შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამერნიკი (ნაწილი 1)


15-04-2018, 01:41
ავტორი ლიდია
ნანახია 136

ბამერნიკი  (ნაწილი 1)

სარკმლიდან ვარდისფერი შუქი ანათებს. გოგონას გათენება უხარია და სიხარულით დგება ფეხზე. ლამაზ მწვანე სარაფანას იცვამს და გარეთ იხედება.
ნიადაგი ვარდისფრად ანათებს, მისგან წამოსული სინათლე კი გარემოს ამავე ფერს აძლევს. ჰაერის შესუნთქვაც თითქოს განსხვავებულია.
ლიდიას უყვარს თავისი საცხოვრებელი ადგილი, მეტიც! გიჟდება აქაურობაზე. გოგონა ბამერნიკზე ცხოვრობს.
ბამერნიკი ოვალური ფორმისა და ძალიან მცირე ზომის პლანეტაა. მისი ვარდისფერი შეფერილობის მიზეზი, პლანეტის ნიადაგში ძვირფასი ქვის - რუნიტის შემცველობაა. რუნიტი უძვირფასესი მინერალია, მაგრამ მას არ მოიპოვებენ და არ ყიდიან, რადგან მისი მცირე ნაწილის დაკარგვამაც კი, შეიძლება პლანეტაზე არეულობა გამოიწვიოს. აქ წყალიც ვარდისფერია. რუნიტი ბამერნიკის სინათლისა და სითბოს წყაროა. დილას კაშკაშებს, ხოლო ღამე ქრება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ პლანეტაზე ერთადერთი ვარდისფერი ნივთიერება რუნიტია. აქ ისეთ უცნაურ ფერებსაც შეხვდებით, რომლებიც არასდროს გინახავთ.
ბამერნიკზე მხოლოდ ორი დასახლებაა - ალატარი და ვირუტი. მათ შორის მანძილი დაახლოებით 400 კმ-ია.
ალატარი და ვირუტი ერთნაირი გეგმითაა აშენებული, აქ ერთსართულიანი სახლები ლამაზადაა ჩამწკრივებული რამდენიმე რიგად. გასხვავება მხოლოდ და მხოლოდ ფერებშია. ალატარში ყველა შენობა მწვანეა, ხოლო ვირუტში ლურჯი.
პლანეტაზე საერთო ჯამში 10 000 ადამიანი ცხოვრობს. ყველას ერთნაირი, დამატყვევებელი გარეგონობა აქვს: თეთრი თმა, ლურჯი თვალები, კურნოსა ცხვირი, ლამაზად გამოყვანილი ყბები და წვრილი ტანი.
ბამერნიკზე არ არსებობს სიბოროტე, შუღლი, მტრობა, ტყუილი, ღალატი. აქ არ არის ციხე, სასამართლო და სხვა მსგავსი დაწესებულებები, რადგან არავინ ქურდობს, არავინ კლავს და არავინ აშავებს. აქ არ არის საავადმყოფო, რადგან არასდროს არავინ ავადდება. ყველას ბედნიერი მოხუცობის წლები აქვს.
თითოეულ ადამიანს საკუთარი სახელი გააჩნია. ბავშვები სკოლაში ატროლოგიას, მეცნიერებას, ხელობასა და სოფლის მეურნეობას სწავლობენ. უფროსები მღერიან, ცეკვავენ და ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი მოჰყავთ.
ალატარს და ვირუტს მეფე-დედოფალი ჰყავთ, რომლებიც ხალხთა ერთად აქტიურად მუშაობენ ქვეყნის განვითარებისთვის.
აქ არ არსებობს ინტერნეტი, მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი... ხალხს ერთმანეთისთვის ყოველთვის აქვს დრო.
ბამერნიკზე არავის უჭირს და არავინ მათხოვრობს. ყველა ბედნიერია. ეს პლანეტა სიყვარულის და პოზიტიურობის განსახიერებაა.
ალატარში, რომელსაც მწავანე ქუჩასაც უწოდებენ, მე-7 ბინაში ცხოვრობს სიცოცხლით სავსე გოგონა - ლიდია, თავის ძმა - კრისტოფერთან და მშობლებთან - ელისსა და ბენთან ერთად.
ლიდია სარკმლიდან ცქერით დაკმაყოფილდა და სამზარეულოში გავიდა, საიდანაც მადისაღმძვრელი სურნელი მთელ სახლში ვრცელდება.
მაგიდას უკვე მისხდომოდნენ ბენი და კრისტოფერი.
-დილამშვიდობისა! - გაიღიმა გოგონამ.
-დილამშვიდობისა მოუსვენარო! - მიესალმნენ ერთ ხმად, რაზეც ყველას გაეცინა.
ლიდიას ვინც იცნობს, ყველა მოუსვენარს ეძახის, რადგან მართლაც ასეთია!
გოგონა დედას მიეხმარა სუფრის გაწყობაში. გემრიელად ისაუზმეს.
ლიდია და კრისტოფერი ველოსიპედებზე შემოსხდნენ და სკოლისაკენ გაუყვნენ გზას. სკოლა ალატარის შუაგულში მდებარეობდა, სამსართულიანი, მწვანე შენობა იყო.
კლასში შევიდნენ და მეგობრებს მიესალმნენ. და-ძმას ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
ორივე ასტროლოგობას და მეცნიერობას აპირებდა. ჯერ არავისთვის გაუმხელიათ, მაგრამ უნდოდათ აღმოეჩინათ სხვა სიცოცხლის წყაროები, სხვა პლანეტები. იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სჯეროდათ ბამერნიკის გარეთ სიცოცხლის არსებობის, მაგალითად მათი ბაბუა სემი, რომელიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ვინც ხმამაღლა განაცხადა სხვა პლანეტების არსებობის შესახებ, ყველა გაქრა. ამიტომ ლიდია და კრისტოფერი თავიანთ სურვილებს არსად ამხელენ და მსგავს რაღაცებზე მხოლოდ ერთმანეთთან ლაპარაკობენ.
ყველაზე მეტად ხელობის გაკვეთილს ვერ იტანენ.
ასტროლოგიაზე მათ ასწავლიან ბამერნიკის წარმოშობის შესახებ, ვარაუდობენ, რომ ადრე ბამერნიკი დიდი მრგვალი პლანეტა იყო. შემდეგ ხალხის ნაწილი გაბოროტდა და რუნიტის მოპოვება დაიწყო. პლანეტის ის ნაწილი, სადაც კეთილი ხალხი ცხოვრობდა და რუნიტს იცავდა ბოროტ ნაწილს გამოეყო და ოვალურ სფეროდ ცალკე ჩამოყალიბდა. მეორე უფრო დიდმა და ბოროტმა ნაწილმა კი რუნიტი მთლიანად დაკარგა და ჩაქვრა. ყველას ჰგონია, რომ ის ნაწილი განადგურდა.
-მას, რას ნიშნავს გაბოროტება? - იკითხა დაბნეულმა ლიდიამ.
-ზუსტად არავინ იცის, მაგრამ დაახლოებით ვიცით რაც არის. სინათლის მეორე მხარე სიბნელეა, ხოლო სიკეთის სიბოროტე.
-რატომ არ ხდება ჩვენთან სიბოროტე? - დაინტერესდა სებასტიანიც.
-დამიჯერე არც მოხდება. ის ადამიანი, რომელიც რუნიტის მოპოვებას გადაწყვიტავს ბოროტია, რადგან ერთი პატარა ნაწილიც რომ მოსწყდეს მას, ჩვენ პლანეტას საფრთხე დაემუქრება.
-და რატომ არ არის რუნიტის გარდა აქ სხვა რაიმე ნივთი, თუნდაც სავარცხელი, ვარდისფერი? - იკითხა ელენამ, რომელიც და-ძმის უკან იჯდა და თეთრ თმას თითებით აწვალება.
-რადგან რუნიტია ერთადერთი მინერალი ვარდისფერი. მისგან არაფერს აკეთებენ, შესაბამისად მის გარდა არაფერია ამ ფერის.
-რა ხდება ბამერნიკის გარეთ? - ამჯერად ჯეისი დაინტერესდა.
მასწავლებელმა თვალები „გადმოკარკლა“ და ბიჭი მკაცრი მზერით „დააჯილდოვა“.
-არაფერი. სრულიად არაფერი. ახლა კი განვიხილოთ ის პატარა წერტილები მაღლა, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ჩნდება და რომლებიც დღეს გამოჩნდება, მაშინ როდესაც რუნიტი ჩაქრობას დაიწყებს, ცაზე 9 წერტილი ჩნდება. ეს შთამბეჭდავი სანახაობაა. ყველანი 8 საათზე შევიკრიბოთ სკოლასთან, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, თორემ 10 წელი მოგიწევთ ლოდინი.
ლიდია ბევრს ფიქრობდა ამ საკითხებზე, სულ აინტერესებდა რა იყო ეს წერტილები. ძალიან კარგად ახსოვს 7 წლის წინ (მაშინ 10 წლის იყო) როგორ ჩაისვა ბაბუა სემმა კალთაში და ჩუმად დაუწყო ლაპარაკი:
-როდესაც ცაზე 9 წერტილი გამოჩნდება, ჩემი დღიური იპოვე, მიხვდები ყველაფერს. ლიდია ფრთხილად იყავი, არავის არაფერი უთხრა, შეიძლება ჰელპაპში ამოგალპონ.
ეს სიტყვები გოგონას არასდროს ავიწყდებოდა... რა იყო ჰელპაპი? ან სად ეპოვნა ბაბუას დღიური? ახსოვს რომ ის ძალიან უცნაური კაცი იყო... ძალიან უყვარდა შვილიშვილები, მაგრამ მშობლები ბავშვებს დიდხანს არ აჩერებდნენ სემთან, და-ძმისთვის მიზეზი უცნობი იყო და კითხვებსაც არ სვავდნენ.
ახლა კი ლიდიას ბევრი კითხვა ჰქონდა დაგროვილი.
სახლში მისვლისთანავე კრისტოფერი ოთახში შეიყვანა და დარწმუნდა, რომ მათ არავინ უსმენდა.
-რა ხდება? - ჰკითხა ბიჭმა.
-მგონი ჭკუიდან ვიშლები!
-რაა?
-დაჯექი!
ბიჭი სკამზე ჩამოჯდა და ოთახში წინ და უკან მოსიარულე დას თვალი რამდენჯერმე გააყოლა.
-ლიდია, რა გჭირს?
-ბაბუამ..მაშინ მითხრა რაღაც, ვიდრე გაუჩინარდებოდა. მითხრა არავისთვის მეთქვა, მეც გავჩუმდი, რადგან მეგონა, რომ ის ყველაფერი იხუმრა..ხანდახან ასე იცოდა გახუმრება და გავჩუმდი!
-რა გითხრა სემმა?
-მან მითხრა, რომ როდესაც ცაზე 9 წერტილი გამოჩნდებოდა, მისი დღიური მეპოვა და ყველაფერს მივხვდებოდი. მაგრამ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჰელპაპში ამომალპობდნენ...
-რაო?! რას ნიშნავს ჰელპაპი?
-აზრზე არ ვარ...
-დღიური.. - კრისტოფერმა ნერვიულად მოისვა თავზე ხელი და შემდეგ ისე აენთო თვალები, თითქოს რაღაც გაიხსენაო და ოთახიდან გავარდა.
ცოტახანში ბიჭი ოთახში ისევ შემოვიდა, ქოშინებდა და თმა სასაცილოდ აწეწვოდა. ხელში სქელი, მუქყდიანი დღიური ეჭირა.
-ეს არის ბაბუას დღიური. მე დამიტოვა.
-რაა?! და ამდენი ხანია იცი რა წერია შიგ და არ მეუბნები? - ხელიდან გამოგლიჯა გოგონამ.
-შიგნით არაფერია. - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-არაფერი?! - ლიდიამ დღიური გადაშალა.
ყველა ფურცელი ცარიელი იყო.
-რა ჯანდაბაა? რა უნდა გავაკეთოთ?
-წავიდეთ და წერტილებს ვუყუროთ, რვა ხდება უკვე.
-დღიურში რაღაც უნდა იყოს. - არ ნებდებოდა ლიდია. - შეიძლება რამენაირად დაფარულია..
-უფერული მელანი არსებობს?
-ზუსტად! არსებობს, როგორ არა!
-საიდან მოიტანე? გინახავს?
-მგონი კი. ბაბუა რომ წერდა... მახსოვს რომელი კალმითაც წერდა, ერთხელ მისი კალამი ავიღე და მინდოდა ფურცელზე დამეხატა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ვიფიქრე მელანი არ აქვსთქო!
-კი მაგრამ, როგორ ვნახოთ რა დაწერა?
-მოვიფიქრებ..ახლა კი წავედით.
და-ძმა ველოსიპედით მივიდა სკოლამდე და შეკრებილ ხალხს მიუახლოვდა.
ყველა ელოდა მომნუსხველ სანახაობას.
და.. აი ისიც!
გოგონა ხედავდა 9 წერტილს. ერთი სხვებთან შედარებით ძალიან დიდი იყო, მეორე პატარა, მესამე მეორეზე ოდნავ დიდი, მესამე ყველაზე ლამაზი იყო, მეოთხე პირველის ტოლი, მეხუთეც დიდი იყო, მეექვსეს, მეშვიდეს და მერვეს უცნაური რგოლები ჰქონდათ შემოხვეული, მეცხრე კი იმდენად პატარა იყო ვერც შეამჩნევი თვალები რომ არ დაგეძაბა.
-რა საოცრებაა..- ჩაილაპარაკა ლიდიამ. მისი ტვინი ჯერ კიდევ ბაბუამისის დღიურზე ფიქრობა.
უეცრად ერთი აზრი დაებადა, კრისტოფერს ხელი ჩაჰკიდა და ლამის ძალით წაიყვანა სახლში.
-მგონი ვიცი როგორ წავიკითხოთ დღიური.
-როგორ?
-ასანთი და დღიური მომიტანე.
ბიჭმა ასანთი და დღიური მოიტანა.
ლიდიამ ცეცხლი ფურცლებს წაუკიდა.
-რას აკეთებ?! ასე განადგურდება! - დაპანიკდა კრისტოფერი.
-დამშვიდდი.
დღიური არ დამწვარა. ცოტახანში ცეცხლი თავისით ჩაქრა.
-ეს რა იყო? - გაოცდა ბიჭი.
-ინტუიცია. - გაიცინა ლიდიამ და დღიური გადაშალა.
და-ძმას სახეზე ათასგვარი ემოცია გამოესახა.
ჯერ ნაწერებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ და მთელი დღიური გადაფურცლეს, ის სავსე იყო ჩანახატებით. აქ ნახავდით სხვადასხვა ფერისა და ზომის პლანეტებს.
„ჩემო შვილიშვილებო, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ცოდნაა. ბევრი ვიწვალე, რომ არავის გაეგო ამის შესახებ, ბევრს ვფრთხილობდი. ყველა, ვინც სხვა პლანეტების არსებობა აღიარა მეფემ ჰელპაპში გამოამწყვდია. ჰელპაპი მიწისქვეშ მდებარეობს... იქაურობაზე სულ შემთხვევით გავიგე მეფის საუბრიდან, ვინაიდან მე მის კარზე ვმსახურობ. ძალიან დავინტერესდი და ბევრი რამ გამოვიკვლიე. ვიცი, რომ სხვა პლანეტები არსებობს, ამის მჯერა! ის პატარა ცხრა წერტილიც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. პირველი წერტილი პლანეტა არ არის, ის ვარსკვლავია და მას მზე ეწოდება, ამ პლანეტებს ერთად კი მზის სისტემა. მზე მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავია. არსებობს სხვა ვარსკვლავებიც, რომლებიც კოსმოსში არიან მიმოფანტულნი. მზის სისტემა საოცარი რამაა.
მზესთან გრავიტაციულად დაკავშირებული მასების დიდი ნაწილი რვა პლანეტაშია გადანაწილებული, რომელთაც თითქმის წრიული ორბიტები გააჩნიათ და ბრტყელი დისკოს, ეკლიპტიკის სიბრტყეში მოძრაობენ. ე.წ. შიდა ოთხი პატარა პლანეტა, მათ დედამიწის ჯგუფის პლანეტებსაც უწოდებენ, მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი ძირითადად სილიკატებისა და მეტალებისგან შედგებიან. გარე ოთხი პლანეტა: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, მათ გაზურ გიგანტებს უწოდებენ, ძირითადათ წყალბადისა და ჰელიუმისაგან არიან შემდგარნი, გაცილებით მასიურები არიან, ვიდრე დედამიწის ჯგუფის პლანეტები. იუპიტერი ყველა სხვა ერთად აღებულ პლანეტებზე მასიურია.
მესამე პლანეტა - დედამიწა, მეტად საინტერესოა. ის შთამბეჭდავია. მასზე ჩვენსავით ადამიანები ცხოვრობენ. ეს ის პლანეტაა, რომლის შემადგენლობაში ადრე ბამერნიკიც შედიოდა და დიდი წრე ვარდისფრად ანათებდა რუნიტის საშუალებით, მაგრამ დედამიწაზე რუნიტის ერთი გრამიც აღარაა. ამიტომ იქ ხალხი დაისაჯა, ზოგი დამახინჯდა, ზოგს ძალიან უჭირს და არაფერი გააჩნია, ზოგს ღალატობენ, ზოგს ეშინია, ზოგი ძალიან გაბოროტდა. დედამიწა სიცოცხლის ბოლო წლებს ითვლის. მისი დახმარება მხოლოდ რუნიტითაა შესაძლებელი...
მზის სისტემაზე მეტი არაფერი ვიცი. ეს არის რაც დავადგინე.
მე დედამიწაზე ნამყოფი ვარ. ჩემნაირი ბამერნიკზე ბევრი არსებობს. ჰელპაპის გარდა ჩვენს პლანეტაზე ჰევენპაპიც არსებობს. ეს დახურული საზოგადოებაა. სწორედ იქ ვაპირებ გადასვლას, რადგან ჰევენპაპს ვერავინ მიაგნებს. დედამიწაზე მისასვლელად დიდი რაკეტაა საჭირო, რომელიც ჰევენპაპში გვაქვს. ჰევენპაპიც მიწისქვეშ მდებარეობს, ოღონდ ჰელპაპისგან განსხვავებით იქ სიმშვიდე სუფევს.
შეიძლება გაგიკვირდათ როგორ მიწისქვეშ, იქ ხომ რუნიტიაო..
არის ადგილები სადაც რუნიტი არ არსებობს. სწორედ ამ ადგილებშია ჰევენპაპი და ჰელპაპი აგებული.
დედამიწამდე მისასვლელად ერთი კვირაა საჭირო. მასთან ძალიან ახლოს ვმდებარეობთ, თუმცა მხოლოდ მაშინ ვხედავთ როდესაც პირი ჩვენკენ აქვს შემობრუნებული, ეს 10 წელიწადში ერთხელ ხდება.
დედამიწაზე მაშინ ვიყავი, როდესაც თქვენ ვირუტში, ლურჯ ქუჩაზე გეგონეთ. მე იქ ორი თვე გავატარე, შევერწყე იქაურ ხალხს და შევისწავლე მათი წეს-ჩვეულებები. აქ ძალიან, ძალიან ბევრი ქვეყანა, ქალაქი და სოფელია. ასევე უამრავი ქუჩა და 7,5 მილიარდი ადამიანი.
წარმოგიდგენიათ? ეს... ძალიან ბევრია!
დედამიწას საფრთხე ემუქრება, ხეები იჩეხება, მოსახლეობა ძალიან მატულობს, ცხოველები იხოცება და ბევრი საშინელება ხდება. თქვენ ვერც კი წარმომიდგენთ აქ რაებს გადავეყარე.
ადამიანების გარეგნობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ზოგს ყავისფერი თმა აქვს, ზოგს შავი, ზოგს წითელი და ა.შ. აქ შეხვდებით ვარდისფერ თმასაც და სხვა ამ ფერის ნივთებსაც. თვალებიც მრავალფერია.
ლიდია და კრისტოფერ, ვიცი როდესაც ამას მიაგნებთ მე ცოცხალი აღარ ვიქნები, არ მინდა თქვენი მიტოვება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
თქვენ უნდა შეძლოთ დედამიწის გადარჩენა და ბამერნიკელების დარწმუნება, რომ გიჟები არ ვართ.
ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ...
ჰევენპაპში გელოდებიან. ფრთხილად იყავით, რომ ვერავინ შეამჩნიოს თქვენი აზრები, ჯერ-ჯერობით მაინც.
ჰევენპაპი ჩემ ბინასთან ეძებეთ.
კოდი: ოთხი წინ, სამი მარცხნივ, ერთი უკან და შვიდი მარჯვნივ.“
და-ძმამ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა დღიური. ერთმანეთს გამოშტერებულები მიაჩერდნენ.
-ეს... - დაიწყო კრისტოფერმა.
-ძალიან მაგარია! - იყვირა ლიდიამ.
-ჩუმად! ლიდია.. აქ ბევრი დაბრკოლებაა.
-წამოდი ჰევენპაპი მოვძებნოთ!
-ვინმემ რომ გვნახოს?
-კარგი რა! დაღამდა უკვე, ამ დროს არავინაა. თან ბაბუას სახლი ახლოსაა!
-ოხ.. კარგი, კარგი.
და-ძმა ფეხაკრეფით გაიპარა სახლიდან და 11-ე სახლთან მივიდა.
-აქ არავინ ცხოვრობს.
-ბაბუა ყოველთვის ინახავდა სათადარიგო გასაღებს ამ ქოთანში.
გოგონამ გასაღები იპოვა და კარები გააღო. ბაბუას სახლში ყველაფერი ძველებურად იყო. მის ძველ ოთახში შევიდნენ.
-დღიური ხომ წამოიღე? - ჰკითხა ლიდიამ ძმას.
-აქ მაქვს.
-რა უნდა ვეძებოთ?
-არ ვიცი.
ბევრი ძებნის შემდეგ დანებდნენ და ბაბუას საწოლზე ჩამოსხდნენ.
-სად უნდა იყოს...
-კოდი! - წამოიძახა ლიდიამ.
-რაა?
-ბაბუას დღიურში კოდი იყო! გადაშალე.
-ოთხი წინ, სამი მარცხნივ, ერთი უკან და შვიდი მარჯვნივ. და რა გავიგოთ აქედან?
-სახლის შესასვლელში დავდგეთ და ოთხი ნაბიჯი წინ გადავდგათ, სამი მარცხნივ, შემდეგ ერთი უკან და შვიდი მარჯვნივ.
-არ მომწონს ეს ყველაფერი, გიჟები ვართ.
-ვცადოთ!
თავიდან არაფერი ხდებოდა, შემდეგ იატაკი აჭრიალდა და პატარა სახელური გამოჩნდა, კრისტოფერმა ამოწია და ქვევით ჩამავალი კიბეები დაინახა.
-ოჰ! - აღმოხდა გოგონას. - ეს...
-ვიპოვეთ!
-ჩავიდეთ?
-წამოდი, ახლა ღირს დანებება?
-არა!
და-ძმა კიბეებს ჩაუყვა.
კიბეები საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, შემდეგ განათებულ დერეფანში აღმოჩნდნენ.
„ჰევენპაპი“
ეწერა ერთ-ერთ კედელზე.
გასაოცარი სანახაობა გადაეშალათ წინ, კედლებზე სხვადასხვა პლანეტა ეხატა, ისეთები როგორებიც ბაბუას ჩანახატებში ნახეს.
აქ იყო წარწერები:
„ვენერა“
„იუპიტერი“
„მზე“
ყველაზე დიდად „დედამიწა“ ეწერა.
-სალამი ლიდია და კრისტოფერ! - გაისმა ქალის ხმა.
-ვიცნობთ ერთმანეთს?
-მე ვიცი ვინც ხართ. სემმა გამაფრთხილა, რომ ერთ დღეს ჩემი შვილიშვილები აუცილებლად მოვლენო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჰევენპაპში! მე ლუსი ვარ.
ლუსი და-ძმას წინ გაუძღვა და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. ლიდია და კრისტოფერი გაოცებით ათვალიერებდნენ აქაურობას. აქ ისეთი ნივთები ელაგა, რაც აქამდე არ უნახავთ.
-აქ დიდხანს მოგიწევთ ყოფნა. ჯერ საქმეებში გაგარკვევთ, შემდეგ კი დედამიწაზე გაგიშვებთ.
-რაა? - ერთდროულად იკითხეს.
-თქვენ ძალიან ჭკვიანები ხართ. იქ სკოლაში შეგიყვანთ, ისე რომ ვერავინ გაიგოს, რომ უცხო პლანეტიდან ხართ.
-კი მაგრამ..როგორ?
-ეგ ჩვენ ვიცით! იქაურ ცხოვრებას შეერწყმებით და გაიგებთ ყველაფერს დედამიწის შესახებ. გადავამოწმეთ და ჩვენნაირ ენაზე მხოლოდ ერთი ერი საუბრობს და წერს, ჩვენნაირი ანბანი აქვთ.
-რომელი ერი? - ისე იკითხა ლიდიამ, თითქოს რომელიმე იცოდა.
-თქვენ საქართველოში გაგიშვებთ.



__________________________________________________



სულ მალე დაგიბრუნდით ახალი ისტორიით ^_^
სულ განსხვავებული იქნება.
ამ ჟანრში პირველად ვწერ.
პ.ს. რუნიტი, ბამერნიკი, ალატარი და საერთოდ თითქმის ყველა სახელი (ნუ მზის სისტემის გარდა) ჩემი გამოგონებულია <3
შეაფასეთ!скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent