შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შებინდების ქალწული (ნაწილი I)


13-04-2018, 03:46
ავტორი Kira
ნანახია 366

შებინდების ქალწული (ნაწილი I)

შებინდების ქალწული
ნაწილი I
"პროლოგი"
ადამიანი ღმერთქმა შექმნა და უფლება მისცა თავად ემართა საკუთარი ბედი- ჰმ... სასაცილოა. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გწამდეს? მითხარით! როგორ უნდა დაიჯერო რომ თავისუფალი ხარ? მაშინ, როცა ისე კვდები, თითქოს არც არაფერი ყოფილიყო. მარიონეტი ხარ. ე.ი. ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს. სად დაიბადები, ვინ იქნები და ბოლოს როგორ ოკვდები.თუმცა მაინც არიან ისინი, ვინც იბრძვიან, ისინი ვინც ბოლო მომენტამდე არ ნებდებიან? მაგრამ რისთვის? ღირს კი ეს ბრძოლა არაფრისთვის? -აჰ მივხვდი, ალბათ სწორედ ეს არის ის თავისუფლება, რომელიც თითქოსდა ვიღაც არაამქვეყნიურმა მოგვანიჭა ჩვენ, უბრალო მოკვდავებს."

საბჭოთა პერიოდის 80-იანი წლები. დრო, როდესაც კრიზისმა ყოვლისმომცველი სახე მიიღო. ფასები ყველაფერზე იზრდება. ტრანსპორტი აღარ მუშაობს, ვერც სოფლის მეურნეობა ახერხებს ქვეყნის მომარაგებას. უშუქობა, უწყლობა, გაზი? ამაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი მაშინ, როცა ხალხს საკმარისი საკვებიც კი არ აქვს და ერთი მეორის მიყოლებით იხოცებიან. ჰაერში მხოლოდ სიბინძურის და ზიზღის სუნია. ერთმანეთს ლუკმებს უთვლიან და საკმარისია რომელიმემ ერთი პურით მეტი მაინც მიიტანოს სახლში და უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მან დღეს ოდნავ მეტი ფული იშოვა.

რა უნდა დააშავო ადამიანმა წინა ცხოვრებაში ასეთი, რომ ომდევნოს გატარება ზუსტად აქ, ამ ადგილას მოგიწიოს? სოფელში, სადაც არავის უხარია ახალი სიცოცხლის გაჩენა. არავის უნდა 1 ან 2 ზე მეტი ბავშვის ყოლა,რადგან ეს მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მეტი არაფერი. აქ ვერ ნახავთ მრავალშვილიან ოჯახებს, რადგან აქ ბავშვებს მხოლოდ მწუხარება მოაქვს. როგორც ჩანს ძალიან ბევრი დააშავა, რადგან აქ, ზუსტად ამ დროს, ერთ-ერთი გლეხის ოჯახში დაიბადა პატარა გოგონა, სარა. სახელი დიდი ბებიის საპატივცემულოდ დაარქვეს.

სარას მშობლები დღედაღამ მიწაზე მუშაობდნენ, რათა კარგი მოსავალი ჰქონოდათ და წლიდან-წლამდე თავი გაეტანათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა ,მათგან ერთხელაც არავის გაუგონია სიტყვები „დავიღალე, აღარ მინდა ამდენი შრომა, არ მინდა ასეთი ცხოვრება და ა.შ.“ პიქირით ყოველთვის იმას იმეორებდნენ , რომ მადლობელნი იყვნენ იმით, რაც გააჩნდათ და რომ ეს ბევრს სანატრელიც კი ჰქონდა.
დედამისი ყველა სხვა ქალისაგან განსხვავებული იყო. მაღალი , შავთმიანი, ხორბლისფერი კანითა და მურივით შავი თვალებით. როცა ხალხი გამოჩნდებოდა ხშირად გაიგებდით მოხუცთა დანანებით ჩალაპარაკებულ ფრაზებს.
„ასეთი ლამაზი ამ სოფელს არ უნდა შეეწიროსო. ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის რომ მიწაზე იშრომოსო“. ხშირი იყო ქალებისცოტა შურიანი შეძახილიც.
„შეხედე ნინა მოდის, დახე როგორ მოაბიჯებს, თავი დიდი ვინმე ჰგონია. ან კი რა ლამაზი ეს არის. ჩემი გოგო ასი თავით ჯობია ამას. დამიხედეთ, როგორ მოაქვს თავი ამაყად, ნეტა ვისზე მეტი აქვს .“
რა თქმა უნდა, ნინა მსგავს რეპლიკებს ხშირად ისმენდა, მაგრამ ერთხელაც არ მიუქცევია მათთვის ყურადღება. შეეძლო წასულიყო, დაეტოვებინა ეს წყეული ადგილი , ცხოვრება მოეწყო. მისი სილამაზის ქალს ისე არავინ დატოვებდა. ფუფუნებაში იცხოვრებდა , მაგრამ არა... უყვარდა ნინას თავისი სოფელი, უყვარდა ის ადგილი სადაც გაიზარდა. ერჩივნა იქ, სიღარიბეში ეცხოვრა, ვიდრე თავისი სახლ-კარი დაეტოვებინა და სხვაგან, უცხო ადგილას ფუფუნებაში ყოფილიყო. ძალიან განათლებული ქალი გახლდათ ნინა. ამასთან ერთად ხელსაქმეც არ ეშლებოდა. ყოველთვის ორგანიზებული და მოწესრიგებული იყო. სხვისგანაც იმავე თვისებებს მოითხოვდა.
-მერე რა რომ გლეხები ვართ და მთელი დღე მიწას ვთოხნით, ეს არავის ამართლებს! მისი საყვარელი სიტყვები ასე ჟღერდა.
ადრე დაეღუპა მშობლები და მალევე „მიბარდა პატრონს“ როგორც აქ იტყოდნენ.
ვერავინ იტყოდა, რომ ანგარებით გათხოვდა, ანდაც პირველივე შემხვედრს გაყვა. მისი და უტას ამბავი ყველამიცოდა. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. უტას შემხედვარე ბევრი ბოღმას იგროვებდა გულში, რომ ასეთი ლამაზი ქალი მას ერგო. არც უტა იყო უშნო. ისიც აქაური იყო, ერთ-ერთი გლეხის ოჯახში გაზრდილი. მასაც უყვარდა თავისი სოფელი, მაგრამ ნინა უფრო უყვარდა. ყველგან წავიდოდა ოღონდ თავისი ნინა ჰყოლოდა გვერდით. ნინაზე ერთი თავით მაღალი იყო გამოყვანილი სხეულით, ისიც შავგრემანი, თაფლისფერი თვალებით და მკაცრი გამოხედვით. ბევრ ქალს მოსწონდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ნინა უყვარდა, სხვისკენ კი ერთხელაც არ გააპარებდა თვალს.
უტას ბევრი საუბარი არ უყვარდა. მოკლედ და კონკრეტულად გაგაგებინებდათ სათქმელს, იმის იქით კი სიტყვასაც ვერ დააცდევინებდით.
ორივენი მოსიყვარულე, ღირსეულნი და ხანდახან მკაცრნიც. თუმცაღა ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო იყო.
გათხოვებიდან მალევე დაორსულდა ნინა. მაშინ ცუდი სიტუაცია იყო მთელ ქვეყანაში. ყველა ურჩევდა მოეშორებინა ბავშვი, რომე ჯერ ახალგაზრდა იყო. ვერ გაზრდით ამ გაჭირვებაში და ზედმეტ ტვირთად დაგაწვებათო.
არავის უსმენდნენ ახალდაქორწინებულები. მათთვის ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადიოდა. ძალიან უნდოდათ შვილი. ერთი კიარა ძალიან ბევრი უნდოდათ რომ ჰყოლოდათ და სიხარულით გაზრდიდნენ მათ რა გაჭირვებაშიც არ უნდა აღმოჩენილიყვნენ. მადლობელი იყვნენ თავიანთი ბედის, რადგან ამ ცხოვრებში ღირსი გახდნენ მშობლებად წოდების.

გაუჭირდა მშობიარობა, ძნელად გადაიტანა ის რამდენიმე საათი. უტასაც სტკიოდა. ორივე ერთად განიცდიდა. თითქოს რაღაც ნაწილი მათში განადგურდა, როდესაც გაიგეს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იქნებოდა.
ყველაფერი შეიცვალა, როცა პატარა სარა ხელში პირველად აიყვანეს. თითქოს მათ ცხოვრებაში ნათელი გამოჩნდა. თითქოს ყველა ის პატარა,რომელთან მათი შვილი უნდა რქმოდა, ახლა ამ, ერთ პაწაწინა სხეულში მოთავსებულიყო.

სარა სხვებივით არ იზრდებოდა. მას ბავშვობიდანვე არ უნერგავდნენ, რომ მხოლოდ ცოლი და დედა უნდა ყოფილიყო. ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ის განათლებული და სასახელო ქალი უნდა გამხდარიყო, რომ მხოლოდ გათხოვება და შვილების გაჩენა არ იყო მისი მოვალეობა. ნინა მას სწავლას აყვარებდა, უტას შემხედვარე თავადაც ცდილობდა პატარა ასაკიდან მშობლებს დახმარებოდა საოჯახო საქმეებში.
ხუთი წლის იყო პირველად სკოლაში რომ შეიყვანეს. ერთი სული ჰქონდა სწავლა დაეწყო. ეგონა სკოლა ყველაფერში დაეხმარებოდა. ყოველდღე ახალს და საინტერესოს გაიგებდა, მაგრამ რეალობა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც სარას უნდოდა რომ ყოფილიყო.
სრულიად უცხო გარემოში მოხვდა. უზარმაზარი ნახევრად დანგრეული შენობა და ათასობით უცხო ბავშვი. გალიიდან ახლად გამოსულ ცხოველებს უფრო ჰგავდნენ. ნამდვილი ველურებივით იქცეოდნენ და არავისი ესმოდათ. შესვენებაზე ყოველთვის გარეთ, ტალახში თამაშობდნენ, შემდეგ კი იმ ბინძური ხელებით მიირთმევდნენ სახლიდან წამოღებულ საგზალს. მოუწესრიგებელნი, მუდამ გაწეწილი თმით, ჭუჭყიანი ფრჩხილებით, ტილიანი თავით და გრძელი ენით.
ამბობენ ბავშვი მაინც ბავშვია, პატარა და საყვარელიაო, ალბათ ესენი არ გინახავთ, თორემ დამერწმუნეთ მსგავს არაფერს იტყოდით.
არც სარა იყო შეძლებული ოჯახიდან. არც ფული ჰქონდათ მეტი და არც საჭმელი, ერთი და იმავე წიგნებიდან სწავლობდნენ , მაგრამ სარა სულ სხვა იყო. ის თითქოს პატარა ნინას განასახიერებდა და ყოველთვის ცდილობდა, როგორც ზრდასრული და მოწესრიგებული ადამიანი ისე მოქცეულიყო.
ძნელი მისახვედრი არც ის იყო, თუ რატომ არ ჰყავდა მეგობრები.
რაც შეეხება სწავლას, ძალიან უყვარდა და სულაც არ თვლიდა, რომ ეს მხოლოდ ვალდებულება იყო. პირიქით, ყოველთვის უმეორებდა საკუთარ თავს- სარა ეს ხომ ისევდაისევ შენთვისაა, ამიტომ კარგად უნდა ისწავლოო. თავიდანვე ერთ-ერთი საუკეთესო იყო კლასში და ცდილობდა მუდამ იმაზე მეტი გაეკეთებინა, ვიდრე მასწავლებელი ავალებდა.
გაზრდასთან ერთად საქმესაც სწავლობდა. არავინ ავალებდა, მაგრამ მოსწონდა, როცა ოჯახს ეხმარებოდა.
-ყოჩაღ საყვარელო , ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებო. ხშირად შეაქებდნენ ხოლმე მშობლები, როცა გაწობილ სუფრას მიუჯდებოდნენ.
მასაც უხაროდა და უფრო გემრიელადაც კი ეჩვენებოდა თავისი მომზადებული კერძი. არასდროს ჰქონიათ მდიდრული და მრავალფეროვანი სუფრა, თუმცა დამერწმუნეთ ეს ბევრად ჯობდა ღორის მწვადს ან თუნდაც ინდაურის საცივს.
-სარა ისევ მეცადიენობ? ოთახის კარი ფრთხილად შეაღო ნინამ
-ჰო , ხვალინდელი დავალებები უკვე დავასრულე და ახლა მომდევნო მასალას გადავხედავ.
-ჩემი ჭკვიანი. გვერდით მიუჯდა და თმაზე დაუწყო მოფერება
ნინა სხვანაირი იყო . მისგან წამოსული სითბო ზე აღმატებულად გაგრძნობინებდა თავს. შეუძლებელია ეს ქალი იცოდე, მის გვერდით ყოფილიყავი და არ შეგყვარებოდა მისი ხმა ყველაზე მშვენიერი რამ იყო ქვეყნად, რაც კი შეიძლებოდა ოდესმე მოგესმინდა. მისი ხელები უჩვეულოდ თბილი იყო . მის ღიმილში ყოველთვის დიდ სიყვარულს დაინახავდით. ნინა არ გავდა სხვა ქალებს. მიუწვდომელი იყო. შორს და ამავდროულად ყველაზე ახლოს.
-რომ მორჩები ბავშვებთან გადი და ითამაშე.
-კარგი. თავი დაუქნია და ისევ წიგნებს მიუბრუნდა. არ უყვარს, როცა დედას რაიმეს უმალავს. მაგრამ რა ქნას?სხვა გზა არ არის. არ ჰყავს მეგობრები, რადგან ვერაფერი გაუგო სხვებს. სარა სხვანაირია. იგი არცერთი წამით არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოიქცეს ისე, როგორც სხვა ბავშვები. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ვითომცდა სათამაშოდ გადის თან მიაქვს ფურცლები და ფანქრები. ხშირად ხატავს. უმეტესად ტყეს, ყვავილებს, მდინარეს. იმ ადგილებსაც, სადაც მისი ტოლები თამაშობენ, მაგრამ მათ არა. ისინი არ უნდა იყვნენ სარას ნახატებში. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მხოლოდ ერთ გოგონას ხატავს თავისი სიზმრიდან, ტყის პირას მდგომს. ის სარას უყურებს.მისი სახე კარგად არ ჩანს. ვერც სიზმარში არჩევს ან შეიძლება უბრალოდ ვერიმახსოვრებს, მაგრამიცის, რომ იღიმის. ისე, თითქოს რაღაც ბოროტება ჩაიდინა.
-სარა მოემზადე, მალე უნდა წავიდეთ.
-სად მივდივართ? დაინტერესებული დედას კუდში აედევნა
-მიდი მალე მოემზადე, რომ მივალთ გაიგებ. სიცილით გამოისტუმრა ოთახიდან და კარი დახურა.
სხვა რა გზა ჰქონდა. იცოდა მაინც ვერ გაიგებდა სანამ იქამდე არ მივიდოდნენ. ოთახში შეირბინა და კარადიდან დაკეცილი ტანსაცმელი გადმოიღო.კართან მიწყობილი ტყავის, კარგად გაცვეთილი ფეხსაცმელებიც მოირგო, თმა შეისწორა და გასასვლელისკენ წავიდა. არასდროს უყვარდა წუწუნი. ერთხელაც არ უთქვამს რომ ეს უკვე მოძველდა და აღარ ჩაიცვამდა. ყოველთვის უვლიდა იმას, რასაც მშობლები ამბობდნენ. იაზრებდა, რომ არ ჰქონდათ ბევრი საშუალება და მხოლოდ მადლობელი იყო, მაგრამ არ უარყოფდა იმას, რომ ამ ფეხსაცმელს შეცვლა ნამდვილად არ აწყენდა. უკვე ძალიან გაცვეთილი იყო. აღარც გარეცხვა და აღარც საღებავი შველიდა.
იმ დილით ნინამ საყიდლებზე წაიყვანა. ახალი ტანისამოსი უყიდა, რვეულები, სკოლის ფორმა და ფეხსაცმელები, გახარებულს აღარ იცოდა როგორ გამოეხატა ემოციები. ნინასაც უხაროდა. პატარა ბავშვივით უხაროდა და ზედმიწევნით არჩევდა ყველაფერს მისი ერთადერთი ქალიშვილისთვის. სარას სიხარული მალევე მოღუშულმა სახემ შეცვალა, როდესაც დაინახა რამდენი ფული გაუწოდა დედამისმა გამყიდველს.
-სარა, საყვარელო შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისთვის, რომ ოჯახის შემოსავალზე იდარდო გესმის? მე და მამაშენს გვინდოდა უბრალოდ გაგვეხარებინე და გთხოვ იმაზე ნუ ინერვიულებ რაზეც არ არის საჭირო. თბილად გაუღიმა და თმაზე მოეფერა.
მხოლოდ მადობა გადაუხადა და მაგრად ჩაეხუტა დედას. გულის სიღრმეში კი მაინც განიცდიდა ამ ამბავს.
-ჩემო პატარა, ხანდახან როგორ გეჩქარება გაზრდა.მაგრამ მომისმინე, სულელია ის ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება მხოლოდ აგროვებს და არ ხარჯავს. სიამოვნება მოპოვებაში არ არის სარა. სიამოვნება მოპოვებულის სწორად გამოყენებაშია. თუ ამას ვერ გაიგებ, თუ მთელი ცხოვრება მხოლოდ იშრომებ, საკუთარი თავის და შრომის ფასი არ გეცოდინება, ერთხელ მაინც არ შეეცდები სხვა გაახარო , ჩათვალე არც გიცხოვრია. სიცოცხლე, რომელსაც არ დააფასებ და ისე იცხოვრებ, რომ არაფერი აკეთო იგივეა, რაც ნელი სიკვდილი. დაიმახსოვრე ეს სიტყვები და როცა დრო მოვა მიხვდები როგორ უნდა გამოიყენო ისინი.
ერთ ადგილას იდგა და ნინას მტკიცე გამომეტყველებას უყურებდა , რომელიც ხალხისკენ იყო მიპყრობილი. ერთი კონკრეტული წერტილი არ გააჩნდა, ყველას უყურებდა. დროდარო წარბებს შეკრავდა, ხანდახან ტუჩებსაც ამოძრავებდა, გეგონება მათ განვლილ ცხოვრებას ფურცელზე დაწერილი ასოებივით კითხულობდაო.
ფიქრებში გართულს დაავიწყდა სად იყო . რამდენიმე ნაბიჯი გაუაზრებლად გადადგა . არ შეუმჩნევია თუ ვინმე იყო ახლოს. შეჯახებისას თავი ვეღარ შეიკავა და ტალახიან გუბეში გადაეშვა. იცით რა გრძნობაა როცა შენი არსებობის გრცხვენია?. არა იმის არა, რომ ვიღაცა ამ ტალახში ამოსვლირ ბავშვზე გაიცინებდა. ეს სულაც არ ანაღვლებდა. ნინასი შერცხვა. ის, რაც ცოტახნისწინ უყიდეს, ახლა ტალახშია ამოსვრილი. რამდენიმე საათითაც კი ვერ მოუფრთხილდა. ნინა მაშინვე მივარდა, ფეხზე წამოაყენა, ეძებდა რაიმე ხომარ დაიზიანა, ეკითხებოდა როგორ იყო, რაიმე ხომ არ სტკიოდა.სარა? ხმასაც არ იღებდა ვერაფერს ამბობდა. ეშინოდა პირი რომ გავაღო ტირილს დავიწყებო. ბრაზი ახრჩობდა. ეს როგორ დაემართა? ჭუჭყიანი ხელებით ტალახის ჩამოშორებას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ უარესს აკეთებდა. სრულიად გამოეთიშა ამ ქვეყანას. უკვე აღარაფერი ესმოდა. ახლა მხოლოდ თავის საქციელზე და ტალახში ამოსვრილ ტანსაცმელზე ჯავრობდა.
მერე როგორღაც დედის ხმამ მოაბრუნა ამქვეყნად. ახლა უკვე ყველას ხმა ჩაესმოდა და არჩევდა კიდეც მათ. ხალხი შეკრებილიყო. ყველა მას უყურებდა, ზოგიც მიეშველა, ზოგის უბრალოდ სეირს უყურებდა. გაიგონა უცნობების ხმა, რომლებიც ბოდიშს იხდიდნენ და სანაცვლოდ ნინას ფულს სთავაზოდბნენ. რა თქმა უნდა, ისიც უარზე იყო და უმეორებდა, რომ ეს მათი ბრალი არ იყო.
-მართალია, ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია. აცრემლებულმა თავისთვის ჩაიბუტბუტა და ხელები მაგრად მოუჭირა კაბის ბოლოებს.
წასვლისას მხოლოდ ერთხელ მიიხედა უკან, მხოლოდ ერთხელ. თითქოს ვიღაცამ უბიძგა. თითქოს ძალიან ნაცნობი რამ იგრძნო და უკან მიიხედა. სწორედ მაშინ მოკრა თვალი ოქროსფერ თმებს, რომლებიც მალვე უცხო ხალხში გაუჩინარდა.

დიდხანს უბოდიშებდა მშობლებს და იმეორებდა, რომ მეტჯერ მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებდა. ისინიც თბილად ესაუბრებოდნენ, ეფერებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ეს მისი ბრალი არ იყო.
მშობლები ხშირად გამოაჯავრებდნენ ხოლმე სკოლიდან დაბრუნებულს და სიცილით გაიხსენებდნენ იმ საუკუნოვან გლოვას.
-ხომ ხედავ ტყუილად ტიროდი , მაინც არაფერი დამართნიაო.
მართალიც იყვნენ. ტანისამოსს არაფერი სჭირდა, უბრალოდ იმ დღეს ცოტა დაისვარა, მაგრამ სარა სულაც არ ფიქრობდა, რომ მისი ნერვიულობა ფუჭი იყო. პირიქით ხშირად უმეორებდა საკუთარ თავს ,რომ სწორედ ასეთ პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალებისთვისაც მიექია ყურადღება, რომ მერე უფრო დიდი და მნიშვნელოვანის დაფასება ესწავლა.
დრო გადის. ბევრი რამ იცვლება. სარაც ნელ-ნელა იზრდება. საქმეები მატულობს სასავლო მასალაც მეტი აქვს, ახლა ბევრად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, ერთადერთი რაც მცირდება თავისუფალი დროა. ახლა ბევრად მეტი შრომა უწევს. ახლა ბევრი შრომა უწევს. თუმცა მაინც, ხშირად შეახსენებს ხოლმე თავს ის ოქროსფერი თმები.
ნეტავ ახლა ის რას აკეთებს? როგორია? გაიზარდა? შეიცვალა? ბევრი კითხვა უტრიალებდა თავში. ძალიან უნდოდა მისი ნახვა თვითონაც ვერ გაეგო რატომ ამოიჩემა ასე უცხო ადამიანი. ვერ გაერკვია რა აინტერესებდა ასე მასში, რატომ უნდოდა ასე მისი სახის დანახვა? ქერა თქმა ხომ ძალიან ბევრს აქვს? რატომ მაინცდამაინც ის?
ხშირად სტუმრობდა სარა მათი შეხვედრის ადგილს. იქვე დიდ ქვაზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და ხანდახან საათობითაც კი ეძებდა უცხო ხალხის გროვაში იმ ოქროსფერ თმებს.
იმედგაცრუებული უკან მობრუნებისას კი ფიქრები არასვენებდა.
-იქნებ ვერ ვიცანი? იქნებ შევხვდი კიდეც მაგრამ ... არა გამორიცხულია, შეუძლებელია. ვიცი ისევ ვიგრძნობ მის ახლოს ყოფნას. ვიცი, მჯერა, რომ ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.
ალბათ მაშინ აზრადაც კი ვერ გაივლებდა, რომ ის ოქროსფერი თმები, რომლებსაც ასე ეძებდა. ადამიანი, რომლის ნახვასაც ასე ლამობდა, მისი ცხოვრების წყევლა აღმოჩნდებოდა.

დილიდან ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. არიცოდა სად წასულიყო. ერთ ადგილს ერ პოულობდა. სკოლაშიც მოუსვენრად იყო. პირველად თავის ცხოვრებაში მასწავლებლებისგან შენიშვნა დაიმსახურა. ბოლოს სახლში გამოუშვეს. მიხვდენ ალბათ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. არც ბაზართან გაჩერებულა. ეუცხოვა ეს ადგილი. აუცნაურა ყველაფერი. ვერ გაეგო რა ხდებოდა. თითქოს რაღაცას ელოდა. სახლისკენ გაეშურა, ახლა ის ოქროსფერი თმებიც აღარ აინტერესებდა.სულ რომ ინ გადადგომოდა აღარ უნდოდა. მხოლოდ სახლში დაბრუნებაზე ფიქრობდა.
სიცივე იყო სახლში. ახლა გაზაფხული იწურება, გარეთ ცხელა მაგრამ აქ თითქოს იყინება ყველაფერი. უჩვეულო სიჩუმე იდგა. არ მოეწონა აქაურობა. ეუცხოვა ეს გარემო. შესასვლელთან აიბუზა და ბოლო ხმაზე დაიყვირა.
-მოვედიი... ექოსავით გაისმა გაყინულ კედლებში სარას ხმა. პასუხი არავინ დაუბრუნა.
სიბნელეში იატაკზე ვიღაც იჯდა. ზურგით კედელს მიყრდნობილი. თავი მუხლებში ჩაერგო და სხეულით ერთიანად კანკალებდა. ეს უტა იყო.
ფილმის პატარა კადრებივით ამოიჭრა ეს მომენტი სარას მეხსიერებიდან. თითქოს ასეთი უტას დამახსოვრება განგებასაც არ უნდოდა.
მერე უცებ საძინებლის კართან აღმოჩნდა, დაინანაც განწირული კვნესა გამოდიოდა. ხელი ნელა ჰკრა კარს და ოთახში შევიდა. საოლზე ნინა იწვა. მომაკვდავი. თვალები დაეხუჭა. პირი ოდნავ გაეღო და ხანდახან საცოდავად ამოიკვნესებდა სუნთქვა უჭირდა. ვეღარც მოძრაობდა, მაგრამ მაინც იგრძნო მისი ერთადერთი ქალიშვილის ახლოს ყოფნა.
სარა უბრალოდ იდგა და უყურებდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა. თითქოს გაქვავებული მისჩერებოდა დედამისს და სიტყვასაც ვერ ამბობდა. არც ტიროდა, ვერც მასთან მიდიოდა. ეშინოდა. ახლა ყველაზე მეტად იმ ქალის ეშინოდა, რომელმაც ოდესღაც სიცოცხლე აჩუქა. ოდნავ წამოწია ნინამ ხელი და მოდიო ანიშნა. საწოლთან დაჩოქილს თმაზე რამდენჯერმე ჩამოუსვა ხელი. მერე თვალებიც გაახილა, შეეცადა გაეღიმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ვერს სიტყვებს ამბობდა. მხოლოდ უყურებდა მის ერთადერთ ქალიშვილს და ამ ბოლო წუთებით ტკბებოდა.
დღემდე არ ამოსდის თავიდან ის მომენტი, როცა ყველაფერი გაიაზრა, დედამისს ხელები მაგრად მოხვია, გულზე დაემხო და ხმამაღლა ატირდა. ახლა მიხვდა რომ დედას კარგავდა. ქალს, რომელიც ასე უყვარდა, რომელმაც ცხოვრება აჩუქა და გაზარდა. ის მიდიოდა, სარა კი აქ მარტო რჩებოდა. ბევრი ეხვერწა, ემუდარა არ დამტოვოო, მაგრამ ნინა მაინც წავიდა. ბოლოჯერ ამოიკნესა შვილის მკლავებში და სამუდამოდ დატოვა ეს სამყარო.
დედა ხელებში ჩამაკვდა, მე კი ვერაფერი გავაკეთე მის დასახმარებლადო. ძლივს მოაშორეს გაყინულ სხეუს. არაფრის დიდებით არ თმობდა. დედაჩემი ცოცხალიაო გაიძახდა.არ მშვიდდებოდა, არავის არ აკარებდა მის სხეულს. არც უტას იკარებდა. მერე როგორღაც გაიყვანეს სახლიდან, იმის მერე კი აღარ უტირია.
საერთოდ დადუმდა. თითქოს ქვად გადაიქცა. აღარც პანაშვიდებზე უნახავს ვინმეს, არც დაკრძალვაზე. შორიდან უყურებდა ყველაფერს . ეზიზღებოდა ის ხალხი, რომელსაც ახლა აქ უყურებდა. ყველა სძულდა და უნდოდა რომ მათაც იგივე ტკივილი გამოეცადათ მათაც დაეკარგად ვინმე ახლობელი. დატანჯულიყვნენ ისევე, როგორც ახლა ის იტანჯებდა. მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ მათაც მიებარებინათ საყვარელი ადამიანი მიწისთვის და შემდეგ თავად მივიდოდა ყალბი სამძიმრით.
შორიდან უყურებდა როგორ აყრიდნენ კუბოს მიწას. არც მაშინ უტირია. ხანდახან უგრძნობიც კი ეგონა საკუთარი თავი.
-იქნებ იმიტომ არ ვტირი, რომ ტყუილია ეს ყველაფერი?იქნებ იმიტომ, რომ სიზმარში ვარ, ცუდ სიზმარში . ეს ყველაფერი ილუზიაა და მალე გამოვიღვიძებ. იქნებ სულაც არ არის რეალობა ის რასაც ახლა ვუყურებ?!

იმ წელს სოფელში ავადმყფობა გავრცელდა. არავინ იცოდა როგორ ემკურნალათ, არავინ იცოდა რა იყო ეს, მაგრამ ერთი კი ნათელი იყო. არავის ინდობდა. ხშირი იყო ბავშვების სიკვდილი, მოხუცების ქალების. კაცებით , მაგრამ იშვიათი იყო მათი ინფეცირება. ვერ მკურნალობდნენ, ვერაფერს უხერხებდნენ. ავადმყოფობა წყევლასავით მოედო ამ ადგილს და ბევრი აქაური ამოხოცა. სხვადასხვა ადგილიდან ჩამოჰყავდათ ექიმები, მკურნალები, მაგრამ მაინც უშედეგო იყო ყოველი მცდელობა.

მერე ყველაფერი შეიცვალა. თითქოს მივეჩვიეთ ამ წყევლით ცხოვრებას. ავადმყოფობაც ნელ-ნელა ქრებოდა. ახლა აქ ვერავის გააკვირვებდი ახლობლის დაკარგვით, რადგან ერთი ოჯახიც კი არ იყო დარჩენილი, რომელსაც მსგავსი ტკვილი არ ჰქონდა გამონაცდელი.
სარა ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა. არაფერს ამბობდა, არც ვინმეს უთანაგრძნობდა, რადგან ეს გრძნობა კარგახანია აღარ შერჩენოდა .ხანდახან ოქროსფერთმიანსაც მოიგონებდა და გაიხსენებდა მათ შეხვედრას. ამას შემდეგ დედასთან დაკავშირებულ მოგონებებს მოაყოლებდა და ბოლო კადრს, როდესაც საკუთარი დედა ხელებში ჩააკვდა. სკოლასაც თავი დაანება, აღარც ხალხს ენახებოდა. იშვიათად გადიოდა სახლიდან და მაშინაც მხოლოდ დედის საფლავისკენ მიიწევდა. მიწაზე ჩამოჯდებოდა და საათობით საფლავის ქვაზე დახატულ ნინას.
უტაც ხედავდა ამ ყველაფერ და ორმაგად სტკიოდა. ნინას გლოვობდა, მისი არ ყოფნა დატყობოდა, მაგრამ კიდევ ერთი სადარდებელი ჰქონდა. დღედადღე შვილი ეცლებოდა ხელიდან. არ იცოდა რა გაეკეთებინა. ხშირად ამბობდა მე უნდა მომკვდარიყავი ნინას ნაცვლადო. ხშირად გაიძახდა ის, რომ ახლა აქ იყოს ვიცი ყველაფერს გაუმკლავდებოდა, მაგრამ მე ამდენი არ შემიძლიაო. რას არ ცდილობდა, რას არ აკეთებდა მაგრამ მაინც სარასგან მხოლოდ რამდენიმე ძალით გადადგებულ სიტყვას თუ იღება პასუხად.
ბოლოს კი ნაცნობებს უგდო ყური. მათი რჩევა გაითვალისწინა და ის გააკეთა, რამაც საერთოდ ხელიდან გამოაცალა პატარა სარა.

ნინას გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე სახლში ქალი მოიყვანა. სარას შეახვედრა და უთხრა, რომ დღეიდან ის გაუწევდა დედობას და რომ ეს საჭირო იყო მისთვის. დედინაცვალს შვილიც მოჰყვა. აი ის ოქროსფერთმიანი, ხო ზუსტად ის, ვისაც სარა ამდენი ხანი ნატრობდა.




ვაიმე ვნერვიულობ .. ამდენი ხნის მერე დავბრუნდი და ეს ისტორია უფრო მენერვიულება ვიდრე ჩემი რომელიმე სხვა ნაშრომი. ვიცი ბევრი შეცდომა მექნება დროებიც არეული მაქვს, მაგრამ რავქნა ასეთი არეული სტილით მიყვარს წერა და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია რამე დავწერო.. ბოდიში მკითხვეთან ამისთვის. იმედია მოგეწონებათ. ან არმოგეწონებათ :დდდ მოკლედ ძალიან მინდა თქვენი აზრი მოვისმინო.... ვაიმეე ამდენი ხნის მერე როგორი გრძნობა ყოფილა სიახლის ატვირთვაა :დდდდდ

სიყვარულით მფრინავი ზვიგენი კირა <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი nako

იმედია ეხლა მაინც დაიდება ბოლომდე მაინტერესებდა ეს ისტორია

 



№2  offline ახალბედა მწერალი Kira

სტუმარი nako
იმედია ეხლა მაინც დაიდება ბოლომდე მაინტერესებდა ეს ისტორია

ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენი ხნის მერეც მოუბრუნდი ამ მოთხრობას.. ამჯერად ნამდვილად დავასრულებ და ეს ბოლოჯერ შეცვლილი შინაარსია გპირდებით <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent