შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 5)


13-04-2018, 20:08
ავტორი ლათინო
ნანახია 620

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 5)

თვალები ამიცრემლიანდა და იქვე სკამზე მოწყვეტით დავეხეთქე. ვაჩემ ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან,წაიკითხა თუ არა მაშინვე დაიღრიალა და ხეს მუშტი მთელი ძალით ჩაარტყა,იმდენი ქნა რომ სისხლი წასკდა.
-წავიდნენ ხო?
სიმწრის სიცილით იკითხა ცოტნემ,მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
ვაჩემ ხელები თმებში შეიცურა და ნერვიულად დაიწყო იქით-აქეთ სიარული.
-გაფრთხილებთ! ყველას ვინც აქ ხართ,არ გაბედოთ და არ დაელაპარაკოთ არცერთს! ისინი არ იმსახურებენ ჩემი დის ცრემლებს! თუ ჩვენი ამბები აინტერესბთ დარჩენა შეეძლოთ,მაგრამ უკან მოუხედავად გაიქცნენ.ეს მათი არჩევანი იყო. ჰოდა თუ ჩვენ არაფრად მივაჩნივართ არც ისინი წარმოადგენენ ჩემთვის რამეს! ისინი ჩემთვის მკვდრები არიან და არცერთმა გაბედოს ჩემთან მათზე საუბარი!
არაფერი მითქვამს,ფეხზე წამოვდექი და წასვლა გადავწყვიტე.
-საით?
-ცოტა ხანს მარტო დავრჩები ვაჩე. ობლობას უნდა შევეჩვიო.
სევდიანად გავუღიმე, გამოვბრუნდი და გზას გავუყევი. ჩაფიქრებული მივდიოდი,როდესაც ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გავიგე. შემეშინდა და ნაბიჯს ავუჩქარე,მანაც აუჩქარა.ვცდილობდი აჩქარებული გულისცემა დამერეგულირებინა მაგრამ ძნელი იყო იმდენად ვიყავი შეშინებული. უეცრად რაღაცის ბრახუნის ხმა გაესმა რასაც ერთი შეკურთხებაც მოჰყვა. ეს ხმა მეცნო და "რესკად" მივტრიალდი უკან. ძირს გაშხლართული ალექსანდრე რომ დავინახე ჯერ თვალები ვჭყიტე,მერე კი ბოლო ხმაზე ავჭიხვინდი.ალექსანდრე წამოჯდა და ერთხანს წარბშეკრული მაკვირდებოდა ბოლოს კი თვითონაც გაეცინა.
-არ მომეხმარები?
თვალმოჭუტულმა ამომხედა. მეც ძლივს დავსერიოზულდი და ხელი გავუწოდე. მანაც ეშმაკური ღიმილით ამომხედა და ისე რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოვახერხე მეც მის გვერდით აღმოვჩნდი. ახლა მან ატეხა ხარხარი.ბოლოს ვინებეთ ფეხზე ადგომა და გზას ისევ ფეხით გავუყევით.
-შენ მომსდევდი?
-მოგყვებოდი.
-არა მომდევდი!
-იძულებული გავხდი. აბა რო მირბოდი რა გეგონა?
-კინაღამ გული გამისკდა. შეგეძლო დაგეძახა.
-აბა რო დაკარი ფეხი და გამოიქეცი სად მირბოდი ერთი?!
-მარტო მინდოდა ყოფნა.
-მერე?
-არ დამაცადე!
-რა არ დაგაცადე გოგო,სამი საათის წინ წამოხვედი. განუწყვეტლივ გირეკავდით და რო არ გვიპასუხე საძებნელად წამოვედით. საერთოდ სად გაქვს ტელეფონი?
-აუ მამაჩემივით....ამირანივით ნუ ლაპარაკობ რაა!
თვალები ამემღვრა და უზარმაზარი ტკივილი ვიგრძენი ამ სიტყვების წარმოთქმისას,მაგრამ მე ამ აზრს უნდა შევეგუო. ყველაფერი დამთავრდა,ისინი ჩემს ცხობრებაში აღარ არიან!
-აჰაჰაჰა გაიცინეთ მეგობრებო!
-ბლაბლაბლა.
ჭყანვით გამოვაჯავრე და გაბუსხული წინ წავედი ჩქარი ნაბიჯით.
-სად მირბიხარ?....თაკო!
ნაბიჯს აუჩქარა და უმოკლეს დროში დაფარა მანძილი ჩვენს შორის.
-შენ გელაპარაკები!
-რა გინდა?
-სად მირბიხარ?
-არ მივრბივარ,ჩვეულებრივად მივდივარ!
-ეგრე არ დადიხარ შენ!
-სწრაფად თუ ივლი დამეწევი, თუარადა ცალცალკე მოგვიწევს სიარული!
ვითომ დანანებით ჩავილაპარაკე და ისევ გავაგრძელე სწრაფად სიარული. მაგრამ პირი ღია დამრჩა როცა გადამასწრო და ისეთი სისწრაფით წავიდა რომ მის დასაწევად სირბილი დამჭირდებოდა.მაგრამ არა! არსადაც არ გავიქცევი,თუ არ დამელოდება იყოს ისე,არ ვაპირებ გავეკიდო.მალე სულ გაქრა თვალთახედვიდან და ისევ მარტო დავრჩი.შეშინებული მივიძურწებოდი სიბნელეში და დიდ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.როცა უკნიდან ვიღაც მომეპარა,პირზე ხელი ამაფარა და მისკენ მიმიზიდა. შეძლებისდაგვარად ვკიოდი და ვფართხალებდი,მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვშველოდი.
ხელები ზურგს უკან დამიკავა და კისერში მაკოცა.
-შემიყვარდი!
ამოიჩურჩულა ჩემს ყურთან. მეც თვალებგაფართოებული მოვშორდი და მასში ალექსანდრე რომ ამოვიცანი ისევ გავშეშდი.
-რ..რა?
აკანკალებული ხმით ამივილუღლუღე.
-შემიყვარდი თქო!
-მ...მე? რატო?
ამის თქმა იყო და ბოლო ხმაზე ხარხარი ატეხა.ვერ ვხვდებოდი რატომ იცინოდა და უარესად გაკვირვებულმა და დაბნეულმა ვკითხე.
-რა გაცინებს?
-კაი რაიყო?! გეღადავები! შენ რატო უნდა შემიყვარდე?
ამ სიტყვების მოსმენამ გულში რაღაც ჩამწყვიტა,თვალები ისევ ამემღვრა,თუმცა ცრემლები გადავყლაპე და გაცეცხლებულმა სილა გავაწანი.
-აღარ გაბედო ჩემთან მოკარება!
მხოლოდ ეს ვუთხარი და უკანმოუხედავად გავიქეცი.დიდხანს მესმოდა მისი ყვირილი მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ატირებულმა განვაგრძე გზა. მთაწმინდაზე აღმოვჩნდი. აქ ხშირად დავდიოდი მშობლებთან ერთად. ტყუპები მხოლოდ ათ წლამდე დაგვყვებოდნენ,მერე კი გადაწყვიტეს რომ დიდები იყვნენ და ჩვენთან ერთად წამოსვლას აღარ კადრულობდნენ.მოგონებები გულში ეკლებივით მერჭობოდნენ...მტკენდნენ...უზარმაზარ ტკივილს მაყენებდნენ.აღარ შემეძლო,ამდენის ატანა მარტოს აღარ შემეძლო!ამიტომაც ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე სადაც უამრავი გამოტივებული ზარი და შეტყობინება დამხვდა,მაგრამ ისინი ცოტა ხნით დავივიწყე და დიტოს დავურეკე.
-ალო!
ძლივს ამოვიკნავლე.
-თაკო? კარგად ხარ?
-კი...არა...არ ვიცი!
-სად ხარ? რა გჭირს?
-ჩემთან მოდი რაა!
-კარგი ვიცვამ და გამოვდივარ,მაგრამ სად ხარ?
-მ...მთაწმინდაზე!
გულამოსკვნილი ვტიროდი.
-კარგი,ფეხი არ მოიცვალო, თხუთმეტ წუთში მანდ ვარ!
-გე...გელოდები.
მხოლოდ ეს ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. ისევ გაისმა ზარის ხმა.სანდრო რეკავდა მაგრამ არ ვუპასუხე.კიდევ დარეკა და არც ახლა ვუპასუხე. ასე რეკავდა მანამ სანამ ტელეფონი საბოლოოდ არ გამოვრთე.ოც წუთში დიტოც გამოჩნდა.გიჟის სახე ჰქონდა,ფეხზე წამოვვარდი,მასთან მივირბინე და მაგრად ჩავეხუტე. მანაც მომხვია ხელები და თმაზე ფერება დამიწყო.
-კარგი..კარგი აქ ვარ! ნუღა ტირიხარ.
-დიტოო!
-კარგი დამშვიდდი და მომიყევი რა მოხდა?
ცოტახანს კიდევ ვიყავი მასზე აკრული,ბოლოს,როცა ცოტა დავმშვიდდი მოვშორდი და იქვე დიდ ლოდზე ჩამოვჯექი. ყველაფერი ვუამბე ალექსანდრეს ამბის გამოკლებით.დამწუხრებული სახე ჰქონდა და ვერაფერს მეუბნებოდა.მივხვდი რომ ისიც დავამძიმე ჩემი ამბებით და საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა.
-ბოდიში დიტო! შენთვის არ უნდა დამერეკა,მაპატიე!
-ნუ სულელობ თაკო,ოთხი წელია გიცნობ და სულ მე გიყვები ჩემი ცუდად ყოფნის შესახებ და ახლა როცა შენ დაგჭირდი არ უნდა მოვსულიყავი?
-არ მინდა რომ თავს ვალდებულად თვლიდე ჩემთან მიმართებაში.
-თაკო ნუ სულელობ თქო!
-არ ვსულელობ! რომ მოგიყევი ამით რა შეიცვალა? დამიბრუნდნენ მშობლები?არა! ტკივილი შემიმსუბუქდა? არა! აი შენ კი ჩემი ამბით დაგამძიმე. ბოდიში რომ ამ დროს შეგაწუხე.გთხოვ წადი!
-თაკო უცნაურად იქცევი!
-ალბათ იმიტომ რომ უცნაური ვარ!
-ასეთი არ იყავი.
-ვიყავი,უბრალოდ შენ ვერ ამჩნევდი.
-ახლა რა შეიცვალა?
-ყველაფერი ....და გთხოვ წადი!მარტო მინდა ყოფნა.
-გეტყობა რომ ვაჩეს და ხარ!
ამოისისინა დიტომ.
-დიახაც! და ამით რის თქმას ცდილობ?
წამოვენთე მე. ზედმეტად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე.
-იმის რომ ვაჩესნაირი ხარ! გინდა რომ ყველა შენ გეგებოდეს ფეხქვეში?
-რაა? ჯერ ერთი ეგ ახლა რა შუაშია?მეორე რა შემატყვე ეგეთი რომ ამის თქმის სურვილი გაგიჩნდა? და საერთოდ რა გინდა ჩემგან? ბოლო დღეებია არც მელაპარაკები და საერთოდაც უაზრო რაღაცეებზე მეკამათები და რა ხდება? რამე დავაშავე?
-ხო! იმ ნაბ**ვარ ალექსანდრესთან ზედმეტად დიდ დროს რომ ატარებ ვერ ხვდები?
-ალექსანდრე! ალექსანდრეა ამის მიზეზი?
-ხო!
-და რატომ? რას ვაკეთებთ არასწორად? მასზე ეჭვიანობ?
-არ მაქვს მიზეზი? მასთან უფრო დიდ დროს ატარებ ვიდრე ჩემთან!
-დიტო არასწორად აფასებ სიტუაციას,ეგ ერთი! და მეორე შენც დიდ დროს ატარებ სხვა გოგონებთან,მაგრამ მე არაფერს ვამბობ!
-და ამის რის თქმა გინდა?საერთოდ რა გინდა?
-მე კი არა შენ რა გინდა? ჩემგან რას ითხოვ?
-დაშორებას! მინდა რო დავშორდეთ! გაუსაძლისი გახდა შენთან ურთიერთობა!
გამომეტყველება შემეცვალა,დაბნეულმა ავხედე მას,მეგონა რომ ხუმრობდა,მაგრამ არა! სახეზე სრული სერიოზულობა ეხატა.
-თუ ასეა..... -ერთ ხანს ჩავფიქრდი,ცას მივაშტერდი,მერე კი ისევ დიტოს გავუსწორე მზერა- კარგი!
-თაკო მისმინე...არ მინდა შენი დაკრგვა....უბრალოდ..უბრალოდ აღარ მიყვარხარ. სხვა მიყვარს!
-წაეთრიე!
ბოლო ხმაზე დავუკივლე,თუმცა ადგილიდან განძრევის საშუალება არ მივეცი ისე გავკარი მხარი და უკანმოუხედავად დავტოვე იქაურობა. სახლში დაღლილი მივედი. კარები რომ გავაღე ერთდროულად ხუთი თავი მოტრიალდა ჩემკენ.
-სად იყავი გოგო ამ დრომდე?
ფეხზე ყვირილით წამოიჭრა ვაჩე,ჩემთან მოვიდა და მხრებში მტაცა ხელი. მე კი დაღლილმა ავხედე და ხელზე ხელი დავადე .
-ახლა არა გთხოვ! ხვალ თუ გინდა მომკალი,მაგრამ ახლა არა რა!
გაბრაზებული სახე მომენტალურად დაუწყნარდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-რა გჭირს? კარგად ხარ?
-სხვა დრის იყოს...
მხოლოდ ეს ვუთხარი და მასაც გავეცალე. თვალი ალექსანდრეს მოვკარი. თვალები მასაც ამღვრეოდა და ჩასწითლებოდა,თუმცა მაშინვე მოვაშორე მზერა და კიბეებზე დაღლილი ავლასლასდი. შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.ცოტა ხანში მივხვდი რომ საწოლის ორივე მხარე ერთდროულად ჩაიზნიქა.თვალების გახელა არ დამჭირვებია,ისე მივხვდი რომ ტყუპები მომიწვნენ, მეც მათ მკლავებში გავიტრუნე....


........
ბოდიშს გიხდით იმისთვისაც რომ ცოტა შემაგვიანდა და იმისთვისაც რომ ასეთი პატარა თავი გამომივიდა. მინდოდა უფრო დიდი გამომსვლოდა,მაგრამ საწერად დრო არ მქონდა,უფრო დაგვიანება კი არ მინდოდა და იმედი მაქვს ამას მაპატიებთ. ......ველოდები თქვენს კომენტარებსскачать dle 11.3




№1 სტუმარი უბრალოგოგონა

მოკლედ აი ძანმაგარი იყოო..ძაანმაგრა წერ და ასე გააგრძელე ოღონდ მალედადე ხოლმე ერთი სულიმაქ როდისვნახავ ახალ თავს..წარმატებები და შემდეგს როდის დადებ

ვაუუვაუუუუ ვაუუუუუუ მაოცებბ აიპროსტა უმაგრესი იყო 6თავი მალე დადე❤️❤️❤️❤️

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

მიყვარს ძალიაან თუ შეძლებ იქნებ გაზარდო თავებიი სხვა ყველაფერი კარგად მიდის და ასე გააგრძელეე❤❤❤

 



№3 სტუმარი ---

ძალიან მომეწონა ❤️❤️ შთამეჭდილებების ქვეშ ვარ ❤️ უკვე ერთი სული მაქვს მეექვსე თავს როდის დადებ ❤️❤️

 



№4  offline წევრი N1penguin

ძალიან მომეწონა heart_eyes heart_eyes

 



№5  offline წევრი ლათინო

უბრალოგოგონა
მოკლედ აი ძანმაგარი იყოო..ძაანმაგრა წერ და ასე გააგრძელე ოღონდ მალედადე ხოლმე ერთი სულიმაქ როდისვნახავ ახალ თავს..წარმატებები და შემდეგს როდის დადებ

ვაუუვაუუუუ ვაუუუუუუ მაოცებბ აიპროსტა უმაგრესი იყო 6თავი მალე დადე❤️❤️❤️❤️

მადლი
უბრალოგოგონა
მოკლედ აი ძანმაგარი იყოო..ძაანმაგრა წერ და ასე გააგრძელე ოღონდ მალედადე ხოლმე ერთი სულიმაქ როდისვნახავ ახალ თავს..წარმატებები და შემდეგს როდის დადებ

ვაუუვაუუუუ ვაუუუუუუ მაოცებბ აიპროსტა უმაგრესი იყო 6თავი მალე დადე❤️❤️❤️❤️

მადლობა heart_eyes მიხარია თუ მოგწონთ
[/right][right]
relaxed

მარი. ელ❤
მიყვარს ძალიაან თუ შეძლებ იქნებ გაზარდო თავებიი სხვა ყველაფერი კარგად მიდის და ასე გააგრძელეე❤❤❤

ვეცდები ყველანაირად რომ თავები გავზარდო,მიხარია რომ მოგწონთ და ჩემს ნაწერს ვინმე კითხულობს blush

 



№6 სტუმარი qeti

კომენტარიkargia male dade ra zaan damainteresa ar gvawbalo lodinit

 



№7 სტუმარი მარუსა

დღეს დადებ?ძანმაგარიიყო

აუუუუუუ მალე დადებ ? საოცარიააა

 



№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოთხრობები გაქვს????....შემდეგ თავს როდის დადებ?..მოუთმენლად ველი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent