შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [თავი 2]


8-04-2018, 08:48
ავტორი ჰაიკო
ნანახია 157

წყურვილი [თავი 2]

ქერა ბიჭმა დღიური დახურა, დემონსტრაციულად მიაგდო დივანზე და სავარძელში გადაწვა, გაიზმორა, გადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამოიდო და მოლოდინის გამომხატველი მზერით მიაჩერდა მარკს...
- მარკ, - დამრიგებლური ტონით დაიწყო კეიმ, ქერა ბიჭმა, - ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრულად დაწერილი ამბავია და მეტი არაფერი, დღევანდელი თინეიჯერები ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ, გარდატეხის ასაკი, მოსაწევი და ასეთი რაღაცეები, ხომ გესმის რის თქმასაც ვცდილობ? ვიღაც შერეკილი ადგა და დაწერა ეს რაღაც ამბავი საკუთარ თავზე, ოთხმოცდაათი პროცენტი ფანტაზია, ცოტა მოსაწევი და თაჩდაუნი, შემზარავი ამბავი მზადაა ყვითელი პრესის ფურცლებზე მოსახვედრად.
მარკმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჩაფიქრდა. ის იყო საშუალოზე მაღალი, შავგვრემანი და შავთმიანი, სწორი ცხვირით, მსხვილი ტუჩებით, ცივი, რუხი თვალებით და თითქმის დაკუნთული სხეულით, ერთი სიტყვით, წარმატებით აკმაყოფილებდა თინეიჯერი გოგონების ოცნებებში წარმოდგენილი ზღაპრული პრინცის სტანდარტებს.
- რაზე ფიქრობ? - დუმილი დაარღვია კეიმ, რომელიც თავისი ბიძაშვილის აბსულიტურად განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენდა, საშუალო სიმაღლის, თეთრი კანის ფერი, ქერათმიანი და ცისფერთვალება, ძალიან გამხდარი მკლავებით. პირველი შეხედვისთანავე კაცი იფიქრებდა ამ გალეულ სხეულში სიცოცხლე როგორ ჩქეფსო.
- იცი.. - გაწელა სიტყვა მარკმა, - ალბათ მართალი ხარ.. არ ღირს ამაზე ფიქრი, - მან მაცივრიდან "ჰეინეკენის" ორი ქილა გამოიღო, ერთი გახსნა, მეორე კი კეის გადაუგდო, რომელმაც თეატრალურად, ბეისბოლის ხელთათმანით დაიჭირა და გაიღიმა.
- მაგრამ... - განაგრძო მარკმა, როდესაც მეგობარს ორიოდე ყლუპის დალევა აცადა, - წუხელ მე ისევ ვნახე სიზმარი.
- ჰოო... - ჩაფიქრებული მზერა შეავლო კეიმ ბიძაშვილს, - ისევ ეს დამპალი სიზმარი, ხომ? ყოველღამ ერთიდაიგივე, შენ გარბიხარ, ის მოგდევს, მერე ეცემი და ბლაბლაბლა, - ღიმილით დაასრულა მან.
მარკმაც გაიღიმა.
- ასე თუ გაგრძელდა, ალბათ შენს რჩევას გავითვალისწინებ და სპეციალისტს გავესაუბრები...
კეიმ ლუდის დაცლილი ქილა კომპიუტერის მაგიდაზე დადო და ისევ სავარძელში ჩაეშვა. უკვე გაღიზიანება ეტყობოდა.
- კარგი რა, მარკ, შენ მართლა გჯერა ამ სისულელის, ეს სიზმრებია, რომელსაც გადაღლილობა იწვევს, შემახსენე ერთი, წინა კვირაში რამდენი გამოცდა ჩააბარე?
- სამი, - იყო პასუხი.
- აჰა, - გამარჯვებული სახით შესძახა კეიმ, წამოდგა და ხელებგაშლილი მიუახლოვდა მეგობარს, მხრებში ჩაავლო და მსუბუქად შეარხია, - დასვენება გჭირდება, მეტი არაფერი, ამ სიზმრებს და დღიურს ნუ მიაქცევ ყურადღებას. სხვათაშორის იცი რომ პარკერის ბენზინგასამართ სადგურზე შუადღის ცვლაში დავიწყე მუშაობა? უკვე წასვლას ვაპირებ და შემიძლია ეს დამპალი დღიურიც მოგაშორო თავიდან..
- არა, - სასწრაფოდ იუარა მარკმა და ყავისფერი ტყავის ბუდეში ჩასმულ უცნობი ავტორის დღიურს შეავლო თვალი, - მე თვითონ მივხედავ... მეც უნდა წავიდე, დღეს ვანესას ვხვდები, კოქტეილზე დავპატიჟე, - მარკმა სპორტულ საათს დახედა, ძალიან უყვარდა ეს საათი, "პათფაინდერი" საკმაოდ ძვირადღირებულ სპორტულ საათებს აწარმოებდა, რასაც თავისი სტიპენდიით მარკი ვერანაირად ვერ გაწვდებოდა, ამიტომ მამამ დაბადების დღეზე საჩუქრად მიართვა.
- ვანესა? - ეშმაკურად ჩაილაპარაკა კეიმ, - იციი თითქოს წინასწარმეტყველური ნიჭი მეწვია, მე ვხედავ.. - მან დამცინავად მოწკურა თვალები, - ვხედავ,.. შენ ლაპარაკობ, ისიც ლაპარაკობს, მერე ერთმანეთთან ახლოს ჯდებით, ფეხებით ეხებით ერთმანეთს, მერე...
მარკმა სიცილით უბიძგა ხელი და ეშხში შესულ კეის მაიმუნობა შეაწყვეტინა.
- კარგი, კარგი, მაგვიანდება, - კეიმ სწრაფად ჩაიცვა, ჩანთა მხარზე მოიგდო, მეგობარს დაემშვიდობა და კარებში გაუჩინარდა.
...მოსაღამოვებული იყო, ოდნავ ცრიდა, ქალაქგარეთ მდებარე ბარიდან ქალაქ სალემისკენ გაწოლილ ნაწვიმარ ასფალტზე სწრაფად მიჰქროდა შავი "დოჯი ჩერჯერი", სველ ასფალტს გახურებული საბურავების შეხებისას შიშინი გაუდიოდა. მარკმა "ქემელის" კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, რამოდენიმე ღრმა ჩასუნთქვა გააკეთა და ცისფერი კვამლი ოდნავ ჩაწეული ფანჯრისკენ გაგზავნა, მერე უკანა ხედვის სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიცინა. დიახაც, კმაყოფილი იყო, რატომაც არა, სწავლობდა კოლეჯში, დედამისი ამავე კოლეჯში ფიზიკის ლექციებს უძღვებოდა, მამამისი კი ქალაქ სალემის მერი იყო, ბიძა-ამავე ქალაქის შერიფი, ჰქონდა ავტომობილი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა, ჰყავდა კარგი და ერთგული მეგობრები და ბოლოს, კოლეჯის ბეისბოლის გუნდის მხარდამჭერ გოგონათა ლიდერი მასზე გიჟდებოდა.
მარკმა კვლავ კმაყოფილებით ჩაიცინა და აქსელერატორს დააწვა, ალკოჰოლმა უკვე შეაღწია სისხლში და თავისას შვრებოდა... მანქანის გარეთ კიდევ უფრო ჩამობნელდა, ცა ტყვიისფერმა ღრუბლებმა დაფარა, აქა-იქ გაიელვა კიდეც.. მარკმა ბოლოჯერ მოქაჩა სიგარეტი და ფილტრი ფანჯარაში მოისროლა, ამ დროს მისი ყურადღება გზის გასწვრივ მდებარე ტყეში რაღაც უჩვეულომ მიიპყრო, მარკმა ოდნავ შეანელა სვლა და ჩაბნელებულ ტყეს დააკვირდა, მოეჩვენა, თითქოს ვიღაც თუ რაღაც მისგან პარალელურად მოძრაობდა ტყის ზოლში, უხმაუროდ, არც ტოტების ლეწვის ხმა გაუგონია მარკს, ის რაღაც თითქოს მოჩვენებასავით მოჰყვებოდა გვერდით, მარკმა კიდევ უფრო შეანელა მოძრაობა და ტყეში მორბენალ ფიგურას დააკვირდა, ამ დროს ამ რაღაცამ თუ ვიღაცამ თავი მოაბრუნა და მარკმა დაინახა მოყვითალო ფერის ანთებული თვალები..
მარკს შიშისგან ყვირილი აღმოხდა და მთელი ძალით დააწვა აქსელერატორს, მანქანამ დაიღმუვლა და საბურავების წივილით გავარდა ასფალტზე. მარკი შეჩერებას არ აპირებდა, უმატებდა და უმატებდა სისწრაფეს და უეცრად შუა გზაზე მდგარი რუხი ფიგურა შენიშნა, რომელსაც ნაწილობრივ წვიმის ფარდა ფარავდა და რომელსაც უმოწყალოდ უახლოვდებოდა გაგიჟებული "ჩერჯერი". მარკმა წამის მეასედში გაიფიქრა, რომ დამუხრუჭებას ვერ მოასწრებდა, მაგრამ ადამიანურმა ინსტიქტმა თავისი გაიტანა, მარკი მუხრუჭს დააწვა, მანქანამ ჭრიალის ხმა გამოსცა, მაგრამ ჩვენი საუკუნის გამოგონებამ, რომელსაც ავტომოყვარულები ABS-ს უწოდებენ, იხსნა მანქანა გზის პირას მდებარე თხრილში გადავარდნისგან, სამაგიეროდ...მანქანის სრულად შეჩერება მარკმა ვერ შეძლო და შეჯახებამდე ერთი წამით ადრე დახუჭა თვალები...მანქანა გვერდულად შეეჯახა რუხ ფიგურას, გაისმა შუშის მსხვრევის და ფოლადის ლეწვის მჭახე ხმა.. დარტყმამ რუხი ფიგურა დაახლოებით ორმოდაათი მეტრის მოშორებით მოისროლა, დარტყმისას მარკმა საჭეს დაჰკრა თავი და ყველაფერი წყვდიადში ჩაიძირა...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ბელუ შეროზია

ვაუ scream თვალებგაფართოებული ვკითხულობდი ! ეხლა ვნახე და სამივე ნაწილი წავიკითხე. ზოგადად ვგიჟდები ამ ჟანრზე და უკვე ვნატრობდი რომ ვინმეს დაეწერა კიდევ. smile მაგრამ...აი...პატარა თავებს დებ! ნაწერს არ ვიწუნებ, გამართულია. თუ თავებს გაზრდი გეტყვი, რომ ძალიან მომწონხარ!! heart_eyes grinning

 



№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

ვუიჰ... scream როგორ მიხარია, რომ ასეთ ჟანრს ისევ შევეჩეხე. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. heart_eyes მომწონს ძალიან და ახალი თავი მინდა!!

 



№3  offline წევრი talia

მომწონს ეს ჟანრი.მალედადე და თავები გაზარდე ქთხოვ კარგად წერ.

 



№4  offline წევრი ჰაიკო

დღეში ერთ თავზე მეტს ვერ ვდებ. თავების მოცულობა რათქმაუნდა გაიზრდება.

 



№5 სტუმარი Med25

დოჯი ჩერჯერი?! ახლა უფრო მეტად მომწონხარ ავტორო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent