შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 6)


14-04-2018, 20:43
ავტორი ლათინო
ნანახია 504

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 6)

დილით უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გავიღვიძე.ალბათ იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღე იყო.თექვსმეტი წლის ვხდებოდი და "ჭკუაზე არ ვიყავი".საწოლიდან სწრაფად წამოვვარდი,საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევიკეტე.თავი რომ მოვიწესრიგე ქვემოთ ჩავედი,სამზარეულოში შევაბიჯე თუ არა ტყუპები კარადის უკნიდან გამომიხტნენ გილოცავ-ს ძახილით. ორივეს მაგრად ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე. მაცივრიდან პატარა ტორტი,უფროსწორად ტორტის მსგავსი რაღაც გამოიღეს,სანთელი ჩაარჭეს და ჩემკენ მოარუნეს. ჯერ სამზარეულოს მოვავლე თვალი,რომელიც სულ ფქვილში და კრემში იყო ამოსვრილი,მერე კი ბიჭების მაისურებს. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ "ტორტი" მათი გაკეთებული იყო.მართალია ტორტის ფორმა არ ჰქონდა,უფროსწორად ფორმა საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გემრიელი აღმოჩნდა. მუცელი რომ ამოვივსე ტყუპების ნახელავით ორივე კოცნით დავასაჩუქრე და კარების გასაღებად წავედი,რადგან განუწყვეტლივ რეკავდა ზარი. კარების გაღება და ანის შემოვარდნა ერთი იყო. მაგრად მომეხვია და ჩამკოცნა. მის უკან ბაბლუანების უფროსი ვაჟი იდგა ბუშტებითა და საჩუქრის ყუთი. ანის რომ მოვშორდი ახლა მას გადავეხვია,მადლობა გადავუხადე და საჩუქრები გამოვართვი. არ დაგიმალავთ და ალექსანდრესაც ველოდებოდი,თვალი სულ კარებისკენ გამირბოდა,რაც ანიმ შეამჩნია და ეშმაკური ღიმილით და თვალის ჩაკვრითაც დამასაჩუქრა,მე კი დავეჭყანე და ყურადღება ისევ ბიჭებზე გადავიტანე.
-დღეს სახლში აპირებთ ჯდომას?
თავი წამოყო ანიმ
-არა,სადმე წავიდეთ და გავერთოთ..
-კლუბზე რას იტყვით?
თავისი იდეა გაგვაცნო თორნიკემ.ვაჩე ერთხანს ჩაფიქრდა,მე და ანის გვაკვირდებოდა და ალბათ იმაზე ფიქრობდა ღირდა თუ არა ჩვენი წაყვანა.
-ვაჩე გთხოოვ!
გავეკრიჭე მე,მას კი გაეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-აუ თაკუნ მე რო არ წამოვიდე გაგიტყდება?
თვალებმოჭუტული მომიტრიალდა ცოტნე.
-აუუუ რატო? გთხოვ რა წამოდი!
-არ მინდა, არ ვარ ხასიათზე და გეხვეწები არ გამებუტო რა!
-აუუ ცოტნე კარგი რაა! მაშინ არც მე წავალ! არ მინდა შენს გარეშე!
გაბუსხული ვუყურებდი ჩემს ძმას.
-კარგი ჯანდაბას,მაგრამ იცოდე მე ადრე წამოვალ სახლში და პრეტენზიები არ მიიღება!
-კარგი!
გახარებულმა შემოვკარი ტაში,მასთან მივირბინე და მაგრად ჩავეხუტე.
საღამომდე ყველა ერთად ვიყავით. მერე კი ანი და თოკო წავიდნენ,მომზადება უნდა მოესწროთ. მეც ჩემს ოთახში ავედი და მომზადება დავიწყე.
ტანზე მომდგარი,ტყავის შავი შარვალი,წითელი ტოპი და შავი ტყავის "კურტკა" ჩავიცვი. მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე და გრძელი,ქერა თმები გავიშალე. რვა საათზე ყველანი კლუბის წინ ვიდექით,მათ შორის ალექსანდრეც.ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხედით და საუბარი დავიწყეთ. ბიჭებმა საკმაოდ დალიეს,მე და ანის კი ძალიან ცოტა დაგვალევინეს,თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ დავმთვრალიყავი. ალექსანდრე წამოდგა ფეხზე,ჩემთან მოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია. მეც დავთანხმდი და ორივე ერთად წავედით საცეკვაო მოედნისკენ.მან ხელები წელზე მომხვია,მე კი კისერზე და მუსიკას ტანი ავაყოლეთ.თავი ჩემს ყურთან მოწია და ჩურჩული დაიწყო.
-მაპატიე ჩემი სიტყვები...ვიცი გაწყენინე,ასე არ უნდა მოგქცეოდი მაგრამ თავი ვერ შევიკავე.....სიმართლე ის არის რომ...მაშინ არ მიხუმრია..მე..მე მართლა შემიყვარდი!
ამ სიტყვების გაგონებაზე გავშრი,გავქვავდი. დამფრთხალმა ავხედე,მეშინოდა რომ ისევ იგოვეს გაიმეორებდა,ისევ მეტყოდა რომ ხუმრობდა. მაგრამ არა,მის თვალებში მსგავსი რამ არ იკითხებოდა,არც სახეზე ეწერა რამე. მხოლოდ მიღიმოდა,თბილად. თვალები ამიცრემლიანდა და მთელი სხეულით ავეკარი. გაეღიმა მივხვდი,ვიგრძენი.
-ეს როგორ გავიგო?
მკითხა ეშმაკურად.
-როგორც გინდა!
არც მე დავაკელი მაიმუნობა.
-ანუ მომიწევს შენს ძმებს შენი ხელი ვთხოვო.
ამზე ორივეს გაგვეცინა და ისევ ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
ორი წუთი ასე ვიდექით,მერე მომშორდა,ჯიბიდან წითელი კოლოფი ამოიღო და გამომიწოდა.გავხსენი,იქ კი ანგელოზის ფორმის კულონი და ცეპი დამხვდა. თვითონვე ამოიღო და გამიკეთა. მე კი ისევ ჩავეხუტე.
-რა მეშველება სექტემბრიდან? მითუმეტეს იმის შემდეგი სექტემბრიდან!
-რატომ მაინცდამაინც სექტემბრიდან?
გაკვირვებულმა მკითხა.
-უკვე მეთორმეტე კლასელი ხარ ბატონო ალექს,სექტემბრიდან ჩემთვის არ გეცლება. იმის შემდეგი სექტემბრიდან კი სკოლაში საერთოდ აღარ იქნები!
-შენ ასეთი სულელური რაღაცეები როდიდან გაწუხებს?
-იმის შემდეგ რაც შემიყვარდი.
-ოჰოო! მაინც როდიდან?
-ყველაფრის ცოდნა არაა საჭირო!
ენა გამოვუყავი და ჩვენი მაგიდისკენ ავიღე გეზი,ალექსანდრეც გამომყვა.
ტყუპებს თვალს ვერ ვუსწორებდი,მეშინოდა რომ გამშიფრავდნენ.
-გოგონაავ!
დამიძახა ცოტნემ და მეც ავხედე.
-არაფრის ახსნას არ გთხოვთ დამშვიდდი,ისედაც კარგად გხედავდით ყველაფერს!
მითხრა ისევ ცოტნემ და დამეჭყანა. მე უარესად ამიწითლდა ლოყები და თავი ჩავხარე.
-მეჩვენება თუ მორცხვობს?
თითით ჩემკენ ანიშნა ანიმ.
-ვიღაცა აირტყაავს!
მამის მკვლელი თვალებით გავხედე ანის. გართობა ისევ გავაგრძელეთ. უკვე აღარავინ გვიშლიდა სასმლის დალევას და არც თვითონ სვავდნენ ცოტას. ბოლოს ყველანი გათხლეშილები წამოვდექით სკამებიდან და გარეთ გავედით.წვიმდა. ბიჭებმა მე და ანი ტაქსით გაგვიშვეს და თორნიკეც გამოგვაყოლეს. თავად კი ალექსანდრეს მანქანით გადაწყვიტეს წასვლა. ვთხოვდი რომ არ წასულიყვნენ,მაგრამ სამივემ დაიჩემა და აზრი ვერ შევაცვლევინე.ტაქსში ჩავჯექით,ჯერ ჩვენ დავიძარით და მერე ისინი. ტელეფონზე ესემესი მომივიდა. გავხსენი და თვალები ამემღვრა.დედასგან იყო მოწერილი. პირველი ხაზის წაკითხვა მოვასწარი მხოლოდ საიდანაც დაბადების დღეს მილოცავდა,მერე კი მუხრუჭების,სიგნალის,მსხვრევისა და ბოლოს აფეთქების ხმა გაისმა. სისხლი გამეყინა,ტაქსის მძღოლს ვთხოვე გაეჩერებინა,მანაც სვლა შეანელა და მანქანა ბოლომდე არც იყო გაჩერებული რომ გადავხტი. იმ მხარეს მივრბოდი საიდანაც ხმა მოდიოდა და ვლოცულობდი რომ ბიჭები არ ყოფილიყვნემ,თან ალექსანდრეს ნაჩუქარ ანგელოზს ხელს არ ვუშვებდი. ანი და თორნიკეც უკან მომყვებოდნენ. ათი წუთიანი სირბილის შემდეგ ხალხის ჯგუფი დავინახე. ბრბო ძალით გავარღვიე და დანახულმა ადგილზე გამაშეშა.მუხლებზე დავეცი და ბოლო ხმაზე ავკივლდი. ჩემს წინ სამი ბიჭის,სამი საყვარელი ადამიანის უსიცოცხლო სხეული იყო. სახე და სხეული სამივეს სისხლით დასვროდა. ვკიოდი და შველას ვითხოვდი. ვთხოვდი რომ სასწრაფოში დაერეკათ. თითოეული წუთი,თითოეული წამი საუკუნედ მეჩვენებოდა.ვგრძნობდი რომ მიწა ფეხქვეშ მეცლებოდა.ისტერიკაში ჩავვარდი,მიწას ხელებს ვუშენდი. სულ დამისისხლიანდა,მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. იქამდე ვიყავი გონს სანამ სასწრაფოს მანქანის სირენების ხმა არ გაისმა,მერე კი თავით სიბნელეში გადავეშვი.
გონს რომ მოვედი გარემოს თვალი მოვავლე და მივხვდი რომ პალატაში ვიწექი. თავში ყველაფერი ამომიტივტივდა და ცრემლები წამსკდა. ფეხზე სწრაფად წამოვდექი და პალატიდან გავვარდი.ანი და თორნიკე სკამზე ისხდნენ სახეწაშლილები. ჩემს დანახვაზე ანი ფეხზე წამოიჭრა და მაგრად მომეხვია.
-ბიჭები...ბიჭები როგორ არიან?
-თაკო სუსტად ხარ.დაჯექი!
-ანი როგორ არიან მეთქი?
ხმას ავუწიე.
-დაჯექი და გეტყვი!
მეც დავემორჩილე,სკამზე ჩამოვჯექი და ინტერესიანი თვალები მივაპყარი.
-ვაჩეს და ალექსანდრეს მდგომარეობა სტაბილურია.მალე პალატაში გადაიყვანენ.
ამის გაგონება იყო და შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ როგორც კი გავაანალიზე ანის ნათქვამი ისევ თვალები ვჭყიტე.
-ცოტნე? ცოტნე როგორაა?
-......
-ანი ცოტნე როგორ არის მეთქი ნუ მაგიჟებ!
...
-თორნიკე შენ მაინც მითხარი რა სჭირს ცოტნეს? ხო კარგადაა? მას არაფერი მოსვლია,ხომ ასეა?
-თაკო..თაკო ის შეიძლება დავკარგოთ.
ამის გაგონება იყო და სკამზე ისევ მძიმედ დავეხეთქე. თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი.ისევ ისტერიკები დამემართა.
-არა! არა! არა! მას არაფერი მოუვა! არ მიმატოვებს!
ვკიოდი მთელ ხმაზე და თორნიკეს ხელებში ვფართხალებდი.
-თორნიკე მომშორდი თორემ გაწყენინებ!გამიშვით ჩემი ძმა უნდა ვნახო!
-გაუშვი, მაინც არ გაჩერდება!
ჩახლეჩილი ხმით უთხრა ანიმ და ცრემლების ახალი ტალღა გადმოუშვა თვალებიდან.რეანიმაციაში იყო ჩემი ძმა. მძიმედ იყო,ძალიან მძიმედ. ამას სულელიც კი მიხვდებოდა. უამრავი მილი ჰქონდა შეერთებული,გულისცემა კი სუსტი იყო. პირველი ორი დღე საშინელება იყო. მერე ალექსანდრე და ვაჩე გონს მოვიდნენ.ვაჩესთან რომ შევედი ცრემლად დავიღვარე,თუმცა შეძლო და გამამხნევა. ის ხომ ვაჩე იყო? ჩემი ვაჩე!
მერე ალექსანდრეს სანახავად შევედი. თვალები დახუჭული ჰქონდა მაგრამ არ ეძინა.მასთან მივედი,მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და მივაშტერდი. შეკრთა,მიხვდა რომ მე ვიყავი მაგრამ თვალები მაინც არ გაუხელია.
-მაპატიე!
ამოიბუტბუტა.
-რა? რა ვაპატიო?
-ჩემი ბრალია რომ ასე მოხდა!
-რა სისულელეა! ასე ნუ ფიქრობ!
-მაგრამ ეს ხომ ასეა?
თვალები გაახილა და ჩემკენ შემოტრიალდა. საშინელი სიცივე შაჰბუდებოდა-საჭესთან მე ვიჯექი!ესეიგი ჩემი ბრალია!
-ეს უბედური შემთხვევა იყო ალექსანდრე! ეს არავის ბრალი არაა!
გული მიკვდებოდა როცა ვხვდებოდი რომ ის ამ ამბავში საკუთარ თავს ადანაშაულებდა.
-თქვენთვის კარგი არაფერი მომაქვს! ყველაფერს ვანადგურებ!
-ასე ნუ ამბობ....გთხოვ!
-მაგრამ ეს რეალობაა! რატომ უნდა მოვიტყუო თავი? შეიძლებოდა ჩემს გამო ბიჭები დახოცილიყვნენ! მათ რომ რამე მოსვლოდათ...რომ რამე მოსვლოდათ როგორ უნდა მეცხოვრა? შენთვის თვალებში როგორ შემომეხედა? ჩემი ბრალია ყველაფერი! რომ დამეჯერებინა შენთვის ასე არ მოხდებოდა! ჯანდაბა! ყველაფერს ვანადგურებ!
მისთვის აღარაფერი მითქვამს.ავდექი და წამოვედი. გონს მოსვლიდან მესამე დღეს ვაჩე და ალექსანდრე საავადმყოფოდან გამოწერეს.ვაჩე ალექსანდრეს დაელაპარაკა და უთხრა რომ თავის დადანაშაულება დიდი სისულელე იყო. როგორღაც დაითანხმა და ისიც ჩვენთან ერთად წამოვიდა სახლში. ერთი კვირა ცოტნესგან არაფერი ისმოდა.არანაირ ნიშანს არ გვაძლევდა რომ დავემშვიდებინეთ. ალექსანდრეც ჩვენთან ერთად დადიოდა,თუმცა ისევ იმავე აზრზე იდგა.ფიქრობდა რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. საშინელ დღეში ვარდებოდა როცა ცოტნეს უსიცოცხლო სხეულს უყურებდა. თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა,ერთი კვირის შემდეგ ცოტნემაც დააბრიალა თავისი თვალები და ყველას მოგვცა უფლება შვებისვან ამოგვესუნთქა. უზარმაზარ სიხარულს ვგრძნობდი. რომ ვუაზრებდი რისი გადატანა მოგვიხდა ტანში უსიამოვნოდ მცრიდა.მეორე დღეს ცოტნეც პალატაში გადაიყვანეს. ყველა მასთან ვიყავით და ათას რამეს ვიხსენებდით,ვერთობოდით და ვმაიმუნობდით. უცებ ალექსანდრე წამოდგა ფეხზე,ჩემთან მოვიდა და მთხოვა რომ გავყოლოდი. მეც გაკვირვებული წამოვდექი ფეხზე და მას უკან გავყევი.დერეფნის ბოლოს გაჩერდა,ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ასე მოყურებდა. თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა,ჩაფიქრებული მეჩვენა.
-ალექსანდრე რა ხდება?
-თაკო....არ ვიცი როგორ გითხრა! ყველაფერმა ჩაიარა მაგრამ არ შემიძლია თვალებში ისე გიყურებდეთ ვითომ არაფერი მომხდარა.
-ალექსანდრე ამაზე ხომ ვილაპარაკეთ?
-ჩშშშ მაცადე...ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი ჩემ გამო მოხდა. დავფიქრდი და მივხვდი რომ თუ თქვენს გვერდით ვიქნები მუდამ საფრთხე შეგექმნებათ,გამუდმებით რაღაც უსიამოვნება იქნება თქვენს თავს....
-რისი თქმა გინდა?
აკანკალებული ხმით ვკითხე. თვალებზე ცრემლი მომაწვა როცა გავაანალიზე საუბარი საითაც მიჰყავდა.
-მე უნდა წავიდე....უნდა მოგშორდეთ! შეეცადე დამივიწყო....მაპატიე.
ყურთან სველი კოცნის კვალი დამიტოვა და მომშორდა. წავიდა და ყველაფერი თან წაიღო. წავიდა და ასე ცარიელი,გამოფიტული და სრული არარაობა დამტოვა......скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი N1penguin

ვაიმე, რა თავი იყო ეს. ჯერ გამიხარდა ალექსანდრემ რომ მოაბა თავი და ყველაფერი უთხრა თაკოს, შემდეგ კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, როცა ცოტნეზე გავიგე (ახლა მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟია blush ). ვიცოდი, რომ ბოლოს ალექსანდრე მასე იზამდა, მოველოდი, მაგრამ მაინც ძალიან მეწყინა. დიდი ინტრიგა დატოვა ამ თავმა და ველი შემდეგს, რომ განმუხტოს სიტუაცია heart_eyes

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

მაგარი იყო როგორც ყოველთვის სანერვიულოო თავი იყოო მეც ვიცოდი ალექსანდრე ასე რომ მოიქცეოდა იმედია დააბრუნებ ძალიან მიყვარს ალექიი დანარჩენებზეც ვგიჟდებიი❤❤❤

 



№3  offline წევრი MaaiKoo

საოცცარიი თავი იყო, ცოტნეს რომ რამე დამართნოდაა აიი არვიცი რა დამემართებოდა, მე პირაად მინდოდ და-ძმების მეტი დიალოდი

 



№4 სტუმარი მარუსა

ბრავოოო❤️აიძანმაგარი იყო გაოცებული ვარ❤️შემდეგი თავი მალე დადე

 



№5  offline წევრი ლათინო

N1penguin
ვაიმე, რა თავი იყო ეს. ჯერ გამიხარდა ალექსანდრემ რომ მოაბა თავი და ყველაფერი უთხრა თაკოს, შემდეგ კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, როცა ცოტნეზე გავიგე (ახლა მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟია blush ). ვიცოდი, რომ ბოლოს ალექსანდრე მასე იზამდა, მოველოდი, მაგრამ მაინც ძალიან მეწყინა. დიდი ინტრიგა დატოვა ამ თავმა და ველი შემდეგს, რომ განმუხტოს სიტუაცია heart_eyes

მადლობა იმისთვის რომ შენი კომენტარებით მახარებ. სიმართლე გითხრა ველოდებოდით შენს კომენტარს. მიხარია თუ მოგწონს და კიდევ ერთხელი გიხდი მადლობას kissing_heart

მარუსა
ბრავოოო❤️აიძანმაგარი იყო გაოცებული ვარ❤️შემდეგი თავი მალე დადე

მიხარია რომ მოგწონს. ახალი თავი ბაზაშია და ალბათ მალე დაემატება. heart_eyes

MaaiKoo
საოცცარიი თავი იყო, ცოტნეს რომ რამე დამართნოდაა აიი არვიცი რა დამემართებოდა, მე პირაად მინდოდ და-ძმების მეტი დიალოდი

თქვენი კომენტარი როგორც რჩევა ისე მივიღე, გავითვალისწინე და ახალ თავში ტყუპების დამოკიდებულება ერთმანეთთან უფრო კარგად ჩანს... heart_eyes blush

მარი. ელ❤
მაგარი იყო როგორც ყოველთვის სანერვიულოო თავი იყოო მეც ვიცოდი ალექსანდრე ასე რომ მოიქცეოდა იმედია დააბრუნებ ძალიან მიყვარს ალექიი დანარჩენებზეც ვგიჟდებიი❤❤❤

მახარებს ასეთი კომენტარების კითხვა. ძააააააალიან დიდი მადლობა.ალექსი შემდეგ თავში ბრუნდება. ახალი თავი კი ბაზაშია... blush

 



№6 სტუმარი სტუმარი Lika

Kide kai cotnes araferi damarte ddddd mokled exa vkitxulob yvela tavs daa iseti shishi vigrdzeni tyupebzee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent