შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სატანას გული [ 1 ]


15-04-2018, 14:39
ავტორი MoonLady
ნანახია 792

სატანას გული [ 1 ]

მოყავისფრო, გრძელ დახლთან იჯდა, მაღალ სკამზე შემოსკუპებული. ცხვირზე მოზრდილი სათვალე წამოეცვა, ტანზე კი რამდენიმე ზომით დიდი პერანგის გარდა არაფერი ეცვა. ხელში კალამი ჩაებღუჯა და თეთრ ფურცელზე მთელი მონდომებითა და მთელი გატაცებით რაღაცას წერდა. მისი ანთებული, თაფლისფერი თვალები კი აშკარად ყვიროდნენ იმის შესახებ, რომ ქალს წერის პროცესი განუზომელ სიამოვნებას ანიჭებდა.
- რას ფიქრობ, გამოჩნდება ვინმე, ვინც შენს გულს დაიპყრობს ? - თეატრალურად და ოდნავ დამცინავად ჰკითხა თინათინმა. აბაზანიდან გამოვიდა და კრემისფერ, ფუმფულა სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა.
- რაო, ხუმრობის ხასიათზე დავდექითო ? - ქალმა წერა შეწყვიტა და მეგობარს ახედა. გაღიზიანებული, მაგრამ სიცილშეპარული ტონით წარმოთქვა და დაწნული, კომფორტული სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- სოფია, თამაშს როდემდე გააგრძელებ ? - ჰკითხა თინათინმა და ცივი ყავა მოსვა. თვალი თვალში გაუყარა მეგობარს და მისი სურვილით აენთო.
- მერამდენედ უნდა გითხრა, რომ მიყვარს და არ ვთამაშობ ? - აღშფოთდა სოფია და წარბი შეკრა. მსგავსი, როგორც სოფია ფიქრობდა, სულელური დიალოგები ხშირი იყო მასსა და თინას შორის.
- არა, შენ უბრალოდ მასთან კომფორტულად ხარ, მეტი არაფერი. - ისევ ჩვეული სიტყვები და სოფიას ბრაზისგან ჩაწითლებული თვალები, თინას ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილი და გაჯახუნებული კარი. - ოდესმე მაინც, სოფ... ოდესმე მაინც ! - ჩაიჩურჩულა თავისთვის და აწ უკვე გაცივებული, უგემური ყავა ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
ჟურნალის მაგიდაზე დადებულ პულტს დასწვდა და ტელევიზორი ჩართო.
საინფორმაციო გადაცემებს მხოლოდ ერთი სასაუბრო თემა გააჩნდათ: დავით ათაბაგი და მისი ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც ითხოვდა ამჟამად მოქმედი პოზიციის უკუგდებას და ამის ნიშნად, ქუჩაში იყო გამოსული. უფრო სწორად, თავად ათაბაგი კარგად დაცულ მანქანაში იჯდა, მისი იდეის დასაცავად გამოსული კი ხალხი იყო.
- . ამას სერიოზულად საერთოდ როგორ შეხედე სოფია ? როგორ ? - ბრაზი გაუკრთა ყავისფერ თვალებში თინას. ცარიელი ჭიქა ჰაერში აღმართა და ეს-ეს იყო უნდა ესროლა, რომ გაჩერდა. წამოდგა და ჭურჭელი მაგიდაზე დადო. ღრმად ჩაისუნთქა და არაადამიანურად გაიღიმა. - ცოტაც დამაცადე, ძვირფასო. მალე აგიხელ თვალებს და... - კმაყოფილების ხარხარმა გააყრუა მეთერთმეტე სართულის #44 ბინა.
...
ოთახში გიჟივით შევარდა, ხელში რაც პირველი მოხვდა ის ჩაიცვა, ფეხზე მაღალქუსლიანი მოირგო, კარი მიიჯახუნა და გააფთრებული გამოვიდა ბინიდან. მიაწყდა ლიფტს და მის ბედზეც იგი ამ სართულზე გაჩერებულიყო. გაცოფებული შევარდა მართკუთხა ფორმის მოწყობილობაში და ადგილზე ცქმუტავდა. მრისხანებას მოეცვა იგი და ძარღვებს სისხლი ძლიერი წნევით ასკდებოდა.
- როგორ ბედავს ?! მერამდენედ ?! რა ჯანდაბა უნდა ამ გოგოს ?! - ღრმად ქოშინებდა და ყოველ ამოსუნთქვას თითო ფრაზას აყოლებდა. - ყელში ამოვიდა უკვე მისი უაზრო რეპლიკები !
ბურდღუნით გავიდა სადარბაზოდან და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მიტინგისკენ. ქუჩებში სხვადასხვა ჯურის ხალხი ირეოდა. ჩვილი ბავშვებიდან დაწყებული, ღრმა მოხუცებულით დამთავრებული, ყველას ნახვა იყო აქ შესაძლებელი. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი პირადი მიზეზი, რის გამოც იდგა აქ და ახლა და იცავდა ოპოზიციის ინტერესებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მათ პრობლემას გადაჭრიდა, მაგრამ მთლიანობაში ერთი დიდი მასა გამოდიოდნენ, რომელიც მეთაურს, ამ შემთხვევაში ათაბაგს, ემორჩილებოდნენ.
რა თქმა უნდა, სოფოს სიამოვნებდა, რომ მისი მამაკაცი ამდენად ძლიერი პიროვნება იყო, რომ შეეძლო ეს მასა ემართა, მაგრამ თავად მასის იდეა მას არასოდეს ხიბლავდა.
ძლივ-ძლივობით მიიკვლევდა გზას გადატენილ ქუჩაში და მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა. უნდა მიეღწია იმ მანქანამდე, რომელშიც არხეინად იჯდა მისი საქმრო და მართავდა ბრბოს.
რის ვაი ვაგლახით მიაღწია, ზემოთ ხსენებულ, მანქანამდე და მთელი ძალით დააბრახუნა დაბურულ მინაზე, რომელიც წუთის შეყოვნებით ჩამოიწია. - სოფია ? აქ რას აკეთებ ? - გაფართოებული თვალებით უმზერდა 35 წლის, სიმპათიური მამაკაცი. გიშრისფერი თვალები და თხელი ტუჩები არაჩვეულებრივად ეხამებოდნენ მის მუქ წაბლისფერ თმას.
- იქნებ და რა მინდა, არ შემომიშვებ? - ისედაც გაბრაზებული ქალი, უფრო მეტად გაღიზიანდა, თუმცა არ შეიმჩნია. ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა მანქანას.
- სოფო, ხალხი გიცნობს, როგორც ჩემს საცოლეს, აქ კი მე შენს უსაფრთხოებას ვერ გავაკონტროლებ დაბრუნდი სახლში!- შუბლი შეკრა ათაბაგმა და მკაცრი ტონით, თუმცა დაბალ ხმაზე უთხრა სოფიას.
- დღეს რა ყველამ პირი შეკარით ? რთულ მომენტში შენთან მინდა ყოფნა და როგორ პასუხს ვღებულობ ? თავი, 26 წლის ქალი კი არა, ბავშვი მგონია !
- სოფო ! მორჩი წუწუნს და გააკეთე, რასაც გეუბნები ! - ხმის ტემბრი ვერ გააკონტროლა კაცმა და ხმამაღლა შეუბღვირა.
- აჰ, სოფო მორჩი წუწუნს, სოფო ნუ ადრამატულებ, სოფო შენ უბრალოდ ვერ ხვდები, სოფო, სოფო, სოფო ! - თავი ვეღარ შეიკავა ქალმა და ამოხეთქა. - როგორ შეიძლება სულ იმისგან განსხვავებულად იყოს ჩემ ირგვლივ ყველაფერი, ვიდრე მე ვფიქრობ ?! - თვალები აუწყლიანდა ქალს. სხვა დროს ალბათ დავითი მას დაუყვავებდა, მაგრამ ახლა იმდენად აღიზიანებდა, რომ მისი დანახვის სურვილიც კი გაუქრა.
- კოტე ! წაიყვანე სახლში ! - მოკლედ უბრძანა იქვე მდგარ მცველს, რომელიც სოფოს ხალხის მასისგან იცავდა.
- ეგრე არა ? ეგრე ჰო ? წადი შენი ! - უკივლა საქმროს, რომელსაც უკვე მოესწრო მინის აწევა და მანქანის ტემპის აჩქარება, რათა ვერ დასწეოდა ქუსლებზე შემდგარი ქალი. - მეზიზღები ათაბაგო ! მეზიზღები ! - მიაძახა და სანამ მცველი ბრძანებას შეასრულებდა, ხელიდან დაუსხლდა.
ხმამაღლა ლანძღავდა თავის საქმროს ასეთი უტაქტობისთვის და ხალხის ნაკადის საპირისპირო მხარეს მიიკვლევდა გზას. ძალიან უჭირდა გადაადგილება და თავს წყევლიდა იმის გამო, რომ არ დააკვირდა რას იცმევდა. თავისუფალი, მუხლებამდე კაბა მოერგო სხეულზე, ფეხზე კი შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
- ჯანდაბა ! რად მინდოდა ეს საძაგლობები რომ ჩავიცვი ?! - წუწუნებდა დაა ოხრავდა. არც დაფიქრებულა ისე ჩამოჯდა იქვე ასფალტზე და ცალი ქუსლიანი გაიხადა. დაწითლებული ფეხი შეათვალიერა და ტუჩები უკმაყოფილოდ გაბუშტა. ადგომას არ აპირებდა, ამიტომ არარად ჩააგდო ხალხის გაოცებული მზერა. ისინი მას იცნობდნენ როგორც გამოჩენილ მწერალ სოფია ჭაჭუას, როგორიც ოპოზიციის ლიდერის ცნობილ მეუღლეს და რა თქმა უნდა, მისი ასეთი ქცევა უკვირდათ.

- მიმი, იქნებ დაგვეხმარო ? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა იქვე არხეინად მდგარ სპეცრაზმელ ქალს დანიმ.
- არა, გმადლობ. აქ მე და ჩემი ყავა მეტად ინტიმური საქმით ვართ დაკავებულები. - არც შეუხედავს ისე უპასუხა 24 წლის გოგომ. პირბადე და ჩაფხუტი მოეხსნა და გემრიელად შეექცეოდა ყავას.
- ეგრე მე რომ ვიჩალიჩო, მაგარი მომხვდება და შენ როგორ ძვრები ? - დაეჭვებით ჰკითხა კაცმა და წასასვლელად მოემზადა.
- უბრალოდ ჩემს არაამქვეყნიურ შარმს ვერავინ უძლებს, დანიელ ! - წარბაწევით გახედა და ანიშნა, რომ ხასიათზე არ იყო.
- კარგი, კარგი. ბაზაზე გელოდები.
- სულ ტყუილად.
- მირანდა არაბულო! - სახელი-გვარით მიმართა დანიმ. იცოდა, რომ გოგონას ეს აღიზიანებდა.
- კიდევ ერთხელ ეგრე დამიძახებ და ღმერთს გეფიცები, მაგ შენს უშველებელ შუბლს პატარა ნახვრეტი გაგილამაზებს ! - ძალიან მშვიდად და მიმიკის ცვლილების გარეშე უთხრა და განაგრძო ყავით ტკბობა.
- უჟმური! - ცერად გახედა გოგომ აწ უკვე წასულ სპეცრაზმელს.
რამდენიმე წუთის შუალედში ხალხში ალიაქოთი ატყდა და ზემოდან მოვიდა ბრძანება, რომ გამოეყენებინათ ცრემლსადენი გაზი. ატირებული ხალხი წყევლა-კრულვით ტოვებდა ქუჩებს და სახლებისკენ მიიჩქაროდა. მეტად “პატრიოტები” კი არ ტოვებდნენ “ბრძოლის ველს”.
მირანდა არაბულს კი არაფერი ადარდებდა. პოლიტიკა ცალ ფეხზე ეკიდა. მისი ერთადერთი საზრუნავი ამჟამად იყო უშაქრო ყავა, რომელიც მას წინა დღის დაღლილობისგან ათავისუფლებდა. თუმცა ვინ აცდიდა მას დაღლილობის მოხსნას ? შუა ასფალტზე ცალი ფეხსაცმლის ამარა მჯდარი, ატირებული ქალი ნამდვილად არა.
- ეჰ, ძვირფასო, მალე დავბრუნდები. - დანანებით გააქნია თავი მიმიმ და ყავა პირველი სართულის რაფაზე დადო.
ნელი ნაბიჯით გაემართა აწ უკვე ამდგარი ქალისკენ და მის წინ დადგა.
- აქ რას აკეთებდი, ჟანა ? - ვითომც არაფერი ჰკითხა მიმიმ.
- საიდან მოიტანე, რომ ჟანა მქვია? - ამოისრუტუნა სოფომ და მოჭუტული, აცრემლებული თვალები მიანათა გოგოს. მის წინ სპეცრაზმელის ფორმაში გამოწყობილი, ცისფერთვალება და წაბლისფერთმიანი გოგო. სოფია მომენტალურად მოინუსხა მისი თვალებითა და იდეალური ნაკვთებით.
- რა ვიცი, ჟანა დარკივით კი იდექი ბრძოლის ეპიცენტრში. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- მოიცა, შენ რა, არ იცი ვინ ვარ ? - გულწრფელად გაოცდა სოფო.
- არა. და ვინ ხარ ?
- მწერალი.
- დოსტოევსკი ხარ ? - თავი ოდნავ გვერდით გადასწია მიმიმ.
- არა. - თვალები გაუფართოვდა სოფოს.
- აბა რატომ უნდა გიცნობდე? - სახეში ჩააკვირდა ქალს არაბული.
- მე… ისა… - დაიბნა სოფო და სახე აუჭარხლდა. მზერა აარიდა მიმის და ტუჩი მოიკვნიტა. - დაიცა, ქართველი მწერლებიდან არავის იცნობ?
- კი, წიქარას ავტორს. - არც დაფიქრებულა ისე უპასუხა სპეცრაზმელმა.
- ეგ ხალხური არაა ? - ბაგე ოდნავ შეაღო და თვალებში შეხედა სოფომ.
- მეც ეგ ვთქვი, ხალხს ვიცნობ. - თქვა მიმიმ და სოფომ საბოლოოდ გადაწყვიტა ან მე შევიშალე, ან ეს გოგოო.
- მგონი ფეხი ვიღრძე. - საცოდავად ამოიკნავლა სოფიამ და მირანდას ახედა. გოგო მასზე ერთი თავით მაღალი იყო და საოცრად მიმზიდველი. სოფომ მოზრდილი ნერწყვი გადააგორა საყლაპავში, რაც მიმის არ გამოჰპარვია.
- კარგი, ჯანდაბას. მიგიყვან სახლამდე. - თვალები აატრიალა მიმიმ.
- არ მინდა სახლში ! - წარბი შეკრა, ტუჩები გაბუშტა და ფეხების დაბაკუნების იმიტაცია გააკეთა, თუმცა ტკივილმა თავი შეახსენა და წამოიიკნავლა.
- ტუჩებს ეგრე ნუ ბუშტავ. - მკაცრად უთხრა მირანდამ და სოფო მომენტალურად დაემორჩილა. ამჯერად ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. - ნურც კბენ, ჯანდაბა. რატომ არ გინდა ?
- ვეჩხუბე !
- ვის?
- ყველას!
- ვახ, ყველას ასე უბუშტავ ტუჩებს, როცა ებუტები ?
- არ დავკვირვებივარ. - ბაგე შეხსნა სოფომ.
- დაკვირვებული რომ არ ხარ შევნიშნე, მაგრამ ამიერიდან დააკვირდები.
- ბატონო? - გაკვირვება აღებეჭდა სოფიას სახეზე, შერეული გაღიზიანებასთან.
- არაფერი. ეგ ცალი ფეხსაცმელი სად დაკარგე კონკია ?
- ასფალტზე რომ ვიჯექი გავიხადე და…
- ჰოო, იმედია შენი პრინცი გიპოვის.
- ჩემი პრინცი… - დაიწყო სოფომ.
- ჰო, ჰო, ვიცი რომ ეჩხუბე და ტუჩები, ჯანდაბა. - ყბები ერთმანეთს მიაჭირა არაბულმა.
- შენ რას წარმოადგენ, ან რას საქმიანობ, რომ ჩემს პროფესიას დასცინი? - გვიან მოვიდა აზრზე სოფო.
- გარდა იმისა, რომ ნაცემ და ნაბეგვ ქალს სახლამდე მისვლაში ვეხმარები?
- კითხვაზე არ მიპასუხებ?
- მკვლელი ვარ.
- ძალიან სასაცილოა. - უკმაყოფილების ნიშნად, თვალები აატრიალა სოფიამ.
- თუ არ გაჩუმდები, ნახავ, რომ სულაც არ არის სასაცილო. - ტუჩის კუთხე ჩატეხა მირანდამ.
შორიდან ხალხის ჯგრო უახლოვდებოდა მათ, ყვირილითა და ჩხუბით. ერთადერთი სიტყვა, რისი გარჩევაც მირანდამ შეძლო მათი ბღავილიდან, იყო “სოფია”.
- ჰეი, ბუშტო, აზრზე ხარ ვინაა სოფია?
- მე…
- რა ?
- მე ვარ სოფია, მე ! - თვალები გაუფართოვდა სოფოს და დამფრთხალი შველის მზერა სტყორცნა მირანდას.
- აშკარად არ არიან შენ მიმართ კეთილგანწყობილნი. ქართველობა წაართვი შენი ნაწერით ხალხს ?
- მომკლავენ ! - ამოიჩურჩულა სოფიამ და თვალები აუწყლიანდა. ქვედა ტუჩი აუკანკალდა და ხელები საკუთარ თავს მოხვია, რათა ცახცახი შეეჩერებინა.
- ჯანდაბა ! მოდი აქ ! - თქვა მირანდამ და სანამ ხალხი მოშორებით იყო, ერთი ხელის მოსმით მხარზე ტომარასავით გადაიკიდა.
- რას აკეთებ, დამსვი ! - კივილი დაიწყო სოფომ.
- მომისმინე, მე ახლა დაგსვამ და ეს ტიპები გასწავლიან, რომ ძალიან რთულია მოტეხილი ხელებით დამძვრალი კბილების აკრეფა. - შეუღრინა მიმიმ და სწრაფი ტემპით გაშორდა ცენტრალურ ქუჩას.
ძალიან უჭირდა თითქმის თავისი წონის ადამიანის, სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილება, მაგრამ ის ქალაქს იცნობდა ხუთი თითივით.
დაახლოებით 50 მეტრის გავლა მოუწია, რომ ორ შენობას შორის ვიწრო გასასვლელში შესულიყო. ნაჩქარევად დასვა სოფია ძირს და თავისუფალ ადგილას შეაგდო. თვითონაც შეძვრა და სოფო მის, კედელზე მიბჯენილ, ხელებს შორის აღმოჩნდა.
- შენი აზრით, რატომ მოგვდევდნენ ? - გულგახეთქილმა ჰკითხა.
- რა ვიცი, მგონი, შენი კოსტიუმი მოეწონათ.
- კარგი რა, ხუმრობის გარეშე. - უთხრა სოფომ და წარბი შეკრა.
- გაჩუმდი, ეს რა ხმაა ?
- რა, ისევ მოგვდევენ? - დამფრთხალი სოფო აწრიალდა.
- არა, არა. შენი თავიდან ჩალის შრიალი ისმოდა, უბრალოდ. - ცინიკურად გაუღიმა მიმიმ.
- საზიზღარი ხარ!
- ვგიჟდები კომპლიმენტებზე.
- გამიშვი, ახლავე გამიშვი! - ფართხალი დაიწყო გოგომ.
- ჩუუ ! - თქვა და ხელი პირზე ააფარა სოფიას. იმდენად ახლოს აღმოჩნენ ერთმანეთთან, რომ ქალი მძაფრად გრძნობდა მის არომატს.
სოფო ძალიან გააბრუა მიმის საოცარმა სურნელმა, რომელიც, უკვე ზუსტად იცოდა, არასოდეს დაავიწყდებოდა. ერთმანეთზე იყვნენ მიკრულნი, სოფო კი გაუაზრებლად მიიწევდა წინ ამ სურნელის წყაროსკენ. იმდენად იყო გართული სულისშემძვრელი არომატით, რომ ვერც კი შეამჩნია როგორ აღმოჩნდა მისი ცხვირი ჩარგული არაბულის გრძელ, მოხდენილ კისერში.
- ბუშტო…
- მმმ ? - სურნელით გაბრუებული სოფო ვერ ფხიზლდებოდა.
- ქოქოსის შამპუნს იყენებ? - ღრმად სუნთქავდა არაბული. მაქსიმალურად ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ჰაერის მოლეკულა ჩაესუნთქა.
- ჰო, რა ხდება? - თავი წამოწია სოფომ, მაგრამ მირანდამ არ დააცადა და მისი თმები ჩაბღუჯა. ცხვირთან მიიტანა და შეისუნთქა.
- ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ ცარიელ თავსაც კი შესაძლოა ჰქონოდა არანორმალურად მაგარი არომატი.
- აუტანელი ხარ! საძაგელი ! ახლავე გამიშვი !
- კარგი, წამოდი, მივდივართ. - გულგრილად უთხრა მიმიმ.
- სად ? - გაოცდა სოფო.
- სახლში.
- სახლში არ მივალ-მეთქი, ვერ გაიგე? - გააღიზიანდა ჭაჭუა.
- გავიგე, ჩემთან სახლში მივდივართ.
- არ მინდა. - აღშფოთდა სოფია.
- მე არ მიკითხავს რა გინდა, მე ვთქვი, რომ ჩემთან მივდივართ.
- სადაც გინდა იქ წადი! - ბრაზი შეერია ხმაში.
- ჰო, რა თქმა უნდა. წავალ და შენც წაგიყვან. - უდარდელად უპასუხა არაბულმა.
- საინტერესოა უფლებას ვინ გაძლევს.
- მე თუ მკითხავ, ბუშტო, საინტერესო ის უფროა, ხელს ვინ შემიშლის ! - თქვა და თვალი ჩაუკრა სოფიას.
- არსადაც არ წამოვალ, თავი ვინ გგონია საერთოდ?! - აკივლდა სოფო და მუშტების რტყმა დაუწყო მკერდზე.
- ან ჩემთან მოდიხარ და მოგიწევს ამიტანო, ან მაგ ფეხით ვერსად წახვალ და აქ დაელოდები სანამ გიპოვიან. აირჩიე, ბუშტო.
- ნუ მეძახი ეგრე.
- არაჩვეულებრივი ხერხია პირდაპირი პასუხისგან თავის არიდების. - ცალყბად ეღიმებოდა მირანდას.
- წამოვალ…
- რაო? აბა გამაგონე!
- წამოვალ-მეთქი! - ბუზღუნით წარმოთქვა სოფომ.
- ახლა კარგი გოგო ხარ, ბუშტო. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ვაა...კარგია, მაგარია!!!

 



№2  offline მოდერი MoonLady

სტუმარი ჰაიკო
ვაა...კარგია, მაგარია!!!

❤️❤️

 



№3 სტუმარი gggg

Amm ver mivxvdi sqesobriv umciresobaze ikneba?

 



№4  offline მოდერი MoonLady

gggg
Amm ver mivxvdi sqesobriv umciresobaze ikneba?

სიყვარულზე წესების, სტანდარტების და ჩარჩოების გარეშე.

 



№5 სტუმარი სტუმარი keti

dzalian kargad, sainteresod daiwye, vechvob iset temaze wer bevri rom tavs aridebs da mxolod ramdenime motxroba moidzebneba am saitze msgavsi siyvarulis istoriit, yvelaze metad ki is mixaria rom ar ikneba banaluri, ar ikneba gogoze romelsac mshoblebi avtokatastrofashi daegupa da uechveli mdidrebi arian da bavshvs dautoveben mtel qonebas :D mere aucileblad vigac bichs sheejaxeba da chxubit daiwyeba urtiertoba :D da a.sh, romlebic mravlad mxvdeba am saitze, mokled rom vtkva, warmatebebs gisurveb <3 da yvelaze mtavaria male dado xolme :)) rom es interesi ar gamineldes da wakitxvissurvili ar gamikres

 



№6  offline მოდერი MoonLady

სტუმარი keti
dzalian kargad, sainteresod daiwye, vechvob iset temaze wer bevri rom tavs aridebs da mxolod ramdenime motxroba moidzebneba am saitze msgavsi siyvarulis istoriit, yvelaze metad ki is mixaria rom ar ikneba banaluri, ar ikneba gogoze romelsac mshoblebi avtokatastrofashi daegupa da uechveli mdidrebi arian da bavshvs dautoveben mtel qonebas :D mere aucileblad vigac bichs sheejaxeba da chxubit daiwyeba urtiertoba :D da a.sh, romlebic mravlad mxvdeba am saitze, mokled rom vtkva, warmatebebs gisurveb <3 da yvelaze mtavaria male dado xolme :)) rom es interesi ar gamineldes da wakitxvissurvili ar gamikres

გმადლობ, ვეცდები მალე დავდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent