შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი(მეთვრამეტე თავი)


12-04-2018, 23:37
ავტორი Someone wandering
ნანახია 505

მე მას დავარქვი ჩემი(მეთვრამეტე თავი)

საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში.

საყვარელი ადამიანის ნდობის დაკარგვა.

საყვარელი ადამიანის მიმართ უმძიმესი იმედგაცრუების გრნობა.

საყვარელი ადამიანის არსებობა,რომელიც გასულდგმულებს,ამქვეყნიურ ყოფას გიმსუბუქებს,თუმცა ამავდროულად სამყაროს ჭეშმარიტებას გაშორებს და ერთ დიდ მორევში გითრევს.

****

ძილბურანში მყოფს გამეღვიძა,შიგნეულობა მეწვოდა,მუცელში რაღაც არაამქვეყნიური ტკივილი მაწუხებდა,თვალებს ძლივს ვახელდი,ალბათ წამლების ზემოქმედების შედეგად,გვერდით გავიხედე თუ არა სავარძელზე ხელებშემოწყობილი იოანე დავლანდე,როდესაც მზერა გამისწორა ჩემკენ წამოიწია,ჩემი ხელი მისაში მოიქცია და სახეზე თბილად მატარებდა თავის ნაზ თითებს

-ჰეი, პატარავ თავს როგორ გრძნობ?-მის ხმაში დიდი სითბო იგრძნობოდა

-კარ..გად..-პირი მიშრებოდა-წყალი მიდა-ვთქვი სასოწარკვეთილმა,ბუნდოვნად მახსოვდა ყველაფერი,ვცდილობდი გამეხსენებინა აქ რას ვაკეთებდი და გაამახსენდა.გავიხსენე ის წყეული დღე

-აიი დალიე ჩემო ლამაზო-იოანემ წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა,რომელსაც ხელი ვკარი და ახლაღა მოვედი გონზე, ვცდილობდი საწოლიდან წამოდგომას,მაგრამ ის მაკავეებდა,ნაგწირული ხმით ვყვიროდი

-სანდროოოო..სანდროო სადდ არიისს????

-ნატიიი გთხოოვვვ დაწყნარდიი, ექიმოოო-ყვიროდა იაონე და მიხუტებდა,იმდენად უსუსური ვიყავი წინაღმდეგობას ძლივს ვუწევდი-მას საყელო დავუქაჩე და ქვემოდან ვედრებით ავხედე

-გთხოვ მითხარი რომ სანდრო კარგადაა-ცრმელები გზას სახეზე გაიკაფავდნენ,მათ შეჩერაბას არც ვცდილობდი,ამის არც ძალა მქონდა და არც ფიქრი.

-იოოანეე მითხარი სად არის სანდროო,კარგადაა??მასთან წამიყვანეე გთხოოვვვ-მკერდში მუშტებს ვუშენდი,გავკიოდი,მან მხოლოდ საბრალო თვალებით შემომხედა

-ვწუხვარ ნატი...ის აღარ არის-ირგვლვ ყველაფერი ტრიალებს,სამყაროს საძირკველი ფეხ-ქვეშ გამომეცალა,თავს უკანასკნელ არარაობად ვთვლიდი,სახეს ვიხოკავდი,იმდენაც ძლიერად რომ ღაწვები დამისისხლიანდა,თვალებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ,ვცდილობ გონებაში ყველაფერი გადახარშვას. ის აღარ არის. დამტოვა, პირობა არ შეასრულა,ამ უმადურ სამყაროში არსებულ დაბრკოლებების გადალახვაში არ დამეხმარა...გაფრინდა როგორც ანგელოზი. ამ ფიქრებში გართული ზეციურმა სინართლემ გამომაფხიზლა,თითქოს მეც სანდროს გზას მივყვებოდ და ზეცაში სამოთხეში წასვლისკენ მივისრაფოდი,ვიღაც ძლიერად მანჯღრევდა,მთთელი სხეული მტკივა, ნუთუ სიკვდილი ასეთი მტკივნეულია?ნუთუ მითი და უბრალო ზღაპარია ის,რომ ადამიანის სული სრულ ჭეშმარიტებას ეზიარება,როდესაც უფლისკენ მიმავალ გზას გაივლის?მაშინ მე რატომ ვგრძნობ ასეთ ტკივილს?ეს სანდროსგან სიშორით არის გამოწვეული?არა!სანდროსგან სიშორის გამოწვეული ტკივილის აღწერა შეუძლებელია. ''ტკივილს იმიტომ განიცდი რომ ამ მომკვდარხარ სულელო''-ჩამძახის ჩემი მეორე მე. ''შენ რა იცი?ნერვებს ნუ მიშლი მაცადე სიკვდილი''-მას მაინც ვეწინააღმდეგები. ''დროა რელობას დაუბრუნდე''. შეპასუხება ვეღარ მოვახერხე,რადგან თვალი გავახილე და ჩემს თავზე შემოკრებილი ექიმები დავინახე,თავს უზარმაზარ,გემრიელ ნამცხვრად ვთვლიდი, რომელსაც გასაჭრელად ამზადებენ.მათ გვერდით კი ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში

-გთხოვთ გადაარჩინეთ-ყვროდა იოანე, მისი ხმა თანდათან ქრებოდა,კი ნამდვილად ის იყო, ჩემი ძამიკო,ჩემი სიცოცხლის სხივი.

-დაბრუნებას გისურვებთ ნატალი,ძლიერი გოგო ხარ!-ღიმილით მითხრა ხანშიშესულმა ექიმმა

-რა დამემართა?-ამოვიხავლე შეშინებულმა

-პანიკური შეტევა გქონდათ,ახლა დაისვენეთ

-სანდრო...სანდრო როგორ არისს??-ტირილი დავიწყე,ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდნენ

-სანდრო?-ეჭვნარევი ხმით შემომხედა ექიმმა

-ჩემი სანდრო.....სანდროო დადიანი-ვთქვი უცბად

-აჰჰ, ბიჭი მუცელში ჭრილობით...მდგომარეობა მძიმე იყო,თუმცა შევძელით მისი გადარჩენა,ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია.ისიც თქვენსავით ძლიერი ახალგაზრდაა-კვლავ ღიმილით მომიგო ექიმმა და პალატაში მარტო დამტოვა

არ ვიცი როგორ აღვწერო ის გრძნობა,რომელიც ამ მომენტში დამეუფლა,როდესაც გავიგე რომ ჩემი ბიჭი,ჩემი დიდი სიყვარული,ჩემი გულის ფეთქვა ცოცხალია გულში რაღაც სხივმა გაიღვიძა,თუმცა გავაცნობიერე,რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით...ჩვენი ბედი დაწყევლილია..''ჩვენ'' არ არსებობს. ჩემთვის იმის ცოდნაც საკმარისია,რომ ის კარგად არის,რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება...

კარი იოანემ შემოაღო და როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა,ორივეს სახეს მონატრებისა და სევდის გრძნობა გადაჰკროდა

-ჩემი გოგო-ჩემ საწოლთან ახლოს სავარძელში მოკალათდა,ჩემკენ გდმოიხარა და თავზე მაკოცა-როგორ შემაშინე. ნუ ღელაც სანდრო კარგადაა-მისი თვალები მზრუნველობით იყო სავსე

-ვიცი იოო ექიმმა მითხრა-სახეზე მარჯვენა ხელით მოვეფერე-მიყვარხარ,მადლობა რიმ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ-ცრემლი ჩამომიგორდა,რომელიც იოანემ ცერა თითით შემიმშრალა

- აუუ ახლაა არ გადამრიო ნატიი ამხელა ფილარმონია კაციი, ტირილი არ გაბედო, ეს დღეები წარსულში დარჩა, გაიგე?!-მითხრა ვითომ სიმკაცრით,თუმცა სერიოზულ სახესთან ერთად,ძალიან თბილი მზერა ჰქონდა. პატარები რომ ვიყავით ყოველთვის ვკინკლობდით,თუმცა უერთმანეთოდ დიდხანს ვერ ვძლებდით. ახლაც ასე ვართ, თუმცა ბევრს აღარ ვკინკლაობთ, ჩხუბის წლები ტკბილ წარსულს ჩავაბარეთ.

****

2 კვირა გავიდა იმ საზარელი და სულისმომწამვლელი დღის შემდეგ. სახეზე ჩალურჯებები და სისხლჩაქცევებიც აღარ მქონდა.სანდროს სხეული,მისი სახე,კოხტად გამოთლილი სწორი ცხვირი,თაფლისფერი მრრავლისმომცველი თვალები,მომნუსხველი ღიმილი....ძალიან მაკლდა,მაგრამ მის მიერ მოყენებული ტკივილი უფრო მანადგურებდა ვიდრე უიმისობა. მკლავდა მისი სიახლოვე,თუმცა ამავდროულად სიცოცხლეს მისწრაფებდა მისი სიშორე.2 კვირის განმავლობაში გოგოები თავს მევლებოდნენ,თაკო და მარიტა განსაკურებით ემოციურები არიან,სანდრო წყალს გაატანეს,რაც შეეხება სალის,მარიამსა და თამარს,მათ კრიტიკულად შეხედეს სიტუაციას,არც გაამართლეს და არც გაამტყუნეს სანდრო,თიკა კი უბრალოდ ცრემლად დაღვრილს მანუგეშებდა. რა თქმა უნდა მშობლებმა არაფერი იციან,თორემ წარმომიდგენია რა დღეში აღმჩნდებოდნენ, დარწმუნებული ვარ მარტო ცხოვრების უფლებას აღარ მომცემდნენ. თუ იმას არ ჩათვლით,რომ იაონე ძლივს დავითანხმე მარტო ცხოვრებაზე,ნამდვილად კარგად ვარ...როგორც იოანესგან გავიგე სანდრო უკეთ გრძნობდა თავს,რომელიც გუშინ გამოწერეს საავადმყოფოდან, იო აკითხავდა,რომ მისი მდგოამრეობა გაეგო,სანდროს გვერდით კი მისი ახლად ჩამოსული დაიკო და ბიძია ზურა იყო. ის საიმედო ხელში იყო, ჩემთვის ესეც საკმარისია.

-რას შვრები ნატი? მოდიხარ უნიში?-დილით თიკამ დამირეკა

-უკეთესადაც ვყოფილვარ...-ჩავიცინე-მოვდიავრ აბა რა ჩემო გოგო,დღეს 2 კვირის განმავლობაში პირველად მივდივარ უნივერსიტეტში-ამოვიოხრე,რომ ვაანალიზებდი იმას,რომ პროგრამას ჩამორჩენილი ვიყავი,ტვინში რაღაც უსიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა, ამ თვეში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო,თორემ ადვოკატობა ასეთი ადვილი ხომ არ მგონია მე?როდესაც ხვდები,რომ მიზანს ვერ აღწევ,ნუ შეცვლი მიზანს,შეცვალე ნაბიჯი, ეს გამონთქმა ძალიან მიყვარს. მართალია,თუ მიზანი გაქვს მაქსიმუმი უნდა გააკეთო მის მისაღწევად,ოფლში უნდა იცურო,თავი არ უნდა დახარო და არ უნდა დაეცე!

-ძალიან კარგი ჩემო ლამაზო, გკოცნიი-დაბდურა გოგო

-მეც თიკუუ,აბა შეხვედრამდე-მეც ხმაურიანი კოცნა გავგზავნე

****

უნივერსიტეტში შესვლისას ნაცნობი გარემო გამახსენდა,როგორ მომენატრა ხალხმრავლობა,ლექტორები,ზოგადად ეს გარემო. პირველი ქართული მქონდა,მასწავლებელი გადავკოცნე,მანაც თბილად მომიკითხა

-ნატი,ჩემო კარგო სტუდენტო, რატომ არ დადიოდი 2 კვირის განმავლობაში?თავი მომანატრე-ჩამიცინა.ლექცია ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, აუდიტორიაში ადგილი ადრე დავიკავე

-ჩემი ძმა იყო შეუძლოდ,3 დღის წინ გამოწერეს სააავადმყოფოდან,აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა და გართულებები მოჰყვა-ტყუილის ოსტატი გავხდი ამ ბოლო დროს, ამ ხნის ქალს ვატყუებ ასე ურცხვად. შეგირცხვა ნამუსი ნატალი გრძელიძე.

-უიი, ახლა ხომ კარგადაა?-შეიცხადა ქალმა, არადა რომ იცოდეს უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი როგორ ურცხვად იტყუება..მაგრამმ სიმართლეს ხომ არ ვეტყვი?! ეჰჰ

-დიახ ქალბატონო ნინი უკეთეაა,გმადლობთ-მივუგე თითქოს შეწუხებულმა,არადა ზურგი რომ ვაქციე,სახეზე ხელს ვიჭერდი სიცილი რომ არ დამეწყო,ბოლოს მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და ჟანგბადი ხარბად შევისუნთქე. ლექციების შემდეგ სახლში წასვლას ვაპირებდი,როდესაც გასასვლელში თიკა დამეწია და უეცრად ჩამეხუტა,წავბარბაცდი და კინაღამ იატაკზე გავიშოტეთ.

-ოოეეე ქალწულო კიდევ დაცემა მინდა მეე?-შევუბღვირე სიცილნარევი ხმით

-როგორ მომენატრეეე, 3 დღეა არ მინახიხარ, შე ქათმის წიწილო-გამაჯავრა და თავისსავე ნათქვამზე გადაიკისკისა

-ჰაჰაჰა-დავეჯღანე და ენა გამოვუყავი,მანაც იგივეთი მიპასუხა

-გუშინ სანდრო გამოწერეს-ეს უკვე ვიცოდო იოანესგან,თუმცა ამის მოსმენამ გული დამიმძიმა,ალბათ იმტომ,რომ ჩემი გულის ნაწილის ნახვა არ შემეძლო,მისგან იმდენად შორს ვიყავი,რამდენადაც ცამდე. ცაც კი უფრო ახლო მეჩვენება.

-ხო ვიცი, მერე მე რა?-ვთქვი ეუმოციოდ და ხელები გადავაჯვარედინე

-ნატალი!-თვალი თვალში გამიყარა-მას უნდა დაელაპარაკო, მართალია არ ვამართლებ,მაგრამ უნდა ისაუბროთ ბოლოსდაბოლოს-თქვა დანანებით

-მაგრამ არც ამტყუნებ!!!!რაზე უნდა ვისაუბროთ თიკა?როგორ გამწირა? როგორ ჩამაგდო იმ ურჩხულის კლანჭებში?მან მე გამწირაა დაიმახსოვრეთ და ნუღარ მახსენებთ მასს-ხმას ავუწიე და თიკა უკამოუხედავად დავტოვე, ბევრი სირბილის შემდეგ,ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავი,როდესაც ჩემკენ მომავალი ავტომობილი შევნიშნე,ადგილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე,იმდენად სწრაფად მიახლოვდებოდა,ამავდროულად მკლავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და უეცრად მძიმე სხეულთან ერთად ტროტუარზე გავგორდი,როდესაც მზერა უცნობს გავუსწორე ჰოი საოცრებავ. სანდრო შემრჩა ხელთ. სხეულში ძალა გამომელია,მის ზემოთ ვიყავი მოქცეული,წამით მის თვალებს შევეჩეხე,რომელსაც ჭინკები უთამაშებდნენ, რა ეჭინკება ამ საცოდავს ისეთი სახე აქვს გეგონება ტრაქტორმა გადაურაა.. უუიიი მასზე ზემოდან ვარ წამომჯდარი და პირდაპირ ჭრილობას ვტკენ...სულელოო გოგო. არა რა ეს იდიოტიც რომ არ მეუბნებაა ადექიო?ჰმმ.. არც კი ვიცი რა ვიგრძენი მისი ნახვისას, მონატრება?წყენა?იმედგაცრუება?არ ვიცი,ყველაფერი გონებაში ამერია,ამ დროს მხოლოდ ერთი რამ მინდოდა,მისი ტკბილი,წითელი ბაგეების დაკოცნა.

-ჰეიი როგორ ხარ?-მითხრა დამფრთხალი სახით,მე კი მის სხეულს მოვშორდი,თავადაც მალე წამოდგა ტროტუარიდან,ჰმმ ვატყობ ბიჭს დიდად აღარ სტკივა ჭრილობა

-სანამ შენ დაგინახავდი უკეთესად-ხელები გადავაჯვარედინე.. არაა რაა ტყუილის ოსტატი ვარ.. მალე უნდა გავეცალო მას თორემ კონტროლს დავკარგავ. შენ მას არ უნდა აპატიო ნატალი!!!გესმის?!! შეიგნე მაგ ტვინგამორეცხილ თავში!!! ''ძლივს არ აღიარა თავისი ტვინგამორეცხილობა?'' მაკრიტიკებდა და მასხრად მიგდებდა მეორე ''მე''. რას ვიზამთ,მართალია.

-მადლობის მაგიერია? მე რომ არა მანქანის სმხვერპლი გახდებოდი-დამცინავად მითხრა..მოიცაა ძველი სანდრო დაბრუნდა?საიდან აქვს ამხელა გამბედაობა?ბოდიშის მაგივრად რაებს მეუბნებაა???

-ბოდიშის მაგიერია?-არც მე დავაკელი და იორნიულობა ავიკარი სახეზე

-უნდა ვილაპარაკოთ ნატალი-ხმა შეეცვალა,უფრო რბილი და კატეგორიული გაუხდა

-ჩვენ ორმა?-გაკვრვებულმა წარმოვთქვი და საჩვენებელი თითი გულზე მივიდე-ღადაობ ხო?-ხარხარი დავიწყე

-საღადაო არაფერი მითქვამს-კბილებში გამოსცრა და მრისხანებით აღსავსე მზერა მე მომაპყრო

-და შენ საერთოდ როგორ ბედავ იმ ამბის შემდეგ ასეთი ტონით საუბარს?-შევუბღვირე და ხმამაღლა ვუთხარი-გამეცი პასუხი, ვინ ხარ საერთოდ, რას წარმოადგენ?ძველი,გულუბრყვილო ნატალი არ გეგონო

-ახლა კარგად მომისმინე. არ მაინტერესებს გინდა თუ არა ე.უნდა მომისმინო, გასაგებიაა??აქამდე ახსნის საშუალება არ მომეცა. მოკლედ სანამ შენ გაგიტაცებდნენ, 1 კვირის წინ ამანათი მომივიდა,სადაც შენ და ჩემი და იყავით გამოსახულნი,ისინი გითვალთვალებდნენ, იმ არაკაცმა კი დამაშანტაჟა, ამ ყველაფრის თავი და თავი მამაჩემი იყო..ის წყეული ნაბი*ვარი,რომელსაც ამ არამზადის და გაუუპატიურებია,დედამ დარწმუნებული ვარ ეს არ იცოდა. იმ კაცმა შურისძიების მიზნით ჩემი გამწარება გადაწყვიტა,მიბრძანა რომ თქვენ შორის არჩევანი გამეკეთებინა, ჩემი და ლონდონში სწავლობდა,ის ჩემგან ძალიან შორს იყო,ის დაუცველი იუო,იქ არავინ ჰყავდა, შენ კი მე გყავდი,რომელიც დაგიცავდი,ასეც მოვიქეცი,მე შენ ლოკაციური სამაჯური გაჩუქე,რისი საშუალებითად მოგაგენი. არ იფიქრო თავს ვიმართლებ უბრალოდ..მე სხვა გზ ა მქონდა ნატი, როგორ არ გესმის? ვიცი რომ გტკივა,ვიცი რომ იტანჯებოდი,ვიცი რომ გეშინოდა,ვიცი რომ შეგძულდი,მაგრამ ნუთუ ჩვენი სიყვარული ასე დაიმსხვრა?ასე ერთბაშად?მე ერთ შანსს ვითხოვ, მხოლოდ ერთს და უკანასკნელს, ჩემი და უკვე ჩამოვიდა,არ მინდოდა გაეგო ჩემი მდგომარეობის შესახებ,სიმართლეც შეიტყო...ის ძალიან ემოციურია,ძალიან მიყვარს ჩემი გულის ნაწილია,ისევე როგორც შენ. ერთი წუთითაც არ იფიქრო,რომ შენ გაგწირე და ის ავირჩიე, ასე არ არის!!!მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ.მიყვარხარ. გესმისს???!!!!! კიდევ 1000-ჯერ გავიმეორებ ამას,მანამ სანამ პირში სული მიდგას.. მე ყველაზე კარგად მახსოვს საავადმყოფოში როგორ ჩამჩურჩულე"მიყვარხარ,გაუძელი"გთხოვ რამე მითხარი-განადგურებული იყო, ცრემლით სახე დასველებული და თვალში იმედის ნაპერწკლით გაღვივებული შემომცქეროდა,თვალზე ცრემლიც არ ჩამომგორებია, იმიტომ რომ ამ 2 კვირის განმავლობაში მათი მარაგი ამოვწურე.

-უნდა წავიდე-გარკვევა მჭირდებოდა, ყველაფერი კარგად უნდა გადავხარშო,მიღირს კი მისი დაკარგვა?პატიება? არ ვიცი რომელი უფრო ადვილია. უკვე გავრბოდი

-ნატალიი მე შენ ჩემი დაგარქვიი. გესმისს?? ეს ასე არ დასრულებულა, შენგან პასუხს ველი!!!!!-მხოლოდ ეს გავიგონე

ბარში წავედი,7 ჭიქა ტეკილა დავლიე,არ ვიცოდი რა ჯანდაბა მჭირდა,საკმაოდ მოვასწარი გამოთრობა,ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა,უეცრად მხარზე ხელის შეხებამ ინსტიქტურად მაიძულა უკან შევბრუნებულიყავი,უცნობმა ცეკვა შემომთავაზა,ვიუარე, ყველა და ყველაფერი გულს მირევდა, კაცს ხელი ვკარი, ვყვიროდი

-ყველა მეზიზღებით, ყველააააა-ბარიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი,საღამოს 7 საათი იქნებოდა,გაზაფხული იყო,ამიტომ ოდნავ შებინდებულიყო,გვერდი ერთმა ლამაზმა გოგომ დამიმშვენა,შენიშნა რომ ფეხზე ძლივს ვიდექი და ხელი შემაშველა

- კარგად ხარ?

-სიყვარულის ცეცხლში ვიწვიიი......სანდრო დადიანო რა მიქენიიიი??? რას მიშვებიი??? ნანანააა-წავუმღერე და სიცილი ავტეხე

-სანდრო.....??-გოგონამ გაფართოებული თვალებით გამომხედა,ახლაღა დავაკვირდი,თუ როგორ ჰგავდა სანდროს თვალის ჭრილიტა და ტუჩებით. ნუთუ ეს???არ არსებობს, რა პატარაა თბილისი და რა უიღბლო ვარ მე! იმ ადამიანის დავიწყებას ვცდილობ,რომლის თავსაც ყველა და ყველაფერი მახსენებს!!

P.S. ბოდიშთ დაგვვიანებისთვისსს. მიყყვარხართთскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Fghk

Mainc dzalian momwons sandrooo sworad moiqca ase orive gadaarchona

 



№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძან მაგარია ველი შენდეგ თავს

 



№3 წევრი Someone wandering

ვიცი რომ დავაგვიანე მაგრამ მქონდა მიზეზები. ხვალ აუცილებლად დავდებბ დაა ზოგადად აღარ დავაგვიანებ. ცფიქრობ 25 თქაით დავამთავრო ან უფრო ცოტა, არც ძალიან გაწელვა მინდა და არც მიფუჩეჩება. ბოლო თავის ნახვების რაოდეობამ შემაწუხა ცოტა არ იყოს რადგან წინა თავებთან შედარებით საკმაოდ მცირეა. არაუშავს, გამოვასწორებ! და კომენტარებჯს კითხვა ჩემთვის სტიმულია, ალბათ ვინმეს რომ გავეკიცხე რომ თავს რატომ არ ვდებდი შეიძლეოდა ადრე დამედო მაგრამ არა.... ასე მალე დაივიწყეთ ჩემი მოთხრობა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent