შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ (თავი 7)


8-04-2018, 15:12
ავტორი ლიდია
ნანახია 372

მხოლოდ შენ (თავი 7)

თავი 7
იმ დღესვე წავედი მაიას სახლში, ბარგი იქ მქონდა დატოვებული და უნდა წამომეღო.
არ ვიცოდი რა იქნებოდა აწი ჩემსა და ზუკას შორის...
კარები ღია იყო, ზუკას ოთახში შევედი.
თავადაც აქ იყო, საწოლზე იწვა და ტიროდა.
როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და დამემშვიდებინა, მაგრამ ბევრჯვერ მკრა ხელი და საკუთარმა თავმოყვარეობამ არ მომცა ამის საშუალება.
ნაცრისფერი თვალებით შემომხედა და ნერვიულად გადაიტარა ხელები თავზე.
-უბრალოდ ბარგს ავიღებ და წავალ.
ყველაზე მეტად იმან მატკინა გული, რომ წასვლის საშუალება მომცა, არაფერი უთქვამს და არც გამომკიდებია.
ელზას სახლისკენ ავიღე გეზი.
გზაში ჩემ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და თავში სხვა მრავალ კითხვასთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაწუხებდა.
რატომ მე?
დედას სიკვდილი, თავშესაფარი, ზუკა, დაჩი, სალომე, ავთოს გამოჩენა (ელზას მოღალატე ქმარი), ზუკას მამა, მაია და ბოლოს გულგატეხილი მე...
ნაცნობი სახლის კარები სალომემ გააღო. დავაკვირდი, ისევ ხასხასა ფერებში იყო და ორი ნაწნავი გაეკეთებინა.
-შეიძლება? - ვთქვი და ტირილი ამივარდა.
-ჩემი საწყალი ნუციკო! მოდი.. მოდი.
სახლში შევედი და სალომემ გულში ჩამიკრა, დიდხანს ვტიროდი და ისიც მაძლევდა გულის მოფხანვის საშუალებას.
-სასწაული ბავშვი ხარ სალომე, მადლობა!
ჩემ ძველ ოთახში დავბინავდი.
საჭმელი გავაკეთე, საღამოს სახლში ელზა და დაჩი შემოვიდნენ. დეჟა ვუ მქონდა.
არცერთს გაკვირვებია ჩემი აქ ყოფნა, გულთბილად მომესალმნენ.
ვჭამე და ოთახში ავედი. სარკეში დავაკვირდი ჩემ თავს, ადამიან აღარ ვგავდი. ნამტირალევი სახე, ჩაწითლებული მწვანე თვალები, აწეწილი თმა და მიმხმარი სიახლი კოჭთან ახლოს.
შხაპი მივიღე და დაძინება ვცადე. წამითაც არ მომიხუჭავს თვალები.
მაია მენატრებოდა, ზუკაც მენატრებოდა...
იტალიაში აღარ წავალ, ალბათ აქ დავრჩები.
მაიას დასაფლავება ყველაზე ძნელი იყო ჩემთვის, გულით დავტიროდი მის უსიცოცხლო სხეულს. ამ ბოლო დროს ბევრჯერ ვნახე მიცვალებული.
ზუკასკენ მზერა მაინც მეპარებოდა, რომელიც უსიცოცხლოდ იჯდა სკამზე.
სანამ დაჩის მანქანაში ჩავჯდებოდი და სახლისკენ წავიდოდით, ზუკამ გამაჩერა.
-ნუცა.
-რა? - თვალებში ვერ ვუყურებდი.
-მე მივდივარ. უნდა.. უნდა დავისვენო ყველაფრისგან. დედა და მამა ძალიან მიყვარდნენ.. არ მინდა მიყურო ასეთს, განადგურებულს. მე არაფერი მაქვს, უნდა წავიდე. მაპატიე. მიყვარხარ ნუცა ხომ იცი ეს? მხოლოდ შენ მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად. დავბრუნდები. დამელოდე გთხოვ!
ხმას ვერ ვიღებდი. ზუკამ თავი ამაწევინა და მაიძულებინა მისთვის თვალებში შემეხედა. ვაკოცე. დიდ ხანს ვკოცნიდი.
-მეც მიყვარხარ. დაგელოდები. - ესღა ვუთხარი და მანქნაში ჩავჯექი.
გულს მიკლავდა იმაზე ფიქრი, რომ ის მტოვებდა. დაველოდები, რათქმაუნდა დაველოდები ის ხომ ჩემი ვარსკვლავთბიჭუნაა, მაგრამ უკვე მენატრება...
ქიმიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე წარმატებით და სწავლაც დავიწყე, ამასობაში ცრემლებით სავსე ერთი წელი გავიდა.. ზუკას გარეშე.
სიკვდილამდე მენატრებოდა. მის შემდეგ არავინ მყოლია. მას შევპირდი, რომ დაველოდებოდი და ასეც ვიქცევი. წამი არ გადის მასზე ფიქრის გარეშე.
მე და სალომე საუკეთესო მეგობრები ვართ, დაჩისთანაც დამილაგდა ურთიერთობა. მათი ოჯახის წევრად ვიქეცი.
ცხოვრებაში რაღაც ცვლილება მინდოდა შემეტანა და ასეც მოვიქეცი.ჩემი გრძელი თაფლისფერი
თმები კარედ შევიჭერი და შავად შევიღებე. საკუთარ თავს არ ვგავდი და ეს მომწონდა.
ბოქსზე დავიწყე სიარული, მინდოდა ჩხუბი და თავის დაცვა მესწავლა. იმაზე “მამაკაცური” გოგო გავხდი, ვიდრე წარმომედგინა.
ბევრს აღარ ვტიროდი, ზუკას ფოტოებსაც არ ვნახულობდი და ვცდილობდი აღარც მეფიქრა მასზე.
ყოველთვის ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ვიყავი.
ბოქსის მასწავლებელს ალექსი ერქვა, ჩემზე ორი თავით მაღალი და დაკუნთული ბიჭი იყო, ასე 20-22 წლის. ქერა თმები ჰქონდა და ყავისფერი თვალები. საკმაოდ სიმპატიურიც იყო.
მაგრამ ზუკა ლამაზია.
არ ვიცი ახლა ის სად არის, მაგრამ ვგრძნობ რომ უვნებელია.
-რაზე ჩაფიქრდი? - მკითხა ალექსიმ.
-ბოდიში, ყურადღება გამეფანტა. რაზე გავჩერდით?
-უკნიდან თავდასხმის შემთხვევაში თავის დაცვაზე. ეს უნდა იგრძნო. რომ მოგიახლოვდება ჯერ მოულოდნელად ამოარტყავ ფეხს, სანამ გონზე მოვა შემობრუნდები და გათიშავ.
პრაქტიკაც გავიარეთ.
ალექსს სხეულის უმეტესი ნაწილი ტატუირებული ჰქონდა.
-ყველა ტატუს თავისი ისტორია აქვს. - მითხრა როდესაც დაინახა როგორ ვათვალიერებდი.
-მომიყევი თუ საიდუმლო არაა.
-ეს - ალექსიმ თითი ლავიწთან ამოსვირინგებულ თარიღზე მიიდო “15.02.2004” - მამაჩემის გარდაცვალების თარიღია, ძალიან მიყვარდა, მან შემასწავლა ბოქსის ხელოვნება. ეს - ახლა თითი ფერდზე დაიდო, სადაც ასახული იყო თუ როგორ ხლიჩავდა ნაზი ხელები გულს შუაზე - პირველი იმედგაცრუების შედეგია და ასევე იმის, რომ აწი ადვილად არავის ვენდო. აი ესენი - უკან მიყრიალდა და ზურგი დამანახა, რომელიც მთლიანად დაეფარა ლამაზი ფრთებით - ჩემი ძლიერების სიმბოლოა. ფეხებზე კი ბოქსის ხელთათმანები მაქვს გამოსახული.
-ღმერთო ჩემო, შთამბეჭდავია!
-გინდა შენც ტატუ? გაგიკეთებ. კარგად ვაკეთებ მერწმუნე, საკუთარო სალონი მაქვს.
-მე? ამაზე არასდროს მიფიქრია...
-რაიმე გაბრკოლებს?
-არც არაფერი. კარგი. გავიკეთებ რამეს.
ალექსიმ ტატუ სალონში წამიყვანა.
-აბა რა დაგახატო და სად?
-დავფიქრდები. არ მინდა ვინანო.
-აი ალბომი და დაათვალიერე.
ალბომი სავსე იყო სხვადასხვა ტატუს ფოტოებით, ზოგი ზემდეტად დიდი იყო, ზოგიც არ მომეწონა.
ბოლოს არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გავაკეთე და ალექსს ვუთხარი ლავიწის ძვალთან დაეხატა.
რამდენჯერმე წამოვიკივლე სიმწრისგან, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე მივხვდი - ღირდა.
ვარსკვლავი, მთვარე და მზე დავიხატე, გვერდიგვერდ, პატარები. ძალიან მომეწონა.
ვარსკვლავი ზუკას გამახსენებდა, ხოლო მზე და მთვარე ჩემი სიმბოლოები იყო.
“მზე ხარ მთვარის ჩრდილით დაფარული”.
-ძალიან კარგია. - ცრემლებით ამევსო თვალები.
-ხომ კარგად ხარ? - მკითხა ალექსიმ.
-კი, კი. დიდი მადლობა. - ფული დავუტოვე დიდი “ჯიკაობის” შემდეგ და სახლში წამოვედი.
ყველას მოეწონა ჩემი ტატუ, მაგრამ მნიშვნელობა არავისთვის ამიხსნია.
რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტატუ გავიკეთე, ხერხემლის ჩაყოლებაზე. მზის სისტემის პლანეტები, ფერადად.
ძალიან მომწონდა ჩემი ზურგი, ასე რომ ძირითადად ზურგამოჭრილ მაისურებს ვიცვამდი.
ინსტიტუტიც მომწონდა, იქაურობა ჩემ მეორე სახლად იქცა, საათობით ვიჯექი ბიბლიოთეკაში და წიგნს ვკითხულობდი. ერთი მეგობარიც გავიჩინე - ანი.
ის ძალიან მხიარული გოგონა იყო, სალომესნაირი. ჟღალი თმა ჰქონდა და ძალიან ჰგავდა დისნეის პერსონაჟს - მამაცს.
ორი წლის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანად ვიქეცი, შემეძლო ნებისმიერი გადამეტეხა ძვლებში და თან ორგანული ქიმიის ყველა ნაერთი წამში ჩამომეთვალა. ვცდილობდი ზუკა აღარც გამხსენებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მისი სიყვარული ერთი წვეთითაც არ გამნელებია.
ზაფხულის გატარებას ანის სოფელში ვაპირებდი, სადაც ჩემ გარდა მისი ძმა და ძმის მეგობარი იქნებოდნენ.
ანის ძმას ლაზარე ერქვა, ხოლო მის ძმაკაცს დათო.
ორივე კარგი ბიჭები იყვნენ. ლაზარეს წითური თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. დათოს შავი თმა და შავი თვალები.
პირველივე წამიდან მივხვდი იმას, რომ ანის დათოს მიმართ გრძნობები ჰქონდა და არც ის იყო მის მიმართ გულგრილი.
სვანეთში წავედით.
აქაურობა ძალიან ლამაზი და მომნუსხველი იყო. სიმწვანე, მაღალი კოშკები და მთები. მზე ანათებდა, მაგრამ მაინც ციოდა.
-აბა გოგოებო რა გავაკეთოთ? - იკითხა ლაზარემ.
-ძალიან დაღლილები ვართ. დღეს ჯობია სახლში ვიყოთ.დათვალიერება ხვალიდან დავიწყოთ! - განაცხადა ანიმ და მეც თავის დაკვრით დავეთანხმე.
-მაშინ რამე ვითამაშოთ! - თქვა დათომ.
-ჰმმ მე არასდროს-ზე რას იტყვით? - წამოვაყენე აზრი.
-აგვიხსენი.
-ყველას გვაქვს ათი თითი. ერთმა უნდა თქვას რაიმე პირობა, მაგალითად : მე არასდროს მიჭამია სუში. თუ გიჭამია მაშინ თითს ჩამოწევ, თუ არა - არა. ვინც პირველი მოხრის ყველა თითს ის წააგებს!
-მაშ დავიწყოთ!
დავიწყეთ თამაში. პირველად მე ვთქვი:
-მე არასდროს მომიწევია სიგარეტი.
მე თითი არ ჩამიწევია, დანარჩენმა სამმა კი ჩაწია.
-შენ როდის მოწიე? - ერთდროულად იკითხეს ლაზარემ და დათომ,რაზეც გამეცინა.
-მე არასდროს დავმთვრალვარ. - დააიგნორა ბიჭების რეაქცია ანიმ.
მე ისევ არ ჩამიწევია თითი , ხოლო მათ ისევ ჩაწიეს.
-სერიოზულად? არასოდეს დაგილევია? - გაუკვირდა ლაზარეს.
-ხო, რა იყო?
-ერთ დღეს აუცილებლად დაგათრობთ!
-მე არასდროს მყვარებია. - თქვა დათომ.
დაუფიქრებლად ჩავწიე თითი და ლავიწის ძვალზე გადავიტარე თითი, ვარსკვლავი მოვხაზე.
ანიმ და დათომ ერთმანეთს შეხედეს, გაწითლდნენ და თითები ჩაწიეს. ლაზარეს თითი არ დაუწევია.
-მე არასდროს მიკოცნია ვინმესთვის ტუჩებში. - თქვა ლაზარემ.
ამჟამად ანის გარდა ყველამ დავწიეთ თითები.
-ღმერთო ანი! არავისთვის გიკოცნია? - საყვედურნარევი მზერით გავხედე.
-ხო, ასე გამოდის...
თამაში ხალისიანად მიდიოდა. ერთი თითიღა დამრჩა, როდესაც ლაზარემ თქვა:
-მე არასდროს გამიკეთებია ტატუ.
როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მე მქონდა.
-გვანახე რა! - დაინტერესდა ლაზარე.
ანის ნანახი ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელობები არც მან იცოდა.
ჯემპრის საყელო ჩამოვიწიე და ლავიწთან დამშვენებული მზე, მთვარე და ვარსკვლავი დავანახე მეგობრებს.
-ძალიან ლამაზია!
-ერთი კიდევ მაქვს,მაგრამ ახლა ვერ განახებთ, ზურგზეა. მზის სისტემის პლანეტებია.
-გასაოცარი გოგო ხარ. - ჩაილაოარაკა ლაზარემ.
-მადლობა. - დავიმორცხვე.
-კარგი. გვეყო თამაში. ახლა დალევის დროა! - თქვა გამხიარულებულმა დათომ.
ბიჭებმა ლუდები ამოიტანეს, სასმუსნავებთან ერთად.
პირველმა ყლუპმა ყელი ჩამიწვა, შემდეგ ნელ-ნელა უფრო და უფრო მსიამოვნებდა ეს გემო.
ბოლოს რაც მახსოვს ის იყო, რომ გარეთ გავედით და ტატუს სალონისკენ წავედით, რომელიც სოფელთან ახლოს ჰქონდა გახსნილი ლაზარეს მეგობარს.
მეორე დილას უსიამოვნო შეგრძნებამ გამაღვიძა. სხეული მეწვოდა.
თავი მისკდებოდა.
უდაოდ ნაბახუსევის ბრალია.
სააბაზანოში შევედი საბანაოდ და ტანზე გავიხადე.
სარკეში, რომ ჩავიხედე გაოცებისგან წამოვიკივლე.
-ეს რა ჯანდაბაა?!
მკერდზე, შუაში ახალი ტატუ მქონდა, ეს მეწვოდა თურმე!
კარგად დავაკვიდი.
ლამაზი ხაზები უცნაურ ორნამენტებს ქმნიდა. ყელთან ახლოს დედაჩემის სახელი მეწერა.
“სოფი”.


ჰმმ.. ამ თავით ვამთავრებდი, მაგრამ გავწელე.
მერვეთი კი ნამდვილად დამთავრდება ❤️❤️❤️скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent