შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ (სრულად)


13-04-2018, 22:25
ავტორი ლიდია
ნანახია 2 572

მხოლოდ შენ (სრულად)

თავი 1
ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ დღევანდელ სამყაროში სიკეთემ ფასი დაკარგა.
ამას ტყუილუბრალოდ არ ვიძახი. მე ბევრი ბოროტი მინახავს ამ ცხოვრებაში.
სიკეთე კი იმდენად ცოტა, რომ არც კი მახსოვს როგორი გრძნობაა როდესაც ვიღაც კეთილად გეპყრობა, არ დაგცინის და არ გჩაგრავს.
მახსოვს, მაშინ ღამე იყო. ძალიან, ძალიან ბნელოდა, არ ჰგავდა სხვა ღამის სიბნელეს, ეს რაღაც უფრო დემონური შავი ფერი იყო, ჰაერშიც რომ იგრძნობა სიბოროტე - აი ისეთი.
მეძინა. ძალიან პატარა ვიყავი - 6 წლის.
მოსიყვარულე მშობლები არასოდეს მყოლია, ისინი ყოველთვის კამათობდნენ, ამტვრევდნენ ყველაფერს და ყვიროდნენ.
ამ დროს ყურებზე თითებს ვიჭერდი და თვალებს მაგრად ვხუჭავდი, რომ არაფერი დამენახა და მომესმინა.
მაშინაც ჩხუბობდნენ. მამა დედას უყვიროდა - საჭმელი რატომ დაგეწვაო.
ჩემთვის ეს ყველაფერი უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო.
ვერ ვიძინებდი, არადა სხვა დროს თვალების დახუჭვისთანავე მეძინებოდა.
ცუდი წინათგრძნობა მქონდა.
შემდეგ საწოლიდან წამოვდექი, რადგან შემეშინდა.
შემეშინდა სიბნელის, ჩხუბის და მშობლების.
მინდოდა სადარბაზოში გავსულიყავი და მეზობლისთვის დამეძახა, რომ შეეჩერებინათ ეს სისასტიკე, ეს სიბოროტე და ცუდი აურა გაექროთ.
სასტუმრო ოთახში მეტად ცუდი სურათი დამხვდა და აი მაშინ, პირველად ვინანე ის, რომ საწოლში არ დავრჩი.
მინდოდა იქვე ჩამსკდომოდა მიწა და თან ჩავეტანე.
6 წლის ბავშვისთვის, პატარა მშიშარა და დაუცველი გოგონასთვის ეს სურათი ძალიან მტკივნეული იყო.
დავინახე ძირს დაგდებული დედა, რომელსაც ზემოდან მამა მოქცეოდა და დანას მთელი ძალით ურტყავდა მუცელში.
იმ დანას მე რომ მიყვარდა ჩემს გამჩნეს ურტყამდა.
თითოეული დეტალი მახსოვს, არაფერი მავიწყდება, ვერაფერს ვაქრობ გონებიდან.
მახსოვს დანა ვარდისფერი იყო, შავი კოპლებით.
ამ დანით მამა ადრე კარაქს მისმევდა პურზე, შემდეგ “ჯარისკაცებად” ჭრიდა და მაჭმევდა.
დედა კიოდა და ტიროდა.
მამა კი მრისხანე თვალებით უყურებდა და ხელს არ აჩერებდა, ურტყავდა და ურტყავდა.
შემდეგ მე შემომხედეს, ორივემ ერთად.
დედაჩემის უსიცოცხლო თვალებიდან უკანასკნელი ცრემლი ჩამოგორდა და მისი პირის მოძრაობით მივხვდი, რომ მეუბნებოდა - გაიქეციო.
მამამ მე რომ შემომხედა თითქოს მხოლოდ მაშინ მიხვდა რაც ჩაიდინა, გაკვირვებულმა შეხედა დანას, შემდეგ საკუთარ სისხლიან ხელებს და ბოლოს - დასახიჩრებულ დედას.
მისი იმდენად შემეშინდა,რომ გავიქეცი.
სანამ სასტუმრო ოთახის კარს გავაღებდი და გავიქცეოდი, მოვკარი თვალი იმ ფაქტს, რომელიც ასევე არ მავიწყდება.
მამა დედას უსიცოცხლო სხეულს ეხუტებოდა, ტიროდა და პატიებას თხოვდა.მიყვარხარო ღრიალებდა.
მახსოვს გავიფიქრე - გვიანიამეთქი...
შემდეგ იყო სასწრაფო, რომელმაც დედაჩემის გვამი სადღაც წაიღო.
პოლიცია, რომელმაც მამაჩემს ბორკილები დაადო და წაიყვანა.
და მე.. ვიდექი და ყველაფერს ვუყურებდი,ყველაფერს ვიმახსოვრებდი.
ერთი ცრემლიც არ ჩამომგორებია, უბრალოდ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გავგიჟდი.
თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე, იმის იმედით, რომ მე ისევ ჩემს საწოლში ვიწვებოდი და ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იქნებოდა, მაგრამ არა.
თვალებგახელილმა გავაანალიზე, რომ ისევ იქ ვიყავი და ვიღაც ცდილობდა ჩემთან საუბრის გაბმას. მითხრეს:
-ჰეი, წამოდი, უსაფრთხო ადგილას წაგიყვანთ.
უკვე აღარ ვიცოდი სად იყო უსაფრთხო ადგილი, მაგრამ დაჰიპნოზებულივით გავყევი.
უცხო ქალბატონმა უცხო შენობაში შემიყვანა და ვიღაცას უთხრა.
-პატარა გოგონაა, სულ რაღაც ოცი წუთის წინ საზარელ ფაქტს შეესწრო. - შემდეგ მე გამომხედეს და ჩურჩული დაიწყეს.
იმ ქალმა, რომელმაც აქ მომიყვანა, ჩემთან ჩაიმუხლა და შემომხედა.
-პატარავ რა გქვია?
-ნუციკო.. - ჩავილაპარაკე ჩუმად.
-მისმინე ნუციკო. აქ უსაფრთხოდ იქნები, კარგი? აქ თბილი მეგობრები გეყოლება, აქ შენ გარდა სხვა ბავშვებიც იქნებიან.. აქ იცხოვრებ. შენ შეიძლება დაგკითხონ. პოლიციელები მოვლენ და გკითხავენ რაღაცებს, შენც გულწრფელად უპასუხე, კარგი?
-კარგი. - ვუთხარი და პირველად დავაკვირდი.
მაღალი ქალი იყო, წაბლისფერი კარე თმითა და ნაცრისფერი თვალებით.
თითქოს პირველივე წუთიდან შემიყვარდა. ჩავეხუტე. მანაც თბილად მომხვია ხელები.
-ვწუხვარ ნუციკო, ახლა უნდა დაგტოვო.
და წავიდა.
ამ ამბის შემდეგ ათი წელი გავიდა.
ტკივილით და შიშით სავსე ათი წელი.
ამ ათი წლის განმავლობაში ყოველ თვეში ერთხელ ნაცრისფერთვალებიანი ქალბატონი მაკითხავდა, სახელად - მაია.
მე ის ძალიან შემიყვარდა, მასაც ვუყვარდი. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელის კეთილად მეპყრობოდა.
თავშესაფარი მძულდა, მთელი ჩემი არსებით. ტირილით ვერასდროს ვტიროდი. ათი წელია არ მიტირია.
მაგრამ ხომ გითხარით, რომ მახსოვს.
თითოეული დეტალი.
დედას განწირული წივილი მახსოვს.
ისიც არ ვიცი სად დაასაფლავეს.
სხვა ნათესავების შესახებას არაფერი ვიცი.
თავშესაფარში ჩემ გარდა 57 ბავშვი იყო.
წყეული ბავშვები - დემონები!
მე ყოველთვის ჩაკეტილი ვიყავი, გარე სამყაროსგან გამიჯნული.
აქვე გვასწავლიდნენ სხვადასხვა საგანს. გარეთ კვირაში ერთხელ თუ გავიდოდი წყლისა და საჭმლის ამოსაზიდად.
მეგობრები არ მყავდა.
არ ვიცოდი რა იყო მეგობრობა, სიყვარული და სიმშვიდე.
ხომ ვთქვი არ ვტიროდიმეთქი, მაგრამ მთელი ღამე კოშმარები მაწუხებდა. ტირილი ისე მინდოდა, ცრემლები თვალებზე მადგა, მაგრამ რამდენჯერაც დავიყვირებდი ჩემ თავზე გაბრაზებული, ჩემ პატარა ოთახში დირექტორი შემოვარდებოდა ხოლმე და ჯოხით მცემდა.
ოთახი იმდენად პატარა იყო ერთი საწოლი ძლივს ეტეოდა. გვერდით პატარა ტუმბო იდგა, რომელშიც ადვილად ვტევდი ჩემ ტანსაცმელს - ოთხ შავ ჯემპრსა და მაისურს, ორ ცალ შავ შარვალსა და ჰიგიენურ ნივთებს. ჩექმა ერთი მქონდა ზამთრისთვის, თბილ ამინდებში კედები მეცვა.
ამ პატარა ოთახში 14 წლის ასაკში გადმომიყვანეს, მანამდე საერთო ითახში ვცხოვრობდი, სადაც 20 ბავშვი ძლივს ვეტეოდით.
აქ საჭმელიც საზიზღარია, თუმცა უკვე მივეჩვიე. სამჯერადი კვებაა, დილას - პიურე და ჩაი, შუადღისას - ერთი სასისკი, ერთი კოტლეტი, ერთი ნაჭრრი პური და კომპოტი,ხოლო საღამოს - რძის პროდუქტი.
ბევრ ბავშვს მშობელი აკითხავდა და მიჰყავდათ სახლებში, ბევრიც შვილად აჰყავდათ, მაგრამ მე არასდროს არავინ მიყურებდა.
თვეში მხოლოდ ერთი დღით ვიყავი ბედნიერი-მაშინ როდესაც მაია მოდიოდა.
ის უბრალო პოლიციელი ქალი იყო, რომელმაც შვილივით შემიყვარა და ყოველთვე ჩემთვის სასმუსნავი და აქსესუარები მოჰქონდა. ხანდახან ტანსაცმელიც.
ის შევისისხლხორცე, დედას ვეძახი.
ყველა იმაზე მიმახვილებს ყურადღებას, რომ მამამ დედა მომიკლა და თავად ციხეშია, დამცინიან.
ნეტა რა აცინებთ? რატომ უხარიათ სხვისი უბედურება? არ მესმის მათი და ვერასდროს გავიგებ.
დღის უმეტეს ნაწილს ჩემ პატარა კოლოფში ვატარებ წიგნის კითხვაში, წიგნიც მაიას მოაქვს ხოლმე.
ახლა 16 წლის ვარ და მინდა გავიქცე, დავტოვო აქაურობა და წავიდე სადმე-მარტო.
მაიას ბევრჯერ უთქვამს, რომ ძალიან უნდა შვილად ამიყვანოს, მაგრამ არ აქვს სახლში ამის საშუალება, თავადაც ჰყავს ერთი შვილი, ბიჭი და ქმარი. პატარა სახლი აქვთ და მცირე შემოსავალი, ასე რომ მასთან შესახლებაზე თავადაც უარს ვიტყვი.
დღეს მაია მოდის. მინდა ვუთხრა, რომ გაპარვას ვაპირებ.
-რას ნიშნავს გაპარვას აპირებ? - გადმოკარკლა ის ნაცრისფერი თვალები, რომლებიც მე ასე ძალიან მიყვარდა.
-აღარ მინდა მაი აქ! დავიღალე, ძალიან დავიღალე. ყოველდღე ერთი და იგივე, დამცირება და ტკივილი. ბოლო მეთორმეტე კლასს სკოლაში გავატარებ, აქაურობას მირჩევნია იქ ვისწავლო. პარალელურად რაიმე სამსახურს და ბინას ვიშოვი.
-ხელის შეშლის არანაირი უფლება მაქვს. მე შენ გვერდით ვიქნები ყოველთვის. სკოლის საქმეს მე მოგიგვარებ, ჩემი შვილი სადაც სწავლობს იქ შეგიყვან. მერწმუნე თბილი ბავშვები არიან. სამსახურს რაც შეეხება.. ცოტა რთული საქმეა, მაგრამ შემიძლია ისეთი ადგილი გიშოვო სადაც თან იმუშავებ და თან იცხოვრებ. ამის შემოთავაზებას მაშინ ვაპირებდი 18-ის რომ გახდებოდი, მაგრამ რადგან ასე დაიჟინე...
-მადლობა, საუკეთესო ხარ! - ჩავეხუტე მაიას.
მეორე დღეს ჩემს პატარა ზურგჩანთაში ნივთები ჩავალაგე და მარტივად გავიპარე.
აქამდეც მიფიქრია, მაგრამ ზედმეტად პატარა ვიყავი. ახლა კი მაია დამეხმარება ყველაფერში - მე ამის მჯერა!
ვიცი, რომ მამაჩემი ციხიდან ხუთ წელში გამოვა.
ამის მეშინია.
რომ მიპოვოს?
მაგრამ მანამდე დიდი დროა და არ მინდა ამაზე ფიქრში დავხარჯო.
ვაპირებ ატესტატის აღებას და ვეცდები ას პროცენტიანი დაფინანსებით ჩავირიცხო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე.
გარეთ მაიას შევხვდი, რომელმაც ჩემთვის სრულიად უცნობ ადგილზე წამიყვანა. ორსართულიანი, ლამაზი, სადა, მაგრამ მდიდრული სახლი იყო.
შიგნით ყველაფერი კრემისფერ ფერებში იყო, შუქი ავეჯს კიდევ უფრო ღია ფერს სძენდა.
დერეფანში კედლებზე ფოტოები ეკიდა, ლამაზი ჩარჩოებით.
აქვე იყო უამრავი ქოთნის ყვავილი, მათი სუნი ცხვირში მიღიტინებდა.
გეფიცებით ამაზე ლამაზი არაფერი
მინახავს!
ფრიად აღფრთოვანებული ვიყავი.
-ნუციკო ამიერიდან აქ იცხოვრებ. სკოლაში ივლი და სკოლის მერე სახლის საქმეებს მიხედავ. როგორც ხედავ დიდი სახლია და საქმეც ბევრი იქნება, მაგრამ ამით ორ კურდღელს მოვკლავთ - საცხოვრებელი და კვება უფასო გექნება და პლიუს ამას თვეში ორას ლარს გადაგიხდიან. შენი ოთახიც გექნება.
-მე.. მადლობელი ვარ. ამაზე უკეთესს ვერაფერს ვისურვებდი! - კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ჩემ ნაცრისფერთვალას.
სასტუმრო ოთახში შუახნის ქალბატონი შემოვიდა, გრძელი -სპილენძისფერი თმითა და მუქი - შავი თვალებით. ტუჩებზე თბილი ღიმილი დასთამაშებდა.
-სალამი ძვირფასებო. მაია როგორც ჩანს ჩემი ახალი გოგონა მომიყვანე ხო? - ქალს კრიალა ხმა ჰქონდა.
-ნუციკო გაიცანი ეს შენი უფროსია - ელზა. ელზა ეს ის მამაცი და ჭკვიანი გოგონაა, რომელზეც გიყვებოდი. ახლა უნდა წავიდე, სამსახურში მაგვიანდება. აბა თქვენ იცით. - დაგვემშვიდობა მაია და დაგვტოვა.
უხერხულად გავიღიმე.
არ ვარ ღიმილის მოყვარული - არასოდეს ვიღიმი.
არც ადამიანებთან კონტაქტს ვარ მიჩვეული.
-წამოდი ნუციკო, შენს ოთახს გაჩვენებ. მოწესრიგდი და შემდეგ ჩემი ვაჟი ექსკურსიას ჩაგიტარებს, ხოლო ქალიშვილი დღის განრიგს გაგაცნობს.
ელზამ დახვეული კიბით მეორე სართულზე ამიყვანა და პირველივე ოთახში შემიშვა.
ეს ოთახიც კრემისფერი იყო.
საშინლად არ მიყვარს ღია ფერები, მაგრამ ამის გამო წუწუნს არ ვაპირებ. ამ ადამიანებმა შემიფარეს.
მაიას შემდეგ ელზაა ის ადამიანი, რომელმაც სიკეთე გამიკეთა.
ოთახი დიდია.
ჩემი კოლოფის შემდეგ აქ თავი დედოფალი მგონია.
კარი კედლის შუაგულშია მოქცეული, მის მარჯვნივ განთავსებულია ლამაზი ტრილიაჟი, ოვალური სარკითა და ორნამენტებით.
მარცხნივ დიდი კარადაა, იმავე ორნამენტებით.
ოთახის შუაგულს კი საწოლი ამშვენებს. კრემისფერი, ფუმფულა სა დიდი.
კედლებიც კრემისფერია.
საწოლის მარჯვნივ სააბაზანოა, ხოლო მარცხნივ კედელზე ნახატები.
საწოლს აქეთ-იქიდან ორი ფანჯარა ამშვენებს, რაფებზე ქოთნის ყვავილებით.
საოცრებაში მოვხვდი. არც კი მჯერა, რომ აწი ამ სამოთხეში ვიცხოვრებ.
სააბაზანოში შევდივარ და ვნებივრობ.
ტანზე შავ ჯემრს, ამავე ფერის შარვალსა და კედებს ვიცვამ.
ტრილიაჟს ვუჯდები. უჯრებს ვაღებ და სიცარიელე მხვდება.
აქ ვდებ ჩემ სამ წიგნსა და ჰიგიენურ ნივთებს.
ოთახიდან გამოვდივარ და კვლავ სასტუმრო ოთახში ჩავდივარ, სადაც ელზას ვერ ვპოულობ.
უეცრად ვიღაცას ვეჯახები.
სილუეტი ნამდვილად ჩემზე მაღალი, ასე ერთი თავით მაინც.
უკან ვიხევ და ვათვალიერებ.
მოზრდილი სპილენძისფერი თმა, მუქი - შავი თვალები, სწორი ცხვირი და შეუდარებელი ტანი.
უდაოდ ელზას ვაჟია.
-უკაცრავად. - ჩავიჩურჩულე.
-სალამი. შენ ნუცა ხო? - მკითხა ხრინწიანი ხმით.
-დიახ.
-მე დაჩი ვარ, ელზას შვილი. სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ხელს მიწოდებს და მეც უხერხულად ვაგებებ ჩემსას.
მისი ხელი ისეთი რბილია. თლილი თითები ამშვენებს.
-წამოდი ნუცა - ჩემი სახელი ისე წარმოთქვა თითქოს გემოს უსინჯავსო.
გავყევი.
პირველ სართულზე სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, ორი სააბაზანო და გასართობი ოთახი იყო.
ამ უკანასკნელით ძალიან მოვიხიბლე.
აქ იყო ბილიარდი, მინი კინოთეატრო, ბოულინგი და ასევე კომპიუტერული თამაშები.
მეორე სართულზე ძირითადად საძინებლები იყო.
დაჩიმ ჩემი ოთახის პირდაპირ მდებარე კარზე დააკაკუნა, საიდანაც გოგონას წვრილი ხმა მოისმა:
-შემოდი.
დაჩიმ კარი გააღო.
საწოლზე გოგონა წამოკოტრიალებულიყო, დაახლოებით ჩემხელა იქნებოდა,ან ერთი წლით პატარა. ელზას ასლი იყო.
-უი, სტუმარი უკვე მოგვსვლია? - ფართოდ გაიღიმა გოგონამ და წამოხტა.
-სალამი ნუციკო. მე სალომე ვარ.
სალომე ჩამეხუტა.
იმდენად მოულედნელი იყო, რომ ძლივს მოვითქვი სული.
ერთი დღისთვის ბევრი სიკეთე სა სითბოა.
სიზმარში ვარ?
-მე დაგტოვებთ. - თვალი ჩაგვიკრა დაჩიმ და სალომეს ოთახი დატოვა.
-აბა? როგორ მოგეწონა აქაურობა?
-ძალიან ლამაზია ყველაფერი.
-ნამდვილად! ჩემი გემოვნებითაა მოწყობილი! მეც მიყვარს ჩემი სახლი. მაგრამ დედა ძირითადად სულ საქმეებზეა და სახლის საქმეებს ვეღარავინ აკეთებს. ამიტომ გვყავხარ შენ! როგორც ვიცი მეთორმეტე კლასში შედიხარ, მეც მაგ სკოლაში ვსწავლობ, ასე რომ ერთად ვივლით ხოლმე. შენ ფაქტიურად ჩვენი ძიძა იქნები. უნდა გვაჭამო, დაგვირეცხო, დაგვოუთაო და დაგვილაგო.
-ყველაფერი გასაგებია.
-ძალიანაც კარგი. ახლა მითხარი შეყვარებული გყავს? რა ჟანრის მუსიკებს უსმენ? რამდენი წლის ხარ? აქამდე რომელ სკოლაში დადიოდი? მშობლები სად გყავს? რა ფერი გიყვარს?
მისმა ცნობისმოყვარეობამ თავი ამატკია, არ ჩანდა ცუდი ბავშვი, მაგრამ მშობლებზე მკითხა..
ალბათ არაფერი იცის, იქნებ ასე უკეთესია?
-არ მყავს. არ ვუსმენ მუსიკებს. 16 წლის ვარ. აქამდე სკოლაში არ დავდიოდი. შავი მიყვარს.
-რას ქვია სკოლაში არ დადიოდი?
-იცი.. გრძელი ამბავია.. ძალიან დავიღალე. თუ საქმე არაფერია მე დავწვები.
-კარგი ნუციკო, როგორც იტყვი. დაისვენე.
ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე დავემხე და დავიძინე.



თავი 2
მეორე დღეს კარებზე კაკუნის ხმა მაღვიძებს.
დილით ყოველთვის მიჭირდა გაღვიძება, ამის გამო ხშირად მომხვედრია.
ახლა დამფრთხალივით წამოვყავი თავი, შემდეგ კი გამახსენდა, რომ თავშესაფარში აღარ ვიყავი და დავმშვიდდი.
-შემოდით. - დავიძახე ნამძინარევი ხმით.
ოთახში სალომე შემოვიდა.
წითელი შარვალი და თეთრი ბრეტელიანი მაისური ეცვა, ფეხზე კოხტა სანდლები. ყურებზე პატარა მრგვალი საყურეები ჩამოეკიდა და იღიმოდა.
სპილენძისფერი თმა კუდად შეეკრა.
-სალამი ძილისგუდა! აბა ადექი სკოლაში პირველი დღე გაქვს! მოწესრიგდი და სამზარეულოში ჩამოდი, ვჭამოთ.
მხიარულ ნოტაზე შემოსული სალომე მხიარულ ნოტაზე გავიდა.
მე ბალიშში ჩავრგე თავი, ერთი ამოვიღმუვლე და ავდექი.
დღესაც შავებში გამოვეწყვე - სხვა არც არაფერი მქონდა.
თაფლისფერი გრძელი თმა ლამაზად გადავიყარე მხრებზე და სამზარეულოში ჩავედი.
მაგიდას მისხდომოდნენ ელზა, დაჩი და სალომე. ყველას მივესალმე და ვკითხე რას ისურვებდნენ საუზმედ.
-ჩვენ ყველაფერს ვჭამთ. მაცივარში საჭირო პროდუქტებია. - ელზა მაჩვენებდა ყველაფერს.
მასწავლა სად იყო ყავა, შაქარი, პური და ჭურჭელი. ყველაფერი ადვილად ავითვისე და ყიყლიყოებიც გავაკეთე.
-ძალიან გემრიელია. - შემიფასა დაჩიმ.
თავს უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ ზრდილობის გამო მეც მივუჯექი მათ გვერდზე მაგიდას და შევჭამე. შემდეგ კი სკოლისაკენ გავუყევით გზას.
-ნუცა, მე და შენ ერთ კლასში ვიქნებით მგონი. სალომე მეათე კლასშია. ჩემ კლასში კარგი გავშვები არიან, ყველას შეეწყობი. სკოლასაც დაგათვალიერებინებ. რაიმეს კითხვა თუ მოგინდება არ მოგერიდოს. - მელაპარაკებოდა დაჩი.
-გასაგებია, მადლობა.
ყოველთვის სიტყვაძუნწი ვიყავი.
სკოლაც გამოჩნდა. რატომღაც შემაჟრჟოლა, როდესაც ეზოში ბავშვები დავინახე. წინასწარ მტკენდა ის შეგრძნება რასაც დამცირება ჰქვია.
შეიძლება გაიგონ მშობლებზე და ამის გამო დამამცირონ,ან არ მოეწონოთ ჩემი ყოველდღიური ერთი და იგივე სამოსი - შავი ჯემპრი და შავი შარვალი. ტანსაცმლის ხამი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ პირველ ხელფასს რომ ავიღებ რაიმეს ვიყიდი.
თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო - დაჩიმ ხელი მომკიდა და მომიჭირა გამხნევების მიზნით. მისი შეხება თან მესიამოვნა, თან - არა. ხელი გავაშვებინე, უხერხულად გავუღიმე და საკლასო ოთახამდე გავყევი.
-დასვენებაზე გნახავთ! - სალომემ გადამკოცნა და გაიქცა.
რა უცნაური ბავშვია!
კლასში შევედით. ოცმა წყვილმა თვალმა ჩვენკენ გამოიხედა. არ ვარ მიჩვეული ზედმეტ ყურადღებას, თავშესაფარში თუ არ მამცირებდნენ ყურადღებას არც მაქცევდნენ.
დაჩის გვერდზე დავჯექი და ზარიც დაირეკა.
მასწავლებელმა ჩემი თავი ყველას საჯაროდ გააცნო, ესღა მაკლდა!
პირველი გაკვეთილი ისტორია იყო, მეორე მათემატიკა.
მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა. კარგადაც ვიცი ის რასაც მასწავლიდნენ იქ, მაგრამ სკოლის მასალა ცოტათი გამიჭირდება, რადგან რთულია.
დასვენებაზე გარეთ არ გავსულვარ, დაჩი მეხვეწა სალომე ვნახოთო, მაგრამ მაინც დავრჩი. მირჩევნია ჩემთვის წყანარად ვიჯდე.
თითქმის ყველა გავიდა კლასიდან, რამდენიმე გოგონამ უკვე მოასწრო ჩემთვის ამრეზით შემოხედვა.
ჩემ მერხს ერთი ბიჭი მოუახლოვდა.
დაახლოებით დაჩის სიმაღლისა იქნებოდა, მოწითალო-მოყავისფრო თმითა და ნაცრისფერი თვალებით.
მისი თვალები იმდენად მეცნობოდა...
ლურჯი მოტკეცილი ჯინსი ეცვა, გეგონებოდა ელასტიკიაო, საშინლად უხდებოდა, კოჭებიც უჩანდა.
გამოყვანილი ღაწვები ჰქონდა, ლამაზი ცხვირი და სქელი, კოხტა ტუჩები.
მის თვალიერებაში ვიყავი გართული, როდესაც გვერდით მომიჯდა.
-სალამი ნუცა, მე ზუკა ვარ. მაიას შვილი.
ახლა გასაგებია საიდან მეცნობოდა ასე ძალიან მისი ნაცრისფერი თვალები.
უფრო კარგად რომ დავაკვირდი, იმასაც მივხვდი, რომ ძალიან ჰგავდა დედამისს ნაკვთებით.
-გამარჯობა. - მოკლედ მივესალმე და თავი ისევ რვეულში ჩავრგე, სადაც გაკვეთილების ცხრილს ვიწერდი.
-დედა შენზე ბევრს მიყვებოდა.. იცი, თუ რაიმე დაგჭირდა შენ გვერდით მიგულე. დაჩი და სალომე კაი ბავშვები არიან. დარწმუნებული ვარ მათ დაუმეგობრდები.
-ხო, კარგები არიან. მადლობა.. ზუკა.
ამასობაში ზარიც დაირეკა და ყველა თავიანთ ადგილს დაუბრუნდა.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, ზედმეტად არავის არაფერი უთქვამს და მასწავლებლებიც მომეწონა.
დასვენებებზე გარეთ კვლავ არ გავდიოდი, დაჩი დაჟინებით მთხოვდა გამოსვლს, მაგრამ ვეუარებოდი.
მესამე დასვენებაზე თვით სალომე შემოვიდა კლასში, მაგრამ ვერც მისმა ბავშვურობამ და მაცდურმა ღიმილმა ვერ გატეხა ჩემი სიჯიუტე.
ზუკაც არ გადიოდა გარეთ, ხან გამომელაპარაკებოდა, ხან ჩუმად იჯდა და მიყურებდა, მათვალიერებდა. მე ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინაიდან და რადგანაც კაცების მოდგმა მძულს.
მაგრამ ის ისეთი ლამაზი იყო..
ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა, კეთილსა და ბუნებრივს, ლაღს.
მისი ნაცრისფერი თვალები ვერ შეედრებოდა დაჩის მუქ შავ თვალებს.
რამდენჯერაც დაჩის თვალებში ჩავხედე ის ბნელი ღამე გამახსენდა.
ზუკას თვალებში კი იმედს და ნათებას ვხედავდი.
მე ხანდახან თუ გავხედავდი ჩუმად, ის კი გამუდმებით დაჟინებით შემომცქეროდა, ისე მიყურებდა თითქოს ცდილობდა ჩემი შიგნეულობა წაეკითხა და სურდა სულს ჩასწვდომოდა.
მაგრამ რა იცოდა მან, რომ ჩემ სულს თავად მე ვერ ვწვდები.
მესამე გაკვეთილის შემდგომ დასვენებაზე, როდესაც ზუკა გვერდით მომიჯდა და საუბარი დამიწყო, კლასში დაჩი შემოვიდა და კუშტად მოგვაპყრო მზერა.
მის შავ თვალებსა და გრძელ სპილენძისფერ თმას თვალი ვერ ავარიდე.
მოგვიახლოვდა, ზუკა ადგა და დაჩი დასვა.
-ვინმე ხომ არ გაწუხებს? - მკითხა ხრინწიანი ხმით.
-არა. ყველაფერი რიგზეა.
სკოლიდან სახლამდე სამივე ერთად მივედით. სალომე ენას არ აჩერებდა, დაჩი და მე კი ვდუმდით.
სახლში რომ მივედი, პირველ რიგში ჭურჭელი დავრეცხე, მოვგავე და ყველაფერი მოვაკრიალე. სადილიც მივირთვით და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე მეცადინეობა. წიგნები დაჩიმ მომიტანა, სკოლიდან წამოუღია.
საღამოს ვახშმად სუპი გავაკეთე. ელზაც მალევე დაბრუნდა.
როდესაც ვჭამდით, უხერხულობა ჩამოწვა, რადგან ელზა ცუდ ხასიათზე იყო. ბოლოს სიჩუმე მან დაარღვია.
-მამათქვენი ჩამოდის. - ჩაილაპარაკა ჩუმად.
სალომეს პირთან მიტანილი კოვზი ძირს დაუვარდა, დაჩიც გაქვავდა.
დაბნეული ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა.
-რას ქვია ჩამოდის? - ფეხზე წამოხტა დაჩი.
-ბრუნდება. - ელზამ ახლაღა ამოიხედა, აქამდე თეფშს უყურებდა. - ნუცა შეგიძლია მაგიდა აალაგო? მე ბავშვებს დაველაპარაკები.
-რათქმაუნდა.
სალომე, დაჩი და ელზა სასტუმრო ოთახში გავიდნენ. მე ალაგება დავიწყე.
მესმოდა დაჩი როგორ ყვიროდა:
-ამ სახლში არ შემოვუშვებ!
დალაგებას რომ მოვრჩი ჩემ ოთახში ავედი და ვეცადე დამეძინა.
უკვე ძილის პირას ვიყავი, კარებზე რომ დააკაკუნეს.
დაჩი იყო.
შემოვიდა და იქვე, კედელთან ჩამოჯდა.
-ბოდიში დღევანდელის გამო. - ისეთი ხმით თქვა, გეგონება ახლახანს იტირაო.
-არაუშავს..
-მამა.. ის.. ის ცუდი კაცია. დედას უღალატა და.. ეს რომ გაიგო დედამ ძალიან ცუდად იყო. სალომემ შეუსწრო მამას სხვა ქალთან და წარმოიდგინე რა საშინელი ტრავმა იქნებოდა ეს 12 წლის ბავშვისთვის! სალომე არაფერს იძახდა, მაგრამ მე მაინც გამოვტეხე. ეს ყველაფერი - სახლი და ფული რაც გვაქვს, საერთოდ ყველაფერი, დედასია. მამას დავემუქრე და წავიდა, თუმცა დედამ მოისმინა ჩვენი დიალოგი და დეპრესიაში ჩავარდა, ძალიან უყვარდა მამა. ამ ამბის მერე სამი წელი გავიდა, დედა ძლივს გამოკეთდა და ახლა ბრუნდება ის არაკაცი... - იმდენად ტკივილნარევი ხმა ჰქონდა, მინდოდა მივსულიყავი და გულში ჩამეკრა და მეთქვა, რომ ყველფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელი..
-ძალიან ვწუხვარ.. რას აპირებთ?
-სხვაგან წასასვლელი არ აქვს, უცხოეთში იყო და იქაც გაიფუჭა საქმეები. ალბათ შემოუშვებს დედა.. მაგ კაცის ატანა არ მაქვს.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
-შენი.. შენი მშობლები სად არიან? ვიცი უხერხული კითხვაა, თავშესაფარში რომ იყავი ისიც ვიცი, უბრალოდ მაინტერესებს.. თუ რაიმეს თქმა მოგინდება, გულის გადაშლა ან რამე.. იცი ჩემი ოთახი სადაცაა..
-მე.. ამ თემაზე არასდროს ვსაუბრობ. ბოდიში.
-არაფერია. - დაჩი წამოდგა და ლოგინს მოუახლოვდა.
შევცბი და საბანი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე.
გადმოიხარა, კეფაზე ხელი შემომხვია და შუბლზე მაკოცა. შემდეგ უკან გაბრუნდა და სანამ ოთახს დატოვებდა, შემომხედა, სევდიანად გაიღიმა და მითხრა:
-ტკბილი ძილი ნუციკო.
და გავიდა.
ძლივს მოვთოკე თავი, რომ არ გავკიდებოდი და ჩავხუტებოდი, ისეთი საყვარელი იყო.
მაგრამ საკუთარ თავს გამოვუტყდი იმაში, რომ როდესაც მან შუბლზე მაკოცა, წარმოვიდგინე როგორ აკეთებდა ამას ზუკა და ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.
თავის ქნევით ვუკუაგდე ფიქრები და თვალები დავხუჭე.
სიზმარში დედა ვნახე.
მისი ფოტო არ მაქვს, დამრჩა მხოლოდ ფანტაზია და სიზმრები.
ვნახე მისი ლამაზი სახე.
თაფლისფერი თმა, ჭორფლებით დაფარული სახე, პატარა კოხტა ცხვირი, სავსე მუქი ტუჩები და ღია მწვანე თვალები.
ზუსტად მისნაირი ვარ მეც - დაბალი და კოხტა.
დედა აბიბინებულ მინდორზე იდგა და მიღიმოდა, მზე ლამაზად ანათებდა ყველაფერს და ცა ცაზე ღია ცისფერი იყო..
უეცრად ცა გაშავდა, ქარიშხალი ამოვარდა, დედას სახე შეეცვალა - მოიღუშა და ჩაიკეცა.
ქვევით დავიხედე, მაისურზე წითელი სისხლის ლაქები უჩნდებოდა და კიოდა.
მეც კივილით გამეღვიძა. ოფლში ვცურავდი და ძლივს ვსუნთქავდი.
ოთახის კარები დაუკითხავად შემოგლიჯა დაჩიმ, მწვანე მოკლემკლავიანი, ტანზე შემოტკეცილი მაისური და მოკლე შორტები ეცვა.
-ნუცა კარგად ხარ? - მოუახლოვდა საწოლს.
ასე მემართება ხშირად, კოშმარები მესიზმრება და ტირილის სურვილით ვიღვიძებ მაგრამ ვერ ვტირივარ, ცრემლები არ გადმომდის, ვერ ვახერხებ!
ასეთ დროს ძალიან გაღიზიანებული ვარ, ვყვირივარ და კედელს მუშტებს ვურტყავ ხოლმე.
-წადი გთხოვ. - ძლივს ამოვღერღე ორიოდე სიტყვა.
-ხომ ყველაფერი რიგზეა?
-უბრალოდ წადი! - ცოტა ხმამაღლა მომივიდა, დაჩის ნამდვილად ეწყინა,მაგრამ უხმოდ გაიხურა კარები.
თავი ბალიშში ჩავრგე და ვიყვირე, საოცრად მომინდა საკუთარი თავისთვის რამე დამეშავებინა.
ავდექი, რადგან ლოგინი სველი იყო და გამოვცვალე თეთრეული.
ცივი, ყინულივით ცივი წყალი გადავივლე.
მციოდა, მაგრამ მსიამოვნებდა, რომ მტკიოდა.
ვეღარ დავიძინე. საათი ექვსს უჩვენებდა.
მეც ავდექი და საჭმელები გავაკეთე, სარეცხი დავრეცხე.
რვისკენ სამზარეულოში სალომე გამოვიდა.
-სალამი ლამაზო! - გადამეხვია.
სალომე ნამდვილად მომეწონა, კარგი გოგონაა, თან მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ასეთი რაღაცები გადახდა, მომინდა დავმეგობრებულიყავით, შეიძლება პირველი ნამდვილი მეგობარი ყოფილიყო.
-აბა გაიცანი გუშინ ვინმე კაი ბიჭი? - მკითხა წარბების თამაშით.
გამეღიმა.
-არ მაინტერესებს ბიჭები.
-ღმერთო ჩემო! გოგოები მოგწონს?
ახლა გამეცინა, თუმცა მალევე დავსერიოზულდი, მგონი პირველად გავიცინე ათი წლის მანძილზე.
-არა.
-უუფ, ძალიან კარგი. ეს დაჩის არ მოეწონებოდა.
-რატომ?
სანამ პასუხს გამცემდა სამზარეულოში დაჩი და ელზა შემოვიდნენ. უკან უცხო კაცი მოჰყვებოდათ.
დავაკვირდი.
დაჩის თვალები და ყვრიმალები ჰქონდა.
დაჩი გაღიზიანებული იყო და ზედაც არ მიყურებდა.
-ნუციკო, გაიცანი ეს ავთოა. სალომეს და დაჩის მამა.
-სასიამოვნოა. - უხერხულად გავიღიმე.
სალომეს სულ არ ესიამოვნა მისი ნახვა.
ჩუმად ვისადილეთ.
სკოლამდეც ჩუმად მივედით.
კლასში შევედით და მე და დაჩიმ ერთად დასხდომა ვერ მოვახერხეთ, რადგან ერთი ადგილი ვიღაც გოგონას გვერდით იყო თავისუფალი, ხოლო მეორე ზუკას გვერდით.
დაუფიქრებლად მივუჯექი ზუკას და მივესალმე, თავად გამიღიმა.
ღმერთო რა სასწაულია მისი ღიმილი, მარცხენა ლოყა ეჩხვლიტება და ტუჩის კუთხეებში ნაოჭები უჩნდება.
ღიმილისას თვალებს ოდნავ ჭუტავს და ნაცრისფერი თვალები უბრჭყვიალებს.
-მაია როგორ არის? ძალიან მომენატრა.
-კარგადაა. მასაც, მერწმუნე. სულ შენზე ლაპარაკობს. შენთან ეს გამომატანა, არ ვიცი რა არის, სახლში გახსნასო ასე დამაბარა. - ზუკამ ჩანთიდან ოთხკუთხედი, პატარა შეფუთული ყუთი ამოიღო და მომაწოდა. გამოვართვი.
-მადლობა.
-არაფრის.
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. ვგრძნობდი ზუკასა და დაჩის მწველ მზერას. მთელი დღე ერთმანეთს უბღვედნენ.
ეს რა შარში გავყავი თავი!
გაკვეთილების შემდეგ დაჩი სხვაგან წავიდა და სახლისკენ მე და სალომე წამოვედით.
-როგორც გავიგე დღეს ზუკას გვერდით იჯექი.
-აჰამ.
-მოგეწონა?
-რა სისულელეა.
-აი მე კი ზუკა ძალიან მიყვარს.. იცი, ადრე ეგ და დაჩი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და შემდეგ მამაჩვენმა ზუკას მამიდასთან გააბა რომანი.. ახლა აღარც ესალმებიან ერთმანეთს.
-ზუკა გიყვარს? - ვცდილობდი არ მეყვირა და უდარდელი ხმით მეკითხა.
-ჰო.. მისი ლამაზი თვალები.. ღმერთო ვგიჟდები მასზე! ვარსკვლავია... - “ვარსკვლავთბიჭუნაა” გავიფიქრე.
მისი ყოველი სიტყვა გულში სარივით მერჭობოდა.
სახლში შესვლისთანავე ოთახში ავედი და ზუკას მოცემული ყუთი გავხსენი.
გაოცებისაგან პირზე ხელი მივიფარე.
ყუთში ორი ფოტო იდო.
ერთზე დედაჩემი იყო გამოსახული, ბედნიერად იღიმოდა.
მეორეზე მასთან ერთად მეც ვიყავი.
ფოტოები გულში ჩავიკარი და ტკივილნარევი ხმა ამოვუშვი პირიდან.
ისევ ვერ ვტიროდი და ეს მაგიჟებდა!
დედაჩემი - ის ისეთი ლამაზი იყო..
თვალწინ დამიდგა მკვლელობის სცენა.
თვალწინ დამიდგა თავშესაფრის კოლოფი, საჭმელი და ბავშვები. ისიც თუ როგორ მცემდნენ.
თვალწინ დამიდგა ზუკა და დაჩი, როგორი ალერსით მიყურებდნენ და სალომე რომელსაც ზუკა უყვარდა..
თვალწინ დამიდგა დაჩის მამის სახე, წარმოვიდგინე როგორ ღალატობდა ელზას ზუკას მამიდასთან.
კედელს მუშტი იმხელა ძალით დავარტყი, რომ სისხლი წამომივიდა.



თავი 3
მომდევნო დღეს ნამდვილად ზეციური ძალების წყალობით მოვახერხე ადგომა, საჭმლის მომზადება, ჭამა და სკოლაში წასვლა.
დაჩი დღეს სკოლაში არ მოდიოდა.
სალომე კი ჩვეულ ნოტაზე იყო. მუხლებამდე წითელი კაბა ეცვა, თეთრი კოპლებით. იღიმოდა და პოზიტივი მოჰქონდა, მაგრამ მე ნამდვილად არ მეღიმებოდა.
კლასში ისევ ზუკას გვერდით მომიწია დაჯდომა. ვცდილობდი აღარ შემეხედა, სალომეს ის უყვარდა, მე კი სალომეს მეგობარი ვარ ან მალე ვიქნები და არ მინდა მათ შორის ჩავდგე.
როგორც ჩანს შეამჩნია ჩემი უხასიათობა.
-რა გჭირს? ბევრს არასდროს ლაპარაკობ, მაგრამ დღეს არც მომესალმე.. - ნაწყენისავით ჩაილაპარაკა.
-სალამი.
-დღეს სადღაცას უნდა წაგიყვანო.
-ბატონო?! - მოვუბრუნდი სერიოზული სახით, ჩემდა გასაკვირად ისიც სერიოზული იყო.
-დედამ დამავალა შენი ერთ ადგილას წაყვანა. ბევრს მუშაობს და თავად ვერ ახერხებს შენ ნახვას. ჰოდა.. მე უნდა წაგიყვანო, ეს აუცილებელია.
-თუ არ მეტყვი სად, არც გამოგყვები!
-დედაშენის საფლავზე.
ძარღვებში სისხლი გამეყინა, უსიამოვნო შეგრძნებამ მთელ ტანში დამიარა. ვცდილობდი სკამიანად არ გადავყირავებულიყავი.
-ხომ კარგად ხარ? - ზუკამ მხარზე დამადო ხელი.
ხელზე დავხედე.
ვარსკვლავთბიჭუნას ძალიან ლამაზი, გრძელი და თლილი თითები ჰქონდა, დაჩიზე ლამაზი თითები.
მაინც ჩავხედე ნაცრისფერ თვალებში.
სახე ხელებში ჩავრგე და თავი დაუქნიე.
-კარგად ვარ.
-ეს.. ეს რა არის? - მკითხა დაძაბული ხმით.
-რაზე ამბობ?
-შენი ხელი...
ჩემი მტევანი ხელებში მოიქცია.
მტევანს დავაკვირდი, ჩამწითლებოდა და ნელ-ნელა სილურჯე ეპარებიდა. ზუკამ ხელი გადაუსვა და ტკივილისგან შევკრთი.
-ბოდიში.. ვინმე ცემე? - იმდენად დაძაბული და გაოგნებული იყო გამეცინა.
-არა. კედელს დავარტყი.
-რატომ?
-მე.. ასეთი ვარ. გიჟი. წამომივლის ხოლმე ხანდახან და რადგან საკუთარ თავს არაფერს ვუშავებ, მინდა ენერგია რამეზე დავხარჯო. მეც კედელს ვურტყამ, რადგან სხვასაც ვერაფერს დავუშავებ. - პირიდან სიტყვები თავისით ამომდიოდა.
არ ვიცი რატომ ვენდობი ზუკას. რატომ მიზიდავს ასე ძალიან. რატომ ვუშლი გულს?
-ასე არ შეიძლება. ეგეთ მომენტებში მიპოვე და მე დამარტყი ხოლმე.
გამეცინა.
-სერიოზულად?
-ჩემ ტკივილს არ დავეძებ, უბრალოდ შენ თავს არ მიაყენო ზიანი. არ გენანება მაინც ეს ლამაზი მტევნები?
ზუკას თითებს ჩემ მკლავზე ვგრძნობდი და მთელ ტანზე ბუსუსები მივლიდა.
ხელი გავაშვებინე და მასწავლებლისკენ მივმართე მთელი ყურადღება.
არ უნდა შემიყვარდეს!
მასსა და სალომეს შორის ვერ ჩავდგები.
ეს არასწორია.
ქართულის გაკვეთილი მოსაწყენი იყო. მეც ამოვიღე თაბახის ფურცელი და ხატვა დავიწყე. უბრალოდ ვხატავდი, არც ვიცოდი რას.
მაგრამ როდესაც კარგად დავაკვირდი და ფურცელზე ბიჭი დავინახე, კანკალმა ამიტანა.
თაბახზე ზუკა დამიხატავს, გაუცნობიერებლად.
მისი თმა და ყბის მოყვანილობა ვიცანი.
-ვინ დახატე? - გადმოიხარა ზუკა და სანამ ნახატს დაინახავდა სასწრაფოდ დავკუჭე და გადავაგდე.
-არავინ.
გაკვეთილების შემდეგ ზუკას მანქანით უცნობ ადგილას წავედით. ხმას არცერთი ვიღებდით.
სასაფლაოს მივუახლოვდით.
-მზად ხარ? - მკითხა მან.
-კი. - ყოყმანით წარმოვთქვი.
მანქანიდან გადავედით. ზუკამ გზა კარგად იცოდა,ალბათ მაიამ ასწავლა, მალევე მიაგნო დედაჩემის საფლავს.
“სოფი”.
მხოლოდ და მხოლოდ ეს ეწერა.
მივუახლოვდი საფლავს და ცივ მიწაზე დავიჩოქე. საფლავის ქვას გადავუსვი ხელი, შემდეგ კი მიწას მოვეფერე.
-დე... - ამოვღერღე და ლოყაზე წყლის წვეთი დამეცა.
მაგრამ შემდეგ გავიაზრე, რომ ეს წყლის წვეთი კი არა ჩემი ცრემლები იყო.
ჩემი ცრემლები!
მე.. მე ვტიროდი!
თითქოს ათი წლის დაგროვილმა ცრემლებმა ერთად იფეთქაო. მოთქმით ვტიროდი და ვეკვროდი ცივ მიწას, რომლის ქვეშაც დედაჩემის გახრწნილი სხეული ესვენა.
-დე როგორ მაკლიხარ ნეტა იცოდე, როგორ მინდა შენთან ყოფნა, როგორ მინდა მყავდეს ვინმე მრჩეველი. ახლა ძალიან მიჭირს, ძალიან. არ ვიცი რა გავაკეთო, ვის ვენდო და ვინ მიყვარდეს.. - გავჩუმდი, რადგან გამახსენდა, რომ უკან ზუკა მედგა.
მომიახლოვდა და დამელოდა.
როდესაც წამოვდექი ისევ ვტიროდი.
უხმოდ დავტოვეთ სასაფლო და ის-ის იყო მანქანაში ვჯდებოდი, რომ ვარსკვლავთბიჭუნამ შემაჩერა.თავისკენ მიმაბრუნდა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
პირველად ვეხუტები ბიჭს, ადრე ბავშვობაში, მხოლოდ მამას ჩახუტება მახსოვს.
მჭიდროდ მოვხვიე ხელები ძლიერ ზურგზე და ჩემი თავი მის კისერში ჩავრგე.
თავისი თლილი თითებით თმაზე მეთამაშებოდა და თავზე მკოცნიდა.
ვგრძნობდი მის სუნს - მამაკაცის სუნამოსა და რაღაც ტკბილ სურნელს.
-დამშვიდდი ნუციკო. ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი ახლა გიჭირს, მაგრამ უნდა გაუშვა ეს დარდი, ნუღა იქნები ჩაკეტილი საკუთარ თავში და გამოცოცხლდი. ხშირად გაიღიმე, არც კი იცი როგორ გიხდება ღიმილი, არც ის იცი რა ლამაზი ხარ, განსაკუთრებული.. გასაოცარი ხარ. მზე ხარ, რომელსაც მთვარის ჩრდილი ფარავს.
ხმა ვერ ამოვიღე.
სახლამდე მიმიყვანა.
-ძალიან დიდი მადლობა ზუკა.. ყველაფრისთვის. - ვუთხარი, გავუღიმე და უცბად გადავედი მანქანიდან.
სახლის ეზოში დაჩი დამხვდა.
-რატომ დაიგვიანე? სალომემ მითხრა ზუკას გაჰყვა სადღაცო..
-ჰო. ზუკამ წამიყვანა და მომიყვანა.
-და სად?
-გრძელი ამბავია.
-მე არსად მეჩქარება.
-კარგი. მაშინ სახლში შევიდეთ, საქმეები მაქვს, მცივა და მშია.
სახლში შევედით, თან ვჭამდი და თან შიგადაშიგ ვლაპარაკობდი.
-თავშესაფარში თვეში ერთხელ ერთი პოლიციელი ქალი მაია მაკითხავდა, რომელმაც აქ მიშოვა სამსახური, სკოლაშიც მისი ხელშეწყობით ჩავირიცხე. ხოდა მაიას შვილია ზუკა, აქედან ვიცნობ და აქედან ვენდობი.
-ვიცი ვინცაა მაია, ეგ და დედაჩემი კვლავ მეგობრობენ, მე არ მომწონს ეგ ტიპი.
-მხოლოდ და მხოლოდ მამიდამისის გამო? კაი დაჩი რა! რა მაგისი ბრალია. ძალიან კარგი ბავშვია.
-მამიდამისზე საიდან იცი?
-სალომემ მითხრა.
-ისე სხვა ვინ გეტყოდა.. ნუ მე მაინც არ მომწონს ზუკა.
-დაჩი მისმინე, მგონი ზედმეტები მოგდის! მე ამ სახლში მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მსახური ვარ. არ გაქვს უფლება მიმითითო ვისთან ვიარო და ვისთან არა. ზუკამ დედაჩემის საფლავზე წამიყვანა, პირველად ვნახე დედაჩემის საფლავი და მან მაიას დანაბარებით წამიყვანა! დაკმაყოფილდი? - ავდექი და ოთახში ისე ავედი პასუხისთვის არც მომისმენია.
საღამოს ვახშმისთვის ჩავედი დაბლა. ელზა უკვე მოსულიყო.
-ნუციკო ესეც შენი პირველი ხელფასი. კარგი გოგო ხარ. - თვალი ჩამიკრა და კონვერტი გამომიწოდა. მადლობა გადავიხადე და გამოვართვი. გადავწყვიტე ვახშმის შემდეგ საყიდლებზე წავსულიყავი.
გარეთ გასვლას ვაპირებდი დაჩის ხმამ რომ შემაჩერა.
-სადმე მიდიხარ?
-საყიდლებზე, ტანსაცმელი მინდა ვიყიდო..
-წაგიყვან, არ იცნობ აქაურობას კარგად.
-არ არის საჭირო..
-საჭიროა. წავედით.
სპილენძისფერ თმაში შეიცურა ხელი დაჩიმ და გოგონას გარეთ გაჰყვა.
დიდ სავაჭრო ცენტრში მივიდნენ.
-მე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მაისურის და ერთი ჯინსის ყიდვა მინდა, თავადაც გავართმევ თავს.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ.
ბევრი ჭირვეულობის შემდეგ დაჩიმ დამიყოლია, რომ შავი ფერის გარდა სხვა ფერის მაისურები მეყიდა.
წითელი ჰუდი, ყვითელი ზურგამოჭრილი მაისური და ლურჯი ტოპიკი ვიყიდე. ასევე ერთი მაღალწელიანი ლურჯი ჯინსი. ბოლოს მხოლოდ 30 ლარი შემომრჩა და გადავწყვიტე შემენახა.
ის-ის იყო გასახდელიდან გამოვედი, რომ ვიღაცას შევასკდი.
-ღმერთო ჩემო, ბოდიშით! - ვთქვი.
-ნუცა?
ზუკა აღმოჩნდა.
დაჩი გარეთ მიცდიდა.
-აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაოცებულმა.
მან კი იმ სიცილით გაიცინა, ასე ძალიან რომ უხდება.
-ტანსაცმელს ვყიდულობ, რას უნდა ვაკეთებდე. მარტო ხარ?
-მე.. არა.. დაჩიმ მომიყვანა..
-გასაგებია.. - ნამდვილად დაიძაბა ზუკა. - კარგი აბა ხვალამდე.
უხერხულად გადამკოცნა და წავიდა.
გარეთ გავედი და დაჩის მანქანაში ჩავჯექი.
-სად ხარ ამდენ ხანს?
-იქ.. ზუკას შევხვდი და შევყოვნდი.
-ოჰ..
-რა?
-არაფერი.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. სახლამდე ჩუმად მივედით. სანამ ოთახში შევიდოდი დაჩიმ თავისკენ მიმაბრუნა და მასსა და კედელს შორის მომიმწყვდია.
-არც კი იცი ახლა თავს როგორ ვიკავებ, რომ არ გაკოცო.. მაგიჟებ ნუცა, შენი მწვანე თვალები და იდუმალებით მოცული სამყარო მაგიჯებს. ვიცი ზუკა მოგწონს, ამას ვგრძნობ, მაგრამ ერთი ის იცოდე, რომ არასდროს დავნებდები. ოდესღაც ჩემი იქნები.
ყელში მაკოცა და ოთახში შევიდა. გაოგნებული დიდხანს ვიდექი კედელთან. სალომემ გამოიარა.
-ეიი - ხელები ამიფრიალა სახის წინ და ახლაღა დავაკვირდი მას. - ისე გამოიყურები თითქოს ახლახანს სიყვარული აგიხსნესო. კარგად ხარ?
-მე... კი კარგად ვარ.
ოთახში როგორც კი შევედი ვიტირე.
დღეს უკვე მეორედ. ვიცლებოდი ცუდი აურისგან.
ვიცი დაჩისა და ზუკას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს. თუ ზუკას ავირჩევ სალომე გადამემტერება, ხოლო თუ დაჩის ავირჩევ მის ყოველ შეხებაზე ტკივილს ვიგრძნობ, რადგან ვარსკვლავთბიჭუნა გამახსენდება.
ასე გავიდა ორი თვე. გაურკვევლობაში.
ცალკე ზუკა.
ცალკე დაჩი.
ცალკე ჩემი უფერულო ცხოვრება, რომლის გაფერადებასაც უიმედოდ ვცდილობდი.
-ნუცა არ გინდა დღეს ერთად გავისეირნოთ? - მითხრა ზუკამ სკოლის მერე.
-მე სამსახური მაქვს და ვერ მოვახერხებ. შეგვიძლია ახლა გავიაროთ ცოტა ხნით.
-კარგი.
ათი წუთი ჩუმად ვიყავით, სიჩუმე მან დაარღვია.
-ნუციკო რაღაც მინდა გითხრა. - ნერვიულად გამიღიმა. უეცრად მოულოდნელმა სურვილმა შემიპყრო, რომ იმ დაჩხვლეტილ ლოყაზე მეკოცნა.
-გისმენ.
“ოღონდ ახლა არ მითხრას მომწონხარო, თორემ თავს ვერ შევიკავებ”-ვფიქრობდი ჩემთვის.
-მე.. იცი, მიყვარხარ.
რაო?
მომესმა?
ზუკამ მითხრა.. მიყვარხარო?
ვარსკვლავთბიჭუნამ ეს მითხრა?
ყოველღამე რომ მესიზმრება როგორ მიხსნის სიყვარულს, ახლა ცხადში ამიხდა?
-ხუმრობ?
-მიყვარხარ! როგორ შეიძელბა ასეთ რამეზე ვიხუმრო? ჩემი სიყვარული შენ მიმართ ზეციურზე მაღლა დგას... ახლა ვეღარ გავჩერდები, ვკვდები ისე მინდა რომ... - სიტყვა არ დაუმთავრებია ისე მაკოცა ტუჩებში.
გაოცებულმა თვალები დავჭყიტე.
ათასჯერ მაინც დამსიზმრებია როგორ მპარავდნენ პირველ კოცნა.
მაგრამ ეს.. ეს რაღაც საოცარი გრძნობა იყო, ვგრძნობდი ჩვენი გულისცემა როგორ გაერთიანდა.
კოცნაში ინსტიქტურად ავეყვი და მჭიდროდ მოვეხვიე, ფაფუკ თმაში შევუცურე ხელი, მან კი წელზე მომხვია.
ვნებით, მაგრამ ამავდროულად საშინლად ნაზად მკოცნიდა.
ძლივს მოვწყდით ერთმანეთს.
-მეც მი... - ის-ის იყო უნდა დამევიწყებინა ყველაფერი და მეთქვა მეც მიყვარხართქო, რომ ზუკას უკან, მოშორებით მდგარი სალომე შევნიშნე, რომელიც ცრემლიანი თვალებით გვიყურებდა.
ეს რა ჩავიდინე!
სალომე გაიქცა, მე ზუკა მოვიშორე და სახტად დავტოვე. თავად კი სალომეს გავეკიდე. ვყვიროდი მის სახელს მაგრამ არ იხედებოდა.
გზაზე გადადიოდა და ვერ შეამჩნია მანქანა, რომელმაც დაარტყა.
-აარააააა! - იმხელაზე დავიყვირე, ალბათ ჩემი განწირული ხმა მთელმა ქალაქმა გაიგო.




თავი 4
ნახევარ საათში უკვე საავადმყოფოში ვიყავით. ცრემლები დაუკითხავად მომდიოდა და არ ვუსმენდი არავის. ადგილზე რომ მივედით მე ვერ მოვახერხე დაჩისთვის დამერეკა და ზუკამ დაურეკა. რამდენიმე წუთში დაჩი და ელზაც აქ იყვნენ.
-რა მოხდა? - მომვარდა სახეწაშლილი ელზა.
-მე.. არ... - სიტყვებს ვერ ვაბავდი ერთმანეთს. სალომეს რომ რამე მოუვიდეს თავს არ ვაცოცხლებ.
-გზაზე გადარბოდა და მანქანამ დაარტყა. - ჩაილაპარაკა ზუკამ.
დაჩი მას ყურადღებას არ აქცევდა, კედელს იყო მიყუდებული, ცრემლები მოსდიოდა.
-საოპერაციოში ჰყავთ. - გვითხრა ექთანმა.
იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე. ზუკა გვერდიდან არ მცილდებოდა.
-კარგად ხარ? - მკითხა ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ.
-არა.
-ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი მოუვა, ხომ იცი ეს?
-არ ვიცი. ჩვენი ბრალია...
-არავის ბრალი არაა ნუცა, არ დაიდანაშაულო თავი.
-როგორ არა, ჩემი ბრალია! მე რომ არ მეკოცნა...
-რა შუაშია კოცნა? - იკითხა ზუკამ.
ისეთი სახით ავხედე წამში გაჩუმდა, შემდეგ ჩაფიქრდა.
-ღმერთო ჩემო სალომე... ახლა მივხვდი.. - ნერვიულად მოისვა თავზე ხელები.
ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს და უპასუხა.
-ხო დე.. რა?... ორ წუთში მანდ ვარ. - წამოხტა და სანამ საავადმყოფოდან გავიდოდა ჩემთან დაიხარა, შუბლზე მაკოცა და მითხრა:
-არ ინერვიულო. მაპატიე, სასწრაფო საქმეა. - და გაიქცა.
გაოგნებულმა გავაყოლე თვალი.
-ის სულ მიდის. - ჩაილაპარაკა დაჩიმ.
-რა? - შევხედე მას.
-ზუკა. ის სულ მიდის. ყველასგან.
-საიდან მოიტანე? სასწრაფო საქმეაო.. რა იცი რა ხდება.
-შენთვის არ მოუყოლია ხომ? პირველი არ ხარ.
-დაჩი კმარა! შენი და საოპერაციოშია, რა დროს ეგაა? - მკაცრად უთხრა ელზამ და დაჩიც გაჩუმდა.
დავიბენი.
ცოტახანში ექიმი გამოვიდა.
-მდგომარეობა სტაბილურია. მრავალი დაჟეჟილობა აქვს და რამდენიმე ჭრილობა. მთავარია გადარჩა და საფრთხე აღარ ემუქრება.
შვებისგან ამოვისუნთქე და გულზე მივიდე ხელი.
-მისი ნახვა შეიძლება? - იკითხა ელზამ.
-ჯერ სძინავს, მაგრამ რამდენჯერმე თქვა ნუცას ნახვა მინდაო.
ექიმი წავიდა.
-რას გულისხმობდი წეღან? - ვკითხე დაჩის.
-ხომ ვერ მეტყვი რატომ უნდა სალომეს შენი ნახვა?
-კითხვაზე კითხვით რატომ მცემ პასუხს?
-წეღან ის ვიგულისხმე, რომ ზუკას გოგონები შემდეგ ყოველთვის ჩემთან მოდიან, რადგან მას ვერ უძლებენ, ღარიბი და საცოდავია.
-რა?! როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი მასზე? და მერე რა თუ ღარიბია? რადგან შენ გაქვს ფული თავი მაგარი ვინმე გგონია?
-ადრე ზუკა, დედამისი, მამამისი და მამიდამისი ჩვენთან ცხოვრობდნენ. ძალიან ახლოს ვიყავით ყველა. მაგრამ იმ შემთხვევის შემდეგ წავიდნენ სახლიდან. სადღაც ფუღუროში დასახლდნენ. მამიდამისი გარდაიცვალა. მამამისი ავადაა. სახლში მარტო მაია მუშაობს, მცირე შემოსავლით. ზუკას სამი წლის წინ შეყვარებული ჰყავდა, ნინო ერქვა, უყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ ნინო ვერ შეინარჩუნა და ჩემთან მოვიდა. ნინოს მე შევუყვარდი. აი ამის მერე გაგვიფუჭდა ურთიერთობა, ეს მხოლოდ მამიდამისის ბრალი არ ყოფილა.
-თავი დიდი ვინმე გგონია ასე რომ ლაპარაკობ?! არ გაქვს ამის უფლება. შენთან არასდროს ვიქნები, არ მიყვარხარ, ნუ მირტყავ უაზრო ნამიოკებს. წარსული კი ყველას აქვს. - შევეშვი მას და მოშორებით გამოვედი.
დავიღალე, ძალიან დავიღალე. ცხოვრება არასდროს მაცდის ბედნიერებას.
მეგონა ზუკა იყო ჩემი გზა მომავლისკენ..
მაგრამ იმდენი დაბრკოლებაა..
სალომეს უნდა დაველაპარაკო.
მის პალატასთან მივიპარე და შევიხედე, ეღვიძა და შევედი. დამინახა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
საწოლთან ახლოს, სკამზე ჩამოვჯექი.
-გიყვარს? - მკითხა მოულოდნელად.
-მე..
-უბრალოდ მიპასუხე კი ან არა.
-ძალიან. გეფიცები ეს მანამდე მოხდა ვიდრე გავიგებდი რომ შენც გრძნობდი რამეს..
-უყვარხარ?
-მას.. კი.
-დღეს გამოგიტყდა?
-კი.
-ახლა სად არის?
-დედამისმა დაურეკა და სადღაცას წავიდა..
-წადი.
-რა?
-თავის სახლში იქნება, მამა ჰყავს სიკვდილის პირას. არ მიატოვო, წადი.
-არ ვიცი სად ცხოვრობს.. - თავი დაბლა დავხარე.
-მე გეტყვი მისამართს. ჩემზე არ იდარდო, მთავარია ის იყოს კარგად.
ოც წუთში უკვე ზუკას სახლთან ვიყავი. მესამე სართულზე ავედი და ხის კარებზე დავაკაკუნე. კარები მაიამ გამიღო.
ტიროდა.
ღმერთო როგორ მომნატრებია!
მთელი ძალით ჩავეხუტე.
-მაი როგორ ხარ? რა ხდება? მომენატრე ძალიან!
-მეც ჩემო ტკბილო. შემოდი.
სახლში შპალერი აქა-იქ ახეული იყო, ავეჯიც არ ყოფილა ბევრი.
სასტუმრო ოთახში შევედით და დავსხედით.
აქაურობა არეული იყო.
-ზუკა სად არის?.. რატომ ტირიხარ? რამე ხომ არ მოუვიდა? - გავფითრდი.
-მას არა.. ჩემი ქმარი დაიღუპა..
-რაა? ღმერთო ჩემო.. მაია! - ქალს კიდევ ჩავეხუტე, ჩემ მკლავებში ტიროდა.
-ზუკა თავის ოთახშია, შედი. აი იქ არის. დამიჯერე მას უფრო სჭირდები.
უხმოდ დავუქნიე თავი და წავედი ოთახისკენ.
მაიასთანაც მინდოდა, მაგრამ ზუკა უნდა მენახა, უკვე ცუდად ვიყავი.
ოთახს კარები არც ჰქონია, შიგნით კი ყველაფერი დამსხვრეული დამხვდა.
ზუკა სარკესთან იდგა, ჯერ ვერ შემამჩნია.
მუშტი სარკეს დაარტყა და ჩაამსხვრია. შევხტი.
დამინახა.
სახე წაეშალა.
ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა.
იმდენად ლამაზი იყო...
წარმოიდგინეთ ვარსკვლავის ტირილი, უბრალოდ წარმოიდგინეთ.
თვალებზე ხელები აიფარა და იქვე ჩაიკეცა.
-გთხოვ ნუცა.. არ მინდა აქ და ასეთს მხედავდე... - ისევ ტიროდა.
მივუახლოვდი და მასთან ჩავიმუხლე, სახეს არ მაჩვენებდა.
-შემომხედე. - ვუთხარი მტკიცედ.
-არა.. - გააქნია თავი.
-გთხოვ. დამენახე ზუკა!
ხელები მოიშორა. ნაცრისფერი თვალები ჩამუქებოდა.
-ნუ მიყურებ გთხოვ.. - თვალებში ვერ მიყურებდა.
-თვალებში შემომხედე.
შემომხედა.
-როგორ შეიძლება არ გიყურო? შენ ხომ.. ძალიან ლამაზი ხარ? - ვუთხარი.
-არ მინდა რომ დამტოვო. მე არაფერი მაქვს. ამ ქვეყანაზე შენ და დედა დამრჩით.
-ვწუხვარ... მამაშენის გამო. მე არ წავალ!
კალთაში ჩავუჯექი და თავი მხარზე ჩამოვადე. ხელები მჭიდროდ მომხვია. თითქოს ერთ არსებად ვიქეცით.
-მიყვარხარ. - ჩავჩურჩულე.
შევამჩნიე როგორ დაეძაბა სხეული, თმები ყალყზე დაუდგა და გააჟრჟოლა.
-მეც მიყვარხარ. - მითხრა და ხელებზე მაკოცა. - სალომე.. როგორაა?
-სტაბილურად.
თბილი იყო, საოცრად თბილი.
წამით ყველა პრობლემა დავივიწყე, მის კისერში გატრუნულს, მხოლოდ ზუკას სურნელი და მისი შეხება მახსოვდა. იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც სხვას ეფერებოდა და ეუბნებოდა მიყვარხარო ცუდად მხდიდა.
-მამაჩემმა მოკლა დედაჩემი. 6-ის ვიყავი. ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. მამა დააპატიმრეს. მე თავშესაფარში მიმიყვანა მაიამ. ვერ ვიტანდი იქაურობას. ყველაფერი საშინელი იყო, ბავშვებიც, აღმზრდელებიც და საჭმელიც. შემდეგ წამოვედი და დედაშენის წყალობით ვარ ახლა იქ სადაც ვარ. თავის პრობლემებს არასდროს მახვევდა თავს, სულ ჩემზე ზრუნავდა. დაჩიმ მითხრა ზუკას ვიღაც უყვარდაო... და ის სულ მიდისო. არ მინდა დამტოვო. გთხოვ, დამპირდი, რომ არასოდეს მიმატოვებ. - ჩუმად ველაპარაკებოდი და თმებზე ვეთამაშებოდი.
-ხომ. ვიღაც მიყვარდა. ნინო ერქვა. ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. ის მხოლოდ და მხოლოდ წარსულია. აწმყო და მომავალი მხოლოდ შენ ხარ. მხოლოდ შენ.
-მხოლოდ მე?
-მხოლოდ შენ!
-დავიძინოთ.
-კარგი, დავიძინოთ.
პატარა საწოლი ჰქონდა, მაგრამ დავეტიეთ. მის გულისცემას ზურგზე ვგრძნობდი, ერთ ხელს მუცელზე, მეორეს თმებზე.
მთელი სხეულით დაძაბული ვიყავი.
დაღამდა, მაგრამ ვერ ვიძინებდით, ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემასა და ხშირ სუნთქვას ვუსმენდით.
თორმეტს გადაცდა და 17-ის გავხდი. დაბადების დღე მქონდა.
-ნუცა გძინავს?
-არა.
-მე არ მაქვს ფული, არც კარგი სახლი, არც წესიერი მანქანა. შეიძლება ვერ გაგანებივრო ძვირფასი საჩუქრებით, მაგრამ გპირდები არ დაგტოვებ და ყოველთვის მთელი გულით მეყვარები, მხოლოდ შენ.
-მეტი არც არაფერია საჭირო. მხოლოდ ჩვენ.
ასე ჩაგვეძინა.
დილას რომ გავიღვიძე ზუკა საწოლში არ დამხვდა.
მისაღებ ოთახში გავედი, სადაც დივანზე მოკეცილი მაია დამხვდა.
-გამარჯობა, როგორ ხარ? - ვკითხე.
-არამიშავს. ზუკა უკვე წავიდა.
-სად?
-არ გითხრა?
-რა უნდა ეთქვა?! - ავნერვიულდი.
-დღეს დილას იტალიაში წავიდა, ბიძამისთან.
-რა? რატომ? როდის ჩამოვა?
-ნუცა ის არ ჩამოვა. ჯერ არა.
-კი მაგრამ.. რატომ?
-აქ მე ვერ ვინახავ. იქ ისწავლის, ფულს იშოვის და ჩამოვა.
-მე დამტოვა? - უკვე ცრემლები მომდიოდა.
-არა ნუცა, თავად ვერ გაბედა თქმა, მაგრამ ბილეთი გიყიდა და იქ გელოდება. ჩადი მასთან, იქ იყავი შენც. აქ ყველაფერს ეშველება.
მაიას მაგრად მოვეხვიე, დავუკოცნე ცრემლიანი ნაცრისფერი თვალები, ბილეთი ავიღე და სახლში გავექანე ბარგის ჩასალაგებლად.
მას ხომ ჯოჯოხეთშიც ჩავყვები!!
ვერ გავუბრაზდები, გუშინ მამა მოუკვდა, ვერ მოახერხა ჩემთვის თქმა, მაგრამ მელოდება.
სახლში გაგიჟებული შევვარდი და დაჩის მკვრივ მკერდს შევასკდი.
-ეი, რა გეჩქარებოდა? სად იყავი მთელი ღამე?
-სალომე როგორ არის?
-მშვენივრად გრძნობს თავს.
-ზუკასთან ვიყავი. მამა დაეღუპა. ახლა მივდივარ.
-სად?
-იტალიაში.
-ბატონო?
-ხო!
ოთახში ავედი და ბარგი ჩავალაგე. დავემშვიდობე ელზასა და სალომეს.
დაბლა დაჩი მელოდა.
-ესეიგი ზუკა ხომ?
-ხომ..
-გიყვარს არა?
-სიგიჟემდე.
-მასთან მიდიხარ?
-მასთან მივდივარ.
-სამუდამოდ?
-რათქმაუნდა.
-წადი, მაგრამ სანამ წახვალ, მინდა იცოდე რომ მეც მიყვარხარ. - შავ თვალებში ჩავხედე და ჩავეხუტე.
-ბოდიში. - ამოვისრუტუნე და უკანმოუხედავად გამოვედი გარეთ.
ცოტახანში ტელეფონზე უცხო ნომერმა დამირეკა (ეს ტელეფონი ელზამ მაჩუქა საკონტაქტოდ) და ვუპასუხე.
-ალო.
-გამარჯობა. ნუცა თქვენ ხართ?
-დიახ.. რომელი ბრძანდებით?
-მე ირაკლი ვარ. პოლიციის უფროსი. მამათქვენთან დაკავშირებით გირეკავთ.
გეფიცებით ვიგრძენი როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი. თითქოს დრო გაჩერდა, გარშემო ლაქები იდღაბნებოდა.
-რაა?!
-მას ალცჰაიმერი აქვს. ვათავისუფლებთ და უნდა წაიყვანოთ.



თავი 5
ვკანკალებ.
ვტირივარ.
სუნთქვა ისე მიჭირს, ფილტვები მეწვის.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნელ-ნელა ვიმსხვრევი.
ალბათ ვიღაცას სიმულაციაში ვყავარ გამომწყვდეული, მიწყობს სხვადასხვა რთული სახის დავალებებს და ჩემი არჩევნებით ხალისობს.
სწორედ მაშინ ხდება ცუდი, როდესაც ვფიქრობ, რომ ბედნიერი ვარ.
როგორ უნდა შევხედო დედის მკვლელ კაცს თვალებში? მოვლაზე საუბარი ზედმეტია...
გაუცნობიერებლად მივდივარ მაიასთან და ვუხსნი ყველაფერს.
ბარგს მასთან ვტოვებ და ციხისკენ მივიწევ.
მამაჩემია, ვერ მივატოვებ.
ზუკასთან ვერ ჩავალ, ყოველი შემთხვევისთვის დღეს ვერა.
არადა როგორ მინდა ახლა მეხებოდეს..
როგორ მინდა შევიგრძნო მისი ტუჩების სითბო.
ტირილით მივიკვლევ გზას და ყველაფერი მტკივა, შინაგანი ორგანოები გარეთ გამოსვლას ლამობენ.
მახსენდება ზუკას სიტყვები: “მზე ხარ მთვარის ჩრდილით დაფარული.”
შეიძლება ვიღაცამ ჯადო გამიკეთა, აღარც ვიცი რა ვიფიქრო.
როდესაც მის სახეს ვხედავ ზიზღის გრძნობა მეუფლება, ვუყურებ და ვხვდები როგორ მძულს.
ისევ ისეთია, ლურჯი თვალები, შავი თმა, რომელშიც ჭაღარა გარევია.
მახსენდება ვარდისფერი დანა, რომლითაც პურზე კარაქვს მისვამდა და რომლითაც დედა მოკლა.
-ნუციკო მა, მოხვედი? გელოდებოდი. სოფიც მოიყვანე კვერცხი შევწვი. - ლაპარაკობდა თავისთვის.
ერთი სიტყვაც არ მითქვამს.
მოვძებნე კარგი თავშესაფარი ასეთი მოხუცებისთვის და პოლიციელებს ვთხოვე იქ წაეყვანათ. თვეში ას ლარს გადაიხდიდი და მოუვლიდნენ.
მე მაიასთან დავბრუნდი. მთელი დღე ერთმანეთზე მიხუტებულები ვისხედით და ხმას არ ვიღებდით, მანამ სანამ ზუკამ არ დაურეკა სკაიპში.
-დე ნუცა რატომ არ ჩამოვიდა? - გვერდიდან ვხედავდი როგორი აღელვებული სახე ჰქონდა.
მაიამ ლეპტოპი ჩემკენ მოაცურა.
-ნუციკო? რა ხდება რატომ არ ხარ აქ? - ნელ-ნელა ტონს უწევდა.
-მაპატიე. -ამოვისლუკუნე.
-არა.. არა და არა! მტოვებ??!
-რას ამბობ.. ეგ აზრადაც არ გამივლია.
-აბა რა მოხდა?
-მამაჩემი. დამირეკეს და მითხრეს ალცჰაიმერი აქვს, წაიყვანეთო.. მე თავშესაფარში დავტოვე. აბა სად წამეყვანა? ან რატომ? იმის ღირსიც არ არის რომ თვეში ასი ლარი ვუხადო. მაგრამ მამაჩემია... მისნაირი ბოროტი ვერ გავხდებოდი და ვერ მივატოვებდი.. - ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა.
-კაი. მესმის შენი. არ იტირო გეხვეწები. მე აქ ვიმუშავებ, ფულს ვიშოვი და გეფიცები მალე გნახავ,რადაც არ უნდა დამიჯდეს! იყავი მაიასთან.
-როდის ჩამოხვალ?
-ჯერ არა. შენ იყავი მანდ.. მოუარე მამაშენს, რაც არ უნდა იყოს მაინც მამაშენია. იარე სკოლაში, არ დანებდე, იცხოვრე.
-მომენატრები!
-ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ მენატრები უკვე.. მიყვარხარ ნუცა.
-მეც მიყვარხარ ზუკა.
პირველი თვე სრული ჯოჯოხეთი იყო. ახალი სამუშაო... მამა.
დაჩისა და სალომეს ძლივს ავუხსენი ჩემი დარჩენის მიზეზი, ორივესთან უხერხულად ვიყავი.
მაიამ მუშაობა განაგრძო, ყველანაირად მეხმარებოდა. მე ზუკას ოთახში ვიყავი.
ვარსკვლავთბიჭუნას ყოველდღე ვესაუბრებოდი, თუმცა ეს რათქმაუნდა არ კმაროდა.
მთელი ღამე ვტიროდი და ბევრს არ ვჭამდი.
ერთ დღეს მის ინსტაგრამზე ფოტო ვნახე, ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, ორივე იღიმოდა.
გულში რაღაც ჩამწყდა.
იმ საღამოს რომ დარეკა ავკანკალდი. მეშინოდა მისი დაკარგვის, ის ფიქრები, რომ უკვე სხვა ჰყავდა გულს მიკლავდა.
-რა გჭირს ნუცა? ნამტირალევი რატომ ხარ?
-ვინ არის ის გოგო.
-ვინ გოგო? - სახეზე ნამდვილი გაკვირვება დაეტყო.
-ფოტო რომ დადე ინსტაგრამზე. - ისევ წამსკდა ცრემლები.
-რაზე საუბრობ? მე არაფერი დამიდია. საერთოდ ინსტაგრამიც არ მაქვს!
-აბა ეს რა არის? - ავიღე ტელეფონი და ვაჩვენე. დიდხანს აკვირდებოდა.
-რა სულელი ხარ! ვერც კი მიხვდი, რომ ფოტოშოპი იყო. თუ გახსოვს ეგ ფოტო შენ გადამიღე, პარკში. ის გოგო კიდე არც კი ვიცი ვინაა, მის ადგილას პატარა ქანდაკებასავით რაღაც იდგა და მაგაზე მეცინებოდა, შენ კი ეს ფაქტი დააფიქსირე. ალბათ ისიც არ გეხსომება, რომ რითიც ეგ ფოტოები გადაიღე დაჩის ციფრული კამერა იყო.
-ღმერთო ჩემო...
-ჰო ნუცა.. სანამ უაზროდ დაპანიკდები და გულს გამიხეთქავ, ცოტა იფიქრე. პანიკიორ ეჭვიან შეყვარებულებს ნუ დაემსგავსები. მხოლოდ შენ ხარ ჩემ ცხოვრებაში, მხოლოდ შენ! სხვა არც არავინ მინდა. ახლა ვიღაც ძალიან, ძალიან მაგარ და ლამაზ გოგოზე რომ მითხრან თუ აკოცებ მსოფლიო შენი იქნებაო, მე მას არ ვაკოცებ. იცი რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ საყვარელ ადამიანს არასოდეს ვუღალატებ და მეორე - მთელი მსოფლიო არ მჭირდება, მე მყავს ჩემი მსოფლიო და ეს შენ ხარ! მხოლოდ შენ! - საუბრისას კისერზე ძარღვები ეჭიმებოდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი,მაგრამ მაინც ეგოისტურად გამიხარდა მისი სიტყვები.
-რა სულელი ვარ ზუკა.. მაპატიე! მაპატიე! აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო. აქამდე არაფერი მითქვამს, მაგრამ ვკვდები გესმის? ვკვდები ისე მინდა შენი ნახვა, ისე მენატრები, ისე მინდა რომ ეგ ფაფუკი ტუჩები დაგიკოცნო, ისე მინდა, რომ თმებზე მოგეფერო, ჩაგეხუტო და მთლიანად შენი გავხდე, რომ ვერც კი წარმოიდგენ! ვერავის ვეხები, ვერავის ვიკარებ. ნებისმიერი ადამიანი ოდნავ თუ შემეხება პანიკებს ვრთავ. ეგ კი არა პირველი კვირა ტანსაც არ ვიბანდი, რომ შენი სურნელი არ გამქრობოდა. ვკვდები, შინაგანად დაფლეთილი ვარ. ერთი ღამე მეძინა შენთან, მაგრამ არ მავიწყდება როგორ გიცემდა გული და მე ამას ზურგზე ვგრძნობდი, ასეთი რამ არასოდეს განმიცდია. მართალია როდესაც ამბობენ სიყვარული აგიჟებსო. შენმა სიყვარულმა საბოლოოდ გამაფრენინა. ღამეს ვერ ვიძინებ, ერთ წერტილს ვაშტერდები და წარმოვიდგენ ვითომ აქვე მიწევხარ და შენი საყვარელი ღიმილით მიღიმი, ცალი ლოყა რომ გეჩხვლიტება. შენი ნაცრისფერი თვალები ყველგან მელანდება. ვგიჟდები... ვიშლები.. ნაწილებად ვიშლები! არც ჭამა მინდა შენ გარეშე, არც სუნთქვა. არაფერი! მხოლოდ შენ მინდიხარ.. - მუხლები მკერდზე მქონდა მიბჯენილი და წინ და უკან ვირწეოდი.
-ნუცა.. ჩემო პატარავ. დამშვიდდი, გთხოვ. ეს ჩვენი სიყვარულის გამო გააკეთე. ამ შენ თითოეულ სიტყვას ჩემთვის ეგოისტურად იმხელა ბედნიერება მოაქვს,მაგრამ ავადროულად ტკივილიც. მეც მენატრები, სულის შეძვრამდე. არასდროს მყოლია გოგო რომელიც ყველა ჩემი ნაკლოვანებით შემიყვარებდა. ყველა ფულზე იყო დახამებული. შენ კი... შენ რაღაც სასწაული გოგო ხარ! სხეულის ყველა ნაწილს სურს შენი ნახვა, არც კი ვიცი როგორ აღიგწერო რა ხდება ჩემ თავს...მიყვარხარ იმ სიყვარულზე მეტად, ვიდრე რომეოს უყვარდა ჯულოეტა, აბესალომს ეთერი...
-მიყვარხარ ვარსკვლავო...
პირველი ხელფასი ავიღე და მამაჩემის თავშესაფრის თანხაც დავრიცხე.
იმ დღეს სკოლაში დაჩის მივვარდი.
-შენ ვერასოდეს შეძლებ ჩვენ დაშორებას! ეს უნდა შეიგნო. ერთმანეთი გვიყვარს და ამას ვერავინ შეცვლის. შეწყვიტე უაზრო მცდელობები. ვწუხვარ დაჩი, მაგრამ არ მიყვარხარ. გეყოფა! შეგვეშვი! - მკაცრად ველაპარაკებოდი.
უეცრად ტუჩებში მაკოცა, მის სიამაყეს და ჩემ განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა, წამში მოვიშორე და სილა გავაწანი, ხუთი თითი მთელ ლოყაზე დაეტყო.
-ახლა უკვე ყველაფერთან ერთად არაკაციც ხარ!
მას გავეცალე და კლასში შევედი...
იმ დღეს დედას საფლავზე ავედი და ყველაფერი მოვუყევი. ემოციებისგან დავიცალე და გადავწყვიტე მამასთან შემევლო. უბრალოდ ვნახავ იქაურობას.
საკუთარ თავთან ვაღიარებ, რომ მინდა ვნახო და რამე ისეთი ვუთხრა რომ მასაც ეტკინოს, ისე როგორც მე მტკიოდა გასული ათი წლის განმავლობაში.
მეც წავედი.
აქ საავადამყოფოს სუნი იდგა, პატარა მაგრამ მოგრძო ფორმის ორსართულიანი სახლი იყო, აქეთ-იქით ექთნები და ფსიქოლოგები დადიოდნენ.
მამას პალატაში შევედი, ყველაფერი შავად შეეღებათ, მამა კედელთან იდგა და გაურკვეველ ფიგურებს ხატავდა კედელზე თეთრი ცარცით. უფრო გარკვევით რომ დავაკვირდი ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
ერთადგილიანი, პატარა საწოლის წინა კედელზე დედა ეხატა.
სოფი.
გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა.
უცბად მამა შემობრუნდა და ჩემ დანახვაზე ფართოდ გაიღიმა.
-სოფი როგორ ხარ სიყვარული? ნახე შენ დაგხატე! ორი კვირაა გხატავ. ხომ ლამაზია?
გამბედაობა მოვიკრიბე, საწოლზე ჩამოვჯექი და ცრემლი მოვიწმინდე.
-ლამაზია, ძალიან.
-ჩვენი გოგო ექვსი წლის გახდა და მინდა მასაც ვაჩუქო რაიმე ლამაზი.
-მაინც რა? - თვალებში ვერ ვუყურებდი.
-მინდა ჩვენი ნუციკო ზაფხულის არდადაგების საზღვარგარეთ გატარებით დავასაჩუქრო! მაგრამ რაღაც ვერ ვარ რიგზე...
-ძალიან კარგი რამ მოგიფიქრებია.
უცბად ძირს ჩაიკეცა და ხველება აუტყდა, მასთან ჩავიმუხლე.
-კარგად ხარ?
-ნუციკო...
-გისმენ.
-შენ ხარ შვილო? - ცრემლები წამოუვიდა.
-კი, მე ვარ.
-ვკვდები. მეტის ღირსი ვარ. მე უბედური! ეჰ, ახლა რაღა დროსია მონანიება. ათი წლის წინ გამოვუწერე ჩემ თავს განაჩენი.
-გახსოვს?..
-რა დამავიწყებს. ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი. სოფისნაირი ქალი მე არ მიმსახურებდა. ვაფრთხილებდი, რომ არ უნდა ვყვარებოდი...
ხველება კიდევ აუტყდა, ცოტახანში ექთანი შემოვიდა და საწოლზე დააწვინა, მამა გაითიშა. მთელი გულით ვტიროდი.
-კარგად იქნება? - ვკითხე ექთანს.
-სამწუხაროდ არა.. ის კვდება. მალე აღარ იქნება. ვწუხვარ. თქვენ დაასაფლავებთ თუ ჩვენ წავიყვანოთ?
და თითქოს ყველა მოგონებამ თვალწინ ჩამიქროლა.
დანა
მამა
დედა
სიკვდილი
ჩხუბი
სისხლი..
-მე მოვუვლი. - მტკიცედ ჩავილაპარაკე.
ასეც მოვიქეცი.



თავი 6
იტალიაში მინდოდა წასვლა, ზუკასთან, იქ მინდოდა სწავლის გაგრძელება და ქიმიის ფაკულტეტზე ჩაბარება. მაგრამ ორი პრობლემა იყო, პირველი - ენა არ ვიცოდი. ამას კიდევ ეშველებოდა, მაგრამ მეორე პრობლემა ის იყო, რომ მაიამ ვერაფრით მოახერხა ჩემი იტალიის სკოლაში გადაყვანა.
ბევრი ტირილისა და თავის გაგიჟების შემდეგ გადავწყვიტე აქ დამემთავრებინა სკოლა და ქიმიის ფაკულტეტი იტალიაში დამეწყო, მანამდე კი ენასაც ვისწავლიდი.
ზუკას მონატრება ჩემში ფესვებს დღითიდღე უფრო იდგამდა, მაფორიქებდა მასზე ფიქრი.
ქუჩაში წყვილების დანახვისას გული მეწურებოდა.
ის ცდილობდა მღელვარება ჩემთვის დაემალა, მაგრამ ვამჩნევდი მის ჩაშავებულ თვალებს, რაც უდავოდ გათენებული ღამეების ბრალი იყო, ამიტომ მეც ვცდილობდი ნაკლებად დრამატული ვყოფილიყავი.
დაჩისთან და სალომესთან კონტაქტი არ მქონდა.
გადატვირთული გრაფიკი მქონდა, დილას სკოლა, შემდეგ სამსახური და იტალიური. სახლში 11 საათზე ვბრუნდებოდი და ვმეცადინეობდი.
გადიოდა დრო და ახლოვდებოდა გამოცდები.
ატესტატი წარმატებულად ავიღე, არ შემშინებია, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი.
ყველაზე მეტად არდადეგები გამიხარდა. მე ხომ იტალიაში მივდიოდი - ზუკასთან.
დადგა ეს ნანატრი დღეც, ძალიან აღელვებული ვიყავი, იმდენად, რომ ფრენის შიში არც გამხსენებია. ისე ჩავედი იტალიაში ვერც კი გავიგე.
ვიცოდი, რომ ის გარეთ მელოდა, ნაბიჯებს ძლივს ვდგამდი.
მთელი სხეულით ვკანკალებდი.
და დავინახე.
მოვკარი თვალი მის სხეულს, მოტკეცილს ჯინსსა და მაისურს, კოჭები როგორც ყოველთვის ახლაც უჩანდა. თლილ თითებს ერთ ადგილას ვერ აჩერებდა. ნაცრისფერ თვალებს ნერვიულად აცეცებდა და ყბები უთამაშებდა.
მანაც დამინახა.
გამიღიმა.
ჩემი საყვარელი ღიმილით გამიღიმა.
ერთმანეთს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით, ბოლოს პირისპირ აღმოვჩნდით.
-ნუცა.. - ზედმეტად დაბოხებული ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი, გული გამალებით მიცემდა.
-ზუკა...
ჩემოდანს ხელი გავუშვი და ტანზე მივეკარი ტკიპასავით, ხელებს ჩემს წელზე უმისამართოთ დაატარებდა, ხანაც თმას შეეხებოდა. მეც მის ზურგს ვეფერებოდი და ვისუნთქავდი მის მამაკაცურ სურნელს.
რომ მოვშორდით ერთმანეთს ორივემ გავიღიმეთ.
მისი ტუჩებისკენ გამეპარა მზერა, ეს რომ შეამჩნია ჩაეცინა და ცხვირით ცხვირზე შემეხო. ჯერ ცხვირის წვერზე მაკოცა, შემდეგ ლოყაზე, შემდეგ საფეთქელთან, შუბლზე.
ტუჩის კუთხეშიც მაკოცა და ლამის ხელებში ჩავადნი, როდესაც ტუჩებით ტუჩებზე შემეხო, ძალიან ნაზად დამიკოცნა ბაგეები და მომშორდა.
კაი ხანი ვიდექი ასე, მთელი სხეული მიხურდა.
-ასე გაგიჟებ? - ჩამჩურჩულა ხავერდოვანი ბარიტონით.
-ნუ ხარ დამპალი! - ხელი ვკარი სიცილით.
ჩემოდანს თავად მოჰკიდა ხელი.
-წამოდი ნუციკო, სახლში წავიდეთ.
გზას ერთად გავუყევით, ხელი-ხელ ჩაკიდებულები.
სულელებივით ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და ვიცინოდით.
პატარა კერძო სახლში შემიყვანა. შიგნით მწვანე ფერი ჭარბობდა, ძალიან მომეწონა.
სასტუმრო ოთახი და სამზარეულო თანამედროვე სტილში იყო მოწყობილი.
ოთახებში ხის ავეჯი იყო.
კომფორტულად მოვეწყვე.
იმ დღეს ზუკამ ქალაქი დამათვალიერებინა, ბევრს ვიცინოდით და ვერთობოდით.
სახლში გვიან დავბრუნდით და ეგრევე დავიძინეთ, ერთად, ისევე როგორც იმ ღამეს.
ზუკასთან ყოველი დღე მრავალფეროვანი იყო. ვხვდებოდი, რომ მასზე ძვირფასი არავინ მყავდა და მასზე ძლიერ არავის ვუყვარდი. არდადეგებზე ერთად ვმუშაობდით.
სხვადასხვა ოთახში გვეძინა, რადგან ასე ვთვლიდით საჭიროდ. ეს ხომ წრფელი სიყვარულია, ზუკა ძალიან მიფრთხილდება.
ერთ საღამოს გასეირნება გადავწყვიტეთ. რომის ქუჩებს მივუყვებოდით, როდესაც ერთმა კაცმა რაღაც მომაძახა, რაც ზუკას არ ესიამოვნა.
-კაი დაწყნარდი, წავიდეთ. - დავამშვიდე.
მაგრამ მეორედაც რომ მოგვაძახეს : “ეგ გოგო გვათხოვე ცოტახნითო” აი ეგ ვეღარ მოითმინა და ორი კაცისკენ გაექანა.
მუშტებს იქნევდა.
-ზუკა შეეშვი, წავიდეთ!
დავინახე როგორ დაარტყეს დანა, რომელიც მუცლისკენ იყო გათვლილი, მაგრამ ზუკა გამოვწიე და მხოლოდ მხარში მოხვდა.
ავაყენე და წამოვიყვანე.
ხელი გავუშვი, როდესაც დავრწმუნდი, რომ სიარული შეეძლო და ავტირდი.
ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ უკან დავიხიე.
-შემეშვი.
-ნუცა.. მე არ მინდოდა..
-დაგჭრეს! შენ დაგჭრეს!
-სერიოზული არაფერია, ნაკაწრია. მაპატიე.
-ხმა არ გავიგო შენი!
სახლამდე უხმოდ მივედით.
გამოვიტანე სპირტი, ბამბა და ბინტი.
ზუკა დივანზე დაჯდა.
-მაისური გაიხადე. - ვუთხარი.
-რაა? - წამით გაოცდა. - აა, ხო.
მაისური გადაიძრო. ბამბაზე სპირტი დავასხი და ზუკას რომ შევხედე გავშეშდი.
პირველად ვხედავდი მის პრესს, საერთოდ პირველად ვხედავდი ნახევრად შიშველ მამაკაცს.
თვალს ვერ ვაცილებდი “კუბიკების” მოყვანილობას.
გონს მოვეგე და ჭრილობა ხელის კანკალით დავუმუშავე.
ბინტითაც შევუხვიე.
ის-ის იყო მაისური უნდა გადაეცვა, რომ მოულოდნელად შევაჩერე:
-არა!
-რა იყო?
-არ ჩაიცვა!
გაუკვირდა, მაგრამ მაისური მაინც მოისროლა.
ხელი მისი მკერდისკენ წავიღე, ნაცრისფერ თვალებში შევხედე და ვკითხე:
-შეიძლება?
თავი დამიქნია.
თითები მკერდზე მივადე და მთელ სიგრძეზე ჩამოვაყოლე, პრესზე ვასრიალებდი უმისამართოთ, თითქოს რაღაც ახალს ვსწავლობდი.
ზუკას ხელები მოემუშტა და ძარღვები დაბერვოდა.
კალთაში ჩავუჯექი და ვაკოცე.
გაშმაგებით მიკოცნიდა ხან ზედა, ხანაც ქვედა ტუჩს, მაისურის ქვეშ შემიცურა ხელები და თითქოს ახლაღა მივხვდით, რომ შორს შევტოპეთ. ავდექი და სულ გავწითლდი.
ზუკამ გაიცინა.
-წამო დავიძინოთ - მითხრა.
ასეც მოვიქეცით.
ასე გავიდა რამდენიმე კვირა.
ერთ დღეს კი წერილი მოგვივიდა:
“ზუკას და ნუცას.
სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდით. მაია ცუდადაა.
სალომე.”
წაკითხვისთანავე ბილეთები ვიყიდეთ და გამოვფრინდით. ზუკა ძალიან ნერვიულობდა, ზედაც არ მიყურებდა.
მეც ვნერვიულობდი. ბოლო-ბოლო მაია დედად მიმაჩნდა.
ჩუმად ვტიროდი, ზუკას უყურადღებობა გულს მიკლავდა.
თბილისში ჩასვლისთანავე სალომეს დავურეკეთ და საავადმყოფოში წავედით.
მაიას პალატაში ეძინა.
-მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს. რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა, მის გვერდზე იყავით.
უდიდესი ტკივილი ვიგრძენი. ზუკა ჩუმად იყო, ნაცრისფერი თვალები ჩამუქებოდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
მე მოთქმით ვტიროდი ჩემ წყეულ ცხოვრებას.
არ მეღირსა ამოსუნთქვა!
მაიას სიკვდილს ვერ გავუძლებდი.
სამი დღე გაგრძელდა მისი სიცოცხლე. ამ დროის განმავლობაში ზუკა ერთხელაც არ დამლაპარაკებია, არ შემხებია.
მთელი გულით მტკიოდა უუნარობა. მას ვერ ვამშვიდებდი. საავადმყოფოდან არ გადიოდა, არ სვამდა და არ ჭამდა.
სიკვდილის დრო რომ გამოაცხადეს არც მაშინ უტირია.
უხმოდ დატოვა იქაურობა და წავიდა.
ღმერთმა იცის სად.
ჩემთან დაჩი მოვიდა.
-გამარჯობა. - მომესალმა.
-გამარჯობა.
-როგორ ხარ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ.
-ვწუხვარ.
-მეც.
-ზუკა სად არის?
-არ ვიცი...
-ჩვენ ბორცვზე იქნება. წადი, სკოლის უკანაა.
-მადლობა.
წავედი.
ის მართლაც იქ იყო. ერთ ხელში ლუდის ქილა ეჭირა, მეორეში მოკიდებული სიგარეტი, ხველებით იხრჩობოდა. ხმამაღლა შეიგინა და სიგარეტი ჩააქრო და გადააგდო.
მოულოდნელად შემობრუნდა და ლუდის ქილაც გამოისროლა, რა იცოდა მე რომ ვიდექი იქ, გვერდზე გავიწიე და ამცდა, მაგრამ ერთი ნატეხი მაინც შემერჭო ფეხში.
სახეზე ერთდროულად ათასგვარი ემოცია გამოესახა. დაიყვირა და მოწყვეტით დაეშვა მიწაზე. მასთან მივედი.
-ახლა არა ნუცა..
-ვწუხვარ.
-...
-მაია მეც მიყვარდა და მეც დედად მიმაჩნდა. მეც მტკივა. შენ ამ ტკივილს აძლიერებ..რატომ არ მელაპარაკები?
-მეშინია. ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი კვდება.. უნდა წავიდე!
-სად?
-უნდა წავიდე. - გაიმეორა, ადგა და წავიდა.
დამტოვა მწვანე ბორცვზე მარტო...




თავი 7
იმ დღესვე წავედი მაიას სახლში, ბარგი იქ მქონდა დატოვებული და უნდა წამომეღო.
არ ვიცოდი რა იქნებოდა აწი ჩემსა და ზუკას შორის...
კარები ღია იყო, ზუკას ოთახში შევედი.
თავადაც აქ იყო, საწოლზე იწვა და ტიროდა.
როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და დამემშვიდებინა, მაგრამ ბევრჯვერ მკრა ხელი და საკუთარმა თავმოყვარეობამ არ მომცა ამის საშუალება.
ნაცრისფერი თვალებით შემომხედა და ნერვიულად გადაიტარა ხელები თავზე.
-უბრალოდ ბარგს ავიღებ და წავალ.
ყველაზე მეტად იმან მატკინა გული, რომ წასვლის საშუალება მომცა, არაფერი უთქვამს და არც გამომკიდებია.
ელზას სახლისკენ ავიღე გეზი.
გზაში ჩემ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და თავში სხვა მრავალ კითხვასთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაწუხებდა.
რატომ მე?
დედას სიკვდილი, თავშესაფარი, ზუკა, დაჩი, სალომე, ავთოს გამოჩენა (ელზას მოღალატე ქმარი), ზუკას მამა, მაია და ბოლოს გულგატეხილი მე...
ნაცნობი სახლის კარები სალომემ გააღო. დავაკვირდი, ისევ ხასხასა ფერებში იყო და ორი ნაწნავი გაეკეთებინა.
-შეიძლება? - ვთქვი და ტირილი ამივარდა.
-ჩემი საწყალი ნუციკო! მოდი.. მოდი.
სახლში შევედი და სალომემ გულში ჩამიკრა, დიდხანს ვტიროდი და ისიც მაძლევდა გულის მოფხანვის საშუალებას.
-სასწაული ბავშვი ხარ სალომე, მადლობა!
ჩემ ძველ ოთახში დავბინავდი.
საჭმელი გავაკეთე, საღამოს სახლში ელზა და დაჩი შემოვიდნენ. დეჟა ვუ მქონდა.
არცერთს გაკვირვებია ჩემი აქ ყოფნა, გულთბილად მომესალმნენ.
ვჭამე და ოთახში ავედი. სარკეში დავაკვირდი ჩემ თავს, ადამიან აღარ ვგავდი. ნამტირალევი სახე, ჩაწითლებული მწვანე თვალები, აწეწილი თმა და მიმხმარი სიახლი კოჭთან ახლოს.
შხაპი მივიღე და დაძინება ვცადე. წამითაც არ მომიხუჭავს თვალები.
მაია მენატრებოდა, ზუკაც მენატრებოდა...
იტალიაში აღარ წავალ, ალბათ აქ დავრჩები.
მაიას დასაფლავება ყველაზე ძნელი იყო ჩემთვის, გულით დავტიროდი მის უსიცოცხლო სხეულს. ამ ბოლო დროს ბევრჯერ ვნახე მიცვალებული.
ზუკასკენ მზერა მაინც მეპარებოდა, რომელიც უსიცოცხლოდ იჯდა სკამზე.
სანამ დაჩის მანქანაში ჩავჯდებოდი და სახლისკენ წავიდოდით, ზუკამ გამაჩერა.
-ნუცა.
-რა? - თვალებში ვერ ვუყურებდი.
-მე მივდივარ. უნდა.. უნდა დავისვენო ყველაფრისგან. დედა და მამა ძალიან მიყვარდნენ.. არ მინდა მიყურო ასეთს, განადგურებულს. მე არაფერი მაქვს, უნდა წავიდე. მაპატიე. მიყვარხარ ნუცა ხომ იცი ეს? მხოლოდ შენ მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად. დავბრუნდები. დამელოდე გთხოვ!
ხმას ვერ ვიღებდი. ზუკამ თავი ამაწევინა და მაიძულებინა მისთვის თვალებში შემეხედა. ვაკოცე. დიდ ხანს ვკოცნიდი.
-მეც მიყვარხარ. დაგელოდები. - ესღა ვუთხარი და მანქნაში ჩავჯექი.
გულს მიკლავდა იმაზე ფიქრი, რომ ის მტოვებდა. დაველოდები, რათქმაუნდა დაველოდები ის ხომ ჩემი ვარსკვლავთბიჭუნაა, მაგრამ უკვე მენატრება...
ქიმიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე წარმატებით და სწავლაც დავიწყე, ამასობაში ცრემლებით სავსე ერთი წელი გავიდა.. ზუკას გარეშე.
სიკვდილამდე მენატრებოდა. მის შემდეგ არავინ მყოლია. მას შევპირდი, რომ დაველოდებოდი და ასეც ვიქცევი. წამი არ გადის მასზე ფიქრის გარეშე.
მე და სალომე საუკეთესო მეგობრები ვართ, დაჩისთანაც დამილაგდა ურთიერთობა. მათი ოჯახის წევრად ვიქეცი.
ცხოვრებაში რაღაც ცვლილება მინდოდა შემეტანა და ასეც მოვიქეცი.ჩემი გრძელი თაფლისფერი
თმები კარედ შევიჭერი და შავად შევიღებე. საკუთარ თავს არ ვგავდი და ეს მომწონდა.
ბოქსზე დავიწყე სიარული, მინდოდა ჩხუბი და თავის დაცვა მესწავლა. იმაზე “მამაკაცური” გოგო გავხდი, ვიდრე წარმომედგინა.
ბევრს აღარ ვტიროდი, ზუკას ფოტოებსაც არ ვნახულობდი და ვცდილობდი აღარც მეფიქრა მასზე.
ყოველთვის ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ვიყავი.
ბოქსის მასწავლებელს ალექსი ერქვა, ჩემზე ორი თავით მაღალი და დაკუნთული ბიჭი იყო, ასე 20-22 წლის. ქერა თმები ჰქონდა და ყავისფერი თვალები. საკმაოდ სიმპატიურიც იყო.
მაგრამ ზუკა ლამაზია.
არ ვიცი ახლა ის სად არის, მაგრამ ვგრძნობ რომ უვნებელია.
-რაზე ჩაფიქრდი? - მკითხა ალექსიმ.
-ბოდიში, ყურადღება გამეფანტა. რაზე გავჩერდით?
-უკნიდან თავდასხმის შემთხვევაში თავის დაცვაზე. ეს უნდა იგრძნო. რომ მოგიახლოვდება ჯერ მოულოდნელად ამოარტყავ ფეხს, სანამ გონზე მოვა შემობრუნდები და გათიშავ.
პრაქტიკაც გავიარეთ.
ალექსს სხეულის უმეტესი ნაწილი ტატუირებული ჰქონდა.
-ყველა ტატუს თავისი ისტორია აქვს. - მითხრა როდესაც დაინახა როგორ ვათვალიერებდი.
-მომიყევი თუ საიდუმლო არაა.
-ეს - ალექსიმ თითი ლავიწთან ამოსვირინგებულ თარიღზე მიიდო “15.02.2004” - მამაჩემის გარდაცვალების თარიღია, ძალიან მიყვარდა, მან შემასწავლა ბოქსის ხელოვნება. ეს - ახლა თითი ფერდზე დაიდო, სადაც ასახული იყო თუ როგორ ხლიჩავდა ნაზი ხელები გულს შუაზე - პირველი იმედგაცრუების შედეგია და ასევე იმის, რომ აწი ადვილად არავის ვენდო. აი ესენი - უკან მიყრიალდა და ზურგი დამანახა, რომელიც მთლიანად დაეფარა ლამაზი ფრთებით - ჩემი ძლიერების სიმბოლოა. ფეხებზე კი ბოქსის ხელთათმანები მაქვს გამოსახული.
-ღმერთო ჩემო, შთამბეჭდავია!
-გინდა შენც ტატუ? გაგიკეთებ. კარგად ვაკეთებ მერწმუნე, საკუთარო სალონი მაქვს.
-მე? ამაზე არასდროს მიფიქრია...
-რაიმე გაბრკოლებს?
-არც არაფერი. კარგი. გავიკეთებ რამეს.
ალექსიმ ტატუ სალონში წამიყვანა.
-აბა რა დაგახატო და სად?
-დავფიქრდები. არ მინდა ვინანო.
-აი ალბომი და დაათვალიერე.
ალბომი სავსე იყო სხვადასხვა ტატუს ფოტოებით, ზოგი ზემდეტად დიდი იყო, ზოგიც არ მომეწონა.
ბოლოს არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გავაკეთე და ალექსს ვუთხარი ლავიწის ძვალთან დაეხატა.
რამდენჯერმე წამოვიკივლე სიმწრისგან, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე მივხვდი - ღირდა.
ვარსკვლავი, მთვარე და მზე დავიხატე, გვერდიგვერდ, პატარები. ძალიან მომეწონა.
ვარსკვლავი ზუკას გამახსენებდა, ხოლო მზე და მთვარე ჩემი სიმბოლოები იყო.
“მზე ხარ მთვარის ჩრდილით დაფარული”.
-ძალიან კარგია. - ცრემლებით ამევსო თვალები.
-ხომ კარგად ხარ? - მკითხა ალექსიმ.
-კი, კი. დიდი მადლობა. - ფული დავუტოვე დიდი “ჯიკაობის” შემდეგ და სახლში წამოვედი.
ყველას მოეწონა ჩემი ტატუ, მაგრამ მნიშვნელობა არავისთვის ამიხსნია.
რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტატუ გავიკეთე, ხერხემლის ჩაყოლებაზე. მზის სისტემის პლანეტები, ფერადად.
ძალიან მომწონდა ჩემი ზურგი, ასე რომ ძირითადად ზურგამოჭრილ მაისურებს ვიცვამდი.
ინსტიტუტიც მომწონდა, იქაურობა ჩემ მეორე სახლად იქცა, საათობით ვიჯექი ბიბლიოთეკაში და წიგნს ვკითხულობდი. ერთი მეგობარიც გავიჩინე - ანი.
ის ძალიან მხიარული გოგონა იყო, სალომესნაირი. ჟღალი თმა ჰქონდა და ძალიან ჰგავდა დისნეის პერსონაჟს - მამაცს.
ორი წლის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანად ვიქეცი, შემეძლო ნებისმიერი გადამეტეხა ძვლებში და თან ორგანული ქიმიის ყველა ნაერთი წამში ჩამომეთვალა. ვცდილობდი ზუკა აღარც გამხსენებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მისი სიყვარული ერთი წვეთითაც არ გამნელებია.
ზაფხულის გატარებას ანის სოფელში ვაპირებდი, სადაც ჩემ გარდა მისი ძმა და ძმის მეგობარი იქნებოდნენ.
ანის ძმას ლაზარე ერქვა, ხოლო მის ძმაკაცს დათო.
ორივე კარგი ბიჭები იყვნენ. ლაზარეს წითური თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. დათოს შავი თმა და შავი თვალები.
პირველივე წამიდან მივხვდი იმას, რომ ანის დათოს მიმართ გრძნობები ჰქონდა და არც ის იყო მის მიმართ გულგრილი.
სვანეთში წავედით.
აქაურობა ძალიან ლამაზი და მომნუსხველი იყო. სიმწვანე, მაღალი კოშკები და მთები. მზე ანათებდა, მაგრამ მაინც ციოდა.
-აბა გოგოებო რა გავაკეთოთ? - იკითხა ლაზარემ.
-ძალიან დაღლილები ვართ. დღეს ჯობია სახლში ვიყოთ.დათვალიერება ხვალიდან დავიწყოთ! - განაცხადა ანიმ და მეც თავის დაკვრით დავეთანხმე.
-მაშინ რამე ვითამაშოთ! - თქვა დათომ.
-ჰმმ მე არასდროს-ზე რას იტყვით? - წამოვაყენე აზრი.
-აგვიხსენი.
-ყველას გვაქვს ათი თითი. ერთმა უნდა თქვას რაიმე პირობა, მაგალითად : მე არასდროს მიჭამია სუში. თუ გიჭამია მაშინ თითს ჩამოწევ, თუ არა - არა. ვინც პირველი მოხრის ყველა თითს ის წააგებს!
-მაშ დავიწყოთ!
დავიწყეთ თამაში. პირველად მე ვთქვი:
-მე არასდროს მომიწევია სიგარეტი.
მე თითი არ ჩამიწევია, დანარჩენმა სამმა კი ჩაწია.
-შენ როდის მოწიე? - ერთდროულად იკითხეს ლაზარემ და დათომ,რაზეც გამეცინა.
-მე არასდროს დავმთვრალვარ. - დააიგნორა ბიჭების რეაქცია ანიმ.
მე ისევ არ ჩამიწევია თითი , ხოლო მათ ისევ ჩაწიეს.
-სერიოზულად? არასოდეს დაგილევია? - გაუკვირდა ლაზარეს.
-ხო, რა იყო?
-ერთ დღეს აუცილებლად დაგათრობთ!
-მე არასდროს მყვარებია. - თქვა დათომ.
დაუფიქრებლად ჩავწიე თითი და ლავიწის ძვალზე გადავიტარე თითი, ვარსკვლავი მოვხაზე.
ანიმ და დათომ ერთმანეთს შეხედეს, გაწითლდნენ და თითები ჩაწიეს. ლაზარეს თითი არ დაუწევია.
-მე არასდროს მიკოცნია ვინმესთვის ტუჩებში. - თქვა ლაზარემ.
ამჟამად ანის გარდა ყველამ დავწიეთ თითები.
-ღმერთო ანი! არავისთვის გიკოცნია? - საყვედურნარევი მზერით გავხედე.
-ხო, ასე გამოდის...
თამაში ხალისიანად მიდიოდა. ერთი თითიღა დამრჩა, როდესაც ლაზარემ თქვა:
-მე არასდროს გამიკეთებია ტატუ.
როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მე მქონდა.
-გვანახე რა! - დაინტერესდა ლაზარე.
ანის ნანახი ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელობები არც მან იცოდა.
ჯემპრის საყელო ჩამოვიწიე და ლავიწთან დამშვენებული მზე, მთვარე და ვარსკვლავი დავანახე მეგობრებს.
-ძალიან ლამაზია!
-ერთი კიდევ მაქვს,მაგრამ ახლა ვერ განახებთ, ზურგზეა. მზის სისტემის პლანეტებია.
-გასაოცარი გოგო ხარ. - ჩაილაოარაკა ლაზარემ.
-მადლობა. - დავიმორცხვე.
-კარგი. გვეყო თამაში. ახლა დალევის დროა! - თქვა გამხიარულებულმა დათომ.
ბიჭებმა ლუდები ამოიტანეს, სასმუსნავებთან ერთად.
პირველმა ყლუპმა ყელი ჩამიწვა, შემდეგ ნელ-ნელა უფრო და უფრო მსიამოვნებდა ეს გემო.
ბოლოს რაც მახსოვს ის იყო, რომ გარეთ გავედით და ტატუს სალონისკენ წავედით, რომელიც სოფელთან ახლოს ჰქონდა გახსნილი ლაზარეს მეგობარს.
მეორე დილას უსიამოვნო შეგრძნებამ გამაღვიძა. სხეული მეწვოდა.
თავი მისკდებოდა.
უდაოდ ნაბახუსევის ბრალია.
სააბაზანოში შევედი საბანაოდ და ტანზე გავიხადე.
სარკეში, რომ ჩავიხედე გაოცებისგან წამოვიკივლე.
-ეს რა ჯანდაბაა?!
მკერდზე, შუაში ახალი ტატუ მქონდა, ეს მეწვოდა თურმე!
კარგად დავაკვიდი.
ლამაზი ხაზები უცნაურ ორნამენტებს ქმნიდა. ყელთან ახლოს დედაჩემის სახელი მეწერა.
“სოფი”.




თავი 8
არადა გადაწყვეტილი მქონდა, რომ მეტ ტატუს არ გავიკეთებდი. ახლა კი ის გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში აღარ დავთვრები! ტატუ მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო, მაგრამ არ მიყვარდა სხეულის გადაჭრელება.
შხაპის შემდეგ ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში გავედი, ბავშვებს უკვე ეღვიძათ.
-დილამშვიდობისა! - მივესალმე ყველას.
-გუშინ თავი გაიგიჟე ტატუ უნდა გავიკეთოო, ვერაფრით შეგაჩერეთ. - თქვა ანიმ.
-ვერც შემაჩერებდით, ხისთავიანი ვარ. - ჩავიცინე. - კიდევ რამე ხომ არ გავაკეთე? ან ვთქვი?
-ჰმმ.. მთელი საღამო გაიძახოდი ზუკა, ზუკაო... მაინც ვინ არის ეს ზუკა? - იკითხა ჩაფიქრებულმა ლაზარემ. - ან რას ნიშნავს შენი ტატუები?
-რამეს უნდა ნიშნავდეს? - მხრები ავიჩეჩე და ზუკაზე კითხვა დავაიგნორე.
-ტატუს ტყუილუბრალოდ არავინ იკეთებს. ჩემი აზრით შენ ტატუებს რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ვიღაც ზუკასთან. - ისე ლაპარაკობდა ლაზარე, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს ხსნიდა.
-ეს არავის საქმეა! - განვაცხადე მკაცრად და სახლიდან გავედი.
აქვე ახლოს მდინარე იყო და იქით წავედი.
არ ვიტირებ! უკვე 2 თვეა არ მიტირია, აღარ მინდა ვიტანჯო.
ზუკა წარსულია..
არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ... მომიწევს. მან დამტოვა. აღარ დაბრუნდება.
მე კი მიყვარს.
მის მერე არავისთვის მიკოცნია. ვეღარ ვსუნთქავ ისე მინდა მის ნაცრისფერ თვალებში ჩახედვა და ყველაფრის ახსნის მოთხოვნა.
მოულოდნელად მხარზე ვიღაც მადებს ხელს და ვკრთები, გამომუშავებული რეფლექსების წყალობით, სწრაფი მოძრაობით ხელს ვუჭერ, ვუტრიალებ და მუცელში წიხლს ვაზელ. მდინარეში ვარდება.
საბრძოლო პოზაში ვდგავარ და ახლაღა ვხვდები, რომ „თავდამსხმელი“ სინამდვილეში ლაზარეა. ვმშვიდდები.
-ბოდიში, სხვა მეგონა. არ მინდოდა ჩამერტყა და მდინარეში ჩამეგდე..
-ასე ჩხუბი სად ისწავლე? - მკითხა ჯერ კიდევ სახედამანჭულმა.
-ბოქსზე დავდივარ. - ხელს ვუწოდებ, რომ ამოვიყვანო.
უეცრად ხელს მიქაჩავს და მეც წყალში ვვარდები.
-საზიზღარო! - შევყვირე და წყალი შევასხი.
წუწაობა დავიწყეთ და ბევრიც ვიცინეთ. სანამ წყლიდან ამოვიდოდით გავიგე როგორ ჩაილაპარაკა ბიჭმა:
-ერთ დღეს აუცილებლად გავიგებ შენ ისტორიას.
ნიშნისმოგებით გავუღიმე და სახლში შევედი. ცხელი შხაპი ძალიან მესიამოვნა. ვარდისფერი ტოპიკი, ამავე ფერის მაღალწელიანი შარვალი და კედები ჩავიცვი, უკვე გრძელი, შავი თმა გავიშალე და კეპი დავიხურე.
მთელი დღე დავდიოდით და ვათვალიერებდით სვანეთის ღირშესანიშნაობებს, ვერთობოდით.
ზუკას წასვლის შემდეგ პირველი დღეა, როდესაც გულწრფელად გავიღიმე და გავერთე.
ამის გამო სულ არ ვწუხვარ! წყეული ორი წელი გავიდა. შინაგანად ადამიანს აღარ ვგავარ. დამპირდა რომ დაბრუნდებოდა!!
საღამოს 9 საათზე დავბრუნდით სახლში, დაქანცულები და მშივრები. პიცა გავაკეთეთ და ვჭამეთ, თან ვლაპარაკობდით.
შემდეგ ჩემ ოთახში შევედი და დავწექი. წამებში ჩამეძინა.
კოშმარებმა ზუკას შესახებ რათქმაუნდა არ დამანება თავი.
შუაღამისას გავიღვიძე და წყლის დასალევად ჩავედი სამზარეულოში. შემდეგ აივანზე გავედი, სადაც ლაზარე იყო. მთვარის შუქი ლამაზად ეცემოდა მის წითელ ხუჭუჭა თმას, ამ სიბნელეში წითლად ანათებდა. ზურგით იდგა და ცას გაჰყურებდა. გვერდით მივუდექი.
-ვერც შენ იძინებ? - მკითხა ბოხი ხმით.
-ვერა..
-რა გაწუხებს?
-კოშმარები. იცი, ხანდახან ვფიქრობ რა მოხდებოდა ამ სამყაროზე ბოროტება რომ არ არსებობდეს, არ არსებობდეს. გართულებები, პრობლემები და ტყუილები, უაზრო იმედები რომ არ არსებობდეს. ვფიქრობ კარგი იქნებოდა..
-არ იქნებოდა კარგი.
გაკვირვებულმა შევხედე.
-კარგად დაფიქრდი. წარმოიდგინე რაც თქვი. ეს ყველაფერი სისულელე იქნებოდა, მოსაწყენი. ვფიქრობ აუცილებელია ყველა ადამიანმა გამოსცადოს საკუთარ თავზე სიღარიბე, იმედგაცრუება და სიბოროტე. ადამიანი ასე ვითარდება, ის თავის შეცდომებზე სწავლობს.
-ჰო.. არის შენ ნათქვამში რაღაც მართალი.
ორივე გავჩუმდით. ისეთი სიჩუმე იყო, რომ ერთმანეთის სუნთქვა და გულისცემა გვესმოდა. სიჩუმე ლაზარემ დაარღვია.
-რატომ.. რატომ ხარ ასეთი იდუმალი?
-არ ვიცი, უბრალოდ ასეთი ვარ..
-შეყვარებული გყავს? - მკითხა მოულოდნელად.
-მყავდა.. ახლა არც კი ვიცი ჩემ თავს რა ხდება.
-ახლაც გიყვარს?
-ლაზარე.. მე ის არ მხოლოდ ახლა მიყვარს, არამედ ყოველთვის მეყვარება! ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არაფერში არასდროს.
ლაზარემ ამოიხვნეშა, თითქოს გული დაწყდაო. თავისკენ მიმაბრუნა და ტუჩებზე გიჟივით დამაცხრა.
თავიდან გამოუცდელიდავით დავიბენი, შემდეგ კოცნაში ავყევი, თმებში შევუცურე ხელები, თავად ჰაერში ამწია და რამდენიმე წამში აივნის მოაჯირზე ვიჯექი და ვნებიანად ვკოცნიდი ლაზარეს.
გამახსენდა ზუკას კოცნა და ის ღამე იტალიაში, ლამის საკუთარი თავი რომ დავკარგე.
ალბათ ხუთ წუთზე მეტხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. ბოლოს რომ შევჩერდით, შუბლი შუბლზე მომადო და მკითხა:
-მაშინ რატომ ამყევი?
-იმიტომ, რომ ის არ დაბრუნდება. - მტკიცედ ვთქვი და თითქოს ამით თავი ვიმართლე.
არადა ნამდვილად მესიამოვნა ეს კოცნა.
არ შეედრებოდა ზუკას ერთი ხელის შეხებით გამოწვეულ ჟრუანტელს, მაგრამ იყო ლაზარეში რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა.
-წავალ, დავიძინებ. - ჩავილაპარაკე და მოაჯირიდან ჩამოვხტი.
დიდხანს ვწრიალებდი ლოგინში საკუთარ თავზე გაბრაზებული. ბოლოს როგორც იქნა გამთენიისას ჩამეძინა.
არ მინდოდა გარეთ გასვლა, მაგრამ თავად ლაზარემ ამომაკითხა ოთახში.
-დათო და ანი პაემანზე წავიდნენ.
-რაა?! - გამეცინა. - ვიცოდი!!
-ძლივს მოაბა თავი დათომ რომ დაეპატიჟებინა.
-შენ წინააღმდეგი არ ხარ?
-არა. უყვართ ერთმანეთი, მხოლოდ ესაა საკმარისი. დათო კაი ბიჭია, ვენდობი.
-ხო, კარგია. დაბლა ჩადი, ჩავიცვამ და ჩამოვალ.
-ვიქნები. - ეშმაკურად გაიღიმა ლაზარემ.
-ლაზარე!!
-ხო, კაი! მივდივარ.
სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი. ვჭამეთ. ხმას არცერთი ვიღებდით.
-რას იზავ თუ დაბრუნდება? - მკითხა როდესაც ჭურჭლის რეცხვას შევუდექი.
-ვიზე ამბობ? - თავი გავისულელე.
-ზუკაზე.
-მე არ მითქვამს, რომ მას ზუკა ერქვა...
-ძნელი მისახვედრი არ იყო.
-არ ვიცი რას ვიზავ. შეიძლება მოვკლა.
ლაზარეს გაეცინა.
-არ გაგიჭირდება.
-ჰო, ნამდვილად მოვკლავ. მერე თავსაც მოვიკლავ და ორივე ჯოჯოხეთში მოვხვდებით.
-მაინც არ მეტყვი რა გაგიკეთა ასეთი?
-ორი წლის წინ წავიდა. მიმატოვა. არ ვიცი სადაა. უბრალოდ წავიდა და მითხრა დავბრუნდებიო. მეც შევპირდი, რომ დაველოდებოდი.
-და რატომ არ ელოდები?
-ვინ გითხრა რომ არ ველოდები? - წარბის აწევით შევხედე.
-გუშინ ვინ მკოცნიდა ძალიან მაინტერესებს! - ღიმილით მომიახლოვდა ლაზარე. მეც გამეღიმა.
-ჰო ეგ მგონი მე ვიყავი.
ლაზარემ მაკოცა, მეც არ დავაყოვნე და კისერზე შემოვხვიე ხელები.
-ახლა გამოდის რომ ჩემი შეყვარებული ხარ? - სულელივით იღიმოდა.
-არაფერს გპირდები.
ერთი კვირა გავატარეთ სვანეთში. დასვენება ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ქიმია გვიცდიდა.
ამ ერთ კვირაში მე და ლაზარე დავვახლოვდით. არ მიყვარდა, უბრალოდ მომწონდა. თვითონაც მოვწონდი და გაფრთხილებული მყავდა, რომ სერიოზული გრძნობები არ გასჩენოდა.
ერთ დღეს, როდესაც მე და ლაზარე ხელიხელჩაკიდებულები გამოვედით ინსტიტუტიდან და ბოლო ხმაზე ვიცინოდით, რადგან ლაბორატორია ლამის ავაფეთქეთ, ჩემი ყურადღება ადამიანის ფიგურამ მიიქცია.
ზურგით იდგა.
მაღალი და გამხდარი იყო. მოტკეცილი ჯინსი ეცვა და კოჭები უჩანდა.
შემობრუნდა და ღიმილი სახეზე შემახმა.
ზუკა ამ ორ წელში უფრო გამაღლებულა და სახის ნაკვთები გამკაცრებოდა. იმაზე მამაკაცური, მიმზიდველი და სიმპატიური იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, ლოყა საყვარლად დაეჩხვლიტა. შემდეგ ლაზარე შეამჩნია და სახე წამში გაუქვავდა და დაუსერიოზულდა. ბრაზისაგან ყელზე ვენები დაებერა.
წამით ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და სული შემეხუთა, მისი ნაცრისფერი თვალები...
ოჰ ღმერთო! მაინც.. რა ლამაზია!
ლავიწის ძვალზე გამოსახულ ვარსკვლავზე სწრაფად გადავიტარე ხელი.
მზერა მოვარიდე და ლაზარეს, რომ არაფერი შეემჩნია ძლივს გავიღიმე.
ინსტიტუტს რომ გავცდით, ლაზარემ მაკოცა და დამემშვიდობა, სახლში წავიდა.
მეც სახლისკენ ავიღე გეზი.
ვგრძნობი, რომ მომყვებოდა. ამას ვგრძნობდი. მთელი სხეულით ვცახცახებდი და ამაოდ ვცდილობდი ცრემლები შემეჩერებინა.
ძლივს პირშეკრული ჭრილობები ერთიანად გადამეხსნა და სხეულში ბრაზის ვულკანმა ამოხეთქა.
ვბრაზობდი ზუკაზე.
მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ ამდენი ხნის შემდეგაც იქონია ჩემზე გავლენა მისმა გამოჩენამ.
შემდეგ მკლავში ხელი ჩამჭიდა და მისკენ მიმაბრუნა.
განრისხებული იყო, მაგრამ ამავდროულად ისეთი სიყვარულით სავსე მზერით მიყურებდა...
ხმას ვერ ვიღებდი. ცრემლები გაუჩერებლივ მდიოდა. უხმოდ ვტიროდი.
-ნუცა.. - ამოიოხრა. - დავბრუნდი.
-ორი წელი....
-მაგრამ მე დავბრუნდი! დაგპირდი და დავბრუნდი! შენც დამპირდი, მაგრამ არ დამელოდე.
-ორი წელი! მე მეგონა ყველაზე ბევრი1 წელში დაბრუნდებოდი! დღე და ღამ გელოდი და ვტიროდი! გაუჩერებლივ მტკიოდა! რა გგონია ახლა არ მტკივა?! სულ მტკიოდა. რა გგონია არ გელოდე? იცი რამდენი ხანი გელოდე? 2 წელი ზუკა, ორი წელი! და გგონია დაგივიწყე? არა! ვერა! არაკაცი ხარ! მიმატოვე!
-ვინ იყო ის ბიჭი?!
-ღმერთო! რა დროს ის ბიჭია?! გგონია არ გელოდე? - გავუმეორე და სიმწრით გამეცინა. - შენ გამო.. სწორედ შენ გამო შევიცვალე ვარცხნილობა! შენ გამო დავიწყე ჩხუბის შესწავლა და შენ გამო გავიკეთე ტატუები! ამას შეხედე! - ლავიწი დავანახე. - ეს ვარსკვლავი შენ ხარ. ეს მზე და მთვარე კი..
-მზე ხარ მთვარის ჩრდილით დაფარული.. - გაიმეორა საკუთარი სიტყვები.
-ზუსტად! მეგონა ამ ცვლილებებით გულის ტკივილს ოდნავ მაინც შევიმსუბუქებდი. მაგრამ ყოველ დღე უფრო და უფრო მტკიოდა. ახლა კი გამოჩნდი და იმის გამო მეჩხუბები, რომ ვიღაც მყავს, ვიღაც ვინც ზრუნავს ჩემზე და ვის გვერდითაც თავს კარგად ვგრძნობ!
-გგონია ჩემთვის ადვილი იყო?! გგონია საკუთარი თავი არ მძულს ამხელა ტკივილი რომ მოგაყენე?! ყოველ დღე, როდესაც სარკეში ვიხედები გული მერევა! არაკაცზე დიდი არაკაცი ვარ!! ახლა კი ალბათ იმის უფლებაც არ მაქვს, რომ პატიება გთხოვო. მაგრამ გთხოვ! მაპატიე, ბოდიში! ისევ მიყვარხარ ნუციკო, ძალინ მიყვარხარ! გინდ თმა სულ გადაიხოტრო, გინდ სხეული ტატუებით ტატუებით გადაიჭრელო! მე მაინც მიყვარხარ. მხოლოდ შენ მყავხარ. არავინ მყოლია ეს ორი წელი! არც კი მიკოცნია ვინმესთვის. საკუთარ თავს ვსჯიდი, შენი არ ნახვით! კიდევ ერთი შანსი და გპირდები, გპირდები რომ აღარ წავალ. არასოდეს. არ მიგატოვებ, გპირდები! ვიცი ჩემი უბრალო სიტყვები ფუჭია, მაგრამ მზად ვარ შენ გამო მთები გადავდგა და ვიბრძოლო!
მისმა სიტყვებმა ჩემი გულის გამალებით ფეთქვა, სხეულის დაბუჟება და მუცელში პეპლების აფარფატება გამოიწვია.
მინდოდა მეთქვა, რომ ვპატიობ! რომ მიყვარს! რომ მინდა მაკოცოს და ჩამეხუტოს!
მაგრამ ამის ნაცვლად ხელი გავაშვებინე და ტირილით გავიქეცი იქ სადაც „მეშველებოდა“.
დარბაზში მივედი, ალექსიც იქ იყო.
-ღმერთო ნუცა! კარგად ხარ?
-ვინმეს უნდა ვებრძოლო! ორთაბრძოლა მინდა. არის ვინმე ისეთი ვისაც გოგოსთან ჩხუბის არ შეეშინდება?! - ვიყვირე ბოლო ხმაზე.
ერთადერთი ბიჭი გამოვიდა ჩემ წინ.
ორი თავით მაღალი და დაკუნთული იყო.
გამოვიცვალე და რინგზე ავედი.
„ბრძოლა“ დაუნდობელი იყო. ნამდვილად არ აინტერესებდა ამ გოლიათს გოგო ვიყავი, ბიჭი თუ ტრანსგენდერი!
მაგრამ მეც სწორედ ეს მინდოდა.
ბევრჯერ მომხვდა, მაგრამ ტკივილს მხოლოდ გულის არეში ვგრძნობდი.
საბოლოოდ ყველა გაოცებული დარჩა, ამ პაწაწინა გოგომ როგორ მოუგო გოლიათსო.
ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი. გამოსაცვლელი ოთახის სარკეში ჩავიხედე.
სახის უმეტესი ნაწილი ჩალურჯებული მქონდა, ისევე როგორც ფერდი და ფეხები.
გამოვიცვალე და სახლში წავედი. ელზას, დაჩისა და სალომეს ყურადღება არ მივაქციე ისე შევედი ოთახში.
საწოლში ვიწექი, როდესაც კარებზე დაჩიმ დამიკაკუნა.
-დაბრუნდა არა? - მკითხა თბილი ხმით.
-ჰო...
-ეს დაგიტოვა. - პატარა კონვერტი გამომიწოდა.
-რა არის?
-წერილი.
ლოგინზე დადო და გავიდა.
არ მინდოდა გამეხსნა, მაგრამ რა ვუთხარი ამ ცნობისმოყვარეობას! ეგრევე დავწვდი კონვერტს და გავხსენი, შიგნიდან პატარა ფურცელი ამოვიღე.
აი რა ეწერა ზედ:
„ნუცა. თუ მოხვალ ჩემ ძველ სახლში, ესეიგი გიყვარვარ და მეორე შანსს მაძლევ. თუ არა, მაშინ ყველაფერი გასაგებია.
მხოლოდ შენი მონა-მორჩილი ზუკა.“
იმ წამსვე გავემზადე და ზუკას სახლისკენ წავედი.
ასე მარტივად.
მიყვარს.
ვერ ვძლებ.
არ შემიძლია მის გარეშე!
როცა აქაა, ასე ახლოს და შანსს მთხოვს...
მე უკვე უძლური ვარ.
ვისღა აინტერესებს ლაზარე.. მოგვიანებით ყველაფერს ავუხსნი!
სახლის კარები შევაღე. ემოციებით ვიყავი დახუნძლული.
აქაურობა სულ შეცვლილიყო. ყველაფერი გაურემონტებიათ. მდიდრული იერი შეეძინა სახლს.
ზუკას ოთახში შევედი.
იქ იყო.
მელოდებოდა.
ადგა და თვალცრემლიანი მომიახლოვდა.
-მოხვედი..
-მოვედი.
-ანუ.. გიყვარვარ?
-მიყვარხარ სულელო! - გამეღიმა და ჩავეხუტე.
ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული და შვებისგან როგორ ამოისუნთქა.
ხელები მომხვია და თავზე ბევრჯერ მაკოცა.
შემდეგ ბაგეებზეც დამეკონა.
ეს სურნელი..
ეს გემო..
ეს ყველაფერი ზუკას ეკუთვოდა!
როგორი ნაცნობი და სასიამოვნო იყო.
მოვუყევი ყველაფერი, რაც მისი არყოფნის პერიოდში თავს გადამხდა. ისიც მოვუყევი, თუ საიდან მქონდა ეს დალურჯებები.
-გავიგე, რომ მკერდთან ახლოს ტატუ გაქვს.. - დაიწყო ეშმაკურად მოელვარე ნაცრისფერი თვალებით. - არ გინდა მანახო?
გავწითლდი და ბოლო ხმაზე გამეცინა.
-რა იდიოტი ხარ! - ხუმრობით ჩავარტყი და ლოგინზე დავაგდე.
ციდან ვარსკვლავი ჩამოვარდა და ადამიანად გარდაისახა. ამ ვარსკვლავს ზუკა ერქვა. ცის კამარაზე მასზე ლამაზი ვარსკვლავი არ არსებობდა.





_______________________



ბევრი ვიწვალე
ბევრი ვიბღავლე
ბევრი ვიტანჯე
ბევრი უძილო ღამე მქონდა იმაზე ფიქრში გატარებული, თუ რას გავაკეთებდი და როგორ
უფროსწორად რას გააკეთებდნენ ჩემი პერსონაჯები და როგორ
იმედია მოგეწონათ ❤️❤️ ყველანაირად ვეცაე
პ.ს. დღეს დავიწყე ახალი მოთხრობა
“ბამერნიკი” ჰქვია
ფენტეზია.
ჩემ გამოგონებულ პლანეტაზე.
დაინტერესდებით?
პ.ს.ს. ძალიან მიყვარხართ ❤️❤️❤️❤️скачать dle 11.3




№1  offline წევრი N1penguin

როგორი სევდიანი, მაგრამ თბილი ისტორიაა heart_eyes heart_eyes ძალიან მომეწონა <3

 



№2  offline წევრი ლიდია

N1penguin
როგორი სევდიანი, მაგრამ თბილი ისტორიაა heart_eyes heart_eyes ძალიან მომეწონა <3

მადლობა დიდი ❤️❤️❤️❤️

 



№3 სტუმარი სტუმარი tamta

Sayvarlobaa dzaan momewona heart_eyes

 



№4  offline წევრი ლიდია

სტუმარი tamta
Sayvarlobaa dzaan momewona heart_eyes

დიდი მადლობა <33

 



№5  offline წევრი LaLiDze

ერთ ამოსუნთქვაში წასაკითხი ისტორია იყო.
ძალიან მომეწონა ! <3

 



№6  offline წევრი ლიდია

LaLiDze
ერთ ამოსუნთქვაში წასაკითხი ისტორია იყო.
ძალიან მომეწონა ! <3

როგოოორ გამახარეეე ^___^ მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent