შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 9


12-04-2018, 21:55
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 313

შენს მკლავებში დავლევ სულს 9

განრისხებული იოანე სახლში შედის,უკან ევა მიჰყვება და მისი მეგობრებიც. კაცი ღრიალებს და გამწარებულია,ევას ეშინია იმის თქმის რაც იმ ტიპმა დააბარა,ალბათ უფრო გაცეცხლდება..ცდილობს დაამშვიდოს იოანე..ევა სამზარეულოში გადის და დავითს ანიშნებს შეჰყვეს.
დავითს ცნობისმოყვარე მზერა დასთამაშებს და წარბებს მაღლა სწევს,ევა ისევ ანიშნებს ხელით რომ მასთან მივიდეს.
-რა ხდება ევა?
ევა კარისკენ იყურება,აკონტროლებს რომ არავინ მოისმინოს რამე.
-იმ ტიპმა რაღაც მითხრა.. რაღაც ისეთი რასაც ახლა იოანეს ვერ ვეტყვი.. ისედაც როგორი გაცეცხლებულია და უარესს იზავს..
-რა გითხრაა?? კაცი თვალებს ქაჩავს და იძაბება.
-ნიკასთვის ეს ყველაფერი არ შეგრჩებათო..
დავითი დაფიქრდა და რამოდენიმე წამი,ასე,უბრალოდ გაჩერებული იდგა.. გოგონამ თავისი ნაზი ხელები სახეზე მიადო და აცრემლებულმა მთელი არსებით ემუდარა..
-დავით,გთხოვ იო დაიცავი.. არ მინდა რამე დაუშავდეს.. თან ისეთი ფეთქებადია,სისულელეს გააკეთებს ვიცი..
-ნუ ნერვიულობ.
დავითმა ევა მიიხუტა და მალევე დასცილდნენ.
-ახლა რა ვქნათ?როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი მას..
-არ ვიცი ევა..მგონი მაინც გაიგებს.. ის ტიპი საპყრობილეში ჰყავს და იქამდე აწამებენ სანამ არ იტყვის რა მიზნით მოვიდა შენთან..
-აწამებენ???
-ჰო.
-ჯანდაბა.. კარგი,იოანესთან წავალ,ვეცდები დავამშვიდო..
ევამ გეზი იოანესკენ აიღო,მაგრამ მისაღებში მხოლოდ ბიჭები დახვდნენ.
-სად წავიდა?
-თავის კაბინეტშია.. კარგი ევა,წავალთ ჩვენ,ხვალ დავბრუნდებით.. აბა ჭკვიანად..
-ნახვამდის..
*****
კიბეები სწრაფად ავირბინე და იოანეს კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ.
-იოანე...
-მოდი.
-ასე რატომ ბრაზდები?მე ხომ აქ ვარ,უვნებელი..შენს გვერდით?
უკნიდან ვეხუტები და მისი სურნელი ცხვირს მიწვავს,მალევე თავისუფლდება ჩემგან და სავარძელში ეშვება.
-რამდენჯერ გითხარი,არავის დაელაპარაკო,არ მომშორდე თქო?
-კარგი,ასე აღარ მოვიქცევი. გპირდები.
-ახლაც არ მაკოცებ?
-რატომ?დამნაშავე რადგან ვარ?
-არა,იმიტომ რომ ჩემზე გიჟდები.
-ჰმმ.. და საიდან მოიტანე რომ შენზე ვგიჟდები???
სწრაფად მიახლოვდება და თითებს ნაზად მისვამს მხრებზე და მოშიშვლებულ ზურგზე,კისერზე სველ კოცნას მიტოვებს და მთელ სხეულზე ბუსუსები მაყრის,ჟინით სავსეს მისი არეული სუნთქვა ჩამესმის,ავტომატურად თვალებს ვხუჭავ და პირს ოდნავ ვაღებ,მისი სველი ენა ნიკაპიდან მკერდის თავამდე ჩამდის, აქ უკვე ვეღარ ვიძვრენ თავს და დახშული კვნესა მხდება პირიდან,ფეხებს მაშლევინებს და უფრო მეტად მიკრობს სხეულზე და მის თითოეულ ადგილს ვგრძნობ,სიამოვნებით ვნეტარებ და თავს ვერაფრით ვიძვრენ,მეტიც,ვერაფერზე ვფიქრობ,მხოლოდ იმაზე რომ ის მინდა!იოანე მინდა ძალიან მინდა.
-ხედავ ჩემი შეხებით როგორ გიჟდები?
თვალები მინათდება და ტუჩებს ვკუმავ ბრაზისგან,როგორც მან იცის ხოლმე.
-ჯერ ერთიც!!!სანამ არ დაიმსახურებ,ამ სიამოვნებას ვერ მიიღებ თქო,მე დაგპირდი! მაგასაც ვნახავთ ვინ იჭირვეულებს დიდ ხანს!
კარს ვუჯახუნებ და ჩემს ოთახში ჩავრბივარ კაბის სწორებით და ნერვები მეშლება,იმის მაგივრად მე არ მიმეცა ამის უფლება,მე თვითონ გამოვდივარ იდიოტი!აჰა,დამაცადე სერიულო მკვლელო,როგორია ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება,თავად გამოცდი!
*****
დილით როგორც ყოველთვის ზანტად ვდგები,აბაზანაში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ,ლილი ჩემს ოთახში საუზმით შემოდის და საწოლზე მილაგებს.
-გემრიელად მიირთვით,ქალბატონო ევა.
-გმადლობ. ლილი,მოიცადე. ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს ევას სახეზე და გეგმის განხორციელებას უდგება.
-აი ამ მისამართზე წადი და აქ რაც წერია ყველაფერი მომიტანონ. ფურცელს ვაწვდი და ქალი გაშტერებული დგას.
-ლილი,თავისუფალი ხარ
-კარგით,თქვენი მოთხოვნა მიღებულია,დაცვას გავგზავნი..
დაცვას? გულში მეცინება.. წარმომიდგენია იმ ადგილას სადაც ეს ყველაფერი იყიდება,იოანეს დაცვა რომ შედის...უკვე მთელ ხმაზე ვხარხარებ და ლილის გასვლისას ისეთი სახე აქვს,აშკარად გიჟი ვგონივარ.. ამაზეც მეცინება და კმაყოფილი გემრიელად შევექცევი საუზმეს.
*****
- შე სი*ო!!!!არ იტყვი გოგოსთან რატომ მიხვედი????
ახალგაზრდა მამაკაცი არაფერს ამბობს,თორნიკე გაცეცხლებული ბიტას იღებს და რამოდენიმე წამში სისხლი ფეთქავს მისი ცხვირ-პირიდან.
თავს აწევინებს უკან და ყელში უჭერს.
-ბიჭო კიდევ არ იტყვი არაფერს?!!
იოანე საკანში შემოდის,სკამს საპირისპირო მხარეს ატრიალებს და ისე ჯდება. ისეთი სახე აქვს,მოთმინება რომ ეწურება ადამიანს და სადაცაა გასკდება.
-აბა,კიდევ არაფერს ამბობს ჩვენი ვაჟკაცი?
-მე დავიღალე ამის ცემით,ეს როგორ არ დაიღალა?
-ეტყობა ბიტა არარის საკმარისი თორნიკე,რამე უფრო ცხელზე გადადი.
იოანე დგება და სკამს გვერდით ასრიალებს,ტიპს დანას აჭერს არტერიასთან ისე,რომ უკვე სისხლი ჟონავს.
-იქამდე გაწამებ და ისე გაწამებ,სიკვდილი თავად ინატრო,გაიგე შე ნაბო***ო?
-ბიჭებს გამოვუშვებ,მოგეხმარებიან,ხომ ხედავ არ ჰყოფნის ერთი ბიტით ცემა.
ადგილს ტოვებს და თავის კაბინეტში ბრუნდება.
*****
იოანე როგორც ყოველთვის სავარძელში თავსდება,კოტეს სურათს უყურებს და მთელი გულით უნდა,რომ ისიც ისეთივე იყოს,როგორიც მამამისი.. ეშინია,რამე არ შეეშალოს,არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს სადმე,ბიზნესი არ ჩაუვარდეს.. ოდნავი შიშის ნაპერწკალი ალბათ ამ დროს ყველა ადამიანს აქვს რაც არ უნდა მდიდარი და გავლენიანი იყოს... იოანე მამის სეიფის გახსნას მთელი ამ დროის მანძილზე პირველად ცდილობს,მაგრამ როგორც ჩანს ეს შეუძლებელია. კაცი კოპებს კრავს, ეს როგორ?ამის გაღება როგორ არ შეიძლება?ყველანაირ კოდს კრეფს რაც კი თავში მოსდის მაგრამ უშედეგოდ. თავქვეშ ხელებს იდებს და აქეთ იქით დადის.. კოდი რა უნდა იყოს?
*****
1960წ. თბილისი.
გარეთ საშინელი თავსხმა წვიმაა,ახალგზარდა ქალი ქოლგით და ქუსლების კაკუნით სწრაფად შერბის უახლოეს სასტუმროში,კარს აღებს თუარა მაშინვე ვიღაც მამაკაცს ეჯახება,ფეხი უცურდება და ვარდება.
მამაკაცი მას ხელს აწვდის და ცდილობს წამოაყენოს,ქალს შლიაპა სძვრება და მისი მწვანე თვალები ელვასავით უჭრის თვალებს მას.
დაბნეული,ისევ ეკითხება ახალგზარდას.
-კარგად ხართ?
-დიახ დიახ ... ბოდიში,ისე სწრაფად შემოვრბოდი.. წინ არც ვიყურებოდი..
-არა,რას ბრძანებთ,მე მაპატიეთ..მე საათს დავყურებდი და მეც წინ უნდა გამეხედა,იქნებ ვინმე შემოდიოდა..
ქალს ეცინება.
-ესეიგი ორივეს ბრალი ყოფილა..
-დიახ..ჩვენი ბრალია ასე რომ ვქვათ.
ქალი წითლდება და ირცხვენს,მამაკაცს კი ისევ მჭიროდ უკავია წელზე ხელი და მის ლამაზ სახეს ზემოდან დაჰყურებს.
უკვე უხერხულობა იქმნება და ცდილობს ფეხზე წამოდგეს,წონასწორობა შეინარჩუნოს.
-თქვენი სახელი?
-მე ალექსანდრა ვარ.
-აჰა... ალექსანდრა.. ღიმილნარევი ხმით გაიმეორა კაცმა მისი სახელი..
-მე კონსტანტინე.. ქალის სათუთი ხელი აიღო და ეამბორა.
-დიდი პატივია ჩემთვის თქვენისთანა ლამაზი ქალბატონის გაცნობა...
ნება მომეცით,დანაშაული გამოვისყიდო და დღეს ვახშამზე დაგპატიჟოთ..
-იცით.. მე...
-უარს ვერ მივიღებ..
-კარგით,ქალი თავს ხრის და ისევ ქუსლების კაკუნით მიემართება ნომრისკენ უკანმოუხედავად,კოტე კი მას თვალს არ აშორებს,იმდენად მონუსხულია ამ ქალით,მისი თვალებით,მისი სილამაზით.
მოსაღამოვდა,კოტე ტავისი გრძელი პალტოთი და ქუდით გაემართა პირველ სართულზე სადაც ალექსანდრა ელოდა. ალექსანდრა ლამაზ,მწვანე კაბაში გამოწყობილი,ბეწვივს ქურქით შეხვეული იდგა და მორცხვათ ელოდა მამაკაცს.
კონსტანტინემ ქუდი მოიხსნა და თავი დაუხარა პატივისცემის ნიშნად,ხელი გაუწვდინა და ხელმკლავი გაუყარა.
-სად მივდივართ?დაბნეული ალექსანდრა კითხულობს.
-მოითმინეთ,ისეთივე მშვენიერ ადგილას,როგორიც თქვენ ხართ.
წვეულებაზე მოვედით?
-დიახ..მეცეკვებით?
-კარგად არ მეხერხება..
-მაშინ მე გასწავლით,ერთი ხელი წელზე შემოხვია,მეორე ხელი ქალის ხელს მოკიდა,და ერთი მეორის ნაბიჯებს ყვებოდნენ მუსიკის ფონზე.
-თქვენზე არ მომიყვებით უფრო მეტს?
-არცისე საინტერესოა..
-მაინტერესებს თქვენი არცისე საინტერესო ცხოვრება. ორივემ ჩაიცინა.
-რამოდენიმე დღის წინ,სამსახური დავკარგე..თავი დახარა ქალმა.
-სად მუშაობდით?
-მოდელი ვიყავი,ფოტო გადაღება მქონდა და ჩემი სურათები მოსკოვში იგზავნებოდა..მაგრამ სამწუხაროდ ფეხი ვიღრძე..ისე ვერ ვიმუშავე კამერასთან როგორც საჭირო იყო..და..
ცრემლი სწრაფად მოიწმინდა თვალიდან და თავი ასწია.
-ნუ იდარდებთ,მე გპირდებით,რომ თქვენი ფოტოები ხვალვე გაიგზავნება მოსკოვში...
-რაა?როგორ?
-ჰმ,ეგ მე ვიცი.. თქვა კოტემ სერიოზული ტონით.
ქალი სწრაფად დაატრიალა,წელზე ხელი ნაზად შემოჰხვია და გადაიხარა მისკენ.
ალექსანდრას და კოტეს გაგიჟებით შეუყვარდათ ერთმანეთი,ამას ვერცერთი მალავდა,ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც ვეღარ ძლებდნენ..ერთადერთი რამ,რაც ქალისთვის ნათქვამი არ ჰქონდა,ის იყო რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა..ვერ ეუბნებოდა ,რადგან ალექსანდრას დაკარგვა ეშინოდა...ის იმდენად წმინდა და სუფთა იყო,არ უნდოდა საყვარელი ქალისთვის გული ეტკინა.
ალექსანდრა ისევ ქუსლების კაკუნით არბოდა სასტუმროში,გულამოვარდნილი აჰყვებოდა კიბეებს და კოტეს ნომერს მიუახლვდა,კარზე ფრთხილად დააკაკუნა და მასთან შევიდა.
-ალექსანდრა?
-კოტე..თქვენ მე ბედნიერება მაჩუქეთ..
-რა მოხდა? სიგარა პირიდან გამოიღო და და ქალს მისჩერებოდა გაკვირვებული.
-ჩემი ფოტოები დაამკიცეს! შეჰკივლა ქალმა.
კოტეს გაეცინა.
-მომილოცავს...
ალექსანდრა სწრაფად მივიდა კოტესთან და ცალ ფეხზე წამოუჯდა.
თვალებში მისი მადლიერება და უზომო სითბო იკითხებოდა..
-ასე ძალიან არავის არასდროს გავუხარებივარ...თქვენ..თქვენ სასწაული მამაკაცი ხართ... ქალი მის ტუჩებს დაეწაფა და მის სხეულს მიეკრო.
ვნების მორევიდან დაღლილები უსულოდ დაეხეთქნენ ზურგით საწოლზე. ალექსანდრა კოტეს ზევით მოექცა და თავი მკერდზე დაადო.
-საოცრება ხარ ალექსანდრა..
ქალმა ბავშვური მზერით ახედა კოტეს,მწვანე თვალები აუციმციმდა და თმაზე ფერება დაუწტყო.
ზეწარი შიშველ ტანზე შემოიხვია,ლალისფერი კულულები გვერდით გადაიყარა,ორი ჭიქა ღვინით გაავსო და ერთი თავის საყვარელს გაუწოდა.
-ალექსანდრა,პირადობა თან გაქვს?
-კი
-კარგია,ბარგი ჩაალაგე,იტალიაში მივდივართ.
-რაააააა?მართლააა???იტალიაში წამიყვან????არ მჯერაააა!მიყვარხარ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ.
******
იოანე საპყრობილეში ისევ შემოდის,სადაც თორნიკე და დავითი დგანან, ხელებ დასისხლიანებულები და საშინლად დაღლლები,კაცი კი კუთხეში გდია,სულს ღაფავს.
-აბა რა ხდება?
-არაფერს არ ამბობს,პასუხობს თორნიკე.
-არც იტყვის. აზრი არ აქვს. დავითი ისე პასუხობს რომ მათკენ სახეს არ ატრიალებს.
-რას ჰქვია არ იტყვის?
-მეგონა იტყოდა ეს სი**... მაგრამ სხვა გზა არ მრჩება და უნდა გითხრა..
-რა ხდება??
-ევას დააბარა,ნიკას რაც გაუკეთეთ ასე არ შეგრჩებათო.
-და შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი???!!!
-იოანე დაწყნარდი,არ უნდოდა გოგოს გენერვიულა ისედაც როგორ იყავი გუშინ. მოვიდა და მე მითხრა.
-ხოდა ამ სი*ს ვათქმევინებთ სადაა ის ნაბი*ვარი,და მე ვაჩვენებ როგორ უნდა ქალისთვის ასეთი შეტყობინების დატოვება... ეგ მარტო არ მოქმედებს.. უეჭველად ვიღაცები ეხმარებიან...მარტო რისი ტ*აკი ექნება.
-ნეტავ ვიცოდე სად არის..
იოანე ბოღმით და ბრაზით ივსება.
-უტას..უტას და ჩვენი მეგობრების სისხლს მაგას არ შევარჩენ... და ვინც მის გამო წინ გადამეღობება,იმათაც ნიკასთან ერთად გავისტუმრებ.
-ჩვენც მაგისთვის ვართ ძმაო.. უტა თითქმის ჩემი გაზრდილია..მაგის სისხლს უშენოდაც არ შევარჩენდი.. ამბობს თორნიკე და მხარზე ხელს ადებს.
-ევას არ გაუბრაზდე.
-არა..არ ვუბრაზდები.. ალბათ თვითონაც შეშინებულია..
ავიდეთ ჩემთან წამოდით. ეს ეგდოს აქ და აზრზე რო მოვა მერე მივხედოთ.
"ყველაფერი გაიგეს" ჩაილაპარაკა ევამ ბიჭების ლაპარაკის მოსმენის შემდეგ. ღმერთო.. რა გაუძლებს ამის ყვირილს... ისევ თავისთვის ლაპარაკობს. იოანე და ბიჭები კი გეგმას აწყობენ, დაცვას აფართოებენ და აძლიერებენ არა მხოლოდ მისი სახლის ტერიოტორიაზე,არამედ ახლომახლო ტერიტორიებზეც საიდანაც შეიძლება შემოსვლა.
ბიჭები იოანეს ტოვებენ,ის მისაღებში ჩადის,დივანზე ჯდება და ტელეფონს იღებს,ნაცნობებს ურეკავს ,იტალიასა და საფრანგეთში,რომ ნებისმიერ მომენტში და საჭიროების შემთხვევაში ხალხი გამოუშვან.
****
იოანე,სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა.. ეშმაკური სიცილი დასთამაშებს ევას.. დაცვის მიერ მოტანილ ყუთს ხსნის და ათასნაირ თეთრეულს და პენუარას იღებს.
მთლიანად შიშველ სხეულზე,მხოლოდ ძალიან გამჭვირვალე ხალათს ვიცვამ,იოანეს საყვარელ წითელ პომადას ვისვამ გამომწვევად და კიბეებს ნარნარით ჩავუყვები. ის ტელეფონსა და საქმიან ქაღალდებშია გართული,დივნის კუთხეში ვჯდები და ჟურნალის თვალიერებას უაზროდ ვიწყებ.
იოანე წარბს კრავს,მზერას ნელნელა ჩემკენ აპარებს ვისკის სმით და უკვე მისი ხველება მესმის,ლამისაა დაიხრჩოს.
გაკვირვებულ მზერას ვაპყრობ მას და ვითომ "შეშინებული" ვეკითხები..
-ძვირფასო რა გჭირს? ხომ კარგად ხარ???
-ევა... ეს რა..ეს.. ეს რა გაცვია?
-რა?რაზე მეუბნები?აა ამაზე? თმას უკან ვიწევ სადაც გამჭვირალე ხალათის მიღმა მკერდი უფრო კარგად მიჩანს.
მისი ხმაურიანი ნერწყვის გადაყლაპვა მესმის.
-იოანე ტელეფონი გირეკავს,რა გემართება???
ოღონდ ახლა ხარხარი არ ამიტყდეს მეტი არაფერი მინდა.
-დიახ,გისმენთ.
მისკენ ახლოს მივდივარ ერთ ხელს მუხლზე ვადებ,მეორეთი საროჩკის ღილებს ვუხსნი,ეშმაკურად ვუღიმი თვალებში,თითს ენით ვისველებ და ყელიდან მუცლამდე ჩავუყვები სრიალით,ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ მზერას წამით არ მაშორებს,ქამარს ვუხსნი,შარვლის ელვას ვწევ და ხელს პირდაპირ იქ ვუჭერ.
-ღმერთო , ეს თქვა და ამოიხვნეშა.
-არა არა,თქვენთვის არ მითქვამს,გისმენთ ,რა თქმა უნდა.
ქოშინი და არეული სუნთქვა ერთად დაეწყო. ტელეფონში მე მესმოდა ვიღაცის ლაპარაკი,რომელსაც დარწმუნებული ვარ იოანე არც უსმენდა. ჩემს მიზანს მივაღწიე,ყურთან ტუჩები მივადე და ჩავჩურჩულე
-როგორ მიყვარს შენი ამ მდგომარეობაში ჩაგდება,ნეტა იცოდე.
სწრაფად ავდექი და კისკისით ავუყევი კიბეებს ჩემს ოთახამდე,მე კი მისი მუქარა მესმოდა.
-ევა იცოდე ვერ გადამირჩები!!!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ლინა

ძალიან კარგია..მომწონს...ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent