შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თხოვნა ზაფხულის მშვიდ ღამეს (სრულად) +18


14-04-2018, 11:05
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 3 057

თხოვნა ზაფხულის მშვიდ ღამეს (სრულად) +18

ავტ: გთხოვთ გაითვალისწინეთ, ისტორია შეიცავს ერთსქესიან ურთიერთობას და ძალადობის სცენებს. თუკი ნაზი ფსიქიკა გაქვთ, არ წაიკითხოთ.

-თქვენო აღმატებულებავ,- გაისმა ოქროთი მოქარგული შირმიდან ფრთხილი ხმა.
-დიახ,- მეფის ოდნავ ხრინწიან ხმაზე მოზარდს ჟრუანტელმა დაუარა და მაშინვე თავი დახარა, რათა თმით დაემალა მომენტალურად წითლად აელვარებული ლოყები.
-დე... დედოფალი გეპატიჟებათ ჩაის დასალევად ზაფხულის ბაღში,- წარმოთქვა მეტისმეტად სწრაფად და თავი დაუკრა მეფეს. თუმცა მისი აღმატებულება მაინც ვერ ხედავდა მოზარდს, შირმა გაუმჭირვალე იყო.
-დედოფალს ჩემი მადლიერება გადაეცით და უთხარით, რომ სანამ მზე ზენიტს მიაღწევს, ბაღში ვიქნები,- მეფის ხმაში დაღლა ისმოდა, ამიტომ დედოფლის ახალგაზრდა მოახლემ მისი მოსასვენებლის დატოვება იჩქარა. ან უბრალოდ ძალიან უჭირდა მისი აღმატებულების ხმის სმენა, რომელიც ყველაზე ძლიერმოქმედი თრიაქივით მოქმედებდა.
-გადავცემ თქვენო უდიდებულესობავ,- უთხრა სწრაფად, თავი დაუკრა კიდევ ერთხელ და გაიქცა.
ზაფხულის ცხელი დღე იდგა, მაგრამ გოგონასთვის სუსხიან დილაზე გამამხნევებლად იმოქმედა სუფთა ჰაერმა. ღრმად ჩაისუნთქა, ლოყებზე ხელი მიირტყა და დედოფლის რეზიდენციისაკენ აიღო გეზი, რათა მეფის პასუხი ეცნობებინა.
-ოხ, ფილიპ,- გაეცინა სამეფო ჯარის გენერალს, რომელიც მეფესთან იჯდა ამ დროს,- შეიცოდე ეს საწყალი მოახლეები მაინც. განა არ იცი, რომ დედოფლის გარემოცვაში ყველაზე უფროსი დაბადებიდან 17 წელს ითვლის?- ჰკითხა სიცილით გენერალმა.
-რიჩარდ, გგონია ჩემი ბრალია?- გაეღიმა მეფეს და მხიარულად აელვარებული მზერა აარიდა ახალგაზრდა გენერალს.
რიჩარდი წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ მეფემ გააჩერა:
-განა დავასრულეთ ჭადრაკის პარტია?
-დედოფალი გელით,- უთხრა ხმადაბლა გენერალმა,- აღარ მოგაცდენთ.
-დამელოდება,- ცივად წარმოთქვა ფილიპმა და მერე რბილად დაამატა,- შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ.
გენერალს გაეღიმა და დაუბრუნდა თავის ადგილს. ბავშვობიდან საომარი სტრატეგიების მოყვარული რიჩარდი ხვდებოდა, რომ აუცილებლად მოიგებდა პარტიას, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ აუცილებლად დათმობდა ხელს, რათა ფილიპის სახეზე ენახა გამარჯვებულის ღიმილი, რომელიც ასე იშვიათად ანათებდა მის ლამაზ სახეს.
მისი აღმატებულება, ლაიონელ III_ის ერთადერთი ვაჟიშვილი, ფილიპი და მისი გენერლის, ფერდინანდის უმცროსი ვაჟიშვილი, რიჩარდი დაბადებიდან ერთად იზრდებოდნენ. რიჩარდი ფიზიკურადაც და მორალურადაც ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, ამიტომ ყოველთვის უწევდა მუდამ ავადმყოფი და მამაკაცისათვის მეტისმეტად ნაზი ფილიპის დაცვა.
ბიჭები ერთად სწავლობდნენ ისტორიას, ენებს, საბრძოლო სტრატეგიებს, დაშნის ფლობას და ცხენზე ჯირითს. პირველად გასინჯეს ერთად ალკოჰოლი. პირველად გაეპარნენ მსახურებს და გაისეირნეს ქალაქში გლეხის ფორმაში გადაცმულებმა, თუმცა მალევე მიაგნეს გლეხისთვის მეტისმეტად მოვლილ ახალგაზრდებს და ერთადვე დასაჯეს. ორივე ჩაკეტეს ბიბლიოთეკაში და აიძულეს ბრძოლის წარმოების 7 სტრატეგია ზეპირად ესწავლათ. ერთად უწყობდნენ ოინებს მასწავლებლებს და მოახლეებს, ერთად უთვალთვალებდნენ მეჯინიბეს და მეფის მხევალს, რომელთაც ფარული რომანი ჰქონდათ.
როდესაც მისი აღმატებულება, ლაიონელ III გარდაიცვალა, რიჩარდი არც ერთი წუთით არ მოშორებია მწუხარებით განადგურებულ ფილიპს.
შემდეგ იყო კორონაცია და მეფის წუთობრივად გაწერილი გრაფიკი, სადაც ძილისთვისაც კი მხოლოდ 3 საათი იყო გამოყოფილი. რა თქმა უნდა მის უდიდებულესობას არ რჩებოდა დრო ბავშვობის მეგობართან შეხვედრისათვის.
და მხოლოდ ასეთ დროს, დროებითი და მოჩვენებითი სიმშვიდის დროს ჭადრაკის პარტიები, რომელსაც როგორც მეფე, ისე ახალგაზრდა გენერალი ერთნაირად ახანგრძლივებდნენ, რათა მოეპარათ ერთად ყოფნის წუთები.
ამჯერადაც პარტია დაუსრულებელი დარჩა. მზემ ზენიტს მიაღწია და აღარ შეიძლებოდა დაყოვნება, დედოფალი იცდიდა.
-ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად, რიჩარდ?- ჰკითხა მეფემ და იმედით აღსავსე მზერა შეანათა გენერალს. ასეთ ფილიპს უარს ვერასოდეს ეტყოდა ახალგაზრდა გენერალი, მეტისმეტად ბავშვური, სუსტი და უმწეო სჩანდა.
-რა თქმა უნდა, ჩემო მეფეო,- გაუღიმა რიჩარდმა. თამამად დაეხმარა მეფეს მოესხა ტუნიკა და მასთან ერთად გავიდა ოთახიდან. მეფის პირადი ამალა იქვე იდგა და მოთმინებით ელოდნენ მის აღმატებულებას.
ზაფხულის ბაღი ათასფრად ელვარებდა სხვადასხვა ყვავილის წყალობით. ცენტრში, ხელოვნურ ტბასთან იდგა პატარა ფაცხა, გადახურული ეგზოტიკური პალმის რტოებით და დახურული აღმოსავლური აბრეშუმით, რათა მათი უდიდებულესობა მეფე და დედოფალი არ შეეწუხებინა კომაბეზრებელ მწერებს.
როგორც კი გაიგეს მეფე მოდისო, ყველა ფეხზე წამოდგა, მათ შორის დედოფალიც. მინიატურული, თხელი და ნაზი, საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა ვარდისფერ ტუნიკაში, რომელზეც იდეალურად იყო ამოქარგული ორქიდეის ყვავილები.
-თქვენო აღმატებულებავ,- ახალგაზრდა დედოფლის ხმა მასსავით ნაზი იყო.
-ჩემო დედოფალო,- მიმართა ალერსიანად მეფემ და ხელზე ეამბორა.
როდესაც გვერდიგვერდ დადგნენ, ბევრს მათი ამალიდან ოხვრა აღმოხდა. მეტისმეტად ლამაზ სანახაობას წარმოადგენდნენ ეს ორნი.
აი რიჩარდისთვის რომ ეკითხა ვინმეს, დაუფიქრებლად იტყოდა, რომ ფილიპი უფრო ლამაზი იყო, უფრო დახვეწილი და გაცილებით უფრო მიმზიდველი... უფრო სასურველი. მაგრამ იყო დედოფალში რაღაც, რაც ერთი შეხედვისას სუნთქვას უკრავდა ყველა მამაკაცს. ალბათ მისი დიდრონი ცისფერი თვალები და ალისფერი ბაგეები ბავშვურ სახეზე.
ამ ფიქრებში გართულმა გენერალმა გამოტოვა მომენტი, როდესაც მეფე-დედოფალი მაგიდას მიუსხდნენ და მოახლეებმა ჩაი მიართვეს. ფიქრებიდან დედოფლის ხმამ გამოიყვანა:
-გენერალო, არ შემოგვიერთდებით?- მისმა კითხვამ დააბნია რიჩარდი და გააოცა მეფე. დედოფალს არასოდეს მოსწონდა ახალგაზრდა გენერალი, რადგან მეფე მასთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე საკუთარ კანონიერ მეუღლესთან.
-მე...- რიჩარდმა მეფეს შეხედა და მის თვალებში მუდარა იკითხებოდა.
-შემოგვიერთდი, რიჩარდ,- ანიშნა მეფემ მის გვერდით ადგილზე. მსახურებმა მაშინვე დადგეს ჭიქა მისთვის და დაუსხეს ჩაი. გენერალმა თავი დაუკრა და მაშინვე მოსვა სითხე, რათა უხერხულობა დაემალა. მაგრამ ცხელმა სუბსტანციამ ყელი დასწვა და დაახველა. დედოფალმა ჩაიკისკისა და მეფეც აჰყვა:
-ცოტა ფრთხილად, გენერალო,- უთხრა დედოფალმა და თავისი ხელსახოცი მიაწოდა. ამან კიდევ უფრო გააოცა ფილიპი.
ჩაის სმა მშვიდად დასრულდა, თუმც მეფე ბოლო ძალებით ინარჩუნებდა სიმშვიდეს. დედოფალი დაუფარავად ეფლირტავებოდა მის გენერალს.
-მგონი დროა დედოფალი სასახლეში დაბრუნდეს,- გამოაცხადა მეფემ,- ბინდდება და ცივი სიო უბერვს,- მერე რიჩარდს მიუბრუნდა,- მე გავაცილებ დედოფალს მის მოსასვენებლამდე, შენ კი ჩემს ოთახში დამელოდე.
თქვა და უხმოდ დატოვა ფაცხა. დედოფალი, როგორც წესჩვეულება მოითხოვდა, 2 ნაბიჯით უკან გაჰყვა, ამალა კი 3 ნაბიჯის მოშორებით. დედოფლის მოსასვენებელი ზაფხულის ბაღთან ახლოს იყო. ტრადიციების თანახმად მეფე-დედოფალს ცალ-ცალკე ეძინათ.
როგორც კი დედოფლის სასახლეს მიუახლოვდნენ, მეფე გაჩერდა და ამალას უბრძანა:
-მე დედოფალთან ერთად შევალ, თქვენ აქ დაგველოდეთ,- თავიდან ყველას შოკირებული სახე ჰქონდა, მერე კი თავი დაუკრეს. დედოფლის მხლებელმა ქალწულებმა ჩაიკისკისეს კიდეც.
-ელენა,- როგორც კი მარტო აღმოჩდნენ, მეფე მაშინვე გადავიდა არაფორმალურ მიმართვაზე,- რა იყო ეს ჩაის სმის დროს?
-რას გულისხმობ ჩემო ხელმწიფევ?- სცადა თავის დაძვრენა დედოფალმა.
-ელენა,- ხმას აუწია ფილიპმა, მაგრამ არა ისე, რომ გარეთ ვინმეს გაეგო,- შენ რიჩარდს ეფლირტავებოდი.
-შენ თუ აკეთებ ამას, განა მე არ შემიძლია?- უცებ შეკრა შუბლი ელენამ.
-რას გულისხმობ?- გაბრაზებულმა მოწკურა თვალები მეფემ.
-ის, რომ უკვე 8 სავსე მთვარობა გავიდა რაც ვიქორწინეთ, შენ კი თითი არ დაგიკარებია ჩემთვის. გენერლისათვის კი დრო ყოველთვის გაქვს. ჩაიკეტებით ერთად ოთახში და...
-შენი აზრით რას ვაკეთებთ?- გააწყვეტინა სიტყვა ფილიპმა.
-არ ვიცი,- ამოიოხრა ელენამ.
-ელენა, გთხოვ, ნუ გამირთულებ უფრო მეტად ცხოვრებას,- უთხრა დაღლილი ხმით ფილიპმა.
-დარჩები ჩემთან?- ჰკითხა დედოფალმა ჩურჩულით.
-ვერა,- გააქნია თავი ხელმწიფემ.
-ის რომ გელის იმიტომ?
-არა მხოლოდ!
-გიყვარს?
-ის ჩემი მეგობარია... ჩემი გენერალი...
- და მაინც...
-არ ვიცი, ელენა.
-ღამე მშვიდობის, ფილიპ,- უთხრა დედოფალმა და ზურგი აქცია. მეფემ ღრმად ამოიოხრა და უსიტყვოდ დატოვა მეუღლის მოსასვენებელი.
პირველი, რაც საკუთარ ოთახში დაბრუნებულმა ხელმწიფემ დაინახა, იყო ჩაფიქრებული რიჩარდი, რომელიც ჭადრაკის დაფას დაჰყურებდა. მისი ფართე მხრები ჩამოშვებული იყო, მაღალი ყვრიმალები ოდნავ მოძრაობდნენ სუნთქვისას, ხოლო მისი სავსე ბაგეები ოდნავ იყო შეღებული. რიჩარდი სულისშემკვრელად იდეალური იყო. ელენა მართალი იყო, ფილიპს ის გულის შეღონებამდე უყვარდა.
ფილიპი მიუახლოვდა და ოდნავ შეეხო მხარზე მეგობარს. გენერალი შეკრთა და ხელი მაშინვე ხმლისკენ წაიღო, მაგრამ მეფის სიცილზე გონს მოეგო.
-ოჰ, ფილიპ... მაპატიე,- თქვა და მაშინვე წამოდგა.
-ინსტინქტები საღ აზრს ასწრებს წინ, ხომ ასეა?- ჰკითხა ღიმილით ფილიპმა.
სანთლის შუქზე მეფის კანი კიდევ უფრო თეთრი სჩანდა და რიჩარდს სულ უფრო და უფრო უჭირდა თვალის მოწყვეტა მის მადისაღმძვრელ ბაგეებზე. ასე არ შეიძლება... არ უნდა უყურებდე ამგვარად შენს მეფეს... შენს მეგობარს... შენს ძმას...
რიჩარდი გენერალი იყო და დიდ დროს ჯარისკაცებთან ატარებდა. ყველაგან არ ხვდებოდა თემატური ჩაიხანები და უძველესი პროფესიის წარმომადგენელი ქალები, ამიტომ მისთვის უცხო არ ყოფილა მამაკაცთან ფიზიკური ურთიერთობა. მის გარემოცვაში ყოველთვის იყო ერთი-ორი მინიატურული მეომარი, რომელიც მიხვრა-მოხვრით და გარეგნობით ძალიან ჰგავდა კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს. არასოდეს გასჩენია ზიზღის ან გაუცხოების გრძნობა. ეს მისთვის მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო და მეტი არაფერი. თუმცა არჩევანის შემთხვევაში, ყოველთვის ქალს ამჯობინებდა, რადგან მათი ნაზი კანი და ფუმფულა ფორმები უფრო სასიამოვნო იყო ახალგაზრდა გენერლისათვის. ასევე, ფიზიკურად და ფიზიოლოგიურად პროცესი გაცილებით უფრო მარტივი იყო.
მაგრამ ფილიპი... ის ნაზია, სათუთი, მინიატურული, მადისაღმძვრელი ბაგეებითა და მოქნილი ფიგურით. ადრე არასოდეს დაფიქრებულა ამაზე რიჩარდი, მაგრამ დღეს,როდესაც მეფემ დედოფალთან განმარტოება მოისურვა, გენერალს სუნთქვა შეეკრა და წამით თვალს დაუბნელდა. მას ყოველთვის სისუსტის გამოვლენად მიაჩნდა ეჭვიანობა, ახლა კი თავად აგიჟებდა ეს სამარცხვინო გრძნობა.
-ფილიპ...- გამოთქვა გენერალმა და წელზე მოჰხვია ხელი მეფეს. სულ ცოტა 2 თავით მაღალი იყო მეფეზე. სხეულიც უფრო მასიური ჰქონდა, ამიტომ ფილიპი უცებ ჩაიმალა მის მკლავებში.
-რიჩარდ,- ამოთქვა თავისი ხრინწიანი ხმით ფილიპმა და რიჩარდს ყველანაირი მუხრუჭი გაეხსნა.
დაიხარა და მეფის ბაგეებს უპარდონოდ დაეპატრონა. ჰკოცნიდა დაუოკებლად, ხოლო როდესაც იგრძნო, რომ ფილიპი ცდილობდა ეპასუხა ალერსზე, კიდევ უფრო აენთო. ხელის ერთი მოსმით გახადა ტუნიკა და მოხსნა თავსაბურავი. გრძელი, აბრეშუმივით ნაზი თმები მხრებზე დაეყარა მეფეს და გენერალმა უმალ ჩამალა თითები მასში. როდესაც პერანგის ღილებს დასწვდა რიჩარდი, მაშინვე გაათავისუფლა მეფის ბაგეები ტყვეობიდან და კოცნით ჩაჰყვა თითოეულ გახსნილ ღილს. ფილიპი თავს ვეღარ იკავებდა და ხმამაღლა კვნესოდა. ხოლო როდესაც გენერალმა შარვლის თასმა გაუხსნა და გარდერობის ეს ნაწილიც გახადა, მეფემ თვალები დამალა. ის აღგზნებული იყო, რაც კარგად სჩანდა შიდა სამოსიდან. გენერალს გაეღიმა მეფის გაწითლებული ლოყების დანახვაზე და გადაწყვიტა კიდევ უფრო გაეწითლებინა საყვარელი. კბილებით დაიჭირა შიდა საცვალი, ქვემოთ ჩასწია და გაათავისუფლა მამაკაცის ორგანო. ფილიპმა ფეხის შეტყუპება სცადა, მაგრამ რიჩარდმა არ მისცა საშუალება.
-მინდა ასეთს მხოლოდ მე გხედავდე,- უთხრა გენერალმა ჩახლეჩილი ხმით და ფრთხილად შეეხო მის ორგანოს.
-შენ პირველი ხარ ვინც ასეთს მხედავს,- ამოთქვა გაჭირვებით ფილიპმა.
- რა?- რიჩარდს ისე გაუკვირდა, რომ ხელიც კი გააჩერა,- დედოფალი...
-ჩვენს შორის არაფერი ყოფილა,- უპასუხა ფილიპმა მას შემდეგ, რაც ღრმად ჩაისუნთქა,- ქალები არ მიზიდავს,- აიჩეჩა მხრები მეფემ,- შენ ერთადერთი ხარ, ვინც მისი გაცოცხლება შეძლო,- ანიშნა თავის ორგანოზე და კიდევ უფრო მეტად გაწითლდა ფილიპი. რიჩარდს ბედნიერი ღიმილი გამოესახა სახეზე და მოურიდებლად დაუსვა ენა მეფის ორგანოს. მისთვის ამას ხშირად აკეთებდნენ და იცოდა რამდენად სასიამოვნო იყო, მაგრამ მისთვის ეს პირველი მცდელობა იყო და იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. ზიზღის გრძნობა არ ჰქონია, რადგან ეს ფილიპი იყო, მაგრამ უცებ გაჩენილ პირღებინების შეგრძნებას ვერაფერი უშველა. თუმცა ფიზიკურ სიამოვნებაში გამოუცდელ მეფეს ესეც ეყო, რომ კვნესით გაეთავებინა სულ რამდენიმე წუთში. რიჩარდს გაეცინა, ხოლო ფილიპი გაწითლდა. უხერხულობის დასაფარად წამოდგა, ამოქარგული ყელსახვევი აიღო და უკან დაბრუნდა. ფრთხილად მოსწმინდა სახიდან თეთრი სუბსტანცია, ხოლო როდესაც ჩააყოლა მზერა, აღმოაჩინა, რომ გენერალი ჯერ კიდევ ჩაცმული იყო. ამაზე კიდევ უფრო გაწითლდა, მაგრამ რიჩარდმა მისი სახე ხელებში მიიქცია, ნაზი ამბორი დატოვა მეფის ბაგეებზე და გახდა დაიწყო. სანამ ფილიპი ტკბებოდა მისი გენერლის კარგად ჩასხმული სხეულის ყურებით, თავადაც ვერ მიხვდა როგორ გაიღვიძა ხელახლა მისმა მამაკაცურმა საწყისმა. ხოლო როდესაც გენერალმა ჩაცმულობის უკანასკნელი დეტალი გაიხადა, მეფეს გაუაზრებლად ოხვრა აღმოხდა. ამჯერად ეს არც სიამოვნების და არც ტკივილის ბრალი არ იყო. მას უბრალოდ, ადამიანურად შეშურდა. მასზე გრძელი და მასიური ორგანო ვენებით იყო დასერილი. მას ასეთზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. ბუნებამ ნამდვილად არაფერი დაიშურა რიჩარდისთვის.
-ფილიპ,- გენერალმა თვალებში ჩახედა თავის ხელმწიფეს,- ნუ გეშინია,- მან თავისებურად აღიქვა საყვარლის რეაქცია,- დღეს ჩვენს შორის არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება,- უთხრა და ტუჩი მოიკვნიტა, ეტყობოდა როგორ უჭირდა ამის თქმა,- შენთვის ეს პირველია და ამიტომ ნელ-ნელა უნდა შეეჩვიო. ჯერ თითებს, მერე კი აქტიურ ფაზაში გადავალთ.
-პირდაპირ აქტიურ ფაზაზე რას იტყვი?- ჰკითხა ჩურჩულით ფილიპმა.
-გსიამოვნებს ტკივილის შეგრძნება?- მეფემ თავი გააქნია,- მაშინ ჯერ უნდა მოვემზადოთ. ალბათ ხედავ რომ არც ისე პატარა ვარ, რომ მხოლოდ ერთხელ მომზადება გეყოს. დამიჯერე, სრული შერწყმის გარეშეც მოვახერხებ სიამოვნებისგან გაყვირო,- გაეცინა გენერალს, ფილიპი კი ყურებიანად გაწითლდა.

...

სუსხიანი დილა ჩიტების ჭიკჭიკით შეეგება ხელმწიფეს. ბედნიერი ღიმილით ჩაისუნთქა ღრმად და წამოდგა.
აბაზანის მიღებისას ხან წითლდებოდა, როდესაც რიჩარდის პიკანტური კომენტარები ახსენდებოდა, ხან სიამოვნებისგან ინაბებოდა, როდესაც ახსენდებოდა თუ რას უკეთებდნენ მისი გენერლის თითები.
თუმცა მთელი ბედნიერება წარმატებით გაქრა, როდესაც მოახსენეს, რომ მინისტრები ელოდნენ მასთან აუდიენციას. უხალისოდ ამოვიდა აბაზანიდან, ნება მისცა მის აღმზრდელს ჩაეცვა მისთვის, რომელმაც ტაქტიკურად არ შეიმჩნია გენერლის მიერ მეფის სხეულზე მოურიდებლად დატოვებული კვალი.
-თქვენო აღმატებულებავ,- მიმართა მეფეს პირველმა ვეზირმა, როგორც კი ამ უკანასკნელმა თავისი ადგილი დაიკავა,- ხალხი შფოთავს. ტახტის მემკვიდრეს ელიან. თუკი დედოფალს არ შეუძლია...
-საკმარისია!- გაცეცხლდა ფილიპი,- დედოფალი ჯერ დაბადებიდან 17 წლისაც არ არის, მოვასწრებთ ტახტის მემკვიდრის გაჩენას.
-მაგრამ, თქვენო აღმატ...
-საკმარისია!- კიდევ ერთხელ წამოიყვირა მეფემ,- ჩვენს ქვეყანაში სხვა ყველაფერი კარგადაა? მოწესრიგებულია განათლებისა და სოფლის მეურნეობის პრობლემები? ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესებულია? ვეტერანებისთვის გამოყოფილი ანაზღაურება გაზრდილია? დაღუპულების ოჯახების დახმარების პრობლემა მოგვარებულია? მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვების თავშესაფრების აშენება მთელს ქვეყანაში დასრულებულია? განვაგრძო ჩამოთვლა?
-გასაგებია,- დაუკრა თავი პირველმა ვეზირმა,- მაგრამ გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, უგდეთ ყური ხალხის ხმას. ბუნტი ნამდვილად არ გვჭირდება. რაც შეეხება ჩვენს სამხედრო აკადემიას...

...

საღამოს, მეფის ოთახში შესულ რიჩარდს საოცარი სურათი გადაეშალა თვალწინ. ფილიპი ერთიანად შიშველი იწვა ფართე საწოლზე. მისი გრძელი ქერა თმა თოვლივით თეთრ ქვეშაგებელზე იყო დაფენილი. ბიჭი საკუთარ თავს ეფერებოდა და ამ სურათის დანახვისას რიჩარდმა იგრძნო როგორი ვიწრო გახდა მომენტალურად მისი შარვალი. ხოლო როდესაც ფილიპს მისი სახელი აღმოხდა, რიჩარდს საკუთარი სახელიც კი დაავიწყდა. ერთადერთი რასაც ხედავდა, იყო ახალგაზრდა, ლამაზად მოყვანილი სხეული მის წინ, რომელიც ერთადეთი რაზეც იმ წუთას ოცნებობდა, იყო გენერლის ძლიერი ხელები და არა მხოლოდ. მყისიერად გაიხადა ტანზე ყველაფერი და მონადირის გრაციით მიუახლოვდა თავის მსხვერპლს....
როდესაც ჩამცხრალი ვნებისაგან დაქანცულები საწოლზე იწვნენ გვერდიგვერდ და ერთმანეთს თვალებში უხმოდ შესცქეროდნენ, რიჩარდმა შეამჩნია მეფის თვალში ჩამქრალი სხივი და უიმედობა. ლოყებზე დაუსვა საჩვენებელი თითი, რითიც მომენტალურად გააწითლა ის.
- რა ხდება, ფილიპ?- ჰკითხა ჩურჩულით, თითქოს ვინმე უსმენდა.
-რიჩარდ... ჩემს გამო რის გაკეთებას შეძლებდი?- ჰკითხა მოულოდნელად ფილიპმა. გენერალს გაუკვირდა, მაგრამ დაუფიქრებლად უპასუხა:
-ყველაფერს რაც შემიძლია და იმასაც, რაც ჩემს ძალებს აღემატება, როგორც თქვენი გენერალი. და როგორც შეყვარებული მამაკაცი, სულების სამფლობელოში ჩავალ და უკვდავების ვაშლს მოვწყვეტ შენთვის, თუკი მიბრძანებ,- უთხრა ღიმილით და ნაზი კოცნა დატოვა ფილიპის მადისაღმძვრელ, სავსე და ატამივით ტკბილ ბაგეებზე. ფილიპმა დაიმორცხვა, მერე კი ზურგი აქცია რიჩარდს.
-რაღაც უნდა გთხოვო როგორც მეგობარმა, გიბრძანო როგორც საყვარელმა და მუხლმოდრეკით გემუდარო როგორც ხელმწიფე...
- რა ხდება ფილიპ?- ახლა უკვე აღელვებულმა ჰკითხა რიჩარდმა და სცადა თავისკენ მიებრუნებინა საყვარელი, მაგრამ მეფე არ დანებდა და ამან კიდევ უფრო შეაშფოთა გენერალი.
-მინისტრები მემკვიდრეს ელიან...- თქვა ძალიან ჩუმად ფილიპმა, მაგრამ რიჩარდისთვის მეხის გავარდნასავით გაისმა.
-მე... მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს... არ მაქვს აგიკრძალოთ...
-შენ ვერ მიხვდი რისი თხოვნა მინდა, რიჩარდ.
-თხოვნა?
-გახსოვს გუშინ რა გითხარი?
გენერალი დაფიქრდა. მას ახსოვდა ყველაფერი, ფილიპის თითოეული კვნესაც კი, მაგრამ თხოვნა? უეცრად ამოუტივტივდა "ქალები არ მიზიდავს, შენ ერთადერთი ხარ, ვინც მისი გაცოცხლება შეძლო" და პაზლი უცებ აეწყო.
გენერალი გაშრა.
-მაინც რა?- ჰკითხა ჩამქრალი ხმით. მეფე კი მისკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა.
-როგორც ვხედავ, მიხვდი.
-არც მთხოვო,- გაბრაზდა რიჩარდი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო მისთვის.
-სხვას ვერ ვენდობი რიჩარდ,- აუცრემლიანდა თვალები მეფეს,- ელენას მე დაველაპარაკები. თან ხომ არ გთხოვ ამის მუდმივად გაგრძელებას? ასევე... მირჩევნია შენი შვილი ავიდეს ტახტზე.
-ფილიპ, ხვდები რას მთხოვ? დავაორსულო შენი კანონიერი მეუღლე, ჩემი შვილი მოგცე შენ, მთელი ცხოვრება ვუყურო როგორ გეძახის მამას...
-შენ სხვა შვილებიც გეყოლება,- უთხრა ტირილით ფილიპმა.
-როგორ? დღევანდელი ღამის მერე როგორ უნდა ვიფიქრო ცოლის მოყვანაზე? როგორ უნდა ვიფიქრო სხვა პარტნიორზე? როდესაც შენ უფრო მენდომები ვიდრე ის? ნუთუ ვერ ხედავ როგორ მიყვარხარ და როგორ მტკენ გულს შენი სიტყვებით?
-მაპატიე რიჩარდ... მაგრამ არ მინდა ტახტის დაკარგვა. საიქიოში მამა არ მაპატიებს...- ამჯერად გულამოსკვნით ატირდა მეფე. გენერალს გული უკვდებოდა ასეთს რომ ხედავდა საყვარელ ადამიანს, მაგრამ არ შეეძლო...
-ფილიპ, არ იტირო,- სცადა მისი დამშვიდება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ამიტომ ნაზად შეეხო მის ბაგეებს. შემდეგ კოცნით აჰყვა ჯერ მარჯვენა, ხოლო მერე მარცხენა თვალზე და ამბორით ამოუშრო ცრემლები,- გავაკეთებ ამას,- უთხრა საკუთარი თავისთვისაც მოულოდნელად, ხოლო როდესაც საყვარლის გაბრწყინებული სახე დაინახა, მიხვდა, რომ უარს ვეღარ იტყოდა. ხოლო როდესაც ფილიპი ზემოდან მოექცა და კოცნით დაუფარა დაუცველი კისერი, საერთოდ ყველა ეჭვი გაუქრა.

...

მეორე დღეს მეფემ აუდიენცია ითხოვა დედოფალთან. ხოლო საღამოს ამალამ მიაცილა ელენა მეფის მოსასვენებლამდე.
მათმა მუდმივმა მხლებლებმა იცოდნენ, რომ ეს მათი პირველი ღამე იყო ერთად. ამიტომ დედოფლის უჩვეულო სიფითრე შიშს მიაწერეს და გოგონები ცდილობდნენ მის დამშვიდებას. ვერავინ ხვდებოდა თუ რა ხდებოდა ახალგაზრდა ქალწულის გულში.
თავიდან ის ფილიპთან ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ როდესაც პირველად ცხენზე მჯდომი დაინახა, მაშინვე შეუყვარდა. შეუყვარდა თავდავიწყებით და გულში ერთგულება შეჰფიცა. როდესაც ქორწინების პირველ ღამეს, რომელსაც ახალგაზრდა ელენა მოუთმენლად ელოდა, რათა ფილიპს სიყვარულში გამოტყდომოდა, მეფე არ მივიდა, გოგონამ გული არ გაიტეხა და მეფის დაღლილობას დააბრალა... მეორე დღეს ბევრ საქმეს... მერე სტუმრებს და ა.შ. მიზეზები არ ილეოდა. და სწორედ მაშინ, როდესაც ელენას იმედი გადაეწურა, ფილიპი მივიდა მასთან და მემკვიდრეზე ჩამოუგდო სიტყვა. ქალწულს გული აუფრთქიალდა, მაგრამ რაც შემდეგ უთხრა მეფემ, მისთვის მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხზე მოულოდნელი იყო. მეფემ უთხრა, რომ მას ქალები არ იზიდავენ და თუ იქნება თანახმა, რომ მემკვიდრე გააჩინოს, ოღონდ სხვისგან... ეს სხვა კი უნდა ყოფილიყო ადამიანი, ვისიც ყველაზე მეტად შურდა ახალგაზრდა დედოფალს. ის, რომ რიჩარდს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ფილიპის გულში, ელენამ საკუთარ ქორწილზეც შეამჩნია. მეფე თვალს არ აშორებდა ახალგაზრდა გენერალს და როგორც კი ეს უკანასკნელი მანდილოსნის საზოგადოებაში ხვდებოდა, მაშინვე თავისთან იხმობდა. ქორწილის მერე კი ამაში უბრალოდ დარწმუნდა. ფილიპს შეეძლო ყველას აზრი მოესმინა უყურადღებოდ, აი რიჩარდის თითოეულ სიტყვას კი გულისყურით ისმენდა და რჩევებს ითვალისწინებდა.
ელენამ იცოდა, რომ ეს აზრი ფილიპს ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც ბრაზობდა რიჩარდზე, რომელიც დათანხმდა. თუმცა ქვეცნობიერად ხვდებოდა მიზეზს... რიჩარდსაც ისევე უყვარდა მეფე, როგორც ელენას... და რაც არ უნდა გულდასაწყვეტი ყოფილიყო გოგონასათვის, შეიძლება უფრო მეტადაც კი.
მეფე მიეგება კართან თავის დედოფალს და ოთახში შეიყვანა. გენერალი არსად სჩანდა, ალბათ დროს აძლევდნენ გოგონას სულიერად მოსამზადებლად.
-როგორ ხარ, ელენა?- ჰკითხა ფილიპმა. დედოფალმა იცოდა, რომ ხმას ვერ დაიმორჩილებდა, ამიტომ უბრალოდ თავი დაუქნია,- მაპატიე ჩემო ელენა ჩემს გამო ამდენი რამის გადატანა რომ გიწევს,- აუაუკანკალდა ხმა ფილიპს. ელენას უნდოდა ჩახუტებოდა, დაემშვიდებინა და ეთქვა, რომ ესმის მისი, რათა აღარ ენახა მეფის აცრემლებული თვალები, მაგრამ სიბრაზე ახრჩობდა და ერთადერთი რაც უთხრა, იყო ცივი:
-მე, როგორც თქვენი დედოფალი და ქვეშევრდომი, ყველა თქვენს ბრძანებას შევასრულებ.
-მაგრამ ეს ბრძანება არ არის, ელენა,- სცადა თავის გამართლება ფილიპმა.
-ანუ შემიძლია უარი ვთქვა?
- რა თქმა უნდა!
-არა...- გააქნია თავი დედოფალმა,- მე უკვე ამ ქვეყნის დედოფალი ვარ და არ მაქვს უფლება საკუთარი ემოციების გამო საფრთხეში ჩავაგდო ჩემი მეფის უსაფრთხოება და ქვეყნის სიმშვიდე.
-ელენა... უბრალოდ არ ვიმსახურებ შენნაირ მეუღლეს. ალბათ წინა ცხოვრებაში ქვეყანა გადავარჩინე რადგან შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით,- ფილიპს ხმა უკანკალებდა. უეცრად სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგონას და გულში ჩაიკრა. მერე საფეთქელზე აკოცა, ჩუმად ჩაილაპარაკა "მადლობა" და ოთახი დატოვა.
ელენა დაბნეული ათვალიერებდა ოთახს, ბოლოს კი საწოლზე ჩამოჯდა. მაშინ, როდესაც ძილბურანში ჩაიძირა, გაიგონა ფრთხილი ფეხის ნაბიჯების ხმა. მაშინვე გამოფხიზლდა და შეეფეთა მზერით გენერალს.
-თქვენო უდიდებულესობავ...- დაიბნა რიჩარდი.
-მე... მე...- წამოდგა ელენა და მზერა აარიდა მამაკაცს.
ორივე თავს უხერხულად გრძნობდა და ცდილობდა ერთმანეთისთვის თვალი არ გაესწორებინა.
-ჩაის ხომ არ ინებებთ?- დაარღვია სიჩუმე გენერალმა, რომელმაც ჩათვალა, რომ საკუთარ ხელში უნდა აეღო ინიციატივა. დედოფალს გაეღიმა.
-არა, გმადლობთ,- თავი დაუკრა ოდნავ.
-თქვენო აღმატებულებავ...- დაიწყო რიჩარდმა,- გგონიათ შევძლებთ ამის გაკეთებას?- ჰკითხა ხმადაბლა. ელენამ ტუჩი მოიკვნიტა,- ჩვენ ხომ ორივეს გვიყვარს ის და მის გამო ყველაფრისთვის მზად ვართ...- გოგონას სუნთქვა გაუხშირდა. "საიდან იცის?"- მაგრამ შევძლებთ კი ვუღალატოთ?
-ეს ღალატი არ არის,- გააოცა გენერალი თავისი სიტყვებით დედოფალმა,- სანამ მის სურვილს ვასრულებ და ის მშვიდად არის... არ ვღალატობ.
რიჩარდისთვის ეს სიტყვები მოულოდნელი აღმოჩნდა. არ ელოდა, რომ დედოფალს ასე უყვარდა მისი ფილიპი. "ჩემი? რა ირონიაა..."
ამიტომ ბიჭი უხმოდ დაიხარა გოგონასკენ და ფრთხილი ამბორი დატოვა მის ლოყაზე. ელენა შეკრთა, მაგრამ არ მოშორდა. გათამამებულმა ფილიპმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო მის ბაგეებს.
ელენა დაიბნა, რადგან მისთვის ეს პირველი სიახლოვე იყო მამაკაცთან, მაგრამ სცადა თავი არ გაეყიდა და უპასუხა კოცნაზე. ზუსტად ამით გაიყიდა თავი. რიჩარდს კოცნაში გაეღიმა, ელენა კი გაბრაზებული მოსწყდა და უკან დაიხია. ხვდებოდა, რომ გენერალი მას დასცინოდა. ის მართლაც გამოუცდელი იყო და ეშინოდა, რომ რიჩარდი არ დაინდობდა "მოწინააღმდეგეს".
-არ შემიძლია,- უთხრა გოგონამ.
-გასაგებია,- დაუკრა თავი რიჩარდმა და ოთახი დატოვა. მეფე კართან იჯდა და ხატავდა. როგორც კი თავისი საყვარელი დაინახა, მაშინვე გადადო ფუნჯი და წამოდგა.
-როგორ მოემსახურე დედოფალს?- ჰკითხა რიჩარდს და მზერა აარიდა.
-ვერ შევძელი, ფილიპ,- სცადა თავის გამართლება გენერალმა. მეფე მასთან მივიდა და ბაგეებზე ოდნავ შეეხო.
-რიჩარდ... ჩემო რიჩარდ...- მერე კი ჩაეხუტა მას და სახე მის კისერში ჩამალა. გენერალმა ამოიოხრა.
-კარგი ფილიპ... ვეცდები,- საფეთქელზე აკოცა და უკან შებრუნდა.
დედოფალი ისევ იქ იდგა სადაც გენერალმა დატოვა. როდესაც ელენამ კარის ხმა გაიგო, შეკრთა და დაბნეული მზერა შეანათა ბიჭს.
-იქ არის?- ჰკითხა ჩურჩულით. გენერალმა თავი დაუკრა,- მან გთხოვა დაბრუნება,- კიდევ ერთი თავის დაკვრა და ელენა თითქოს შეცვალეს. აელვარებული თვალები, ძლიერად შეკრული მუჭები და გახშირებული სუნთქვა გასცემდნენ მის სიბრაზეს.
-თქვენო უდიდებულესობავ...- ძლივს ამოთქვა გენერალმა, როდესაც გოგონა მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია და ბიჭის ბაგეებს მიეწება.
-ელენა... დღეს ელენა ვარ...- უთხრა ჩურჩულით.
ბიჭმა ფრთხილად გაუხსნა მოსასხამის თასმა და სქელი ნაჭერი მძიმედ დაეცა გოგონას ფეხებთან. მერე კი თავისი მოსასხამი მოიხსნა. ელენა უნებურად შეკრთა, როდესაც პატარა ბავშვივით ხელში აიტაცეს და საწოლზე დააყენეს. გოგონა უკვე ქვემოდან ზემოთ არ უყურებდა გენერალს, თითქმის ერთი სიმაღლის იყვნენ.
რიჩარდმა ფრთხილად გაუხსნა ღამის პერანგი და სწრაფი ხელის მოძრაობით გახადა. ელენა დედიშობილა დარჩა მის წინ და სცადა ხელის აფარება, მაგრამ რიჩარდმა არ მისცა საშუალება. ხელები დაუჭირა და ნაზად შეეხო მის გამომწვევ ბაგეებს. მერე ქვემოთ ჩაჰყვა, ჯერ კისერზე აკოცა, ოდნავ უკბინა ლავიწის ძვალზე და გაიგონა როგორ ღრმად ჩაისუნთქა დედოფალმა. გოგონას სულ პატარა მკერდი ჰქონდა, მაგრამ მისი ბაგეებით მოფერება უფრო სიამოვნებდა გენერალს ვიდრე გამოცდილი მეძავების ფუმფულა ფორმების. იმის გაცნობიერება, რომ მისთვის პირველი იყო, ბიჭს ეიფორიას მატებდა. გოგონას ისედაც ბრტყელი მუცელი კიდევ უფრო შეიზნიქა, როდესაც რიჩარდმა ენა დაუსვა.
-ოჰ, რიჩარდ,- ამოიკვნესა ელენამ. გოგონაში ერთმანეთს ებრძოდა სირცხვილი და ვნება. კანონიერი ქმრის სიყვარული და საყვარლის ცხელი ბაგეების სურვილი. ქალიშვილს ძალიან უჭირდა ემოციების შეკავება და როდესაც გენერლის ცხელი ენა შეეხო ყველაზე ინტიმურ ადგილას, ფეხებმა უმტყუნეს და წაიქცეოდა კიდეც, რომ არა რიჩარდის ძლიერი ხელები. გენერალმა ნაზად დააწვინა გოგონა საწოლზე და სწრაფად გაათავისუფლა თავი ხელის შემშლელი ტანსაცმლისაგან. გოგონას ერიდებოდა, წითლდებოდა, მაგრამ მაინც უყურებდა ცალი თვალით ბიჭის შიშველ სხეულს და გულის ცემა სულ უფრო და უფრო უხშირდებოდა. ფართე ბეჭები, ლამაზად ჩასხმული სხეული, მაღალი ფეხები და აღგზნებული მამაკაცური საწყისი, რომელიც მუცელს ებჯინებოდა.
-შ...შეიძლება?- იკითხა ელენამ და რიჩარდს ჩახედა თვალებში. ბიჭი ვერ მიხვდა რას ეკითხებოდნენ, მაგრამ თავი დაუქნია. გოგონა საწოლზე დაჯდა და უნდობლად შეახო საჩვენებელი თითი გენერლის ორგანოს, თუმცა მაშინვე მოაშორა ხელი და გაწითლდა. ბიჭს გაეღიმა.
-აი ასე უნდა გააკეთო,- უთხრა და დიდი თითისა და საჩვენებელი თითის რკალში მოიქცია თავისი აღგზნება, მერე კი ოდნავ ზემოთ-ქვემოთ გაასრიალა ხელი და ტუჩი მოიკვნიტა. უცხო ადამიანის წინ ამას პირველად აკეთებდა. ხოლო ყველა ქალმა თუ მამაკაცმა ვისთანაც ყოფილა, ეს ელემენტარული კარგად და ხარისხიანად იცოდა. როდესაც თავისი ხელის ზემოთ თხელი თითების შეხება იგრძნო, გაუაზრებლად ამოიკვნესა. გოგონას ფრთხილი მოძრაობები გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას ჩუქნიდა, ვიდრე ყველაზე გამოცდილი მეძავის მ*ნეტი. მაგრამ ბიჭი მალევე მიხვდა, რომ ამ ტემპებით ყველაზე მნიშვნელოვანზე გადასვლას ვერ მოასწრებდნენ და შერცხვებოდა დედოფლის... არა, ელენას წინ. ამიტომ თამამად მოკიდა ნიკაპზე ხელი და თავი ააწევინა. გოგონას მზერა ვნებას დაებინდა. გენერალმა ძლიერად აკოცა, საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა.
-ელენა, თავიდან ცოტა გეტკინება და იმისათვის, რომ ტკივილი შეიმსუბუქო, გთხოვ, ეცადე მოდუნდე,- აძლევდა ინსტრუქციებს და თან კოცნით უფარავდა სახეს, კისერს და მხრებს. გოგონას კი ბევრი არაფერი ესმოდა, ერთიანად გაითქვიფა ახალ გრძნობებში და ჩაიძირა სიამოვნების მორევში.
ელენამ იმ დონემდე დაკარგა რეალობის შეგრძნება, რომ პირველი შერწყმის ტკივილი არც კი უგრძვნია. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რეალობა, როდესაც რიჩარდმა მისი მარჯვენა ფეხი მხარზე შემოიდო და ძლიერი ფრიქცია გააკეთა.
-ღმერთო,- ამოიკვნესა ელენამ და თავისი კოხტა ფრჩხილები ზურგში ჩაასო. ამ მცირე ტკივილმა გენერალს სუნთქვა შეუკრა. მისთვის ისედაც ახალი იყო ასეთი სივიწროვის შეგრძნება და მცირე ტკივილმა საერთოდ გაუხსნა ყველა საკეტი.
სანამ საყვარლები ნეტარების მორევში ტრიალებდნენ, არც ერთს არ ახსოვდა ის, ვინც კართან იდგა და ვის გულშიც ჯოჯოხეთის ცეცხლი გიზგიზებდა. ფილიპი ჩუმად უთვალთვალებდა მისი მეუღლის და საყვარელი მამაკაცის თავდავიწყებულ ალერსს და წყევლიდა იმ წამს, როდესაც ეს სულელური აზრი თავში მოუვიდა. რიჩარდი მისი იყო, მხოლოდ მისი და არავის ჰქონდა უფლება შეხებოდა მის საკუთრებას. ერთადერთი რაც მის გულს უნდოდა, ამოეღო მახვილი და განეგმირა დედოფალი, რომელიც ასე ნეტარებით აძლევდა გენერალს საკუთარი სხეულით დატკბობის საშუალებას. საბედნიეროდ, თავით კარგად ხვდებოდა მეფე, რომ აზრი აბსოლუტურად სულელური იყო და ცდილობდა ღრმად ესუნთქა, რათა მოეშორებინა ეჭვის ჭია გულიდან... ან საუკეთესო შემთხვევაში, არ მიეშვა ტვინთან.
ხოლო როდესაც ალერსით გათანგული დედოფალი და გენერალი ერთმანეთს მოსწყდნენ, მეფეც მოშორდა კარს და დატოვა თავისი საძინებელი. ფრთხილი ნაბიჯით მიაშურა აბაზანას, რათა წყლისთვის გაენდო თავისი გულის დარდები.
რიჩარდმა იცოდა, რომ უნდა ამდგარიყო და დაეტოვებინა მეფის საძინებელი, მაგრამ ვერ შორდებოდა ელენას. მის ახალგაზრდა, მკვრივ და სასურველ სხეულს. ხოლო როდესაც გოგონა მიეკრა გვერდზე და მკერდზე ხელი დაადო, ახალგაზრდა გენერალი მიხვდა, რომ აქ დასრულდა ყველაფერი... ღამე დასრულდა, დილას კი ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, აი გენერლის გული კი სამუდამოდ შეიცვალა.
და არა მხოლოდ გენერლის.
ელენა...
ფილიპი...
რიჩარდი...
სამივე შეიცვალა.
ელენა ბედნიერებას ასხივებდა. ბედნიერი იყო იმდენად, რომ მოახლეები უხამს ხუმრობებს არ იშურებდნენ.
ფილიპი ცდილობდა სახე შეენარჩუნებინა მეუღლისა და საყვარლის წინაშე და ეჩვენებინა, რომ ეჭვიანობაზე მაღლა იდგა.
რიჩარდი კი გალიაში გამოკეტილი ლომივით იყო. თავისუფლება უნდოდა, მაგრამ ორი საკეტი, მეფე და დედოფალი არ აძლევდნენ ამის საშუალებას. და თუ ფილიპი უყვარდა ნაზი, გულის ამაჩუყებელი სიყვარულით, დედოფალი სურდა ყოვლისმომცველი ვნებით.
შებინდდა, ხოლო მეფემ ჯერ კიდევ არ დაიბარა თავისთან დედოფალი, რაც აისახა კიდეც გოგონას ხასიათზე. ჭირვეულობდა პატარა ბავშვივით და უარს აცხადებდა ჭამაზე.
ამ დროს, რიჩარდი სავარჯიშო პოლიგონზე იყო და ცდილობდა არ ეფიქრა მეფის გზავნილზე, რომელიც ღამე თავისთან იწვევდა. რიჩარდმა არ იცოდა ვინ დახვდებოდა ოთახში, ფილიპი თუ ელენა, თუმც კარგად ხვდებოდა, რომ ერთნაირად გაუხარდებოდა და ეწყინებოდა. თავს ყველაზე ზნედაცემულ ადამიანად მიიჩნევდა, რადგან ერთნაირად სურდა როგორც მეფე, ისევე დედოფალი. იყო ამაში რაღაც ეგზოტიკური, ამაღელვებელი და ამავე დროს საშინლად ბილწი და ბინძური. მაგრამ ბინძურად მხოლოდ საკუთარ თავს თვლიდა. არც ერთი წუთით არ უფიქრია დაეძრახა ფილიპი, რომელსაც ფიზიკური ვნება არ გააჩნდა ქალების მიმართ ან ელენა, რომლის ახალგაზრდა სხეული ბუნებრივად ითხოვდა ალერსს.
როდესაც შებინდებისას მეფის ოთახში შესულ რიჩარდს საწოლზე გაწოლილი დედიშობილა ფილიპი დახვდა, მაშინვე წაერთვა ფიქრის უნარი. მაინც, მეფე ყველაზე სასურველი ადამიანი რჩებოდა მისთვის. მის ალერსს, ჩუმ კვნესას, ნაზ კანს და გამოუცდელობას, გენერალი ჭკუიდან გადაჰყავდა და ავიწყებდა ყველაფერს.
-ხვალ შორეული აღმოსავლეთიდან დესპანები ჩამოდიან,- უთხრა ფილიპმა რიჩარდს, როდესაც ორგაზმისაგან გამოწვეულმა მოთენთილობამ გადაუარა,- და ამბობენ, რომ ჯადოქრობაში არიან გამოწვრთნილები. ცოტა მეშინია,- დააყოლა ჩურჩულით. გენერალს გაეღიმა. როგორ შეიძლება ეს პატარა ბავშვი არ გიყვარდეს?
-მე შენს გვერდით ვიქნები და ვერაფერს დაგიშავებენ,- დაამშვიდა ბიჭმა საყვარელი და საფეთქელზე აკოცა.
-თუკი არჩევანი ჩემს უსაფრთხოებასა და შენს სიცოცხლეს შორის იქნება, გიბრძანებ თავი გადაირჩინო.
-მაგრამ, ფილიპ...- დაიწყო რიჩარდმა, მაგრამ მეფე ფრთხილად შეეხო მის ბაგეებს და გააჩუმა. რიჩარდმა კი ზუსტად იცოდა, რომ არასოდეს შეასრულებდა ამ ბრძანებას.
როდესაც გამთენიისას მეფის მოსასვენებლიდან გავიდა და გეზი თავისი საძინებოისკენ აიღო, წინ დედოფლის მოახლე გადაეღობა და ხელით ანიშნა გაყოლოდა. მისდა გასაკვირად, ბიბლიოთეკაში მივიდნენ, სადაც მბჟუტავი ფანრის შუქზე დედოფალი წიგნს კითხულობდა.
ახლოს მისულს კი სუნთქვა შეეკრა. დედოფალი კითხულობდა რომანის, სადაც მეფის ხარჭას უყვარდება უბრალო მეჯინიბე და მასთან ერთად გარბის სასახლიდან. თავისუფლებაზე აღმოჩენილნი კი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. წიგნში კარგად და რეალურად იყო აღწერილი მეჯინიბეს განცდები, როდესაც მეფე თავის ფავორიტს იბარებდა მოსასვენებელში.
ფრთხილად მივიდა ალანიასთან, მის გვერდით ჩაიმუხლა და ნაზად შეეხო მხარზე. კითხვით გატაცებული გოგონა შეკრთა, ხოლო როდესაც დაინახა თუ ვინ დაარღვია მისი სიმყუდროვე, თვალები გაუბრწყინდა.
-გელოდი,- უთხრა ჩურჩულით და ხელზე დაადო ლოყა.
-მაპატიე რომ გალოდინე,- აკოცა თავზე რიჩარდმა.
-მასთან იყავი?- ჰკითხა გოგონამ და ტუჩი მოიკვნიტა. პასუხი ისედაც იცოდა, ხოლო კითხვა უნებურად აღმოხდა. გული დასწყვიტა საკუთრმა გულსწრაფობამ, მაგრამ ნათქვამ სიტყვას ვერ დაიბრუნებდა. პასუხისგან განცდილ ტკივილისთვის კი უნდა გაეძლო.
-კი,- დაეთანხმა გენერალი და გოგონას გული შეეკუმშა. მზად იყო და მაინც ეტკინა.
-როგორ უნდა მოვიქცეთ?- თითქოს თავის თავს ჰკითხა დედოფალმა. რიჩარდს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ ნაზად ააწევინა თავი და მის ბაგეებს შეეხო. ელენამაც უპასუხა. თავიდან უნდობლად, მერე კი უფრო თამამად. მალე მათი ფრთხილი ალერსი ვნებიან სიგიჟეში გადაიზარდა.
-აქ... განა აქ შეგვიძლია?- იკითხა გოგონამ.
რიჩარდმა ამაზე არაფერი უპასუხა, უბრალოდ წამოდგა, გოგონაც წამოაყენა და მოუთმენლად გაუხსნა კაბის თასმა. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ დედოფლის სამოსელს თავად ვერ გახდიდა, ამიტომ უბრალოდ კაბის ბოლოები აუწია და გრძელი, თეთრი საცვალი გახადა. მის ალერსს გოგონა ჭკუიდან გადაყავდა, მისი ხელები ყველანაირ სირცხვილს ავიწყებდა, ხოლო მისი ბაგეები დაუვიწყარ სიამოვნებას ჩუქნიდნენ.
-აქ რა ხდება?- გაისმა ცივი ხმა ბიბლიოტეკის სიჩუმეში. თავიდან გენერალს ეგონა, რომ მოესმა, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ მისგან რამდენიმე ნაბიჯში ფილიპი იდგა, გაშრა. ელენამ კი ერთი სეჰყვირა და თავი დახარა.
გენერალი ფრთხილად მოშორდა თავის საყვარელს, თან კაბა ჩამოუწია, რათა არავის ენახა მისი თეთრი კანი. ამაზე ფილიპს ცივად ჩაეცინა.
-ეს რას ნიშნავს, გენერალო?- მისი ნაზი ხმა ცივი და უხეში გახდა,- დედოფალო, ნუთუ ამ დონემდე არ სცემთ პატივს საკუთარ თავს?
-თქვენო აღმატებულებავ,- დაიჩოქა რიჩარდმა,- გთხოვთ... მე დამსაჯეთ, დედოფალი აქ არაფერ შუაშია...
-არა, მეც...- დაიწყო ელენამ, მაგრამ ფილიპმა ხელი ასწია. მეფე არ აპირებდა მათი ახსნა-განმარტებების სმენას. ეჭვიანობამ დააბრმავა და დააყრუვა.
-გენერალი შეიპყარით,- ბრძანა და წინააღმდეგობის გარეშე გაკოჭეს რიჩარდი.
-რას გვიბრძანებთ, მეფეო,- ჰკითხა მისი დაცვის უფროსმა, რომელიც გენერლის მოწაფე იყო და გული შესტკიოდა სულელ მასწავლებელზე.
-დაასაჭურისეთ!- მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა.
რიჩარდმა შიშით გაფართოებული თვალებით ახედა ფილიპს.
-არა, ფილიპ...- დაიწყო, მაგრამ მეფემ ზიზღით შეხედა.
-როგორ ბედავ?- უყვირა მაშინვე, მერე კი დაცვის უფროსს მიუბრუნდა,- შეასრულეთ!
ახალგაზრდა მეომარმა იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. მაშინ მასაც დასჯიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ენანებოდა გენერალი, სჯობდა მას გაეკეთებინა ეს და ნაკლები ტკივილი მიეყენებინა მასწავლებლისათვის.
-არა... თქვენო აღმატებულებავ,- ტირილით დაეცა მუხლებზე დედოფალი, სანამ გენერალს სამკითხველო მაგიდაზე აკრავდა რამდენიმე მეომარი.
-დედოფალი მის ოთახში გააცილეთ,- წარმოთქვა ცივად ფილიპმა და ზურგი აქცია რიჩარდს, რომელიც დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა.
დედოფალი გაიყვანეს, დაცვის უფროსმა კი დანა აიღო და ლამპარის ცეცხლში გაატარა, რათა დეზინფექცია ჩაეტარებინა. ერთმა მეომარმა კი გენერალს პირში მეორე დანის ტარი ჩაუდო, ეს დაეხმარებოდა მას, რომ ენა არ მოეკვნიტა შემთხვევით ტკივილისგან.
„რას აკეთებ, ფილიპ? ის ხომ შენი რიჩარდია... შენი ძმა... განა შენ არ თხოვე დედოფალთან დაწოლილიყო შენი ეგოისტური მიზნებისათვის?“
სწორედ მაშინ, როდესაც მეფე მიუბრუნდა დაცვის უფროსს, რათა ეთქვა, რომ ბრძანებას აუქმებდა, ჰაერში დანის პირმა გაიელვა და სისხლი სახეზე მოხვდა მეფეს.

18 წლის შემდეგ...

-თქვენო აღმატებულებავ, მგონი სჯობს სასახლეში დავბრუნდეთ,- უთხრა მოხუცმა აღმზრდელმა ახალგაზრდა მეფეს.
-აქ უფრო მშვიდად ვარ, მასწავლებელო. აქ ვგრძნობ, რომ დედა და მამა ჩემთან არიან,- უთხრა, მაგრამ მაინც ადგა და გაჰყვა უკან, მაგრამ გზად შეამჩნია, რომ მარაო დარჩა საფლავზე და სთხოვა ამალას დალოდებოდნენ, თავად კი უკან გაბრუნდა.
საფლავზე მისულმა კასტიელმა მათხოვარი შენიშნა მეფის და დედოფლის საფლავთან. გაუკვირდა, რადგან მისი მამა საკმაოდ უგულო მეფედ ითვლებოდა ხალხში, ვინც მეუღლე, რომელმაც თავი მოიკლა ვაჟის გაჩენისთანავე, არც კი დაიტირა.
ბიჭი მათხოვართან მივიდა, რომელსაც ხელი ედო მეფის საფლავზე.
-გამარჯობა,- მიესალმა უცნობს, ხოლო როდესაც მის თვალებში ცრემლი შენიშნა, დაიბნა,- იცნობდით განსვენებულ მეფეს?
მათხოვარი შეკრთა, მაგრამ თავი დაუქნია ისე, რომ არც აუხედავს მოსაუბრისთვის.
-ოდესღაც, წინა ცხოვრებაში.
-რა საერთო ჰქონდა მამაჩემს მათხოვართან?- გაუკვირდა კასტიელს და უცნი შეკრთა. ასწია სახე და პირისპირ შეეფეთა ახალგაზრდა მეფეს, რომელმაც მაშნვე ორი ნაბიჯი უკან გადადგა.
მის წინ იდგა მოხუხი, ცხოვრებისგან დატანჯული მათხოვარი, რომელსაც ტანზე ნაგლეჯები ეცვა, კანი მუქი ჰქონდა მზისაგან, შიმშილისგან საოცრად დასუსტებულიყო, სახეს სქელი წვერი უფარავდა, მაგრამ...
მაგრამ ახალგაზრდა მეფეს უყურებდნენ ზუსტად მისნაირი ცოცხალი, დიდი, ბრიალა, მწვანე თვალები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი უიღბლო

ამმ სხვა ისტორიები არ წამიკითხავს შენი მაგრამ ეს რომ გითხრა მომეწონაო მოგატყუებ.არ გეწყინოს უბრალოდ აზრი გამოვთქვი )))))

 



№2  offline წევრი HeeChul-ah

უიღბლო
ამმ სხვა ისტორიები არ წამიკითხავს შენი მაგრამ ეს რომ გითხრა მომეწონაო მოგატყუებ.არ გეწყინოს უბრალოდ აზრი გამოვთქვი )))))


ნამდვილად არ მწყინს. იმედია წერის სტილს არ იწუნებთ და შინაარსი თუ არ მოგეწონათ, ვერას გავხდები.
--------------------
Nico nico nii

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვერ ვიტყვი რომ ისტორია არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია. მართალია, არც აგრესია გამაჩნია მათ მიმართ და არც მეზიზღებიან.
რაც შეეხება ნაწერს, ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ საუკეთესო ხარ. ჩემი ფავორიტი ხარ ამ საიტზე. ნიკის დანახვაზე ისე ვიბადრები, ვიცი რომ ბედნიერი წუთები მელის წინ. ძალიან განსხვავებული წერის სტილი გაქვს, გრამატიკულად გამართული და ყოველთვის განსხვავებული სიუჟეტით.

 



№4  offline წევრი HeeChul-ah

Chikochiko
ვერ ვიტყვი რომ ისტორია არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია. მართალია, არც აგრესია გამაჩნია მათ მიმართ და არც მეზიზღებიან.
რაც შეეხება ნაწერს, ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ საუკეთესო ხარ. ჩემი ფავორიტი ხარ ამ საიტზე. ნიკის დანახვაზე ისე ვიბადრები, ვიცი რომ ბედნიერი წუთები მელის წინ. ძალიან განსხვავებული წერის სტილი გაქვს, გრამატიკულად გამართული და ყოველთვის განსხვავებული სიუჟეტით.


ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის ♡♡♡
--------------------
Nico nico nii

 



№5 სტუმარი chanyeol

the frozen flower კორეული ფილმი გენიალური მსახიობების იდეალური შესრულებით <3

მიხარიაა ჰეჩულ აქ რომ აღმოგაჩინეე დდდ <3

 



№6  offline წევრი HeeChul-ah

chanyeol
the frozen flower კორეული ფილმი გენიალური მსახიობების იდეალური შესრულებით <3

მიხარიაა ჰეჩულ აქ რომ აღმოგაჩინეე დდდ <3


ოჰ, ჩანიოლ •.• ზუსტად ეს ფილმი გახდა ჩემი შთაგონება. დაუვიწყარი ემოციები მაჩუქა.
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent