შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 10 )


9-04-2018, 18:22
ავტორი teengirllove
ნანახია 568

მაღალი საზოგადოება (თავი 10 )

ნუცამ ტელეფონი ჩართო და ხელში მომაჩეჩა ,მეც უხმოდ დავხედე ეკრანს ,ჯერ პირველი მესიჯი წავიკითხე რომელიც ორივეს მოგვწერა ,, თქვენი დახმარება მე შემიძლია , ყველაფერი ვიცი რაც წარსულში მოხდა ,გიამბობთ თუ სურვილი გაქვთ " შემდეგ კი მეორეს გადავავლე თვალი ,, ხვალ 5 საათზე კაფე ,, deliver "-ში მოდით თუ თანახმა ხართ დახმარებაზე " ....
-ეს კაფე სად არის? ავხედე ნუცას
-არ ვიცი, დავსერჩავ და გავიგებ.წასვლას აპირებ?
-კი,უნდა გავიგო სიმართლე .
-არ გეშინია რომ გეტკინება?
-ჰმ..კი ,ძალიან მეშინია, დედაჩემის სიტყვების შემდეგ უფრო ,მაგრამ ვგრძნობ როგორ განიცდის მამაჩემი ამ ყველაფერს ,მინდა რომ დავეხმარო.
-მეც მეშინია.ჩაილაპარაკა ნუცამ
-რისი?
-შენთვის არ მომიყოლია.გუშინ საღამოს წყლის დასალევად ჩავედი და მამაჩემის ლაპარაკი მომესმა კაბინეტიდან, დედას ეუბნებოდა სიმართლე რომ გაირკვეს, ნუცა და ბექა არასოდეს მაპატიებენო..
-მამაშენი რაშუაშია? ბექამ არ თქვა ბაბუამ გააგდოო?
-ხო ასე თქვა ,მერე დედამ კითხრა აღარ მეტყვი რა სიმართლეზე ლაპარაკობო და მამამ ,ვერც შენ გეტყვი ,ჩემი არაკაცობის ამბავსო..
-მოიცა, მამაჩემი რომ გააგდეს, დედაშენიც ხომ ცხოვრობდა მაგ ოჯახში,მაშინ რატომ ეუბნებოდა მითხარი რა სიმართლეზე საუბრობო? ვიკითხე გაკვირვებულმა
-არვიცი, სწორედ ამის მეშინია, ფაქტია მაგ ამბის შემდეგაც მოხდა რაღაც , ამიტომაც უნდა გავარკვიოთ რა .ვგრძნობ მამა ამის გამო იტანჯება.
ნუცას ცრემლი ჩამოუგორდა , მასთან მივედი და ჩავეხუტე -ნუ ღელავ ,ჩვენ ყველაფერს გავიგებთ...მან თავი დამიქნია ,შემდეგ ცრემლები მოიწმინდა და გამიღიმა ...
ოთახიდან გამოვედით, სანდრო მალე მოვძებნე და ვუთხარი წასვლის დროათქო.
-ასე ადრე? გაკვირვებულმა მკითხა
-ხო ძალიან დავიღალეთ,ჯობია წავიდეთ .შენ თუ გინდა დარჩი.
-გაგიჟდი,ამდროს მარტო არ გაგიშვებთ,მე წაგიყვანთ...ღიმილით მითხრა სანდრომ...
-კარგი ,მანქანასთან დამელოდე ,ნიკას დავემშვიდობები და წამოვალ..
-არ მალოდინო..მითხრა და წავიდა ,მეც გულმოდგინედ შევუდექი ნუცასთან ერთად ნიკას ძებნას როდესაც ნინოს გადავეყარე ..
-ნიტა ,ნუცა ..რა სურპრიზია ,მიხარია რომ მოხვედით..
-ვაა ნინიკოო.ხო რავი შემოგიარეთ.ცივად უთხრა ნუცამ
-ნინო და არა ნინიკო!!არმეგონა თუ მოხვიდოდი ნიტა ,შენ ხომ კლდემამოსილი გოგონა ხარ , ასეთ წვეულებებზე მეგონა არ დადიოდი...ირონიანარევი ხმით გამოცრა ნინომ და თან გველივით გაიღიმა..
-არ აპირებდა წამოსვლას მაგრამ სანდრომ ისე სთხოვა უარი ვეღარ უთხრა...პასუხის გაცემა დამასწრო ნუცამ
-სანდრომ? გაკვირვებულმა იკითხა ,წამში შეეცვალა სახე ,გველური ღიმილი ზედ შეაშრა და ცივი ცისფერი თვალები შემომანათა..
-ხო სანდრომ..ვუთხარი ამაყად და თან მის სახეზე გამეღიმა-რამოხდა,რატომ გაფითრდი?
-არა არაფერია ,კარგია თუ დაუჯერე ..მითხრა გვერძე გამიარა და ვითომ შემთხვევითო თეთრ კაბაზე ვისკი გადამასხა ...-უი ,ბოდიში ნიტა , მართლა არ მინდოდა ძალით . გველივით ჩაისისინა .ისე გავმწარდი ლამის დავახრჩე , იქვე მდგარ გოგონას ღვინით სავსე ჭიქა გამოვგლიჯე და წითელი ღვინო პირდაპირ თავზე გადავასხი -ესეც შენ !!! მივაძახე და უკან გამოვბრუნდი, ნუცა ძლივს მოსულიერდა იმდენს იცინოდა ..კარებთან ლუკა დამხვდა ,სულელივით იღიმოდა-როგორი მკაცრი გოგოხარ ..მითხრა და მომიახლოვდა -დაცვა სად დატოვე? ირონიით მომახალა
-ვინ დაცვა?
-სანდრუშა ,მეგონა შენი დაცვა უფრო იყო ვიდრე შეყვარებული..
-ჰაჰა,კარგად ხუმრობ..მელოდება უნდა წავიდე ...ნუცას რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა ხელი დავავლე და მანქანისკენ წავედი..
-რა გჭირს კაბაზე? სანდრომ ერთიანად ამათვალიერა და დასვრილ კაბაზე მიმანშნა
-მე და ნინომ ვიწუწავეთ...ისე ვუთხარი ვითომც არაფერიო და წინ მოვკალათდი
-რომელი უფრო გაიწუწა? სიცილით მითხრა და გვერდით მომიჯდა
-რათქმაუნდა ის ..დამასწრო ნუცამ .-ღვინით გაალამაზა შენმა შეყვარებულმა..
სანდროს სიცილი აუტყდა ,გადმომხედა და ლოყაზე მიჩქმიტა -ჩემი გიჟი გოგო..მითხრა და მანქანა დაძრა.
მთელი ღამე არ მეძინა ,ხვალინდელ შეხვედრას სულმოუთქმელად ველოდი, თან მეშინოდა ოღონდ არ ვიცი რისი: იმის რომ შეიძლებოდა, წარსულის გაგებაზე ,გული მტკენოდა, თუ იმის რომ ვიღაც უცხო ადამიანს უნდა შევხვედროდი...
ეს ღამე ისე გაიწელა როგორც არასოდეს ,ალბათ იმიტომ რომ თვალი ვერ მოვხუჭე , დილით გაჩეჩილი ავდექი,პიჟამოს და ფუმფულა ჩუსტების ამარა გავედი სამზარეულოში და მშობლების გაღვიძებას დაველოდე..ერთ საათში დედა შემოვიდა ხალათით,რომ დამინახა გაკვირვებულმა შემომხედა -ნიტა ხომ მშვიდობაა ,ცუდად ხომარხარ?
-არა დე კარგად ვარ ,უბრალოდ გამეღვიძა და ვეღარ მოვისვენე..
-ასე ადრე? გაუკვირდა დედას
-ხო ,ასე ადრე..როგორც ჩანს მეც შემძლებია ჩემით ადრე გაღვიძება..დავამატე სიცილით..დედასაც გაეცინა ,წინ ჩამომიჯდა და სევდიანი თვალებით დამიწყო ყურება...
-ასე რატომ მიყურებ?
-როგორ გაიზარდე შვილო, სულ პატარა მახსოვხარ,გეგონება გუშინ იყო ხელში მეკავე და გარწევდი,დღეს კი ჩემს წინ უკვე დიდი გოგო ზის რომელსაც აზრიანი და იდუმალი გამოხედვა აქვს ,შეყვარებულიც კი ჰყავს ,გოგო რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იძახდა რომ სიყვარული სისულელეა და არასოდეს გათხოვდებოდი..სიცილით დაამატა,მეც გამეცინა
-დრო გადის დედი, შეხედულებები და აზროვნება იცვლება..
-კარგი ბიჭია? ის, შენი შეყვარებული..
-კი ,ძალიან ..იმაზე კარგი ვიდრე ჩანს
-მიხარია ...მიხარია თუ ბედნიერი ხარ,მაგრამ იცოდე ყველაფერი ყოველთვის ისე არ არის როგორც გვგონია ,სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო ამბობენ...დედას თვალებში ცრემლი ჩაუდგა ,ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს თავის თავზე ლაპარაკობდა ,ნუთუ მამა აღარ უყვარს? იქნებ რამე მოხდა სანამ მე ამ საქმეებით ვიყავი დაკავებული..
-ასე რატომ ამბობ დედი? შენ ხომ გიყვარს მამაჩემი..
-რათქმაუნდა მიყვარს ,საუკეთესო კაცია ვისაც კი ვიცნობ ,ის რომარა ეხლა სად ვიქნებოდით არვიცი..
- ,,თ" ? დედა მამა რომარა მეც არ ვიქნებოდი..დავამატე სიცილით ,მას არაფერი უთქვამს უბრალოდ ადგა თავზე ხელი გადამისვა და ოთახი დატოვა..მისმა ამ ჟესტმა საკმაოდ გამაკვირვა მაგრამ აღარაფერი მიკითხავს ამ თემაზე...
კიბეებზე ჩავრბივარ და სანდროს რაცშეიძლება მაგრად ვეხუტები,ის ჩემს საქციელზე იცინის ,ნაზად მკოცნის ლოყაზე და მანქანაში მსვავს , გვერდით მიჯდება ,ამჯერად საჭესთან მძღოლი ზის , ჩვენკი უკან ვკალათდებით..
-როგორ მოხდა მძღოლით რომ მოხვედი? შენ სულ ამბობდი ტარება ისე მიყვარს საჭეს არავის გავაკარებო..
მან მხიარულად გადმომხედა ,ხელი გადამხვია და მაგრად მიმიკრა - რულთან რომ ვზივარ შენ ვეღარ გიყურებ ასე რომ კომპრომისზე წავედი , საჭეს და გზას ,შენი ყურება ვამჯობინე..მეუბნება და ნაზად მკოცნის, ისეთი თბილ და რბილი ტუჩები აქვს ლამისაა დავდნე ..შემდეგ მანქანიდან სწრაფდ ხტება და ჯელტმენობის გამოსამჟღავნებლად კარებს მიღებს ,მეც ხმამაღლა ვიცინი , სკოლამდე ერთად მივდივართ,შემდეგ კი ცალცალკე ვბრუნდებით კლასში..ნუცა უკვე აქ იჯდა ,შორიდანვე შევატყვე ადგილზე ვერ ისვენებდა ,ხან აქეთ იხედებოდა ხან იქით ,რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა და მაშინვე მომმვარდა ,სწრაფად დამსვა ჩემს ადგილას ,ეტყობოდა მასაც არ უძინია ჩემსავით..
-ნიტა მიდიხარ დეღეს?
-კი ,ვაპირებ..
-მეც მოვდივარ..
-რა შენც?
-ხო მარტო ვერ გაგიშვებ ,თან მეც მეხება ეს ყველაფერი..
-კარგი მაშინ...
-მეშინია, რომ გვატყუებდეს ,ვინმე ჩვენიანი რომ იყოს და გვღადავებოდეს ,ან პირიქით ძალიან საშიში ადამიანი რომ იყოს და გამოგვიყენოს?
- ასეთ რაღაცეებზე ნუ ფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება..
მან თავი ფრთხილად დამიქნია ,გაკვეთილიც დაიწყო, რატომღაც ქართულს მაინცდამაინც ჩემი გამოკითხვა მოუნდა , გაკვეთილი კარგად ჩავაბარე ,ეხლა კითხვების მოყრა დაიწყო ამ კითხვებსაც ვუპასუხე თანაც სწორად ,ერთი ალმაცერად ამათვალიერდა 8 დამიწერა , ცოტა გავბრაზდი ყველაფერი სწორად ვუთხარი რაში დამაკლო ორი ქულათქო..გულმა ვეღარ მომითმინდა ხმამაღლაც გამოვთქვი პრეტენზია რაზეც ის ძალიან გაბრაზდა და მიზეზად ჩემი უყურადღებობა დაასახელა..
-კიმაგრამ გაკვეთილის ჩაბარებასთან უყურადღებობა რაშუაშია? ვიგრძენი როგორ წამოვენთე
-იმ შუაშია ჯაფარიძე, რომ წესიერად არ მისმენ როცა ვხსნი ...
-თუ წესიერად არ გისმენთ როგორ გაბარებთ ხოლმე ყოველდღე ?!
-ალბათ ემზადები..
-საიდან მოგაქვთ ეგეთები..
-აბა შენი თემები ,არ მჯერა შენივე დაწერილი რომ იყოს...
-მაგ თემებს მართლა ჩემით ვწერ, თემის წერას ძალიან კარგად მასწავლიდნენ თურქეთში.რადგან კარგია იმას არ ნიშნავს რომ სხვა მაწერინებს..
-დამიმტკიცე და 10-ს დაგიწერ..ალმაცერად ამომხედა
-კიბატონო!! იმდენად მტკიცედ ვუთხარი გაუკვირდა -მითხარით თემა და თქვენ თვალწინ დავწერ ოღონდ ერთი პირობით..
-რაპირობით?
-ამ თემას ჩვენს სკოლაში მომუშავე ყველა ქართულის მასწი შეამოწმებს და გადაწყვეტს როგორია..
-მე არ მენდობი?
-კი ,უბრალოდ ასე მსურს...სინამდვილეში არ ვენდობოდი,ვიცოდი რაცარუნდა კარგად დამეწერა მაინც რაღაცას დაუწუნებდა...
-კაიბატონო, მაშინ ,,ნუმოკლავ ჯაფარადან" დაწერ თემას ,დააფიქსირებ შენ აზრს ატიკუს ფინჩზე ,რამდენად სწორად მოიქცა ის,ხო ერთი კვირა გაქვს დრო ..
-ეგ თემა სკოლაში არ გაგვივლია ..
-შენ ხომ ძალიან ჭკვიანი ხარ ,წაიკითხე და დაწერე...ირონიით ჩაილაპარაკა ,მეც თავი დავუქნიე და გაბრაზებულმა დავიკავე ადგილი..
-ეს უსამართლობაა ,ეგ მოთხრობა ჯერ არ გვისწავლია,რანაირად დაწერ? გადმომიჩურჩულა ნუცამ ..
-დებილია ეს ქალი,ცდილობს როგორმე ჩამჭრას მაგრამ ვერ მივართვი,თან ეგ სკოლაში არ ისწავლება ,ცალკე წიგნია კლასგარეშე საკითხავი,იმდენიც არ იცის ამან რომ წაკითხული მაქვს..ოდნავ ჩამეღიმა
-უჰ,კარგია ასე დროს მოიგებ და თან ადვილად დაწერ
-ხო, თემაზე მეტად დღევანდელ შეხვედრაზე ვღელავ ეხლა..
გაკვეთილები ისე მალე დამთავრდა როგორც არასდროს,უხმოდ მივუყვებოდით მე და ნუცა ტროტუარს ,გვერდით მანქანა გაჩერდა , ნიკას და სანდროს მომღიმარი თავები გამოჩნდა..
-ჩაჯექით მიგიყვანთ...ნიტა რატომ არ მითხარი თუ მიდიოდი?წყენით შემომხედა სანრომ
-მე...ისა ,ფეხით გვინდოდა გავლა ..მივახალე უცებ
-მერე გეთქვა და მანქანას მძღოლს გავატანდი...
-ხო რავი...ჩავილაპარაკე ჩემთვის, სანდრო და ნიკა მანქანიდან გადმოვიდნენ ,სანდრო მაგრად ჩამეხუტა -მომენატრე ..მიჩურჩულა ყურში ,სიცილი ამიტყდა -რა აფერისტი ხარ სან,ერთი გაკვეთილით ადრე არ მნახე? ბუფეტშიც ერთად ვიჯექით ..
-მერე რა ,გგონია ადვილია 45 წუთი შენი სახის არდანახვა? ლურჯი თვალები აუთამაშდა და გამიცინა ..
-შენ როგორ ხარ ? მიუტრიალდა ნიკა ნუცას
-გადასარევად ნიკოლოზ თავად?
-დღეს არ მინახიხარ , ე.ი ცუდად..
-ღმერთო არ შემიძლია ასეთი ტყუილები....ამოიგმინა ნუცამ და ტროტუარს აუყვა ,ჩვენც მას მივყევით ,ნიკა მაშინვე ნუცას გვერდით გაჩნდა -არ გატყუებ ნუცა ,ის დღე დღედ არ ითვლება თუ არ გნახავ...
-მომშორდი ნიკოლოზ ,წადი სხვა გოგო მონახე..
-სხვა გოგოები არ მაინტერესებს ,მე ერთი ქაჯიც მეყოფა ...
ნუცას ცისფერი თვალები გაუფართოვდა -რაო? ქაჯი თავი გაბია შე სულელო ,მახინჯო ქურციკო...ამის თქმა და ჩვენი გადახარხარება ერთი იყო,იმდენი ვიცინე მუცელი ამტკივდა.სანდრო ისე მაგრად ჩაბღაუჭებულიყო ჩემს ხელებს ვერაფრით გავაშვებინე ,-ერთი ხელი მაინც გამიშვი ,ასე ვერ დავდივარ..ვწუწუნებდი და ვემუდარებოდი ცალი ხელი შეეშვა
-არა !! ჯიუტად იმეორებდა ის
-სანდრო კარგი რა ...
-ნუ წუწუნებ პატარა ქალბატონო ,თორემ დაისჯები..
-მაინც როგორ დავისჯები? წარბები ავწიე..
-აი ასე !! მითხრა და მაკოცა
-დასჯის ეგ ხერხი ძალიან მოგწონს როგორც ჩანს..
-მმმ, ტუჩებზე მოისვა ენა -რატომ არ მომეწონება, ხშირად მოიქეცი ცუდად რომ მერე გემრიელობებით დაგსაჯო..
-როგორი პირდაპირი და უზრდელი ხართ ალექსანდრე..სიცილით მივუგე და ნუცას გავეკიდე..
-სერიოზულად ნიკა თავი დამანებე ..იქით ის ორი ჩხუბობდა ,ნიკას წელზე მოეხვია ნუცასთვის ხელები და არ უშვებდა
-ნიკა უნდა წავიდეთ გამიშვი...ეჯაჯგურებოდა მის ხელებს,რომელიც ჯიუტად იყვნენ მის წელზე შემოხვეული -ნიტა დამეხმარე რა
-ჩემს მეგობარს ნუ აწვალებ ნიკა,დღეს საქმე გვაქვს ..
-მას არსად გავუშვებ ნიტუშ ,ტყუილად ნუ მელაპარაკები,ჯიუტობდა ნიკოლოზი
-კაი რა ძმაო გაუშვი სულ გაწითლდა .. სიცილით მიუგო სანდრომ -შენკი გაქცევისთვის ისევ დაგსჯი ..გადმომიჩურჩულა და თვალი ჩამიკრა...ბატონმა ნიკამ როგორც იქნა ინება ხელების გაწევა და ეხლა გაბრაზებული ნუცას დარტყმებს იგერიებდა ,ნუცამ ვეღარ მოზომა და იმხელაზე თხლიშა ხელები ნიკას სახეში რომ ამ უკანასკნელს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა...შევამჩნიე როგორ გაქვავდა ადგილზე ნუცა და როგორ გაუფითრდა სახე, წამში მივარდა ნიკას ბოდიშებით..
-არ გაპატიებ ,მორჩა... ტროტუარი აიარა ნიკამ ,თან ნუცას ზედაც არ უყურებდა
-ნიკა ბოდიში,ძალით არ მინდოდა..
-ბოდიში არ მიიღება ..სვლას განაგრძნობდა ნიკოლოზი
-ის მაინც მითხარი ცხვირი როგორ გაქვს ...აშკარად ნერვიულობდა
-არა !!!
-ნიკოლოზ!!!..არა ხომ ,ხოდა იყავი ისე ...ნუცაც გაიბუტა და ეხლა ეს ორი ასე ცალცაკე დადიოდნენ ...
-რა პატარა ბავშვებივით არიან ..სიცილით მოკვდა სანდრო
-შენი ძმაკაცი სულ შენ გგავს ..
-მე? რითი?
-შენსავით ნერვებისმომშლელია ხანდახან!!. ვცდილობდი გამეღიზიანებინა
-ხოო,შენი დაქალი კი შენსავით ქაჯია და უკარება...არ ჩამომრჩა ალექსანდერე
-ოჰ, ბოდიში ბატონო ალექსანდრე შენი შესაფერისი თუ არვარ, შენ მაღალ საზოგადოებაში გაიზარდე მეკი ჩვეულებრივ ოჯახში, როგორ შეიძლება თქვენნაირი დახვეწილი ვიყო...უხეშად მივახალე .სახე შეეცვალა ,ღიმილი გაუქრა ,მომმვარდა და მაგრად ჩამეხუტა ..
-შენზე დახვეწილი, უბრალო ,ლამაზი და ჭკვიანი გოგო ჯერ არ მინახავს ,შენი მაღალი საზოგადოების ხალხს ნამდვილად შეშურდებოდა...მის ნათქვამზე გამეღიმა ..
ნუცა ჩემთან წამოვიდა სახლში ,ოთახში ვიჯექით და წასასვლელად ვემზადებოდით..
-ეს ნიკა ისეთი ნერვებმომშლელია ..
-რაო რას გეუბნება?
-გადამეკიდა გინდათუარა ჩემი შეყვარებული გახდებიო..რაუნდა?
-მოსწონხარ ალბათ..
-მაგას თვითონაც მეუბნება,მისი არმჯერა ,მახინჯი ეგ.
-რას ერჩი სიმპატიურია,კარგი ბიჭია და მოსწონხარ..
-მერე რა? მე ყველას მოვწონვარ ..დაამატა სიცილით -მაგრამ თვას კიარ მაბეზრებენ ,ესკიდე არც მალავს და თავის უზარმაზარ დაკუნთულ ხელებს წელზე მავლებს ..
სიცილი ამიტყდა -შენც მოგწონს..
-რა ,არა რა სისულელეა ..მეტისაქმე არ მაქ ეგ უტვინო ,ამაყი არსება მომწონდეს..
-ნუცა!!! მკაცრი მზერა ვსტყორცნე
-რა ნუცა რა? არ მომწონს და რავქნა ...თვალი ამარიდა , არ ჩავძიებივარ თორემ ვაღიარებინედი..
-კარგი კარგი ,წამო წავედით...
ერთ საათში უკვე კაფის წინ ვიდექით,ფრთხილად შევაღეთ კარი და შიგნით შევედით,სიცარიელე იყო,ალბათ საგანგებოდ დახურეს ..
,, მანდ დაჯექით სადმე " მოგვივიდა შეტყობინება ტელეფონზე , ირგვლივ მიმოვიხედე , არავინ იყო,მხოლოდ ბარმენი რომელიც ზედაც არ გვიყურებდა ...მე და ნუცამ ერთმანეთს გადავხედეთ, ეხლა მადლიერი ვიყავი მისით რომ გამომყვა ..ერთერთი ადგილი შევარჩიეთ და ჩამოვჯექით როდესაც კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა..


ბავშვებო შემიფასეთ რა ,რომარ აქტიურობთ საერთოდ მეკარგება სურვილი რამის დადების ...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ანუკი ^^

auuu malee dadee raa dzaan kargiaaa vaime nikusha gagvebutaaaa auuuu aqet nucaa uime maledade neta nucas mamam ra daashavaa egetii raa

 



№2 წევრი teengirllove

ანუკი ^^
auuu malee dadee raa dzaan kargiaaa vaime nikusha gagvebutaaaa auuuu aqet nucaa uime maledade neta nucas mamam ra daashavaa egetii raa

დაწერილი მაქვს უკვე ,ხვალ დავდებ :)))

 



№3  offline წევრი naniko mindia

Vaime dzan magaria radros gawyvite velodebi xval ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№4 წევრი teengirllove

naniko mindia
Vaime dzan magaria radros gawyvite velodebi xval ❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა????????????

 



№5 სტუმარი სტუმარი ეირინ

მივხვდი რაც მოხდა წარსულშიი❤მაგარია ძაან ყოჩაღ❤❤❤

მივხვდი რაც მოხდა წარსულშიი❤მაგარია ძაან ყოჩაღ ასე გააგრძელე

 



№6 წევრი teengirllove

სტუმარი ეირინ
მივხვდი რაც მოხდა წარსულშიი❤მაგარია ძაან ყოჩაღ❤❤❤

მივხვდი რაც მოხდა წარსულშიი❤მაგარია ძაან ყოჩაღ ასე გააგრძელე

მადლობა , შემდეგ თავებს რომ წაიკითხავ აუცილებლად მომწერე შენმა აზრმა წარსულის შესახებ გაამართლა თუარა :))

 



№7  offline წევრი talia

ძალიან კარგი თავი იყო კნუტო ოღონდ ცოტა დიდი თავები რა არ მეყო. kissing_heart kissing_heart

 



№8 წევრი teengirllove

talia
ძალიან კარგი თავი იყო კნუტო ოღონდ ცოტა დიდი თავები რა არ მეყო. kissing_heart kissing_heart

გავითვალისწინებ ტალი :))

 



№9  offline წევრი Melancholic

ძალიან ძალიან მაგარი და საინტერესოა.
საინტერესოა.. გულის ოპერაციას როცა გიკეთებენ შრამი აუცილებლად გრჩება. მაგარი იქნება თუ ცოტა ინტრიგას გარევ და მის შრამს ალექსანდრენახავს ან რამე ასეთი. ძაან მომწონს და წარმატებები ❤

 



№10 წევრი teengirllove

Melancholic
ძალიან ძალიან მაგარი და საინტერესოა.
საინტერესოა.. გულის ოპერაციას როცა გიკეთებენ შრამი აუცილებლად გრჩება. მაგარი იქნება თუ ცოტა ინტრიგას გარევ და მის შრამს ალექსანდრენახავს ან რამე ასეთი. ძაან მომწონს და წარმატებები ❤

madloba , shens ideas aucileblad gamoviyeneb momdevno tavebshi :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent