შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 7


8-04-2018, 12:31
ავტორი Saally Saally
ნანახია 575

შენს მკლავებში დავლევ სულს 7

ეზოში ვერცხლისფერმა ლამბორჯინმა შემოუხვია,უკან ორი შავი ბმვ მოჰყვებოდა,ნიკა გადმოვიდა ახალი მანქანიდან და დანარჩენი მანქანებიდან მისი კოლეგებიც გადმოსხდნენ,უჩვეულო სიტუაციამ ნიკა გააკვირვა,სახლის წინა მხარეს ალაგ-ალაგ სისხლი დახვდა.. სასწრაფოდ ყველამ იარაღი ამოიღო და ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ გზას. წინ რა თქმა უნდა ნიკას კელეგები მიდიოდნენ,უკან ის.. სახლში შესვლისას სიმშვიდე დახვდათ და უცებ კარის ჯახუნის ხმა გაისმა. დაფეთებული ნიკა მაშინვე გამოაფხიზლა ხმამ და უკან გამობრუნდა. ნიღბიანებს ხედავს მის წინ 25 ადამიანი იშლება..
-აქ რა ხდება???
ნიღაბს იხსნის ყველა და ნიკას თვალები უფართოვდება,კოლეგები ერთმანეთს უყურებენ,ვერ ხვდებიან გახსნან თუარა ცეცხლი თავისიანების წინააღმდეგ.
-აქ რა ხდება მეთქი ბიჭო?
-ვერ მიცანი?
-დავით?
-შენს მოსაკითხად მოვედი.
ნიკას ხმაში შიში და გაურვევლობა ერთიანად ირევა. დაძაბული უყურებს მათ და მთავარ პასუხს ელოდება...
-გილოცავ,ახალი ლამბორჯინი დაგითრევია... ცინიკურად ჩაილაპარაკა თორნიკემ
-მოთმინებიდან არ გამომიყვანო თორე ტვინს გაგასხმევინებ აქვე
-მერე რაღას ელოდები???
დაძაბული საუბარი მაშინვე სკდება,სკდება და ცეცხლს ხსნიან ნიკას მხარეს მდგომი ტიპები,ზოგი ცდილობს რამეს ამოეფაროს,ზოგი უკვე დაჭრილია,თორნიკეს ტყვიები მხარში მოხვდა და ცდილობდა გაქცეულიყო მეორე სართულისკენ.ნიკას ორი კაცი იქვე მოკვდა.უტა დავითს ანიშნებდა მესამე სართულზე ასულიყო და ის გასაღები ეპოვა რომელიც იოანეს დაიხსნიდა. უტა კართან ელოდება დავითს როცა უკნიდან იარაღიანი მიადგა და ტვინი გაასხმევინა. დავითი წყობიდან გამოვარდა როცა დაინახა მეგობარი როგორ წაიქცა და პირდაპირ მის წინ მოექცა სახე საიდანაც სისხლი სდიოდა,კაცმა ღრიალი ატეხა და იარაღის სროლა დაიწყო გაუჩერებლად მთელს დერეფანში, ტყვიები ყველა ფეხზე მდგომს მოხვდა და ყველა ადგილზე მოკვდა. ნიკა სახლიდან გაიქცა მაშინვე როცა თავისიანები შემცირდნენ და მას აღარავინ დაიცავდა.. მაშინვე მანქანა დაქოქა და იქაურობა დატოვა.. თორნიკემ სწრაფად აირბინა კიბეები სადაც ვეღარ ირჩეოდა ამდენ გვამში მეგობარი... მხოლოდ იმით მიხვდა,რომ დავითი ერთს თავზე ედგა და სიმწრის ცრემლები სცვიოდა... თორნიკე ადგილზე ჩაიმუხლა და მეგობარს თვალებზე ხელი გადააფარა...
-უტა..უტა მოკვდა..უტა,რომელიც რაც არუნდა ყოფილიყო ყოველთვის ხუმრობდა,ყოველთვის ყველას აცინებდა...უტა ყველაზე პატარა იყო მეგობრებს შორის..ყველას პატარა ძმასავით უყვარდა.. ჩვენი პირმცინარი უტა...ჩაილაპარაკა და მასაც ცრემლი გადმოვარდა მწარედ.. კედელს რტყმა დაუწყო გაუჩერებლად,მისი პირიდან ცხოველივით ისმოდა ღმუილი...
დავითმა ნიკას უჯრა გატეხა და ყველა გასაღები ამოიღო რაც კი თვალში მოხვდა... ბიჭები ქვევით ჩავიდნენ თავისიანების სანახავად,ვაჩე კიბეებთან ეგდო,ფეხიდან და მხრიდან სისხლი მაგრად სდიოდა და თვალების გახელა უჭირდა, ოცდახუთი კაციდან მხოლოდ ათი გადარჩა... უზარმაზარი ქათქათა სახლის ყველა სართული წითლად შეღებილიყო... მეგობრების მწუხარების გამო ყველა ცხარედ ტიროდა... ეს საშინელი დღე,საშინელი და აუტანელი იყო..რომელიც არც ერთ მათგანს არასდროს დაავიწყდებოდა...ეს ალბათ მათი სასჯელიც იყო..სერიული მკვლელების სასჯელი რომელიც ღმერთმა მათ დაუბრუნა მეგობრების ტკივილით.. რადგან მათ მრავალი ადამიანისთვის მიუყენებიათ ტკივილი ნებით თუ უნებლიედ...
-დავით,წადი დაიხსენი იოანე.. მე წავალ და ვინც დაჭრილია იმათ მივხედავ..თუ რამეა ხაზზე ვარ.. აბა შენ იცი..
დავითი მეგობრის სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმლით მიადგა იოანეს საპყრობილეს...იოანე ნაცემი და გონება დაკარგული ეგდო,კარი გააღო და მეგობარს ხელი დაადო მხარზე.
-იოანე..მე ვარ.. ადექი,წავედით.
-ეს რაარის?დაჭრილი ხარ?
-ყველაფერს მოგიყვები,ახლა არ შემიძლია ლაპარაკი,წავედით.
საშინელი დღე დაატყდათ მეგობრებს,ამდენი მეგობრის დამარხვა უწევდათ ერთად და მათთან სამუდამოდ გამომშვიდობება.. ეს საშინელი სისხლიანი დღე იყო... იოანე თავის თავს ამას არ პატიობდა რა თქმა უნდა.. თორნიკე და დავითი ცდილობდნენ დამშვიდებას,თუმცა სიმშვიდეს იმ დღეს ვერავინ პოულობდა. იმ დღეს ევასთანაც არავინ მისულა,ევა მხოლოდ ოთახის კედელთან იყო მოკეცილი და მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ ვერავინ ვერ გადაურჩა ამ ამბავს,ახალგაზრდა ქალი ცრემლებში იხრჩობოდა და მხოლოდ იმას ელოდა,კარები ნაცნობს გაეღო და კარგი ამბავი მოეტანა..
ღამის ოთხი საათი იყო,როცა კარზე ნაბიჯების ხმა გავიგე,სისხლში გაჟღენთილი დავითი აესვეტა კართან და მის უკან იოანე იდგა.
-იოანე...იოანე... მელანდება? მეჩვენები?
მასთან სწრაფად მივრბივარ და სახეზე ხელებს ვადებ.
-ეს შენ ხარ.. შენ ხარ.. არ მეჩვენება.. ნამდვილი ხარ..
ცრემლებს ვერ ვიკავებ და თავისით მოდის ღვარღვარით...
იოანე ცივად მაშვებინებს ხელებს და გვერდით მწევს.. ვერ ვხდები რა დავაშავე,რა ხდება...რატომ არ მეკარება..
-იოანე,რა მოხდა.. გთხოვ მითხარი..
-არ მინდა ახლა ლაპარაკი...სკამზე ჯდება და ნაფაზსს არტყავს,
მის წინ ვიმუხლები და ცრემლნარევი თვალებით თვალებში შევყურებ.მისი თვალები კი.. ასეთი გატეხილი ის არასდროს მინახავს... მის ხელს ჩემს ხელში ვაქცევ და ვკოცნი..
-რაც არუნდა იყოს,მიხარია რომ ცოცხალი ხარ.. მე მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი...მისი ყურებით დიდხანს არ დავმტკბარვარ.. ადგა და მალევე წავიდან სახლიდან... ისევ გამიცივდა ხელები,ისევ გაიცრიცა მისი სურნელი ჰაერში და უმისობა ისევ ვიგრძენი.. საწოლზე ვწვები და მხოლოდ იმითღა ვარ ბედნიერი რომ ის ცოცხალია..
3 კვირა გავიდა მომხდარი ამბის შემდეგ... მეგობრების გულები დიდმა შავმა ლაქამ მოიცვა რომელიც ძნელი მოსაშორებელი იყო... ნიკა არ გამოჩენილა იმ ამბების შემდეგ,იოანე იმ სახლში დაბრუნდა სადაც სისხლი უხვად დაიღვარა,ახსენდებოდა ამ სახლში როგორ მიჰყავდა კოტეს პატარა,როგორ ეფერებოდა,როგორ არიგებდა,როგორ დარბოდა კიბეებზე კოტე კი ნერვიულობდა არაფერი სტკენოდა.. იოანე მამის კაბინეტში შევიდა და იქ მოეწყო,ახლა ეს სახლი იოანეს ეკუთვნოდა... ნიკას გამოჩენა და მისი სიკვდილი ერთი იქნებოდა,იოანე ამას არასდროს აპატიებს ნიკას...არასდროს.. იოანეს ახლა მხოლოდ შურისძიება სწყუროდა,დღე არ გადიოდა ნიკას ძებნაში,ერთ დღეს არ აგდებდა,არც ერთ წუთს და არც ერთ საათს... იოანე ევასთან მთელი ერთი თვე არ მისულა,არც მოუკითხავს... მხოლოდ დავითი,თორნიკე და ვაჩე ხვდებიან ერთმანეთს კიდევ რამოდენიმე მეგობართან ერთად (ვინც სროლის დროს გადარჩა)ახალ ახალ გეგმებს აწყობენ სად ჩააძაღლონ ნიკა..
****
დილით უემოციოდ ვდგები,რძიან ყავას ვიმზადებ და აივანზე გავდივარ,ქვევით ვიხედები და შავ BMW-ს ვხედავ,გული მიჩქარდება ისე რომ ჩემი გულისცემა მესმის. კიბეებს სწრაფად ჩავუყვები და კარს ვაღებ.
-იოანე?
თვალებში ვუყურებ და ისევ ის დარდიანი სახე აქვს როგორიც იმ დღეს ჰქონდა.. სახლში შემოდის და მისაღებში გადის.. სავარძელში თავსდება და მიყურებს. მის წინ ახლოს მივდივარ და ვიმუხლები,ხელს ვადებ ხელზე და იმედს ვიტოვებ რომ ახლა მაინც დამელაპარაკება...
-იოანე... მე ყველაფერი ვიცი.. ძალიან ვწუხვარ შენი...... შენი...მეგობრების გამო... წყვეტილად ვეუბნები,მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა და მასაც უჭირს ამის გაგონება.. ოხრავს და სხვა მხარეს იხედება..
-იოანე გთხოვ დამელაპარაკე...ნება მომეცი ტკივილი გაგინელო..გთხოვ..
მეც გულს მტკენ ამდენი სიჩუმით...გთხოვ რამე მითხარი...თვალებში მიყურებს და ტუჩის კუთხეში ოდნავ სევდიანად ეღიმება,
აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ ისე სწრაფად დგება და ხელში მიყვანს,ფეხებს ვხვევ მას და ძალიან ახლოს ვეკრობი, მხოლოდ ზურგის ტკივილს ვგრძნობ რადგან კედელს მწარედ ვეჯახები,მთელი ძალით მეკრობა და განძრევის საშუალება არ მაქვს,მაისურში ხელს მიცურებს და ტუჩებში მვარდება და მთელი ვნებით მკოცნის..ხმაურიან კოცნას ყელზე აგრძელებს,ყოველი მომდევნო კოცნა ერთი მეორეზეა ტკბილია,ტანში ჟრუანტელი მივლის და სიამოვნებისგან ოხვრა მწყდება,ის მალევე ჩერდება და მშორდება...
- არ შემიძლია... ამბობს და ისევ მარტო მტოვებს.
თითებს ტუჩების და ყელის გარშემო ვიდებ,გაშეშებული ვდგავარ და გაურკვევლად ვიყურები,ღია კარს ვხურავ და თვალებიდან ცრემლები მცვივა.. ფანჯარაში ვიხედები და მხოლოდ იმას ვუყურებ როგორ ჯდება მანქანაში და სწრაფად ტოვებს ტერიტორიას.
ნაწყენი და გულგატეხილი გავდივარ აბაზანაში და შხაპის ქვეშ ცხელ წყალს ვამშვიდებინებ თავს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ასე რატომ მექცევა,ასე ცივად,ასე საშინლად... მეტირება და ცრემლებს უფლებას ვაძლევ გზა გაიკვალონ...
მოკლედ,დღეს ძებნა გრძელდება ამა და ამ ტერიტორიაზე,თითს ადებს იოანე რუქას და თორნიკეს ანიშნებს.. ეს ძებნა რა თქმა უნდა ისევ ნიკას მიმართულებითაა..კარზე კაკუნით შემოდის დავითი და მეგობრებს უღიმის.
-რას განიხილავთ?
-რასაც გუშინ და გუშინ წინ.. როგორც ყოველთვის ძმაო.
-გუშინ ჩემს სახლში იყავი? გაკვირვებული კითხულობს დავითი.
-კი,ვიყავი,მერე? იოანე მზერას აშორებს მეგობარს და მაგიდასთან ჯდება, საფეთქელზე იდებს ხელს გაურკვეველი გამომეტყველებით.
-მერე არაფერი..უბრალოდ ევა საერთოდ არ მცემს ხმას,ოთახიდანაც არ გამოდის,რამე უთხარი?აწყენინე?
იოანეს მწვანე თვალები ენთება ბრაზისგან და ახსენდება მისი გაუმართლებელი საქციელი და იღუშება.
-არა,რა თქმა უნდა.
სკამით გვერდით ტრიალდება და ტელეფონის სენსორს უაზროდ ატრიალებს.
-იოანე..გიცნობ..და უკვე ევასაც..ვიცი,ძალიან გვიჭირს ახლა საღ გონებაზე ვიყოთ მაგრამ.. საყვარელ ქალს ნუ აწყენინებ..
იოანე ვითომ ყურად არ იღებს მის ნათქვამს და მზერა ისევ რუკაზე გადააქვს,მერე დავითს აჩვენებს სად უნდა წავიდნენ.
დღეები უაზროდ გადის ნიკას ძებნაში.. როგორც ჩანს ის უფრო შორს გაიქცა,ვიდრე იოანეს და დავითს ეგონათ.. ისღა დარჩენოდა,მხოლოდ კვალს გაჰყოლოდნენ და დალოდებოდნენ იმდენ ხანს,რამდენიც დასჭირდებოდათ.
ევა ისევ მოლოდინში ატარებს თავის ცხოვრებას... მოლოდინში,როდის დადგება მისი თავისუფლების დღე..გოგონას ცხოვრება უაზროდ იწელება,იოანე ამასაც ვერ პატიობს თავის თავს რომ ევას ცხოვრება ასე უწევს.. მერე ისევ საშინელი სისხლიანი დღე ახსენდება და არაადამიანურად მანიაკი ხდება..
დავითი სახლში შემოდის და ოთახის კარს აღებს,მე ყავას ვსვამ და წიგნის კითხვაში ვარ გართული..
-ევაა.. კაკუნით შემოდის და ჩურჩულით წარმოთქვამს ჩემს სახელს.
-ჰო?
-როგორ ხარ?
-ამ..არამიშავს, ვუღიმი და სწრაფად ვიშორებ ღიმილს, კითხვას ვუბრუნდები.დავითი რატომღაც მაკვირდება უკვე რამოდენიმე წუთია და წიგნიდან თავს ვიღებ და მზერა ისევ მისკენ გადამაქვს.
-დათო? რა ხდება?
-აა არაფერი.. დათო ფხიზლდება და ევას კოლოფს აწვდის წერილით.
-ეს რაარის?
-გახსენი და ნახავ.
ოთახიდან გადის და კოლოფს სწრაფად ვიღებ,ჯერ კონვერტს ვხსნი და ღმერთო.. არა....


ჩემო საყვარლებო,დიდი მადლობა რომ მოგწონთ ჩემი მოთხრობა,ძალიან მიხარია როცა პირადში მწერთ ან თუნდაც კომენტარს მიტოვებთ,ეს ყველაფერი მე დიდ სტიმულს მაძლევს და მაბედნიერებს,იმედი მაქვს რომ ეს თავიც მოგეწონათ,ველი თქვენს შეფასებებს <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი lia

namdvilad kargi motxrobaa,saintereso

 



№2  offline წევრი Saally Saally

სტუმარი lia
namdvilad kargi motxrobaa,saintereso

მადლობა ^_^ <3

 



№3 სტუმარი ელეე

არაფერი დაუშავო იოს რა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent