგორ გადმომეცა. არადა მინდოდა ანდრიასთვის საკადრისი პასუხი დამებრუნებინა, ჩემი სიყვარულის ნიშნად. სიყვარული მხოლოდ სიტყვები როდია, ყველაზე მთავარი ქცევაა, მაგრამ მის გულით წარმოთქმულ თითოეულ წინადადებაზე, თითოეულ სიტყვაზე, გული მეკუმშებოდა, ტანი მეხორკლებოდა, მაკანკალებდა და ცრემლები მცვიოდა.
-რა შეიძლება უწოდო იმას, რაც მე და შენ გვჭირს, თუ არა "სიგიჟე"?! ჰო, სიგიჟე - სიხარულით, აღტაცებით, ბედნიერებით, დარდით, ცრემლებით, მონატრებით, ოცნებებით, ცეცხლით, ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილით... და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა ლამაზია ეს სიგიჟე! იმდენად ლამაზი, რომ მის გარშემო ყველაფერი უფერულდება!.. უფლება რომ მქონდეს, სასაჩუქრე შეფუთვას გავიკეთებდი, გულებიანი პრიალა სახვევით შევიფუთებოდი, დიდი, წითელი ბაფთით მოვირთვებოდი და საკუთარ თავს გაჩუქებდი! ...მაგრამ მხოლოდ იმის უფლება მაქვს, გულში მყავდე...მე- ფიქრები... მე-სიზმრები... მე-ლანდები... მე-დარდები... მე-სურვილები... მე-ოცნებები... მე- სიყვარულები... მე-ფერები... მე-ალერსები... მე-ფანცქვალები... მე-ამაყები, მე-იმედები... ...ჩემი სითბო ხარ!- სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი, უბრალოდ ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი ყველაფერი და ძლიერად ჩავეხუტე. მისი სურნელი ღრმად შევისრუტე და მისი გულის ცქერას დავუგდე ყური. გავინაბე... მოლოდინში გავინაბე... იმის მოლოდინში, რომ ეს წამი არასდროს გასულიყო. გაჩერებული წამები, წუთები, საათები, დღეები, საუკუნეები, მე და ანდრია კი კვლავ ასე ვმდგარიყავით გაქვავებულები, ძეგლივით, ერთმანეთთან შესისხლორცებული... მხოლოდ მაშინ ვიქნებოდი სრულფასოვნად ბედნიერი.
-მადლობა, მადლობა, რომ ასეთი ბედნიერი წამები მაჩუქე.- ვუთხარი. რამდენიმე წამში კი მისი ტუჩებიც ვიგრძენი ჩემსაზე. ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე სასიამოვნო განცდა, რაც კი ოდესმე განმიცდია. მის მენთოლის გემოს ვგრძნობდი პირში და მინდოდა არასდროს გამეშვა, სულ ასე მოწეპებული ყოფილიყო ჩემზე. ფრინველები კვლავ აფარფატნენ მუცელში და მთელი კორიანტელი დააყენეს. სიამოვნების შეგრძნება გაიზარდა, გაიზარდა და უზარმაზარ თოვლის გუნდად იქცა, რომელმაც მთელი ჩემი სხეული მოიარა და დიდი კვალიც დატოვა.
-გინდა სახლში წაგიყვანო?- ანდრია მომშორდა და მკითხა. მეც თავი დავუქნიე, რადგან უკვე გვიანი იყო და მშობლები ინერვიულებდნენ. გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია. უბრალოდ თვალებით გამოვცემდით ჩვენს სიყვარულს და ლტოლვას ერთმანეთის მიმართ. ანდრიამ მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა. რამდენიმე წუთი თვალებში ჩამაშტერდა, შემდეგ კი მოწყვეტით დამიტოვა კოცნა ტუჩებზე
- მიყვარხარ.-
-მეც ძალიან. ვუთხარი და მანქანიდან გადავედი. ანდრია მანამ იდგა სახლთან, სანამ შიგნით არ შევედი, შემდეგ კი გავიგე როგორ მოწყდა ადგილს.
******************************
ორი კვირის შემდეგ:
ორი კვირა გავიდა რაც მე და ანდრია შეყვარებულები ვართ. ყოველდღე, ყველგან ერთად ვართ. ერთი წამიც კი არ შემიძლია უიმისოდ გავძლო, არ მოვისმინო მისი სუნთქვა, გულის ცემა და არ შევიგრძნო მისი ტუჩების გემო. მე მისით ვსულდგმულებ და მისით ვცხოცლობ. ამდენ ხანს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ვინმე ისე ძალიან შემიყვარდებოდა, რომ მასთან სიშორეს ერთი წამითაც კი ვერ გავუძლებდი. როცა მკითხავდნენ შეყვარებული თუ გყავსო, ხელს ჩავიქნევდი და ვიტყოდი, შეყვარებული ჩემი ხილი არ არისთქო. ახლა კი ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ჩემი გული ისე დაიპყრო და ისე ძლიერად მიმაჯაჭვა მასთან, რომ ვეღარ ვშორდები, არც მგონია, რომ ოდესმე შევძლებ მასთან დაშორებას. დედამიწაზეც, სამოთხეშიც, მასთან ერთად ვიქნები, უსასრულობაში თუ წუთისოფელში, ყოველთვის მის გვერდით. მე მერქმევა ანდრია მესხორაძის შეყვარებული.
ელენემ ჩამოსვლის შემდეგ შემოგვთავაზა, რომ მასთან ერთად წავსულიყავით ზღვაზე ბათუმში. მეც რათქმაუნდა თავისუფლებას და დასვენებას მონატრებული, დიდი სიხარულით დავთანხმდი. ორი კვირა ვემზადებოდით და ვაწყობდით გეგმებს. თუ რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. დილით მამიკომ ფული დამიტოვა და ჩვენც ბათუმისკენ გავემგზავრეთ, ანდრიას მანქანით. ელენე და ანდრია ძალიან დაახლოვდნენ. მიხარია, რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანები ერთმანეთს უგებენ და მეგობრობენ. ვერც წარმოვიდგენ იმას, რომ ელენეს ოდესმე ჩემში ეჭვი შეეპარება და მიმატოვებს, ან პირიქით.
გზაში სიმღერებს ხმამაღლა ვუსმენდით, მისამღერს კი სამივე ერთად ვყვებოდით. გზა მხიარულად გავიარეთ, მაგრამ საინტერესო არც არაფერი მომხდარა. სასტუმროში მისვლისას ჩვენს ოთახებში დავბინავდით. ანდრიამ დაიჟინა, რომ მე და მას ერთ ოთახში გვეცხოვრა. მისი ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მეც დავთანხმდი. ოთახში ჩვენი ბარგი შევიტანეთ და კუთხეში მივაგდეთ. ჩვენი საცხოვრებელი საკმაოდ დიდი იყო, ულამაზესი ხედით. აივნიდან პირდაპირ პლიაჟს ვუყურებდით, სადაც უამრავი ადამიანი ირეოდა. ორ საწოლიანი ტახტი, დიდი კარადა სარკით, მაგიდა და დივანი, მშვენიერი წყობა იყო, საწოლის გვერდით კი სააბაზანო. მგზავრობისგან გადაღლილი საწოლზე გავწექი და თვალები დავხუჭე.
-პატარავ იძინებ?- გავიგე ანდრიას სიტყვები, შემდეგ მისი ნაბიჯების ხმა, მისი სურნელიც შევისრუტე და ყელზე დატოვებული თბილი კოცნაც ვიგრძენი.
-ჰო, მეძინება, დაღლილი ვარ.- ვუპასუხე ისე, რომ თვალები არ გამიხელია. ანდრია ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებდა, მე კი სიამოვნებისგან განაბული ველოდებოდი მის შემდეგ მოძრაობებს.
-ცოტა ჩაჩოჩდი, მეც მეძინება.- მის ნებას დავემორჩილე და საწოლის მეორე მხარე გავათავისუფლე. ვიგრძენი როგორ ჩაიწია მატრასი ქვევით და ანდრია უკვე ჩემს გვერდით იწვა. ცალი ხელი ჩემს მუცელზე ედვა, ცალით კი თმებზე მეფერეობდა. თავი კისერში ჰქონდა ჩარგული და ჩემს სხეულს ბოლომდე ისრუტავდა. სიამოვნებამ დაღლილობამ და ემოციების მოზღვავებამ თავისი ქნა და მალევე ჩამეძინა.
-მარიაამ, გაიღვიძეე...- მესმის ანდრიას ხმა და ვცდილობ როგორმე გამოვფხიზლდე, ჯერ ცალ თვალს ვახელ და პირდაპირ ანდრიას ვეჩეხები, შემდეგ მეორესაც ვაყოლებ და უკვე კარგად ვხედავ მას. საცურაო ტანსაცმელი ჩაუცვამს და ღიმილით მიყურებს.
-რა ხდება? თავი წამოვწიე და საწოლზე წამოვჯექი.
-წამო პლიაჟზე გავიდეთ, აქ ძილისთვის ჩამოვედით? ცოტა გავერთოთ.-
-კაი კაი წამოვალ. მეც მინდა ცურაობა.- ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. ბარგში საცურაო კოსტიუმის ძიება დავიწყე, იასამნისფერი კუპალნიკები ამოვიღე და სააბაზანოში შევედი გამოსაცვლელად. რამდენიმე წუთში მზად ვიყავი, საცურაო კოსტიუმზე სარაფანი გადავიცვი, თმები კოსად ავიწიე და ანდრიას გავყევი. პლიაჟზე გასვლისას უკვე კარგად დავინახე გოგოები და ბიჭები, დიდები და პატარები როგორ ცურაობდნენ და ზაგარს იღებდნენ. ოჰ როგორ მომენატრა ეს შეგრძნება, როცა წყალში ნელ-ნელა ჩადიხარ და ამით სიამოვნებას იღებ, მსუბუქი ტალღები მუცელზე და მკერდზე გეხეთქება, წყალი კი მთელს სხეულზე ნაზად გელამუნება. ოცნებებში ვიყავი გართული, როდესაც უეცრად სუნთქვა შემეკრა, თვალები გავახილე და წყლის ქვეშ აღმოვჩნდი. რა ჯანდაბაა? თვალების ცეცება და ხელები ქნება დავიწყე, რამდენიმე წამში კი წყლის ზედაპირზეც აღმოვჩნდი. ანდრია ჩემს მდგომარეობაზე სიცილით კვდებოდა.
-ბიჭო, შენ ნორმალური ხარ? კინაღამ დავიხრჩვი. რამე, რომ მომსვლოდა?- გააფთრებული მივვარდი მასთან და თავი წყალში ჩავაყოფინე, მოულოდნელობისგან გაოცებულმა ვერაფერი მოიმოქმედა, გარდა იმისა, რომ მუცელზე გველივით შემომეხვივნენ მისი ხელები. რამდენიმე წამი ფეხებს აფართხალებდა, შემდეგ კი ხელი გავუშვი და მანაც თავი სწრაფად ამოწია. ღრმად ისუნთქავდა ჟანგბადს, ხელი კი გულზე ჰქონდა დადებული, თან სიცილით კვდებოდა, ისევე როგორც მე.
-ასე არა? ნახავ შენ რაც მოგივა.- თითის ქნევით დამემუქრა და გაცურა. მეც მას მივყვები. წყალში დიდი ხანი ვიყავით, შემდეგ კი ამოვედით. მე სილაზე გავწექი ზაგარის მისაღებად, სათვალეები გავიკეთე, ქუდი დავიფარე და მზეს მივეფიცხე. თან ზღვას ვუყურებდი, როგორ ეხეთქებოდნენ ტალღები ერთმანეთს, როგორ შორს იყო და ამავე დროს ახლოს. როგორი უკიდეგანო იყო მისი დასასრული. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ტელეფონის ხმა გავიგე. ანდრია თავზე მედგა და სურათებს მიღებდა, თან იკრიჭეობოდა.
-ზაგარს არ ვიღებდე ნახავდი რაც მოგივიდოდა.- ვუთხარი სიცილით.
-კაი გოგო რა იყო, დანახშირდი უკვე. რაღათ მინდა ნახშირივით შეყვარებული.- მითხრა და გვერდით მომიწვა.
-არ გინდა ხო? კაიი... ბუტეე.- ვუთხარი და თვალი ავარიდე. მისი სიცილის ხმა გავიგე, რაზეც მეც მეცინებოდა, მაგრამ ბოლომდე ვცდილობდი თავის შეკავებას. მისი ხელები მუცელზე შემომეხვივნენ, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ამოილუღლუღა.
-ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარხარ. არასდროს გაგიშვებ, სულ ჩემს გვერდით იქნები.-
-მეც ანდრო, მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო.- ვუთხარი და მეც მოვხვიე ხელები. საღამომდე ვიყავით ასე, როდესაც მზის ჩასვლის დრო დადგა ოთახში ასვლა და გამოცვლა დავაპირეთ, ფეხზე წამოვდექით და ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი, რომ ანდრია უეცრად ძირს აღმოჩნდა. წამოვიკივლე და მასთან ჩავიმუხლე, გული წაუვიდა, სახეზე სულ გათეთრდა.
-მიშველეთ, გთხოვთ ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ, დამეხმარეთ.- მთელ ხმაზე ვკიოდი, ხალხი გარს შემოგვეხვია, ზოგი სასწრაფოში რეკავდა, ზოგი ჩემს დახმარებას ცდილობდა, ზოგიც უბრალოდ იდგა და გვიყურებდა.
-ანდრო, გთხოვ გამოფხიზლდი სიყვარულო, თვალები გაახილე, რა გჭირს.- თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და ტირილი დავიწყე. თავი გულზე დავადე და შევეცადე კვლავ მომესმინა მისი გულის ცემისთვის, მაგრამ ადამიანების ხმამაღალი საუბარი არ მაძლევდა ამის საშუალებას. სასწრაფო მალევე მოვიდა, ანდრია საკაცეზე დასვეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს, მეც მათ გავყევი. მთელი გზა ანდრიას ხელი მეკავა ხელში და ვტიროდი. რა მოუვიდა? რა ხდება? რატომ წაუვიდა გული? მთელი დღე კარგად იყო ახლა კი... სრულ გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ ახლა არაფრის გაგება არ მსურდა. უბრალოდ მინდოდა, რომ ანდრია გამოფხიზლებულიყო. ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. კვლავ გაეხილა თვალები, სიყვარულით აღსავსე მზერით შემოეხედა და ეთქვა, რომ უზომოდ ვუყვარვარ.
საავადმყოფოში მალევე მივედით. ანდრია მანქანიდან ჩამოსვეს და შიგნით შეიყვანეს, მეც მათ ავედევნე სირბილით. პალატაში შესვლისას ექთანმა კარი დამიხურა და მითხრა, რომ დავლოდებოდი. კედელთან ჩავიკეცე, თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი. ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ტკივილს ვგრძნობდი ახლა. ყველაზე მეტად მტკიოდა გული, სული და საერთოდ მთელი სხეული. არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ რაღაც ცუდის მოლოდინში გული მიგრძნობდა, რომ საშინელება დატრიალდებოდა. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე ჩამუხლული, მაგრამ როგორც კი ექიმი გამოვიდა პალატიდან, იმწამსვე ფეხზე წამოვხტი და მას მივვარდი.
-ექიმო, როგორ არის ანდრია?-
-საქმე რთულადაა. მას ბოლო სტადიის კიბო აქვს, გადარჩენა შეუძლებელია.- მისი სიტყვები გავიგონე თუ არა ყველაფერი ბუნდოვანი გახდა, ყურებში წუილი მესმოდა, გარემო კი ტრიალებდა. ის მოკვდება, ის მოკვდება. სულ ეს სიტყვები ჩამესმოდა ყურებში, მეგონა ახლა გავგიჟდებოდი, მოკვკდებოდი აქვე და ახლავე. ლოყები ცრემლებით დამენამა, კივილი მინდოდა, მაგრამ ყელის იოგები ჩახშობილი იყვნენ.
-კი, მაგრამ ეს როგორ შეიძლება? რას ქვია მისი გადარჩენა შეუძლებელია? არ შეიძლება, ის ვერ მოკვდება.- თავს ვაქნევდი და ექიმს ვეჯაჯგურებოდი.
-ქალბატონო, მას დიდი ხანია ბოლო სტადიის სიმსივნე დაუდგინეს, რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი და ჩვენც ვურჩიეთ, რომ ეს თვეები სრულ სიმშვიდესა და სიყვარულში გაეტარებინა, წამლები მიეღო და შესაძლოა მისი სიცოცხლე გახანგრძლივებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს ასე არ გააკეთა, გულიც კი არ უცემს ნორმალურად, მისი გადარჩენა შეუძლებელია. ექიმის სიტყვებზე იქვე ჩავიკეცე და მთელს ხმაზე ავკივდი, ტირილი დავიწყე. მეგონა გული გამომგლიჯეს და ნაკუწებად დაჭრეს, მეგონა ყვავები შემიფრინდნენ მკერდში და გულს თავიანთი ნისკარტით ეჯაჯგურებდონენ, საშინელ ტკივილს და წვას ვგრძნობდი. ახლა ჩემთვის ყველაფერი დასრულა, მთელი სამყარო გაითიშა გაუფერულდა, გაშავდა და სრულიად უმნიშვნელო გახდა.
არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე ჩამუხლული, მაგრამ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ექიმმა მითხრა ანდრიას თქვენთან საუბარი სურსო. ფეხზე წამოვდექი და ძლივძლივობით შევაღე პალატის კარი. ანდრია საწოლზე იწვა, გვერდით აპარატი ედგა, რომელზეც ჩანდა როგორ უცემდა გული. ფერი სულ დაკარგული ჰქონდა, მიტკალივით გათეთრებულიყო, კვლავ სიყვარულით სავსე მზერით მიყურებდა, მის შემხედვარეს თვალებში ცრემლები ჩამიდგა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი თავი შემეკავებინა, არ მინდოდა რამეზე ენერვიულა. მის გვერდით ჩამოვჯექი და მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე, ტუჩებთან მივიტანე და მსუბუქად ვაკოცე.
-მიყვარხარ, არ შემიძლია შენი მიტოვება, მეც შენთან ერთად წამოვალ.-
-ნუ სულელობ მარიამ, შენ აქ ამ სამყაროში დარჩები და ჩემს მაგივრად გააგრძელებ სიცოცხლეს, ფეხზე მყარად იდგები და ისუნთქებ.-
-არა, არა, არ შემიძლია.- თავი გავაქნიე და ცრემლებიც წამსკდა.
-გთხოვ ჩემს თავს გაფიცებ არ იტირო. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.- მითხრა და მსუბუქად გამიღიმა.
-იცი ბათუმში მინდოდა შენთვის უკანასკნელი პაემანი მომეწყო, მაგრამ არ დამცალდა, ღმერთმა არ ისურვა ეს.-
-გთხოვ ამას ნუ ამბობ, ჩვენ კიდევ უამრავი პაემანი გვექნება და არცერთი იქნება უკანასკნელი.- ვუთხარი და ცრემლები შევიმშრალე.
-არა პატარავ, მე მინდა, რომ შენთან საბოლოო ღამე გავატარო.-
-ვიცი, რომ ეს ღამე საბოლოო არ იქნება.-
-არა მარიამ, გთხოვ ერთი სურვილი შემისრულე.-
-ყველაფერს შეგისრულებ გპირდები, მაგრამ ეს საღამო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა არ იქნება.-
-ექთანს უთხარი, რომ მშია.-
-კაი სიყვარულო ახლავეს.- ვუთხარი და დერეფანში გავვარდი, ექთანს გადავეცი ანდროს თხოვნა და კვლავ უკან დავბრუნდი.
-შეგიძლია ჩემს გვერდით დაწვე?-
-არ შეგაწუხებ?- მან თავი გააქნია და გვერდზე მიჩოჩდა, მეც მის ნებას დავემორჩილე და საწოლზე ნახევრად წამოვწექი. თავი მკერდზე დავადე, ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. მან შუბლზე მხურვალედ მაკოცა და გულზე მიმიკრა. მწუხარებამ ჩემი გული მთლიანად დაიპყრო, ტირილი მინდოდა, მაგრამ ვერც ვტიროდი, ცრემლები გამშრალი მქონდა. მინდოდა მეკივლა, მაგრამ ვერ ვკიოდი, ხმა ჩამწყდარი მქონდა, მინდოდა თავი მომეკლა, მაგრამ ვერ ვიკლავდი, უკვე გარდაცვლილიყო ჩემი სული, მხოლოდ სხეული დალასლასებდა. ცოტახანში ექთანი შემოვიდა პალატაში და წვნიანი შემოიტანა, ლანგარით გვერდით ფორთოხლის წვენი ედგა. ანდრიას მუხლებზე დაუდვა და გავიდა.
-გინდა გაჭამო?- ვკითხე და მის ნებართვასაც დავემორჩილე.
-რაღაც უნდა გითხრა.- მითხრა ანდრიამ ვახშმობის შემდეგ.
-გისმენ. გავინაბე მის მოლოდინში და სმენად ვიქეცი.
-მე შენ მიყვარხარ მარიამ! ვიცი იქაც გამყვება ეს გრძნობა. საიქიოშიც მეყვარები და ზევიდან გადმოგხედავ. სულ შენს გვერდით ვიქნები და ავიხდენ ოცნებას, რაც ძალიან მინდოდა წამითაც არ მომეშორებინა შენთვის თვალი. წამითაც არ დამეტოვებინე მარტო. შენ შეიძლება ვერ იგრძნო ჩემი სიახლოვე, მაგრამ მე შენთან ვიქნები როგორც შენი მფარველი ანგელოზი. ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე, გაღმერთებ.-
-სხეული ცოცხლობს, სული მკვდარია,
ალბათ მე შენთან ყოფნა არ მეყო...- ეს იყო და ეს. იმ ღამეს არაფერი გვითქვამს, უბრალოდ ერთმანეთთან ვიყავით ჩახუტებულები და გვეძინა. მე დილამდე, ჩემს ანდროს კი უსასრულოდ...

პს: დასრულდა ის ერთი თვეც და მე მოვახერხე ჩემი პირველი ისტორიის სრულად დადება. ყველას აზრი მაინტერესებს, ველოდები თქვენს კომენტარებს და შენიშვნებსაც. ჰომ კიდე გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით ყველანი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ველოდები შეფასებას.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი teengirllove

მართლა ძალიან კარგი იყო :)))

 



№2  offline წევრი მარტო სახლში

teengirllove
მართლა ძალიან კარგი იყო :)))

მადლობა <3

 



№3  offline წევრი N1penguin

როგორ არ მიყვარს ისტორია რომ ტრაგიკულად მთავრდება sob თუმცა მაინც სასიამოვნო წასაკითხი იყო. ერთს გეტყვი მხოლოდ, რამდენიმეგან ძალიან ცუდად მომხვდა თვალში არასწორი სახელი. შეეცადე დაიმახსოვრო სახელები, მეც მერევა ხოლმე, მაგრამ დადებამდე ვამოწმებს, რომ მკითხველი არ დაიბნეს. სხვა შენიშვნა არ მაქვს blush გააგრძელე გულით წერა და არა ხალხისთვის. სულ მალე უფრო დაიხვეწები, წარმატებები kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 



№4  offline წევრი მარტო სახლში

N1penguin
როგორ არ მიყვარს ისტორია რომ ტრაგიკულად მთავრდება sob თუმცა მაინც სასიამოვნო წასაკითხი იყო. ერთს გეტყვი მხოლოდ, რამდენიმეგან ძალიან ცუდად მომხვდა თვალში არასწორი სახელი. შეეცადე დაიმახსოვრო სახელები, მეც მერევა ხოლმე, მაგრამ დადებამდე ვამოწმებს, რომ მკითხველი არ დაიბნეს. სხვა შენიშვნა არ მაქვს blush გააგრძელე გულით წერა და არა ხალხისთვის. სულ მალე უფრო დაიხვეწები, წარმატებები kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

მადლობა
N1penguin
როგორ არ მიყვარს ისტორია რომ ტრაგიკულად მთავრდება sob თუმცა მაინც სასიამოვნო წასაკითხი იყო. ერთს გეტყვი მხოლოდ, რამდენიმეგან ძალიან ცუდად მომხვდა თვალში არასწორი სახელი. შეეცადე დაიმახსოვრო სახელები, მეც მერევა ხოლმე, მაგრამ დადებამდე ვამოწმებს, რომ მკითხველი არ დაიბნეს. სხვა შენიშვნა არ მაქვს blush გააგრძელე გულით წერა და არა ხალხისთვის. სულ მალე უფრო დაიხვეწები, წარმატებები kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

მადლობაა <3 აუცილებლად გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent