შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა-10თავი


10-04-2018, 19:36
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 774

დროებითი მუდმივად გადაიქცა-10თავი

მის გულზე მედო თავი და ვუსმენდი თუ რა სწრაფად ძგერდა ის,ეს კი სტიმულს მაძლევდა იმისა,რომ მალე ის სიევ დაგვიბრუნდება.
-ქალბატონო,პაციენტი უნდა დატოვოთ.-ფიქრებიდან ექიმის მკაცრი ხმა მაგდებს.
-გთხოვთ,ცოტახანი ისევ ვიქნები.
-ქალბატონო,ეს მის მდგომარეობას გააუარესებს,ამით ანერვიულდებით თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არ შეიძლება.
-კი მაგრამ,თქვენ საიდან იცით ჩემთვის რა შეიძლება და რა არა?
-თქვენებმა მითხრეს,რომ ორსულად ხართ.თქვენი ნერვიულობა კი ნაყოფზე ცუდად აისახება.
-კარგი-ბოლოს მეც დავნებდი და გავყევი მას.იქვე პალტაში შემიყვანა და მითხრა,რომ უნდა დამესვენა.მეც სხვა რა გზა მქონდა,იქვე დავწექი და დაღლილი მაშინვე გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
შეიძლება მიბრაზდებოდეთ და გიკვირდეთ როგორ შეუძლია ასეთ სიტუაციაში დაძინებაო,მაგრამ ახლა ბავშვზეც უნდა ვიზრუნო.არ მინდა ორივე ერთად დავკარგო,საერთოდ არცერთის დაკარგვა მინდა. თვალები გავახილე და საწოლზე წამოვჯექი,საშინლად ნათელი შუქი თვალებს მჭრიდა,მაგრამ ბოლოს მოვიკრიბე ძალა და ირგვლივ ყველაფერი მოვათვალიერე.შემდეგ საწოლიდან ავდექი და ისევ დერეფანში გავედი,ყველა იქ იყო.მშობლები,ანო და დემე,მარიამი,ანდროს მშობლები,მიკო,ნენე და ნიკაც.მე კი ამ დროს ვფშვინავდი,ამას არასდროს ვაპაიებ ჩემ თავს.
-როგორ არის?-ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე და ყველას ყურადღება ჩემკენ წამოვიდა.
-საგანგაშო აღარაფერია,მხოლოდ აქ ყოფნა მოუწევს.ხვალ კი გონს მოვა-ნინამ აცრემლებული თვალებით ამიხსნა ყველაფერი და გადამეხვია,მეც მოვხვიე ხელები და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი,რომელსაც ანდროს სურნელებაც დაჰკრავდა.
-ყველაფერი კარგად იქმება ნინა-ჩემი ჭკუით ვანუგეშე მაგრამ მაინც იგრძნობოდა ამ სიტყვებში ნერვიულობა,შიში და უიმედობა.
-ღმერთით შვილო-მშორდება და ისევ თავის ადგილს უბრუნდება.მეც იქვე ვჯდები და კედელს ვაშტერდები,ვიცდი როდის შევა ექიმი ანდროსთან და როდის მეტყვის მის ახლანდელ მდგომარეობას.
როგორც იქნა გამოჩდა თეთრ ხალათში გამოწყობილი შუა ხნის მამაკაცი.სათვალე ცხვირზე დაეკოსებინა და რაღაც ფურცლებს ჩასჩერებოდა,პალატის კარები შეაღო და გაუჩინარდა.
ვერ ვისვენებდი და თითებს სკამზე მოუთმენლად ვათამაშებდი,თითებს ფეხი აყვა,ფეხს კი გული რომელმაც ფეთქვა გამალებით დაიწყო.უცებ ექიმი პალატიდან გამოვარდა და სირბილით დატოვა კორიდორი,შემდეგ კი უკან სხვა თეთრხალათიანებთან ერთად დაბრუნდა.
ეს სიტუაცია არ მომწონს მაგრამ ვითმენ იმის იმედით,რომ მალე დამაკმაყოფილებელ პასუხს გავიგებ.ყველას სახეზე შეშფოთება,ტკივილი და ნერვიულობაა გამოსახული,მე კი არ ვიცი ამ მომემტში რას გამოვხატავ.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
-ექიმო-ექთანი ნელა უბრუნდება შუა ხნის მამაკაც რომლის თვალებში საშინელი ტკივილია ჩამდგარი.
-არა,ყვაფერი კარგად მიდიოდა.ასე არ უნდა მომხდარიყო-საშინელი ხმით წარმოთქვა ეს რამდენიმე სიტყვა და ცრემლიანი თვალებით დააშტერდა ბიჭის უსულო სხეულს.
-ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ,ეს მასზე იყო დამოკიდებული-გოგონა ცდილობს,რომ დააწყნაროს აღელვებული მამაკაცი მაგრამ ამაოდ.ის თავს მაინც დამნაშავედ თვლის.შემდეგ კი ბრუნდება და პალატას ტოვებს.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
ისევ ვათამაშებდი თითებს სკამზე და ბოლოს როგორც იქნა პალატის კარებოც გაიღო.
მაგრამ…ექიმის სახის დანახვისას მივხვდი რაც ხდებოდა,მის თვალებში ყველაფერი ამოვიკითხე და ფეხზე დამდგარი იქვე ჩავიკეცე.
-ანდრო-ბოლო ხმაზე ამოვიგმინე და ცრემლებს გასაქანი მივეცი.ჩემი თხოვნის მიუხედავად მან მაინც დამტოვა და წავიდა.იმის მიუხედავად,რომ მთხოვდა და მპირდებოდა,მამხნევებდა და მაბრთხილებდა მაინც წავიდა.ისიც არ გაითვალისწინა,რომ შანსი მივეცი.
-ვწუხვარ-მხოლოდ ეს ერთადერთი სიტყვა მესმის და შემდეგ ირგვლივ ყველაფერი ქრება ცრემლიანი თვალების გარდა.
-შეიძლება ვნახო-სათქმელს ძლივს ვუყრი თავს და ექიმს ვთხოვ,რომ მისი ნახვის უფლება მომცეს.არაფერს მეუბნება,მხოლოდ თავს მიქნევს და მეც ფეხზე ვდგები და პალატაში შევდივარ.ყველა გვტოვებს,მტოვებენ მარტო მის უსულო სხეულთან.
ისევ ისე ვჯდები როგორც ეს მანამდე გავაკეთე,მისი გაყინული ხელი ჩემსაში მოვიქციე და დავაშტერდი,შემდეგ კი თავს ძალა დავატანე და საუბარი დავიწყე.
-ანდრონიკე…მაინც მიმატოვე არა?!უნდა დარჩენილიყავი.ახლა ჩვენ პატარას რა ვუთხრა?ხომ იცი,რომ გამიჭირდება უშენოდ.რატომ.დამტოვე მაშინ როცა შანსი მოგეცი,მაშინ წახვედი როცა მივხვდი,რომ მიყვარდი.იცი ანდრო,შენ,რომ ახლა ჩემთან იყო ეს დროებითი ქორწინება მუდმივად გადაიქცეოდა.მაგრამ ის უკვე მუდმივია,რადგან გაშორებას არ ვაპირებ,ანდრონიკეს ქვრივი ვიქნები…
და მაინც,გაახილე რა თვალები.არ მინდა,რომ უშენობით ვიტანჯებოდე.
გთხოვ რა,გაახილე თვალები და გეფიცები თუ გინდა სამუდამოდ გავქრები.ოღონდ შენ დამიბრუნდი,ოღონდ შენ ისევ იცოცხლო.-ცრემლები მიშლიან ხელს საუბარში მაგრამ სიტყვებს მაიმც ვაბამ თავს.მიჭირს ამის გააზრება,რომ ის აღარ არის.იმის გააზრება მიჭირს,რომ შეიცვალა,ახლა მას ვეღარ დავინახავ და ვერ ჩავეხუტები.ვერ შევიგრძნობ მის სურნელს და ვერ დავინახავ მის ულამაზეს ღიმილს,და მის ზღვისფერ თვალებს.უჩინარი გახდა ჩემი ანდრო,დამტოვა და სხვაგან წავიდა.ჩვენ ორნი კი ასე უბრალოდ დაგვტოვა.ფეხზე ავდექი და პალატა დავტოვე,ისევ იმ სკამზე დავჯექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი.
-ანა,სახლში წავიდეთ-ყველა თავზე წამომადგა,მაგრამ მე მაინც არავის ვაქცევდი ყურადღებას.
-ანა,გთხოვ.
-არა,აქ უნდა ვიყო-ჩუმად ვამბობ და ფეხებს სკამზე ვკეცავ.
-ანა,ბავშვს საბრთხეში აგდებ.
-ექიმები მომივლიან.
-ძალიან გთხოვ ანა,შვილი დავკარგე,ახლა შვილიშვილსაც ნუ დამაკარგიებ.
-მეც გთხივთ,რომ მაცადოთ.აქ ვიანები ცოტახანი,შემდეგ კი მე თვითონ მოვაგნებ სახლის გზას.-არაფერი უთქვამთ,შებრუნდნენ და წავიდნენ მე კი ასე ვიჯექი და რაღაცას ველოდი.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
-გამოგივიდა ნუგზარ,შენ შენი ბიძაშვილი მოკალი-გელამ შემაზრზენი ხმით ჩასჩურჩულა შვილს ახალი ამბავი,მაგრამ ნუგზარს ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
-რა ჯანდაბა გამაკეთებიე გელა?მე ჩემი ძმა მოვკალი,ის გავწირე.მისი ოჯახი,ან იმ გოგოს რაღას ერჩოდი.-ბოლო ხმაზე დაიწყო ღრიალი ნუგზარმა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-უკვე გვიანია ნუგზარ,ახლა კი მათი ბიზნესი ჩვენ ხელშია-ისევ ბოროტულად ჩაიცინა და შვილს მხარზე დაჰკრა ხელი.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-
უკვე დაღლილობისგან თვალები მეხუჭებოდ მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი.მხოლოდ თეთრად შეღებილი კედლის ერთ წერტილს მივშტერებოდი.
უეცრად ისევ გაიღო ანდროს პალატის კარები და გოგონა სირბილით გამოვარდა იქედან.გამიკვირდა და გადავწყვიტე მწნახა რა ხდებოდა,ამიტომ გაღებულ კარებში შევაბიჯე და საწოლის წინ გავჩერდი.არა ეს გაჩერება კი არა გაქვავება უფრო იყო.გაოგნებული ვუყურებდი აპარატს რომელზეც კარგად აისახებოდა თუ როგორ ცემდა ანდროს გული,გამიკვირდა აქამდე რატომ არ მოხსნეს აპარატიდან მაგრამ.ყველაზე გასაკვირი ახლა ისაა როგორ ფეთქავს მისი გული და რანაირად სუნთქვას ის.
-გოგონა აქ რას აკეთებთ?-ექიმის მკაცრმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა.
-ექიმო ის…
-ვიცი,რომ სუნთქვას.ახლავე გავარკვევ ყველაფერს.-შუა ხნის მამაკაცი ისევ მიუახლოვდა ანდროს საწოლს და რაღაცეებს აკეთებდა.სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავდი რას და როგორ,მაგრამ ბოლოს გაღიმებული,გაოცებული და გახარებული სახით მომიბრუნდა.
-ეს ლეთარგიული ძილი იყო-ჩუმად ამბობს და პალატას ტოვებს.მისი ნათქვამიდან ვერაფერს ვიზარებ იმის გარდა,რომ ანდრო ცოცხალია.სასწრაფოდ დავავლე ტელეფონს ხელი და ყველას დავურეკე.ეს,რომ ვუთხარი ჯერ გამიბრაზდნენ რატომ ხუმრობო,მაგრამ ბოლოს ყველა დავარწმუნე იმაში,რომ უნდა მოსულიყვნენ და ასეც მოიქცნენ.
მათ გრძნობებს კი ვერ ავღწერ.სახეზე ერთად იმდენი რამ იკითხენოდა.გაოცება,ბედნიერება,ტკივილი,სიხარული და ათასი სხვა გრძნობა რომელსაც ვერცერთი გადმოსცემდა.უბრალოდ გაოგნებულები იყვნენ და ცდილობდნენ ბოლომდე გაეაზრებიათ ექიმის ნათქვამი.
იმ საღამოსაც დავრჭით საავადმყოფოში,მხოლოდ მე და ნინა სხვები კი წავიდნენ რადგან ექიმის თქმით უკვე არაფერს ემუქრებოდა საბრთხე.მე ისევ პალატაში დამაწვინეს და ახლა მივეცი ჩემ თავს მშვიდი ძილის უფლება.
მეორე დილით როცა გავიღვიძე მაშინვე ამოტივტიბდა თავში გუშინდელი ამბავი და ისევ ვერ ვიჯერებდი.ასე ვიყავი ფიქრებში გართული სანამ პალატის კარები არ გაიღო და ექთანი არ შემოვიდა.
-უკაცრავად,ქალბატონო ანა ბატონი ანდრონიკე გონს მოვიდა თქვენი ნახვა სურს.-მხოლოდ ღიმილით და თავის მსუბუქი დაქნევით შემოვიფარგლე,შემდეგ ავდექი და პალატაში შევედი.კარები დავკეტე და ისევ დავიკავე საწოლთან მდგარ პატარა სკამზე ადგილი.
-ღმერთო ჩემო,ანა ბოდიში…შეხედე,ისევ მე გიხდი ბოდიშ.ისევ ცუდად მოვიქეცი არა? ახლა ორივე განერვიულეთ და თქვენი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩავაგდე.ამას ვეღარ მაპატიებ ხო ანა?მაგრამ მაინც გეტყვი-თუ შეგიძლია მაპატიე.-მის თვალებში საშინლად დაგუბებულიყო მარილიანი სითხე.-ხო და კიდევ ერთი.მეც მიყვარხარ ანა-ახლა კი მე ავტირდი.ეს არ იყო ტკივილი,ეს ბედნიერება იყო.ავდექი და ხელები მოვხვიე,შემდეგ კი ყურთან მივედი და ვუჩურჩულე.
-ყველაფერი გაპატიე ანდრო,ახლა კი მალე გამოჯანმრთელდი რადგან მე და ჩვენ პატარას გვჭირდები.-ამის შემდეგ კი პირველად ვიგრძენი მისი ბაგეების გემო.გიკვირთ არა როგორ ვიგრძენი პირველად როცა ის ღამე…
მხოლოდ იმას გეტყვით,რომ მაშინ ის ცხოველი იყო,მეტი არავინ.ახლა კი შეყვარებულია,ისევე რგორც მე.
და ერთს ვიტყვი.ეს ყველაფერი ამად ღირდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი meocnebe avadmyopi

heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes sweat sweat sweat sweat sweat sweat disappointed_relieved disappointed_relieved მეც არ გამიკვირდა რომ კითხო არ უყვარს ცუდი დასასრულები ო

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes sweat sweat sweat sweat sweat sweat disappointed_relieved disappointed_relieved მეც არ გამიკვირდა რომ კითხო არ უყვარს ცუდი დასასრულები ო

მართალი ხარ,ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს )) იცი შენ ჩემი გულჩვილობის ამბები ))

 



№3  offline მოდერი ენემი

ლამის მოვკვდი სანამ ბოლოში წავიკითხე ცოცხალი რომ იყო joy მიყვარს ეს ორი (პაწაწუნაც) და შენ kissing_heart

 



№4  offline წევრი Girl with pretty smile

ენემი
ლამის მოვკვდი სანამ ბოლოში წავიკითხე ცოცხალი რომ იყო joy მიყვარს ეს ორი (პაწაწუნაც) და შენ kissing_heart

მეც მიყვარხარ შეენ ))და ამათაც ძალან უყვარს შენი კომენტარები და შენ უფრო მეტადდ )))

 



№5 სტუმარი Ani gafrindashvili

ძაან მაგარია ვგიჟდები ამათზე არ ვიცი რა გითხრა გული კინღამ გამისკდა ანდროსთან ერთად. ყველა გრძნობა რომელიც განვიცადე ნამდვილი იყო ყველა სიტყვა გეკუთვნოდა მაგარი გოგო ხარ ერთი სიტყვით მაგრამ ვერ გავიგე ეს დასასრული იყო?

 



№6  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
ძაან მაგარია ვგიჟდები ამათზე არ ვიცი რა გითხრა გული კინღამ გამისკდა ანდროსთან ერთად. ყველა გრძნობა რომელიც განვიცადე ნამდვილი იყო ყველა სიტყვა გეკუთვნოდა მაგარი გოგო ხარ ერთი სიტყვით მაგრამ ვერ გავიგე ეს დასასრული იყო?

შენი სიტყვები მუდამ მახარებს ჩემო გოგო)) მიხარია თუ ვახრეხებ შენამდე მოსვლას და იმ გრძნობების გაღვივებას რომელსაც პერსონაჟები და მე განვიცდით)) ხოლო რაც შეეხება დასასრულს,ჯერ არ დამისრულებია ))

 



№7 სტუმარი Ani gafrindashvili

Girl with pretty smile
Ani gafrindashvili
ძაან მაგარია ვგიჟდები ამათზე არ ვიცი რა გითხრა გული კინღამ გამისკდა ანდროსთან ერთად. ყველა გრძნობა რომელიც განვიცადე ნამდვილი იყო ყველა სიტყვა გეკუთვნოდა მაგარი გოგო ხარ ერთი სიტყვით მაგრამ ვერ გავიგე ეს დასასრული იყო?

შენი სიტყვები მუდამ მახარებს ჩემო გოგო)) მიხარია თუ ვახრეხებ შენამდე მოსვლას და იმ გრძნობების გაღვივებას რომელსაც პერსონაჟები და მე განვიცდით)) ხოლო რაც შეეხება დასასრულს,ჯერ არ დამისრულებია ))

აუუუუ რა თბილი და ტკბილი მყევხარ ერთი კომი არ დატოვე ისე და ყველად უპასუხე მართლა ძალიან მიხარია

 



№8  offline წევრი blondeangel631

ეს რა იყო ჯერ მოკვდაო მერე გაცოცხლდაო ძალიან მომეწონა შემდეგს ველოდები მალე დადე ♡♡♡ ♡♡

 



№9  offline წევრი Girl with pretty smile

blondeangel631
ეს რა იყო ჯერ მოკვდაო მერე გაცოცხლდაო ძალიან მომეწონა შემდეგს ველოდები მალე დადე ♡♡♡ ♡♡

მიხარია თუ მოგეწონა და შევეცდები,რომ არ დავაგვიანო

 



№10 სტუმარი სტუმარი მაკო

რა მაგარი გოგო ხარ ძალიან მომეწონა ახლა წავიკითზე ყველა ერთად და გადავირიე. გთხოვ არ დააგვიანო რაა

 



№11  offline წევრი Girl with pretty smile

სტუმარი მაკო
რა მაგარი გოგო ხარ ძალიან მომეწონა ახლა წავიკითზე ყველა ერთად და გადავირიე. გთხოვ არ დააგვიანო რაა

აუ როგორ გამახარე შენ არ იციი ))) თქვენ გამო არ დავაგვიანებ და ყველა თავს შეძლებისდაგვარად დროულად დავდებ )))

 




ვაიმეეეეეეეეეე(: (:(:(: ეხლა მოვკვდები, ეს რაიყო მოკლედ ანდროსთანე რთად კინაღამ მეც მოვკვდი <3 ძაან კაი სიხარულო და მალე დადე ახალი რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent