შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 18


13-04-2018, 23:20
ავტორი mariia
ნანახია 219

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა 18

სხეულში სულის საშინელ წრიალს გრძნობდა. კედლებს ეხეთქება,თითქოს გამოსვლა უნდა. იმდენად მტკივნეულად წრიალებს,რომ თითოეული კუთხე-კუნჭული ტკივა და მთელ ხმაზე ყვირილი უნდა.იყვირო ხმის ჩაწყვეტამდე. მოგონებები...მოგონებები,რომლებიც ისევ და ისევ გაფუჭებული კარებივით თვალწინ უტრიალებდა.თვითონაც ვერ ხვდება როგორ მართავს ამ დროს მანქანას. თვალწინ ავტომობილების ლაბირინთში გადის და გაცეცეხლებული ღრმად სუნთქვას ცდილობს. სუნთქავს მაგრამ თითქოს ჰაერის თითოეული ნაკადი ფილტვებში მწველი მჟავასავით ჩაედინება. მიუხედავად ტკივილისა კიდევ უფრო ღრმად სუნთქავს,რადგან ჰაერი არ ყოფნის.უნდა იქამდე გაძლოს, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევს.

საკუთარ თავს არწმუნებდა,რომ უნდა გაძლოს.თუ მაშინ გადარჩა ახლაც არ მოკვდები.

ირაკლის გონება მილიონ ნაწილად დაიყო. თვალწინ უდგებოდა თითოეული დეტალი. ყურებში ჩაესმოდა მშვიდი ხმით წაღიღინებული "თიქ თოქ...თიქ თოქ შენი დროც მოვიდა.მხოლოდ მამაშენი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი,მაგრამ მოწმეები არ მჭირდება" ჩრდილი მანქანის მეორე მხრიდან ნელი ნაბიჯებით მიდის.ხელში ბიტა უჭირავს და ასვალტზე ხმაურიანად მოაღოღებს.უახლოვდება.ბიტას კიდევ უფრო მარჯვედ კიდებს ხელს და მაღლა სწევს. ცდილობს მისკენ მოიქნიოს თუმცა სირენების ხმა აფრთხობს.იმდენად ახლოდან ესმის,რომ ჩანაფიქრის შესრულებაზე უარს ამბობს. დაშავებლი ბიჭის სხეულთან იხრება,სახე მასთან ახლოს მიაქვს.მისი დანახვისას კიდევ უფრო უფართოვდება თვალები და გულის ცემა მატულობს.იდიოტურად მომღიმარი კლოუნის ნიღბით უახოვდება.ავხორცულად იღიმის ნიღბის შიგნით. თავს კიდევ უფრო ახლოს სწევს.ნიღაბს იხსნის იმის იმედით,რომ ბავშვი იმდენად დამფრთხალია ვერ ამოიცნობს.მას ხომ ახლა საკუთარი პრობლემებიც ეყოფოდა.სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა თითი ტუჩებთან დაიდო და გააფრთხილა ჩუმად ყოფილიყო.უცებ უკან იხევს და სატვირთო მანქანაში ხტება. ყველაფრით შეშინებული ბიჭი კი თვალებით მშობლებს ეძებს,რომლებიც წინა სავარძელზე უსულოდ წევან.გრძნობს თავიდან როგორ ჩამოსდის ბლანტი სითხე.

-დედა...- ჩურჩულებს თავისთვის,ხედავს როგორ წვეთავს დედამისის გადმოვარდნილი კისრიდან სისხლის წვეთები-მა...დედიკოს ტკივა? ხმა გამეცით. -ირგვლივ მხოლოდ მისი ტირილნარევი ხმა ისმის,რომელსაც თანდათან სირენების ხმა ფარავს.სმენა ნელა ეხშობა.მშობლების სხეულებიი ბინდით იფარება და იძირება ბნელეთის მორევში.

გონს საავადმყოფოს პალატაში მოდის.თავზე ბიძა და ბიცოლა დაჰფოფინებენ.ის კი ჯიუტად იწყებს მშობლების ნახვაზე ლაპარაკს. შემდეგ უკვე მათ საფლავთან მიიყვანეს და უთხრეს,რომ ისინი ანგელოზებად გადაიქცნენ.

იმ დღიდან ყოველი ღამე კოშმარი იყო მისთვის. ღამის კოშმარებში დარძწოდა კლოუნი,რომელიც ყოველ ღამე უკლავდა მშობლებს და ის ვერაფერს აკეთებდა.

მანქანა მკაცრი სასჯელაღსრუების ციხესთან მუხრუჭების მკვეთრი დაჭერით გააჩერა.სწაფად გადმოდის მანქანიდაან ყურადღებას არ აქცევს შესასვლელში სამხედრო სალამს და შურდულივით იჭრება შენობაში.

-მოგესალმებით გამომძიებელო ირაკლი.-მისაღებში მდგარი ბიჭი ღიმილით ცდილობს შეხვდეს.თუმცა ირაკლის კოპებშეკრულ სახეს იღებს პასუხად.

-პატიმარი 1324-ს ნახვა მინდა.

-კი მაგრამ...-ბიჭი ცდილობდა ეთქვა,რომ მასთან მნახველები არ დაიშვებიან.

-მეტყობა,რომ არ ვიცი? გავიწყდებათ,რომ მნახველი კი არა გამომძიებელი ვარ? ოთახში შემოიყვანეთ.-დაბნეული სახით ბიჭი ბრძანების შესასრულებლად გაემართა.

-ოო ირაკლი-მისკენ ციხის უფროსი გამოემართა.ბიჭიც შეეცადა სახე დაემშვიდებინა და ისე შეეხედა.ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. -რას მივაწეროთ შენი აქ მოსვლა?

-პატიმრის სანახავად ვარ.რამდენიმე კითხვა მაქვს.

-რომელი პატიმარი?

-1324.

-ირაკლი...

-ვიცი-გააწვეტინა ციხის უფროს.-მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო.

-პატიმარი უკვე ოთახშია-მათთან ბიჭი მიიჭრა და ციხის უფროსს თავჩაღუნულმა გახედა.

-იცოდე მშვიდად იყავი-უფროსსმა გამომძიებელი გააფრთხილა.მანაც თავი დაუქნია თუმცა ახლა ყველაზე ნაკლებად სიმშვიდე გამოუვიდოდა. მუშტები შეკრა და ძლიერად უჭერდა.

ოთახისკენ ისე დინჯად მიდიოდა თვითონაც უკვირდა თავისი სიმშვიდის.გვერდით უფროსი მიჰყვებოდა.კარებთან მისული კიდევ ერთხელ შეაყოვნა ციხის უფრსმა.

-ირაკლი უფლება არ მისცე წყობიდან გამოგიყვანოს-მხარზე ხელი დაარტყა.მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.სახელურს ხელი მაგრად ჩასჭიდა ღრმად ამოისუნთქა და კარები შეაღო.

-საპატიო სტუმარი მყოლია-მისი დანახვისას სახეზე ღიმილი აიკრა პატიმარმა.-ირაკლი სწრაფი ნაბიჯებით მისკენ გაემართა და სახეში ისე ძლიერად დაარტყა სკამიდან გადააბრუნა.სიმშვიდე მოჩვენებითი ყოფილა.მაინც...მაინც ვერ შეძლო მის დანახვაზე მოწოლილი სიბრაზის მოთოკვა. მცველები აპირებდნენ შესვლას თუმცა ირაკლის და მისი ოჯახის პატივისცემის გამო ბიჭები შეაჩერა ციხის უფროსმა და თავი ისე დაიჭირა თითქოს ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა.

-როგორ გაბედე ჩემთვის გამოგეგზავნაა?-ირაკლი ყვიროდა,თან კიდევ ერთი მუშტი უთავაზა.პატიმარი კი სრული სიმშვიდით და ღიმილით ხვდებოდა მის სიფიცხეს.

-არავინ დამეხმარება?-კარებში მდგარ ბიჭებს გახედა პატიმარმა-როგორც ჩანს არა-თავისივე კითხვას თვითონ გასცა პასუხი და ირაკლის მოუბრუნდა,რომელსაც ჯერ კიდევ საყელოში ჩავლებული ხელებით ეკავა.-რა იყო? შენი ჩიტი ძალიან დაფრთხა?-ირაკლის სახესთან ახლოს მიიწია და თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.ნუცას ხსენებაზე ირაკლის კიდევ უფრო აასხა თავში სისხლმა.

-ნამდვილად მოგკლავ.საკუთარი ხელებით დაგახრჩობ.-ყელში ძლიერად წაუჭირა ხელები.პატიმარ 1324-ს სახის მიმდებარე ტერიტორია წითელი პამიდორივით გაუხდა.თვალები კიდევ უფრო დაეჭყიდა და ირაკლის გაცეცხლებულ სახეს შეცქეროდა ჩაწითლებული თვალებით,რომელიც უჰაერობის გამო თითქოს სადაც იყო გადმოცვივდებოდა.

-ირაკლი-ზვიადის ხმა მკაცრად გაისმა ოთახში.ბიჭს ხელებში ჩაავლო და ხელები ძლივს გააშვებინა. პატიმარმა ძლივს ამოისუნთქა და ხროტინი ატეხა.დაცვის ბიჭებს თვალებით ანიშნა პატიმარზე.ისინიც მაშინვე მივარდნენ და ფეხზე წამოაყენეს.ზვიადმა გაცეცხლებული ბიჭი თავისკენ შეატრიალა.-რას აკეთებ?სრულ ჭკუაზე ხარ?

- არა არ ვარ!- იღრიალა ბიჭმა.ცხოვრებაში პირველად ბიძის წინაშე ხმას აუწია.-ამ ღორმა დღეს ამანათი გამომიგზავნა,სადაც მემუქრებოდა.

-მაგას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა და ეს შენ იცი. მანამ იყო მნიშვნელოვანი სანამ ყველა წესს დაარღვევდი და აქ მის მოსაკლავად შემოხვიდოდი. ახლა კი გონს მოდი და დატოვე ოთახი.-ზვიადმაც ცხოვრებაში პირველად გამოიჩინა ის სიმკაცრე რაც არასდროს სჭირდებოდა ირაკლისთან.

-ნამდვილი მანიაკია ეს ბიჭი.არაფერი არ გამიგზავნია. -მის სიტყვებზე გამომძიებელი უკან მიბრუნდა.კიდევ ეცემოდა,რომ არა ბიძამისი.

-კიდევ ბედავ და უარყოფ-კბილებიდან გამოსცრა.

-ირაკლი გარეთ გადი-ლამის გააგდო ბიძამისმა.

-გამოსწორების გზაზე ვარ. ვიცი შევცდი და ახლა მთელი გულით ვინანიებ.-ზვიადი პატიმარს მიუხლოვდა,რომელსაც უცებ მიტოვებული დაჩაგრული ლეკვის მზერა მიეღო.სახე ახლოს მიუტანა და კბილებიდან გამოუცრა.

-ეგ დაჩაგრული მგლის ლეკვის მზერა ვერ მომატყუებს.ეგ სახე და სიტყვები კომისიისთვის შეინახე.მაგრამ მე გპირდები,რომ აქედან ვერ გახვალ!მგელი ვერასდროს გამოსწორდება და ვერ გაჰყვება გვერდით ცხვრის ფარას,რომელიც მისთვის ასეთი მადის ამღმძვრელია.შეიძლება დღეს ირაკლი მე გავაჩერე,მაგრამ შემდეგში სწორედ მე ვიქნები ის ვისაც უკანასკნელად მომაკვდავი თვალებით დაინახავ.

-მემუქრები უფროსო?-ცინიკური მზერით აათვალიერა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.-შენი ძმაც იმავეს მპირდებოდა-კლანჭები გამოაჩნა 1324-მა.-მაგრამ ჩვენ ვიცით ვისი სახე დაინახა მან მომაკვდავი თვალებით.-თავისი თავით კმაყოფილი ღიმილი აეკრა სახეზე. ზვიადს მის სიტყვებზე თავის შეკავება ძალიან გაუჭირდა. ხელები მომუშტა და ძლიერად ჩააჭირა თითები ხელისგულებს.

-ჩემი ძმასავით კანონმორჩილი არ ვარ. -ზვიადი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.სანამ კიდევ რამეს ეტყოდა და შერჩენილ ნერვებს დააწიწკნიდა.გარეთ გამოსულმა თავზე ხელი გადაისვა და ღრმად ამოისუნთქა.თავი გაასწორა და იქაურობა მოათვალიერა.

-ირაკლი სად არის?-ციხის უფროსს გადახედა.

- შურდულივით გავარდა გარეთ.-ზვიადიც სისწრაფით დაიძრა გასასვლელისკენ.შენობიდან გასვლისას არც ირაკლი დახვდა და არც ირაკლის მანქანა.

-ჯანდაბა ირაკლი რამე სისულელეს ნუ ჩაიდენ.-ნერვიულად ისევ გადაისვა თავზე ხელი.თავისი მანქანისკენ გაემართა და ციხეს მოშორდა.

*****

მანქანით უგზო-უკვლოდ დაიარებოდა ქალაქის ქუჩებში.ვერც კი შენიშნა როგორ ჩამოწვა გარეთ ბინდი,როცა მის გონებაში უკვე კარგა ხანია ბინდი იყო. დიდიხნის სიარულის შემდეგ მანქანა კორპუსთან შეაჩერა,სადაც ამჯერად ქალბატონი მაია და ლიზა იმოფებოდნენ.რატომ მოვიდა აქ? რატომღაც მისმა ტკივილმა აქ მოიყვანა რათა განელებულიყო.მანქანიდან სწრაფად გადავიდა და კიბეებიც სისწრაფით აირბინა.კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.მეორე კაკუნზე უკვე კარებში შეშინებული სახით მაია იდგა და გაფითრებულ ბიჭს შეჰყურებდა.

-შვილო რა მოხდა? ნუცა კარგად არის?-პირველი ისევ შვილზე გადაერთო მისი გონება.

-კი ნუცა კარგად არის.

-ფერი არ გადევს საერთოდ-ქალმა ხელზე ხელი მოკიდა და სამზარეულოსკენ წაიყვანა.სკამიც თავისი ხელით გამოუწია და უბიძგა დამჯდარიყო.ასეც მოიქცა. მასთან ახლოს მიიწია.ხელებში ბიჭის თავი მოიქცია და ცერა თითებით ლოყებზე მიეფერა.მერე დაიხარა და შუბლზე აკოცა.-როგორი ცივი ხარ.ახლავე მოგიმზადებ ცხელ ჩაის.

-არ მინდა ჩაი-შებრუნებული ქალი უკან შეაბრუნა.

-რა მოხდა?-მის წინ ჩამოჯდა მაია და შეწუხებული სახით დაუწყო ყურება.

-მეშინია...ერთადერთი რაც მაშინებს მისი დაკარგვაა...-მშვიდად დაიწყო ლაპარაკი- მისი გამოჩენით ჩემმა ცხოვრებამ ფერები შეიძინა. პირველივე წუთიდან ვიგრძენი,რომ მას ვჭირდებოდი და ის მე მჭირდებოდა. ცისარტყელას გავს. ათასი ფერით სავსეა და შეუძლებელია მისი გამოჩენის ადგილას შავი ფერი მეფობდეს.ჩემთან კი იმდენად ჭარბობს სიშავე მეშინია არ გააუფერულოს. ამდენი ხნის შემდეგ ისევ მეშინია. მეშინია მისი დაკარგვის ისევე როგორც თქვენ.-ქვევიდან ახედა ბიჭმა ქალს,რომელიც მის სიტყვებზე შეცბუნდა.მაიას სახის დანახვაზე გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა.-ნუცამ მთხოვა ბიძამისზე ყველაფერი გამეგო,რადგან საეჭვოდ მოეჩვენა თქვენი რეაქცია.

-ყველაფერი გაიგე?-ქალს ხმა უწყდებოდა.

-დიახ-თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

-ნუცა?-შიშით სავსე მზერა მიაპყრო ბიჭს.

-არა.უფლება არ მაქვს მე რამე ვუთხრა.აჯობებს ეს თქვენ უთხრათ სანამ ვინმე სხვისგან გაიგებს.

-ვერ ვეტყვი.ვერ ვეტყვი,რომ ჩემი შვილი კი არა ჩემი ძმის შვილია,რომელიც დედამ ჯერ გააჩინა და მერე დღეების მიატოვა. ვერ ვეტყვი,რომ ამდენი წელი სიცრუეში ვაცხოვრებდი და ჩემს გამო ამდენი ტანჯვის გადატანა უხდებოდა. მართალია მეც მეშინია.მისი დაკარგვის მეშინია. როგორც შენ თქვი მისმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. ახალგაზრდა გოგოს,რომელმაც პირველად დაინახა აკვანში მწოლიარე პატარა ანგელოზი, ძალიან შეუყვარდა. მისი ცხოვრებაც ფერებმა აავსეს. პატარას დიდრონმა თვალებმა მონუსხმა გოგონა და მთელი არსებით მიიზიდა.აი სწორედ მაშინ დაპირდა,რომ მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატარებდა...მეშინია,რომ მის თვალებში სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს დავინახავ-ქალს ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.-როცა ჩემმა მშობლებმა მისი გაგდება და გაშვილება დააპირეს პატარა ნუცა,რომელიც იმ წამს ტირილით სკდებოდა ხელში ავიყვანე და გულში მაგრად მივიხუტე. უცებ გაჩუმდა და თავისი დიდი თვალები მომანათა.მივხვდი,რომ მას ჩემს გარდა არავინ ყავდა და ეს პატარა ჩემში ხედავდა შველას. ხელი მაგრად მოვკიდე და ცხოვრებაში პირველად გავუწიე მშობლებს წინააღმდეგობა. ნუცა ჩემთან,რომ ყოფილიყო იმ არაკაცის ცოლობასაც კი დავთანხმდი. ისინი გაჩუმდნენ რადგან მათი აზრით საზრუნავი აღარ ვიყავი და საკუთარი პატრონი მყავდა. არ ადარდებდათ,რომ ყოველი ჩემი მთვრალი ქმრის მოსვლა სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა. თვითონ კი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ჩემში ფული აიღეს.ქმარმა მიყიდა.ამიტომ თვლიდა,რომ ჩემზე ყველანაირი უფლება ქონდა. ჩემს შვილს კი ვერ იტანდა.რადგან ფიქრობდა,რომ მის გამო ვერ შევძელი მისი შეყვარება.თუმცა როგორ უნდა გიყვარდეს ასეთ კაცი?!-ქალს ცრემლები მოადგა. ამდენი ხანი თევზივით პირში ქონდა წყალი დაგუბებული.ძლივს ვიღაცას ასე ღიად ელაპარაკებოდა.ირაკლიმ მისი ხელი ხელებში მოიქცია და მზრუნველად გადაუსვა ერთმანეთს.მაიამ ჩამოგორებული ცრემლი ლოყიდან მოიშორა.-რაც ქონდა ყველაფერი სასმელში გაანიავა. სახლში მოსული ყოველთვის ჩემს პატარაზე იყრიდა ხოლმე ჯავრს. საკუთარი სხეულით ვეფარებოდი და ვცდილობდი დამეცვა ჩემი პატარა,მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდი. მას აღარ ახსოვს თუმცა ბევრჯერ ყოფილა ამ არადამიანის მიერ ნაცემი და დალურჯებული. თუმცა ლიზას დაბადებამ ოდნავ შეცვალა. ახლა მხოლოდ მე მერჩოდა.ეს არ მადარდებდა ჩემთვის მთავარი იყო ნუცას არ შეხებოდა.ამასობაში ნუცაც გაიზარდა და ყველაფერის თავის თვალით დანახვა დაიწყო.მერე კი ის მოხდა რაც შენ უკვე იცი. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ ვუთხრა,რომ ეს ტანჯვაა ჩემს გამო გამოიარა.იმ ქალის არჩევანის გამო,რომელიც მისი დედაც კი არაა.

-აი ასე როგორც მე მითხარით ყველაფერი ისევე უთხარით მასაც. ნუცა გაგიგებთ თუ ამას თქვენგან გაიგებს და არა ვინმე მესამე პირისგან.მაგალითად მამამისისგან.-ქალს სახეზე მილიონმა ფერმა გადაურბინა.-ნუ გეშინიათ. მართალია თქვენს გამო მოუხდა ასეთ დღეში ყოფნა მაგრამ თქვენი არჩევანის გამოა ზუსტად ცოცხალი. თქვენ რომ არა ახლა შეიძლება რომელიმე უსახელი საფლავში იყოს.სადაც მიტოვებული ბავშვები განისვენებენ,რომელიც მშობლებმა ღია ცისქვეშ ბედის ანაბარა დატოვეს. თქვენს გამოა ახლა ის ასეთი კარგი. თქვენ იმხელა სიყვარული მიეცით,რაც საკუთარმა დედამ არ გაიმეტა. თქვენი სიყვარული აძლებინებდა მას და ძალას მატებდა.სწორედ თქვენს გამოა ის ასეთი ძლიერი და ნუ ფიქრობთ,რომ წარსულში არასწორი არჩევანი გააკეთეთ. თქვენ ნუცა აირჩიეთ,ნუცამ კი თქვენ.შეიძლება ცხრა თვე მუცლით არ გიტარებიათ და აუტანელი ტკივილებით არ გაგიჩენიათ,მაგრამ თქვენ იყავით ის ვინც მას ყველა წამოტირებაზე ამშვიდებდა.ის,ვინც ასწავლა პირველი ნაბიჯები.ის ვისაც ეკუთვნოდა მისი პირველი სიტყვები,ღიმილი.ყველა მისი წარმატება თქვენ გეკუთვნით და ნუ იტყვით იმას,რომ მისი დედა არ ხართ. თქვენ ხართ მისი დედა და არა ის ვინც გააჩინა. მან უბრალოდ მუცლით ატარა. გჯეროდით თქვენი შვილის.-ქალმა ბიჭი გულში ჩაიკრა.

-მადლობა ამ სიტყვებისთვის ჩემო ბიჭო.-ოდნავ უკან გასწია და შუბლზე დედა-შვლურად აკოცა.შემდეგ სახეზე შეხედა.-არ გინდა მომიყვე აქ მოსვლამდე რა მოხდა? ვგრძნობ,რომ ცუდად ხარ.-თითქოს მის ნატანჯ სახეზე ამოიკითხა ქალმა გასაჭირი.

- სამსახურებრივი ამბავია-გაუღიმა ძალაუნებურად.-ჩემი წასვლის დროა-ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.-ნუცა მარტო დავტოვე და ალბათ ნერვიულობს.

-კარგი შვილო თავს მიხედე და ჩემს გოგონასაც.

-იცოდეთ,რომ ყველაფერს რასაც გავაკეთებ მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის იქნება.

-ეჭვი არ მეპარება. კიდევ ერთხელ მადლობა იმ სიტყვებისთვის.ძალა მომეცი,რომ ჩემს გოგოს სიმართლე ვუთხრა.-კიდევ ერთხელ მოეხვია ბიჭს. გამომძიებელიც დაემშვიდობა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.

*****

ხის მყუდრო სახლიდან სინათლე გამოდიოდა. მანქანა სახლთან მშვიდად გააჩერა. თავის თავზე ბრაზობდა,რომ ისე წავიდა მისგან არც არაფერი აუხსნია.ან რა უნდა ეთქვა. მანქანიდან გადმოვიდა.სახლის კარებთან ღრმად ამოისუნთქა. ფიქრობდა,რომ ნუცა საყვედურებით თუ არა კითხვებით მაინც აავსებდა. გამბედაობა მოიკრიბა და სახლში შევიდა. ადვილად მიაგნო გოგონას,რომელიც ბუხრის წინ მაგიდასთან იატაკზე იჯდა,თავი საკუთარ მკლავზე მოეთავზებინა მაგიდაზე და ჩასძინებოდა. ფრთხილად მიუახლოვდა. მასთან ჩაიმუხლა.სახეზე ჩაომოგორებული თმა გვერდით გადაუწია და ლოყაზე თითებით მიეფერა.

-მაპატიე,რომ განერვიულე. მეგონა არასდროს აღარ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ის.ამიტომ გავბედე და ჩემთან მოგიშვი. ახლა კი... ახლა კი...-თავი ჩაღუნა და ღრმად ამოისუნთქა.გოგონა შეიშმუშნა. თავი სწრაფად ასწია და საყვარელი ქალი ხელში კომფორტულად მოიქცია.-საწოლზე დაგაწვენ საყვარელო-ჩაიჩურჩულა და კიბეებისკენ წავიდა. გოგონა კისერზე მაგრად მოეჭიდა.

-კარგად ხარ? -ნამძილარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ.

-უკეთესად ვარ,როცა ჩემთან ხარ-საწოლზე ფრთხილად დააწვინა.უნდოდა დაეტოვებინა და საკუთარ ტკივილთან მარტო დარჩენილიყო,რათა ბოლომდე შეეჭამა მისი სხეული და გული,მაგრამ გოგონას ჩაჭიდებულმა ხელებმა არ გაუშვა. თავისკენ უბიძგა და გვერდით დააწვინა.ბიჭის სხეულის მარცხენა მხარეს კომფორტულად მოთავსდა და მის გულის ცემის მოსმენა მშვიდად განაგრძო. ეს მისთვის საყვარელი მუსიკასავით იყო.როგორ სცემდა საყვარელი კაცის გული და მისიც როგორ ჰყვებოდა სინქრონში.

-ყოველთვის-ძილბურანში მყოფმა გოგონამ თვალები გაახილა და ბიჭის დარდიან თვალებს ჩააშტერდა.- ყოველთვის შენთან ვიქნები. ნუ გაიქცევი ჩემგან,როცა ცუდად იქნები.მინდა მოხვიდე და ძლიერად ჩამეხუტო. მხოლოდ ერთს დამპირდი. როცა ცუდად იქნები ჩემთან მოხვალ და ჩამეხუტები კარგი?- საყვარლად გაუღიმა გოგონამ.ირაკლიმაც თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა.გოგონას შუბლს დაწვდა და მთელი გრძნობით აკოცა შემდეგ კი კვლავ ძლიერად მიიხუტა.

-ამას თანხმობად მივიგებ- ღიმილით გააჟღერა გოგონამ და გამომძიებლის მხარზე მიხუტებულმა თვალები მილულა.

ძალიან აინტერესებდა ის რაც ირაკლის თავს ხდებოდა,მაგრამ ფიქრობდა,რომ ეს მასზე ცუდად მოქმედებდა და ამიტომაც არ კითხა არაფერი.მიუხედავად იმისა,რომ უნდოდა სცოდნოდა ვინ იყოს ის ვინც ეს ამაზრზენი სათამაშო გამოგზავნა და რა შუაში იყო ის ირაკლისთან.მაგრამ არჩია გაჩუმებულიყო,რადგან უფრო არ ეტკინა მისთვის. ყველაფერს გაიგებდა თავის დროზე,მანამდე კი უბრალოდ შეეძლო მისი მხარი შეეთავაზებინა განსაკურნებლად.

****

ირაკლისთან საუბრის შემდეგ თითქოს საკუთარ თავში ძალა იპოვა. სახლში მშვიდად ემზადებოდა ნუცას და ირაკლის მოსვლას და გემრიელ საჭმელებს უმზადებდა მათ. სამზარეულოში ლიზა შემოვიდა ჩაფიქრებული და მაგიდას მიუჯდა.

-გშია საყვარელო? რამეს გაგიმზადებ.-მზრუნველად გახედა შვილს.

- არ მინდა დე დაველოდები და ყველა ერთად მივუსხდეთ სუფრას.

-კარგი საყვარელო.-ქალი ისევ საქმეს მიუბრუნდა.

- დე შეიძლება გკითხო?-ლიზამ ქვევიდან ააპარა მზერა.

-კი მკითხე-საქმე განაგრძო ქალმა

-იმ კაცის უფრო სწორედ მამას სასაფლაო სად არის იცი?-მაიას ხელში არსებული კოვზი ხელიდან გაუვარდა და ლიზასკენ სწრაფად მობრუნდა

- რატომ მეკითხები?-ტუჩის ცახცახით თქვა ქალმა.

- ისე უბრალოდ მაინტერესებს.ბოლოსდაბოლოს მამაჩემი იყო.

- არ ვიცი სად დაკრძალეს. მაგრამ თუ გინდა გაგიგებ.

- იყოს მე თვითონ გავიგებ. ცოტახნით გავალ და სანამ მოვლენ დავბრუნდები.-ფეხზე წამოდგა ჯერ დედამისთან მიიჭრა და ლოყაზე აკოცა- მიხარია,რომ შენ დედაჩემი ხარ.-ქალს მის სიტყვებზე გულში სითბო ჩაეღვარა. ლიზა დედას დაემშვიდოდა. შეეცადა არაფერი შეემჩნია და მხიარულად გავიდა სახლიდან.

****

უპატრონოთა სასაფლაოსთან მანქანა გაჩერდა. ლიზამ იქაურობა მოათვალიერა. შემდეგ მძღოლს გადმოხედა.

-მადლობა,რომ მომიყვანე.

-ირაკლი ნამდვილად მომკლავდა შენთვის მხოლოდ მისამართი,რომ მომეცა და მარტო გამომეშვი-შეეცადა დათოს ეხუმრა.მის ნათვქამზე ლიზას ჩაეღიმა.ნამდვილად გამოუვიდა ცანაფიქრი ბიჭს.

-არ მინდოდა მათი შეწუხება ამიტომ პირდაპირ განყოფილებაში მოვედი. ვიცი დიდი თავაზიანობით არ გამოვირჩეოდი ადრე...

-ეგ არაფერი.-სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა.-აქ დაგელოდები.

-კარგი მალე დავბრუნდები.-ლიზა მანქანიდან გადმოვიდა და სასაფლაოებს შორის სიარული დაიწყო. მალევე მიაგნო სასურველ სასაფლაოს. წარწერა ხმამაღლა ამოიკითხა "თამაზ ხვედელიძე

1970-2017"

- ალბათ ფიქრობ ეს რანაირი შვილი მყავს ხელცარიელი მოვიდაო. შენთვის ყვავილებიც კი არ მომიტანია. არც კი ვიცი რომელი ყვავილი გიყვარდა ან საერთოდ თუ გიყვარდა. მხოლოდ ერთი ვიცი სასმელზე გაცვლიდი ალბათ მთელს მსოფლიოსაც კი,რომ შეგძლებოდა. უმჯობესი იქნებოდა ეგ მომეტანა,მაგრამ ღირსი არ ხარ. შენი სიკვდილის მერე დედას და ნუცას ათას სისულელეს ვეუბნებოდი.ვამცირებდი,ვუყვიროდი და ყველანაირად ვცდილობდი ეტანჯათ. ახლა კი მცხვენია,რაადგან ვიცი შენნაირი კაცის შვილი ვარ. ნუცას გაუმართლა,რომ შენი არაფერი ცხია. ამიტომაც განვსხვავდებით ჩვენ ერთმანეთისგან. მე შენ გგავარ. კიდევ კარგი ამას მალევე მივხვდი.მივხვდი,როგორ აწვალებდი დედას და როგორი ბავშვობა ჰქონდა ნუცას. როგორ შეგეძლო? -ხმას აუწია პატარა გოგომ. თვალებში ცრემლები მოაწვა-როგორ შეგეძლო ასეთი აუტანელი და სასტიკი ყოფილიყავი. რანაირი ხარ? რანაირები ხართ საერთოდ? როგორ შეეძლოთ პატარა ბავშვის გადაგდება და მერე შენ ბავშვის გამოყენება დედაზე დასაქორწინებლად? როგორ შეგეძლო ფული გადაგეხადა ცოლში? და მერე მთელი ცხოვრება დამცირებაში გყოლოდა?განა ესაა სიყვარული?- ბოლოხმაზე ყვიროდა გოგონა. ემოციებისგან მუხლებში მოიკეცა და სასაფლაოთან მუხლებზე დაეცა. მიწა ხელებში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა.-არ იყავი დედასნაირი ქალის ღირსი.არ იყავი ნუცასნაირი შვილის ღირსი. არ იყავი შვილის ყოლის ღირსი. სიცოცხლის ღირსიც კი არ იყავი. მიწას ამძიმებდი შენი არსებობით. ეს ამბავი,რომ არ მომხდარიყო ალბათ ცოტახანში მე თვითონვე მოგკლავდი. ახლა როცა ყველაფერი ვიცი შენი საფლავიდან ამოღების სურვილი მაქვს და ხელთავიდან მოკვლის.-ჩაბღაუჭებულ მიწას ხელი გაუშვა.ფეხზე წამოდგა.ლოყებზე ჩამოვარდნილი ცრემლები მოიწმინდა და წელში გასწორდა.-არ გეტყვი,რომ მშვიდად განისვენო.დარწმუნებული ვარ ჯოჯოხეთში იხრუკები. ყველა შენი ცოდვისთვის მოგეზღვოს. სწორედ იქ ხარ სადაც შენი ადგილია უპატრონოთა სასაფლაოზე.- ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ ჩაყლაპა და გზისკენ წავიდა.

დათო მანქანაზე ზურგით იყო მიყრდნობილი და ხელებ გადაჯვარედინებული ძირს იყურებოდა სადაც ფეხით ქვას აწვალებდა. სასაფლაოდან მომავლის ფეხის ხმაზე თავი მაღლა ასწია და ლიზას შეხედა,რომელიც ნამტირალები და მიწიანი სახით მოდიოდა.უცებ გასწორდა და მისკენ გაემართა.

-კარგად ხარ?-მის წინ დადგა.

- ახლა კი.- ბიჭს ქვევიდან ახედა.-სახლში წავიდეთ.

-კარგი ოღონდ მანამდე პირი დდავიბანოთ.პატარა ბავშვივით მიწაში ითამაშე და მერე სახეზე ისვი?-გაუღიმა დათომ. შეეცადა გოგონას სახეზე სევდიანი გამომეტყველება წაეშალა და თან ტალახიანი ცრელმები ლოყებიდან მოეწმინდა.ლიზა წამით გაშეშდა და დათოს ახედა,რომელიც გულმოდგინეთ ჯერ თითებით წმენდა შემდეგ კი ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და იმით გააგრძელა წმენდა.

-დანარჩენს მე ვიზას-ლიზამ უცებ ცხვირსახოცი გამოართვა და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა.

-უხეში- წაიდუდღუნა ბიჭმა და მძღოლის მხარეს გაემართა.

მანქანაში ჩაჯდომისას ლიზას ვერ გაეგო მისი გული ასე იმ ემოციების გამო იყო რაც სასაფლაოზე იყო თუ იმის გამო რაც წუთის წინ მოხდა. წამით თავის თავი უცნაურ და უაზრო ფიქრებში დაიჭირა.თავი გააქნია მათ მოსაცილებლად და მშვიდან განაგრძო სახიდან ჭუჭყის წმენდა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი დარინა

როგორ მიყვარს მე ეს ისტორიაააა ხომ ასე აგვიანრბ მაგრამ ერთ საყვედურსაც არ გეტყვი რადგან მთავარია არ წყვეტ ისტორიას და როცა ამის საშუალება გაქვს მაშინ დებ, ირაკლის ტკივილი მტკივა არ იმსახურებს იმედია ნუცას არ ჩამოიშორებს ძალიან ძალიან კარგი წყვილია და ცალკცალკე ვერ წარმომიდგენია ნამდვილად იმსახურებენ ბედნიერებას, დათო და ლიზა ისეთი მაგარი წყვილი იქნება წინასწარ წარმოვიდგინეე. ველოდები შემდეგ თავს.

 



№2  offline წევრი mariia

სტუმარი დარინა
როგორ მიყვარს მე ეს ისტორიაააა ხომ ასე აგვიანრბ მაგრამ ერთ საყვედურსაც არ გეტყვი რადგან მთავარია არ წყვეტ ისტორიას და როცა ამის საშუალება გაქვს მაშინ დებ, ირაკლის ტკივილი მტკივა არ იმსახურებს იმედია ნუცას არ ჩამოიშორებს ძალიან ძალიან კარგი წყვილია და ცალკცალკე ვერ წარმომიდგენია ნამდვილად იმსახურებენ ბედნიერებას, დათო და ლიზა ისეთი მაგარი წყვილი იქნება წინასწარ წარმოვიდგინეე. ველოდები შემდეგ თავს.


ვიცი რო ვაგვიანებ მაგრამ მინდა ხოლმე რომ კარგი გამოვიდეს ის თავი რომელსაც გამოვაქვეყნებ.რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო კარგი გამოდის ასე ვფიქრობ. რაც ვიჩქარე და დავდე გადასახედია და გასასწორებელია. დისი მადლობა რომ ელოდები,გიყვარს და კითხულობ <3 როგორც კი დრო მიჩნდება ეგრევე ვწერ ვასწორებ და ვდებ <3 მადლობა კიდევ ერთხელ მოთმინებისთვის. მინდა რო ემოციური გამოვიდეს ხოლმე და მიხარია პუ ეს გამომდის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent