შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამერიკელი მკვლელი 7 თავი


14-04-2018, 18:05
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 417

ამერიკელი მკვლელი 7 თავი

მთელი ღამე ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, ღამის ორი საათი იქნებოდა სასაფლაოზე რომ ავედი.
არაფერი მითქვამს მათთვის იბრალოდ  მამის საფლავის ქვასთან ჩამოვჯექი.
რატომღაც სახლში წასვლა არ მინდოდა, სამსახურშიც არ წავსულვარ დღეს, ტელეფონი გამოვრთე და საერთოდ მოვწყდი გარე სამყაროს.
ვიგრძენი როგორ მიახლოვდებოდა ვიღაც თუმცა უკან არ გამიხედავს.
- ვიცოდი აქ რომ იქნებოდი.
მესმის ლაშას ხმა.
- მეგონა მამაშენის მხარეს გადახვედი.
- ეგ როგორ იფიქრე?
- ორი თვე გავიდა ლაშა, ამ ხნის განმავლობაში არცერთხელ არ დაგირეკავს.
- შენ ხომ მითხარი მისი ნდობა მოიპოვეო?
- მერე?
- ჰოდა მოვიპოვე.
- ამას რითი დამიმტკიცებ.
- შენ როგორ დამიმტკიცებ შენი ნდობა რომ შეიძლება?
- დედაშენი სიმსივნით კი არა ფსიქოტროპული წამლების გადამეტებული დოზით გარდაიცვალა.
მან გაიგო მამაშენს დედაჩემი რომ უყვარდა, მან გაიგო მამაშენი სხვადასხვა მაქინაციებში გარეული რომ იყო. ვერაფერს ამბობდა ეშინოდა ხმის ამოღების ეშინოდა, რადგან თუ რაიმეს იტყოდა ალეკო მას შენს თავს წაართმევდა.
ამიტომ მან წამლების მიღებაა დაიწყო, გარდაცვალების დღეს მან და ალეკომ იჩხუბეს მამაშენმა კი მას წამლების დიდი რაოდენობით მიღება აიძულა. ამას თუ არ გააკეთებდა დაემუქრა რომ ერთადერთ შვილთან დააშორებდა.
მე ამ საქმის თითოეული დამამტკიცებელი საბუთი მაქვს.
- ეს, ეს ყველაფერი სიმართლეა?
- მამის საფლავს გეფიცები ლაშა, ეს დოკუმენტები მამამ დამიტოვა.
მეც მხოლოდ ორი თვის წინ ჩამივარდა ხელში.
- ალეკომ მართლაც მოგიგზავნა ვიღაც, არ ვიცი ვინ არის მის სახელს არასაჯაროებს. მეც კი არ მომცა უფლება გამეგო ვინ იყო ის.
-მიხარია რომ მენდობი.
ღიმილით მეუბნება კაცი.
- ძნელია დღევანდელ დროში ვინმეს ენდო, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი.
მაგრამ შემიძლია თქვენ თვალდახუჭულსაც კი გენდოთ, თქვენ იცით რისი გაკეთება შემიძლია მისთვინც ვინც მიღალატებს.
ოდნავ წამოზრდილ წვერიან ლოყაზე ვკოცნი და სახლს ვტოვებ.
ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე დავითის ნომერი ავკრიბე, არ ვიმჩნევ იმას რომ ჯერ კიდევ დილის შვიდი საათია.
- ალო. მესმის ბიჭის ხმა ჩემდა გასაკვირვად საერთოდ არ ქონდა ნამძინარევი ხმა.
- დათა მე არინო ვარ ერეკლეს მეგობარი. ხომ არ გაგაღვიძე?
- აა არინო როგორ ხარ? არა არ მძინებია.
- შენი დახმარება მჭირდება ოღონდ არ მინდა ერეკლემ გაიგოს.
- ვინ უნდა მოგატაცებინო? ხალისიანად ჩამძახა მან.
- მითხარი სად მოვიდე და ყველაფერს გეტყვი.
- მისამართს გამოგიგზავნი, კარს დედაჩემი გაგიღებს უთხარი რომ გელოდები და ის მიგასწავლის.
- კარგი. ტელეფონს ვთიშავ ტაქს ვაჩერებ დათას მოწერილ მისამართს ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ.
- ღმერთო გთხოვ არ იყვეს ის. მუდარა ნარევი ხმით ვამბობ, არ მინდა იოანე აღმოჩნდეს ის ვინც ალეკომ დაიქირავა.
არ ვიცი რატომ მაგრამ ამის გაფიქრებაც კი მზარავდა.
მის მიმართ რაღაც ისეთს ვგრძნობდი არ მინდოდა ეს გრძნობები სიძულვილს გაექრო.
- მოვედით. ფიქრებიდან ტაქსის მძღოლს გამივყავარ.
ჩანთიდან თანხა ამოვიღე და მას მივაწოდე.
- ხურდა დაიტოვეთ. სანდომიანად გავუღიმე ჭაღარა შეპარულ კაცს.
- გმადლობ შვილო.
მანქანიდან გადმოვესი და ორსართულიანი სახლის პირდაპირ გავჩერდი, დიდ წითელ კართან ზარი დავრეკე და ველოდები როდის გამიღებენ კარს. მანაც არ დააყივნა, ჩემს წინ ულამაზესი თაფლისფერთვალება ქალბატონი გამოჩნდა.
- შემოდი შვილი. ღიმილით მეუბნება ქალი, კარს ფართოდ მიღებს და შიგ მატარებს.
- მაპატიეთ ესეთ დროს რომ გაწუხებთ.
- არაუშავს საყვარელო. ჩემი შვილის ხელში ხუთი საათის შემდეგ ფეხზე ვარ.
- დათამ მითხრა დედა მიგასწავლის სადაც ვარო.
- აქეთ წამოდი.
მარჯვენა მხარეს კიბის ქვემოთ მითითებს ქალი.
- ამ კიბეს ჩაუყევი და იქ ბრძანდება ვაჟბატონი. ბრაზი სეეპარა ხმაში
- გმადლობთ.
- ყავას ხომ დალევ შვილო?
- ნუ შეწუხდებით.
- რა შეწუხებაა შვილო, კექსიც მაქვს ამ დილით გამოვაცხვე.
- კარგით მაშ  უშაქრო თუ შეიძლება.
- რათქმაუნდა.
მის მითითებულ კიბეებს ჩავუყევი და დიდ რკინის კარს მივადექი, ორჯერ ზედიზედ დავაკაკუნე.
-მოდი. მესმის კარს იქეთ ხმა.  რკინის კარები ფართოდ შევხსენი, ჩემს წინ კი მთელი კომოიუტერების დიდი სისტემა გადაიშალა.
თითქოს და FBI -ის დიდ ოფისში ამოვყავი თავი.
- როგორ ხარ?
იქაურიბის თვალიერებას რომ მოვრჩი, შემდეგ მივუბრუნდი დათას.
- კარგად ვარ შენ?
- ნელ-ნელა.
- რა ხდება აბა?
- ბატონმა კაკომ მითხრა რომ ჩემი დახმარება შეგიძლია.
- რა საკითხში?
- ერთ ადამიამზე მინდა ინფორმაცის გაგება, მხოლოდ სახელი ვიცი გვარი არა. მაგრამ მისი ფოტო მაქვს, ხომ შეძლებ ამით გაიგი ვინ არის და რას წარმოადგენს?
- როგორ არა ფოტო მაჩვენე.
ტელეფონს ვხსნი და იოანეს ფოტოს ვაჩვენებ რომელიც სვანეთში გადავუღე.
- ყავა მოგიტანეთ. ღიმილით შემოდის ოთახში დათას დედა.
- გმადლობთ.
- წეღან ვერ გაგეცანი ბოდიში, მე ლიზი ვარ ამ ვაჭბატონის დედა.
- არინო გიორგობიანი, ერეკლეს მეგობარი.
- სასიამოვნოა. ერეკლეს მეგობარი ჩემი მეგობარიც არის.
ღიმილით მიწვდის ხელს.
- ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა.
-დედა ხომ არ დაგვტოვებდი? თვალების ქაჩვით ამბობს დათა.
- უჟმურო.  ენას უყოფს ქალბატონი ლიზი.
მათ საქციელზე მეცინება და ყავის ფინჯანს დავწვდი.
- ესეც ასე. თხუთმეტი წუთის შემდეგ ყვირილით წამოხტა ფეხზე დათა.
- რა მოხდა? შეშინებულმა შევხედე მას.
- ყველაფერი გავარკვიე.
- მართლა?
- მოკლედ ეს შენი იოანე ქავთარაძე, არც ისე ჩვეულებრივი ბიჭია.
წლებია ამერიკაში ცხოვრობს, საქართველოში იშვითად ჩამოდის.
ბოლო ვიზიტი ავარიამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა, შემდეგ ერთ თვეში უკან დაბრუნდა.
ბოლო შემოსვლა რამოდენიმე თვის წინ ფიქსირდება, იმ დღეს როდესაც შენი ძმა გარდაიცვალა.
ამერიკაში ერთ-ერთი საიდუმლო გადამზადების სკოლის მისწავლე იყო.
სადაც სპეციალური სწავლება.
- რა სწავლება?
- იქ ნამდვილ ქილერებს ამზადებენ.
- რაა?
- როდესაც სწავლებას წარმატებით დაასრულებენ, შემდეგ პოულობენ დამქირავებლები და დიდი თანხის სანაცვლოდ ხალხის მოკვლას უკვეთავენ.
- არ არსებობს.
გაოგნებული მივჩერებივარ კომპიუტერის ეკრანს.
- მხოლოდ ეს არ არის.
- კიდევ რა?
- მის ოჯახს 7 წლის წინ რაღაც უბედურება დაატყდა, თუმცა ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა ინტერნეტში.
- რა მოხდა?
 - სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
- მეტი არაფერი წერია?
- არა.
-დედამისი ის ხომ გულის შეტევით გარდაიცვალა?
- არა ისიც იქ იყო იმ სახლში დაიწვა.
ღმერთო ჩემო. ეს ვინ გადავიკიდე? მან მითხრა დედა გულის შეტევით დაიღუპაო, მოიცა მომატყუა?
- როგორც ჩანს ყველაფერი ჩახლართულია.
- დათა შეგიძლია მისი ბანკის ამონაწერები მომაწოდო? მაინტერესებს, ვინ როდის და რამდენს ურიცხავს.
- არარის პრობლემა ცოტა დრო დამჭირდება.
- კარგი.
ანუ ალეკომ ის ჩემს გამო დაიქირავ? ღმერთო გთხოვ ოღონდ ის არა, მას ხომ მე, მე ჩემი თავი ჩემივე უტვინობით ჩავუგდე ხელში. რა იდიოტი ხარ არინო, როგორ შეიძლება უცნობთან ესე დაუფიქრებლად დაწოლა?
- აქ ყველაფერი წერია, მის გადარიცხვებთან დაკავშირებით.
რამოდენიმე თვის წინ მის ანგარიშზე ნახევარი მილიონი გადმორიცხეს.
- ვინ გადმორიცხა?
- გადმომრიცხი ვინმე ალეკო გიორგობიანია.
- სწორედ ამის მეშინოდა.
- არინო ვინ არის ეს ტიპი?
- ისეთი არავინ. დათ მადლობა ძალიან დამეხმარე, კიდევ მაქვს შენთვის რაღაც სათხოვარი.
- ნუ გეშინია ერეკლეს ამის შესახებ არაფერს ვეტყვი. ღიმილით მეუბნება ბიჭი.
- მადლობა.
- ეს ქაღალდები წაიღე იქნებ დაგჭირდეს. საბუთებს მაწვდის სადაც იოანეზე ყველა აირი ინფორმაცია ამომიბეჭდა.
- ოქროს ბიჭი ხარ.
ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და აიქაურობას ვტოვებ.


- მოხვედი ბებიკოს სიხარულო? მესმის სამზარეულოდან ბებოს ხმა.
- არა ბებო ჯერ ისევ გზაში ვარ.
- უჟმურო.
- მართა სადარის?
- სკოლაში სად იქნება. შენ სად ბრძანდებოდი მთელი ღამე?
- სასაფლაოზე.
- ერეკლე მთელი დღე გირეკავდა, აქ მოვიდა გეძებდა სამსახურში არ მოსულაო. დილითაც გირეკავდა და არ პასუხობდი, არ შეიძლება არი ეგრე. ბავშვი ნერვიულობს შენ კიდე ხმას არ სცემ.
- ბებო ზოგჯერ დგება ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მომენტი როდესაც არავისთან საუბარი სურს.
მე სწორედ გუშინ მქონდა ეს მომენტი, ამიტომ ძალიან გთხოვთ მაცადეთ ჩემს თავთან დარჩენა. შექმნით განგაშს იმის გამო რომ ერთი დღე სახლში არ მოვედი.
ისედაც ბევრი რობლემები მაქვს და გთხოვთ მაცადოთ მშვიდად ცხოვრება.
- რა გჭირს არინო? ესეთი დაღიზიანებული დიდიხანია არ ყოფილხარ.
- არაფერის არ მჭირს.
ვყვირი წყობიდან გამოსული და საძინებელში შევდივარ.
- ეხლა რაღა გავაკეთო? როგორ მივიდე იოანესთან? არა მასთან ვერ მივალ, მასთან მისვლა თავის დამცირებას ნიშნავს. არ არ შემიძლია ამას ვერ გავაკეთებ.
- რა დროს თავმოყვარეობაა როდესაც საქმე შურისძიებას ეხება.
მესმის ოთახში ნაცნობი ხმა, იმ ხარეს გავიხედე საიდნაც ხმა მოდიოდა თუმცა იქ არავინ დამხვდა.
- ვინ ხარ?
გაკვირვებული ვტრიალებ ოთახში.
- მე ის ვარ ვის ნახვასაც ნატრობ. ვერ დამინახავ რადგამ მე შენს გულში და გონებაში ვარ.
- ნიკოლოზ.
ჩამქრალი ხმით ვიძახი ძმის სახელს.
- მე ვარ არინო.
- შეუძლებელია შენ, შენ ხომ მკვდარი ხარ.
- კი ამ ცხოვრებაში მოვკვდი მაგრამ მე შენს გულში ვცოცხლობ.
სცორედ შენ მაძლევ უფლებას ესე გესაუბრო, შენ დამიძახე და მეც მოვედი.
- მე  გარდაცვლილებთან ლაპარაკი შემიძლია?
- მხოლოდ ჩემთან.
- ეს შეუძლებელია მე რა გავგიჟდი?
- შენ გიჟი არხარ, შენ უბრალოდ ის გჭირდება ვინც სწორ გზას მიგასწავლის.
- დამეხმარები?
- მაგიტომაც ვარ აქ.
- მითხარი რა გავაკეთო?
- შენ არაფრის გაკეთება მოგიწევს.
- ეგ როგორ?
- ის თავად მოვა შენამდე.
- იოანე?
- დიახ.
- ეგ როგორ?
- საფრთხე გემუქრება არინო, ეს არ არის უბრალო საფრთხე შეიძლება მან შენი სიცოცხლე შეიწიროს. თავს გაუფრთხილდი იცოდე.
- რას ამბობ ნიკა? ნიკა, ნიკა სად წადი?
- ნიკააააა. უაზროდ დავრბივარ ოთახში ვცდილობ როგორმე ჩემი ძმის ხმა გავიგო თუმცა უშედეგოდ.
- მგონი გავგიჟდი. საწოლზე ჩამოვჯექი და თავი კალთაში ჩავირგე.
ვიგრძენი როგორ მომიახლოდა ვიღაც, მალევე ჩამომისვა ხელი სახეზე შემდეგ ჩამეხუტა.
- მიყვარხარ არი.
მესმის მართას სიყვარულით გამთბალი გულის ძგერის ხმა.
- მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ. თავი წამოვწიე და ჩემი და კალთაში ჩავისვი.
- დღეს მთელი სკოლის თანდასწრებით მომიხადა ყველამ ბოდიში.
მხიარულად ამბობს ის.
- მიხარია ბედნიერს რომ გხედავ.
- ჩემი ბედნიერების მიზეზი შენ ხარ. ამაყად ამბობს ჩემი და.
- მართ მგონი ვგიჟდები.
- რა ხდედბა? თავს ზემოთ წევს.
- ადრე მამა მესიზმრებოდა, ეხლა კიდევ ნიკუშა მელაპარაკები
სიზმარში არა ცხადში.
 ვგრძნობ როგორ დგას ჩემს გვერდით, მისი ხმა ისევე ცხადად ჩამესმის როგორც შენი.
- ეს სიგიჟე არ არის არი. ეს მონატრება შენ ის გენატრება, მისი მონატრება გულში გააცოცხლე.
შენ მისი თანადგომა გჭირდებოდა და ისიც მოვიდა.
ნუ ფიქრობ რომ გიჟდები შენ ყველაზე გაწონასწორებული და კარგი ხარ.
ისევე მარიგებს ჭკუას როგორც ამას დედა აკეთებდა ხოლმე, თავი ზემოთ წამოვწიე იქ კი დედას სახე დამიდგა.
როგორ გაზრდილა და შეცვლილა ჩემი და, ადრე მე თავად ვარიგებდი ვუთითებდი რა იყო სწორი და რა არასწორი.
ეხლა, ეხლა კი ის თავად მითითებს სწორი ნაბიჯისკენ.

ზაფხულის ცხელი დღეები დაიწყო, მართა უკვე დაითხოვეს სკოლიდან.
მეც დღეს შვებულება უნდა ავიღო სამსახურში, მინდა ეს ზაფხული სვანეთში მართასთან ერთად გავატარო.
ამ დროის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდი იოანეს, ყოველ დღე მოდიოდა ჩვენთან ბარში.
ჩემს მეშვიდე მაგიდას მიუჯდებოდა და მთელი ღამე იქ გაატარებდა.
გვიან სახლში როდესაც ვბრუნდებოდი ვგრძნობი როგორ მომყვებოდა უკან, სადარბაზომდე მომაცილებდა შემდეგ კი უბრალოდ ქრებოდა.
ერეკლე უკვე ერთი თვეა რაც ინგლისში წავიდა, რაღაც ბიზნესის თაობაზე.
ბატონ კაკოსთან და ლაშასთან ხშირი კონტაქტი მაქვს, ფუმცა ჯერ არცერთს არ აქვს რაიმე ხელ ჩასაჭიდი.
გვიანი იყო სამსახური რომ დავამთავრე, კლიენტები უკვე წასულები იყვნენ ერეკლეს კაბინეტში საბუთზე ხელის მოსაწერად შევედი.
ხელი მალევე მოვაწერე, უკან გამოვბრუნდი კარის გაღებას  შვეცადე თუმცა უშედეგოდ.
- არის აქ ვინმე?
კარს ძლიერად ვურტყავ ხელს.
- ვიკა აქ ხარ?
რაც შემეძლო ხმამაღლა დავიძახე.
- ღმერთო შენ მიშველე, ამ კარს რაღა დაემართა?
არადა ზუსტად მახსოვს არ დამიკეტია.
ერეკლეს მაგიდისკენ მივბრუნდი როდესაც კარი გაიღო, შემდეგ კი საშინელი აფეთქების ხმა გავიგე.
ამის შემდეგ არაფერი არ მახსოვს.


- ეს როგორ მოხდა? გამაგენინეთ ეს როგორ მოხდა?
გაგიჟებული დადის საავადმყოფოს დერეფანში ერეკლე და იქ მყოფებს ეჩხუბება.
- ბატონე ერეკლე ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა? თავ დახრილი ამბობს დაცვის უფროსი.
- როგორ თუ მოულოდნელად? მითხარი მოულოდნელად როგორ მოხდა? როგორ აფეტქდა აირი და რატომ იყო კაბინეტი ჩაკეტილი?
- იცით ჩვენ?
- თქვენი ხმა არ გავიგო. მას რომ რაიმე მოუვიდეს ყველას დაგხოცავთ გესმის, პირველი შენგან დავიწყებ.
ეხლა კი გაეთრიეთ აქედან.
- როგორ არის?
- არაფერი არ ვიცი ძია კაკო.
როგორც კი გავიგე ეგრევე გამოვფრინდი, უკვე შვიდი საათია ოპერაციას უკეთებენ.
- რა მდგომარეობაა?
- გულ- მკერდის მეთორმეტე მალა აქვს დაზიანებული, ასევე მესამე ხარისხის დამწვრობა მარცხენა მხარეს.
ეს ის მცირედია რაც მითხრეს მეტი არაფერი ვიცი.
- ეს როგორ მოხდა?
- გაზი აფეთქდა, არინო ჩემს კაბინეტში იმყოფებოდა.
- რა უნდოდა შენ კაბინეტში აირი?
- აირი სამზარეულოში და სარდაფში გვაქვს. სარდაფის ჩასასვლელი კიბე კი ჩემი კაბინეტის პირდაპირ არის.
- ეს მან გააკეთა, ეს მისი ნამოქმედარია?
- ვისი? დაბნეული იყურება ერეკლე.
- ეს ყველაფერი ალეკოს ნამოქმედარია, მან დაიქირავა არინოს მოსაკლავად კაცი.
- რას ამბობ?
- არ უნდოდა მას ამის შესახებ შენ რაიმე გაგეგო, ამიტომ ყველაფერს მალულად აკეთებდა.
- ანუ ეს ყველაფერი ალეკომ მოაწყო?
- ერეკლე ეხლა ვერაფერს აგიხსნი, როდესაც არინოს პალატაში გადაიყვანენ დაცვა უნსა გავაორმაგოთ. არავინ უნდა შევიდეს და გამოვიდეს ისე მისი პალატიდან ეს ჩვენ რომ არ ვიცოდეთ.
- ყველაფერს მივხედავ.
- სად არის ქალბატონი ეთერი? გაკვირვებული იყურება ადვოკატი როდესაც იქ არინოს ბებო ვერ დაინახა.
- მისთვის არ დამირეკვს, არ შემიძლია ვერ ვეტყვი მისი არინო სიკვდილს რომ ებრძვის.
- ეგრე არ შეიძლება ერეკლე, მე დავურეკავ და ვეტყვი ყველაფერს.
- მოიცადე აი ექიმი მოდის, გავიგოთ რას გვეტყვის და ყველაფერი შემდეგ გადავწყვიტოთ.
- ექიმო რა მდგომარეობა? როგორ არის არინო?
- ოპერაცის მსვლელობის მომენტში ძალიან ბევრი დაზიანება აღმოვაჩინეთ, ხერხემლის მეთორმეტე მალა დაზიანებულია. რის გამოც გვაქვს ეჭვები  შესაძლოა ინვალიდი დარჩეს, თუმცა ეს დარწმუნებით არ ვიცით.
დამწვრობაც საკმაოდ დიდი მანძილზე აქვს, ოპერაცის მსვლელობის დროს გული გაუჩერდა. თავი დახარა კაცმა.
- რას ამბობ ექიმო? არაადეკვატური ხმით ყვირის ერეკლე.
- სამწუხაროდ პაციენტი კომაშია.
- კომაში?
- დიახ.
- კი მაგრამ როსემდე იქნება ესეთ მდგომარეობაში?
- ჩვენ ყველაგერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, დანარჩენი მასზეა დამოკიდებული.
- როდის შევძლებთ მის ნახვას?
- ოპერაცის შემდეგ რეამინაციულ ბლოკში გადაიყვანენ, რის შემდეგაც გექნებათ მისი ნახვის უფლება მხოდ რამოდენიმე წუთით.
- ექიმო მინდა არინო ცალკე პალატაში გადაიყვანოთ, იქ სადაც ყველანაირ პირობას შევუქმნით გამოსაჯანმრთელებლად. მასთან მხოლოდ თქვენ და ექთანს გექნებათ მხოლოდ შეხება, არ მიმდა მასთან ნებისმიერი ექთანი შევიდეს.
მხოლოდ ის ვისაც ჩვენ მოვიყვანთ, ჩვენი ნებართვის გარეშე მასთან არავინ უნდა შევიდეს.
- რათქმაუნდა ეს თქვენი ნებაა, რასაც იტყვით იმას გავაკეთებ.
სანდომიანად იღიმის ექიმი შემდეგ კი იქაურობას ეცლება.
ყველაფერი მალევე მოაგვარეს, არინო ცალკე პალატაში გადაიყვანეს, კართან დაცვის ორი წევრი დააყენეს პალატაში კი ხმის ჩამწერი და ყველა მხარეს ვიდეო კამერები დაამონტაჭეს.
არინოს პალატაში ყველა ვერ მოხვდებოდა მხოლოდ,ექიმს ექთანს და არინოს ოჯახის წერვებს შეეძლოთ  შევლა.
საშინელება იყო როდესაც არინოს ამბავი ქალბატონმა ეთერმა და მართამ გაიგეს,  პატარა მართას განწირული კივილი მთელს საავადმყოფოში ისმოდა.
ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ შეიძლებოდა მისი უფროსი და შესაძლოა მალე გამოსცლოდა ხელიდან.
პალატაში შესვლა ეშინოდა, ეშინოდა მისი საყვარელი დაიკოს ესეთ მდგომარეობაში დანახვის.
ამიტომ პალატის კართან ჩამოჯდებოდა და გარედან მისტიროდა მომაკვდავ დას.
- ეს ის არის. ჩურჩულით ეუბნება დათა, ერეკლეს და დერეფანში მომავალ იოანესკენ ანიშნებს.
- ვინ? ცრემლიანი თვალებით იმ მიმართულებით იყურება სადაც დათა უთითებს.
- არინომ ბიჭზე ინფორმაციის მოძიება რომ მთხოვა, თუ არ ვცდები ეს არის ის ვინც არინოს მკვლელობისთვის დაიქირავეს.
- მკვლელი. ჩახრილი თავი ამოწია მართამ და  ჩაწითლებული თვალები მიანათა ერეკლეს.
- მკვლელი. ხმას უმატა მან.
- ეს არის მკვლელი.
- რას ამბობ მართა? შეშინებული მივარდა მისკენ ერეკლე.
- ეს არის მკვლელი. ყვირილიდან კივილზე გადავიდა მართა.
- დამშვიდდი გთხოვ. მალევე მივარდა ბავშვს და მკლავებში მოიქცია.
- ეს ის არის, ეს არის მკვლელი. მე ის დავინახე, დავინხე გეფიცები მე ის დავინახე. ის მანაც დაინახა მან ყველაფერი დაინახა. განწირული ხმით კივის მართა შემდეგ კი თვალებს ხუჭავს.






ბოდიში დაგვიანებისთვის მაგრამ მქონდა საამისო მიზეზები, დიდ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.
გპირდებით ესე აღარ განმეორდება.
დასასრულს მალე დავდებ არ მინდა ისტორიის ძალიან გაწელვა არც მალე მომთავრება.
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრები რას ფიქრობთ ამ თავზე, ვეცადე რაც შემეძლო მეტი ინფორმაცია ჩამერთო.
გპირდებით შემდეგი თავი უფრო დიდი და უფრო საინტერესო იქნება.
გკოცნით გეხვევით თქვენი გოგონა მიგრაციიდან :დ ❤скачать dle 11.3




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

აუუ ეს რააა რა ამ მართამ არაფერი არ მახსოვსო არ დამინახიაო და მკვლელიაო
არადა ყველაზე მაგარი თავი იყო
ჩემი არინო
რა დაემართა?
მე მეგონა იოანეს უყვარდა არადა ეჭვი მაქ მაგან ააფეთქა ხომ თქვა ბარში დადიოდაო
აუ ძაან დავიბენი
თან დააგვიანე და მალე რომ არ დადო შემდეგი მოგკლავ heart_eyes heart_eyes

 



№2  offline წევრი talia

ვაიმე მამააა, ძალიან მაგარი იყოოო ენა ჩამივარდა,უნდა მეჩხუბა ასე რატო დააგვიანე თქო მაგრემ ხმას რა ამომაღებინებს, ისეთი მაგარი თავი იყო,აუ აღარ დააგვიანო რა.

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
აუუ ეს რააა რა ამ მართამ არაფერი არ მახსოვსო არ დამინახიაო და მკვლელიაო
არადა ყველაზე მაგარი თავი იყო
ჩემი არინო
რა დაემართა?
მე მეგონა იოანეს უყვარდა არადა ეჭვი მაქ მაგან ააფეთქა ხომ თქვა ბარში დადიოდაო
აუ ძაან დავიბენი
თან დააგვიანე და მალე რომ არ დადო შემდეგი მოგკლავ heart_eyes heart_eyes



ბოლომდე დასკვნებს ნუ გამოიტან ჩემო სიხარულო, შემდეგს გპირდები მალე ავ ტვირთავ ამ კომენტარის შემდეგ მითუმეტეს. არ მინდა სიკვდილი ჯერ ადრე პატარა ვარ :დდ ❤

talia
ვაიმე მამააა, ძალიან მაგარი იყოოო ენა ჩამივარდა,უნდა მეჩხუბა ასე რატო დააგვიანე თქო მაგრემ ხმას რა ამომაღებინებს, ისეთი მაგარი თავი იყო,აუ აღარ დააგვიანო რა.



მადლობა შენ მიხარია რომ მოგეწონა, გპირდები არ დავაგვიანებ ❤

 



№4  offline წევრი meocnebe avadmyopi

gogona migraciidan
meocnebe avadmyopi
აუუ ეს რააა რა ამ მართამ არაფერი არ მახსოვსო არ დამინახიაო და მკვლელიაო
არადა ყველაზე მაგარი თავი იყო
ჩემი არინო
რა დაემართა?
მე მეგონა იოანეს უყვარდა არადა ეჭვი მაქ მაგან ააფეთქა ხომ თქვა ბარში დადიოდაო
აუ ძაან დავიბენი
თან დააგვიანე და მალე რომ არ დადო შემდეგი მოგკლავ heart_eyes heart_eyes



ბოლომდე დასკვნებს ნუ გამოიტან ჩემო სიხარულო, შემდეგს გპირდები მალე ავ ტვირთავ ამ კომენტარის შემდეგ მითუმეტეს. არ მინდა სიკვდილი ჯერ ადრე პატარა ვარ :დდ ❤

talia
ვაიმე მამააა, ძალიან მაგარი იყოოო ენა ჩამივარდა,უნდა მეჩხუბა ასე რატო დააგვიანე თქო მაგრემ ხმას რა ამომაღებინებს, ისეთი მაგარი თავი იყო,აუ აღარ დააგვიანო რა.



მადლობა შენ მიხარია რომ მოგეწონა, გპირდები არ დავაგვიანებ ❤


შენი წერის მანერიდან არ გეტყობა რმ პატარა ხარ იმიტომ რომ ძააან კარგად წერ და ბოდიში მე ვერ მოვკლავ გოგონას რომელმაც მისი წინა ისტორიიის(შენ შენ არ ხარ)ბოლო თავში ბოლო დონემდე მატორა და ყოველთვის ვკითხულობ როცა ცუდ ხასიათზე ვარ რადგან მხოლოდ მაგ დასასრულმა ამატირა მე

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
gogona migraciidan
meocnebe avadmyopi
აუუ ეს რააა რა ამ მართამ არაფერი არ მახსოვსო არ დამინახიაო და მკვლელიაო
არადა ყველაზე მაგარი თავი იყო
ჩემი არინო
რა დაემართა?
მე მეგონა იოანეს უყვარდა არადა ეჭვი მაქ მაგან ააფეთქა ხომ თქვა ბარში დადიოდაო
აუ ძაან დავიბენი
თან დააგვიანე და მალე რომ არ დადო შემდეგი მოგკლავ heart_eyes heart_eyes



ბოლომდე დასკვნებს ნუ გამოიტან ჩემო სიხარულო, შემდეგს გპირდები მალე ავ ტვირთავ ამ კომენტარის შემდეგ მითუმეტეს. არ მინდა სიკვდილი ჯერ ადრე პატარა ვარ :დდ ❤

talia
ვაიმე მამააა, ძალიან მაგარი იყოოო ენა ჩამივარდა,უნდა მეჩხუბა ასე რატო დააგვიანე თქო მაგრემ ხმას რა ამომაღებინებს, ისეთი მაგარი თავი იყო,აუ აღარ დააგვიანო რა.



მადლობა შენ მიხარია რომ მოგეწონა, გპირდები არ დავაგვიანებ ❤


შენი წერის მანერიდან არ გეტყობა რმ პატარა ხარ იმიტომ რომ ძააან კარგად წერ და ბოდიში მე ვერ მოვკლავ გოგონას რომელმაც მისი წინა ისტორიიის(შენ შენ არ ხარ)ბოლო თავში ბოლო დონემდე მატორა და ყოველთვის ვკითხულობ როცა ცუდ ხასიათზე ვარ რადგან მხოლოდ მაგ დასასრულმა ამატირა მე

არა არც ისე პატარა ვარ ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ.
ეგ ისტორია ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, რადგან სწორედ მაგ ისტორიაში წერია ის რასაც ნამდვილად ვგრძნობ. ასე რომ მიხარია ჩემთვის ყველაზე ძვირფას ისტორიაზე ესეთ კომენტარს რომ ვკითხულობ ❤

 



№6 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ტკბილოოო!
ჩემი სიკვდილი გინდა ხოო?
ასეთი მაგარი თავი ჯერ არ დაგიწერია (ამისი), მართლა!
მართა მიყვარს მე ???????? ყველაზე ტკბილი გოგოა ????
ხო, იცოდე უნდა დამპირდე რო არინო არ მოკვდება! მეყო რაც მიტირია შენ ისტორიებზე :დდ
ერთი სული მარქვს როდის გაჩეჩვავს ვინმე იმ ოხერ იოანეს :დდ
იცოდე, მოდი პირადში მე შენ რაღაც უნდა გითხრა... ????????????
მიყვარხარ მე შენ, ძალიან, ძალიან ????????????

 



№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

დაბრუნებაც ასეთი უნდა.ძალიან მაგარი თავი იყო.როგორ მწყდება გული იოანე რომ მკვლელია.არადა კარგი წყვილი იქნებოდნენ
--------------------
ლანა

 



№8  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი მოცინარი
ტკბილოოო!
ჩემი სიკვდილი გინდა ხოო?
ასეთი მაგარი თავი ჯერ არ დაგიწერია (ამისი), მართლა!
მართა მიყვარს მე ???????? ყველაზე ტკბილი გოგოა ????
ხო, იცოდე უნდა დამპირდე რო არინო არ მოკვდება! მეყო რაც მიტირია შენ ისტორიებზე :დდ
ერთი სული მარქვს როდის გაჩეჩვავს ვინმე იმ ოხერ იოანეს :დდ
იცოდე, მოდი პირადში მე შენ რაღაც უნდა გითხრა... ????????????
მიყვარხარ მე შენ, ძალიან, ძალიან ????????????


რავიცი, რავიცი რა მოხდება არვიცი. ხომ იცი ჩემგან ყველაფერს უნდა ელოდოს კაცი :დდდ
ჩემი თბილი ტკბილი და საყვარელი გოგო როგორ მომენატრე შენ და შენი თბილი კომენტარები ❤

La-Na
დაბრუნებაც ასეთი უნდა.ძალიან მაგარი თავი იყო.როგორ მწყდება გული იოანე რომ მკვლელია.არადა კარგი წყვილი იქნებოდნენ


არვიცით ვნახოთ რა მოხდება, მიხარია რომ ესე გულშემატკივრობთ ჩვენს საყვარ არინოს და ცოტათი გველ იოანეს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent