შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 5)


9-04-2018, 21:08
ნანახია 403

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 5)

სამზარეულოდან საშინელი ჭახა-ჭუხი გამოდიოდა და მომენტში ისიც ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა-თქო. თავი დივანზე დავდე, ძილი რომ გამეგრძელებინა, მაგრამ ბიჭის ხმამ ისევ გამომაფხიზლა, ამჯერად კი ფორმალური მომართვით:
-ქალბატონო ნინა, გაგიტკბათ ლუარსაბობა? იქნებ ჯერ სახლის საქმეებისთვის მიგეხედათ და მერე გეკოტრიალათ.. ან წელი როგორ არ გტკივა მანდ წოლისგან.
თვალები გადმოვკარკლე გაკვირვებისგან და წარბაწეული მივაჩერდი ასეთივე მზერის პატრონს.
-უკაცრავად? თქვენ ხომ არ უნდა გადაგეყვანეთ ლოგინში? თუ მეშლება?
-კი ბატონო, მიმყავდით, მიგაბრძანებდით სამეფო ტახტივით რბილ ხელებზე მწოლიარეს, მაგრამ ერთი ისე გაიქნიე ხელ-ფეხი, ცალი იდაყვი თეძოში, ცალი კი ხორხში გამარტყი და დამაგდე. ნეტავ ამდენი ჯარატე სად ისწავლე, თანაც მძინარემ?..ჰო, ტყუილს არ ამბობდა, მაგრამ მერჩივნა არ დავთანხმებოდი, ვიდრე ჩემი თავი გამემტყუცნებინა. ადამიანი ხომ გულის სიღრმეში ყოველთვის საკუთარი თავის გამართლებაზე და გადარჩენაზე ფიქრობს..
-იცი რას გეტყვი...
-აბა რას მეტყვი? ყურადღებით გისმენ.-მომღიმარი ტახტის ბოლოში ჩემს გაშლილ ფეხებთან ჩემზე არანაკლებ კომფორტულად ჩამოჯდა და მომგებიანად გამომხედა.
-დილით სამზარეულოს ნგრევის ხმამ გამაღვიძა.. მგონი, სერიოზული პრობლემები გაქვს.
-შენ მაგაზე არ იდარდო, საუზმეს გიკეთებდი და საკუთარი თავიც კი გავწირე, მაგრამ შრომა მაინც არ დამიფასდა, ხომ ხედავ რა უსამართლოა სამყარო.
-ეხ კონსტანტინე, ეხ. მძიმეა ცარიელი თავი, მძიმე.
*******************************************************************
კონსტასთან საუზმობის (თაფლიანი რძისა და შუების) შემდეგ, შუადღეც მოახლოვდა და ბიჭს ხალისიანად დავემშვიდობე. მოწყენილი, მაგრამ მეგობრული სახე ჰქონდა, მიუხედავად დამშვიდობებისა, თავად მამხნევებდა და ახალ შეხვედრებსაც წამოსვლამდე მიკვეთავდა. მერე, როდესაც თავად მიხვდა, რომ თურმე დრო არ ჰქონია ყოველ წუთს ჩემთან საჭორაოდ და თურმე სამსახური აქვს, თავი ისე ჩაღუნა, მეგონა სადაცაა ტირილს, ან ჩემი სიბრალულით მოცულს სახეზე სიცილს დაიწყებდა. მაგრამ არც ერთი ვარაუდი გამართლდა.სახლისკენ მიმავალს ერთი უცნაურობა-თომას ზარი წინა ღამით გამახსენდა და ამან დამაფიქრა. აი შესაძლო ვარიანტებიც:
მონატრების ცეცხლში იწვოდა, სასმელი და ქალები გამოელია და მე ალბათ სადღაც ამ ორს შუაში ვიდექი ან ნამდვილად ცუდად იყო და მე მიხმობდა მომასულიერებლად. მე სამივე მათგანში ბოლო მერჩივნა, მაგრამ იქნებ მოუნდა და უბრალოდ დარეკა? ნეტავ ბიჭებს ასეთი მომენტები არ აქვთ, რაღაც რომ მოგვეპრიანება და ვაკეთებთ? თუმცა, მათი ცხოვრება ჩვენსაზე გაცილებით უაზროა. აბა, ამოიცანით ჭეშმარიტი ბედნიერების საიდუმლო ყოველდღიურ უსაქმურობას, ღვინის გადაჭარბებული დოზის მიღებას, ქალების ცვლასა და ბლატაობაში? არა, არ ვიცი, თქვენ რამდენად ამჩნევდით ამ ყველაფერში რამე საამაყოს, მაგრამ მე კი ნამდვილად არ გამოვიდებდი თავს ზედმეტი სიამაყით მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი.
სადარბაზოში ფიქრებში გართულმა შევუხვიე და კიბე საფეხურების თვლით ავირბინე. კიბიდან მარცხენა კარს სახელური მოვქაჩე და თავისუფლად გაიღო. არ ვიცი რატომ, მაგრამ თომას სახლში ყოფნის შემეშინდა. არა იმიტომ, რომ ქალებს დამახვედრებდა, ან სასმლის ბოთლთან ჩახუტებულს და სადმე მიძინებულს ვიპოვიდი, არამედ იმიტომ, რომ მეშინოდა, პახმელიაზე გარჩევების და ჩემი საქციელების განსახილველი ხასიათი არ ჰქონოდა. თუმცა მოიცადეთ. ვცდებოდი. ჰო, ნამდვილად. თავად ჰჰქონდა ბოდიში მოსახდელი საღამოს დაშვებული შეცდომების გამო. თუმცა უკეთესი აზრი მომივიდა თავში. სამაგიეროს გადახდა ვინ აბედნიერებს?-მე.
ჩემს ბედს რა ვუთხარი! სახლში შესული მაშინვე ტუალეტისკენ გავიქეცი. თასმაშეხსნილი კეტები კედელთან მივაწყე და ფეხშიშველი წავედი საპირფარეშოსკენ.
ორი წუთი კარის წინ ვიდექი და ვმარჩიელობდი, შევსულიყავი თუ არა. აბა გამოიცანით, რატომ?-იმიტომ, რომ შუქი ენთო, კარი კი მხოლოდ მიხურული იყო. მაგრამ, მე რისი ნინა ვიყავი, იქ რომ არ შევსულიყავი. ცნობისმოყვარედ შევხსენი კარი და გავვოცდი. ბიჭი პირსაბანის ნიჟარას ხელებით დაყრდნობოდა და თავჩახრილი მძიმედ სუნთქავდა. მკერდი აუდ-ჩაუიოდა და მივხვდი, რაღაც რიგზე არ იყო. მისი სუნთქვაც არ მეჩვენა თანაბარი, უცნაური იყო, რომ კარის ხმაზე ჩემკენ არ გამოუხედავს. ვგრძნობდი, რომ არ ჰქონდა ამის თავი, ან რომც გამოეხედა, ვერაფერს დაინახავდა. მაგრამ არ ვიცოდი, რა სჭირდა. იქნებ ამიტომ მივუახლოვდი და მხოლოდ ინტერესი იყო მხარზე ხელის დადების მიზეზი?
ამ დროს კი რაღაცამ იფეთქა თომაში. უცებ მის მხარზე დაყრდნობილი ხელის მაჯაში ჩაკაფრინდა და ჩემკენ შემოტრიალდა. წინ მედგა და თავად ვგრძნობდი, როგორ უცემდა გული, ვგრძნობდი ჩემს ხელზე გადმოდებულ მის პულსაციას და მეც მისნაირად სწრაფი გულისცემა მქონდა. დაურეგულირებელი სუნთქვით, ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული თვალებით პირდაპირი მზერით მიყურებდა და ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა, უეცრად მივხვდი, რა სიტუაციაშიც ვიყავი, გავიაზრე რაც ხდებოდა ჩემ თავს, ვიცოდი, გაბრძოლება და შეწინააღმდეგება კარგს არაფერს მიქადდა, მაგრამ ხელი ავიქნიე, რომელზეც მეჭიდებოდა და ვცადე მისგან თავი დამეხსნა. ცდამ ცუდი შედეგი გამოიღო. ცუდი არა, საშინელი. საგონებელში ჩავვარდი, როცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ უფრო მეტად მომიჭირა ხელი და ცბიერი ღიმილით შეათვალიერა ჩემი მოთამაშე ძარღვი ყელზე. შეკრული სუნთქვისაგან ლავიწის ძვლები წინ გამომწეოდა, ძვლებსშუა ჩაღრმავება უფრო მეყად გამომკვეთვოდა და ყელზე მთავარი არტერია ნერვიულობისგან მიცემდა, თანაც სწრაფად.
და მეც გავღიზიანდი, როგორც იქნა მოვეგე საღ გონებას და მივხვდი, ასე არაფერი გამოვიდოდა. მას ჩემი შიში უნარჩუნებდა კონტროლს, თუმცა მე ხომ არ ვიცოდი, რა უნდა მექნა?.. ჰოდა, გამაფრთხილებლად, მკაცრად ვუყვირე:
-ხელი გამიშვი.
და ისევ ის მზერა მომაგება. თუმცა ამჯერად იმაზე მეტი მოუვიდა ვიდრე ორივე ველოდით. ხელით , რომლითაც ჩემი მკლავი ეჭირა, ორივე ხელი გამიკავა და მეორე ხელი ვიწრო წელზე არწივის ბრჭყალებივით მწარედ ჩამარჭო. მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. იმიტომ, რომ მას აგონიიდან ჩემი ისტერიკა ვერ გამოიყვანდა, თუმცა მოქმედება საჭირო იყო. წელზე მისი ძლიერი მკლავი მეხვეოდა და მთელ ტანზე მისი ეშმაკისეული მზერა დარბოდა, ხელებზე მარწუხებივით ჩამფრინვოდა მისი გრძელი და ურჩხულივით უსწორმასწორო თითები (რომლის დანახვამაც მაფიქრებინა, ჰიპერტრიქოზი ხომ არ სჭირდა თომას სხვა გონებრივ დაავადებებთან ერთად, რომელშიც ტვინის დამბლაც შედიოდა), შუბლზე ჩამოყრილ შავ თმას მისი ცხელი, არათანაბარი სუნთქვა მირხევდა, მე კი ჰაერში ვლივლივებდი თომასთაბ ერთად. ეს იყო მომენტი, რომელიც იქამდე გავწელეთ, სანამ ორივეს ცხოვრება არ შეცვალა. მომენტი, რომელმაც ორივემ დაგვაფიქრა არსებობაზე და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მოსაწევისგან გაბრუებულიყო, ვიგრძენი, რომ მანაც იგრძნო-ჩვენი გულისცემა გათანაბრდა. ერთად ცემდნენ ჩვენი გულები, ერთმანეთის პულსაცია გადმოგვედო. დედამიწა იმდენად აღარ გვიზიდავდა, რამდენადაც ერთამანეთს ვიზიდავდით, სანამ არშემდგარი მომენტი ჩემმა უარყოფამ არ ჩაშალა. ის ვერ აზროვნებდა. არაფერი ემახსოვრებოდა, როცა ამ მდგომარეობიდან გამოიღვიძებდა და მუდამ დამტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ ეს მომენტი მან გამოტოვა, ასეთი მომენტები კი ერთი ადამიანის ვერ შეადგენდნენ. მე მომიწევდა გადამეტანა ამდენი ფიქრი და უსამართლობა. უსულგულოდ მექცეოდა, როცა მაიძულებდა, მასზე ყოველთვის მეფიქრა-მაშინაც, როცა უს ჩემთან ფიზიკურად არ იყო, მაშინაც, როცა ჩემთან ფიზიკურად იყო, მაგრამ გონებით სხვაგან დაწრწოდა და ჩემს ადგილზე ნებისმიერი სხვა ელანდებოდა (თუნდაც ცხოველი, შესუნთქვისას რომ გადაგირბენს ხოლმე თვალწინ და გინდა ხელი შეახო, მოეფერო).
ვერ მოვითმინე. ვერ შევძელი. არ აღმომაჩნდა იმდენი ძალა, რომ ამდენი ტკივილისთვის მარტოს გამეძლო. რეაგირება უცებ მოვახდინე-მოულოდნელად ხელი ავიქნიე და ცალი ხელი გამოვგლიჯე, მერე მკერდზე ძლიერად დავარტყი და როდესაც მთელი ტანით უკან დაიხია, წელიდან მისი ხელიც მოვიშპრე. გულჩათხრობილი ბავშვის სევდიანი თცალევით მიმზერდა და ვერ მივხვდი, ამ მზერით რას მეუბნებოდა, მაგრამ გრძნობებს და ემოციებს, რომლებსაც მთელი გონება დაებლოკათ, ზურგი ვაქციე და მკაცრად, თითქმის ყვირილით ვუთხარი:
-აღარ შემეხო. არ გაბედო ჩემთან მოკარება.
ეს უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა, რისი მოფიქრებაც იმ დროს შევძელი და არ ისე კმაყოფილი გამოვბრუნდი ტუალეტიდან.
**************************************************************
მთელი დღე უქმად გავატარე. აბა გამოიცანით? კი, ნამდვილად სახლში ვიჯექი. "ჩემს" ოთახში ვიყავი შეკეტილი და ჩემ თავს ხან კარტით ვეთამაშებოდი, ხანაც ნარდით. ყველა ანიმე ფილმი, რაც არ ვიცოდი, ინტერესის სფეროდან ამოვწურე და წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, სევდიანად დავამთავრე. როცა მშიოდა საჭმელს ვხატავდი და წყურვილისას რაფაზე შემომჯდარი, წვიმის წვეთებს დანანებით შევყურებდი, სანამ საღამო ხანს საწერ მაგიდასთან მჯდარს (საყვარელი რომანის ციტირებას ვახდენდი და ნაბეჭდ ციტირებულს ორნამენტებით ვაფორმებდი) ოთახი არ დამიბნელდა. ესღა მაკლდათქო გავიფიქრე და მაშინვე წამოვდექი. სიბნელის შიში ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ არც იმის სურვილი მქონდა, ჩაკეტილ და ბნელ ოთახში მარტო ვმჯდარიყავი.
კარზე "დადებული კლიტე" გადავატრიალე და ფეხაკრეფით გავედი, თუმცა სულტყუილად. ჩემს კართან კედელზე აყუდებული ბიჭი ჩასაფრებულივით დამხვდა . გამიჯვირდა, მაგრამ უემოციოდ გავხედე.
-ხომ არ გეშინია?-ვიცი, რომ მე არ უნდა მეკითხა, მაგრამ ენა ვერ გავაჩერე და მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მაგრამ დაგებულ ხალიჩაზე ფეხები ამებლანდა და გადაყურავებული სწრაფი რეაქციით დამიჭირა.
-ვხედავ, შენ გეშინია-მომეჩვენა ან მართლა გაიღიმა, თბილად და მზრუნველად.
-არ მეშინია-ჯიუტად გავაქნიე თავი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი მივაგებე.
-ჰო, აბა რა.
-სიბნელეში ვერაფერს ვხედავ. იქნებ შენი მხედველობის საიდუმლოს მეც მაზიარო?
-მოდი აქ დაჯექი-შემაღლებულ სკამზე შემომსვა, თავად კი სანთლის საძებნელად გასწია.
-ვერ იპოვე?-გავძახე, როცა ყველა უჯრა გადაქექა და სასურველ ნივთს მაინც ვერ მიაგნო. თავი ჩემკენ მოატრიალა და გააქნია, მერე კი მე მომიახლოვდა და ჩემ წინ ჩამოჯდა.
-მაინტერესებდა...-დაბალი ხმით დაიწყო. მისმა ბანმა ჟრუანტელი გამოიწვია-შეგაშინე?
როგორი გამბედავი უნდა ვყოფილიყავი, უარი რომ მეთქვა, რომ მეუარყო ყველა ის გრძნობა, რომელიც მასთან სიახლოვისას განვიცადე. არც ამდენად უშიშარი ვიყავი და არც ამდენად მსახიობი, ამიტომ გულწრფელობამ თავისით გამომამჟღავნა.
-ჰო. შემეშინდა.-მეც ჩურჩულით ჩავილაპარაკე. მას ესმოდა, მე კი ამის იმედად, იმდენად ხმადაბლა ვლაპარაკობდი, ჩემი გულისცემის ყოველი დარტყმა ხელს მიშლიდა, ჩემი ხმა გამეგონა-ვიცი რაც მოხდა, ასე რატომ მომექეცი. მაგრამ შენ თავს რატომ მოექეცი ასე?
-არ შემიძლია-შეიძლება მომეჩვენა, ან ჩემი წარმოსახვის ნასახი იყო, თუმცა შევამჩნიე, როგორ აუწყლიანდა თვალები და ხმა მეტად დაუდაბლდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა მის საიდუმლოს გავიგებდი, თუ გამოტეხვას დავაძალებდი, თუმცა თვითონ განაგრძო-არ ვიცი, როგორი რექცია გექნება. ვალდებული არ ვარ გითხრა, მაგრამ მინდა, რომ იცოდე. ეს პირველი არ ყოფილა, არც ძალიან იშვიათად ვაკეთებ ამას. უბრალოდ შენ... არ მინდა, ამ ჭუჭყში გაგრიო. შენ თვითონაც ხომ ხვდები, რომ ჩემთან სიახლოვე არაფერს გარგებს? სუფთა ხარ, ისეთი სუფთა, რომ არ შემიძლია, მეტად შეგეხო, რომ ამ სიბინძირით შენც დაგსვარო.
-თომა, გგონია არ შეგიაძლია, უბრალოდ შეცვალო ყველაფერი? ამდენად შორს ხარ ნორმალური ცხოვრებისგან რომ ახლა საკუთარი ხელით იღუპავ თავს?-გაკვირვებულმა სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე და მივაშტერდი. გული გამიჩერდა და ძგერა არც გაუგრძელებია, სანამ ბიჭის ხმა არ გაიგო:
-არა ნინა, ზედმეტია შეცვლაზე საუბარი. არ მაქვს იმდენად დიდი ნებისყოფა, შენ რომ გგონია.-თავი გააქნია. უიმედო იყო მისი სიტყვებიც და თვითონაც. და მაინც, მე არ მჯეროდა მისი ხედვის, აი რატომაც:
-არა, შენ არ იცი, რომ ყველა ადამიანი გულის სიღრმეში ძლიერია, მხოლოდ ეს უნდა დაანახო. ჰოდა, მეც მინდა დაგანახო, რომ ის, რისიც გჯერა ყოველთვის არსებობს და ახდება. ამას ისე არ გეუბნები, როგორც პატარა ბავშვს. ისე გეუბნები, როგორც ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის. ეცადე, გაიგო.
*************************************************************************
-ჰო, გავიგე. გავიგე, რომ ძალიან მოგწონს ქათმებიც და ღორებიც, ისიც გავიგე ძაღლი რომ ჩემზე მეტად შეგიყვარდა. ახლა შეგიძლია რამე ახალი მითხრა?-კატოს ლაქლაქით დაღლილმა რამდენიმე ლოგიკური დასკვნაც გამოვიტანე. ესეც ასე! დაქალი სოფელში გამექცა და დაბრუნება აღარც უნდოდა.
-შენ ჩამოდი.-ჰო, ეს ისე, ალოგიკური გამოსავალი, რომელიც კატომ მონახა.
-შენ გოგო კატაბალახამ ხომ არ მოგწამლა? სიგიჟის სიმპტომებს ვამჩნევ.
-აბა მანდ გირჩევნია, მაგ ველურთან "სიმშვიდის" ძიება? თუ მშვიდი ცხოვრება გინდა, რაღაც უნდა დათმო. თუ გინდა, გაგიჟება თავიდან აიცილო, შენი roommate-ის მიმართ სიმპათია უნდა დაძლიო. ცუდი ბიჭი არასდროს ცდილობს, კარგი გახდეს.
ამოვიოხრე. ჩემს სუსტ წერტილს შეეხო და ხმა აღარ ამომეღებოდა. თუ ამომეღებოდა?
-კატო, თომა მე პრობლემებს არ მიქმნის. პრობლემებს ჩემი არეულ-დარეული ცხოვრება მიქმნის და ბიჭთან ერთად ცხოვრებას კაცი არ მოუკლავს აქამდე, იცოდი?
-კარგი, მაგრამ თუ აგატირებს მე დამირეკე, მომწერე ან რამენაირად გამაგებინე. თუ სახლის საკითხზე პრობლემები შეგექმნება, მისამართს მოგწერ და ჩემთან წამოდი. თუ გატკენენ ტკივილი არ დამალო, მაგრამ არც არსად გამოააშკარაო, შეგიძლია, ჩემთან რამდენიც გინდა იმდენი იჩხუბო და დაიცალო. შენთან ვარ ნინა და არ მინდა, შენ საწინააღმდეგოს ფიქრობდე.
-მიყვარხარ კატო.
მივხვდი, რომ ამ დროს გვახსენდება ადამიანის სიყვარული. ვინც არ უნდა იყოს, ამ სიტყვების გაგონებისას ყველა გიყვარს, ყველას პატიობ, მათ შორის შენ უტვინო თავსაც, რომელმაც ტკივილისთვის უგულოდ გაგიმეტა, რადგან გული ყველაზე ძლიერ ამ დროს გიცემს.


მალე ნერვები მიმტყუვნებს. მთელი თავი დაკოპირებული მაქვს და ყოველ აბზაცს ცცალ-ცალკე მიკოპირებდა ლეპტოპი.. მოკლედ, დამიფასეთ შრომა კომენტარებით. დიდი იმედი მაქვს, მოგეწონებათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მომეწონა ძალიან. ვინანე აქამდე რატომ არ წავიკითხე. კარგად გამოგდის წერა. შენი დახვეწილი წერის სტილი გაქვს, რაც ამდიდრებს ისტორიას და კითხვის მუღამს აჩენს. ასე გააგრძელე

 


სტუმარი ქეთი
მომეწონა ძალიან. ვინანე აქამდე რატომ არ წავიკითხე. კარგად გამოგდის წერა. შენი დახვეწილი წერის სტილი გაქვს, რაც ამდიდრებს ისტორიას და კითხვის მუღამს აჩენს. ასე გააგრძელე

შენ არ იცი, როგორ მიხარია მკითხველისგან ამის მოსმენა heart_eyes მადლობ რომ ასე ფიქრობ kissing_heart

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Tavidanve mogyvebi, zalian sainteresod cer da ustoriac asetivea, satauric ki damaintrigebeli aqvs, velodebi momdevno tavs, kargi gogo xar

 


Qeti qimucadze
Tavidanve mogyvebi, zalian sainteresod cer da ustoriac asetivea, satauric ki damaintrigebeli aqvs, velodebi momdevno tavs, kargi gogo xar

მე კი თქვენი კომენტარები მაბედნიერებს და სტიმულს მმატებს heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი სალო

მალე დად რა შემდეგი გთხოვ

 


სტუმარი სალო
მალე დად რა შემდეგი გთხოვ

ძალიან მინდა მალე დავდო, მაგრამ ჯერჯერობით "გაზაფხულის წვიმის" მუზა არ მტოვებს pensive

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent