შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 8


11-04-2018, 20:31
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 181

შენს მკლავებში დავლევ სულს 8

კონვერტს ვხევ და გადაკეცილ ფურცელს ვიღებ,სადაც მეორე მხარეს აწერია "იოანესგან" მეცინება და მოკლე ტექსტს ვკითხულობ გულამოვარდნილი.
"მაპატიე თუ გაწყენინე,ევა... შენ გარეშე არ შემიძლია და არ მინდა გაბრაზებული იყო ჩემზე..კოლოფი გახსენი და მიიღე ჩემი საჩუქარი,დავითს უკან არ გამოატანო თორემ ძალიან გავბრაზდები"
კოლოფს ვხსნი და Iphone X-ს ვიღებ ხელში... ღმერთო ჩემო არა... თითს ვაჭერ სენსორს და მისი შეტყობინება მხვდება.
"ამიერიდან შენი ლამაზი თითებით მხოლოდ მე გამომიგზავნი ხოლმე შეტყობინებებს,გიმეორებ,მხოლოდ მე"
პასუხს არ ვაყოვნებ და ვწერ
"როგორც ინებებთ ბატონო იოანე."

შეტყობინება მოსდის მამაკაცს ტელეფონზე სადაც "ევა" აწერია.. ხელის კანკალით ხნის მის მოწერილს და ეღიმება,ხელებს თავს ქვევით იწყობს და ფიქრებში მიდის...
ფიქრებიდან კარზე კაკუნი აფხიზლებს საიდანაც დავითი შემოდის.
-აბა,რას შვრები?
-ვფიქრობ..
-ნიკაზე?
იოანე იშმუშნება მისი სახელის გაგონებაზე და მაშინვე ღიზიანდება..
-არა,ევაზე.. ვფიქრობ,აქ ხომ არ მოვიყვანო საცხოვრებლად..
-არ ვიცი.. შენს ადგილას დავტოვებდი იქ სადაც არის...
-მოვიფიქრებ..

*****
ერთი წელი სრულდება,რაც ევა მშობლების გარეშეა..მეგობრების და საყვარელი ადამიანების გარეშე...ახალგაზრდა ქალი სარკეში იყურება,უყურებს როგორ ეზრდება თმა,როგორ ეცვლება ფერი,გამომეტყველება... და მთლიანად როგორი შეცვლილია...ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია და ღმერთის მადლობელი,რომ იოანეს სახლში გაუშვა ნიკამ იმ დღეს..ამდენი ცუდის მიუხედავად ბედნიერია..რადგან იო სიგიჟემდე შეუყვარდა..და მას ასე ძალიან არავინ არასდროს ჰყვარებია.. მხოლოდ ახლა ხვდება,რომ გიო მისი ნამდვილი სიყვარული არ ყოფილა... გიოსთან არ უგრძვნია ის მუხტი,რომელიც იოანეს შეხებისას სკდება.. არ უგვრძნია ვნება,ისეთი როგორიც იოანესთან აქვს...
*****

ღამეა,პირველი საათი სრულდება, საბანში ვძვრები და ვიკრობ რომ გავთბე,ცივი ჰაერი ცხვირს მიწვავს.. სადაცაა ძილის ფაზაში ვარ როცა ტელეფონის ბზუილი მაღვიძებს.. თვალებს ვიფშვნეტ და სენსორს ვწევ.
-"რატომ არ მწერ?" -იოანე
-"რა უნდა მოგწერო?"
-"არ გენატრები?"
-"კი."
-"მაშინ რატომ არ მეუბნები არაფერს?"
-"იო,მეძინება. ხვალ მოგწერ"
-"რაღაც მინდა გკითხო"
-"მკითხე..."
-"მინდა რომ ჩემს სახლში იცხოვრო.. და მინდა რომ ხვალევე გადმოხვიდე.. კარგი?"
-"მოვიფიქრებ"
-"რას ჰქვია მოიფიქრებ?არ გინდა ჩემთან ყოფნა?!"

ტელეფონს ვდებ კამოდზე და ვთიშავ... იოანესთან ერთად ცხოვრება? ჰმმ..რა თქმა უნდა მინდა.. მთელი არსებით მინდა მას ვუყურო ყოველ დღე,მასთან ერთად გავიღვიძო,დავიძინო,შევეხო,ვაკოცო..ძალიან მინდა... მაგრამ..მეშინია.. მეშინია რომ ისევ ცუდად მომექცევა.. მეშინია რომ ისევ დამტოვებს მარტო..ან ისევ აქ გამომიშვებს.

ძილის ბურუსიდან გამოვდივარ,შხაპს ვიღებ და ვწესრიგდები,იოანეს ნაჩუქარ კაბებს ვნახულობ რომელსაც ადრე არ ვიცვამდი.. არჩევანი თეთრ,ოდნავ გამჭვირვალე კაბაზე ავარჩიე,დაწნილი თმა გავიშალე და უკან გადავიყარე რომელიც ძალიან ლამაზად იყო დახვეული.. რას ვაკეთებ? მემგონი ძალიან მომენატრა სარკესთან დგომა და პრანჭვა,მთელი ამ დროის მანძილზე არც კი მქონდა იმის თავი ეს ყველაფერი მეკეთებინა,კაბა ჩავიცვი,ცოტა მაკიაჟით შევილამაზე თავი და სამზარეულოში გავედი.. ისევ მარტო ვარ... ჰმმ.. მომიწევს მარტო საუზმის გაკეთება.. ბოლო დროს დათოს სახლში ვერც ვხედავ.. არც მხვდება დილით,ღამეც ისე გვიან ბრუნდება მაგ დროს უკვე ვწევარ და ვერ გავდივარ მოსაკითხად.. ფიქრებიდან მანქანის სწრაფი შემოხვევა მაღვიძებს,ფანჯრიდან შავ BMW-ს ვხედავ.. იოანე.. რა თქმა უნდა.. იმედია გადავრჩები.. ყავის ფინჯანს გვერდით ვდებ და უკვე კარებზე ბრახუნი მესმის.
იოანე გიჟივით შემოვარდა სახლში,მკლავზე მისი ძლიერი ხელი მომქაჩა და კედელთან ამაყუდა.
-რატომ არ მიპასუხე გუშინ?? გინდა რომ წყობიდან გამომიყვანო? აქ ყოფნა გირჩევნია ჩემთან ერთად ყოფნას არა???
ხელს ვითავისუფლებ და მეორე ხელით ოდნავ უკან ვწევ რადგან იმდენად ახლოს დგას თვალებს ვხუჭავ მის ყვირილზე.
-რა გაყვირებს იოანე? ნორმალური ხარ?
ტონს უწევს და გულდაწყვეტილი კითხულობს:
-რატომ არ გინდა ჩემთან?
მზერას ვაშორებ და სხვაგან ყურებას ვიწყებ..
-შემომხედე..ევა.. გთხოვ.. წამოდი ჩემთან..
-ძალიან მთხოვე.. ეშმაკურად ვუღიმი და წარბს ვწევ.
-აჰაა.. აი თურმე რა უნდა ქალბატონ ევას..
-გისმენთ ბატონი იოანე..
-ქალბატონო ევა,გთხოვთ დამდოთ პატივი და წამოხვიდეთ ჩემს სახლში.. თანახმა ხართ?
-თანახმა ვარ..
ჩემსკენ საკოცნელად იწევა მე კი მაშინვე თავს ვხრი.
-აი ეს კი უკვე უნდა დაიმსახურო. თვალს ვუკრავ და ჩანთას ვიღებ,წავედით?
გაშეშებული დგას და სასოწარკვეთილი იყურება,ვცდილობ ამ წუთას არ გადავიხარხარო იმდენად სასაცილოდ აქვს ხელები შემოდებული წელზე ბრაზიანად. არადა,როგორ მიყვარს მისი სიბრაზე და ყვირილი,ეს ძალიან სექსუალურს ხდის და მემგონი მე უკვე შევიშალე.)

-სად მოვედით?სახლი სასტუმროში გაქვს?
-არა,გეშლება ძვირფასო,ეს ჩემი სახლია.. გადმობრძანდით თუ შეიძლება.
პირი ღია მრჩება,თვალებს ვაფართოვებ და არც კი მჯერა.. უზარმაზარი სამ სართულიანი სახლი,ქვემოთ ჩამწკრივებული სხვადასხვა მოდელის მანქანებით.. ოცნებაშიც ვერ ვივლებდი ასეთ სახლებს.. თუნდაც ამ მანქანებს,თბილისშიც კი არ მინახავს..წარმოუდგენელი მეჩვენებოდა ყველაფერი...და მე აქ უნდა ვიცხოვრო?არააა.... არ არსებობს..
-გადმოხვალ თუ მანქანაში დაგტოვო?
-თვალებს ვატრიალებ და ბუზღუნით გადმოვდივარ. კიბეებს ავუყვებით ორივენი.. მეორე სართულზე ჩერდება და კარს მიღებს.
-ეს შენი ოთახია,ევა..
-და შენი??
-მესამე სართულზე ჩემი კაბინეტის გვერდითაა ჩემი საძინებელიც.
-შეიძლება ვნახო?
-ჰმ,ვეღარ ითმენ ჩემს საძინებელში შემოსვლას? ეშმაკური სიცილი დასთამაშებს სახეზე.
-არა,კაბინეტი ვიგულისხმე, ძალიან მაინტერესებს სერიული მკვლელის კაბინეტი როგორია.. ნაგლურად მოვუჭერი და ჩუმად გაიცინა.
კაბინეტში შევედით,მგონი ეს ყველაზე დიდი ოთახია ამ სახლში. მაგიდა ცენტრში დგას,კედელზე კი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცის სურათი კიდია.
-ეს ვინ არის?
-ეს მამაჩემია.. კონსტანტინე. მპასუხობს ამაყად..
-ძალიან ჰგავხარ იო..
-ხო.. ვიცი..
-და დედას ფოტო სად არის? მომენტალურად ვეკითხები და მგონი არ უნდა მეკითხა,სახეზე ვატყობ რომ არ ესიამოვნა..
-არ მაქვს მისი ფოტო..
-მაპატიე,არ მინდოდა..
-არა ,არაფერია.. სავარძელში თავსდება,მე კი ისევ ვათვალიერებ მთელ კაბინეტს,თაროებზე განლაგებულ მრავალნაირ იარაღებს,წიგნებს..
-მოგწონს?მეკითხება ღიმილით და სიგარას უკიდებს.
-კი,ძალიან.
ახლოს მივდივარ და კალთაში ვუჯდები.. ხვდება რომ მისი ნაჩუქარი კაბა მაცვია და ხარბად აკვირდება ჩემს სხეულს..მისკენ ძალიან ახლოს მიზიდავს,ჩემს მკერდს მისი ცხვირი და ტუჩები ეხება, ხელს კაბის ქვეშ მიცურებს და ისევ სწრაფად ვდგები.
-ხომ გითხარი,უნდა დაიმსახუროთქო.
-რაა? ევა ნუ მეთამაშები,მოდი აქ!
-მმ,არა. ჩემს ოთახში უნდა შევიდე და დავისვენო,დროებით ძვირფასო.

ოთახში შევდივარ და უზარმაზარ საწოლზე ვეხეთქები,გულში უცბად ისიც კი გავივლე ნეტავ ჩემი იყოს ეს ყველაფერი -თქო,იმდენად ლამაზია აქაურობა.. არ მეგონა იოანე ასეთი მდიდარი კაცის შვილი თუ იქნებოდა..
კარზე კაკუნით ახალგზარდა ქალი შემოდის უამრავი ყუთით ხელში და გაშეშებული მიყურებს სანამ მე არ ამოვიღე ხმა.
-რა ხდება?
-ქალბატონო ევა,ბატონმა იოანემ ეს თქვენთან გამომატანა,ნება მომეცით თქვენს კარადაში ჩამოვკიდო ყველაფერი.
-მმ.. მე.. იყოს,მე თვითონ მივხედავ მაგ ყველაფერს.
-ბატონმა იოანემ დამავალა...
-არაუშავს ... თქვენ..
-მე ლილი მქვია.
-არაუშავს ლილი,მე თვითონ მივხედავ.
ყუთებიდან სწრაფად ვიღებ შეფუთულ ტანსაცმელს და თვალები მიფართოვდება.. რაა??ელი სააბი,ვერსაჩე,დიორი,შანელი.. არ არსებობს?არ მჯერა.. ნუთუ ეს ყველაფერი ჩემია?არა.. ამას ვერ ავიღებ... არ შემიძლია.. იოანე რას მიკეთებ.. პირზე ხელს ვიფარებ და სულ ვწითლდები,არ ვიცი ძალიან გამიხარდეს თუ რა ემოცია უნდა მქონდეს.. კარზე ისევ კაკუნია და ამჯერად იოანე შემოდის.
-მოგეწონა?
-იოანე.. არ შემიძლია ამ ყველაფრის აღება.. გთხოვ მე..
-გაჩუმდი,ეს ყველაფერი უკვე შენია,ახლა კი რამე ძალიან ლამაზი ჩაიცვი,ძალიან საინტერესო ადგილას მიმყავხარ.
-სად?
-რამოდენიმე თვეში ერთხელ იტალიელი მაფიოზები და ბიზნესმენები ჩამოდიან ხოლმე და საქმიან ვახშამს ვმართავთ,თან დავლევთ,თან საქმეზე ვისაუბრებთ,მინდა ჩემს გვერდით იყო.
-მე რომ დავრჩე არ შეიძლება?
თავს ვხრი მორცხვად და ვნერვიულობ.
-ევა,ნუ ხარ ასეთი მორცხვი,მინდა ყველამ ნახოს რა ლამაზი და შვენიერი ქალი მყავს გვერდით..
ოთახი დატოვა და კარიდან შემომძახა
-1 საათში მზად იყავი.

*****

თმა ავიწიე,წითელი კაბა ჩავიცვი რომელსაც ბიუსჰალტერის ჩაცმა არ ესაჭიროებოდა,ზურგი მთლიანად მიჩანდა და ძალიან შეხსნილი იყო,წითელი პომადა გადაისვი და კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში.
ევა კიბეებს ჩაუყვება და შესასვლელთან თორნიკე,ვაჩე,გიორგი და დავითი დგანან სმოკინგებში გამოწყომალები,დავითს გული გამალებით უცემს ანგელოზივით ქალის დანახვაზე,მით უმეტეს ასეთ გამომწვევ კაბაში.. ის მთელი არსებით ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა ამ გრძნობას რომელიც სინდისს ქენჯნიდა იოანეს გამო. გრძნობების დაფარვას ყველანაირად ცდილობდა მაგრამ თავისი თვალები ყველაფერს ამჟღავნებდნენ..

იოანეც ჩამოვიდა,სმოკინგი ისე უხდებოდა,მეგონა იქვე დავეცემოდი და გული წამივიდოდა მის დანახვაზე.. ეს კაცი ბოლოს მომიღებს.. ჩუმად ვიცინი და იოანეს მკლავზე ვკიდებ ხელს.
-ასე გამომწვევად რატომ ჩაიცვი?გინდა საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად შენ გიყურო მთელი საღამო?
-ეგ თქვენ გსურდათ ჩემი წამოყვანა,ბატონო იოანე,ახლა კი მორჩით წუწუნს და მანქანა დაძარით. ღვედი შევიკარი და ამაყად ავწიე თავი.

*****

წვეულება სასტუმროშია გამართული,მრავალი ხალხი ირევა ერთმანეთში,ყველა ძალიან ლამაზადაა გამოწყობილი,ქალებიც და მამაკაცებიც. ყველას ეტყობა ვინ ცუდ საქმეშია გარეული,ვის როგორ და საიდან აქვს ფული ნაშოვნი,ვინაა მაფიოზი და ა.შ.. ევა მორცხვად დაჰყვება იოანეს აქეთ იქით,თითქოს ისეთ ადგილასაა სადაც არ უნდოდა მოხვედრა საერთოდ.. ქალები ზემოდან დაჰყურებენ და თითქოს მზერით ამცირებენ მას. ყველა იოანეს ესალმება,ქალები მაშინაც ცდილობენ მის შებმას როცა ევა მის გვერდითაა.
-არ მოგწონს ხო აქ ყოფნა?
-არა. უკმაყოფილოდ პასუხობს ევა.
იოანე იცინის და წელზე ხელს ხვევს,
-ნუ ნერვიულობ,ასე იმიტომ გიყურებენ რომ მათზე ბევრად ლამაზი ხარ..
-იმედი მაქვს ასეთ საღამოებზე ხშირად სიარული არ მომიწეცს.
-კარგი რა,ნუ ჭირვეულობ პატარა ბავშვივით. გთხოვ.
მაგიდასთან სტუმრები მოდიან და იოანეც ხელს ართმევს მათ.
საათნახევარია რაც მაგიდასთან ვსხედვართ.. შემოსასვლელისკენ ვიყურები სადაც თორნიკე და ვაჩე დგანან,ღვინით სავსე ჭიქები უჭირავთ და ლაპარაკობენ, მომენტებში იცინიან რაღაცეებზე.. მე შეუმჩნევლად ვდგები და მათკენ მივდივარ.
-რა გაცინებთ? ვკითხულობ დაინტერესებული.
-შენ რატომ ადექი?
-რატომღაც ძალიან მომბეზრდა მაგიდასთან ჯდომა და გაურკვეველ ენაზე საუბრის მოსმენა. თვალებს ვატრიალებ და ბიჭებს ეცინებათ.
-ჰაა,მითხარი ახლა მეც მინდა სიცილი,პატარა ბავშვივით ვიწყებ ბუზღუნს.
-აი იმ კაცზე ვღადაობთ,იმხელა ცხვირი აქვს ბენზინის კალონკა გეგონება,უეჭველი ბენზინის ბიზნესი აქვს,თორნიკე ისევ ხარხარებს და მეც მათ ვყვები.
-აი იმ დაბალ კაცს ხო ხედავ?მეტრა ნახევარი,მსუქანი და ღიპიანი რომაა?
-ჰო ,ვხედავ
-მაგის გვერდით რო ქერა,მაღალი ლამაზი ქალი დგას,მაგისი ცოლია
-რააა?? თვალებს ვაფართოებ.
-ჰო,ეგეთ ტიპს ეგეთი ქალი როგორ ჰყავს ტო,სიცილით ამბობს ვაჩე
-და თქვენ საერთოდ რომ არავინ გყავთ?
ყველა ერთად ვიცინოდით,მერე ბიჭებს რომელიღაც მაგიდიდან დაუძახეს.
-ორი წამით გავალთ და ახლავე მოვალთ, იოანეს არ მოშორდე და ამაზე შორს არ წახვიდე რა.
-კარგი.. თავს ვუქნევ დამჯერი ბავშვივით.

უცებ ქალს ახალგაზრდა მამაკაცი ავლებს ხელს,წელზე უჭერს და ახლოს იზიდავს.
-მეცეკვებით ლამაზმანო?
-ხელი გამიშვით!ახლავე!!!!
-გგონია ნიკას გადაგდება ასე უბრალოდ დაგიჯდებათ?ყურში ჩურჩულებს ამაზრზენად და იცინის.
-გამიშვი!!!! ისტერიკულ კივილს ვიწყებ და ყველას ყურადღება ჩვენკენაა მომართული, მამაკაცი დარბაზს სწრაფად ტოვებს,იოანე გამწარებული მორბის ჩემკენ და მამოწმებს კარგად ვარ თუ არა. დაცვას ბრძანებას აძლევს სასწრაფოდ დაიჭირონ ის და გარეთ გარბიან იოანესთან ერთად დავითი,ვაჩე და თორნიკე.
ახალგაზრდა მამაკაცს დაცვა ხელს ავლებს აქეთ იქითდან,იოანე კი მას უახლოვდება და პირდაპირ იარაღს უმიზნებს,მე მაშინვე იოანეს ვეფარები წინ
-ევა რას აკეთებ?????გაიწიე!!!!!!!!!
-გთხოვ,არ გინდა. იოანე იარაღი შეინახე ახლავე! გემუდარები.. ვცდილობ მისი სახე ჩემკენ შემოვატრიალო,ბრაზისგან სულ ხვნეშის და ოხრავს. წიხლს არტყავს მანქანას. სასწრაფოდ აიყვანეთ და საპყრობილეში გამოკეტეთ ეს ახვ*რი.
მე შენ გასწავლი ჭკუას,თითით ანიშნებს ძირს დაგდებულ ტიპს,ხელს ძლიერად მიჭერს და ჩვენს მანქანასთან მიმათრევს.
-მე შენ რა გითხარი არ მომშორდე თქო????
-იოანე.. მომწყინდა უაზროდ ჯდომა.. მერე თორნიკესთან და ვაჩესთან წავედი ვიფიქრე ვილაპარაკებთ თქო... მერე ორი წამით დამტოვეს და ეს ვიღაც ცხოველი მომმვარდა....
-აღარ გაბედო მეორედ და არ მომშორდე!!!მაგას მაინც ჩავაძაღლებ,მანქანაში ჩაჯექი,ახლავე!!!!

ვფიქრობ ვუთხრა თუ არა რაც იმ ტიპმა მითხრა.. თითქოს ეს მესიჯი იყო ნიკასგან..მეშინია ძალიან,იოანე საჭეს მართავს და ხელს ხელზე ვკიდებ,სულ გაყინული აქვს.. ღმერთო..იმედია აღარასდროს გამოჩბდება ის ცხოველი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Queenofmoon

ბავშვებო მაპატიეთ ოდნავ დავაგვიანე,საშინელი ვირუსი მაქვს და არც კი ვიცი როგორი თავი გამოვიდა არც გადამიხედავს,იმედია მოგეწონებათ

 



№2  offline წევრი marikuna18

Saally Saally
ბავშვებო მაპატიეთ ოდნავ დავაგვიანე,საშინელი ვირუსი მაქვს და არც კი ვიცი როგორი თავი გამოვიდა არც გადამიხედავს,იმედია მოგეწონებათ

უმაგრესი იყოო ♡♡ მაგარი გოგო ხარ გამიხარდა ეს თავი რომ დავუნახე

 



№3  offline წევრი Queenofmoon

marikuna18
Saally Saally
ბავშვებო მაპატიეთ ოდნავ დავაგვიანე,საშინელი ვირუსი მაქვს და არც კი ვიცი როგორი თავი გამოვიდა არც გადამიხედავს,იმედია მოგეწონებათ

უმაგრესი იყოო ♡♡ მაგარი გოგო ხარ გამიხარდა ეს თავი რომ დავუნახე

მადლობა დიდიიი <3 <3

 



№4 სტუმარი ლია

კარგი მოთხრობაა და საუკეთესო ხარ შენ.

კარგი მოთხრობაა დაუკარგესი ხარ შენ❤❤❤

 



№5  offline წევრი Queenofmoon

ლია
კარგი მოთხრობაა და საუკეთესო ხარ შენ.

კარგი მოთხრობაა დაუკარგესი ხარ შენ❤❤❤

ვაიმე,ვიტირებ ეხლა.. relieved <3 <3 დიდი მადლობა,მართლა მიხარია ასე ძალიან თუ მოგწონთ.. <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent