შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [თავი 6]


13-04-2018, 16:00
ავტორი ჰაიკო
ნანახია 225

წყურვილი [თავი 6]

ქალაქ სალემის მერი, ორმოცდახუთიოდე წლის ბრენდან კრამერი, წარმოადგენდა საშუალო სიმაღლის, ჩასუქებულ მამაკაცს, თმაში ოდნავ შეპარული სიმელოტით, მუდამ სუფთად გაპარსული სახით და მკაცრი მზერით, რომელიც მერიის თანამშრომლებს ერთდროულად პატივისცემის და სიძულვილის გრძნობას აღუძრავდა. მერი კუთვნილ ბინაში, სალემის ცენტრისგან მოშორებით, ტყის პირას ცხოვრობდა, მის ბუნებაში არაფერი იყო მსგავსი, რაც მაღალ საზოგადოებას და მაღალი ფენისთვის დამახასიათებელ სნობიზმს უკავშირდებოდა, უბრალო კაცი იყო, უბრალო სამსახურით, უბრალო ხელფასით. მისი წლიური შემოსავალი საგრძნობლად ჩამორჩებოდა სხვა დიდი ქალაქების მმართველთა შემოსავალს, მაგრამ თავს სულაც არ გრძნობდა უკმაყოფილოდ. ახლაც, სამზარეულოში მიჯდომოდა მაგიდას მეუღლესა და ერთადერთ ვაჟთან ერთად და შემწვარ ინდაურს მიირთმევდა, საერთოდაც, ამ ოჯახურ სადილს ნაკლებად ჰქონდა ოჯახური სადილის სტატუსი, ბრენდან კრამერი რამოდენიმე თვის დაბრუნებული იყო სალემში და ამ სადილებს ოჯახთან სულიერი კავშირის აღდგენა უფრო ჰქონდა მიზნად. ამას მხარს უჭერდა მისი მომხიბლავი მეუღლეც, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მარკზე, რომელიც მამამისის აზრით, დედისგან განებივრებული და თავის თავზე შეყვარებული ლაწირაკი უფრო იყო, ვიდრე მამამისის შვილი. არა, თავისი შვილი კი არ სძულდა, უბრალოდ გაგიჟებამდე მიჰყავდა იმ აზრს, რომ მისი მემკვიდრე საერთოდ არ ჰგავდა მას.
მარკი დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ოჯახში უცხო მამაკაცის შემოჭრას, ვისთვისაც ამიერიდან "მამა" უნდა დაეძახა, მამის მოვალეობას მრავალი წელი ბიძა უწევდა და საკმაოდ კარგადაც, რადგან გულჩათხრობილობისკენ მიდრეკილმა მარკმა სწორედ მამამისის ძმაში ამოიცნო სულიერი მოკავშირე, რომელიც თავის ჩუმ დარდს და შინაგან ტანჯვას გარეგნული სიმკაცრით და უხიაგობით ოსტატურად ფარავდა და სიმშვიდეს მხოლოდ მარკის აღზრდით ჰპოულობდა.
მერმა ლამაზად გაფორმებული ბროლის მაღალყელიანი ჭიქები შამპანიურით შეავსო, მეუღლეს გაუღიმა, მარკის ცივ მზერას ყურადღება არ მიაქცია და სადღეგრძელო წარმოთქვა.
- მინდა ჩვენი ოჯახის გაერთიანების შევსვა, ძვირფასო, - თითქოს პერსონალურად მეუღლეს მიმართავდა, - მიხარია, რომ ჩვენ ამდენი წლის მერე მაინც გამოვნახეთ საერთო ენა...
- "ჩვენში" კონკრეტულად ვის გულისხმობთ? - მარკი სკამზე გადაწოლილიყო და თავხედურად შემოჰყურებდა.
ოლივია კრამერმა ამოიოხრა, ბრენდანს ხელზე მოეფერა და მარკს მიუბრუნდა შუბლშეკრული.
- მარკ, ნუთუ არ შეგიძლია, რომ მამაშენს...
- ის მამაჩემი არ არის, - ცივად ისროლა მარკმა და ფეხზე წამომდგარი ბრაზით მიაჩერდა ქალაქის მერს.
- საერთოდაც, როდესაც სიტუაციას მესამე პირი ესწრება, და ამ პირზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს არც კი არსებობდეს... - ელეგანტურად წარმოთქვა მერმა და თვითონაც წამოდგა, -... ეს უბრალოდ უპატივცემულობაა და მეტი არაფერი..
- პატივისცემას დამსახურება სჭირდება, - უკმეხად მიუგო მარკმა, თავისი ფეთქებადი ხასიათის გათვალისწინებით, არ შეეძლო ასეთ მტკივნეულ თემაზე მშვიდად საუბარი.
- მარკ, შვილო... ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და..
- არა, - კვლავ შეაწყვეტინა მარკმა, - ეს შენ ისაუბრე, მე არ მისაუბრია შენთან,.. და არც არასდროს ვისაუბრებ, შენ ჩემთან საუბრის უფლება დიდი ხნის წინ დაკარგე, - მარკი მაგიდას დაეყრდნო და მამამისს თვალებში მიაშტერდა, - მაინც რა უსინდისო ადამიანი ხარ, ამდენი წლის მერე ბრუნდები, ვითომც არაფერი მომხდარა, და რას ელოდი? რომ სიხარულით შეგხვდებოდი, ჩაგეხუტებოდი და მამიკოს დაგიძახებდი?... იცი, მამა მაშინ მჭირდებოდა, როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა, ახლა კი, ბოდიში, მაგრამ აღარ მჭირდები და შვილის დაძახებაც აღარ გაბედო ჩემთვის, მამობა მხოლოდ ბიოლოგიურ მშობლობას არ ნიშნავს, - მარკმა ყვირილით დაასრულა მონოლოგი, მთელი სხეულით კანკალებდა, ამდენი წლის დაგროვილმა ბრაზმა, ტკივილმა და ბოღმამ ერთბაშად ამოხეთქა.
ოლივია უხმოდ იჯდა, თავზე ხელები შემოეწყო და სინანულით უსმენდა მამა-შვილის დიალოგს, თუ დიალოგი შეიძლება ეწოდოს, ცრემლმორეული თვალებით მიშტერებოდა მწვანე ძაფებს, მაგიდის გადასაფარებელს რომ გასდევდა და თითქოს ცხოვრების ფერად ძაფთა შორის ცდილობდა გაერკვია, სად გადიოდა ზღვარი სიძულვილსა და მამა-შვილურ ურთიერთობას შორის, ხვდებოდა, რომ ეს ზღვარი მრავალი ტკივილიანი და ცრემლიანი წლების მეოხებით წაშლილიყო, კიდეები გაუფერულებოდა, სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთს შერეოდა და ალბათ სამი სიცოცხლეც კი არ ეყოფოდა ამ ზღვარის ხელმეორედ გავლებას..
შვილის რეაქციით და სიტყვებით გაოგნებული ქალაქის მერი უხმოდ დაეშვა სკამზე. მარკი ერთხანს კიდევ დაჰყურებდა სიძულვილის ობიექტს, შემდეგ თავი ზიზღით გააქნია, შემობრუნდა და მეორე სართულზე ამავალ შიდა კიბეს აუყვა საკუთარი ოთახისკენ. მარკი ყოველ უიკენდზე ჩამოდიოდა ხოლმე მშობლიურ სახლში, "ჩამოდიოდა" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, კოლეჯის საერთო საცხოვრებელი, სადაც მარკი კვირიდან ხუთ დღეს იმყოფებოდა, მხოლოდ რამოდენიმე მილით იყო მოშორებული მშობლიური სახლიდან, მაგრამ შვილის მტკიცე სურვილს-ეცხოვრა ცალკე, ოლივია კრამერი წინ ვერ აღუდგა.
- კოლეჯში ახალი მოსწავლე გვყავს, - მაშინვე მიახარა კამპუსში დაბრუნებულ მარკს კეიმ, რომელიც გამოზომილი მოძრაობით ისროდა ჭერისკენ ბეისბოლის ბურთს და მეორე ხელით იჭერდა.
- გმადლობ, მეც კარგად ვარ, - ირონიულად მიუგო მარკმა, სამგზავრო ჩანთა კუთხეში მიაგდო და მაცივრიდან "ჰეინეკენის" ორი ქილა გამოიღო.
- ის ისეთი... რაღაცნაირია, - კეიმ თვალები მოჭუტა, ფანჯრიდან შემოსულ სინათლეს გაუშტერა თვალი და ოცნებებში ჩაიძირა, - შავგვრემანი, შავთვალება, სექსუალური მკერდით, მხრებზე დაყრილი ყორნისფერი თმით, რომელიც აბრეშუმივით ბზინავს, ნატიფი ნაკვთები, და გამოხედვა... ოო, ნამდვილი მტაცებელი, - კეიმ გადაიხარხარა, ხელი ასწია და წარმოსახვაში არსებულ გოგონას მოეფერა, - ადგილზევე გაგაშეშებს და სასოწარკვეთის და სიყვარულის შოკოლადისფერ ტკბილ მორევში ჩაგითრევს..
- და სასოწარკვეთის რატომ? - ჰკითხა სავარძელში მოკალათებულმა მარკმა და ლუდი მოსვა.
- ეჰ...- მოჩვენებითი გულისტკივილით ამოიოხრა კეიმ, - ის ხომ ახლოს არავის იკარებს, თანაც, ჯენეტმა როგორც კი ეს ქალღმერთი დაინახა, მაშინვე მდედრი კატასავით აიფხორა და დაიჩხავლა, " მიაუ, კეი მხოლოდ ჩემია, მხოლოდ ჩემი", - კეიმ კვლავ გადაიხარხარა.
მარკიც აჰყვა სიცილში ბიძაშვილს და როდესაც გული იჯერეს, მარკი გაიზმორა, დაამთქნარა და კეის გახედა.
- გვეყოფა ამ გოგოზე საუბარი, რამე ხომ არ გაგირკვევია?
კეიმ, ნაწყენმა იმით, რომ მაიმუნობა შეაწყვეტინეს, მძიმედ ამოიხვნეშა და წამოჯდა.
- შენთან ხომ ვერ გაერთობა კაცი, შენ შუა საუკუნეებში უნდა დაბადებულიყავი, პირდაპირ ინკვიზიციის ხანაში..., - მერე საქმიანი იერი მიიღო, - დიახ, არის სიახლეები.
მარკმა ხელით ანიშნა, მოიცადეო, წამოდგა და კიდევ ორი ქილა ლუდი შემოიტანა სამზარეულოდან.
- ასეთ ამბებს მირჩევნია არაფხიზელ მდგომარეობაში ვუსმინო, - ჩაიცინა მან და კეის ანიშნა, განაგრძეო.
- მოკლედ, ღმერთმა დალოცოს ინტერნეტი და ელექტრონული ფოსტა, - პათეტიკურად შესძახა კეიმ, - მამაჩემის ფოსტა გავტეხე, როგორც ყველა არამზადა შვილს შეეფერება, აბა თუ გამოიცნობ რა დამხვდა იქ? ექსპერტიზის ბიუროდან გამოგზავნილი გარდაცვლილის ასე ვთქვათ განხილვის დოკუმენტი..
- მერე? - ცნობისმოყვარეობამ სძლია მარკს.
- მარკ, იქ წერია, რომ კისრის მიდამოებში არსებული ჭრილობები სრულად შეესაბამება ნაკბეჩს, რომელსაც ადამიანის კბილები ტოვებს, მაგალითად ვაშლზე...
- ჯანდაბა, - მარკმა ბოლომდე გამოცალა ქილა.
- და დასკვნაში წერია, რომ მამაკაცის სიკვდილი გამოიწვია არა ამ ნაკბენმა, ან კისრის მოტეხვამ, არამედ სისხლნაკლებობამ, რასაც ის სიკვდილის მომენტში განიცდიდა, მარტივად რომ ვთქვათ, სისხლისგან დაიცალა, მაგრამ სისხლი რა თქმა უნდა მანქანის სალონში არ დაღვრილა, იგი ვიღაცამ ბოლო წვეთამდე ამოსწოვა, როგორც ჩემთვის და შენთვის ცნობილია.
- ვიცი, - შუბლი მოისრისა მარკმა, - ეს არსება სისხლით იკვებება, აქ ახლომახლო სხვა დასახლებული პუნქტი არსადაა, ყველა ვარიანტში ის აქ არის, სალემში, მაგრამ როგორ უნდა გავარკვიოთ ვინ არის და როგორ გამოიყურება? ეს ხომ თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს...
- შენი სიზმრებიდან თუ ხილვებიდან, ნუ რაც ჰქვია, შენი ნაამბობის მიხედვით ვიცით ორი პიროვნება, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, ესენი არიან ვამპირი ლუციუსი და ვამპირი კოვაქსი...
- აზრი არ აქვს, - თავი გააქნია მარკმა, - როდესაც მე ისინი ჩემს ხილვაში ვნახე, მაშინ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხანა იყო, მას მერე რამოდენიმე ათეული წელია გასული და ალბათობა იმისა, რომ ეს ორი ურჩხული დღესაც მაშინდელი გარეგნობით დადის სადმე ახლომახლო, თითქმის ნულის ტოლია.
- ლოგიკურად ჟღერს, - დაეთანხმა კეი, - მაგრამ არსებობს შემთხვევის მეორე მსხვერპლი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა სისხლისმსმელს, იქნებ შევძლოთ მასთან გასაუბრება.
- ეს შეუძლებელია, მასთან არავინ მიგვიშვებს, - თავი გააქნია მარკმა.
კეი წამოდგა, მარკს მხარზე დაადო ხელი და დამრიგებლური ხმით უთხრა:
- მეგობარო, არაფერია შეუძლებელი, თუ მამაშენი შერიფია, - მან მარკს თვალი ჩაუკრა, თვითკმაყოფილებით ჩაიცინა და ქილიდან უკანასკნელი ყლუპი ლუდი მოსვა.
გვიანი ღამე იყო, როდესაც მარკი და კეი საავადმყოფოს ჩაბნელებულ ვესტიბიულს მიადგნენ. შესასვლელთანავე, პატარა სამორიგეო ოთახი იყო მოწყობილი, აქაურობას კერძო დაცვის სამსახური იცავდა პაციენტთათვის არასასურველი სტუმრებისგან. ამ ღამეს ძალიან გაუმართლა კეის და მარკს, როგორც წესი, დაცვის თანამშრომლები ხშირ შემთხვევებში ზედმეტ სიფრთხილესაც იჩენდნენ ხოლმე, ახლა კი მცველს მაგიდაზე ჩამოეყრდნო შუბლი და გემრიელად ხვრინავდა.
მარკმა შუშის კედელში დატანებულ ჭრილში ფრთხილად გაყო ხელი, ნელა და უხმაუროდ აფათურებდა მაგიდაზე და ბოლოს რაღაც ჟურნალი გამოაძვრინა.
- ეს მიღებული და გაწერილი პაციენტების აღრიცხვის ჟურნალია, - ჩასჩურჩულა კეის და გადაშალა. თითი ჩამოაყოლა გვარებს და ერთზე შეჩერდა, - აი ისიც, შემოყვანის დღე და თხუთმეტწუთიანი ინტერვალი მომხდარ შემთხვევასთან ზუსტად მიგვითითებს მასზე, ვისაც ვეძებთ, პალატა 108, კარგია, პირველივე სართულზეა, - მარკმა უხმაუროდ დააბრუნდა ჟურნალი მცველის მაგიდაზე და მან და კეიმ სუსტი სინათლის ფონზე 108-ე პალატის ძებნა დაიწყეს, მალევე იპოვეს, დერეფნის ბოლოში იყო, საკმაოდ მყუდრო და მოფარებულ ადგილას.
- ესეც 108-ე პალატა, - საკეტი გადაატრიალა და ჩაბნელებულ ოთახში შეიხედა მარკმა, შემდეგ კეის ანიშნა, სწრაფად შემოდიო და ისევ მიხურა კარი.
ორივე საწოლზე უმოძრაოდ მწოლიარე სხეულს მიუახლოვდნენ და ყურადღებით დააკვირდნენ. ზუსტად ის ქალი იყო, მარკმა რომ ნახა ხილვაში.
- მის ტერნერ, - ოდნავ შეეხო მხარზე კეი და მარკს მიუბრუნდა, -დარწმუნებული ხარ, რომ გვარად ტერნერია?
მარკმა მხრები აიჩეჩა.
- ასეა გატარებული იმ ჟურნალში.
კეიმ კვლავ შეარხია მძინარე.
- მის ტერნერ, გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ..
ქალი შეიშმუშნა, გაურკვევლად წაიბუტყუნა რაღაც და ოდნავ გაახილა თვალები, თავსწამომდგარ უცნობებს დააკვირდა, შემდეგ საწოლის საზურგეზე დამაგრებული ბრა ჩართო და განათებულ პალატაში უფრო უკეთ შეათვალიერა სტუმრები.
- მის ტერნერ, ნუ გეშინიათ, მე...შერიფის შვილი გახლავართ, ეს კი ჩემი ბიძაშვილი მარკია, - ჩაურაკრაკა კეიმ და გაუღიმა.
ქალს შერიფის გაგონებისთანავე დაუწყნარდა აღელვებული სახე და რაღაცის თქმა დააპირა.
- ავარიის შემდეგ, მანქანიდან სწორედ ჩემმა ბიძაშვილმა ამოგიყვანათ, - სასწრაფოდ იცრუა კეიმ და მარკს შეუმჩნევლად შეუბღვირა, იმოქმედეო.
- მადლობას გიხდით, - მადლიერი მზერით შეხედა ქალმა მარკს და სუსტი, გამხდარი ხელი ჩამოართვა, - თქვენ რომ არა,..
- მადლობის გადახდა საჭირო არაა, მის, - აილეწა მარკი, ცალკე უხერხულობისგან, ცალკე სიცრუით გამოწვეული სირცხვილისგან, - შეიძლება თქვენთვის მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ გახსოვთ, რა მოხდა?
ქალი ჩაფიქრდა, თვალები ცრემლებმა დაუსველა.
- დიახ, ჩვენ ის ტიპი ბარიდან წამოვიყვანეთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, შემდეგ კი...
ქალი შეჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო.
- მის ტერნერ, ნუ გეშინიათ, ჩვენ არ ვაპირებთ გიჟად შეგრაცხოთ, გახსოვთ ის ტიპი? გარეგნობა, საუბრის მანერა, რამე გახსოვთ?
ქალი კვლავ ჩაფიქრდა და შემდეგ თავი დააქნია.
- დიახ, მახსოვს, ზუსტად ახლაც ვერ ვხვდები რა მოხდა, მაგრამ მან მგონი კისერში უკბინა ჩემს საქმროს, უცებ ჩააფრინდა და უკბინა.. და მისი თვალები და კბილები.. ღმერთო ჩემო..
- დამშვიდდით, მის ტერნერ, ჩვენ უბრალოდ მისი გარეგნობა გვაინტერესებს, - მხარზე ფრთხილად მოეფერა მარკი.
- გარეგნობა... - ქალმა კვლავ დახუჭა თვალები, მარკი მიხვდა, რომ ის ცდილობდა უცნობი თავდამსხმელის სახე აღედგინა, - სიმპათიური,- განაგრძო ქალმა, - შავი თვალები ჰქონდა, შავი თმა, ახოვანი... საუბრის მანერა.. ცოტა უცნაური, თითქოს ძველმოდური.. მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობდა...
-კარგი, საკმარისია, - მარკი მიხვდა როგორ შეეპარა შიში ქალს და წამოდგა, - ჩვენ უნდა წავიდეთ, მის ტერნერ, მადლობას გიხდით, იმედია ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩება, დაისვენეთ, - მარკს კეის უსიტყვო პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ხელი გამოსდო და კარისკენ წაიყვანა.
- მისტერ კრამერ, მარკ, - დაადევნა ქალმა, - შეიძლება ეს უმნიშვნელო წვრილმანად მოგეჩვენოთ...
- დიახ, გისმენთ მის ტერნერ, - მობრუნდა მარკი.
- მარკ, მას მარცხენა ხელის არათითზე ბეჭედი ეკეთა, ვფიქრობ, მძიმე, რკინის ბეჭედი იყო, აი თითქმის ისეთი, ბაიკერები რომ ატარებენ.. და ზედ გვირგვინი იყო გამოსახული.
- პრიმუმი, პირველყოფილი, - დაუფიქრებლად წამოსცდა მარკს, მაგრამ კეიმ მეტი აღარ დააცადა, ქალს სასწრაფოდ გადაუხადა მადლობა, მარკს ხელი ჩაავლო და თითქმის ძალით გაათრია პალატიდან.скачать dle 11.3




№1 წევრი talia

მოკლედ რა იმედებს არ მიცრუებ, ძალიან კარგი მოთხრობაა.ხვალეც დადებ ხო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent