შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი მარგალიტი (3 თავი)


14-04-2018, 20:44
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 214

შავი მარგალიტი (3 თავი)

3 თავი

როგორც ყოველთვის, თავის ტკივილმა გამოაფხიზლა. ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა. სასაფლაოზე იღვიძებდა. ირგვლივ მიმოიხედა და გაუკვირდა, როცა მისი ოთახი იცნო. ცდილობდა გაეხსენებინა როდის მოვიდა. მაგრამ უკანასკნელი რაც ახსოვდა მისი ძმის გამოსახულება იყო ცივ ქვაზე. სულ ეს არის. თითქოსდა ვინმეს წაეშალოსო ბოლო საათების ჩანაწერები, ყველაფერი გამქრალია.
ადგომისთანავე ტკივილგამაყუჩებელი დალია და სამზარეულოს დახლს გათიშული მიეყუდა. გადაწყვიტა ამ თემაზე აღარ ეფიქრა. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც ჰქონდა მოსაგვარებელი. ბრძოლაში იყო ჩართული, სადაც მოდუნება შეცდომა იქნებოდა.
ნელ-ნელა მოწესრიგდა. შიგადაშიგ ახსენდებოდა წეღანდელი, მაგრამ მაშინვე გონებიდან იგდებდა.
ოფისში წასასვლელად მოემზადა და სახლი დატოვა. მაგრამ საბოლოოდ ოფისამდე არ მიუღწევია.

*
მთელი ღამე მომხდარზე ფიქრობდა და მაინც ვერ ალაგებდა მის თავში არსებულ ქაოსს. რა კავშირი უნდა ჰქონოდა ელიზაბედ ასათიანს ახვლედიანებთან? ანდაც ვინ იყვნენ ახვლედიანები? რატომ ეცნობა ეს სახელი და გვარი- დავით ახვლედიანი? და რატომ უგრძნობს გული რომ ეს ყველაფერი მამამისთანაც არის დაკავშირებული?
სრული ქაოსი იყო!
მის ფიქრებს ელიზაბედზე და მის მოხიბლულობაზე ახლა ესეც დაემატა. მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი. ვისკს სვამდა და თვალგაშტერებული იჯდა სავარძელში.მხოლოდ მზის სხივებმა გამოაფხიზლა. სწრაფად მოემზადა და სახლიდან ნაჩქარევად გავარდა.

*
სადარბაზოდან გასულს მანქანაზე მიყრდნობილი დიმიტრი დახვდა. თავიდანვე შეამჩნია რომ ბატონი გამოუძინარი იყო და ამასთანავე უცნაურად შეჰყურებდა.
ეცადა რომ თავი აერიდებინა და გვერდზე მოუხვია ისე, თითქოსდა არც დაენახოს.
- არ გამოგივა - უჩვეულოდ ბოხი იყო დიმიტრის ხმა. არც მანამდე ჰქონდა მისი ხმა ხშირად გაგონილი ელიზაბედს, მაგრამ წინა საუბრიდან განსხვავებით გაცილებით დასერიოზულებული იყო.
მშვიდად შებრუნდა და არაფრის მთქმელი სახე გაუსწორა.
- სალაპარაკო გვაქვს! - გასწორდა და ორი ნაბიჯით მიუახლოვდა ელიზაბედს.
- ვერ ვხვდები რაზე - მტკიცედ გაუსწორა მზერა მის წინ მდგომის უფსკრულივით შავ თვალებს და უცბად სურვილი გაუჩნდა რომ არც მოშორებოდა.
- ჩაჯექი მანქანაში!
მშვიდად ჩაჯდა.
- მეჩქარება, ამიტომ სწრაფად მითხარი რა გინდა.
- მშვიდად ელიზაბედ, მშვიდად… - სახეზე დაეტყო ელიზაბედს რომ დიმიტრის ინტონაცია დიდად არ მოსწონებია.
- ცინიზმის დრო არ მაქვს!
- რა გაკავშირებს მამაჩემთან?- კუშტად გახედა მის გვერდით მჯდომს და შეეცადა რეაქციით მიმხვდარიყო რამეს, მაგრამ ქალს როგორც ყოველთვის მშრალი სახე ჰქონდა.
- მამაშენთან ,ჩემდასაბედნიეროდ, არაფერი მაკავშირებს. უნდა წავიდე.- კარების გაღებას შეეცადა მაგრამ ჩაკეტილი დახვდა.
- ელიზაბეედ… - თავი გააქნია დიმიტრიმ და ისევ ქალს გახედა.
- კარები გააღე! - მშვიდად და მტკიცედ ეჭირა თავი ელიზაბედს მაგრამ შიგნით სხვა რამ ხდებოდა. შეეშინდა… ლამის კანკალს დაიწყებდა , შეეშინდა რომ მისი საიდუმლო გამჟღავნდებოდა. დიმიტრის მოშორება უნდოდა. იმის და მიუხედავად, რომ დიმიტრი დიდად იზიდავდა, გრძნობდა რომ ეს კაცი საშიში იყო მისთვის.
- შენ ხომ იცი ელიზაბედ?..
- ვიცი! კარები გააღე!
მანქანიდან კარების გაღებისთანავე გადმოვიდა. იცოდა! იცოდა რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდებოდა, რომ მის საიდუმლოს საფრთხე ისევ ელოდა.
არც დიმიტრი ელოდა გულწრფელ აღიარებას ელიზაბედისგან. სხვა თუ არაფერი მხოლოდ მისი სწრაფი გაქცევით მიხვდა რომ საქმე ასე ადვილად არ იყო.

*
ანერვიულებულმა შეაბიჯა კაბინეტში. ნახევარ საათში კლიენტთან ჰქონდა შეხვედრა, ის კი ვერაფერზე ფიქრობდა.
- ახლა რა გავაკეთო. გაარკვევს, ბრძოლას წავაგებ. ღმერთო ჩემო, ჯერ არ დაწყებულა და უკვეე?!- ამოიოხრა და სავარძელში ჩაესვენა.
მაშინვე წამოვარდა და ტელეფონს ეცა. ყურმილს ანერვიულებული უსმენდა და ერთი სული ჰქონდა ხმას როდის გაიგებდა.
- გიგა! უნდა შეგხვდე... სადაც გინდა... კარგი შენთან მოვალ.
ჰოლი სწრაფად გადაჭრა ტელეფონით ხელში. კლიენტთან შეხვედრა გადადო და სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილიდან.
*
- სახლში ხარ ხო ანუ?!
- კი. ხდება რამე?- ყურმილში აღელვებული ხმა გაისმა.
- ისეთი არაფერი. საქმე მაქ შენთვის.
- ხო დღეს კარგი დღე ნამდვილად არაა... - ამჯერად ხმა ჩაფიქრებული ჰქონდა.
- რას ნიშნავს კარგი დღე არაა?- წარბშეკრული შეჩერდა მანქანასთან.
- არა... ისე ვთქვი...
- კარგი წავედი . გნახავ მერე.
- დროებით.
მანქანაში ჩაჯდა და გაახსენდა რომ ერთი საათის წინ გვერდით შავგვრემანი ადვოკატი ეჯდა. გაეღიმა, როცა გაახსენდა როგორ იჯდა ფანჯარასთან ყავით ხელში, როგორ იყო გადაფენილი მისი გრძელი შავი თმა და როგორ ტკბებოდა გამარჯვებით. შემდეგ სწრაფად დაუსერიოზულდა სახე და როგორ იჯდა ორი საათი ჩაფიქრებული.
- ჰმ... შავი მარგალიტი!
ხომ გითხარით, ის მარტო არ იყო!
*
- უნდა მიშველო!- აღელვებული შევარდა ბინაში და ჩანთა დივანზე მიაგდო.
- კარგი, წესიერად ამიხსენი რა ხდება. - დივანზე დასვა ელიზაბედი და თვითონ სამზარეულოში გადაინაცვლა.
- ყავა მინდა მე!
- ვიცი! - სამზარეულოდანაც გასცა პასუხი გიგამ და ორი ფინჯანი ყავა გამოიტანა.
- რა ოქრო ხარ!
- ახლა ამიხსენი რა ხდება.- პირდაპირ ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.
- სადაც კი რამე არის ჩემზე, ნამდვილ მეზე, უნდა გააქრო ბაზიდან.- მოკლედ უთხრა და გიგას შეხედა შეშინებული სახით.
- მიზეზი ამიხსენი! - მისი ლამაზი წარბები შეკრა გიგამ.
- ერთი ცდილობს ჩემზე რაღაცეების გაგებას. გთხოვ. მეშინია რომ გაიგებს. ამით ყველაფერი დამთავრდება.
- კარგი, მაგრამ ამ ყველაფრის წაშლა არ წაგვადგება, ხომ იცი?! შენი ვინაობის დამტკიცება გაგვიჭირდება.- წვერზე ჩამოისვა ხელი და ელიზაბედს ჩაფიქრებულმა გახედა.
- ვიცი, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გამინადგურდება.
- კარგი. საბუთებს ამოვბეჭდავ, ოდნავ გაგვიადვილდება შემდეგ საქმე. მაგრამ არ ჯობია რომ ჯერ დაფიქრდე? აღელვებული ხარ.
- არა ეს სასაწრაფოა!
- კარგი, ასე იყოს.
- მე დაგტოვებ და შენ იმუშავე. საბუთებს შემდეგზე წავიღებ.
-კარგი ელიზაბედ. არ ინერვიულო- დაამატა როგორც კი ელიზაბედის ანერვიულებული სახეს მოჰკრა კიდევ ერთხელ თვალი.

ბინა დატოვა და ლიფტი გამოიძახა. ის გააკეთა რაც შეეძლო, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობდა. ლიფტს ელოდებოდა, მაგრამ ლოდინი მოჰბეზრდა და გადაწყვიტა კიბით ჩასულიყო. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და მოუხვია, როცა ლიფტის კარების ხმაა გაიგო. მაგრამ უკან არ მოუხედია. გზა გააგრძელა და კლიენტთან შესახვედრად მოემზადა.

*
ლიფტიდან გამოვიდა და კარებზე ზარი დარეკა.კარი მაშინვე გაიღო.
- დიმიტრი?!- გაკვირვებულმა გახედა მის წინ მდგომ მამაკაცს.
- რა გაგიკვირდა, ხო გითხარი გნახავ-მეთქი.-ბინაში შეაბიჯა და მისაღებს მოავლო თვალი, - ვინმე გყავს? ხელს ხომ არ გიშლი?
- არა. არავინაა.
- მაგრამ იყო - ორ ყავის ფინჯანს დახედა მაგიდაზე და დივანში ჩაჯდა.
- იყო მაგრამ აღარაა.საქმე მაქვსო შენთვის. რა ხდება?
- ინფორმაცია მჭირდება, დეტალურად!
- რისი ან ვისი?
ხელებით მუხლებს დაეყრდნო და გიგას ქვემოდან ახედა.
- ის ყველასთვის ცნობილია როგორც ელიზაბედ ასათიანი.


ძალიან დავაგვიანე worried
ბოდიშსაც ვერ გთხოვთ confused
უბრალოდ ძალიან გთხოვთ ისტორია შემიფასეთ heart_eyes
ვფიქრობ ბოლომდე გავაგრძელებ ❤скачать dle 11.3




№1  offline წევრი teengirllove

xo sacemi xar rom daagviane imistvis :))) kargi iyo,momewona ,tan damainteresa exla ra xdeba ,ra saidumloa...mokled momdevno droze dade tore gcem :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent