შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება ( თავი 11 )


10-04-2018, 20:04
ავტორი teengirllove
ნანახია 595

მაღალი საზოგადოება ( თავი 11 )

ესე ვიჯექით 15 წუთი, უცებ ჩვენს წინ ახალგაზრდა ბიჭი გაჩნდა ,სულ შავები ეცვა ,თავზე შავი კაპიშონი ისე ეფარა მხოლოდ ტუჩები უჩანდა ,ამას დაბალი განათებაც ემატებოდა და ფაქტიურად არ ჩანდა , ჩვენს წინ ჩამოჯდა ხმა არ ამოუღია ,რაღაც დიდი კონვერტი დაგვიდო,ადგა და წავიდა....ცოტახანს გაშტერებულები ვიყურებოდით ..
-აქ რა ამ კონვერტისთვის მოვედით? დუმილი დაარღვია ნუცამ ..შატყობინეამაც არ დააყოვნა ,, ჯერჯერობით ამით დაკმაყოფილდით '' ..გაბრაზებულმა დავახეთქე ტელეფონი, ბოლოს კონვერტს ხელი დავავლე და იქაურობა დავტოვე ზნჯცა უხმოდ მომყვებოდა ,მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია , მხოლოდ მაშინ დავარღვიე დუმილი როცა უკვე ნუცას საძინებელში ვიჯექი და კონვერტს ვხსნიდი..
-ასეთი რადევს ამ წყეულ კონვერტში ,მთელი ღამე და დღე ამის გამო ვინერვიულე?!!!
-მალე გახსენი მალე ..მანუგეშებდა ნუცა.. სწრაფად გავგლიჯე კონვერტი საიდანაც სამი ფურცელი გადმოიყარა , ფურცლებს კარგად დავაკვირდით,ვიგრძენი როგორ წამომახურა , ნუცას ავხედე ისიც ჩემსავით იყო, ხმას ვერცერთი ვიღებდით..
-ეს..ეს ხომ ,ეს ხომ მამაშენია ნიტ...როგორციქნა ამოღერღა ნუცამ
-და მამაშენი....
-ეს როდინდელი ფოტოა..... ცოტახანს ისევ დააკვირდა ქაღალდს ,შემდეგ ამოატრიელა -ორი წლის წინარის გადაღებული 13/03/16....თარიღიც მიუწერიათ...სწრაფად დავავლე ფურცელს ხელი და კარგად დავაკვირდი -არა ,არა ეს ტყულია ,შეუძლებელია..
-რამოხდა ნიტა?
-ეს ..მე 12-ში გავხდი ცუდად , საავადმყოფოში წამიყვანეს და ...და ოპერაცია დამინიშნეს ...მამაჩემი ,მამაჩემი იქ იყო..შეუძლებელია ერთდროულად აქაც ყოფილიყო და იქაც ..
-რას ამბობ, იქ თუ იყო აქ ... ნუცა კიდევ ერთხელ დააკვირდა ფოტოს :მასზე ნათლად იყო გამოსახული,ორი ადამიანი ,ორი მამაკაცი რომლებიც ერთ-ერთ კაფეში იჯდნენ და საუბრობდნენ , მეორე ფოტოზე კამათობდნენ ,მესამეზე კი მხოლოს ერთი კაცი იჯდა ,ეს უკანასკნელი ნუცას მამა იყო...
-რა ჯანდაბა ხდება....ჩავბილაპარაკე ჩემთვის
-ნიტ ფაქტია რომ მამაჩემი და მამაშენი ამ რიცხვში შეხვდნენ ერთმანეთს ,ზუსტად შენი ოპერაციის წინა დღეს ...
-მაგრამ დედა მეტყიოდა მამა რომ აქ ყოფილიყო,მეტყოდა რომ თბილისში წამოვიდა ,არ დამიმალავდა...
-ფაქტია რომ არ გითხრა ,იქნებ დედაშენმაც არ იცოდა?
-მამა დედას ყველაფერს ეუბნება...
-სწორედ ეს არის ის საიდუმლო რასაც მამაჩემი დედაჩემს ვერ ეუბნება..
-რა?
-ხო ,მაშინ რომ ელაპარაკებოდა ,იქნებ ამ სილაჩრეზე ამბობდა?მაგრამ რა უნდა ჩაედინა მამას ასეთი რომ ჩვენ ვერ გვეუბნება ,თვალსაც ვერ გვისწორბს?
ცოტახანს ესე ჩუმად ვიჯექით ,დედაჩემის ზარმა გამომაფხიზლა ,რომელიც მეუბნებოდა რომ მალე მივსულიყავი სახლში ,შემდეგ სანდრომ მომწერა ,მეკითხებოდა სად ვიყავი, მეც მოვატყუე რომ სახლში ვიყავი, ეხლა არ შემეძლო ახსნა რას ვაკეთებდი ასე გვიან ნუცასთან..შემდეგ ნიცას დავემშვიდობე რომელმაც დაიჩემა გინდათუარა ჩემი მზძღოლი წაგიყვანსო, მეც უარი განვაცხადე და ფეხით დავადექი გზას ...სიბნელე იყო ,მაგრამ არცისე შემზარავი, მთავარ გზაზე რომ გავედი ცოტა ამოვისუნთქე ,იმდენი მანქანა იყო მარტო მათი ფარები ანათებდა ყველაფერს ...მშვიდად მივუყვებოდი ქუჩას ,ეხლაღა მივხვდი რომ მციოდა , ბრეტელებიანი ზედა მეცვა ,ქურთუკი ნუცასთან დამრჩა ,ფოტოებიც ...ამ მაიკის სამარა ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს ,თან მოღებული იყო, ხელები მაგრად შემოვიხვიე ტანზე და ისე გავაგრძელე გზა ...ნაბიჯების ხმა მომესმა ,ვიგრძენი როგორ ამეწვა ზურგი,ნაბიჯებს მოვუნატე ,იმ ვიღაცამაც მოუმატა ,კიდევ უფრო სწრაფად წავედი ,ისიც სწრაფად წამოვიდა ,გული ისე ამიჩქარდა როგორც არასოდეს ,ძალიან შემეშინდა ,ვცდილობდი არ გავქცეულიყავი...ღმერთს ვეხვეწებოდი ოღონდ ამ სიტუაციიდან გამიცეყვანე და აღარასოდეს წავიდოდი ღამე ფეხით,უკვე მისი მოქხლოება ვიგრძენი, ფეხის ხმები უკეთესქდ გავარჩიე ,ერთი კიარა ორნი იყვნენ,ვიგრძენი როგორ მომაწვა ოფლი , გამიხშირდა სუნთქვა,ფეხები მეკვეთებოდა მაგრამ მაინც მივდიოდი, ჯუტად ვუჭერდი ხელებს ჯვარს ..თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,ვგრძნობდი მათ სუნთქვას ,იმასაც ვგრძნობდი რომ იღიმოდნენ,უკვე წინასწარ მომდიოდა ცრემლები, იმედიც გადაწურული მქონდა ..უცებ ვიღაც მომიახლოვდა და მაგრად მომხვია მხრებზე ხელები ,უნდა მეყვირა როცა სანდროს სახე დავლანდე ძალიან გაბრაზებული მიყურებდა,იმდენად რომ ვერცკი გავიღიმე..
-რამდენჯერ უნდა გითხრა სახლიდან ასე თხლად ნუ გამოხვალთქო?რაცშეიძლება ხმამაღლა ლაპარაკობდა..
-მე..მე ქურთუკი ნუცასთან დამრჩა..მივუგე წყნარად ,თან თვალს არ ვაშორებდი..
-მანქანა იქით დავაყენე ,ალბთ შემთხვევით ამცდი, წამოდი..კიდევუფრო ხმამაღლა თქვა ,ხელი ჩამკიდა და მანქანისჯენ წამიყვანა ,ვერ მოვითმინე და იმ ორს გავხედე , გაჩერებულები იდგნენ და ერთმანეთას უყურებდნენ, აშკარად გაბრაზებულები ჩანდნენ ,ერთი 24 წლის მაინც იქნებიდა ,მეორე უფრო პატარა ,ხელში ერთს დანა ეჭირა ...სწრაფად მივაშორე თვაკები ,მხოლოდ ეხლა ვიგრძენი როგორ მიჭერდა სანდრო ხელს,თან მანქანისკენ მიმარბენინბედა , სახეზე არ შემიხედავს ,იმდენად მეტკინა ვეღარ ავიტანე ,მოულოდნელად კვნესა აღმომხდა ,მხოლოდ ეხლაღა შემომხედა ,მიხვდა რაშიც იყო საქმე და ხელი გამიშვა ..მანქანაში ხმა არცერთს ამოგვიღია ,მის დაძაბულობას ,დაბერილ ძარღვებს ხელებსა და კისერზე ,მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი ,ეხლა ისე როგორც არასდროს მომინდა მოვხვეოდი ,ჩავხუტებოდი ,მეკოცნა და არასოდეს გამეშვა,მაგრამ ეს არ გავაკეთე ,შემეშინდა ,იმწუთას მისი შემეშინდა , ძალიან გაბრაზებული იყო. , ეტკინა რომ მოვატყუე ,ძალიან .......მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა ,გადასვლა არ მინდოდა ,თავი საზურგეს მიადო ,ღრმად სუნთქავდა..
-გაბრაზდი? ძლივს ამოვღერღე და შეშინებული თვალები მივანათე
-არა....არც შემოუხედავს ისე მითხრა
-მაპატიე , ვიცი გაბრაზდი, ამას ვგრძნობ, მაპატიე რომ მოგატყუე ,უბრალოდ... მე .. მეთვითონაც არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს.....ლურჯი თვალები მომანათა ,ცოტახანს მიყურა ,შემდეგ ხელი ნაზად ჩამომისვა სახეზე
-ხომ გითხარი ამაზე არ გავბრაზებულვარ...ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა
-აბა რაზე?
-შენს დაუდევრობაზე ....
-რა?
-ასე რატომ იქცევი ნიტა? შენს თავზე საერთოდ არ ფიქრობ ,მარტო როგორ წამოხვედი, ასე გვიან ,ვაკეში ,ფეხით როგორ გაბედე წამოსვლა? ხმა ნელ-ნელა უმკაცრდებოდა
-სანდრო მე ....არ ვიცი რავთქვა
-რა უნდა თქვა ? რაუნდა თქვა ნიტა ,იმაზე რატომ არ დაფიქრდი რა შეიძლებოდა მოგსვლოდა,როგორ არ დაფიქრდი ..რომ დაგინახე ,ქუჩაში რომ დაგინახე ვერ დავიჯერე რომ შენ იყავი, ვერ დავიჯერე რომ მომატყუე და ვერც ვის დავიჯერე რომ ასე მარტო მიდიოდი ,ამის ამარა..მან ჩემს ზედაზე მიმანიშნა
-ქურთუკი ნუცასთან დამრჩა...
-ის ორი არამზადა ,ორი იმბეცილი, არიცი რა დამემართა ,თავი ძლივს შევიკავე არ მივტრიალებულიყავი და იქვე არ მომეკლა ორივე , მართლა მოვკლავდი ,თვალსაც არ დავახამხამებდი გესმის..რომ გენახა რა სახეებით მოგყვებოდნენ,სახეზე ეწერათ ყველაფერი რასაც ფიქრობდნენ .!!!!! კბილებიდან ისე გამოსცრა გამაჟრჟოლა ,ხელები საჭეს მოკიდა -შენ რომ რამე მოგსვლოდა ,თითიც რომ დაედოთ ,მე რომ არ დამენახე...ჯანდაბა ნიტა !!!!ჯანდაბა!!!ისე მაგრად ურტყამდა საჭეს ხელებს ლამის მოაძრო,ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლით, მთელი კისერი დაეჭიმა და გაუწითლდა , არვიცი საიდან ამდენი გამბედაობა მაგრამ ხელები გავაშვებინე და რაცშეიძლება მთელი ძალით მივიხუტე ,მაგრად ,მაგრად მივიხუტე ,მართალია კისრამდე ვწვდებოდი მაგრამ მაინც მივიხუტე და აღარ გავუშვებდი ,ჩემი სახე ხელებში მოიქცია ,პირდაპირ თვალებში შემომხედა -შენ რომ რამე მოგივიდეს ნიტა, ვინმემ თმის ღერიც რომ მოგაძროს არ ვაცოცხლებ ,გესმის არ ვაცოცხლებ ...
-დამშვიდდი, სანდრო მე კარგად ვარ ,არაფერი მომსვლია...
-არა მაინც რატომ წამოხვედი მარტო? დაგერეკა მაინც...
-მაპატოე გთხოვ, უბრალოდ ფეხით გავლა მინდოდა ,ნუცამაც შემომთავაზა მძღოლი წაგიყვანსო მაგრამ უარი ვუთხარი...
-სხვადროს მე დამირეკავ კარგი? სადაც არ უნდა იყო,რადროც არ უნდა იყოს დამირეკავ და მოგაკითხავ...გასაგებია? მორჩილად დავიპუქნიე თავი, ხოტახანს მიყურა შემდეგ გამიღიმა და გადადიო მითხრა , დავემშვიდობე და სწრაფად ავირბინე კიბეები...მშობლები ისევ კარებთან დანმხვდნენ,დედა აშკარად გაბრაზებული ჩანდა აქეთ-იქეთ დადიოდა და ბოლთას სცემდა..რომ შევედი ორივემ მკაცრი მზერა მსტყორცნა
-სად იყავი? დაიწყო მამამ
-ნუცასთან ..
-ამდენხანს? ჩვეულებრივ აგრძელებს დედა
-ცოტა შემაგვიანდა ,ბოდიში, რაღაცას ვაკეთებდით და..
-ასეთს რას აკეთებდი? ან რაარის რაგაცვია
-დედა საქმე მქონდა და იმიტომ დავრჩი,სახლში სანდრომ მომიყვანა ,ქურთუკი ნუცასთან დამრჩა ,კიდევ გაქვთ კითხვები? იმდენად უხეში ნათქვანი გამომივიდა მეთვითონ გამიკვირდა ..
-ნიტა რანაირად ელაპარაკები დედაშენს ? რაგჭირს ,ხომარ გავიწყდება ვისთან საუბრობ..
-ბოდიში მამა ,ბოდიში დედა ..ჩემთვის ჩავიბურდღუნე და ოთახისკენ ავიღე გეზი,მაინც მჭამდა ,მაინც მღრღნიდა შიგნიდან ეჭვი რომ მატყუებდნენ,მიმალავდნენ,მე ადამიანს რომელსაც ოჯახი სულ სიმართლის თქმას და გულწრფელობას მთხოვდა ,ეხლა თვითონ მატყუებდნენ....მაინც ვეღარ მოვითმინე და უკან გავბრუნდი
-მამა , 13 მარტს სად იყავი?
-სამსაზურში სად უნდა ვყოფილიყავი...გაკვირვებულმა იკითხა მამამ
-არა მე 2016 წლის 13 მარტს ვგულისხმობ ,სად იყავი?
მამაჩემის თვალებში ერთდროულად შიში, მწუხარება და გაურკვევლობა ამოვიკითხე ,დედაჩემს გადახედა მკაცრი მზერით-რატომ გაინტერესებს ეს ეხლა შვილო?
-უბრალოდ მითხარი მამა ,ჩემი ოპერაციის წინა დღეს სად იყავი...
-რათქმაუნდა საავადმყოფოში იყო შვილო ,სად უნდა ყოფილიყო...დედამ ნერვიული ხმით დაიწყო
-მე მამას ვკითხე დედა...რაცშეიძლება წყნარად ვუთხარი...მამამ სევდიანად ამომხედა ,მოუთმენლად ველოდი მის პასუხს -თბილისსში...თქვა ბოლოს....დედა მოწყვეტით დაეცა სკამზე ,მივხვდი მისთვის ეს სიახლე იყო -რა? ამოიგმინა ბოლოს
-მამა თბილისში რას აკეთებდი? რატომ არ გვითხარი აქ რომ იყავი...მამა ხმას არ იღებდა
-გვითხარი რატი, აქ რაგინდოდა მაშინ როცა ჩემს შვილს ოპერაციას უკეთებდნენ მეორე დღეს? სიტყვა ,,ჩემი'' ყურში ცუდად მომხვდა ,ადრე არასოდეს უთქვამს დედას ეს ,ყოველთვის მათ შვილად მომიხსენიებდა ,დღეს კი ისე თქვა თითქოს მე მარტო მისი ვყოფილიყავი...
-ჩვენს შვილს მაკა,ჩვენსას .....აშკარა იყო მამასაც ჩემსავით გულზე მოხვდა ეს სიტყვა -მე...დავითს შევხვდი...ესღა თქვა და ოთახი დატოვა-რატომ? დაეწია უკან დედის სიტყვები ,მამა წამში შემოტრიალდა -ეგ მევიცი.....ესღა თქვა და წავიდა...
**********скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Girl with pretty smile

ახალი თავი და ახალი კითხვები )) საშინლად მაინტიგებ,ეს უკვე გითხარი სიტკბოება ?? ))) ხოდა,ასე გააგრძელე ))) საოცრება ხარ ჩემიი )) ველი შემდეგ თავს))

 



№2  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
ახალი თავი და ახალი კითხვები )) საშინლად მაინტიგებ,ეს უკვე გითხარი სიტკბოება ?? ))) ხოდა,ასე გააგრძელე ))) საოცრება ხარ ჩემიი )) ველი შემდეგ თავს))

:))) madloba lamazi gimiliano gogo :))) dges davwer shemdeg tavs

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

kai brauzeri mirchiet

 



№4  offline წევრი talia

ვაო,სიხ როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ

 



№5  offline წევრი skida

კარგი რაა ამ კვანძს ვერც თავი ვუპოვე და ვერც ბოლო აღარ შემიძლაინ

 



№6 სტუმარი მარი. ელ❤

ახალახალი კითხვები მიჩნდება ყოველი ახალი თავის წაკითხვის შემდეგ გახსენი ეს კვანძებიი ფლიიზ❤ ძაან მაგარიაა❤❤❤

 



№7 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime, axla ufro gaurkvevlobashi varr. Yochaggg, kargad agebuli siujetiaaaaa

 



№8  offline წევრი teengirllove

talia
ვაო,სიხ როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ

მადლობა , ეს შენ ხარ უმაგრესი, რომ არ გეზარება კომენტარის დაწერა :)))

skida
კარგი რაა ამ კვანძს ვერც თავი ვუპოვე და ვერც ბოლო აღარ შემიძლაინ

ცოტა მოითმინე სკიდა ,არ გავწელავ ამ გენეალოგიას მალე გამოვამჟღავნებ ,იმიტომ რომ იქ სხვა რაღაცეებიც მაქვს დასაწერი ..ერთ ორ თავში გაიგებ:))

მარი. ელ❤
ახალახალი კითხვები მიჩნდება ყოველი ახალი თავის წაკითხვის შემდეგ გახსენი ეს კვანძებიი ფლიიზ❤ ძაან მაგარიაა❤❤❤

მადლობა მარიამ, გავხსნი ძალიან მალე :))

Qeti qimucadze
Vaime, axla ufro gaurkvevlobashi varr. Yochaggg, kargad agebuli siujetiaaaaa

დიდი მადლობა , მიხარია ,რომ მოგწონს რადგან ასეთი ტიპის შინაარსს პირველად ვწერ :))

 



№9  offline წევრი ეირინ

ჩემი აზრი გამართლდა როგორც ვფიქრობდი❤საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს, კარგი ისტორიაა ყოჩაღ❤✌იმედია ახალი მალე იქნება❤❤❤

 



№10  offline წევრი teengirllove

ეირინ
ჩემი აზრი გამართლდა როგორც ვფიქრობდი❤საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს, კარგი ისტორიაა ყოჩაღ❤✌იმედია ახალი მალე იქნება❤❤❤

კი წერა დავიწყე უკვე , იმედია ხვალ დავდებ :))

 



№11  offline წევრი blondeangel631

კარგია უბრალოდ ვერ გავიგე ეს ნიტა ამათი შვილია მაგრამ ეს კაცი ნამდვილი მამა არ არუს??? შემდეგს ველოეები ♡♡♡

 



№12  offline წევრი teengirllove

blondeangel631
კარგია უბრალოდ ვერ გავიგე ეს ნიტა ამათი შვილია მაგრამ ეს კაცი ნამდვილი მამა არ არუს??? შემდეგს ველოეები ♡♡♡

დაელოდე და გაიგებ ;)))

 



№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

საინტერესოაა ძალიან რაა ხდებაა აქ

 



№14  offline წევრი N1penguin

ერთი რაღაც ირკვევა და უამრავი კითხვა ემატება. ძალიან ჩამთრევია. უამრავი აზრი გამიჩნდა და არც ერთი არ მგონია სწორი sweat_smile sweat_smile ველოდები შემდეგ თავს blush

 



№15  offline წევრი teengirllove

N1penguin
ერთი რაღაც ირკვევა და უამრავი კითხვა ემატება. ძალიან ჩამთრევია. უამრავი აზრი გამიჩნდა და არც ერთი არ მგონია სწორი sweat_smile sweat_smile ველოდები შემდეგ თავს blush

Raici iqneb timeline daemtxvas :)))

ნარჩიტა
საინტერესოაა ძალიან რაა ხდებაა აქ

:)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent