შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის დემონი (თავი II)


11-04-2018, 22:38
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 294

სიყვარულის დემონი (თავი II)

ბარიდან დაბნეული გამოვედი. მისი თვალები, მისი სახე, ის ისეთი იდუმალებით მოცული იყო, ისეთი კარგი. ღამე როგორღაც გადავაგორე, მაგრამ ვერც ერთი წუთით ვერ მოვწყდი ფიქრებს. თავს ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ, როდესაც მისი შავი თვალები მახსენდებოდა, კვლავ გადავეშვებოდი ფიქრთა უზარმაზარ მორევში. შემდეგი ორი დღე საშინელი უამინდობის გამო, თავი არ შემიწუხებია სკოლისათვის. მხოლოდ: სახლი, ყავა, მუსიკა და ძილი, მოკლედ სრული ნეტარება მქონდა.
წიგნს ვკითხულობდი როდესაც ტელეფონზე ჰანამ დარეკა.
-მახინჯო, რატომ ზარმაცობ, სკოლას უშენობა შეეტყო, მითხრა მხიარულად.
-სულელო, ხომ იცი ჩემი სიზარმაცე, ვუთხარი მეც მხიარული ხმით.
-ახალი ამბავი მაქვს, მოკლედ გრეი ხომ გახსოვს ჩვენ რომ შევხვდით, ჰოდა ის ერთ კვირაში უნდა გადმოსულიყო ჩვენს სკოლაში მაგრამ, ჩვენი საუბრის მომდევნო დღეს გადმოვიდა, იცი ჩვენს კლასშია. ღმერთო არასოდეს დავივიწყებ მის მზერას შენდამი.
-ჰანა, რატომ ამახვილებ ასეთ რაღაცეებზე ყურადღებას, ის ხომ უბრალოდ იყურებოდა.
-კარგი რა მახინჯო, ხომ შეგიძლია ერთხელ დამიჯერო.
-სულელო, ახლა არ მცალია მოგვიანებით გადმოგირეკავ., პასუხს არ დავლოდებივარ ესევე გავთიშე. ეს დღეც დასრულდა. დილით გამეღვიძა, მოვწესრიგდი და სკოლის გზას გავუდექი. პირველივე გაკვთილზე დავაგვიანე. კლასში შესვლისთანავე ყველა მე მომაშტერდა, რაც ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა. რას ვხედავ, ჩემი ადგილი გრეის აქვს დაკავებული. გავშეშდი და ძალიან გავბრაზდი. მისის არეამ გაკვირვებით შემომხედა და მითხრა:
- ვიქტორია, გაკვეთილზე მოსწავლეები რომ მერხებთან სხდებიან ხომ გსმენია ამაზე? ეს რაღაც ცინიკურს ჰგავდა.
-მაგრამ ყველა თავის ადგილას მისის არეა. ვუთხარი გაბრაზებულმა, მაგრამ ღიმილი არ დამვიწყებია.
-როგორც ჩანს შენ არც თუ ისე მოგეწონა ჩვენი ახალი მოსწავლე. გაიღიმა და თან გრეის შეხედა.
- უბრალოდ საკუთარ ადგილს ვითხოვ, ნუ თუ ასეთი რთული გასაგებია?
-მაგრამ წესია ახლა მისი მერხიდან აყენება?
-თუ თვლით რომ, ჩემი ფეხზე დგომა არაფერია მთელი გაკვეთილების განმავლობაში, მაშ კარგით.
გრეი მიხვდა რომ უკვე საშინლად ვბრაზებოდი, მასწავლებელს არაფრის თქმა აღარ აცადა და მერხიდან წამოდგა.
-ვფიქრობ, უმჯობესია ვიკა დაჯდეს აქ მისის არეა. გავიკვირვე მისი ნათქვამი სიტყვები და პასუხი არ დავაყოვნე.
-ერთი შეხედეთ მოფიქრების უნარო თურმე ჰქონია, ხო და კიდევ ერთი, ვიქტორია და არა ვიკა. მერხიდან წამოდგა და ადგილი შეიცვალა, მე კი ჩემს მერხთან დავჯექი.
დასვენებაზე კლასში დავრჩი, არსად გავსულვარ. ჩემს ზურგს უკან ნაბიჯების ხმა შემომესმა, მივხვდი რომ ვიღაც მიახლოვდებოდა, თვალთ გრეი შემრჩა. ჩემს მერხს დაეყრდნო, სახე სახესთან იმდენად ახლოს მომიტანა რომ, მისმა სუნთქვამ ჩემი თმის ღერები საკმაოდ ძლიერად შეარხია. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ხელები გამეყინა და გავფითრდი.
წყნარი და ჩუმი ხმით ჩამჩურჩულა:
- ქარიზმატულობასთან და სილამაზესთან ერთად საკმაოდ ჯიუტიც ყოფილხარ, სხეული გამეყინა, თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა, ჩემს ყველა ნაწილში სისხლმა დაიწყო დუღილი, ვერაფერი ვთქვი, მან ისევ განაგრზძო.
- იცი შენ მარტოხელა დედოფალი ხარ, თავნება და ამაყი, რომელიც ერთმა უბრალო ბიჭმა სწორი გზიდან გადმოაგდო და მის კლანჭებში მოქცევას ცდილობს. მითხრა ეს, ეშმაკურად გამიღიმა, სახეზე ჩამოშლილი თმა ყურზე გადამიწია და მერხს ოდნავ მოსცილდა. ეს საბოლოო იყო მგონი ჩემმა გულმა გაჩერება იწყო. როგორღაც მოვახერხე და ამოვღერღე.
-ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში. სასწრაფოდ ვტაცე ჩემს წიგნებს და ჩანთას ხელი, წამოვხტი და კლასიდან გავქრი.
კაფეტერიაში ჩავედი და გაფაციცებით დავუწყე ჰანას ძებნა. ჰაერი აღარ მყოფნიდა, ჩემს თავს უკვე ჩხუბი დავუწყე.
-ჯანდაბა, ღმერთო როცა მჭირდები მაშინ რატომ არ ხარ აქ. საიდანღაც ჰანა გამოჩნდა შემომხედა, ხელი ხელზე შემახო და იყვირა, გაფითრებული რომ დამინახა დაიბნა.
-ვიკააა... იყინებააა... გთხოვ არ მოკვდე, მიშველეთ, ღმერთჩემო ის... შევაწყვეტინე
-ჰანა შეწყვიტე, არ არის საჭირო ყველას გააგებინო.
-კარგი, ვჩუმდები, წამოდი სახლში წაგიყვან და თან მომიყევი რა მოხდა.
სკოლას მოვწყდით, ოდნავ დავწყნარდი, გულის ცემაც ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა და ჩემს ხელებშიც დაიწყო სისხლმა თბობა. ვერ ვიგებ რა დამემართა, ასე რატომ ავნერვიულდი, მაგრამ ამ მომენტში ის უფრო მიჭირს როგორ ავუხსნა ჰანას რა დამემართა. მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, მაგრამ ამას ჯერ-ჯერობით ვერ ვეტყვი, რადგან თავისი აზრები უნდაჩააქსოვოს და განუწყვეტლივ მისი ხუმრობები ვისმინო.
-მახინჯო, რამ გაგაფითრა სკოლაში ასე.
მკითხა შეწუხებულმა, არ ვიცოდი რა მეპასუხა, ვერაფერს ვფიქრობდი, ბოლოს რაღაც სისულელე ვუთხარი.
-იცი დილიდან თავს ვერ ვგრძნობ კარგად, არაფერია უკვე გამიარა.
მიხარია რომ დამიჯერა, სხვაგვარად ვერ გადავრჩებოდი. ჰანამ სახლამდე მიმაცილა, ყურადღებაში ალბათ ვერავინ შეედრება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ მინდა ჩემი გაურკვეველი გრძნობების შესახებ ვინმემ გაიგოს. სკოლიდან გამოვიქეცი მის გამო,ნუ თუ შესაძლებელია ადამიანი ასეთი იყოს, მისი ქცევები ხომ ამ გარემოს სრულიად არ შეესაბამება, ალბათ კარგად გამოსდის გრძნობებზე თამაში. თითქოს ვგიჟდებოდი, ჭკუიდან ვიშლებოდი, როდესაც მის იდუმალებით მოცულ შავ თვალებს ვიხსენებდი ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სამზარეულოში შევედი სასადილოდ და იქვე პატარა ფურცელს დავხედე.
"ვიკა, ჩემო საყვარელო, სამსახურიდან მივიღე შეტყობინება, აღარ დავრეკე, აუცილებელი საქმეა ხვალ შუადღეს ან დილით დავბრუნდები. სახლში ყველაფერია რაც კი გჭირდება, თუ მოისურვებ ჰანას დაურეკე და ხომ იცი შენთან აუცილებლად დარჩება."

-დედა


ურეაქციოდ შევბრუნდი მაცივრისაკენ. სადილის შემდეგ აბაზანაში ავედი, შხაპი მივიღე და მალევე გამოვედი თავზე პირსახოცითა და თეთრი ხალათით. უეცრად კარზე ზარის ხმა შემომესმა. ჩავედი დაბლა და კარი გავაღე, ჩემმა თვალებმა დაინახა ის რის დანახვასაც ნამდვილად არ ისურვებდა, განსაკუთრებით ამ მომენტში. თვალები გამიდიდდა და სუნთქვა შემეკრა. ჩემს წინ იდგა გრეი, მე კი გაწუწული წიწილასავით ვიყავი ატუზული სახლის კართან.
-სველიც რა მშვენიერი ყოფილხარ, მითხრა საოცარი ღიმილით. იმდენად დავიბენი და ისეთი გაკვირვებული დავრჩი რომ, საპასუხოდ ვერაფერი ვთქვი.
-დიდხანს გამაჩებრებ კართან? მკითხა მან. როგორღაც ხმა ამოვიღე და მივუგე.
-ვფიქრობ უნდა წახვიდე, არ ვიცნობთ ერთმანეთს და აქ არც არაფერი გესაქმება. კარის ზღურბლს გადმოაბიჯა, ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა, გეფიცებით ვეღარ ვსუნთქავდი.
წელზე ხელი ძლიერად მომჭიდა და თავის მკლავებში მომაქცია, ვერც კი მოვასწარი შეწინააღმდეგება, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი.
-ჩემთან ერთად წამოდი.
საშინლად ვბრაზდებოდი, სუნთქვა უფრო და უფრო მიხშირდებოდა, ტვინი მთლიანად მეთიშებოდა და ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს ქცევებს, მეგონა გული გაჩერდებოდა.
-ახლავე მომცილდი, თევზივით დავიწყე ფართხალი, რაც ძალი და ღონე მქონდა ხელები დავუშინე.
-უბრალოდ გამომყევი, იგივეს მიმეორებდა, თითქოს ჩემი ქცევები სულ არ აინტერესებდა.
-ძალიან ვიყვირებ, მივუგე ხმის კანკალით, მაგრამ ჩემსას მაინც არ ვიშლიდი და ვეწინააღმდეგებოდი.
-იყვირე, ოღონდ ჩემთან ერთად წამოდი გთხოვ, მითხრა კვლავ ღიმილიანი სახით.
-აუცილებლად ინანებ, იმდენად მანერვიულებდა მისი საქციელი აღარ ვიცოდი რას ვეუბნებოდი.
-გთხოვ არ შეშინდე, უბრალოდ მენდე. მთელი მონდომებით მთხოვდა.
-მოაშორე შენი ხელები ჩემს სხეულს.
-ნუ თუ შენ ეს არ მოგწონს? მკითხა და ეშმაკურმა ღიმილმა გაიელვა მის სახეზე.
-ჩემგან რას ითხოვ? მივუგე უკვე ძალიან დატანჯული ხმით.
-მხოლოდ იმას რომ ჩემს მანქანაში ჩაჯდე და რამოდენიმე საათი ჩემთან ერთად გაატარო.
-ხელს თუ არ გამიშვებ ვერსად გამოგყვები, როგორც კი ხელი გამიშვა სამზარეულოში გავიქეცი და მაგიდას ამოვეფარე.
-შენ რა, გადაწყვიტე დამალობანა მეთამაშო? მკითხა და გულიანად გადაიხარხარა.
-ახლავე მოშორდი ჩემი სახლიდან, თითქოს ჩამოუყალიბებელი პატარა ბავშვი ვიყავი და შეშინებული ვესაუბრებოდი, ეს მას უფრო ამხიარულებდა.
-ვიქტორია, გთხოვ, ჩემი ნუ გეშინია, არაფერს გავნებ, ამ ერთხელ გამომყევი, ასეთი რთულია? თუნდაც რამდენიმე წუთით, არაფერს დაგიშავებ, არ შეგეხები.
ნდობის ნაპერწკალი გაჩნდა სადღაც გულის სიღრმეში, მის თვალებში სევდა იმალებოდა, რაღაც მტკივნეული ჩანდა. დავივიწყე ყველაფერი და მშვიდი ხმით მივუგე.
-აქ დამიცადე, ზემოთ ავალ და მოვწესრიგდები, არ მგონია ხალათით გამოსვლა კარგი იდეა იყოს.
მის თვალებში უსაზღვრო სიხარულის გარდა აღარაფერი ჩანდა. ჩემს ოთახში ავედი და გამზადება დავიწყე. ჩემი ერთი მხარე საკუთარ თავს ძალიან უბრაზდებოდა ამ საქციელის გამო, სიგიჟედ თვლიდა ამ ყველაფერს, ძალიან ეშიონოდა და ცუდზე ფიქრობდა. ხოლო მეორე მხარე მოჯადოვებული იყო , ჰაერში დაფრინავდა და ოცნებებში იყო გართული, აღარ ახსოვდა არაფერი. დაბლა რომ ჩავედი მორცხვად ვუთხარი:
-მზად ვარ, შეგვიძლია გავიდეთ
-მაშ კარგი, ვნახოთ რას ფიქრობ ჩემს იდეებზე.

II თავის დასასრულიскачать dle 11.3




№1  offline წევრი talia

Daagviane damaviwyda kidec.kargi iyo etyoba ro ishrome

 



№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

talia
Daagviane damaviwyda kidec.kargi iyo etyoba ro ishrome

თანაც ძალიან დავაგვიანე, გამიხარდა რომ შენი კომენტარი ვნახე
--------------------
milla

 



№3 სტუმარი სტუმარი ლინდა

ძალიან მომწონს, ასე გააგრძელე არ შეწყვიტო, ველოდები შემდეგ თავს ოღონდ უფრო მალე

 



№4 სტუმარი ნოა

მომეწონა.ვფიქრობ საბოლოოდ ძალიან კარგი გამოვა..ველოდები დღესვე შემდეგ თავს

 



№5  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სტუმარი ლინდა
ძალიან მომწონს, ასე გააგრძელე არ შეწყვიტო, ველოდები შემდეგ თავს ოღონდ უფრო მალე

ყველანაირად ვეცდები რომ მალე დავდო

ნოა
მომეწონა.ვფიქრობ საბოლოოდ ძალიან კარგი გამოვა..ველოდები დღესვე შემდეგ თავს

დღესვე ვერ დავდებ მაგრამ ვეცდები ხვამ მაინც დავდო
--------------------
milla

 



№6 სტუმარი ნოა

ველოდები დღეს იცოდე შემდეგ თავს ;---;

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent