შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 12)


12-04-2018, 22:21
ავტორი teengirllove
ნანახია 990

მაღალი საზოგადოება (თავი 12)

-ალო,ნუცა ..მამაჩემმა აღიარა თბილისსში რომ იყო. თავის ოთახში ,საწოლზე წამოწოლილიყო და მოგუდული ხმით ლაპარაკობა,პიჟამოები ეცვა ,ფანჯარაში ცას შეჰყურებდა.
-მე არ მიკითხავს მამაჩემისთვის ,ხომ იცი აზრი არ აქვს.ის არ უთქვამს რატომ?
-არა..იქნებ იმ ვიღაცამ ისევ მოგვწეროს და დროზე გაგვარკვიოს ,რაღას გვაწვალებს.
-ხო რავიცი ერთი..უი რას შვები თემას წერ?
-კი , ეხლა მოკლე შინაარსი გადავიკითხე რომ გავიხსენო და ხვალ დავიწყებ წერას..
-აბა შენიცი..
-შენთან ქურთუკი დამრჩა ,წამომიღე რა ხვალ..
-ხო ვიცი ..წამოგიღებ აუცილებლად ...-ნიტა !
მოესმა გოგოს შეკივბლებს ხმა..
-რა გჭირს გოგო..შეშინებული წამოვჯექი ლოგინზე
-მეილზე მომივიდა მესიჯი ,მისგან
-რა , მეილი საიდანღა გაიგო,ან რა გამოაგზავნა?
-არვიცი წესიერად ვერ ვხვდები ,რაარის ..მგონი,რაღაც ანკეტაა , საავადმყოფოსი..ქართულად არ წერია უცნაური ენაა..
-როგორი წარწერებია?
-ლათინურ შრიფტს ჰგავს..
-გადმომიგზავნე გთხოვ მალე რა..კომპიუტერი ჩავრთე სასწრაფო წესით, მეილზე მალე მოვიდა ნუცას გამოგზავნილი ფოტო..
-ნიტა ,რახდება? რატომ ხარ ჩუმად , რა წერია.. მისი ხმა ესმოდა მაგრამ არ შეეძლო ლაპარაკი, ენა ჰქონდა ჩავარდნილი, მხოლოდ იმედგაცრუებას გრძნობდა
-მათ მე მომატყუეს ნუცა , კიდევ მომატყუეს , ამდენი ხანი მატყუებდნენ..
-ნიტა ნუ მაშინებ..
-მერე დაგირეკავ რა ,გთხოვ..
-ნიტ...ტელეფონი სწრაფად გათიშა , კიდევ ერთხელ დააკვირდა ეკრანს ,კიდევ ერთხელ ჩაიკითხა ,შემდეგ ზიზღით დახურა და ისევ გადაწვა ,აღარაფერზე ფიქრი შეეძლო, მხოლოდ ცას შეჰყურებდა ,სხეულით აქ იყო ,გონებით კი გათიშულიყო,პერანგი ოდნავ ჩაიხსნა ,ხელი აჩქარებულ გულზე დაიდო,ჯერკიდევ გრძნობდა იარას ,რონელიც მხოლოდ გარეგნულად იყო მოშუშებული, შინაგანად ისევ ტკიოდა,ძალიან ტკიოდა...დიდხანს იწვა ასე ,უცებ მის კარებზე ბრახუნი ატყდა ,შეშინებული წამოვარდა და ოთახის კარი გამოაღო-აქ რაგინდა?
-რატომ გამითიშე?! ზღურბლზე გაბრაზებული და შეშინებული ნუცა იდგა
-ხომ გითხარი მერე დაგირეკავთქო..
-ისეთი ხმა გქონდა..თვალი ჩემს ჭრილობას შეავლო,უცებ შევიკარი ღილები, -ეს შრამი, ოპერაციის შემდეგ დარჩა?
-ხო..საწოლზე მოკალათდა-ასე გვაინ როგორ გამოგიშვეს?
-დედაჩემს ვუთხარი ,რომ შენთან დავრჩებოდი დავალების გამო,თან ქურთუკი მოვიმიზეზე და დამთანხმდა.-რადროს ეგარის ,მითხარი იქ რა ეწერა..
-ჩემი საავადმყოფოს ანკეტა და ანგარიშებია,იქ ეწერა რომ ოპერაცია 13.03.16 -ში ჩატარდა 15:00 საათზე..
-მერე ესე რამ განგაცვიფრა?
-ქვევით ეწერა ,რომ ოპერაცია 25.000 $ დაჯდა და დაფარულია
-ასე ძვირი? რაამბავია ,როდის აქეთ არის გული ოპერაცია ნახევარი მილიონი?
-არა ამ ყველაფერში წამლების, ოპერაციის,პალატის და კიდევ სხვა რაღაცეების ფულიც შედის ,ზუსტად არვიცი..
-გასაგებია,ტელეფონი ამისთვის გამითიშე?
-მე მითხრეს ,რომ დაფინანსება გამიკეთდა და მთლიანი ფული დაფარა თურქეთის მთავრობამ..
-მერე რა , იქნებ ასეცარის
-არა ნუცა ,საქმე იმაშია ,რომ მომატყუეს ,აქ წერია ,ყველაფერი რატი ჯაფარიძის ანგარიშიდან არის დაფარულიო..მამაჩემმა გადაიხადა..
-ხოო..მამაშენმა რომ დაფარა ეგ უჩვეულო არარის ,მაგრამ რატომ დაგიმალეს აი ეგ მაფიქრებს ...
-დამალვა ერთია ნუცა და ამხელა ფულის შოვნა მეორე , სად უნდა ეშოვა?
ნუცამ მხრები აიჩეჩა ,უკვე ძალიან გვიანი იყო ,ამიტომ პიჟამო ჩაიცვა და ერთად დავიძინეთ..
დილით თვალს ოთახში შემოსული მზის სხივი მჭრის , ცოტახანს მშვიდად ვწევარ ,არ მინდა ნუცა გავაღვიძო ,ტელეფონზე მესიჯი მომდის ,სწრაფად ვხსნი ,,გაიღვიძა ჩემმა უკარებამ?:დ ", ჩემდაუნებურად მეღიმება ,სწრაფად ვკრეფ პასუხს ,,უკარებას უკვე ღვიძავს ", ,, გაისეირნებს ეგ უკარება დღეს ჩემთან ერთად?"
-რატომ იღიმი? მესმჯს ნუცას მოგუდული ხმა
-სანდროს ვწერ და ...
-აჰამ-იცინის -უნდა მივმხვდარიყავი,როცა მას წერ,ელაპარაკები და უყურებ ყოველთვის გეღიმება.
-ნუ დამცინი . ბალიშს ვიღებ და ვესვრი,გაბრაზებული სახით მიყურებს ,შემდეგ ეშმაკურად იღიმის,ბალიშს ნელა იღებს და თავში მირტყამს , ცოტახანში მთელ ოთახში დავრბივართ ,შემდეგ ,თან ვიცინით თან აქოშინებულები ვეცემით საწოლზე .ტელეფონს ვიღებ ,სანდროს მესიჯს ვხსნი, 15 წუთის წინ მოუწერია ,, ნიტა რატომ არ მპასუხობ?",,ჩემთან ერთად გასეირნება არ გინდა?" ,,ნიტა იცოდე გადავიფიქრებ" ,,ნიტა მიპასუხე ახლავე ! " ,სიცილით ვკითხულობ ყველას ,შემდეგ ტელეფონს ყურთან ვიდებ და ოთახიდან გავდივარ..
-ცოცხალი ხარ? მესმის მკაცრი და გაბრაზებული ხმა
-ეხლა ვნახე შენი მონაწერები..
-ხოო...უემოციოდ მელაპარაკება ,რაც ცოტა მწყინს
-რაგჭირს გაბრაზდი?
-არაა ,რატომ უნდა გავბრაზებულიყავი სულ რაღაც ხუთ SMS -ზე არ მიპასუხე..
-სანდრო ხომ გითხარი ეხლა ვნახე , ტელეფონი ლოგინზე ეგდო და..
-შენ სად იყავი?
-ბალიშს ვურტყავდი ერთს..უერსად ვუშლი ნევრბს
-რა,ვინ ერთს? მის ხმაზე მეცინება ,მაგრამ ვცდილობა არ შევიმჩნიო
-ჩემი მეგობარია, გუშინ ღამით ჩემთან დარჩა და
-ვინ მეგობარი ნიტა რაქვია? არც დამამთავრებინა ისე მომახალა ,მის აფეთქებაზე ნასიამოვნებ სახეს ვიღებ
-ნ-ზე იწყება სახელი..ვცდილობ ჩემი ხითხითის ხმა არ გაიგოს
-ნ? ნიკა?ნუკრი?ნიკუშა?ნ-ზე კიდევ რაარის ...რაგაცინებს?
-ნუცა სულელო..ვახლი და ბოლო ხმაზე ვიცინი
-ესე ხომ ,რატომ მიშლი დილიდან ნერვებს? კინაღამ გავგიჟდი..ვგრძნობ თვითონაც ეცინება
-როგორი ეჭვიანი მყავხარ რა...კარგი გასეირნების შემოთავაზება უკვე ძალაშია?
-რავი,იქნებ ნუცასთან ერთად დაგეგმე უკვე რამე ..
-კარგი რა ,არაფერი დამიგეგმავს ,მიპასუხე!
-კიდევ ხუთჯერ მკითხე და გიპასუხებ...ღრმად ვვოხრავ -კარგი კარგი,გავისეირნოთ ,იცოდე საღამოს 5 საათისთვის არაფერი დაგეგმო.
-კარგი სან ..ტელეფონს ვთიშავ ,ნუცაც მალე გამოვიდა ოთახიდან და ერთად ვისადილეთ..ხოტახანში ისევ მომდის მესიჯი ,,როგორ ხარ ლამაზო?"უცხო ნომერია ,
,,რომელი ხარ?" ვკრეფ სწრაფად , ,, შენი კეთილის მსურველი " არ აყოვნებს პასუხი..პასუხუს არ ვხემ სწრაფად ვდებ მაგიდაზე ტელეფონს ,ცოტახანში ისევ ვიბრაციაა-რაიყო სანდროს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა? სიცილით მეკითხება ნუცა
-სანდრო არ არის ,ვიღაც მწერს
-ვინ ვიღაც გოგო
-შენი კეთილის მსურველი ვარო და რავი, ალბათ ნომერი ეშლება
-რამდენი გიჟია ამ ქვეყანაზე ..
ეკრანს ვრთავ და მესიჯს ვკითხულობ
-ეხლა რაღაუნდა?რასახე გაქვს ? მეკითხება ნუცა
-ის არის ფოტოები ვინც მოგვცა , ჩემთან შეხვედრა უნდა
-ძლივს არ გამოჩნდა, სად უნდა მეც წამოვალ
-არა ,მარტო მოდიო
-იქ მარტო არ წახვალ ნიტა!
-სხვა გზა არ არის უნდა წავიდე
-გაგიჟდი?რამე რომ მოგივიდეს
-არაფერი მომივა დამშვიდდი , წავალ და გავიგებ ამ ჯანდაბა სიმართლეს ,დავიღალე უკვე..კოვზს თეფშზე ვაგდებ და უხალისოდ ვიყურები
-რა ჯიუტი ხარ რა , რომელ საათზე მიდიხარ?
-ხუთ...ჯანდაბა ოღონდ ეს არა
-რაარის?
-ხუთზე სანდროს უნდა შევხვედროდი და ამანაც იგივე დროს დამიბარა..
სწრაფად ვწერ მესიჯს სანდროს და ვეუბნები რომ ხუთზე ვერ შევხვდები საქმე გამომიჩნდა,პასუხად მხოლოდ გაბრაზებულ სმაილებს მწერს ,იმდენად ვღელავ შეხვედრასე ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ სწრაფად ვიცვავ,შემდეგ ნუცასთან ერთად ფილმს ვუყურებ და კიდებ ერთხელ ვავლებ თვალს საშინაო დავალებას...
უკვე ხუთი საათია ,ჩემი სახლის წინ კარებთან ვდგავარ,ცოტახანში უზარმაზარი შავი მანქანა ჩერდება ,,ჩაჯექი"მომდის ესემესი, მეც სწრაფად ვჯდები, შიგნით ის შავებში ჩაცმული ბიჭი ზის მაშინ ფოტოები რომ გადმოგვცა.
-გამარჯობა..ვეუბნები ხმადაბლა
-ტელეფონი გათიშე! მისი მკაცრი ხმა მაკრთობს ,უემოციოდ ვიღებ ტელეფონს რომელზეც კიდევ ერთი შეტყობინებაა მოსული და სწრაფად ვთიშავ ,მინები შიგნიდან ისეთი დაბურულია არაფერი ჩანს ,ძაანაც რომ მინდოდეს ვერ გავიგებ სად მივდივართ ,ერთი საათი ესე უხმოდ ვზივართ ,შემდეგ მანქანა ჩერდება,კარები იღება ,ეს ბიჭი სწრაფად გადადის,მის ადგილს კი შუახნის მამაკაცი იკავებს ,სახე არც მას უჩანს
-როგორ ხარ ნიტა? იმდენად თბილი და ბოხი ხმა აქვს რომ ვკრთები -იმედი მაქვს ჩემი არ გეშინია ხომ? პირდაპირ მივჩერებივარ,ხმას არ ვიღებ ,მის სახეს ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ თვალებში მიყურებს
-როგორ გავხარ დედაშენს .
-დედაჩემს არ ვგავარ ,გეშლებათ..
-არა პირიქით ძალიან გავხარ,ზუსტად მისნაირი ხარ..
-ხომ გითხარით გეშლებათ,დედაჩემი ქერაა და ცისფერი თვალები აქვს
-მერე რა ,თმის ფერითა და თვალებით მამას გავხარ,ალბათ ხასიათითაც ..დედას კი ნაკვთებით, ცხვირით ,ტუჩებით..
-დედაჩემს ასე ახლოს იცნობთ?
-იმაზე ახლოს ვიდრე გგონია ..რატომღაც დაძაბულობა მომეხსნა..
-რატომ არ მეუბნებით ვინ ხართ,ან რისთვის მომიყვანეთ?
-ყველაფერს თავისი დრო აქვს ,მალე გაიგებ..
-მოიცადეთ აქ იმისთვის მომიყვანეთ რომ გეთქვათ დედაშენს გავხარო?!
უცებ სიცილს იწყებს რაზეც გაოცებას ვერ ვმალავ,ნერვები მეშლება უკვე ამ კაცე.
-არა ხასიათი ნამდვილად მამაშენის გაქვს ,ჯიუტი, გამბედავი და ამაყი ხარ..გაბრაზებული ვუყურებ -კარგი ,ზოგადად ვაპირებდი შენთან შეხვედრას შენი ნახვა მინდოდა, შენ და ნუცამ ისე სწრაფად გაარკვიეთ თქვენს ნათესაურ კავშირზე ყველაფერი შექებას იმსახურებთ,ნამდვილო დეტექტივები ხართ..
-ხო ნუცას ეს საქმე გამოსდის..ოდნავ მეღიმება
-ხო ნუცა მამას დამსგავსებია, ისიც ასეთი იყო ბავშვობაში..
-ნუცას მამას იცნობდით ბავშვობაში? ვიკითხე გაკვირვებულმა
-კი თანაც ძალიან ახლოს,მაგაზე სხვადროს ვისაუბრებთ ჩვენ ,ეხლა ეს გამომართვი..მეუბნება და კონვერტს მაწვდის
-ეს რაარის? სწრაფად ვართმევ და გახსნას ვცდილობ
-ეს წარსულია ნიტა, მაგრამ არა შორეული ,ახლო წარსული... ვერაფერს ვიგებ , სწრაფად დგება და მანქანიდან გადადის -ხო მართლა..არ ტრიალდება ისე მეუბნება- ნუცას ამის გამო ნუ განსჯი...
ცოტახანში ისევ შემოდის ახალგაზრდა ბიჭი და ადგილსაც ვწყდებით,კონვერტის გახსნას ვცდილობ -სახლში გახსენი გირჩევ...ამდენი ხნის შემდეგ პირველად მესმის მისი ხმა , აშკარად 18-19 წლის უნდა იყოს
-შენ იცი რაარის შიგნით? ვეკითხები გაოგნებული
-კი..
-რა არის?
-გახსნი და ნახავ ,ოღონდ სახლში..
-რატომ მაინცდამაინც სახლში?
ხმას აღარ იღებს ,მთელი გზა ასე ვზივართ,შემდეგ მანქნას მოშორებით აჩერებს.სწრაფად გადმოვდივარ,სახლისკენ მივაბიჯებ ,ერთი სული მაქვს ვნახო რაარის შიგნით, კარებთან მივდივარ ,ისაა უნდა შევაღო რომ მკავში მაგრად მიჭერს ვიღაც ხელს
-სანდრო რას აკეთებ მეტკინა ! ჩემდაუნებურად ვყვირივარ
-სად იყავი? რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ , იცი როგორ ვინერვიულე?! ხელს ნელა მიშვებს და ლურჯ თვალებს მანათებს
-ტელეფონი გამორთული მქონდა ,ბოდიში რა ,ხომ გითხარი საქმე გამომიჩნდათქო.
-რატომ გქონდა გათიშული?რა საქმეზე იყავი?სამასჯერ დაგირეკე ნიტა,მერე ნუცას დავურეკე ,წესიერად ვერ ამიხსნა სად იყავი, სახლშიც არავინ იყო შენთან ,ორი საათია უშედეგოდ გეძებ ,ლამის საავადმყოფოების შემორბენაზე გადავედი..
სახეზე ეწერა მართლა როგორ ინერვიულა , თვალები ნერვიულად დაქაჩვოდა ,თმა აჩეჩილი ჰქონდა , პერანგი ნახევრად ამოჩაჩული.მის ამ შესახედაობაზე ლამის გამეცინა -მაპატიე ,მე,მე ბიბლიოთეკაში ვიყავი,ქართულს თემა ხომ უნდა დავუწერო კარგად,იქ კი ტელეფონი გათიშული უნდა გქონდეს, ბოდიში რა...
ღრმად ისუნთქავს ჰაერს და გულში მაგრად მიკრავს , ისეთი ძლიერი ხელები აქვს ლამის გამჭყლიტოს, შემდეგ კისერში მკოცნის ნაზად, კისრიდან ყურთან მიაქვს ტუჩები-სხვადროს აღარ მანერვიულო ასე..შემდეგ ერთ ხელს წელზე მკიდებს და თავიკენ ჯფრო ძლიერად მიზიდავს ,ცალ ლოყას ნაზად მისვავს თმაზე ,ცოტახანში მის თვალებს ვაწყდები რომლები ჩემს ტუჩებს უყურებენ ,ნელა ეღიმება ,ტუჩებზე თითს ნაზად მისვავს ..მისი ბაგეები იმაზე თბილია ვიდრე ადრე ,მეც ნაზად ვუდგამ ფეხს ბედნიერების ტალღას და მის მორევში ვიძირები...
-უნდა მოგიტაცო..მიჩურჩულებს
-რატომ ისე არ მოგყვები გგონია? სიცილით ვპასუხობ
-რა გამომყვები? წარბებს მაღლა სწევს
-არა..ვეუბნები და ვეჭყანები,ისევ წელზე მხვევს ხელებს ,მუცლითა და მკერდით მის გულ-მკერდს ვეწებები -ხოდა მოგიტაცებ..მეუბმება სიცილით
-ჰმ..ერთი ამას დამიხედეთ, ჯერ ორი კვირაა რაც სიყვარული ამიხსნა და უკვე მიტაცებს,რა სულსწრაფი ხართ ბატონო ალექსანდრე..
-რავქნა რომ გიყურებ მინდა აღარ გაგიშვა ,სულ ესე მყავდე ..
-და რომ მომიტაცებ ავტომატურად შენზე მოვეწებები თუ რა?
-ნუ მეღადავები უკარებავ ...-წამოდი გავისეირნოთ
-ეხლა?
-ხო რაიყო ,ეგ თეთრი უზარმაზარი რაღაც სახლში დატოვე და წავიდეთ...
-არა სანდრო ხვალ იყოს რა ,ძალიან დავიღალე
-იცოდე უარს არ მივიღებ, აღარ გამამეორებინო ,ნუ მაფიქრებინებ რომ ცუდი შეყვარებული მყავს
-კარგი ხო ,კარგი.. ზალიან მინდა კონვერტი გავხსნა მაგრამ სანდროს ვთანხმდები ,საძინებელში ვტოვებ და ქვევით ჩავდივარ..
მანქანას უზარმაზარი მინდვრის წინ აჩერებს ,ირგვლივ მხოლოდ ხეებია ,მიღიმის და უკანა მხრიდან უზარმაზარ კალათას იღებს -გადმოდი..მეუბნება ნაზად ..
მინდორზე დიდ სქელ ნაჭერს აფენს ,კალათიდან შოკოლადებს, ღვეზელებს, ჰამბურგერებსა და ლიმონათებს იღებს ,გაკვირვებული ვუყურებ ,ვუახლოვდები,გვერდით ვუჯდები -ეს ყველაფერი შენ გაამზადე?
-კი..არა,მზიამ გაამზადა..
-მზია?მზია ვინ არის? ვეკითხები მობუსხული,ის იცინის და ნაზად მისვავს თავზე ხელს
-კაკაო გაგიკეთე,დალიე სანამ ცხელია
-სანდრო კითხვას ბანზე ნუ მიგდებ!
-გაბრაზდი ჩემო უკარებავ? გაბრაზებული ვაპირებ ადგომას მაგრამ ხელს მკიდებს და განძრევის საშვალებას არ მაძლევს-კარგი ნუ ეჭვიანობ, ჩემი დამლაგებელია..
ღიმილის შეკავება მინდოდა მაგრამ არ გამომივიდა-საიდან მოიტანე ,რომ ვეჭვიანობ?უბრალოდ ვიკითხე
-ხოო,ამიტომაც მოიბუსხე როცა გიხსენე
-მომეცი კაკაო..თერმოსს დავწვდი ..
გვერდით მომიჯდა ,ხელი გადამხვია ..
-იცი ნიკას გადაუარა გაბრაზებამ..
-ხოო?ნუცა საერთოდ არაფერს ამბობს მასზე
-ნიკას მართლა მოსწონს ნუცა ,შერიგება უნდა
-ჰაჰ,თვითონ გაებუტა და
-ხო და ეხლა ნანობს ,ნუცას კარგი ბუტიაობა სცოდნია ,ერთი კვირა ზედაც არ უყურებდა თირმე ,ამას ეს არ სიამოვნებს..
-ნუცასაც მოსწონს მგონი
-ხოდა ხვალ კინოში მივდივართ ოთხივე იცოდე
-ხვალ?
-ხო,ხომ წამოხვალ? გრინჩი არ იქნება მაგრამ
-ნუ დამცინი, კი წამოვალთ..
ასე ვიჯექით კარგახანი,ხან რაზე ვილაპარაკეთ ,ხან რაზე , იმწუთას ძალიან ბედნიერი ვიყავი, არც კონვერტი მახსოვდა ,არც ის კაცი და საერთოდ არაფერი..
საღამოს დაღლილი მივედი სახლში, დედას საჭმელზე უარი ვუთხარი,წამალი დავლიე და ოთახში შევიძურწე..კარი მაგრად ჩავკეტე ,ლოგინზე ჩამივჯექი და სქელ კონვერტს დავწვდი..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი N1penguin

ვაიმეე, როგორ მაინტერესებს რა ხდება და რა დევს იმ კონვერტში grimacing ველი შემდეგ თავს ❤❤

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

უმაგრესიააა ველი მოუთმენლად სასწაულიაა ერთი სული მაქვს ყველაფერი გაირკვეს ყოჩაღ შენ ჩემო გოგოო❤❤❤

 



№3  offline წევრი talia

ჩემი კნუტიიი,აი ვიცი რო შენი მოთხრობა და ყველა თავი ერთმანეთზე უკეთესია.ძაან მაგარი იყო.

 



№4  offline წევრი teengirllove

N1penguin
ვაიმეე, როგორ მაინტერესებს რა ხდება და რა დევს იმ კონვერტში grimacing ველი შემდეგ თავს ❤❤

:))))

მარი. ელ❤
უმაგრესიააა ველი მოუთმენლად სასწაულიაა ერთი სული მაქვს ყველაფერი გაირკვეს ყოჩაღ შენ ჩემო გოგოო❤❤❤

madloba:))

talia
ჩემი კნუტიიი,აი ვიცი რო შენი მოთხრობა და ყველა თავი ერთმანეთზე უკეთესია.ძაან მაგარი იყო.

madloba talia :))

 



№5 სტუმარი Anna

ძაააალიან მაგარია ❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️????????

ძაააალიან მაგარია ❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️

 



№6  offline წევრი teengirllove

Anna
ძაააალიან მაგარია ❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️????????

ძაააალიან მაგარია ❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️

mixaria tu mogwons

 



№7 სტუმარი სტუმარი ანუკი

მალე დადე რა ძაან მაინტერესებს❤

 



№8  offline წევრი teengirllove

სტუმარი ანუკი
მალე დადე რა ძაან მაინტერესებს❤

kii davdeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent