შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი წამი [სრულად]


10-04-2018, 23:12
ავტორი ელპინი
ნანახია 3 398

სამი წამი [სრულად]

ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ახალი რაღაც/ვიღაც ჩნდება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
მიყვარხარ!
ბანალური არაფერია. ჩვენ, ხომ ყოველთვის ვამსხვრევდით პრიმიტიულ სტერეოტიპებს. ყველაფერი სოციალური ქსელიდან დაიწყო იმდენად ირრეალურად, რომ მეც მეშინოდა.
-ნინი, აქ მოდი. ხომ გახსოვს, რომ გეუბნებოდი ბიჭზე, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო-მეთქი.
-კი, მახსოვს. მერე?
სავარძელში გვერდით ჩამოვუჯექი მარიამს და ლეპტოპს გავუშტერე თვალი ჩემდაუნებურად. არა, გააზრებულად არა, გეფიცებით. მის სახეს შევხედე და წამიერად შევტოკდი, ფეხები ამიკანკალდა. მსგავსად არასდროს ვყოფილვარ აქამდე და ცოტა შევშინდი. ჩემი ოდნავ აჩქარებული პულსიც ვიგრძენი და ამან უფრო ამაღელვა.
-ხოდა, გაყურებინებ ვიდეოს, როგორ ყვება ლექსს და მსმენელს თიშავს ფიზიკურად, სულიერად, ყველანაირად.
გულისცემის დარეგულირებას ვცდილობდი. არ ვიცი, რით იყო გამოწვეული ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც ჩარჩოებს ცდებოდა. იმ ჩარჩოებს, რომელშიც აქამდე ვიყავი მოქცეული.
-მიდი, ჩართე.
ბლუკუნით ვუთხარი მარიამს, კომფორტულად მოვთავსდი და სმენა მას მივაპყარი. დავიძაბე. პირველი სიტყვა-მიყვარხარ იყო. ამან შემაშინა და ზოგადად, მე ყოველთვის მეშინოდა ამ გრძნობის. განა, არ მჯეროდა?! არა, მე სუსტი ვიყავი საამისოდ, რომ ეს ყველაფერი განმეცადა.
-მარიამ, გათიშე!
ვერ გავუძელი, გეფიცებით. მეგონა, მე მიყურებდა და თვალებით მწვავდა. მეგონა, მე მსწავლობდა. ჯანდაბა, ყველაფერი ისე არეული იყო. ხო, არაფერი, მაგრამ სამი წამი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემში ყველაფერი არეულიყო. ასე უცნობი ადამიანი ჩემი ინსპირიციის წყარო გახდა. სწრაფად წამოვხტი, ოთახში გავედი და ფუნჯები ავიღე. არ ვიცოდი, იმ დროს რას ვაკეთებდი, არც გააზრებულად, არც დაფიქრებულად, მაგრამ მის სახეს ვხატავდი. განსხვავებულს, მომღიმარს, მაგრამ მარტო მე, რომ ვხედავდი მის ღიმილს ისეთს. კარებზე კაკუნი, რომ არ შეწყდა მერე, მოვეგე გონს ყველაფრისგან გათიშული.
-ნინი, რა დაგემართა?
მარიამის შეშინებული ხმა მას მახსენებდა. იმ სამ წამს. მისი ხმა მეორე მესავით ჩამძახოდა ყურში იმ სამ წამში წარმოთქმულ ერთ სიტყვას. და ეს ხმა, სულს შინაგანად მიფორიაქებდა.
-არაფერი, მარიამ. რაღაც გამახსენდა უბრალოდ და უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.
კარები არ გამიღია. ჩემი სახე, რომ დაენახა ახლა მარიამს, ალბათ, პირდაპირ ქავთარაძეზე გამიშვებდა. ან, ნახატი, რომ დაენახა, იფიქრებდა-გაგიჟდა-ო. არ ვიცი. შეიძლება, მართალიც ყოფილიყო.
-მართლა კარგად ხარ, ნინი?
-კი, კი.
ფეხის ხმა გავიგონე, როგორ წავიდა მარიამი. ტელეფონი მოვძებნე, სადღაც საწოლზე მქონდა მიგდებული. სწრაფად ავკრიფე მისი სახელი და იმ წამსვე, ვიგრძენი გულში ჩხვლეტა. დედას გეფიცებით, არ ვიცი, რა მემართებოდა. ერთი ვიცოდი, იმ სამ წამზე ისევ უნდა მომესმინა და უნდა განმეცადა ის გრძნობები თავიდან. არ იყო ადამიანი. რაღაც ზეციური არსება იყო. მე ვერაფერს ვუწოდებდი მას. ზუსტად სამ წამზე გავაჩერე, მეტს ვეღარ გავუძლებდი. გონებაში მისი ინტონაციით ვიმეორებდი ერთადერთ სიტყვას და ვგრძნობდი, მალე გონებას დავკარგავდი და სულ გამოვიფიტებოდი. თითქმის, ერთი საათი ვხატავდი მის სახეს, მაგრამ მას ვერ ვამსგავსებდი. იმიტომ, რომ ერთი იყო! მხოლოდ ერთადერთი! ისევ ავიღე ტელეფონი, ვათვალიერებდი მის ფოტოებს და უცნაური გრძნობა მიპყრობდა. მერე გადავწყვიტე, რომ უნდა მიმეწერა! დიახ, უნდა მიმეწერა!
-მხოლოდ სამ წამს მოვუსმინე და გავითიშე.
არ ვიცოდი, რატომ ეს სიტყვები, ან რატომ მივწერე, მაგრამ უნდა მიმეწერა. ასე გადავწყვიტე. წუთიც არ იყო გასული, მიპასუხა. პატარა ბავშვივით ვიყავი. მიხაროდა, მაგრამ ისე მეწვოდა გულთან რაღაც, რომ აღქმა მიჭირდა.
-რას მოუსმინე სამ წამში?
ალბათ, ათასობით ადამიანი წერდა, თუ რა შესანიშნავად ყვებოდა ლექსებს, მისებურად, შეცვლილი რითმით, მაგრამ იმდენი ადამიანიდან მე, რომ მიპასუხა, ეს ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა.
-მიყვარხარ.
მიჭირდა. გეფიცებით, ხელის კანკალით ავკრიფე ეს სიტყვა და მერე, უბრალოდ სულ მოვწყდი რეალობას.
-მეტს, რატომ არა?
არ მეგონა, რომ ეს მართლა ხდებოდა. მას ვწერდი. მე, ვიღაც, სამ წამში წარმოთქმული სიტყვით რეალობას მოწყვეტილი ადამიანი.
-ვერა.
-ზოგადად, იმას მწერენ, რომ სიმპათიური ვარ და ყველაფერთან სინქრონულად სრულყოფილებას ვუახლოვდები. სიმართლე გითხრა, რაღაც განსხვავებულს ველოდებოდი და ახლა, შენ აღმოჩნდი ეს განსხვავებული.
-მიხარია.
მაბნევდა. ალბათ, ამაყიც იყო. თავში არ ჰქონდა ავარდნილი. რაღაც განსხვავებულად უყურებდა ყველაფერს. ნარცისი იყო, პირველივე სიტყვიდანვე ეტყობოდა. არც ვცდილობდი, რომ რამე განსხვავებული მიმეწერა. ის სიტყვებიც გაუაზრებლად დავწერე, თითები და გონება, რომ ერთდროულად გკარნახობს რაღაცას, აი, ეგ მომენტი მქონდა.
-ლაკონურად?
-ახლა, ჩემი ტვინი სხვას ვერ "ქაჩავს".
მეცინებოდა ჩემს მდგომარეობაზე, მართლა.
-გაბნევ?
-გონებაში ხარ.
იმაზე მეცინებოდა, რომ აქამდე ჩემი დამოკიდებულება სოციალურ ქსელში გაცნობილ ადამიანთან სხვაგვარი იყო. ანუ, აუხსნელი იყო ის, რომ ასე, უცნობ ადამიანს ვწერდი. უინტერესობა სოციალურ ქსელთან დაკავშირებით უკვე, ინტერესში გადამდიოდა. არაფერი იყო რეალური, მაგრამ მარიამი, რომ არა ახლა, ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი.
-მერე, ეგ კარგია?
-ალბათ.
-არც ისე. დამოკიდებული არ უნდა გახდე.
-სამმა წამმა შენთან მოწერა გამაბედინა, ზღვარს გადამაბიჯებინა და სადღაც მიმიყვანა, სრულიად გამთიშა. ახლა, ჩემს სახეს, რომ ხედავდე, იფიქრებდი, რომ გიჟი ვარ.
აგონიაში მყოფს, არც მე მესმოდა ნორმალურად, რას ვწერდი. გონება მკარნახობდა და თითებიც ემორჩილებოდა.
-არ მინდა სახის დანახვა. ისედაც ვფიქრობ, რომ გიჟი ხარ.
მისი ხმით ვკითხულობდი მონაწერებს და სიგიჟედ მეჩვენებოდა. არაფერი მიმიწერია. ან, რა უნდა მეპასუხა. არ იყო საჭირო არაფრის თქმა. ჩავიწერე ის სამი წამი და არც მახსოვს, საწოლზე ერთ ფორმაში გაშეშებული, უკვე, მერამდენედ განმეორებულ სიტყვას ვუსმენდი ერთ წერტილს მიშტერებული. არ ვიცოდი, რა მჭირდა. ვერც ვერაფერს ვაბრალებდი.
-ღამის ოთხ საათზეც, იმ სამ წამს უსმენ?
გული შემიტოკდა. ხმა, რომ გავიგონე მონაწერის, იქვე, ვიგრძენი მუხტი. რატომ მომწერა, ან ამ დროს, მაგას ვერ გიპასუხედით, მაგრამ რომ გეკითხათ-რას გრძნობ-ო, აღმაფრენას-მეთქი, გიპასუხებდით.
-არანორმალურობაა, მაგრამ კი.
-რატომ არანორმალურობა?
-მე ვერ აგიხსნი.
-ეცადე, რა!
მთხოვდა, თუ მიბრძანებდა არ ვიცი. უფრო, ბრძანებას გავდა და ეს იყო, პირველი მისგან წარმოთქმული მტკიცე სიტყვები.
-სიტყვები ზოგჯერ არაა საჭირო.
-ზოგჯერ არა, თითქმის არასდროსაა სიტყვები საჭირო.
-და შენ ნორმალურად თვლი იმას, რომ ღამის 4 საათზე მე მწერ?
ვკითხე. პასუხს ველოდი საინტერესოს. უფრო, ცნობისმოყვარეობისგან.
-სამი წამი იცი, რამდენს ნიშნავს, ნი?
პირველად მომმართა სახელით. ხო, ისეთი არაფერი, მაგრამ მისგან ცოტა უცნაურად ჟღერდა.
-ერთ სიტყვას.
დაუფიქრებლად ვუპასუხე. ის ერთი სიტყვა იყო, პირველივე მოსმენისას, რომ გადაატრიალა ჩემში ყველაფერი.
-რატომ შენ და არა, სხვა ათასი?
-არ ვიცი.
ნუ, მარტივი იყო ის, რომ ჩვენ ამას ვერ ავხსნიდით, მაგრამ ამ ათასს, რომ უაზროდ ამბობდა, ჩემს ნერვებზე საშინლად მოქმედებდა.
-დაიძინე!
აღარაფერი მიმიწერია. ტელეფონი გადავდე. არ მიცდია დაძინება, ისევ სამ წამში წარმოთქმულ ერთ სიტყვას ვუსმენდი და ისევ იგივე შეგრძნებები მიპყრობდა. ყველაზე მეტად ახლა, მისი ნახვის სურვილი მქონდა. ერთხელ, თუნდაც ერთხელ მომესმინა მისგან წარმოთქმული ეს სიტყვა. ჩემ მიმართ არა, ზოგადად. სიყვარული მხოლოდ ერთი რამისადმი ხომ არაა განკუთვნილი, ამიტომ ზოგადად.
-ნინი.
მარიამის ხმა ჩამესმა ფიქრებში გართულს. სწრაფად წამოვდექი, კართან მივედი და გავაღე.
-გისმენ, მარიამ, რა ხდება?
კითხვისნიშნიანი მზერა მივაპყარი და მერე დავხედე ფუნჯებით დასვრილ ჩემს ზედას.
-კარებზე ზარი იყო გაუჩერებლად. გავაღე და ფურცელი დამხვდა. "ნი" ეწერა, მაგრამ არ გამიხსნია. ხოდა, მოგიტანე.
-კარგი, მადლობა.
-ღამის ოთხ საათზე...
-სხვა დროს, მარიამ.
არ მინდოდა მასთან ამაზე ლაპარაკი. ოთხად დაკეცილი ფურცელი გამოვართვი, კარები მივხურე და საწოლზე წამოვწექი. არ ველოდი, არა, ველოდი, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. არ ველოდი ასეთ სასწაულებს. არარეალურს. რაღაცის დაჯერება, რომ გინდა, მაგრამ თან, გიჭირს, გგონია, რომ არარეალურია.
"სამ წამში წარმოთქმული ერთი სიტყვა, შენამდე ასე არავის უგრძვნია!"
არ ვიცი, რა დამემართა. არ ვიცი, რა ვიგრძენი. ყველაფერი! ერთიანად ვდუღდი, ყელში რაღაც მაწვებოდა და თვალებში ჩამდგარი ცრემლები მახრჩობდა. აუხსნელი რაღაც მჭირდა. მგონი, გავგიჟდი. ერთიანად ავირიე, შევიშალე.
-რა არის რთული ამაში, ვერ ვხვდები.
მაშინვე მივწერე, პასუხმაც არ დააყოვნა. მელოდებოდა, ალბათ.
-ნორმალურია ახლა, რომ შენს სახლთან ვიყავი, წერილი დაგიტოვე და შენ მონაწერს ისე ველოდებოდი, ტელეფონი არ ჩამიქვრია და თვალებგაფართოებული დავყურებდი ჩვენს ჩატს.
არ ვიცი, მე და ის, როდის ან როგორ გავხდით ჩვენ. ან, საერთოდ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
-მე ვერ აგიხსნი.
მიჭირდა, მართლა. სუნთქვაც, აზროვნებაც, მოძრაობაც, ყველაფერი.
-ყოველთვის ასეა. არც ცდილობ, რომ ამიხსნა.
-მიჭირს!
-არ ვიცოდი, ოდესმე ამ სიტყვას ვინმე ასე თუ იგრძნობდა, გაითავისებდა და მე ასე მივიღებდი.
ხან მეჩვენებოდა, რომ ამაყი იყო. კი არ მეჩვენებოდა, მგონი, მართლა ასე იყო.
-რატომ ჩათვალე საჭიროდ ეს ყველაფერი?
-მეც არ ვიცი. გონებამ და გულმა მიკარნახა. მეც ავდექი და გავაკეთე.
-ზედმეტობად არ თვლი?
შეიძლება სულელურ კითხვასაც ვუსვამდი, არ ვიცი.
-ასე გამოვხატე რაღაც.
აღარაფერი მიპასუხია. ახლა ძილი მჭირდებოდა. ყურსასმენები გავიკეთე, თვალები დავხუჭე და wonderful ჩავრთე. ამ სიმღერის მოსმენის დროს ყველაფერი მავიწყდებოდა. გონებას ვასვენებდი და ერთიანად ვიყავი სიმღერის ჰანგებში ჩაფლული.


***
-დილა მშვიდობის.
რომ წავიკითხე, თვალები შუბლზე ამივიდა. არ მინდოდა ჩემს ყოველდღიურობად ქცეულიყო. შევეჩვეოდი, ვიცოდი და მერე გამიჭირდებოდა უფრო.
-კარგი, ვიცი, რომ გაგიკვირდა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ხდება, ვერც მე ვასწრებ გააზრებას.
მეორედაც თვითონ, რომ მომწერა გაოგნებისგან რა სახით ვიყურებოდი, წარმოდგენაც არ მინდა.
-დილა მშვიდობის.
-ისე, ახლა დავაკვირდი და იმ სამ წამს, სამი საათია ვუსმენ და ახლა, მეც სხვანაირად ვგრძნობ.
-როგორ?
-ისე, როგორც აქამდე არ.
არაფერი მიმიწერია და ცოტა ხანში ისევ გავიგონე შეტყობინების ხმა.
-როგორ მიპოვე?
გამეღიმა, რომ გამახსენდა მარიამმა მაპოვნინა.
-მარიამი რომ არა, არც მეცოდინებოდა შენს შესახებ.
-მაგრამ შენ ბედისწერის არ გჯერა?
არა. არასდროს მჯეროდა. და მეცინებოდა ხოლმე, ბედისწერაზე რომ ლაპარაკობდნენ.
-არა, რა თქმა უნდა.
-მარიამი რომ არა, ჩვენი შეხვედრა მაინც მოხდებოდა. თანაც შეიძლება, ასე კი არა, რეალურად.
-შენ გულისხმობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ?!
-კი, მე ვგულისხმობ რომ მე და შენ, ჩვენ ვართ უკვე.
გამეღიმა და ჩემს თავს სარკეში გავხედე. წამით წარმოვიდგინე როგორ დაატარებდა მის ხელებს ჩემს სახეზე და ჟრუანტელი მივლიდა. მეგონა, მის თითებს ცხადად ვგრძნობდი ჩემს ყელზე და სველ კოცნებს მიტოვებდა. ისე სიგიჟე იყო ამის წარმოდგენაც კი, რომ მეშინოდა!
-მოეშვი, ნი.
ვერ მიყურებდა და მაინც გრძნობდა, როგორ ვიყავი. სულ მინიმუმი იყო შეიძლება ჩვენს შორის, მაგრამ მაინც გრძნობდა!
-თითებიც დააბრუნე კუთვნილ ადგილზე!
მიყურებდა?! არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. აშკარად მგრძნობდა!
-ნი.
მეგონა, აქ იდგა ოთახში. ჩემ წინ. მიღიმოდა და იმ ხმით მელაპარაკებოდა, სულს რომ მიფორიაქებდა. აქვე, ჩემს დივანზე იჯდა და ისე მომნუსხველი მზერით მიყურებდა, მეგონა ყველაფერი მეწვოდა. წვას ვგრძნობდი მუცლის არეში.
-რატომ მე?!
ჯანდაბა, ყველაფერი ისე რთული იყო. ან, მე მეჩვენებოდა.
-კარგი, რა. ნუ ართულებ.
-საჭიროა!
-უხეშობაც, ნი?
-არ უნდა მომეწერა.
-ახლა ბავშვობ, ხვდები?!
მის გაბრაზებულ სახესაც წარმოვიდგენდი და ამაზეც მეცინებოდა. ადამიანს ხომ ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია, მაგრამ როცა რაღაც ზღვარს სცდება ადამიანის წარმოდგენა, ეს სიგიჟეს მიანიშნებს. და თუ სიგიჟე გამოწვეულია გრძნობით, გრძნობა არარეალურია! ოღონდ, გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა!
-იმ სამი წამის ბრალია ყველაფერი.
-შენ გგონია, რომ ჩემთან მოწერა შენზე იყო დამოკიდებული?
-კი.
-ხოდა, ეგრე ნუ ფიქრობ, ნი. იცი ბედისწერა რამდენს ნიშნავს? კი, მარიამმა მოგასმენინა, მაგრამ ახლა თუ არა, წლების მერე მაინც ნახავდი და მოუსმენდი სამ სიტყვას. ბედისწერას ვერსად გაექცევი, გესმის?
პატარა გოგოს ვგავდი, ვიცი. უბრალოდ, მასთან
შეუძლებელი იყო ნორმალურად.
-ნუ მაჯერებ ბედისწერას, რა.
მინაწერშიც კი, იგრძნობოდა ჩემი მუდარით სავსე ხმა და ცრემლები წამსკდა. არ ვიცი, რისგან იყო გამოწვეული, მაგრამ მარილიანი სითხე ლოყებს მიწვავდა და გზას მიიკვლევდა ჩემს სახეზე. კვალს ტოვებდა. თითქოს, ცრემლებს ანიშნებდა აქეთ წამოდით-ო და გზას უკვალავდა. თითქოს, ეხმარებოდა და გზას უჩვენებდა. სისხლი გამეყინა, საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი, ჭკუიდან მშლიდა და მანადგურებდა, თან.
-არა. არ გაჯერებ. უბრალოდ, მართლა ასეა, რა!
-სული მეხუთება.
-მოეშვი, ნი, მოეშვი. ჩართე, რა და შვებას იგრძნობ-მე ვფიქრობ.
ისე ვიგრძენი მის ხმაში მუდარა, როგორც წეღან ჩემს ხმაში.
სამი წამი იცით თქვენ რამდენს ნიშნავს?! ერთ სიტყვას! ჩავრთე. ისევ ის შეგრძნებები დამეუფლა. წამით ისიც გავიფიქრე-ჩემს სახეს რომ უყურებდეს, უამრავ ემოციას ამოიკითხავდა-მეთქი. აუცილებლად გაიღიმებდა და მეტყოდა.
-ხედავ, როგორ ვმოქმედებ შენზე!

-თუ შენ ფიქრობ, რომ ჩემი ახლოს ყოფნა ამდენად გავნებს, თუნდაც სიტყვებითაც, მე წავალ, ნი.
-უბრალოდ, ასე აქამდე არასდროს ვყოფილვარ და მიჭირს, რომ ასე საშინლად მეტყობა ყველაფერი. შენ არ მიყურებ და ისეც გრძნობ, როგორ ვარ. ეს მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ.
-იმ სიტყვაზე, რას ფიქრობ, ნი?
-ამ თემაზე ნაკლებად ვფიქრობ. იმიტომ, რომ მეშინია! იმიტომ, რომ ვიცი, ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს! ოდესმე, ხომ მაინც მოხდება, მაგრამ მანამდე ჩემს თავს უნდა დავძლიო.
-მე ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანები, ყველაფერს ვართულებთ. მაგალითად, შენ! რატომ გეშინია?! რატომ ვერ ძლევ პრიმიტიულ სტერეოტიპებს?! რატომ აღიქვამ ყველაფერს ასე გამძაფრებულად?!
-ვერ გიპასუხებ, იმიტომ, რომ ახლაც მიჭირს. რთული ვარ, ხომ ხვდები, ილო?
-ნახე, მოუსმინე, ხომ მაგარი გრძნობა გეუფლება?! ხომ ყველაფერი გიტრიალდება მთელს ორგანიზმში?! ხომ ისე ხარ, თითქოს, კაიფში იყო და გამძაფრებულად გრძნობდე ყველაფერს?!
-ხო.
-მერე, რაღა გინდა, ნი? აი, ახლა, ხომ უბრალოდ გრძნობ და მერე, რომ სულ შენად აღიქვამ, ხომ უფრო მაგარი იქნება?!
-ხო.
-ახლა ასე უნდა მიპასუხო?
-არა.
-ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა გიყვარს, ღმერთს გეფიცები.
ისე აღტაცებით მწერდა ამ გრძნობაზე, მეც მაიძულებდა დამეჯერებინა.
-ერთხელ უნდა შეგიყვარდეს!
-პირველად და უკანასკნელად!
-ხო.
დავეთანხმე. სიყვარული ისეთი რაღაც არის, როცა ერთხელ უნდა იგრძნო და ამ გრძნობამ უნდა გაგაგიჟოს. ისე უნდა მოაწყოს შენში ყველაფერი, რომ მის მეტს ვერაფერს ხედავდე. თუმცა, ყველაფერთან ერთად დამოკიდებული არ უნდა გახდე და ზუსტად ეს მაშინებდა მე.
-ჩემი ხმა შენზე მოქმედებს? ამდენჯერ მოუსმინე და როგორც თავიდან, ახლაც ის შეგრძნებები გაქვს?
-ხო. ასე მგონია, აქ ზიხარ, ჩემს გვერდით. ერთად ვსხედვართ. მე და შენ გვერდიგვერდ. და ასე მგონია, მიყურებ და ჩემს თვალებში ხარ ჩაძირული. მსწავლობ.
-სიგარეტს მოვწევ და მოვალ. ცოტა განტვირთვა მჭირდება.
სწრაფადვე მიპასუხა და საშინლად არ მომეწონა ის ფაქტი, რომ მის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებოდა. თუმცა, არაფერი მითქვამს.
-მოვედი.
-ბევრს ეწევი?
დაუფიქრებლად მივწერე. მართლა მაინტერესებდა.
-საშუალოდ, დღეში 5-6 ღერს.
ისე ჩვეულებრივად მიპასუხა, ვერც იფიქრებდი რომ ამით მის ჯანმრთელობას ვნებდა.
-ბევრი აღარ მოწიო, რა.
-ჩემზე ზრუნავ?
წარმოვიდგინე, როგორ გაიცინა ამ წამს და მეც გამეღიმა.
-შენს ჯანმრთელობაზე.
-ვიცი, ნი. ვეცდები შენთვის!
აღარაფერი მიმიწერია. თვალები დავხუჭე და მაშინვე მისი სახე წარმომიდგა თვალწინ. ხელები მაღლა ავღმართე. თითქოს, ჩემს წინ ყოფილიყო და მის სახეზე ხელებს დავატარებდი. სათითაოდ ვსწავლობდი მის სახის ნაკვთებს და ხელები მიკანკალებდა. არ იყო ჩემთან, მაგრამ ისე რეალურად წარმომედგინა ჩემ წინ, ისე ცხადად ვგრძნობდი, ჩემი თავის შემეშინდა. საბოლოოდ გიჟდები ნინი-მეთქი, გულში ვამბობდი.
-ნინი, ბოლო რამდენიმე დღეა ვეღარ გცნობ. არც ოთახიდან გამოდიხარ, არც ჭამ და მხოლოდ ტელეფონი გიჭირავს. როდის მერეა ამდენად დამოკიდებული გახდი ტელეფონზე, სულ გეზიზღებოდა და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იყენებდი. დროს მაქსიმალურად უთმობდი ხატვას და ახლა რა შეიცვალა, ნინი? მომიყევი, რა. მენდე.
ისე თბილად მელაპარაკებოდა მარიამი, არც გამიგია როდის შემოვიდა ოთახში და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი. მივეხუტე და არაფერი მითქვამს. არ მჭირდებოდა ახლა საუბარი, უფრო გრძნობა მჭირდებოდა. მინიმალურადაც არ მიმსუბუქდებოდა ილოს შეგრძნების სურვილი და სადაც იყო, ჭკუიდან გადავსულიყავი.
-მე გავალ, ნინი. დაისვენე. სახეზეც გეტყობა, რომ რაღაც გაწუხებს. როცა შენ მოგინდება, მაშინ ვისაუბროთ.
თავზე მაკოცა მარიამმა და ოთახი დატოვა. ტელეფონი ავიღე და 5 წუთის გასული იყო უკვე საიტიდან. გული დამწყდა რამდენიმე წამით, მაგრამ მერე გამიარა. გადავდე ტელეფონი და თვალები დავხუჭე. წუთიც არ იქნებოდა ალბათ გასული, ხმა რომ გავიგონე.
-ჩამოდი, გელოდები. დროა უკვე!
თვალები გამიშტერდა. ვიფიქრე-მეღადავება-მეთქი. ფანჯარასთან მისვლა არც გამიფიქრია. ასე, უბრალოდ ადგა და მოვიდა ჩემთან. ღმერთო, სიგიჟეა! ჩვეულებრივი არა, არაჩვეულებრივი სიგიჟე!
სწრაფად ჩავიცვი. კიბეზე ერთი ნაბიჯის გადადგმისას, ვგრძნობდი გული უფრო და უფრო მიჩქარდებოდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდი მისკენ, სურნელი შევისუნთქე და თავბრუ დამეხვა. ფეხი ამებლანდა და თავი ძლივს შევიმაგრე.
-დამშვიდდი, ნი, დამშვიდდი.
ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა, როგორიც მე წარმომედგინა. ვაკვირდებოდი და მის ცისფერ ირისებში ვიძირებოდი. მისი სიახლოვის შეგრძნებისას სული მეხუთებოდა და სუნთქვა მეკვროდა.
-ნუ ნერვიულობ.
გამაგიჟებელი ხმის ტემბრი ჰქონდა. გაორებულად მესმოდა ყურებში მისი სიტყვები და გულზე ხელი მივიბჯინე.
-ოხ, როგორი ბავშვი ხარ, ნი!
ხელები შემომხვია ისე მაგრად, რომ ძვლების ხმა გავიგე, მგონი. სუნთქვა შემეკრა. ფილტვები მეხუთებოდა და ხმასაც ვერ ვუშვებდი ყელიდან.
-ღმერთო...შენ ხომ...ისეთი საოცარი ხარ!
ხრიალით ამოვთქვი ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიტყვები და ხელები შემოვხვიე მეც. ჩემი ხმა ისე სუსტი მეჩვენა, შემეშინდა. თუმცა, შიში რა მოსატანი იყო...სადაც იყო, გული წამსვლოდა. თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ვგრძნობდი, სახეზე როგორ მაკვირდებოდა.
-მე შემომხედე, რა. მინდა შეგეხო და გიგრძნო, დავინახო შენს თაფლისფერ ირისებში ჩემით გამოწვეული ემოციები და შენ იფიქრო, რომ მე ამით ვიამაყებ. სახეზე როგორ გეტყობა ყველაფერი, ნი!
თითებს ნაზად დაატარებდა ყბაზე, ყელზე, ლავიწებზე.
-დამანახე, ნი! მიდი, დამანახე! მაჩვენე ყველაფერი, ნი! ხომ უნდა შეგიცნო! ნიკაპზე ხელი მომკიდა, თვალები ზემოთ აღვმართე და როგორც კი შემომხედა, გაეღიმა. სველი კოცნა დამიტოვა საფეთქელზე და სულ დამაჟრიალა. ერთიანად ავკანკალდი.
-ნუ გეშინია, რა. მართლა ნუ გეშინია! უბრალოდ, გსწავლობ და იცი რამდენი რამ ამოვიკითხე შენს თვალებში. აი, მაგალითად, ახლა გინდა, რომ შენც შემეხო და შენი თხელი, თბილი თითები ჩემს სახეზე აატარ-ჩაატარო, მაგრამ გეშინია და ეს თვალებში გეტყობა, ნი. ასე არ უნდა იყო. არ!
იმდენად რეალურს მელაპარაკებოდა, მეშინოდა. არც ჩემი და არც მისი. აი, თვალებში გამოხატული გრძნობების მეშინოდა.
-ნი, ახლა თვალები აგიკიაფდა ჩემს სიტყვებზე. შეგეშინდა, რომ ჩემზე დამოკიდებული გახდები და მე ბოლომდე შეგისწავლი. შენ იმდენად სრულყოფილი ხარ...დამელაპარაკე, რა. რამე მითხარი, ნი! მეც ხომ მინდა შენი ხმის გაგონება.
ვგრძნობდი, რომ სხეულში ძალა მერთმეოდა და მივხვდი, მგონი, ამ შეხვედრისთვის მზად არ ვიყავი. უფრო სწორად, მის წინ ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენდი ასეთს. ბოლოს მის ხმაში თხოვნა ვიგრძენი. და იმას, რასაც აქამდე წარმოვიდგენდი, ახლა რეალურად შევიგრძენი. თითებს მის სახეზე დავატარებდი და ისე ნაზი კანი ჰქონდა, შემშურდასავით. ტუჩები შუბლზე მივაკარი და თვალები დახუჭა.
-შენ ჩემი თვალების დანახვა არ გჭირდება! ისედაც ხომ ხედავ და გრძნობ, რომ მეც არანაკლებად ვარ. როგორი საოცარია არა ადამიანი? როგორ შეუძლია ამდენი ემოციის დატევა? მიპასუხებ, ნი? ამიხსენი, რა. მხოლოდ ორად ორ შეკითხვაზე გთხოვ პასუხს, ამიხსენი, ნი. მინდა გავიგო.
ბუტბუტებდა ჩუმად და ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა.
-ილო, ეჰ, ილო. ეგრე მარტივი რომ იყოს მაგ კითხვებზე პასუხი...მე ვერ გიპასუხებ, ილო. კისერიც რომ ვიტეხო და ღამეები გავათენო, მაგ კითხვებზე პასუხს ვერ ამოვხსნი. არ შეუძლია ადამიანის გონებას ახსნა, ან შეიძლება, მე მეჩვენება ასე.
თითქოს ძალა მოვიკრიბე და ისე მშვიდად ვლაპარაკობდი, მეც გამიკვირდა ჩემი თავის. არ მინდოდა ხელები გამეჩერებინა და გამუდმებით ვეხებოდი მთელ სახეზე. მერე ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია და ხელის გულზე მაკოცა.
-რა ტკბილი ხარ, ნი. ჩემო სიცოცხლე!
ძლივს დამშვიდებული გულისცემა, ისევ ამიჩქარდა და თავს მშვიდი, დაბალი ტონის კვნესის უფლება მივეცი.
ხელები წელზე მომხვია და ფეხებში სისუსტე ვიგრძენი იმ წამს. როგორ ჩემად შევიგრძენი და შევისისხლხორცე...
-მე, ახლა იმასაც ვერ ვუძლებ, რომ შენ ასე ახლოს დგახარ ჩემ გვერდით და თან, შენი ხმა მესმის. ან, შეიძლება, მე ვგრძნობ სხვანაირად.
მერე, კიდე ბევრს ვილაპარაკებდი ალბათ, რომ არ მეგრძნო ჩემს ტუჩებზე მისი საოცრად რბილი, ფაფუკი ტუჩები და ის იყო, უნდა წავქცეულიყავი ყველაფრისგან დატვრითული, რომ დამიჭირა. ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო. და თითები აატარ-ჩამოატარა.
-სიბნელეშიც ვხედავ, რომ ლოყები აწითლებული გაქვს. ჩემი სიახლოვე კი, შენზე ცუდად მოქმედებს. ოღონდ, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. და მე, ეს საოცრად მსიამოვნებს, რომ შენზე ასე ვმოქმედებ. არ იფიქრო, რომ შენით ან აი, მანდ, გულში, რომ გაქვს იმ "რაღაცით" ვმანიპულირებ. არა, წამითაც არ გაიფიქრო ეგ. არ ვიცოდი ისიც, რომ ასე მალე ჩემში შემოაღწევდი და საერთოდ არ ვგეგმავდი ასე უახლოეს მომავალს, მაგრამ ახლა, მხოლოდ იმის მჯერა, რომ ყოველთვის ის ხდება, რასაც არ ველით. აი, ზუსტად ამას ნიშნავს ბედისწერა! მე კიდევ, იმას არ ველოდი, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში ასე, ჩვეულებრივად შემოაღწევდი და ჩემზეც ისევე იმოქმედებდი, როგორც მე შენზე. უბრალოდ, მე ვცდილობ, რომ დავმალო და არ გამოვხატო, იმიტომ რომ არ მინდა ჩემი შენით გამოწვეული სისუსტე დაინახო, ნი.
მის მონოლოგს ვუსმენდი და გული მეკუმშებოდა. ყველა სიტყვას ისე ცხადად ვგრძნობდი, უფრო სწორად, მაგრძნობინებდა და ის დავინახე, რაც აქამდე ვერ. მისი ყველა სიტყვა, ისე იყო გულიდან წამოსული, რომ მინდოდა ყველა ბგერა დამეჭირა, ყველა სიტყვა, ჩემთვის და ჩემში შემენახა. ლოყაზე ვაკოცე, დავინახე თვითონაც, რომ უცნაური რაღაცები გამოეხატა სახეზე. მერე, თვითონაც ათარეშებდა თითებს ჩემს სახეზე და მკოცნიდა ფრთხილად და ნაზად. ისე მეხებოდა, მსუბუქად რომ, თავს სიამოვნების ზენიტში ვგრძნობდი. ცრემლები წამომივიდა უნებურად. თავი ვერ შევიკავე და ხმადაბლა ავსლუკუნდი.
-ნი, ნუ ტირი, რა! ჩემო გოგო, ნუ ტირი! არ გიხდება ცრემლები, თუნდაც სიხარულისგან გამოწვეული, ნი! ჩამეხუტე, ხო და დამშვიდდი.
ხელები შემომხვია და გულზე თავი მივადე. მისი სურნელი თავბრუს მახვევდა, აღარ შემეძლო. არც ის შემეძლო, ჩემი აჩქარებული გულისცემა ყურებში, რომ მესმოდა და მის აჩქარებულ გულისცემასთან ერთად, აბსოლუტურ თანაფარდობას ქმნიდა. არ შემეძლო. ვერ, უფრო სწორედ.
-ხელი მომკიდე, რა.
ჩემ გვერდით იდგა. იმდენად მინდოდა ისევ მისი შეხება, რომ სისუსტეზეც თანახმა ვიყავი. ისედაც ვგრძნობდი მისგან წამოსულ სითბოს და მეგონა ცეცხლი მეკიდებოდა, მაგრამ მისი თითები ჩემს ხელზე, რომ ვიგრძენი, მაშინ უფრო ჭკუიდან შევიშალე გეფიცებით. ახლა ორმაგად არა, ასმაგად მიჭირდა მისი სიახლოვე!


***
ტუჩებს ნაზად დაატარებდა ჩემს სხეულზე და ყველა ადგილს მიკოცნიდა. გეგონება, რამეს მატკენდა და ისე ზედმიწევნით ნაზად მეხებოდა, თავს მსუბუქად ვგრძნობდი.
ხელებს დაატარებდა ჩემს სხეულზე.
ლოყიდან ყელამდე მკოცნიდა. მერე, პირიქით. ვგრძნობდი ყველაფერს იმდენად რეალურად და დამეფიცება, რომ აქამდე განუცდელს, ახლა აღვიქვამდი.
სველ კოცნებს მიტოვებდა და თან ჩუმად, მხოლოდ ჩემთვის გასაგებად ლაპარაკობდა.
ბიუსჰალტერი ფრთხილად შემიხსნა.
მკერდზე თითის ბალიშებს ნაზად ატარებდა და თან მკოცნიდა.
-ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ნი! შენში უკვე გოგოს აღარ, ქალს ვხედავ!
ტუჩებზე ენას გადაისვამდა და მთელი მონდომებით მიკოცნიდა ყველა ადგილს. არც ერთს შიშველს არ ტოვებდა.
კისერში მაკოცა და თან ამოიხვნეშა.
-ღმერთო! შენ საოცარი ქალი ხარ, ნი!
ტუჩებზე ნაზად მაკოცა და ქვემოთ ჩაუყვა თანდათან.
მუცელზე სველი ენა ვიგრძენი და მთელი სხეული ამეწვა. ხელები ფეხებზე აატარ-ჩამოატარა და ჩუმად ამოვიკვნესე.
მერე მკერდზე მომიჭირა ხელები და ისევ მუცელზე მკოცნიდა ნაზად.
უკანასკნელი ნაჭერიც მომაცილა სხეულიდან და ჩუმი კვნესა აღმომხდა.
-შენ ჩემი გახდი! ჩვენ გავხდით, ნი, გესმის?!
სიამოვნების ზენიტში ვიყავი და სიტყვის თქმის თავიც აღარ მქონდა. მხოლოდ მის აკიაფებულ თვალებს ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ მას იმაზე მეტად ვუყვარდი, ვიდრე ადამიანს ძალუძს!
იმდენად რეალურად მაგრძნობინებდა ყველაფერს, მეშინოდა რომ სიზმარი იყო.
-სიზმარში არ ვართ, ნი. არა. არასდროს დასრულდება, მე გპირდები ამას!
იმდენად მტკიცედ მითხრა, არც ერთი წამით ეჭვი არ შემიტანია მის სიტყვებში. ხელებს მის ზურგზე დავატარებდი და ვხედავდი, ხანდახან როგორ დახუჭავდა და ტუჩებს კბილებს შორის იქცევდა.
-ჩემი საოცარი ქალი ხარ!
ტუჩებზე მეამბორა და მერე ჩემს ზურგს მოეკრო. მხარზე მკოცნიდა და თითებს ისევ ჩემს სხეულზე დაატარებდა. სიამოვნებისგან გაგიჟებული ვიყავი უკვე!



***
-თოვლიანი ყაზბეგი, სულ სხვაგვარია შენს თავს გეფიცები, ნი. ნახე, როგორი ლამაზია. შენსავით სპეტაკი, თეთრი და სუფთა! აი, ზუსტად ამიტომ გადარებდი ყოველთვის თოვლს, ნი! ახლა ხომ გესმის?! ჩემი თოვლის ანგელოზი ხარ!
ხელები ჩემს წელზე ჰქონდა. სარწეველა სკამზე ვისხედით და პლედი გვქონდა შემოხვეული. თავი მის მხარზე მედო. საუბარში მკოცნიდა ხოლმე თმებზე, შუბლზე, ლოყაზე და იღიმოდა, როგორც მან იცოდა ისე. ფოსოები ლოყებზე საყვარლად ამჩნდა და ცისფერ ირისებში ჩემს თავს ვხედავდი. თვალები ისე მიბრწყინავდა, როგორც მას სულ ცოტა ხნის წინ და მე ვამაყობდი! ჩემი ილო-თი ვამაყობდი!
-სულ ასე უნდა მანებივრებდე?
მფეთქავ არტერიაზე ვაკოცე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე. სურნელს ვისუნთქავდი და ფილტვები მეწვოდა. ისე სასიამოვნო იყო და ამავდროულად, მტკივნეული. თითქოს, მის სურნელს სხეულში ვიგუბებდი და არ ვაძლევდი საშუალებას სხეულიდან გაეღწია, ამიტომ ფილტვები მეწვოდა სულ!
-რა ჯობია, საყვარელ ქალს ეუბნებოდე თბილ სიტყვებს და ხედავდე მის თვალებში, როგორ უხარია შენს მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა!
იმ სამმა წამმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და უამრავი რამ შეცვალა. იმ ერთადერთმა სიტყვამ ამიფორიაქა სული და ილოს გულთან "დამაჯახა"!
-როგორ მეჩემები, ილო!
-ხომ არ გცივა?
მზრუნველი ხმით მკითხა და ხელები უფრო შემომხვია. ჩამეხუტა. თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. თოვლიან მყინვარს ვუყურებდით და უსიტყვოდ ვუსმენდით ჩვენს აჩქარებულ გულისცემას. ამდენი დროის გასვლის მიუხედავად, ჩვენ გული ისევ ისე გვიცემდა, როგორც პირველი შეხვედრისას.
-ნი, ხედავ სამ წამს რამდენი რამის შეცვლა შეუძლია?
-ვხედავ, ილო. არა, უფრო სწორად, ვგრძნობ! მე ბედნიერი ვარ შენით, ილო!
-მიყვარხარ, ნი! მაგრად მიყვარხარ!
ტუჩებზე შემეხო და ნაზად მიკოცნიდა. სხეულში სითბო მეღვრებოდა და ვხვდებოდი, ბედისწერის უნდა დამეჯერებინა! ჩვენი შეხვედრა ისედაც გარდაუვალი იყო!
-ჩემო ილო!


***
-ახლა მაინც ხომ გჯერა ბედისწერის, ნი?!
-რა თქმა უნდა!


ძველია და შევცვალე ბევრი რაღაც, რა.
დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა.
ნუ, იყოს მაინც...
ღმერთო, როგორ მომნატრებიხართ!
დავბრუნდი, მგონი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი TrustYourSoul

არ ვიცი რა გითხრა.
დავმუნჯდი.
ილო და ნი.❤️
ძველიაო რომ გავიგე კი ჩამწყდა რაღაც,ვფიქრობდი ახალია და მართლაც დაბრუბდა-მეთქი❤️
მაგრამ მჯერა მალე დაბრუნდები..და,ისევ გაგვანებივრებ❤️
მიყვარხარ ელპინ!❤️

 


№2  offline ადმინი ელპინი

წარსული კვდება...
არ ვიცი რა გითხრა.
დავმუნჯდი.
ილო და ნი.❤️
ძველიაო რომ გავიგე კი ჩამწყდა რაღაც,ვფიქრობდი ახალია და მართლაც დაბრუბდა-მეთქი❤️
მაგრამ მჯერა მალე დაბრუნდები..და,ისევ გაგვანებივრებ❤️
მიყვარხარ ელპინ!❤️

მართლა მომენატრე. აი, ძალიან მომენატრე და შენთან საუბარიც მომენატრა ძალიან!
და ხო, ბევრი რაღაც შეიცვალა.
მიხარია, რომ ჩემთან ხარ ისევ!
ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ!
დავბრუნდები უფრო უკეთესად აუცილებლად.
გაკოცე ბევრიიიიი! და მადლობა ძალიან დიდი!❤❤❤❤

 


№3  offline წევრი N1penguin

გავგიჟდი, არ ვარ კარგად flushed უკვე მიყვარს ეს ისტორია heart_eyes როგორი სითბო იგრძნობა scream scream ჩემს თავს ვერასდროს ვერევი, როცა ასეთ თბილ ისტორიებს ვკითხულობ, გულში სამუდამოდ იდებენ ბინას და აღარსად მიდიან kissing_heart ❤❤

 


№4  offline ადმინი ელპინი

N1penguin
გავგიჟდი, არ ვარ კარგად flushed უკვე მიყვარს ეს ისტორია heart_eyes როგორი სითბო იგრძნობა scream scream ჩემს თავს ვერასდროს ვერევი, როცა ასეთ თბილ ისტორიებს ვკითხულობ, გულში სამუდამოდ იდებენ ბინას და აღარსად მიდიან kissing_heart ❤❤

აუუუუუ, როგორ მიხარია, ჩემო საყვარელო!
უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის!
გაკოცე ბევრიიიიი!❤❤❤

 


№5  offline წევრი svetlana111

smile smile smile smile smile ნამდვილად ემოციურადაა აღწერილი ყველაფერი stuck_out_tongue_winking_eye

 


№6  offline ადმინი ელპინი

svetlana111
smile smile smile smile smile ნამდვილად ემოციურადაა აღწერილი ყველაფერი stuck_out_tongue_winking_eye

აუუუ, როგორ ძააან მივხვდი, რაც იგულისხმე :დდდდდდდდდდდდ
მიხარიააა :)))))) და მადლობა, რომ დრო დამითმე❤

 


№7 სტუმარი blue girl

ეს რა იყო? ამდენ ბედნიერებას როგორ უძლებს გული? სიტყვები რა მოსატანია საერთოდ. როგორი კარგი ხარ ვერ ავღწერ. როგორ ამავსეე იცი? რო ვკითხულობდი შიგნით ვითქვიფებოდი. ვერ ავღწერ როგორ მსიამოვნებს თითოეული შენი სიახლე თანაც ასეთი. საოცარი ადამიანი ხართქო ბევრჯერ მითქვამს და კიდევ უამრავჯერ გეტყვი.

როგორ შემიყვარდი შენ, როგორ შემიყვარდნენ შენი ისტორიები და საერთოდ ეს საიტი როგორ შემაყვარე აზრზევერ მოვდივარ.
ძაანნ ბევრი ვიბოდიალე მაგრაამ ეს კიდე ცოტაა იმისთვის რისი თქმაც რეალურად მინდა.

 


№8  offline ადმინი ელპინი

blue girl
ეს რა იყო? ამდენ ბედნიერებას როგორ უძლებს გული? სიტყვები რა მოსატანია საერთოდ. როგორი კარგი ხარ ვერ ავღწერ. როგორ ამავსეე იცი? რო ვკითხულობდი შიგნით ვითქვიფებოდი. ვერ ავღწერ როგორ მსიამოვნებს თითოეული შენი სიახლე თანაც ასეთი. საოცარი ადამიანი ხართქო ბევრჯერ მითქვამს და კიდევ უამრავჯერ გეტყვი.

როგორ შემიყვარდი შენ, როგორ შემიყვარდნენ შენი ისტორიები და საერთოდ ეს საიტი როგორ შემაყვარე აზრზევერ მოვდივარ.
ძაანნ ბევრი ვიბოდიალე მაგრაამ ეს კიდე ცოტაა იმისთვის რისი თქმაც რეალურად მინდა.

ღმერთო ჩემო!
აი, როგორ გაუძლოს ახლა ჩემმა გულმა ამ სიტყვებს?!
არ გეცოდებიიიი?! ვტირი, გეფიცები.
აუუ, წინასწარ უნდა გამაფრთხილო ასეთ რაღაცას, რომ მიმზადებ, უფ!
ლურჯო, ჩემო ლურჯო, როგორ მეძვირფასებოდი აქამდე და ახლა, ხომ მითუმეტეს! ჩემი ლურჯი გოგო ხარ! მერამდენედ წავიკითხე, არ ვიცი და მერამდენედ ამიფრთხლიადა გული. აუ, როგორ შეიძლება ასე?! ვახ, სადაცაა გასკდეს ეს გული სიხარულისგან, რა! ისე ველოდები, ხოლმე შენს კომენტარებს და როგორც კი, სახელი ამოვიკითხე, ეგრევე მივხვდი, უკვე ცრემლები წამომივიდოდა კითხვის დროს. და თავიდანვე როგორ გაღიმებულადაც დავიწყე კითხვა, ისე მივედი ბოლომდე.
საოცარი გოგო ხარ! ჩემი საჩუქარი ხარ!
ნეტავ იცოდე, როგორ მიხარია!
ბოლო სიტყვებმა საერთოდ გონება დამაკარგვინა! მიხარია, რომ ჩემით დაიწყო ყველაფერი და უზომოდ ბედნიერი ვარ!
გაკოცე ძააააან ბევრი!
და შემეხმიანე, რა, როგორმე აუცილებლად! ვილაპარაკოთ! ❤❤❤

 


№9 მოდერი სალანდერი

ყოველთვის ვამბობდი, რომ ვერ ვიტან სიტყვებს, რადგან არასდროს ამბობენ სათქმელს სრულყოფილად და ზუსტად.
შენი ისტორიების კითხვისას მივხვდი რომ ეს მე არ მაქვს საკმარისი, გრძნობები, ემოციები, ან სიტყვათა მარაგი, რომ ზუსტად ვთქვა თორემ, შენ, შენ სათქმელზე მეტს ამბობ.
ნიჭია ალბათ, ან არ ვიცი.
მარტო ის ვიცი, რომ მე ეს არ უნდა მომწონდეს, მაგრამ უღმერთოდ მომწონს ელ.
ჰო, ვერ ვიტან შენს პერსონაჟებს, მეტისმეტად ადამიანურები არიან ჩემთვის, მეტისმეტად რეალურები და მეტისმეტად, მეტისმეტად მეტისმეტად, მაგრამ ვაბოდებ ამათ ავტორზე.
თავხედურად მაგრად წერ ხომ იცი, არა და ისეთი მომართული ვიყავი, მაგრამ რა უნდა გითხრა ისეთი, რაც აქამდე არ მითქვამს ტო.
ენას მაგდებინებ. აი ასე, ძან ჩვეულებრივად.
როგორ ვერ გიტან ზოგჯერ, ამ ადამიანურობის გამო, მაგრამ შენ, შენ იმიტომ ხარ, რომ ასეთი ხარ.
ამ ყველაფრით.
იმაზე ბევრად მეტი ხარ ვიდრე ახლა იცი და წარმოგიდგენია.
და რომ მიხვდები, მერე როცა მიხვდები, გახსოვდეს რომ აქედანვე არ გამომპარვია მე ეს.
მაგარი შეგრძნებაა, შენს საყვარელ მწერალთან, ასეთი უშუალო შეხება რომ გაქვს და შეგიძლია ნებისმიერ დროს მიწერო.
მიხარია მე შენი არსებობა, შენი აღმოჩენა, პოვნა თუ როგორც ქვია.
არ ვიცი, ვერ ვამბობ და შენ თვითონ დაალაგე, ან მიხვდი, ან არ ვიცი.
მინდა რომ გაიგო, მაგრამ ახლა სიტყვები ვერ მყოფნის, როგორც ყოველთვის და მაინც, შენ ხომ იცი ელ.
იცი"-"ნი? ჩემი საყვარელი სახელია.
ჰო, უნდა გაიცინო შენ, უღმერთოდ იდეალურო.

 


№10  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ყოველთვის ვამბობდი, რომ ვერ ვიტან სიტყვებს, რადგან არასდროს ამბობენ სათქმელს სრულყოფილად და ზუსტად.
შენი ისტორიების კითხვისას მივხვდი რომ ეს მე არ მაქვს საკმარისი, გრძნობები, ემოციები, ან სიტყვათა მარაგი, რომ ზუსტად ვთქვა თორემ, შენ, შენ სათქმელზე მეტს ამბობ.
ნიჭია ალბათ, ან არ ვიცი.
მარტო ის ვიცი, რომ მე ეს არ უნდა მომწონდეს, მაგრამ უღმერთოდ მომწონს ელ.
ჰო, ვერ ვიტან შენს პერსონაჟებს, მეტისმეტად ადამიანურები არიან ჩემთვის, მეტისმეტად რეალურები და მეტისმეტად, მეტისმეტად მეტისმეტად, მაგრამ ვაბოდებ ამათ ავტორზე.
თავხედურად მაგრად წერ ხომ იცი, არა და ისეთი მომართული ვიყავი, მაგრამ რა უნდა გითხრა ისეთი, რაც აქამდე არ მითქვამს ტო.
ენას მაგდებინებ. აი ასე, ძან ჩვეულებრივად.
როგორ ვერ გიტან ზოგჯერ, ამ ადამიანურობის გამო, მაგრამ შენ, შენ იმიტომ ხარ, რომ ასეთი ხარ.
ამ ყველაფრით.
იმაზე ბევრად მეტი ხარ ვიდრე ახლა იცი და წარმოგიდგენია.
და რომ მიხვდები, მერე როცა მიხვდები, გახსოვდეს რომ აქედანვე არ გამომპარვია მე ეს.
მაგარი შეგრძნებაა, შენს საყვარელ მწერალთან, ასეთი უშუალო შეხება რომ გაქვს და შეგიძლია ნებისმიერ დროს მიწერო.
მიხარია მე შენი არსებობა, შენი აღმოჩენა, პოვნა თუ როგორც ქვია.
არ ვიცი, ვერ ვამბობ და შენ თვითონ დაალაგე, ან მიხვდი, ან არ ვიცი.
მინდა რომ გაიგო, მაგრამ ახლა სიტყვები ვერ მყოფნის, როგორც ყოველთვის და მაინც, შენ ხომ იცი ელ.
იცი"-"ნი? ჩემი საყვარელი სახელია.
ჰო, უნდა გაიცინო შენ, უღმერთოდ იდეალურო.

სერიოზულად?!
ლამის მოვკვდი ტო. რატო მიკეთებ ამას?!
ხომ იცოდი, როგორ ვნერვიულობდი მაინც.
ჯანდაბა, ვერ გიტაააან!!!!!
ერთი სიკვდილი გამოვიარე, სანამ ამას გავხსნიდი და ახლა გული ამიჩქარდა, მინდა ვიტირო, მაგრამ მაგის ძალაც არ მაქვს.
მგონი, პირველად გეუბნები, რომ იდეალური ხარ!
ყველაზე რეალური ხარ შენ ჩემთან და ღმერთმანი, ვიცი რომ არასდროს შეიცვლები. ასე მგონია, ყველაზე კარგად მიცნობ ყველა სიტყვაში რომ მიჭერ და ისე გებულობ ყველაფერს, როგორც დავწერე, როგორც ვიგულისხმე ან როგორც ვიფიქრე.
მე კი არა, შენ გაქვს ადამიანების შეცნობის ნიჭი, თუ რაც გინდა, უს უწოდე შენ.
ფაქტია, იდეალური ხარ!
მადლობა რა, ძაან დებილობა სიტყვააო კი თქვი, მაგრამ ისიც არ ვიცი, რა უნდა გიპასუხო.

გაღმერთებ ტო.
მიყვარხარ.

 


№11  offline წევრი Tushma19

გეფიცები მეასედ ვკითხულობ და სულ მეტირება❤️❤️❤️

 


№12  offline ადმინი ელპინი

Tushma19
გეფიცები მეასედ ვკითხულობ და სულ მეტირება❤️❤️❤️

ვაიიიიი, ამ შუა ღამეს ცოტა ძაან მხია გულმა ამ სიტყვების გამო.

დიდი მადლობა!
ძალიან მიხარია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent