შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ (თავი 8; დასასრული)


12-04-2018, 20:41
ავტორი ლიდია
ნანახია 616

მხოლოდ შენ (თავი 8; დასასრული)

თავი 8
არადა გადაწყვეტილი მქონდა, რომ მეტ ტატუს არ გავიკეთებდი. ახლა კი ის გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში აღარ დავთვრები! ტატუ მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო, მაგრამ არ მიყვარდა სხეულის გადაჭრელება.
შხაპის შემდეგ ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში გავედი, ბავშვებს უკვე ეღვიძათ.
-დილამშვიდობისა! - მივესალმე ყველას.
-გუშინ თავი გაიგიჟე ტატუ უნდა გავიკეთოო, ვერაფრით შეგაჩერეთ. - თქვა ანიმ.
-ვერც შემაჩერებდით, ხისთავიანი ვარ. - ჩავიცინე. - კიდევ რამე ხომ არ გავაკეთე? ან ვთქვი?
-ჰმმ.. მთელი საღამო გაიძახოდი ზუკა, ზუკაო... მაინც ვინ არის ეს ზუკა? - იკითხა ჩაფიქრებულმა ლაზარემ. - ან რას ნიშნავს შენი ტატუები?
-რამეს უნდა ნიშნავდეს? - მხრები ავიჩეჩე და ზუკაზე კითხვა დავაიგნორე.
-ტატუს ტყუილუბრალოდ არავინ იკეთებს. ჩემი აზრით შენ ტატუებს რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ვიღაც ზუკასთან. - ისე ლაპარაკობდა ლაზარე, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს ხსნიდა.
-ეს არავის საქმეა! - განვაცხადე მკაცრად და სახლიდან გავედი.
აქვე ახლოს მდინარე იყო და იქით წავედი.
არ ვიტირებ! უკვე 2 თვეა არ მიტირია, აღარ მინდა ვიტანჯო.
ზუკა წარსულია..
არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ... მომიწევს. მან დამტოვა. აღარ დაბრუნდება.
მე კი მიყვარს.
მის მერე არავისთვის მიკოცნია. ვეღარ ვსუნთქავ ისე მინდა მის ნაცრისფერ თვალებში ჩახედვა და ყველაფრის ახსნის მოთხოვნა.
მოულოდნელად მხარზე ვიღაც მადებს ხელს და ვკრთები, გამომუშავებული რეფლექსების წყალობით, სწრაფი მოძრაობით ხელს ვუჭერ, ვუტრიალებ და მუცელში წიხლს ვაზელ. მდინარეში ვარდება.
საბრძოლო პოზაში ვდგავარ და ახლაღა ვხვდები, რომ „თავდამსხმელი“ სინამდვილეში ლაზარეა. ვმშვიდდები.
-ბოდიში, სხვა მეგონა. არ მინდოდა ჩამერტყა და მდინარეში ჩამეგდე..
-ასე ჩხუბი სად ისწავლე? - მკითხა ჯერ კიდევ სახედამანჭულმა.
-ბოქსზე დავდივარ. - ხელს ვუწოდებ, რომ ამოვიყვანო.
უეცრად ხელს მიქაჩავს და მეც წყალში ვვარდები.
-საზიზღარო! - შევყვირე და წყალი შევასხი.
წუწაობა დავიწყეთ და ბევრიც ვიცინეთ. სანამ წყლიდან ამოვიდოდით გავიგე როგორ ჩაილაპარაკა ბიჭმა:
-ერთ დღეს აუცილებლად გავიგებ შენ ისტორიას.
ნიშნისმოგებით გავუღიმე და სახლში შევედი. ცხელი შხაპი ძალიან მესიამოვნა. ვარდისფერი ტოპიკი, ამავე ფერის მაღალწელიანი შარვალი და კედები ჩავიცვი, უკვე გრძელი, შავი თმა გავიშალე და კეპი დავიხურე.
მთელი დღე დავდიოდით და ვათვალიერებდით სვანეთის ღირშესანიშნაობებს, ვერთობოდით.
ზუკას წასვლის შემდეგ პირველი დღეა, როდესაც გულწრფელად გავიღიმე და გავერთე.
ამის გამო სულ არ ვწუხვარ! წყეული ორი წელი გავიდა. შინაგანად ადამიანს აღარ ვგავარ. დამპირდა რომ დაბრუნდებოდა!!
საღამოს 9 საათზე დავბრუნდით სახლში, დაქანცულები და მშივრები. პიცა გავაკეთეთ და ვჭამეთ, თან ვლაპარაკობდით.
შემდეგ ჩემ ოთახში შევედი და დავწექი. წამებში ჩამეძინა.
კოშმარებმა ზუკას შესახებ რათქმაუნდა არ დამანება თავი.
შუაღამისას გავიღვიძე და წყლის დასალევად ჩავედი სამზარეულოში. შემდეგ აივანზე გავედი, სადაც ლაზარე იყო. მთვარის შუქი ლამაზად ეცემოდა მის წითელ ხუჭუჭა თმას, ამ სიბნელეში წითლად ანათებდა. ზურგით იდგა და ცას გაჰყურებდა. გვერდით მივუდექი.
-ვერც შენ იძინებ? - მკითხა ბოხი ხმით.
-ვერა..
-რა გაწუხებს?
-კოშმარები. იცი, ხანდახან ვფიქრობ რა მოხდებოდა ამ სამყაროზე ბოროტება რომ არ არსებობდეს, არ არსებობდეს. გართულებები, პრობლემები და ტყუილები, უაზრო იმედები რომ არ არსებობდეს. ვფიქრობ კარგი იქნებოდა..
-არ იქნებოდა კარგი.
გაკვირვებულმა შევხედე.
-კარგად დაფიქრდი. წარმოიდგინე რაც თქვი. ეს ყველაფერი სისულელე იქნებოდა, მოსაწყენი. ვფიქრობ აუცილებელია ყველა ადამიანმა გამოსცადოს საკუთარ თავზე სიღარიბე, იმედგაცრუება და სიბოროტე. ადამიანი ასე ვითარდება, ის თავის შეცდომებზე სწავლობს.
-ჰო.. არის შენ ნათქვამში რაღაც მართალი.
ორივე გავჩუმდით. ისეთი სიჩუმე იყო, რომ ერთმანეთის სუნთქვა და გულისცემა გვესმოდა. სიჩუმე ლაზარემ დაარღვია.
-რატომ.. რატომ ხარ ასეთი იდუმალი?
-არ ვიცი, უბრალოდ ასეთი ვარ..
-შეყვარებული გყავს? - მკითხა მოულოდნელად.
-მყავდა.. ახლა არც კი ვიცი ჩემ თავს რა ხდება.
-ახლაც გიყვარს?
-ლაზარე.. მე ის არ მხოლოდ ახლა მიყვარს, არამედ ყოველთვის მეყვარება! ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არაფერში არასდროს.
ლაზარემ ამოიხვნეშა, თითქოს გული დაწყდაო. თავისკენ მიმაბრუნა და ტუჩებზე გიჟივით დამაცხრა.
თავიდან გამოუცდელიდავით დავიბენი, შემდეგ კოცნაში ავყევი, თმებში შევუცურე ხელები, თავად ჰაერში ამწია და რამდენიმე წამში აივნის მოაჯირზე ვიჯექი და ვნებიანად ვკოცნიდი ლაზარეს.
გამახსენდა ზუკას კოცნა და ის ღამე იტალიაში, ლამის საკუთარი თავი რომ დავკარგე.
ალბათ ხუთ წუთზე მეტხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. ბოლოს რომ შევჩერდით, შუბლი შუბლზე მომადო და მკითხა:
-მაშინ რატომ ამყევი?
-იმიტომ, რომ ის არ დაბრუნდება. - მტკიცედ ვთქვი და თითქოს ამით თავი ვიმართლე.
არადა ნამდვილად მესიამოვნა ეს კოცნა.
არ შეედრებოდა ზუკას ერთი ხელის შეხებით გამოწვეულ ჟრუანტელს, მაგრამ იყო ლაზარეში რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა.
-წავალ, დავიძინებ. - ჩავილაპარაკე და მოაჯირიდან ჩამოვხტი.
დიდხანს ვწრიალებდი ლოგინში საკუთარ თავზე გაბრაზებული. ბოლოს როგორც იქნა გამთენიისას ჩამეძინა.
არ მინდოდა გარეთ გასვლა, მაგრამ თავად ლაზარემ ამომაკითხა ოთახში.
-დათო და ანი პაემანზე წავიდნენ.
-რაა?! - გამეცინა. - ვიცოდი!!
-ძლივს მოაბა თავი დათომ რომ დაეპატიჟებინა.
-შენ წინააღმდეგი არ ხარ?
-არა. უყვართ ერთმანეთი, მხოლოდ ესაა საკმარისი. დათო კაი ბიჭია, ვენდობი.
-ხო, კარგია. დაბლა ჩადი, ჩავიცვამ და ჩამოვალ.
-ვიქნები. - ეშმაკურად გაიღიმა ლაზარემ.
-ლაზარე!!
-ხო, კაი! მივდივარ.
სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი. ვჭამეთ. ხმას არცერთი ვიღებდით.
-რას იზავ თუ დაბრუნდება? - მკითხა როდესაც ჭურჭლის რეცხვას შევუდექი.
-ვიზე ამბობ? - თავი გავისულელე.
-ზუკაზე.
-მე არ მითქვამს, რომ მას ზუკა ერქვა...
-ძნელი მისახვედრი არ იყო.
-არ ვიცი რას ვიზავ. შეიძლება მოვკლა.
ლაზარეს გაეცინა.
-არ გაგიჭირდება.
-ჰო, ნამდვილად მოვკლავ. მერე თავსაც მოვიკლავ და ორივე ჯოჯოხეთში მოვხვდებით.
-მაინც არ მეტყვი რა გაგიკეთა ასეთი?
-ორი წლის წინ წავიდა. მიმატოვა. არ ვიცი სადაა. უბრალოდ წავიდა და მითხრა დავბრუნდებიო. მეც შევპირდი, რომ დაველოდებოდი.
-და რატომ არ ელოდები?
-ვინ გითხრა რომ არ ველოდები? - წარბის აწევით შევხედე.
-გუშინ ვინ მკოცნიდა ძალიან მაინტერესებს! - ღიმილით მომიახლოვდა ლაზარე. მეც გამეღიმა.
-ჰო ეგ მგონი მე ვიყავი.
ლაზარემ მაკოცა, მეც არ დავაყოვნე და კისერზე შემოვხვიე ხელები.
-ახლა გამოდის რომ ჩემი შეყვარებული ხარ? - სულელივით იღიმოდა.
-არაფერს გპირდები.
ერთი კვირა გავატარეთ სვანეთში. დასვენება ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ქიმია გვიცდიდა.
ამ ერთ კვირაში მე და ლაზარე დავვახლოვდით. არ მიყვარდა, უბრალოდ მომწონდა. თვითონაც მოვწონდი და გაფრთხილებული მყავდა, რომ სერიოზული გრძნობები არ გასჩენოდა.
ერთ დღეს, როდესაც მე და ლაზარე ხელიხელჩაკიდებულები გამოვედით ინსტიტუტიდან და ბოლო ხმაზე ვიცინოდით, რადგან ლაბორატორია ლამის ავაფეთქეთ, ჩემი ყურადღება ადამიანის ფიგურამ მიიქცია.
ზურგით იდგა.
მაღალი და გამხდარი იყო. მოტკეცილი ჯინსი ეცვა და კოჭები უჩანდა.
შემობრუნდა და ღიმილი სახეზე შემახმა.
ზუკა ამ ორ წელში უფრო გამაღლებულა და სახის ნაკვთები გამკაცრებოდა. იმაზე მამაკაცური, მიმზიდველი და სიმპატიური იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, ლოყა საყვარლად დაეჩხვლიტა. შემდეგ ლაზარე შეამჩნია და სახე წამში გაუქვავდა და დაუსერიოზულდა. ბრაზისაგან ყელზე ვენები დაებერა.
წამით ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და სული შემეხუთა, მისი ნაცრისფერი თვალები...
ოჰ ღმერთო! მაინც.. რა ლამაზია!
ლავიწის ძვალზე გამოსახულ ვარსკვლავზე სწრაფად გადავიტარე ხელი.
მზერა მოვარიდე და ლაზარეს, რომ არაფერი შეემჩნია ძლივს გავიღიმე.
ინსტიტუტს რომ გავცდით, ლაზარემ მაკოცა და დამემშვიდობა, სახლში წავიდა.
მეც სახლისკენ ავიღე გეზი.
ვგრძნობი, რომ მომყვებოდა. ამას ვგრძნობდი. მთელი სხეულით ვცახცახებდი და ამაოდ ვცდილობდი ცრემლები შემეჩერებინა.
ძლივს პირშეკრული ჭრილობები ერთიანად გადამეხსნა და სხეულში ბრაზის ვულკანმა ამოხეთქა.
ვბრაზობდი ზუკაზე.
მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ ამდენი ხნის შემდეგაც იქონია ჩემზე გავლენა მისმა გამოჩენამ.
შემდეგ მკლავში ხელი ჩამჭიდა და მისკენ მიმაბრუნა.
განრისხებული იყო, მაგრამ ამავდროულად ისეთი სიყვარულით სავსე მზერით მიყურებდა...
ხმას ვერ ვიღებდი. ცრემლები გაუჩერებლივ მდიოდა. უხმოდ ვტიროდი.
-ნუცა.. - ამოიოხრა. - დავბრუნდი.
-ორი წელი....
-მაგრამ მე დავბრუნდი! დაგპირდი და დავბრუნდი! შენც დამპირდი, მაგრამ არ დამელოდე.
-ორი წელი! მე მეგონა ყველაზე ბევრი1 წელში დაბრუნდებოდი! დღე და ღამ გელოდი და ვტიროდი! გაუჩერებლივ მტკიოდა! რა გგონია ახლა არ მტკივა?! სულ მტკიოდა. რა გგონია არ გელოდე? იცი რამდენი ხანი გელოდე? 2 წელი ზუკა, ორი წელი! და გგონია დაგივიწყე? არა! ვერა! არაკაცი ხარ! მიმატოვე!
-ვინ იყო ის ბიჭი?!
-ღმერთო! რა დროს ის ბიჭია?! გგონია არ გელოდე? - გავუმეორე და სიმწრით გამეცინა. - შენ გამო.. სწორედ შენ გამო შევიცვალე ვარცხნილობა! შენ გამო დავიწყე ჩხუბის შესწავლა და შენ გამო გავიკეთე ტატუები! ამას შეხედე! - ლავიწი დავანახე. - ეს ვარსკვლავი შენ ხარ. ეს მზე და მთვარე კი..
-მზე ხარ მთვარის ჩრდილით დაფარული.. - გაიმეორა საკუთარი სიტყვები.
-ზუსტად! მეგონა ამ ცვლილებებით გულის ტკივილს ოდნავ მაინც შევიმსუბუქებდი. მაგრამ ყოველ დღე უფრო და უფრო მტკიოდა. ახლა კი გამოჩნდი და იმის გამო მეჩხუბები, რომ ვიღაც მყავს, ვიღაც ვინც ზრუნავს ჩემზე და ვის გვერდითაც თავს კარგად ვგრძნობ!
-გგონია ჩემთვის ადვილი იყო?! გგონია საკუთარი თავი არ მძულს ამხელა ტკივილი რომ მოგაყენე?! ყოველ დღე, როდესაც სარკეში ვიხედები გული მერევა! არაკაცზე დიდი არაკაცი ვარ!! ახლა კი ალბათ იმის უფლებაც არ მაქვს, რომ პატიება გთხოვო. მაგრამ გთხოვ! მაპატიე, ბოდიში! ისევ მიყვარხარ ნუციკო, ძალინ მიყვარხარ! გინდ თმა სულ გადაიხოტრო, გინდ სხეული ტატუებით ტატუებით გადაიჭრელო! მე მაინც მიყვარხარ. მხოლოდ შენ მყავხარ. არავინ მყოლია ეს ორი წელი! არც კი მიკოცნია ვინმესთვის. საკუთარ თავს ვსჯიდი, შენი არ ნახვით! კიდევ ერთი შანსი და გპირდები, გპირდები რომ აღარ წავალ. არასოდეს. არ მიგატოვებ, გპირდები! ვიცი ჩემი უბრალო სიტყვები ფუჭია, მაგრამ მზად ვარ შენ გამო მთები გადავდგა და ვიბრძოლო!
მისმა სიტყვებმა ჩემი გულის გამალებით ფეთქვა, სხეულის დაბუჟება და მუცელში პეპლების აფარფატება გამოიწვია.
მინდოდა მეთქვა, რომ ვპატიობ! რომ მიყვარს! რომ მინდა მაკოცოს და ჩამეხუტოს!
მაგრამ ამის ნაცვლად ხელი გავაშვებინე და ტირილით გავიქეცი იქ სადაც „მეშველებოდა“.
დარბაზში მივედი, ალექსიც იქ იყო.
-ღმერთო ნუცა! კარგად ხარ?
-ვინმეს უნდა ვებრძოლო! ორთაბრძოლა მინდა. არის ვინმე ისეთი ვისაც გოგოსთან ჩხუბის არ შეეშინდება?! - ვიყვირე ბოლო ხმაზე.
ერთადერთი ბიჭი გამოვიდა ჩემ წინ.
ორი თავით მაღალი და დაკუნთული იყო.
გამოვიცვალე და რინგზე ავედი.
„ბრძოლა“ დაუნდობელი იყო. ნამდვილად არ აინტერესებდა ამ გოლიათს გოგო ვიყავი, ბიჭი თუ ტრანსგენდერი!
მაგრამ მეც სწორედ ეს მინდოდა.
ბევრჯერ მომხვდა, მაგრამ ტკივილს მხოლოდ გულის არეში ვგრძნობდი.
საბოლოოდ ყველა გაოცებული დარჩა, ამ პაწაწინა გოგომ როგორ მოუგო გოლიათსო.
ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი. გამოსაცვლელი ოთახის სარკეში ჩავიხედე.
სახის უმეტესი ნაწილი ჩალურჯებული მქონდა, ისევე როგორც ფერდი და ფეხები.
გამოვიცვალე და სახლში წავედი. ელზას, დაჩისა და სალომეს ყურადღება არ მივაქციე ისე შევედი ოთახში.
საწოლში ვიწექი, როდესაც კარებზე დაჩიმ დამიკაკუნა.
-დაბრუნდა არა? - მკითხა თბილი ხმით.
-ჰო...
-ეს დაგიტოვა. - პატარა კონვერტი გამომიწოდა.
-რა არის?
-წერილი.
ლოგინზე დადო და გავიდა.
არ მინდოდა გამეხსნა, მაგრამ რა ვუთხარი ამ ცნობისმოყვარეობას! ეგრევე დავწვდი კონვერტს და გავხსენი, შიგნიდან პატარა ფურცელი ამოვიღე.
აი რა ეწერა ზედ:
„ნუცა. თუ მოხვალ ჩემ ძველ სახლში, ესეიგი გიყვარვარ და მეორე შანსს მაძლევ. თუ არა, მაშინ ყველაფერი გასაგებია.
მხოლოდ შენი მონა-მორჩილი ზუკა.“
იმ წამსვე გავემზადე და ზუკას სახლისკენ წავედი.
ასე მარტივად.
მიყვარს.
ვერ ვძლებ.
არ შემიძლია მის გარეშე!
როცა აქაა, ასე ახლოს და შანსს მთხოვს...
მე უკვე უძლური ვარ.
ვისღა აინტერესებს ლაზარე.. მოგვიანებით ყველაფერს ავუხსნი!
სახლის კარები შევაღე. ემოციებით ვიყავი დახუნძლული.
აქაურობა სულ შეცვლილიყო. ყველაფერი გაურემონტებიათ. მდიდრული იერი შეეძინა სახლს.
ზუკას ოთახში შევედი.
იქ იყო.
მელოდებოდა.
ადგა და თვალცრემლიანი მომიახლოვდა.
-მოხვედი..
-მოვედი.
-ანუ.. გიყვარვარ?
-მიყვარხარ სულელო! - გამეღიმა და ჩავეხუტე.
ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული და შვებისგან როგორ ამოისუნთქა.
ხელები მომხვია და თავზე ბევრჯერ მაკოცა.
შემდეგ ბაგეებზეც დამეკონა.
ეს სურნელი..
ეს გემო..
ეს ყველაფერი ზუკას ეკუთვოდა!
როგორი ნაცნობი და სასიამოვნო იყო.
მოვუყევი ყველაფერი, რაც მისი არყოფნის პერიოდში თავს გადამხდა. ისიც მოვუყევი, თუ საიდან მქონდა ეს დალურჯებები.
-გავიგე, რომ მკერდთან ახლოს ტატუ გაქვს.. - დაიწყო ეშმაკურად მოელვარე ნაცრისფერი თვალებით. - არ გინდა მანახო?
გავწითლდი და ბოლო ხმაზე გამეცინა.
-რა იდიოტი ხარ! - ხუმრობით ჩავარტყი და ლოგინზე დავაგდე.


***

ციდან ვარსკვლავი ჩამოვარდა და ადამიანად გარდაისახა. ამ ვარსკვლავს ზუკა ერქვა. ცის კამარაზე მასზე ლამაზი ვარსკვლავი არ არსებობდა.

_______________________________________________________


ესეც დასასრული ^_^ ყველამ დააკომენტარეთ და ვრცლად შემიფასეთ ვინც კითხულობდით
თქვენი მონა-მორჩილი: ლიდია
:დскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo siyvarulma dabruna da gamixarda rom ertad datove, warmatebebi ❤️❤️veli shemdeg istorias male dagvibrundebi imedia
--------------------
lomidze

 



№2  offline წევრი ლიდია

naniko mindia
Kargi iyo siyvarulma dabruna da gamixarda rom ertad datove, warmatebebi ❤️❤️veli shemdeg istorias male dagvibrundebi imedia

yvelanairad vecdebi rom male dagibrundet sruliad gansxvavebuli janrit ❤️❤️ gamaxaret rom
mogewonat

 



№3 სტუმარი მარი. ელ❤

ემოციების ქვეშ ვარ არვიცი რა ვთქვაა მთლიანობაში არაჩვეულებრივი იყო განსხვავებული შემიყვარდა ყველა პერსონაჟიი თავიდან როგორც მინდოდა ისე არ განვითარდა და ვერ ვიგებდი რა უნდა მომხდარიყო თუმცა შესანიშნავი დასასრულია ძალიან მომეწონა საყვარელოო❤❤❤

 



№4  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
ემოციების ქვეშ ვარ არვიცი რა ვთქვაა მთლიანობაში არაჩვეულებრივი იყო განსხვავებული შემიყვარდა ყველა პერსონაჟიი თავიდან როგორც მინდოდა ისე არ განვითარდა და ვერ ვიგებდი რა უნდა მომხდარიყო თუმცა შესანიშნავი დასასრულია ძალიან მომეწონა საყვარელოო❤❤❤

დიდი დიდდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️❤️❤️ეს იყო ჩემი მიზანი რომ მკითხველი ვერ მიმხვდარიყო ჩემ გეგმებს :დდ ^_^

 



№5  offline წევრი goddess

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიან მომეწონა.განსხვავებული ისტორია იყო და თან ბანალურიც არ გახადე.მშევენიერი დასასრულიც ქონდა და გელი ახალი ისტორიით<3

 



№6  offline წევრი ლიდია

goddess
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიან მომეწონა.განსხვავებული ისტორია იყო და თან ბანალურიც არ გახადე.მშევენიერი დასასრულიც ქონდა და გელი ახალი ისტორიით<3

ძალიან გამიხარდა, რომ არ გებანალურათ ❤️❤️❤️

 



№7  offline წევრი ki si

მომეწონა. ბევ რამეში არ დაგეთანხმე შემეცოდა დაჩი და ლაზარე რომელსაც არასოდეს ყვარებია. გამოგიტყდები ზუკა თავიდანვე არ მომწონდა არც ლაზარემ მომხიბლა დიდად მაგრამ მაინც კარგი იყო აუცილებლად წავიკითხავ სხვა ისტირიებსაც. წარმატებები საყვარელო

 



№8  offline წევრი ლიდია

ki si
მომეწონა. ბევ რამეში არ დაგეთანხმე შემეცოდა დაჩი და ლაზარე რომელსაც არასოდეს ყვარებია. გამოგიტყდები ზუკა თავიდანვე არ მომწონდა არც ლაზარემ მომხიბლა დიდად მაგრამ მაინც კარგი იყო აუცილებლად წავიკითხავ სხვა ისტირიებსაც. წარმატებები საყვარელო

ყოველთვის საჭიროა სხვა აზრის მქონდე ადამიანებიც ^_^ დიდი მადლობა სიხარულო ❤️❤️❤️❤️

 



№9  offline წევრი aNuGi

მომეწონა,
საკმაოდ კარგად და ემოციურად გქონდა გადმოცემული თითოეული დეტალი.
სავსე და ლამაზი ისტორია იყო, ვერ ვიტყვი რომ რაიმე აკლდა.

საინტერესო წერის სტილი გაქვს, საკმაოდ დახვეწილია, ცოტა შეცდომები იყო მაგრამ სიმართლე გითხრა დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას.
ზოგადად შეგიძლია უფრო მეტი ემოცია გადმოსცე, მომენტებში ვგრძნობდი რომ შებოჭილი იყავი, ან შეიძლება ჩქარობდი, არვიცი.
დალაგებული და გააზრებული გქონდა თითოეული მომენტი, ძალიან მესიამოვნა.

ნიჭიერი გოგო ხარ, შენს წინა ისტორიებს არ ვიცნობ, მაგრამ ვხვდები რომ ეს პირველი ან მეორე არ არის, უკვე საკმაო "სტაჟი" გაქვს და ეს ნაწერსაც ნათლად ეტყობა.

მოკლედ მომეწონა, ასე გააგრძელე და საკუთარ თავზე იმუშავ.

რაც შეეხება შინაარს: მოულოდნელობებით სავსეც იყო, ბევრი დრამა ჰქონდა ისტორიას, თითქმის სულ უარყოფითი, მაგრამ ესეც თავისებურ ხიბლს სძენდა, ასეთი იყო ნუციკოს ცხოვრება და ზოგჯერ პერსონაჟს თვითონ, შენგან დამოუკიდებლად მიჰყავს საკუთარი ცხოვრება. <3 (მიხვდები ალბათ რაც ვიგულისხმე აქ)

წარმატებები! <3

დაველოდები შემდეგ ისტორიას :) <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№10  offline წევრი ლიდია

aNuGi
მომეწონა,
საკმაოდ კარგად და ემოციურად გქონდა გადმოცემული თითოეული დეტალი.
სავსე და ლამაზი ისტორია იყო, ვერ ვიტყვი რომ რაიმე აკლდა.

საინტერესო წერის სტილი გაქვს, საკმაოდ დახვეწილია, ცოტა შეცდომები იყო მაგრამ სიმართლე გითხრა დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას.
ზოგადად შეგიძლია უფრო მეტი ემოცია გადმოსცე, მომენტებში ვგრძნობდი რომ შებოჭილი იყავი, ან შეიძლება ჩქარობდი, არვიცი.
დალაგებული და გააზრებული გქონდა თითოეული მომენტი, ძალიან მესიამოვნა.

ნიჭიერი გოგო ხარ, შენს წინა ისტორიებს არ ვიცნობ, მაგრამ ვხვდები რომ ეს პირველი ან მეორე არ არის, უკვე საკმაო "სტაჟი" გაქვს და ეს ნაწერსაც ნათლად ეტყობა.

მოკლედ მომეწონა, ასე გააგრძელე და საკუთარ თავზე იმუშავ.

რაც შეეხება შინაარს: მოულოდნელობებით სავსეც იყო, ბევრი დრამა ჰქონდა ისტორიას, თითქმის სულ უარყოფითი, მაგრამ ესეც თავისებურ ხიბლს სძენდა, ასეთი იყო ნუციკოს ცხოვრება და ზოგჯერ პერსონაჟს თვითონ, შენგან დამოუკიდებლად მიჰყავს საკუთარი ცხოვრება. <3 (მიხვდები ალბათ რაც ვიგულისხმე აქ)

წარმატებები! <3

დაველოდები შემდეგ ისტორიას :) <3

ამხელა კომენტარი ჩემ ნაშრომზე პირველადაა და მართლა ძალიან გამიხარდა შენი თითოეული სიტყვა ძვირფასო ^_^ <3 დიდი დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent