შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [თავი 4]


10-04-2018, 20:42
ავტორი ჰაიკო
ნანახია 305

წყურვილი [თავი 4]

პალატის შუშის კარზე ჯერ მსუბუქი კაკუნი გაისმა, მერე ოდნავ გაიღო და ექიმ ტომპსონის უხერხულობისგან ალეწილი სახე გამოჩნდა.
- შერიფო, ეე... მინდოდა თქვენ და მარკს ერთად გაგსაუბრებოდით, რაღაც დილემის წინაშე აღმოვჩნდი და..
შერიფმა გაიღიმა და თავის დაქნევით შემოიწვია პალატაში, თვითონ მარკის საწოლზე მოთავსდა, სკამი კი ექიმს დიდსულოვნად დაუთმო. ექიმმა თავაზიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ჩამოჯდა და ბიძა-ძმისშვილს თვალი შეავლო.
- შერიფო, სააავადმყოფოს წესდება პაციენტთა გაწერისას მკაცრად მოითხოვს დაფიქსირდეს ყველა გამოვლენილი ფაქტი, კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მარკს ამ რამოდენიმე წლის წინ გაუხსნეს სამედიცინო ისტორია მმმ...იმ ფაქტთან დაკავშირებით, - ექიმი მოერიდა სიმსივნის ხსენებას, - ახლა კი, ამ სამედიცინო ისტორიას ახალი გვერდები ემატება, სადაც შევიტან მარკის მდგომარეობას, ანუ სტაციონარში მოთავსებისას და გაწერის შემდეგ,.. ჰოდა..
შერიფს, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ამიტომაც მოუთმენლად გააქნია თავი.
- საქმეზე გადადი, ალდო, საქმეზე, როგორ ფიქრობ, შერიფს აქვს იმდენი დრო, რომ შენი სამედიცინო ტერმინებით გადაღალო?
ექიმ ტომპსონს არ სწყენია მეგობრის სიტყვები, მხოლოდ გაიღიმა.
- კარგი. მოკლედ, უნდა ჩავწერო, რამ გამოიწვია მისი კლინიკაში მოხვედრა, დაწვრილებით უნდა აღიწეროს ყოველი ჭრილობა, საიდანაც სისხლი გაჩნდა სხეულზე, მაგრამ...
- მაგრამ ჭრილობები არ ჩანს, - დაასრულა შერიფმა და მარკს მიუბრუნდა, - მე და შენ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ვილაპარაკებთ, - შემდეგ ისევ ექიმს გახედა, - ალდო, თავი მოუყარე ამ ახალგაზრდის ნივთებს, ტანსაცმელს, ყველაფერს და ჩვენ ახლავე წავალთ.
ექიმმა გაპროტესტება სცადა, მაგრამ შერიფის ნერვიულად დაჭიმულ ყბას რომ ჰკიდა თვალი, გადაიფიქრა, ახლავეო, ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა კარს.
- ჭრილობებს რაც შეეხება, - დაადევნა შერიფმა, - ისე გააკეთე ეს საქმე მეგობარო, რომ ვინმე ჭკვიანს რაიმე შეკითხვა არ დაებადოს.
მარკმა ერთხანს შეიცადა, სანამ ექიმი პალატიდან გავიდოდა, მერე ბიძას შეავლო დამცინავი მზერა.
- შენ ახლახანს ფედერალური კანონი დაარღვიე, შერიფო.
შერიფმა აგდებულად ჩაიცინა და მარკს უხეშად აუჩეჩა თმები.
- მარკ, როდესაც შენ დაიბადე, მამაშენი შენს გვერდით არ იყო, დედაშენი კი შენი დაბადებისთანავე კომაში ჩავარდა, მე ვიყავი ვინც პირველად აგიყვანა ხელში, შენ პირველად ჩემი სხეულის სითბო იგრძენი, მე კი-შენი, შენ შეიძლება არ გახსოვს, მთელი შენი ბავშვობა შენს გვერდით გავატარე და იმ მამობრივ სითბოს გჩუქნიდი, რომელიც ასე გაკლდა, არასდროს მიგრძნობინებია შენთვის მამაშენის არყოფნა, - შერიფი შეყოვნდა, აშკარად უჭირდა საუბარი ამ თემაზე, მას, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს სისხლში ჰქონდა გამჯდარი ყოველგვარი სენტიმენტალობის იგნორირება, მაგრამ.. - ვიცი, რომ მე და შენ გაცილებით ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ვიდრე სხვა ნებისმიერ ბიძა-ძმისშვილს, ამიტომ იმედი მაქვს გაიგებ ჩემი შენდამი მრისხანების გამოვლინების მიზეზს, - შერიფმა წყალი მოსვა და შევერცხლილი საფეთქლები მოისრისა.
მარკმა ბიძას თანაგრძნობით დაადო მუხლზე ხელი და შემდეგ მხარზე მოუთათუნა.
- ვიცი, ვიცი და ვხედავ ყველაფერს, არაფერი მწყენია, დაივიწყე, მე ხომ ნაძირალა მოზარდი ვარ, როგორც მრავალი სხვა, - მარკმა გაიცინა და ამით განმუხტა სიტუაცია, შერიფსაც გაეცინა და წამოდგა.
- კარგი, კარგი, გვეყო ქალებივით ტირილი, უნდა წავიდეთ, ხომ იცი, ვერ ვიტან აქაურობას.
მარკი ღიმილით დაეთანხმა, საწოლზე წამოჯდა და ის იყო, უნდა წამომდგარიყო, რომ უეცრად თითქოს თავში რაღაც ჩასცხეს, ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა და თითქოს კვლავ რძისფერ ნისლში დაიწყო ჩაძირვა...
....მარკმა მიმოიხედა, ირგვლივ სიბნელე იყო, მხოლოდ ბარიდან გამომკრთალი სუსტი შუქი და ლამპიონების მბჟუტავი ანარეკლი ჰკვეთდა გარსშემოჯარულ წყვდიადს. მარკი ბარს დააკვირდა, იცნო, და თავისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ ზუსტად ის ბარი იყო, საიდანაც წამოსვლის შემდეგ შეემთხვა ინცინდენტი, ბარის წინ ხმამაღალი სიცილის, გინების და უხამსი ხუმრობების ზღვა იდგა, იქვე რამოდენიმე ძველმოდური მანქანა იწონებდა თავს, მათგან სამიოდე მარკს მხოლოდ მუზეუმში თუ ჰქონდა ნანახი, ყველაფერს ძველმოდური და ობმოდებული იერი დაჰკრავდა, თითქოს ჰაერიც კი განაცრისფრებულიყო...
- რა ჯანდაბა ხდება? - გაიფიქრა მარკმა და მისი ყურადღება პატარა შავკანიანმა ბიჭუნამ მიიპყრო, რომელსაც ხელში გაზეთების შეკვრა ეჭირა და ყოველ გამვლელ-გამომვლელს სთავაზობდა.
- შეიძინეთ გაზეთი, ბატონებო, - წვრილი ხმით გაჰყვიროდა ბიჭუნა, - ახალი ამბები, პრეზიდენტ ტრუმენის გამოსვლა კონგრესში...
მარკი უეცრად გამოერკვა და სხეული გაუცივდა. გონების თვალი გადაავლო ისტორიას და აღმოაჩინა, რომ ტრუმენი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა ათას ცხრაას ორმოცდახუთ წელს. მარკმა ამჯერად ყურადღებით შეათვალიერა ბარის წინ შეკრებილი ბრბო და ადვილად გაარჩია სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი მამაკაცები, ეს უნიფორმა არაფერში და არასდროს შეეშლებოდა მარკს, რადგანაც ბაბუამისი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, კერძოდ 1944 წლის ნორმანდიის სადესანტო ოპერაციაში. მისი უნიფორმა დღესაც ინახებოდა. მარკმა კვლავ მიმოიხედა.
რამოდენიმე მეტრის მოშორებით ტანმაღალი მამაკაცი იდგა მისკენ ზურგშექცევით და გულგრილად დაჰყურებდა მის ფეხებთან მწოლიარე სხეულს, რომელიც სამუდამოდ გაყინული თვალებით ჩამუქებულ ზეცას აჰყურებდა.
- მკვლელობა, - გაიფიქრა მარკმა, - ესღა მაკლდა.
მარკმა ტანზე დაიხედა და ლამის შეჰყვირა გაოცებისგან, ტანთ ეცვა თითქმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოდის სამოსი, ხელებზე თეთრი ხელთათმანები ეკეთა, მხარზე კი პატარა ჩანთა ეკიდა, ზუსტად ისეთი, იმ პერიოდის ქალები რომ ატარებდნენ.
- ჯანდაბა, მე... რა, ქალი ვარ? - ეს ხმა ყვირილით გაისმა მის გონებაში. თითქოს მისი ყვირილი მოესმაო, უცხო მამაკაცი მოულოდნელად შემოტრიალდა და მარკს ყურადღება გაეფანტა, ის მამაკაცს დააკვირდა, რომელიც ნელი და ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა მისკენ. ეს იყო საშუალოზე კარგად მაღალი, მხარბეჭიანი პიროვნება, ქერა თმით, მოკლე ქერა წვერით, ისეთი ქერა, ჟღალიც კი თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინათ. მაღალი, კეხიანი ცხვირი, გამოკვეთილად მკაცრი ნაკვთები, ცისფერი გამსჭვალავი თვალები.. ეცვა შავი სმოკინგი, გარეთ გადმოკეცილი თეთრი საყელოთი. მამაკაცს ერთ ხელში ტყავის ხელთათმანი ეჭირა, მეორეში კი თეთრი, გაქათქათებული ცხვირსახოცი, რომლითაც სავარაუდოდ სისხლიანი მარჯვენა შეემშრალებინა, ამას მოწმობდა ცხვირსახოცზე არსებული ალისფერი ლაქები..
მარკმა გაუცნობიერებლად დაიხია უკან, საფრთხე იგრძნო, უცნაურ გარემოებებს კვლავ ადამიანური თვითგადარჩენის ინსტინქტმა სძლია. ფეხი მოზრდილ ქვას წამოჰკრა და დაეცა, ამ დაცემისას მოხდა კიდევ ერთი მოულოდნელობა, თითქოს მარკის სული განცალკევდა ქალის სხეულისგან და ახლა გვერდიდან აკვირდებოდა სიტუაციას. მარკის გულში ათასგვარი გრძნობა აირია ერთმანეთში, ცხოველური შიში, სასოწარკვეთა, გაოცება.. მაგრამ მან როგორღაც მოახერხა კონცენტრირება და გადაწყვიტა თვალი ედევნებინა ამ უცნაური, მისტიკური სიტუაციისთვის.
მაღალი მამაკაცი ქალის წინ შედგა და თავით-ფეხებამდე შეათვალიერა. ქალის თვალებში გაოგნებაში აზელილი შეძრწუნება ჩაყინულიყო.
- მემ, - ხავრდოვანი ხმით მიმართა მამაკაცმა, - ვიმედოვნებ, არ დაშავებულხართ, გულწრფელად გიხდით ბოდიშს, თუ თქვენში შიში გამოვიწვიე და ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე შეიქმენით...
ამ დროს გაყინული ჰაერი ხმამაღალმა სიცილმა და ტაშის კვრის ხმამ გაჰკვეთა. მამაკაცი ელვის უსწრაფესად მოტრიალდა ხმის მიმართულებით, მთელი სხეული დაეჭიმა, ყოველი კუნთი, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, თვალები ჩაუსისხლიანდა, ყრუდ და ავისმომასწავლებლად დაიღრინა, თეთრი ეშვები გააელვა და სუსხიანი მზერა შეავლო პიროვნებას, რომლისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ტრაგიკომედიას წარმოადგენდა და მეტს არაფერს.
- მოხარული ვარ, ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, ლუციუს, - ჩაიქირქილა ახალმოსულმა და ქერა მამაკაცის პირისპირ შედგა, არანაირ შიშს არ ამჟღავნებდა მისი რომელიმე მოქმედება, გარეგნობით თითქოს ლუციუსს ჩამოჰგავდა და ამავდროულად მის საწინააღმდეგო ტიპაჟს წარმოადგენდა, - განრისხება და თავდაცვით პოზაში დგომა საჭიროო არაა... ვხედავ, კვლავ ჩვეულ ფორმაში იმყოფები, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც.
ლუციუსმა, ქერა მამაკაცმა, რომელსაც წამიერი გარდასახვის ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდა,
საკუთარი ღირსების შეგრძნებით დაკეცა ცხვირსახოცი და ჯიბეში ჩაიდო, სმოკინგი ჩამოიფერთხა, გულზე ხელები დაიკრიფა და მოსულს მიაჩერდა.
- კოვაქს, არ ველოდი შენს გამოჩენას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მიხარია შენი ხილვა ამ საცოდავ სამყაროში..
- რომელიც ჩვენს სამყაროსთან ახლოსაც ვერ მოვა, მხსნელი ლუციუსი ჩვეულ ამპლუაში, - დაასრულა კოვაქსმა და ქალს გახედა.
ლუციუსმა მისი მზერა დაიჭირა, დაინახა, როგორ გაუკრთა ბოროტი ცეცხლი კოვაქსს წყვდიადივით შავ თვალებში.
- ეს ქალი მსხვერპლია, - ბასრ კბილებში გამოსცრა ლუციუსმა და კოვაქსისკენ გამაფრთხილებლად გადადგა ნაბიჯი, - აი, ის კი, ვისაც ჩვენი გამოაშკარავება და რეალობის აბსოლიტურად განსხვავებული ვერსიისთვის ფარდის ახდა შეეძლო, უკვე ვეღარ შეძლებს ამას, - მან გვამისკენ გადააქნია თავი.
- მშვიდად, მშვიდად, ძმაო, - ხელები შემრიგებლურად ასწია და ოდნავ უკან დაიხია კოვაქსმა, იმის საჩვენებლად, არ გეწინააღმდეგებიო, - ჩვენ ორივე პირველყოფილები ვართ, პრიმუმები, ჩვენ ერთმანეთს არ ვებრძვით...
ლუციუსს სახე დაუწყნარდა.
- აქ რას აკეთებ?
- მე აქ გავლით ვარ, მეგობარო, ბარში ვიჯექი და ვისკის გეახლებოდი, როდესაც შენი ხმა მომესმა, როცა აი ამ საცოდავ არსებას სჯიდი, - კოვაქსმა ხელი გაიშვირა გვამისკენ, - ჰოდა, ვიფიქრე, რატომაც არა, უნდა მივიდე და მივესალმო თვით ძლევამოსილ ლუციუსს, რომელიც აგერ უკვე თითქმის ორი საუკუნეა არ მინახიათქო, ისევ ის ხარ, შენ ამდენი საუკუნის შემდეგაც კი არ იცვლები, სიმპათიური, იდუმალი, თავბრუდამხვევი, სამართლიანი და უმოწყალოც, მაინც როგორ უცებ ამოგლიჯე გული, არადა შეგეძლო გაგეხანგრძლივებინა სიამოვნება, ეს ხომ ჩვენი ბუნებაა, - კოვაქსმა ბრაზით გაიცინა, - მერწმუნე, თეთრი შურით მშურს შენი, ასე რომ განსხვავდები ჩვენგან..
ლუციუსმა ეჭვით შეხედა.
- სულ ესაა?
- სულ ესაა, - დაუდასტურა კოვაქსმა.
მარკმა კვლავ იგრძნო კეფაში საზარელი ტკივილი, რამაც თვალს დაუბნელა და პირველი, რაც ჩაესმა, ნაცნობი ხმა იყო.
- ჯანდაბა, გონს მოდის, მარკ, მარკ, ჩემი გესმის? - შერიფს მუხლებზე ედო მარკის თავი, მის გვერდით კი ექიმი ტომპსონი ჩამუხლულიყო და შეშფოთებული აკვირდებოდა.
- კარგად ვარ, - ამოთქვა მარკმა და წამოჯდა, - უბრალოდ, გონი დავკარგე...
- შერიფო, კატეგორიულად მოვითხოვ პაციენტი კლინიკაში დავტოვოთ შემდგომი გამოკვლევებისკენ, - განაცხადა ექიმმა ტომპსონმა.
შერიფმა ამოიოხრა და თავი გააქნია.
- მაშინ ეს თვითონ სთხოვე მას, ალდო, ის გვარად კრამერია, ჩემი სისხლის და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას..
მარკმა რა თქმა უნდა, უარი განაცხადა ყოველგვარ შემდგომ გამოკვლევაზე, ეს ყველაფერი პოსტ-ტრავმულ სტრესს მიაწერა ბიძასთან ერთად დაუყოვნებლივ დასტოვა საავადმყოფო.
მარკი შერიფის მანქანაში მოთავსდა მძღოლის სავარძლის გვერდით. შავი "ფორდის" პიკაპს წარწერა ამშვენებდა-"ქალაქ სალემის შერიფის დეპარტამენტი". რაც მარკის აზრით პომპეზურად ჟღერდა, იმის გათვალისწინებით, რომ სალემი ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ქალაქების სიაში არ შედიოდა, სულბრაღაც ათი ათასამდე მაცხოვრებელს ითვლიდა და ყოველბწელს ხუთი-ექვსი მკვლელობა თუ მოხდებოდა, რაც შტატების სხვა ქალაქებთან შედარებით, უდავოდ საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
- თავს როგორ გრძნობ? - ჰკითხა შერიფმა და კალთაში კარტოფილის ჩხირებით, კოკა-კოლით და ჰამბურგერით სავსე ქაღალდი ჩაუგდო. იცოდა, რომ მარკი სულაც არ იყო წინააღმდეგი სწრაფი კვების საშუალებების.
მისი სიტყვების საპასუხოდ, მარკს უეცრად სახე შეეშალა, მანქანის კარი წიხლისკვრით გააღო, გადახტა და გიჟის გამომეტყველებით მიმოიხედა. შერიფი არ დაბნეულა, სამსახურეობრივი იარაღი მოიმარჯვა და ფრთხილად შემოუარა მანქანას, საბარგულთან მარკი გაშეშებულიყო და მიწას დაბნეული აკვირდებოდა. შერიფი ფრთხილად მიუახლოვდა, გვერდით ამოუდგა და მხრით შეეხო მხარზე. მარკი შეხტა.
- მარკ, რა ჯანდაბა გემართება, გამაგებინე, - შერიფი დაძაბული ათვალიერებდა გარემოს და ტყეს, რომელიც სამი მხრიდან ეკვროდა კლინიკას. როდესაც დარწმუნდა, რომ საშიშროება არ ემუქრებოდათ, შერიფმა ვერცხლისფრად მოლაპლაპე "მაგნუმი" ბუდეში ჩააბრუნა და მარკს მიუბრუნდა.
- რა ხდება?
- გეფიცები,.. მე ის დავინახე.. ის... წეღანაც ვნახე, როდესაც გონი დავკარგე.., - ამოილუღლუღა მარკმა, გაფითრებული სახით მოატარა მზერა ირგვლივ და საბარგულს მიეყრდნო, - ის აქ იდგა, ზუსტად ამ ადგილას... და მე მიყურებდა... უკანა ხედვის სარკეში დავინახე..
- რა ჯანდაბად შევეხეტე მაღაზიაში, - დაიღრიალა შერიფმა და რამოდენიმე სართულიანი ბინძური გინებაც არ დაიშურა, - ვინ იდგა აქ, მარკ, ვინ დაინახე?
- ის... ლუციუსი... თუ კოვაქსი... შავი თვალები, არა, კოვაქსი, დიახ.. კოვაქსი..
- ვინ? -შერიფს პირველად ესმოდა ეს სახელები, ამ ქალაქში მრავალი წელი ცხოვრობდა და ასეთს არავის სცნობდა.
- კოვაქსი, - დაბნეულად გამოეპასუხა მარკი და კვლავ თვალები გააცეცა ტყისკენ.
- ვინ ჯანდაბაა ეს კოვაქსი? - იკითხა შერიფმა, მარკს ხელი მოჰკიდა და მანქანისკენ გაიყოლა, - რაღაცეები გეჩვენება, ასეთი სახელები არასდროს მსმენია, და არც არავინ ყოფილა აქ, არავინ, - მტკიცედ გაიმეორა მან და რატომღაც ეჭვით გახედა დაბურულ ტყეს...скачать dle 11.3




№1  offline წევრი talia

იმედებს არ მიცრუებ,შესანიშნავი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent